იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვაჲ ჩუენი შესაკრებელსა მას* ჰურიათასა და სიტყუად ესრჱთ*, ვითარმედ რწმუნებად ჰურიათა და წარმართთა მრავალსა ერსა.
ხოლო რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინეს* და განაბოროტნეს გულნი წარმართთანი ძმათა ზედა.
მრავალ ჟამ იქცეოდეს განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყუათა მათ მადლისათა და მოსცემდა სასწაულთა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა.
მაშინ განიწვალა სიმრავლჱ იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა მათ თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა.
და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი იგი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად მათა და ქვისა დაკრებად,
განეშორნეს მიერ და მიივლტოდეს, შეევედრნეს ქალაქსა მას ლჳკაონიაჲსასა*, ლჳსტრად* და დერბედ, და გარემოსა სოფლებსა,
და მუნ ახარებდეს.
და მუნ კაც ერთ იყო, ლჳსტრას* შინა, უძლურ ფერჴითა და მკელობელი დედის მუცლითგან, ჯდა, რომელსა არასადა ევლო.
მას ესმეს სიტყუანი იგი პავლესნი*, რომელსა იტყოდა: ვითარ მიხედა პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა, ჰრქუა მას ჴმითა დიდითა:
"შენ გეტყჳ, კაცო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ". აღემართა და იწყო სლვად.
მან ერმან ვითარცა იხილა, რომელ-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლჳკაონებრითა და იტყოდეს: "კერპნი იგი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა".
და ხადოდეს ბარნაბას დია კერპით, და პავლეს ერმჱთ*, რამეთუ პავლე იყო წინამძღუარ სიტყჳსა* მის.
ხოლო მღდელმან მან* დიოს კერპისამან, რამეთუ იგი იყო მთავრისა* მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა მის ქალაქისათა მოიღო მის ერისა თანა, და ეგულებოდა ზორვად.
ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და გარდამოუჴდეს* ერსა მას, ღაღადებდეს
და იტყოდეს: "კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენ კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ* თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან-იგი ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა.
რომელმან-იგი წარსრულთა მათ ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზათა ნებისა მისისათა,
და არავე უწამებელად დაუტევა ქველის-მოქმედებაჲ იგი მისი ყოველსა ჟამსა, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის მოღებისანი*, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა".
და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი, რაჲთა არა უზორონ მათ, არამედ წარსლვად კაცად-კაცადი ვანად თჳსა.
და ვიდრე იგინი იქცეოდესღა მუნ და ასწავებდეს, მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ* ჰურიანი იგი* და ეტყოდეს მათ განცხადებულად, და მიიქციეს ერი იგი განშორებად მათგან. ესრე იტყოდეს, ვითარმედ არა რას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუვიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და გამოითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ეგონა, ვითარმედ მომკუდარ არს*.
მო-რაჲ-ვიდეს იგინი შესაკრებელსა მას გარემო მოწაფენი იგი*, აღდგა, შევიდა იგი ქალაქად, და ხვალისაგან გამოვიდა ბარნაბაჲს თანა და მივიდეს დერბედ.
და ახარებდეს მას ქალაქსა და დაიმოწაფნეს მრავალნი* და მიიქცეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად.
და განამტკიცებდეს გულთა მათ მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს, რაჲთა მტკიცედ ეგნენ სარწმუნოებასა და ვითარმედ: "მრავლითა ჭირითა გჳღირს ჩუენ შესლვად* სასუფეველსა მას ღმრთისასა*.
და ჴელის დადებით* უკურთხნეს მათ ეკლესიად* ხუცესნი, ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს* იგინი უფალსა, რომელიცა ჰრწმენა მათ.
და ვითარ განვლეს პისიდიაჲ, მივიდეს პანფილიად*.
და იტყოდეს რაჲ პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა, მიერ წარმოვიდეს და მოვიდეს იტალიად.
და მიერ ნავითა წარმოვიდეს, მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲთცა*-იგი შევედრებულ და განმტკიცებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმეა მას, რომელიცა აღასრულეს.
და მიერ ვითარ მოვიდეს, შეკრიბეს კრებული იგი, უთხრობდეს მათ, რავდენი-იგი* ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
და მუნ იქცეოდეს არა მცირედ რაჲ ჟამ მოწაფეთა თანა.