შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა და ნუგეშინის-სცა და იჯმნა და განვიდა მისლვად მაკედონიად.
და მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინი-სცა* მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა მიერ ელადად.
და იყო მუნ სამ თუე*. იყო მუნცა ძჳრის-ზრახვაჲ მისთჳს ჰურიათაგან, ეგულვა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა*, განიზრახა მიქცევად მუნ მაკედონიაჲთვე.
და მას თანა-ჰყვანდეს ვიდრე ასიადმდე* სუსიპატროს პჳრჱსი, ბეროელი, და თესალონიკელნი არისტარქოს და სეკონდოს* და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს* და ტროფიმოს.
ესენი წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ* ტროადას შინა.
ჩუენ ნავითა წარმოვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპჱთ და მოვედით მათა ტროადად* მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე.
ხოლო ერთსა მას შაბათსა შეკრებულ ვიყვენით ჩუენ* კურთხევად პურისა. ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისასა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შოვაღამედმდე*.
იყვნეს სანთელნი* მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი, ევსჳქოს სახელით, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას ზედა პავლჱსსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარჱ და დაეცა სამ სართულისაგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა*, შეიტყბო* იგი და თქუა: "ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანაღა არს".
და აღდგა მიერ და აკურთხა პური და ჭამა, და მრავალ* ჟამ ზრახვიდა განთიადმდე და გამოვიდა.
მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.
ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ* ნავითა და აღვედით* ნასონდ, მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლჱსი*, რამეთუ ეგრჱთ ებრძანა მკჳრცხლ მოსლვად იგი.
ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასონდ*, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მუტულჱნედ.
მიერ ნავითა წარვედით ხვალისაგან და მივიწიენით წინაშე ქიონსა და მწუხრი მოვედით სამონდ, და მერმესა დღესა მელჱტონდ*.
უნდა პავლეს ეფესოსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღჱ იგი მეერგასისჱ* ყოფად იერუსალჱმს.
ხოლო მელჱტონით* მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა მათ ეკლესიაჲსათა.
ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: "თქუენ თჳთ* უწყით*, პირველით დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ მე ასიად, ვითარ-იგი თქუენ თანა ყოველსა ჟამსა ვიყოფოდე,
და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის-ზრახვათაგან ჰურიათაჲსა.
ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობჱსი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლთა შინა.
გიწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტჱსა.
და აწ ესერა კრული სულითა მივალ მე* იერუსალჱმდ და მუნ რაჲ შემემთხჳოს მე, არა ვიცი;
გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე.
არამედ არა უფროჲს პატიოსნად შემირაცხიეს სულისა ჩემისა თავი ჩემი, ვითარმცა აღვასრულე სრბაჲ ჩემი და მსახურებაჲ ჩემი, რომელი მოვიღე მე უფლისაგან იესუ ქრისტჱსა წამებაჲ და სახარებაჲ* იგი მადლისა ღმრთისაჲ.
და* აწ ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა.
და აწ გიწამებ თქუენ დღენდელსა* ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა,
რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველი ზრუნვაჲ ღმრთისაჲ.
ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა* მოღუაწად* და მწყსად* ეკლესიათა ღმრთისათა, რომელი-იგი მოიგო სისხლითა თჳსითა.
მე უწყი, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი ბოროტნი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა.
და თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა მიიქცინენ* მოწაფენი მიდევნებად მათა.
ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა მას* წელსა ღამჱ და დღჱ არა* დავსცხრებოდე სწავლითა კაცად-კაცადისაჲთა.
და აწ შეგვედრებ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშჱნებად და მოცემად მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.
ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ* და სამოსლისაჲ არაჲ* ვისი გულმან მითქუა.
თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა რომელნიღა იყვნეს ჩემ თანა, მსახურებდეს ჴელნი ესე* ჩემნი.
და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრჱთ* რომელი-იგი შურებოდის, ჯერ-არს შეწევნაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა* იესუჲსი, რამეთუ მან თქუა: "ნეტარ არს მიცემაჲ ვიდრე მოღებასა"".
და ესე ვითარცა წართქუა, მოიდრიკნა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა.
იყო ტირილი დიდი ყოველთაჲ* და მოეხჳნეს* ქედსა პავლჱსსა და ამბორს-უყოფდეს** მას
ტირილით უფროჲსღა სიტყუასა მას ზედა, რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ მათ პირი მისი. და წარგზავნიდეს მას* ნავად.