მიხედა პავლე კრებულსა მას და თქუა: "კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვარ მე ღმრითსა მიმართ ვიდრე დღენდელად* დღედმდე*".
ხოლო მღდელთმოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა პირსა ცემაჲ მისი.
მაშინ პავლე ჰრქუა მას: "დაგცეს შენ ღმერთმან, კედელო განგოზილო! და შენ ზი მსაჯულად მსგავსად შჯულისა და თჳნიერ შჯულისა ჰბრძანებ ცემად ჩემდა?".
ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: "მღდელთმოძღუარსა ღმრთისასა* აგინება?"
ჰრქუა პავლე: "არა ვიცოდე, ძმანო, რამეთუ არს ეგე მღდელთმოძღუარ, რამეთუ წერილ არს: "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა* ბოროტი*"".
ვითარცა გულისხმა-ყო* პავლე, ვითარმედ ერთკერძოჲ იგი კრებული სადუკეველთაჲ არს და ერთკერძოჲ - ფარისევედთაჲ, ჴმა-ყო კრებულსა მას შორის: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველ* ვარ და ძჱ ფარისეველისაჲ, სასოებისათჳს და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები".
ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი დიდი სადუკეველთაჲ და ფარისეველთაჲ, და განივლთა სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის.
რამეთუ სადუკეველნი იგი იტყჳან: "არა არს აღდგომაჲ მკუდართაჲ არცა ანგელოზი, არცა სული", ხოლო ფარისეველნი აღიარებენ* ამას ყოველსა**.
და იყო ღაღადებაჲ დიდი. და აღ-ვინმე-დგეს მწიგნობართაგანნი კრებულისაგან ფარისეველთაჲსა, ილალვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: "არას ბოროტსა ვჰპოვებთ* კაცისა ამის* თანა, სული ეტყოდა ამას*, გინათუ ანგელოზი".
და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა* ათასისთავსა მას**, ნუუკუე განიჭრეს პავლე მათგან. უბრძანა ერსა შთასლვაჲ* და გამოტაცებაჲ მისი შორის მათსა და მიყვანაჲ მისი ბანაკად.
მერმესა მას ღამესა დაადგა* მას უფალი და ჰრქუა: "ნუ გეშინინ, რამეთუ, ვითარცა ეგე სწამე ჩემთჳს იერუსალჱმს, ეგრეცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ".
და ვითარცა განთენა, ყვეს კრებაჲ ჰურიათა მათ, და შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი და თქუეს: არა ჭამონ, არცა სუან, ვიდრე მოკლან პავლე.
ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქუმულებაჲ* ესე ყვეს.
რომელნი მოუჴდეს მღდელთმოძღუართა მათ და ხუცესთა და ჰრქუეს: "შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვენით თავნი თჳსნი არარაჲს* გემოჲს ხილვად, ვიდრე მოვკლათ პავლე.
აწ თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა შთამოიყვანოს* თქუენდა რეცა გულისხმის-ყოფად* უჭეშმარიტესად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა".
ესმა დისწულსა პავლჱსსა სიტყუაჲ ესე. მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა ესე პავლეს.
ხოლო პავლე მოუწოდა ერთსა ასისთავსა და ჰრქუა: "ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ* უჴმს რაჲმე თხრობად მისა*".
ხოლო მან წარიყვანა და მიიყვანა იგი ათასისთავისა მის და ჰრქუა: "კრულმან მან პავლე მიმიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის* მოყვანებად შენდა".
უპყრა ჴელი მისი ათასისთავმან მან და განიყვანა თჳსაგან, და ჰკითხვიდა, ვითარმედ: "რაჲ არს, რაჲ-იგი გიჴმს თხრობად ჩემდა*?"
ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: "ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოვონ* შენგან, რაჲთა პავლე შთაიყვანო* ხვალე* კრებულსა მათსა, რეცათუ უჭეშმარიტჱსადრე* განკითხვად იგი.
ხოლო შენ ნუ ერჩი მათ, რამეთუ მზირიან* მათგანნი კაცნი უმრავლჱს* ორმეოცისა, რომელთა შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი, არა ჭამონ, არცა სუან, ვიდრემდე მოკლან იგი, და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა".
ხოლო ათასისთავმან მან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: "ესე მაუწყე* მე".
და მოუწოდა ორთა ვიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: "განმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიადმდე და მჴედარი სამეოცდაათი და ფარუსანი* ორასი სამ ჟამითგან ღამისაჲთ.
და კარაული განმზადეთ, რაჲთა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიკისა მთავრისა".
და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახჱ ესევითარი:
"ქებული ლუსია მჴნესა ფელიკს* მთავარსა, სიხარულით* გიკითხავ*.
კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და მოკლვაჲ ეგულებოდა მაგისი, ზედა მიუჴედ ერითურთ და განვარინე* ეგე, და გან-რაჲ-ვიკითხე ეგე, ვითარმედ ჰრომი არს.
და მინდა გულისხმის-ყოფად* ბრალი იგი, რომლისათჳსცა აბრალებდეს მას, შთავიყვანე კრებულსა* მათსა,
და ვპოვე, ვითარმედ აბრალებდეს მას ძიებათათჳს შჯულისა* მათისათა*, და არაჲ ღირსი სიკუდილისაჲ გინა კრულებისაჲ იპოვა მის თანა ბრალი*.
და ვითარცა მეუწყა მე ძჳრის ზრახვაჲ კაცისა მაგისთჳს, მიგიძღუანე შენ, და მიბრძანებიეს შემასმენელთა* მათ მაგისთა სიტყუად შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ*!"
ხოლო ერისაგანთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამჱ ანტიპატრიდადმდე.
და ხვალისაგან განუტევნა მჴედარნი იგი, მოიქცეს ბანაკად.
ხოლო ესენი შევიდეს კესარიად, და მისცეს წიგნი მთავარსა მას და წარუდგინეს მას პავლეცა.
აღმოიკიიხა იგი და ჰკითხა: "რომლისა სოფლისაჲ ხარ?" და ისწავა, ვითარმედ კილიკიელ არს.
ჰრქუა: "ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნი* შენნიცა* მოვიდენ". და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდჱსსა დამარხვაჲ მისი.