და გარდამოვიდეს ჰურიასტანით, ასწავებდეს ძმათა და ეტყოდეს: "არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსჱსითა, ვერ გიძლავს ცხორებად".
ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლჱსი და ბარნაბაჲსი მათა მიმართ, მაშინ დრო-უყვეს აღსლვაჲ პავლჱსი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთიმე* მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისა- თჳს.
იგინი წარმოეგზავნეს კრებულისა მისგან და განჰვლიდეს ზღჳსკიდისა ადგილსა და სამარიასა და მიუთხრობდეს მათ მოქცევასა მას წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა მიმართ ძმათა.
და მო-რაჲ-ვიდეს და მოიწინეს იერუსალჱმდ, შეიწყნარნეს იგინი კრებულთა მათ და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ*, რავდენი-რაჲ* ღმერთმან ყო მათ თანა*.
აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა, რომელნი-იგი მორწმუნენი იყვნეს, იწყეს სიტყუად და თქუეს: "ჯერ არს წინადაცუეთად მათა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ შჯული მოსჱსი".
შეკრბეს მოციქულნი იგი და ხუცესნი ხილვად და განზრახვად ამის სიტყჳსათჳს*.
და ვითარ იყო გამოძიებაჲ მრავალი, ზე აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: "კაცნო ძმანო, თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოუცხადა ღმერთმან პირითა* ჩემითა სმენად წარმართთა* სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად.
და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ, რამეთუ მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ.
და არარაჲ* განგჳკითხნა ჩუენ შორის და მათ შორის, სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი.
აწ რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა მას მოწაფეთასა, რომელსა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა და ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ იგი მათ".
და დადუმნა* ყოველი იგი სიმრავლჱ და ისმენდა ბარნაბაჲსსა და პავლჱსსა მას მითხრობასა, რავდენი ქმნა ღმერთმან სასწაულები და ნიშები წარმართთა შორის ჴელითა მათითა.
და დადუმებისა მის* მათისა შემდგომად მიუგო იაკობ და ჰრქუა: "კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
სჳმეონ მიგითხრა თქუენ, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედა გამოყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა;
და მას* შეეტყუებიან სიტყუანი იგი წანაჲსწარმეტყუელთანი*, ვითარცა წერილ არს:
"ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშჱნო საყოფელი იგი დავითისი, დაცემული და დამჴობილი იგი მისი აღჰვმართო*, და აღვაშჱნო იგი,
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა მათ უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა სახელ-ედების სახელი ესე ჩემი*, თქუა უფალმან, რომელმან ქმნა
საცნაური ესე ყოველი საუკუნითგან".
ამისთჳს მე ეგრე ჯერ-მიჩს, რაჲთა არა ვაწყინებდეთ მათ, რომელ-იგი წარმართთა- განნი მოქცეულ არიან ღმრთისა მომართ,
არამედ მიწერად* მათა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჟამად ნაზორევთაგან კერპთაჲსა და სიძვისა* და მშუდრისაგან და სისხლისა;
რამეთუ მოსეს დასაბამითგან ნათესავთაჲთ ქადაგნი იგი მისნი ქალაქად-ქალაქად დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა მათ შაბათთა შესაკრებელთა მათ შორის".
მაშინ ჯერ-უჩნდა მოციქულთა მათ და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით გამორჩევად კაცთა მათგანთა, მივლინებად ანტიოქიად პავლჱს* და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის.
დაწერეს ჴელითა მათითა წიგნი ესრჱთ*: "მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ.
რამეთუ მესმა ჩუენ, ვითარმედ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა, აღმზადებდეს* გულთა თქუენთა, გეტყოდეს: "ჯერ არს წინადაცუეთაჲ და დამარხვად შჯული მოსჱსი", რომელთა ჩუენ მიერ ეგევითარი ბრძანებაჲ არა აქუნდა.
აწ უკუე ჯერ-მიჩნდა ჩუენ კრებულთა ყოველთა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებად თქუენდა პავლჱს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა,
კაცნი, რომელთა-იგი თავნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
აწ მიმივლინებიან იუდა და შილა და მათცა სიტყჳთ გითხრან* ესე,
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არა უმეტჱსი რაჲმე ტჳრთი დადებად თქუენ ზედა, გარნა ესენი, რომელ უფროჲს* სასწრაფო არიან:
განშორებად თქუენდა ნაკერპავთაგან და მკუდრისაჲსა*, და სისხლისა ჭამისაგან და სიძვისა; ამათგან* დაიმარხენით თავნი თქუენნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით უფლისა მიერ".
იგინი ვითარცა წარმოიმართნეს*, მოვიდეს* ანტიოქიად. და შეკრიბეს* მუნ კრებული იგი და* მისცეს წიგნი იგი ჴელთა მათთა.
ვითარცა აღმოიკითხეს წიგნი იგი, განიხარეს ფრიად, ნუგეშინის-იცეს მათ* ამას ზედა.
იუდა და შილა, რამეთუ იგინიცა თავადად* კაცნი წინაჲსწარმეტყუელ* იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცებდეს მათ.
და დაყვეს მუნ მრავალი ჟამი, წარმოგზავნნეს* მშჳდობით ძმათაგან მუნვე მოციქულთა მათ.
ჯერ-უჩნდა შილაჲსი დადგრომაჲ მუნვე.
ხოლო პავლე და ბარნაბა* იქცეოდეს ანტიოქიას შინა, და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუათა უფლისათა.
შემდგომად დღეთა რავდენთამე* მერმე ჰრქუა პავლე ბარნაბას: "მივიქცეთ და მოვიხილვიდეთ* ძმათა მათ ყოველსა ქალაქებსა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარძი აქუნდეს".
ბარნაბას ესრე უნდა, რაჲთამცა იოჰანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
ხოლო პავლე* ესრე ჰლოცვიდა, ვითარმედ, რომელი-იგი ერთვე განეყენა მათგან პირ- ველსა მას ჯერსა პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა წარყვანებად იგი.
იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განყენებად მათა ურთიერთას; და ბარნაბა თანა წარიყვანა* მარკოს და განვიდა ნავითა კჳპრონდ.
ხოლო პავლე გამოირჩია შილა და მოვიდა იგი, მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან,
განჰვლიდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.