და იყო შესლვაჲ ჩუენი ნავსა, განვეშორენით მათგან, მალედ წარმოვედით და მივიწიენით კოად, და ხვალისაგან - როდონდ, და მიერ - პატრად.
და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ*. აღვჴედით და შევსხედით მას.
აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრჱ*, დაუტევეთ იგი მარცხენით და მოვიდოდეთ ასურეთა* და მოვიწიენით ტჳრედ, ხოლო მუნ გარდაყრად იყო ნავისა ტჳრთი.
და მოვიძიენით ძმანი და დავადგერით შჳდ დღე* ოდენ, რომელნი ეტყოდეს პავლეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.
და ოდეს აღესრულნეს შჳდნი დღენი, გამოვედით და წარვიდოდეთ, წარმომგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარემდე ქალაქსა მას, და მოიდრიკნეს მუჴლნი ზღჳსკიდესა* და ილოცეს.
მოვიკითხენით ურთიერთას და შევსხედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა.
და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრჱთ და მივიწიენით პტოლემაიდად და მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე*.
ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად, შევედით სახლსა ფილიპჱსსა*, მახარებელისასა, რომელ-იგი იყო შჳდთაგანი, და ვიყოფოდეთ მის თანა.
ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი* წინაჲსწარმეტყუელნი.
და ვიყოფოდეთ მუნ მრავალ დღე*. გარდამოვიდა* ვინმე ჰურიასტანით წინაჲსწარმეტყუელი, რომელსა სახელი ერქუა აგაბოს.
მოვიდა ჩუენდა და აიღო სარტყელი პავლჱსი, შეიკრნა ფერჴნი მისნი და ჴელნი და თქუა: "ამას იტყჳს სული წმიდაჲ: "კაცისაჲ რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრჱთ* შეკრან იგი იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ ჴელთა წარმართთასა"".
ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ ჩუენ* მის ადგილისანი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ.
მაშინ მოგჳგო და გურქუა ჩუენ პავლე*: "რასა ზამთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? მე არა ხოლო თუ შეკრვად ვარ, არამედ მოსიკუდიდ ვარ იერუსალჱმს, განმზადებულ ვარ სახელისათჳს უფლისა იესუჲსისა".
და ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით** და ვთქუთ: "ნებაჲ ღმრთისაჲ იყავნ".
შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ.
მოვიდოდეს ჩუენ თანა მოწაფენიცა კესარიაჲთ, მოვიყვანენით* იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფჱ.
მისლვასა მას ჩუენსა იერუსალჱმდ მხიარულად შემიწყნარნეს* ჩუენ ძმათა.
ხვალისაგან შევიდა პავლე* ჩუენ თანა იაკობისა და ყოველნივე მოვიდოდეს ხუცესნი.
და მოიკითხნა იგინი, მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელ-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა და ჰრქუეს მას: "ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნეთანი? ყოველნივე მოშურნე შჯულისა* არიან.
იტყჳან ვინმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებს მოსჱსგან მათ, რომელნი არიან წარმართთა შორის ჰურიანი, და იტყჳან ვინმე შენთჳს*, რაჲთა არა წინა-დაიცჳთონ შვილთა მათთა* და არცაღა ჩუეულებათა ვიდოდიან.
რაჲ-მე უკუე არს? ესმეს სამე, ვითარმედ მოსრულ ხარ.
ესე ყავ, რომელსა გეტყჳ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი*, რომელთა ლოცვაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ.
ესენი წარიყვანენ* და განწმიდენი მათ თანა, რაჲთა დაიყჳნონ* თმაჲ და ცნან ყოველთა, რამეთუ რომელსა-იგი იტყჳან შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ შჯულსა.
ხოლო მორწმუნეთათჳს წარმართთა ჩუენ მივწერეთ, ვბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ, გარნა რაჲთა ეკრძალნენ იგინი კერპთა კლულისაგან და სისხლსა და სიძვასა".
მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მერმესა დღესა* და მათ თანა განწმიდნა* და შევიდა ტაძრად მითხრობად აღსრულებასა მას დღეთა განწმედისათა, ვიდრემდე შეწირა* კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.
ვითარცა აესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა მას შინა, შეკრიბეს* ყოველი ერი და დაასხნენ მის ზედა ჴელნი მათნი და**
ღაღადებდეს: "კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით! ესე იგი კაცი არს, რომელი ერისა მისთჳს და შჯულისა და ადგილისა მისთჳს ძჳრსა ზრახავს, და ყოველთა ყოველსა ადგილსა მასვე ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნი შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ".
რამეთუ წინაჲსწარვე* ეხილვა ტროფიმე ეფესელი მის თანა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა იგი პავლე.
აღიძრა ყოველი ქალაქი და იყო შფოთი დიდი ერისაჲ მის, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს მას გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაიჴშნეს კარნი.
და ვითარცა ეგულვა მოკლვაჲ, მიიწია ანბავი ათასისთავისა მის ერისა, ვითარმედ ყოველი შეკრებულ არს იერუსალჱმი.
მან მეყსეულად წარიყვანნა ერისა კაცნი და ასისთავნი, და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და ერისა კაცნი, დააცადეს ცემაჲ პავლჱსი.
მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანა იგი და უბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭჳთა და იკითხვიდა: ვინაჲ* არს ანუ რაჲ უქმნიეს?
სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა მას შორის, და ვითარ იგი ვერ გულისხმა-ყო* შფოთისა მისგან, ბრძანა მიყვანებაჲ მისი ბანაკად.
და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე ერისა კაცთა მათ მძლავრობისა მისთჳს ერისა,
რამეთუ შეუდგა სიმრავლჱ იგი ერისაჲ, ღაღადებდეს და იტყოდეს: "აღიღე ეგე".
და ვითარ შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა* პავლე* ათასისთავსა მას: "ჯერ-არს სიტყუად ჩემდა შენდა მიმართ"? ხოლო მან ჰრქუა: "ბერძლ იცია?
ანუ შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარჱს* დღეთა ამათ* აღჰსძარ* და განიყვანენ* უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი სიკარელთანი?"
ჰრქუა მას პავლე: "მე კაცი ჰურიაჲ ვარ, ტარსელი კილიკიაჲსაჲ, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქჱ. გევედრები შენ, მიბრძანე ერისა ამის მიმართ სიტყუად".
და მან ვითარცა* უბრძანა, პავლე დგა აღსავალსა მას ზედა, განუყარა ჴელი ერსა მას, და ვითარ დადუმება იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყჳთა და ჰრქუა: