იყო აპელჱსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემოკერძოჲ იგი ადგილი, და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მუნ მოწაფენი
და ჰრქუა მათ: "უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს?" ხოლო მათ ჰრქუეს მას: "არამედ არცაღა სული წმიდაჲ გუასმიეს".
ჰრქუა მათ პავლე: "რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს?" ხოლო მათ ჰრქუეს: "იოჰანჱს* ნათლის-ცემითა*".
ჰრქუა მათ პავლე: "იოჰანე* ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და იტყოდა მომავალისა მის შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტჱ".
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ნათელ-იღეს სახელითა იესუ ქრისტჱსითა
და დასხმითა ჴელთა პავლჱსთაჲთა* მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, იტყოდეს ენათა და წინაჲსწარმტყუელებდეს*.
იყვნეს კაცნი იგი ყოველნი* ათორმეტ.
და შევიდა შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე*, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.
ვითარცა იგინი* ვინმე განრისხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეშორა მათგან და გამოიყვანნა მოწაფენი და დღითი-დღედ ეტყოდა სამწიგნობრესა მას ტჳრანჱსსა.
და ესე იყო ორ წელ, ვიდრემდე ყოველთა მკჳდრთა ასიაჲსათა ესმა სიტყუაჲ უფლისაჲ, ჰურიათა და წარმართთა.
ძალსა არა მცირედსა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლჱსითა,
ვითარმედ უძლურთა ზედაცა მიაქუნდა ოფლისა მისისაგანი ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათგან სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა.
იწყეს ვიეთმე მიმომავალთა მათ ჰურიათა მაფუცებელთა სახელის-დებად სახელითა უფლისა იესუჲსისა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები* უკეთური, და იტყოდეს: "გაფუცებთ* თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს".
იყვნეს ვინმე სკევაჲსნი ჰურიაჲსა მღდელთმოძღურისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას იტყოდეს.
მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: "იესუ ვიცი და ჰავლჱსთჳსცა* მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?"
და აღდგა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული იგი არაწმიდაჲ, სძლო ორთავე მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.
ესე განცხადებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს, და დაეცა შიში მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი.
და მრავალნი მორწმუნენი მოვიდოდეს და აუვარებდეს* საქმეთა მათთა.
და მრავალთა ძჳრის მოქმედთა შეკრიბეს წიგნები და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი, და პოვეს ვეცხლი ხუთ ბევრ.
და ესრჱთ* მტკიცედ სიტყუაჲ უფლისაჲ აღორძნდებოდა, განმრავლდებოდა.
ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა* პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ*, მისლვად იერუსალჱმდ, და თქუა, ვითარმედ: "შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომჱცა ხილვად".
და მიავლინა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, და მან დაიპყრა ჟამ ერთ ასიას შინა.
იყო მას ჟამსა შინა შიში არა მცირედი გზისა მისთჳს.
რამეთუ დემეტრიოს ვისმე* სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა არტემიდჱსთა* და მისცემდა ხუროთა არა მცირედსა საქმესა,
რომელნი შეკრიბნა ესევითარისა მოქმედნი იგი* და თქუა: "კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი;
და ხედავთ და გესმის, რამეთუ არა ხოლო ეფესოჲ, არამედ ერთბამად ყოველსა ასიასა პავლემან* არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი.
არა ხოლო ესე ჭირ არს ჩუენდა, არამედ* ადგილი ესე, რომელ მხილებად არს ჩუენდა, არამედ დიდისაცა არტემის ღმრთისა ტაძარი* შეურაცხ-ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრჱ მისი, რომელსა ყოველი ასიაჲ და სოფელი მსახურებს".
მათ ვითარცა ესმა ესე, აივსნეს გულის-წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: "დიდ არს არტემი ეფესელთაჲ".
და აივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს ერთბამად სახილველსა მას, და წარიტაცეს გაიოს და არისტარქოს კრებულისაგან პავლესისანი*.
ხოლო პავლეს ეგულვა შესლვად* ერსა მას შორის და არა უტევეს მოწაფეთა მათ.
და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინეს მისა და ეტყოდეს, რაჲთამცა არა მისცა თავი თჳსი სახილველსა მას.
სხუაჲ სხუასა რასმე ღაღადებდა, რამეთუ იყო ერი იგი შეშფოთებულ, და უმრავლჱსთა მათ არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.
ხოლო ერისაგან წარმოადგინეს* ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ერსა მას ჴელი და უნდა მას სიტყჳს მიგებად* ერისა მის.
ვითარცა გულისხმა-ყვეს*, რამეთუ ჰურიაჲ* არს, ჴმაჲ იყო ყოველთაჲ ერთბამად ვიდრე მეორედ ჟამადმდე, ღაღადებდეს და იტყოდეს: "დიდ არს არტემი* ეფესელთაჲ".
ჴელი განუყარა მწიგნობარმან მან ერისამან და ჰრქუა: "კაცნო ერისანო, ეფესელნო, ვინმე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტჱსი?
რამეთუ უცილობელ არს ესე, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას* წარმდებად იქმთ.
რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა.
უკუეთუ დემეტრიოსს** და მის თანა ხუროთა მათ დაუც თანა* სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, აბრალებდედ* ურთიერთას*.
უკუეთუ სხჳსათჳს რაჲმე* საძიებელ არს, შჯულიერითა კრებითა განეგოს.
რამეთუ ვიურვითცა ბრალობად შფოთისა ამისთჳს დღენდელი*, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳს ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებისა* ამისთჳს". და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.