და ვითარცა მოვლეს ანფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადაცა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.
და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა, და სამი საშაბათოჲ საკითხავი გამოურჩია მათ წიგნთაგან,
გამოუთარგმანებდა და წინა-დაუდებდა* მათ, რამეთუ ქრისტჱსა ჯერ-იყო ვნებად და აღდგომად მკუდრეთით, და რამეთუ: "ესე არს ქრისტჱ, რომელსა* მე* გახარებ თქუენ".
და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას, და მსახურთა წარმართთა სიმრავლესა მრავალსა და დედათა მრავალთა* არა მცირედთა.
ხოლო შურ იღეს ჰურიათა და მოიყვანნეს სავაჭროთაგანნი* ვინმე ბოროტნი, და ერად კრბებოდეს და აშფოთებდეს ქალაქსა, ზედა-მიუჴდეს სახლსა იასონისსა, ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.
და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა ქალაქისა მთავართა წინაშე და ღაღადებდეს, ვითარმედ: "ყოველი სოფელი აუშფოთებიეს, იგინი აქა მოსრულ არიან,
რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი მჴდომად ბრძანებათა კეისრისათა* იქმან*, მეუფესა ვისმე სხუასა იტყჳან ყოფად იესუს".
და აღტეხეს ერი იგი და ქალაქაპეტნი* იგი სიტყჳთა მით,
ვიდრემდის მოჰჴადეს თავს-მდები* იასონს, და მაშინღა განუტევნეს იგინი.
ვითარცა* მოვიდეს ძმანი იგი, მუნქუესვე* ღამე განიყვანნეს, წარგზავნნეს* პავლე და შილა ბერუად კერძო მიერ. ვითარცა მოვიდეს ქალაქსა მას, მი-ხოლო-იმართეს* კრებულსა მას ჰურიათასა,
რამეთუ ესენი უაზნაურეს* იყვნეს მათ თესალონიკელთასა*, რომელთა შეიწყნარეს მათი იგი სიტყუაჲ ყოვლითურთ გულს-მოდგინედ*, მარადის გამოეძიებდეს წიგნებსა მას, უკუეთუ ესე ესრჱთ არს.
მრავალთა მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთაცა და დედათა მრავალთა და მამებსა არა მცირედსა.
ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერუასცა მიეთხრა პავლეს* მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, იწყეს აღტეხად ერისა მის.
მუნქუესვე განიყვანნეს* ძმათა მათ პავლე და წარგზავნეს იგი ზღჳსკიდით კერძო; შილა და ტიმოთე მუნვე დაადგრეს.
რომელთა-იგი წარჰყვანდა პავლე, მიიყვანეს იგი ათენადმდე და მოიღეს მცნებაჲ პავლჱსგან შილაჲსა და ტიმოთჱსა,რაჲთა ადრე წარეწინენ მას, და წარვიდეს.
ვიდრე-იგი ათენას შინა ქალაქსა ელოდა*, ეძჳნებოდა* სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ ქალაქსა მას* კერპთ მსახურებისასა.
ეტყოდა მარადის კრებულსა მას შორის ჰურიათასა და რომელნი მსახურებდეს და* უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელნი შეემთხუეოდეს მას.
რომელთამე ეპიკურელთა და სტოვისა სიბრძნის მოყუარეთა სიტყუა-ყვეს მისთჳს, და რომელნიმე იტყოდეს: "რაჲ-მე ჰნებავს თესლის მეტყუელსა ამას* სიტყუად?" რამეთუ იტყოდეს: "უცხო ეშმაკთა ჩას* მთხრობელი ესე", რამეთუ იესუჲს აღდგომასა ახარებდა მათ.
შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და იტყოდეს: "შემძლებელ ვართა ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენმიერი სიტყჳსა სწავლაჲ?
უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს ცნობად, რაჲ ჰნებავს ამას ყოფად".
ხოლო ათენელნი ყოველნი* და რომელნი** მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუა არარას იყვნეს, გარნა სიტყუად რასმე და სმენად უვახლჱსსა*.
მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგესა და თქუა: "კაცნო ათენელნო, ყოველთა* ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და ვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონი, რომელსა წერილ იყო: "უცნაური* ღმერთი". რომელ-იგი არღა იცით და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ*.
ღმერთმან, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა, ესე ცისა და ქუეყანისაჲ უფალი არს*, არა ჴელით ქმნულთა შინა ტაძართა დამკჳდრებულ არს,
არცა კაცობრივთა ჴელთა შინა იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამემცა* იყო, რამეთუ იგი არს, რომელი მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა; და ყოველნივე
შექმნა ერთისაგან სისხლისა ნათესავნი კაცთანი, დამკჳდრებად ყოველსავე პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა ბრძანებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი* დამკჳდრებისა მათისანი
მოძიებად ღმრთისა; უკუეთუმცა ვინმე ეძიებდა, პოვა და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა,
რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ*, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი* იტყჳან, ვითარმედ: "რომლისა-იგი** ნათესავცა ვართ".
აწ უკუეთუ ნათესავნი ღმრთისანი ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოსა მას მსგავს ყოფად.
რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელ-ყვნა* ღმერთმან და აწ ამცნებს კაცთა ყოველთა ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა შენანებად;
რამეთუ დაამტკიცა დღჱ, რომელსა ეგულების განკითხვად სოფელსა* სიმართლით კაცითა მით, რომელი განაჩინა, სარწმუნოებაჲ მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით".
ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს, რომელთამე თქუეს: "ვისმინოთ შენი ამისთჳს მერმეცა".
და ესრჱთ* პავლე გამოვიდა შორის მათსა.
ხოლო რომელნიმე მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთაგანი* იყო დიონოსიოს არიოპაგელი* და ცოლი მისი, სახელით დამარის, და სხუანი მათთანანი.