TITUS
Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica)
Part No. 24
Previous part

Chapter: 24 
Verse: 1  Link to gnt Link to armnt   შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა ვიეთმე თანა და ტერტჳლოს ჯადაგოჲს ვისთანამე, რომელთა აუწყეს მთავარსა მას.
Verse: 2  Link to gnt Link to armnt   
და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა: "მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქნების* ნათესავსა მას შინა შენითა განზრახვითა,
Verse: 3  Link to gnt Link to armnt   
სადავე და ყოველთა* ადგილთა* შეუწყნარებთ*, მჴნეო ფელიქს*, ყოვლითა მადლობითა.
Verse: 4  Link to gnt Link to armnt   
გლოცავ, რაჲთა არა უფროჲს დაგაშრო შენ, ისმინე ჩუენი ადრე შენითა სახიერებითა.
Verse: 5  Link to gnt Link to armnt   
რამეთუ ვპოვეთ კაცი ესე ბილწი და რომელი ჰყოფდა შფოთსა ყოველთა შორის ჰურიათა*, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
Verse: 6  Link to gnt Link to armnt   
რომელმან ბაგინსაცა აზმნა შეგინებად, რომელი შე-ცა-ვიპყართ*,
Verse: 8  Link to gnt Link to armnt   
რომლისა შემძლებელ ხარ შენ განკითხვად ყოვლისა ამის ცნობად, რომლისათჳს ჩუენ შეგასმენთ მაგას".
Verse: 9  Link to gnt Link to armnt   
ეწამებოდეს მას* სხუანიცა ჰურიანი და იტყოდეს, ვითარმედ ეგრე არს.
Verse: 10  Link to gnt Link to armnt   
მიუგო პავლე წამის-ყოფითა მით მთავრისაჲთა და თქუა: "მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ნათესავისა ამის*, გულს-მოდგინედ თავისა ჩემისა სიტყუაჲ მიუგო.
Verse: 11  Link to gnt Link to armnt   
რომლისა შემძლებელ ხარ შენ გულისხმის-ყოფად*, რამეთუ არა უმრავლჱს* არს** ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ.
Verse: 12  Link to gnt Link to armnt   
და არცა ბაგინსა შინა მპოვეს მე, ვითარმცა* ვეტყოდე ვისმე გინათუ ერის კრებას ვჰყოფდ, არცა შესაკრებელთა შორის და* არცა ქალაქსა შინა.
Verse: 13  Link to gnt Link to armnt   
არცა აჩინონ შენ წინაშე, რომლისათჳს აწ შემასმენენ მე.
Verse: 14  Link to gnt Link to armnt   
ხოლო ესე აღგიარო შენ, რამეთუ გზასა ზედა, რომელსა-ეგე იტყჳან წვალებასა, ესრჱთ* ვმსახურებ* მამათა ღმერთსა და მრწამს ყოველი, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა* წერილ არს.
Verse: 15  Link to gnt Link to armnt   
და სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსაცა ეგენი მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მართალთაჲ და ცოდვილთაჲ.
Verse: 16  Link to gnt Link to armnt   
ამას ზედაცა მე ვშურები და დაუპკოლებელი* გონებაჲ* მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
Verse: 17  Link to gnt Link to armnt   
და მრავლისა წლისა შემდგომად ქველის-საქმის* ყოფად ნათესავისა ჩემისათჳს მოსრულ ვიყავ და შესაწირავისა,
Verse: 18  Link to gnt Link to armnt   
რომელთა* მპოვეს მე განწმედილი ბაგინთა შორის, არა ერითა, არცა შფოთითა,
Verse: 19  Link to gnt Link to armnt   
არამედ ასიაჲთ ვინმე ჰურიანი*, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენაჲ, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუად.
Verse: 20  Link to gnt Link to armnt   
ანუ მაგათ თჳთ თქუედ, რაჲ პოვეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის,
Verse: 21  Link to gnt Link to armnt   
ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ღაღად-ვყავი*, მათ შორის რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: "აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები მე თქუენ მიერ".
Verse: 22  Link to gnt Link to armnt   
დრო-უყო ფელიქს*, ჭეშმარიტად იცოდა გზისა მისთჳს, და თქუა: "რაჟამს ლუსია ათასისთავი* მოვიდეს, მაშინ ვიკითხო თქუენთჳს".
Verse: 23  Link to gnt Link to armnt   
და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ მისი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუ ვინ აყენებნ თჳსთა მისთა* მსახურებად მისა.
Verse: 24  Link to gnt Link to armnt   
შემდგომად რავდენთამე დღეთა მოვიდა ფელიქს დროსილჱს თანა, ცოლისა თჳსისა*, რომელი იყო ჰურიაჲ, და მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი ქრისტე* იესუჲს მიმართ სარწმუნოებისათჳს.
Verse: 25  Link to gnt Link to armnt   
და ვითარ ეტყოდა იგი სიმართლისათჳს და მოთმინებისა და საშჯელისათჳს მერმისა*, შეეშინა* ფელიქსს* და ჰრქუა: "აწ კმა არს*, წარვედ და ჟამსა მოცალესა მოგიწოდი შენ".
Verse: 26  Link to gnt Link to armnt   
ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლჱსგან. ამისთჳსცა ზედაჲსზედა მოუწესნ და ზრახავნ მას.
Verse: 27  Link to gnt Link to armnt   
ვითარცა ორი წელი აღესრულა, მოუჴდა მსახური ფელიქს* პორტიელი ფესტოს*, უნდა მომადლებაჲ* ჰურიათაჲ ფელიქს, და დაუტევა პავლე კრული.
Next part



This text is part of the TITUS edition of Actus Apostolorum iberice (Versio sinaitica).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.