ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე* ათენელთა მათგან და მოვიდა* კორინთედ.
და პოვა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტიელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, - რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა გამოშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, - მოვიდა მათა,
რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს*, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს მეპრატაკე ხუროებით.
და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა, არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა.
და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ, ვითარმედ არს იესუ ქრისტჱ.
ხოლო იგინი ვითარცა უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი მისი და ჰრქუა მათ: "სისხლი თქუენი თავსა თქუენსა! უბრალომცა ვარი მე! ამიერითგან წარმართთა მივიდე".
და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე*, რომელსა სახელი ერქუა ტიტეოს, ძისა იუსტჱსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახელი* ეზღუანვოდა შესაკრებელსა მას.
კრისპოს, შესაკრებელისა მის მთავრისა*, ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით. მრავალნი კორინთელნი ისმენდეს მისსა, და ჰრწმენა და ნათელ-იღებდეს*.
ჰრქუა უფალმან ღამჱ ჩუენებით პავლეს: "ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი,
რამეთუ მე ვარ შენ თანა* და არავინ შეგახოს შენ ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა* ამას ქალაქსა შინა".
და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე* და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა მას ღმრთისასა.
ხოლო გალიოს მთავარი იყო აქაიაჲსაჲ*, ზედა მიუჴდეს ერთბამად ყოველნი ჰურიანი პავლეს და მოიყვანეს იგი საყდარსა წინაშე
და იტყოდეს, ვითარმედ: "თჳნიერ შჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა".
და ვითარცა ეგულებოდა პავლეს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: "უკუეთუმცა რაჲმე იყო შეცოდებათაგან ძჳრის საქმჱ*, ჰურიანო, სიტყჳსაებრმცა თქუენისა თავს-ვიდევ თქუენი;
უკუეთუ ძიება რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა* და შჯულისა* თქუენისათჳს, თქუენ იხილეთ, რამეთუ მსაჯულ მე ეგევითარისათჳს არა მნებავს ყოფად".
და წარასხნა იგინი საყდრისაგან.
მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სუსთენე* შესაკრებელის* მთავარი და სცემდეს საყდარსა წინაშე; და მათი არარაჲ* იხარკა გალიონ.
ხოლო პავლე დაადგრა მუნ მრავალ დღე და ძმათაგან იჯმნა, და გავიდა* ნავითა ასურეთა*, და მის თანა პრისკილა და აკჳლა. იკუეცა მან თმაჲ კენქრეს*, რამეთუ აღთქუმაჲ* აღეთქუა.
მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა* მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეტყოდა ჰურიათა.
ჰლოცვიდეს* რაჲ იგინი, რაჲთამცა დაადგრა მუნ, არა ინება,
არამედ იჯმნა მათგან და თქუა: "კუალად მოვიდე ნებითა ღმრთისაჲთა". შევიდა ნავსა ეფესოჲთ
და შთავიდა* კესარიად; აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და წარვიდა ანტიოქიად.
და დაყო ჟამი რავდენიმე და განვიდა, და მიმოვიდოდა და შემდგომითი-შემდგომად გალატიაჲსა სოფლებსა და ფრიგჳასასა* და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.
ჰურიაჲ ვინმე იყო, აპელჱ სახელი მისი*, ალექსანდრელი ნათესავით, კაცი სიტყუა- მეცნიერი, მივიდა ეფესოდ*, ძლიერ იყო წიგნთასა.
ესე* იყო სწავლულ* გზასა უფლისასა და მდუღარე სულითა იტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოჰანჱსი.
და ამან იწყო განცხადებაჲ შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას, და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტჱსადრე უთხრეს მას გზაჲ იგი* ღმრთისაჲ.
და ვითარ ეგულებოდა მას აქაიად* წიაღსლვაჲ, უბრძანეს ძმათა მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მათ მორწმუნეთა მათ მადლითა მით,
რამეთუ მაგრიად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა* და აჩუენებდა* წიგნთასა, ვითარმედ არს ქრისტჱ იესუ*.