მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა მოწაფე ერთ* ვინმე იყო მუნ, რომელსა სახელი ერქუა ტიმოთეოს, ძჱ იყო დედაკაცისაჲ ჰურიაჲსა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,
რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონელთა ძმათა.
სათნო-უჩნდა პავლეს ამისი მის თანა განსლვაჲ, და მოიყვანა, წინა-დასცჳთა* მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი-იგი იყვნეს მათ ადგილთა. უწყოდეს ყოველთა, რამეთუ წარმართი იყო მამაჲ მისი.
და ვითარცა განვიდოდეს იგინი ქალაქებსა მას, ასწავებდეს დამარხვად შჯულისა*, დამტკიცებულსა* მას მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა.
ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.
განვიდეს იგინი ფრიგჳაჲთ* და გალატელთა სოფელსა, და აყენებდა მათ სული წმიდაჲ სიტყუად სიტყუასა მას ასიაჲთ კერძო.
მო-რაჲ-ვიდეს იგინი მუსიად, აზმნობდეს ბითჳნიად* კერძო წარსლვად, და არა** უტევა მათ სულმან უფლისამან.
და ვითარ თანა-წარჰჴდეს* მუსიასა, შთავიდეს ტროადად.
ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი*, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: "წიაღმოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ".
ვითარცა ჩუენებაჲ ესე იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად კერძო, გულისხმა-ვყავთ*, ვითარმედ მუნ მიჩინნა ჩუენ ღმერთმან* ხარებად მათა.
აღვჴედით* ნავსა ტროადით და მართლ მივისწრაფეთ სამოთრაკედ, ხვალისაგან - ახალქალაქად*,
მიერ ფილიპედ, რომელი-იგი* არს პირველი ნაწილი მაკედონელთაჲ, ქალაქი, რომელსა ჰრქჳან კოლონია. ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რავდენთამე.
დღესა მას შაბათსა გამოვედით ჩუენ გარეშე ქალაქსა მას მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვაჲ შეწირვად; და დავსხედით ჩუენ, ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.
და მუნ იყო დედაკაც ერთ, რომელსა სახელი ერქუა ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თიატრონისაჲ*, მსახური ღმრთისაჲ, ესმოდა, რომელსა-იგი უფალმან განუჴსნა გული მორჩილებად პავლჱს მიერთა სიტყუათა*.
და ვითარ ნათელ-იღო მან და სახლეულთა მისთა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: "უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით". და გუაიძულა ჩუენ.
და იყო ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ თაყუანის-ცემად, მჴევალი ერთი შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაჲ* ნარეწავი* დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მათ მისთა მისნობითა მისითა.
იგი მოგუდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გითხრობენ თქუენ გზათა ცხორებისათა".
ესე* ესრე ყვის მრავალ დღე. განრისხნა პავლე, მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: "გამცნებ შენ სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა განსლვად მაგისგან". და განვიდა მეყსეულად მასვე ჟამსა მისგან.
ვითარცა იხილეს უფალთა მათ* მის დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო მისგან სალმობაჲ* იგი სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს* პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათ,
და მოჰგუარნეს*, წარმოუდგინნეს იგინი ერისთავთა მათ, და ჰრქუეს: "ესე კაცნი აღჰძრვენ* ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან
და მითხრობენ ჩუენ შჯულსა რასმე, რომელ არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად არცა ყოფად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი** ვართ".
და შეკრბებოდა ერი იგი მათ ზედა, და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს მათი კუერთხითა* ცემაჲ.
და ვითარ მრავალი გუემაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა და ამცნეს საპყრობილეთ** მცველსა მას კრძალულად ცვაჲ მათი.
მან ვითარცა ესე მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი შინაგანსა მას საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.
შოვაღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა და ისმენდეს მათსა პყრობილნი იგი სხუანი.
მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდ და საპყრობილჱ იგი საფუძველითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს და ყოველთა კრულებანი განჴსნდეს*.
და ვითარ მეყსეულად განეღჳძა მესაპყრობილეთ მცველსა მას და იხილა კარები განღებული საპყრობილისაჲ, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერად თავისა: ეგრე ეგონა, ვითარმედ განვლტოლვილ* არიან ყოველნი პყრობილნი.
ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: "ნუ რას შეამთხუევ თავსა შენსა ბოროტსა: ჩუენ ყოველნი აქა ვართ".
მან* მოითხოვა სანთელი და შევიდა მუნ, და ძწოლაჲ* შეედვა მას და შეურდა მუჴლთა პავლეს და შილას.
გამოიყვანნა იგინი გარეშე და ჰრქუა: "უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე*?"
მათ ჰრქუეს მას: "გრწმენინ უფალი იესუ ქრისტჱ, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი*".
და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით.
და მასვე ღამესა მიიყვანნა იგინი მან მესაპყრობილეთ** მოძღუარმან და დაბანნა იგინი ნაგუემისა მისგან*, და მან თავადმან ნათელი მოიღო და მის თანა სახლეულთა* ყოველთა.
და აღიყვანნა მოციქულნი იგი და ინაჴით დასხნა და დაუგო მათ ტაბლაჲ, და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა-იგი ჰრწმენა უფალი.
და ვითარცა განთენა, მიუვლინეს** ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: "გამოუტევენით კაცნი იგი, რომელნი* მიგცენით პყრობილად".
შევიდა მესაპყრობილეთ მოძღუარი იგი და უთხრნა სიტყუანი ესე პავლეს და შილას და ჰრქუა: "ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ ვიდოდეთ მშჳდობით".
ჰრქუა მას პავლე: "გუგუემნეს* ჩუენ ურაკპარაკით კაცნი უბიწონი და უბრალონი, კაცნი ჰრომნი, შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწღა მოუვლინიბიეს*, იდუმალ განვჰყავთ ჩუენ? არა ეგრე არს, არამედ მოვიდედ და მათ განმიყვანნედ ჩუენ ამიერ".
მივიდეს მტარვალნი იგი და მიუთხრეს* ერისთავთა მათ ესე ყოველი. მათ ვითარცა ესმა, ზარი განჴდა* უფროჲს მით*, რამეთუ ესმა, ვითარმედ ჰრომნი არიან კაცნი იგი.
მოვიდეს ადრე და გამოიყვანნეს იგინი მიერ საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად და წარსლვად ქალაქისაგან მათისა.
იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მოვიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა და იხილნეს მუნ ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.