სავლე ესე იყო თანა-ჯერისმჩინებელ მოკლვასა მას მისსა. იყო მათ დღეთა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიასა მას ზედა, რომელ-იგი* იყო იერუსალჱმს შინა, და ყოველნი განიბნინეს* (მიმოდა?) სოფლებსა მას ჰურიასტანისასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.
მივიდეს და აღიღეს სტეფანე კაცთა მოშიშთა ღმრთისათა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.
სავლე ესე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილესა.
მოციქულნი იგი მიმოდაჴდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.
ფილიპე შთავიდა ქალაქსა სამარიტელთასა და უქადაგებდა ქრისტესა.
ხედვიდა ერი იგი სიტყუათა მათ, რომელთა ეტყოდა მათ ერთბამად სმენად მათა და ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა.
რამეთუ რომელთა თანა იყო სული არაწმიდებისაჲ, ღაღადებედ ჴმითა მაღლითა და განვიდიან. მრავალნი განრღუეულნიცა და მკელობელნი განიკურნებოდეს.
და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა.
კაცი ვინმე იყო, რომელსა სახელი ერქუა სჳმონ, წინაჲთვე იყო ქალაქსა მას შინა, გრძნებდა და განაკრძალებდა* ნათესავსა მას სამარიტელთასა* და ეტყოდა* თავისა თჳსისასა, ვითარმედ დიდი* ვინმე არს,
რომელსა ხედვიდეს ყოველნი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: "ესე არს ძალი ღმრთისაჲ, რომელსა ჰრქჳან დიდ".
ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი.
და რაჟამს* ჰრწმენა ფილიპჱსი სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი.
და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო შეკრძალულ და შეუდგა ფილიპეს. ვითარცა ხედვიდა სასწაულებსა მას და დიდ-დიდსა ძალსა, რომელი-იგი იქმნებოდა, და დაუკჳრდებოდა*.
ესმა რაჲ უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მიავლინნეს* მათ* პეტრე და იოჰანე,
რომელნი-იგი, ვითარცა მივიდეს, ლოცვა ყვეს მათთჳს, რაჲთამცა მოვიდა მათ ზედა* სული წმიდაჲ.
რამეთუ მუნმდე* არღა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსისითა.
მაშინ დასდებდეს ჴელსა მათსა, და მოვიდოდა მათ ზედა* სული წმიდაჲ.
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელის დადებითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი
და ჰრქუა: "მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე*, რაჲთა, რომელსა დავსდვა მე ჴელი, მიიღოდის* სული წმიდაჲ".
ჰრქუა მას პეტრე: "ვეცხლი* შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ შენ ფასითა მოპოვნებად.
და არა გიც შენ ნაწილ* არცა სამკჳდრებელ სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა.
შეინანე შენ აწ უკეთურებისა შენისაგან და ევედრე უფალსა მი-ხოლო თუ-გეტევნენ უკეთურებანი ეგე ზრახვათა გულისა შენისათანი,
რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანაშეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ".
მიუგო სიმონ და ჰრქუა: "ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რაჲ-ეგე თქუენ სთქუთ".
მათ მიმოაწჳეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა სხუასაცა დაბნებსა* და ქალაქებსა სამარიტელთასა ახარებდეს.
ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: "აღდეგ შენ და მივედ სამხრით კერძო გზასა მას, რომელი შთააც იერუსალჱმით გაზად*. ესე არს უდაბნო".
აღდგა მეყსეულად* ფილიპე და წარვიდა. და აჰა ესერა ინდოჲ ერთი საჭურისი ძლიერი კანდაკჱსი დედოფლისა* მის ინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა ფასსა მისსა, რომელ იგი მისრულ იყო თაყუანისცემად იერუსალჱმდ.
და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა იგი ესაია* წინაჲსწარმეტყუელსა.
ჰრქუა სულმან წმიდამან ფილიპეს: "მივედ*, შეეახლე შენ ეტლთა იმათ".
და მივიდა ფილიპე, იწყო სმენად, ვითარ იკითხვიდა იგი ესაია* წინაჲსწარმეტყუელსა; იწყო მისა კითხვად და ჰრქუა: "უწყი-მეა, რასა ეგე იკითხავ?"
მან მიუგო და ჰრქუა: "და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არათუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა?" და ჰლოცვიდა** იგი ფილიპეს, რაჲთამცა აჴდა იგი და დაჯდა მის თანა ეტლთა მათ.
და თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: "ვითარცა ცხოვარი კლვად მიეცა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა* უჴმობელად დგა, ესრე არა აღაღებს პირსა მისსა.
სიმდაბლითა მისითა სამართალნი მისნი მიეხუნეს; თესლ-ტომი მისი ვინმე* გამოიძიოს? რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხორებაჲ მისი".
მიუგო საჭურისმან მან ფილიპეს და ჰრქუა: "გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს ესე წინაჲსწარმეტყუელი? თჳსისა თავისათჳს ანუ სხჳსამე ვისთჳს?"
აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო წიგნთა ამათგან ხარებად მისა იესუჲსა.
ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და თქუა მან საჭურისმან: "აჰა ესერა წყალი. ამიერითგან რაჲ ყენება* არს ჩემდა ნათლისღებისაჲ?".
ჰრქუა მას ფილიპე: "გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს". მოუგო და ჰრქუა მას: "მრწამს ძჱ ღმრთისაჲ იესუ ქრისტჱ".
და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ* მათ, და შთაჴდეს ორნივე წყალსა მას, ფილიპე და საჭურისი იგი, და მოსცა მას ნათელი:
და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა. და ანგელოზმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი მან საჭურისმან და მივიდოდა იგი გზასა თჳსსა სიხარულითა.
და ფილიპე იპოვა აზოტეთ კერძო, მუნ იქცეოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა** კესარიად.