TITUS
Amirandarejaniani
Part No. 10
Previous part

Chapter: 10 
Page: 405 
Line: 23 
კარი მეათე
Line: 24 
მზისა ჭაბუკისა ამბავი


Line: 25       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან
Line: 26    
მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 27       
ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან და ნადირობად გავიდა. თეთრი
Line: 28    
ქორი მკლავსა უჯდა. ჴოჴობი ამოფრინდა და მან ქორი მოუტევა.
Line: 29    
ქორმან იგი ჴოჴობი ჩამოიღო. და იგი ქორი მეტად უყვარდა.
Line: 30    
ზე გარდაჴდა და მას ქორსა თვით უშველა. ქვე დგა ჯერეთ შამბისა
Line: 31    
პირსა. ორნი ლომნი გამოვიდეს შამბითა და შემოუტევე. ერთი წინა-რე
Line: 32    
მოვიდოდა. ჰკრა ჴრმალი და მოკლა. კვლა მეორემან შემოუტევა,
Line: 33    
ჴელი მიყო მას-ცა და ყია შეუპყრა და იგი-ცა მოკლა. თავმან
Line: 34    
მეფობისა შენისამან, ეგზომ უჭირველად დაჴოცნა იგი ლომნი, ვითამცა
Line: 35    
კატანი ყოფილიყვნეს. ჩვენ მოგვეწონა დიდად.

Page: 406 
Line: 1       
ამაზედა კაცი ვინ-მე მოვიდოდა ეგეთი, ვითა კუპრი. არა თუ შაოსანი
Line: 2    
ოდენ იყო, განა თვით ჴორცადა-ცა შაოსანი იყო. რა ლომნი
Line: 3    
მომკვდარნი ნახნა მან კაცმან, ფიცხლად ცხენისაგან ჩამოიჭრა და
Line: 4    
ტირილი დაიწყო. იგლეჯდა თმასა და წვერსა და ნაცარსა თავსა
Line: 5    
ზედა იყრიდა, რომელ რისხვა ღმრთისა ეწეოდა.

Line: 6       
ჩვენ, რა ეგეთი ბედითი საქციელი მოვინახეთ მის კაცისგან,
Line: 7    
გაგვიკვირდა, ხელი ვინ-მე გვეგონა. მივადეგით და ვკითხეთ: ვინ ხარ,
Line: 8    
ძმაო, ანუ უადგილოსა აქა ტირილად რად დასჯედ? ანუ ისი ლომნი
Line: 9    
რას გეყოდენ, რომელ მათისა სიკვდილისათვის სტირ?

Line: 10       
მან კაცმან ეგრე გვითხრა. არა ლომთა დაჴოცისათვის ვტირ.
Line: 11    
ასეთი კაცი მინახავს და მისი ყმობა გარდამიჴდია რომელმან ესრე-ვე
Line: 12    
ლომნი დაჴოცნა ნადირობასა შინა. სიკეთე მისი მომეგონა და
Line: 13    
სიყმე და მისთვის ვტირ-ო. მაგრა ტირილისაგან სიტყვასა ძლივ გამოაგებდა.

Line: 14       
შეგვეწყალა და ცხენსა მისსა გავსვით. გვიმძიმდა ჩვენ ტირილი
Line: 15    
მისი.

Line: 16       
წავედით შინა და ესე კაცი თანა წავიტანეთ.

Line: 17       
ვითა ნადიმი გაიყარა, ამირან დარეჯანის ძემან ბრძანა მის კაცისა
Line: 18    
მოყვანა. რა მოვიყვანეთ, ეგრე უბრძანა: დაჯედ ქვე და მის კაცისა
Line: 19    
ამბავი მიამბე. თვით ვინ იყო, ანუ რა ნაქმარნი გარდაუჴდია
Line: 20    
და ანუ რა წაეკიდა-ო?

Line: 21       
ეგრე მოაჴსენა. ამბავი მისი გრძელია და ნაქმარნი მისნი დიდნი.
Line: 22    
თუ არ გეწყინების და მოისმენ ამბავსა მისსა და ნაქმარსა, ყველასა
Line: 23    
მოგაჴსენებ, თუ არა და ნუ მათქმევინებ.

Line: 24       
ეგრე უბრძანა: ჩემსა მზესა, თავითგან ბოლომდი ყველა უკლებლად
Line: 25    
თქვი-ო.

Line: 26       
დასხდომა გვიბრძანა. ჩვენ დავსხედით. ესე კაცი დაჯდა და მბობა
Line: 27    
დაიწყო.

Line: 28       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! პირველად ესე მოგაჴსენო: მე სახელად
Line: 29    
რაიბ მქვიან და ნობა ვარ. ცოტა ყმა ტყვედ წამომიყვანეს არაბთა
Line: 30    
და მუნ არაბეთს გაზრდილი ვარ. რა მოვიწიფე და შუღლი შემეძლო,
Line: 31    
მეკობრობა დავიწყე. ჩემგვარი კაცი მე ჭაბუკად ვერა მჯობდა.
Line: 32    
სამნი ვინ-მე კაცნი გამოჩნდეს სამი ათასითა კაცითა, არაბნი ლომნი
Line: 33    
ჭაბუკნი. თუ-ცა ძმანი არ იყვნეს, ეგზომ მოყვარულნი იყვნეს, რომელ
Line: 34    
არ-ცა ძმანი და არ-ცა სხვანი მოყვარენი არა ყოფილან ეგზომ
Line: 35    
მოყვარულნი, ვითა იგინი იყვნეს. აოჴრებდიან ქვეყანასა. მრავალნი
Line: 36    
სოფელნი წაეხვნეს არაბეთსა შინა ოდენ, განა სადა-ცა მივიდიან,
Line: 37    
აოჴრებდიან. მე-ცა მათთანა მიველ, ყმად შევეწყნარე. ვმეკობრობდით
Line: 38    
და, სადა-ცა ლაშქარნი შეგვებმოდიან, დავჴოცნით და გავაქცივნით.
Page: 407  Line: 1    
დიდად ლომნი და კარგნი ჭაბუკნი იყვნეს. მე ესე მეგონა,
Line: 2    
რომელ ამათებრი ჭაბუკნი ქვეყანასა ზედა არა არიან-მეთქი. მოეწყინა
Line: 3    
ქვეყანასა ჩვენი ჭირი შეკრბა თურქი თორმეტი ათასი კაცი
Line: 4    
და ზედა მოგვიჴდა. ესე მინახავს, რომელ მათ ჩემთა პატრონთა სამთა-ვე
Line: 5    
ას-ასი კაცი მოკლეს და მო-ესრე-კლიან, რომელ უნაგირთაგან
Line: 6    
აიღიან, ქვეყანასა დასციან და მოკლიან. ომი გარდაჴდა დიდი და
Line: 7    
ბოლოსა ჟამსა გავაქციენით. დავჴოცენით ესრე, რომელ რისხვა
Line: 8    
ღმრთისა დავეცით მათ ზედა. ქვეყანასა შინა მათი ომი გაისმა და სიკეთე
Line: 9    
ჭაბუკობისა მათისა. ეგზომ დიდთა ლაშქართა გააქცევდიან,
Line: 10    
ვერა-ვინ იკადრა ომი მათი და არ-ცა-ვინ შემომართა. ამაზედა გავმდიდრდით
Line: 11    
ეგზომ, რომელ არ-ცა რიცხვი იყო და არ-ცა შეგება. ვინადირებდით
Line: 12    
და განვისვენებდით. მთათა ზედა ვდგით ზაფხულ და
Line: 13    
ზამთრის ბარსა ჩავიდით. ვინ-ცა შეგვებიან, ყოველთა ვაჯობით.

Line: 14       
დღესა ერთსა კაცი ვინ-მე მოვიდა და ეგრე გვარქვა: მოვა ქარავანი
Line: 15    
დიდი. ინდოეთსა და სპარსეთს მიდიან, მალვით მოვლენ
Line: 16    
თქვენგან ეშინიანთ და, თუ ვითა გასცრცვით, რა დაბადებულ იყვნეთ,
Line: 17    
ეგზომი არა აგეღოსთ, მაგრა აწ-ვე გითხრობ: ბადრაგა ჰყავს
Line: 18    
ოთხასი ცხენოსანი.

Line: 19       
წავედით. ესე კაცი თანა წავიტანეთ. რა მის ქარავნისა სიახლოესა
Line: 20    
მივედით, დავესხენით ზედა. იგრძნეს მათ ბადრაგათა და წინა
Line: 21    
მოგვეგებნეს. შევებენით გავაქცივენით, დავჴოცენით, ქარავანი
Line: 22    
დავიონავრენით და ავიღეთ ლარი რომლისა არა იყო რიცხვი და
Line: 23    
შეგება. ზენაარმან ღმრთისამან, ეგზომი იყო, რომელ თვალ-მარგალიტმან
Line: 24    
და სტავრამან დააძღო იგი ლაშქარი. სხვა არა აიღეს.

Line: 25       
სამნი ვინ-მე კაცნი მის ქარავნისანი გაგვექცნეს. მეტად კარგთა
Line: 26    
ტაიჭთა სხდეს, რომელ ეგეთნი არა მინახვან და არ-ცა ნახულან.
Line: 27    
თვით სამნი-ვე პატრონნი და მათთანა ასი კაცი მათ კაცთა უკანა
Line: 28    
შერჩეს არა თუ იგი კაცნი გვინდეს, განა იგი ცხენნი გვინდეს, მაგრა
Line: 29    
ვერ მივეწიენით. ამაზედა იმა სამთა კაცთაგან ორთა ჴრმალი გამოიწვადეს,
Line: 30    
შემოიქცეს და ერთი მოყვასი მათი შუა ჩაიგდეს და
Line: 31    
ცემა დაუწყეს ჴრმლითა. ისი კაცი, რომელსა სცემდეს, ჩვენ კერძ
Line: 32    
გამოიქცა -- მიშველეთ-ო. ჩვენ რა შეგვეძლო, ცხენი შეუტევეთ.
Line: 33    
რა მოგვეწურნეს, იგი-ვე კაცი, ჴრმლითა ნაცემი, ცხენისაგან ჩამოიჭრა
Line: 34    
და მათ ორთა მისთა მოყვასთა კაცთა მისი ცხენი შეიპყრეს და
Line: 35    
გაგვექცნეს გზა და კვალი ვეღა-რა გავიღეთ მათი. მას კაცსა დაკოდილსა
Line: 36    
ზედა მივადეგით და გაგვიკვირდა. ვთქვით, თუ რად უყვეს
Line: 37    
ამას კაცსა? ზოგმან ზოგი თქვის და ზოგმან ზოგი, ვითა: მტერნი იყვნეს,
Line: 38    
მარტო დარჩა და მით უყვეს-ო.

Line: 39       
იგი კაცი დაბნედილი იყო და მით ვერა-რა გვითხრა. ცხენსა გავსვით,
Page: 408  Line: 1    
იმიერ და ამიერ კაცნი დაუყენენით და თანა წამოვიტანეთ.
Line: 2    
გვიხაროდა ეგზომ დიდისა ქარავნისა გატეხა და ეგზომისა აღება.

Line: 3       
ეგრე ბრძანეს პატრონთა ჩვენთა. ზედა დაადეგით და ეგე კაცი
Line: 4    
გაამთელეთ-ო.

Line: 5       
დაკოდილი იყო, მაგრა სასიკვდილო არა სჭირდა რა. ჩვენ გვიმძიმდა
Line: 6    
მათ კაცთა წასლვა და ცხენთა უფრო, რომელ ეგეთნი ცხენნი
Line: 7    
არა-ვის უნახვან. ამას კაცსა ენა მოედგა და ჩვენ კითხვა დაუწყევით:
Line: 8    
რად გიყვეს მოყვასთა შენთა, რომელ დაგკაფეს და
Line: 9    
დაგაგდეს?

Line: 10       
მან ეგრე თქვა: ვირე მე სრულად არა გამამრთელებთ, არა ვიტყვი-ო.
Line: 11    
ზედა დავადეგით და გამრთელდა. იგი კაცი მოიყვანეს და
Line: 12    
ჰკითხეს.

Line: 13       
მან ეგრე მოაჴსენა: ამისგან კიდე არა ვიცი, რომელ მე მის ქარავნისა
Line: 14    
ეტიკი ვიყავ და ეგრე ვთქვი, ოდეს ინდოეთით წამოვიდოდით:
Line: 15    
ესეთსა გზასა წაგიყვანნე-მეთქი, რომელ ვერა-ვინ რა გავნოს.
Line: 16    
რომელთა დამკოდეს, ისინი მის ქარავნისა უფროსნი და თავადნი
Line: 17    
იყვნეს და ისი ცხენი, რომელ წამგვარეს, მათი-ვე იყო და ნათხოებად
Line: 18    
მყვა. რა თქვენ მოხვედით, დაგვიონავრენით, ჩვენ გავიქეცით.
Line: 19    
ღმერთი შემრისხდა და იმათ მეოტთა თანა გავიქეც. ეგრე მარქვეს:
Line: 20    
საქონელი საქონლად აღა-რა გვაქვს და ლაშქარნი დაგვიჴოცნეს, ესე
Line: 21    
ყველა განზრახვით შენ გვიყავ. აწ მრთელსა აღარა გაგიშვებთ, რომელ-მცა
Line: 22    
წახვიდე შინა, წამოუძღვე და რემა ჩვენი წამოასხმევინ-ო.
Line: 23    
ჴრმლები გამოიწვადეს და, ვითა მხედავთ, ესრე გამჴადეს. რემისა
Line: 24    
მათისა ესე იცოდეთ, რომელ ესეთი ცხენები გამოვა, ვითა გინახვან.
Line: 25    
თვით ისინი არა კარგნი იყვნეს და არს ასი ათასი ჴრდალი-ო.

Line: 26       
ესე მის კაცისაგან დავიჯერეთ და ეგრე ვარქვით: უბადოო, ვერა
Line: 27    
წამოგვასხმევ-ა?

Line: 28       
მან ეგრე გვარქვა: ამათ კაცთა ჩემი სიკვდილი ჰგონია და მით
Line: 29    
აღარ გაუფრთხილდებიან, დასტურად წამოგასხმევ, თუ არ გეშორებისთ.
Line: 30    
მაგრა ორმოცისა დღისა სავალი არის.

Line: 31       
ჩვენ მათ ცხენთა სიკეთემან და რემათა სიდიდემან ეგრე შეგვახარბა,
Line: 32    
რომელ სხვა ვეღა-რა გავიგევით რა. ამას კაცსა კარგად ქცევა
Line: 33    
დაუწყეთ, მოჯობდა და დავემზადენით. ჩვენ-ცა წინა წაგვიძღვა იგი
Line: 34    
კაცი. ციხე იყო მაგარი და ჩვენ ლარი მუნ დავდევით.

Line: 35       
წავედით და ვლეთ ორმოცი დღე. ქედი იყო დიდი და ზედა წავადეგით.
Line: 36    
სძოვდა რემა, რომელ არა იყო რიცხვი და არ-ცა შეგება.

Line: 37       
ეგრე თქვა მან კაცმან წინამძღვარმან: აჰა, რემა მისი. და წამოსხმა
Line: 38    
მით ძნელი იყო, რომელ გზა შორი იყო, თვარა არ-ცა ვინ მეჴმე
Page: 409  Line: 1    
გამოვალს და ვერ-ცა ვინ იკადრებს-ო. გაიცინა მან-ვე კაცმან და ეგრე
Line: 2    
თქვა: ვერა-მცა შევსცოდე ჩემისა დაკოდისა ფასი და ნაცვალი-ო.

Line: 3       
ჩავგზავნეთ ათასი კაცი და მოექცა რემასა უკანა უკაცურსა
Line: 4    
ალაგსა სძოვდა. წამოასხეს იგი რემა და წამოვედით. არა-ვინ გვინახავს
Line: 5    
კაცი, მაგრა რემისა სიდიდისაგან გვიანად ვიარებოდით. გვიხაროდა
Line: 6    
მის რემისა სიკეთე. რომელ ვიწონეთ, იყო ოცი ათასი ცხენი
Line: 7    
ამა ჩვენსა ეტიკსა უხაროდის და იცინოდის, გადგის ქედსა ზედა
Line: 8    
და უკუღმართ იხედვიდის, ეგ-რე თქვის: მდევარი არა-ვინ მოვა და,
Line: 9    
ვირემდის სცნობდენ რემისა წასხმასა, ჩვენ სადა-ც გვინდა, მივალთ-ო,
Line: 10    
და ხშირად იხედვიდის უკუღმართ.

Line: 11       
ერთი ბერი-კაცი ვინ-მე იყო ჩვენთანა, ლაშქართა შინა, და ეგრე
Line: 12    
გვითხრა: მე ბერი-კაცი ვარ, მეკობრობათა და ომთა შიგან გაზრდილი.
Line: 13    
თუ ისი კაცი, ჩვენი ეტიკი, არა ჩვენსა მუხთლობასა შინა იყოს,
Line: 14    
მაშა, მე თურე არა ვიცი-ო?!

Line: 15       
ზოგთა გაკიცხეს და ზოგთა არა უსმინეს. სამი დღე ვიარეთ.
Line: 16    
[კვლა] იხედვიდის იგი ეტიკი უკუღმართ. ამაზედან ოთხნი ცხენოსანნი
Line: 17    
ნახნა და ეგრე თქვა: აგე-რა შორს ოთხნი ცხენოსანნი მოვლენ,
Line: 18    
განა სხვა არა მგონია რა, ამბვისა მცნობელნი არიან-ო. გაეხარნეს
Line: 19    
მას ჩვენსა ეტიკსა მეტად. მოგვეწივნეს. ერთი დიდი კაცი დიდსა
Line: 20    
ტაიჭსა ზედა ჯდა, დიდად შვენიერი, და ყველასაგან უფრო წინათ
Line: 21    
იგი მოვიდოდა. იგი სამნი კაცნი უკან მოდიოდეს. ამა ეტიკმან ჩვენმან
Line: 22    
იცნა და ფიცხელნი გაიცინნა, ეგრე თქვა: გამო-ღმერთო-გცდის,
Line: 23    
თუ რა-ძი ჭაბუკნი იყვნეთ-ო.

Line: 24       
ჩვენ დაგვიმძიმდა მეტად ესე სიტყვა მისგან, მაგრა არად გავიკვირვენით.
Line: 25    
ჩვენ სამი ათასი ცხენოსანი ვიყვენით და იგინი ოთხნი. წამოვლო
Line: 26    
მან კაცმან წინა და გარდაგვიდგა მუნ, სადა ჩვენი გზა იყო,
Line: 27    
და ეგრე გვითხრა. ვინ ხართ, ძმანი" ეგე რემა ჩემი არის მე ვარ
Line: 28    
მზე-ჭაბუკი. მაგა ჩემისა რემისა წამოსხმა უბადოდ გიქმნიათ. აწ თუ
Line: 29    
მოისმენთ ნათქვამსა ჩემსა, დაყარეთ ეგე რემა ჩემი და მშვიდობით
Line: 30    
წაედით, მით რომელ მოცთუნებულ ხართ და ამას გზასა წამოსულხართ.

Line: 31       
ჩვენ პასუხი არა გავეცით და კვლა იგი-ვე სიტყვა გვითხრა. ვაგინეთ
Line: 32    
ჩვენ. მერმე მას, ჩვენსა ეტიკსა, ჰკითხა: ვინ არიან-ო? მან ეტიკმან
Line: 33    
ეგრე უთხრა: არაბნი-ო. ჴელი მიჰყო, ყმასა ოროლნი გამოუხვნა
Line: 34    
და ეგრე უთხრა: რადგან არა ისმინეთ, თქვენნი სისხლნი თქვენსა-ვე
Line: 35    
თავსა იყვნენ-ო.

Line: 36       
ფიცხლად შემოუტევა. გამოეგებნეს სამნი-ვე წინა. პირველად რომელი
Line: 37    
მივიდოდა სიახლესა, აიღო, ოროლითა დასცა და მოკლა. მერმე
Line: 38    
ოროლნი დაყარნა. ჴრმალი გამოიღო, ჰკრა მეორესა და მოკლა იგი-ცა.
Page: 410  Line: 1    
მას მესამესა ჴრმალი არა ჰკრა და ეგრე თქვა: ხედავ. ვითართა
Line: 2    
კაცთა აბჯრითა ვებრძვი-ო? ფიცხლა ჴრმალი ჩაიგო, ჴელი მიჰყო,
Line: 3    
უნაგირთაგან მოჰჴადა და ქვეყანასა ზედა დაჰკრა და მოკლა. ამაზედა
Line: 4    
გავიქცენით. მოგვეწივნეს და აგვწყვიდნეს; რომელ რისხვა
Line: 5    
ღმრთისა დაგვცეს.

Line: 6       
მე დაკოდილი ვიყავ და ცხენი-ცა დაკოდილი მყვა. ზედა მომადგა
Line: 7    
მზე-ჭაბუკი და ეგრე მიბრძანა: ბედშაო, რამ მოგაგონათ ამა ჩემისა
Line: 8    
რემისა წამოსხმა?

Line: 9       
მე ეგრე მოვაჴსენე: ამან ჩვენმან ეტიკმან მოგვაცთუნნა.

Line: 10       
იგი ეტიკი დგა და იცინოდა, ეგრე თქვა: ნეტარ მზისა ჭაბუკისა
Line: 11    
რემა ქარავანი გეგონათ-ო?

Line: 12       
ოდეს ვცანით უკანის, მის ეტიკისა დაკოდა ყველა ხრიკი ყოფილიყო,
Line: 13    
და მოგვაღორნეს და რემა წამოგვაღებინეს მის მზის ჭაბუკისა
Line: 14    
და დაგვაჴოცინეს.

Line: 15       
ჰკითხა მზემან ჭაბუკმან მას ეტიკსა: ვითა იყო, მითხარ-ო.

Line: 16       
მან თავითგან ყველა მოაჴსენა და კვლა-ვე ეგრე თქვა: თუ-ცა ესე
Line: 17    
ხრიკი არა გვექმნა, იგინი აქა არა წამოვიდოდეს და სხვაებრ ვერა-ვინ
Line: 18    
მოერეოდა თქვენგან კიდე. ამით მოვაცთუნვენით და თქვენი რემა წამოვასხმევინეთ
Line: 19    
და თქვენ, ვითა შეჰგვანდა, სისხლნი ჩვენნი
Line: 20    
სძებნენით-ო.

Line: 21       
ამას სიტყვასა ზედა გაიცინა მზემან ჭაბუკმან და ეგრე ბრძანა:
Line: 22    
დიდად, ღმერთო, კარგი ხრიკი მოგიგონებიათ-ო.

Line: 23       
წავედით და მე თანა წამიტანა. ესე იყო პირველი ომი მზისა ჭაბუკისა,
Line: 24    
რომელ მე ვნახე, თვარა ომნი მრავალნი და საკვირველნი
Line: 25    
გარდაეჴადნეს. მე გავმრთელდი წყლულებისაგან და მიბოძა საბოძვარი
Line: 26    
დიადი და ეგრე მიბრძანა: წაედ შენსა სახლსა-ო. მე ეგრე მოვაჴსენე:
Line: 27    
სახლი ჩემი არსად არის, მე იმათი ყმა ვიყავ. აწ რადგან
Line: 28    
იგინი აღარა არიან, ვირემდის ცოცხალ ვარ, თქვენი ყმა ვიქმნები, მე
Line: 29    
თქვენებრი პატრონი სადა ვპოვო?

Line: 30       
საუბარი შეიქმნა და ეგრე ბრძანა: მიმძიმს მეცა, იმა კაცთა დაჴოცვასა
Line: 31    
არა ვლამოდი, რბილად ვეუბნებოდი და იგინი გაფიცხდეს,
Line: 32    
განა არაბნი დიდად ამპარტავანნი არიან და რბილად უბნობა ყოლ
Line: 33    
არა მოუჴდების.

Line: 34       
ვნახე სახლი და დიდება, რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან.

Line: 35       
მის მზისა ჭაბუკისა ესე მოგაჴსენო, რომელ, რა მე დაბადებულვარ,
Line: 36    
ჩემითა თვალითა მე იმისი უშვენიერესი არა მინახავს რა, და
Line: 37    
ჭაბუკობასა თვით მოისმენ:

Line: 38       
მონადირე იყო და ხშირად ნადირობდის და ყოლა მტერად არა-ვინ
Line: 39    
უჩნდა, ვერ-ცა ვინ რას ჰკადრებდის. დღესა ერთსა ნადირობასა
Page: 411  Line: 1    
ვიყვენით. მშვილდოსანი იყო ეგეთი, რომელ არა ნახულა მისებრი.
Line: 2    
ინადირა დიადი. კაცი ვინ-მე მოვიდა მას ნადირობასა შინა და ეგრე
Line: 3    
მოაჴსენა: ვინაჲთგან ნადირობა ესრე გიყვარს, მე წაგიყვან სანადიროსა
Line: 4    
ეგეთსა, რომელ მისებრი არა გენახოს, მაგრა შორი არის. თუ
Line: 5    
სიშორესა არა ერიდები, სანადირო მისებრი არა ნახულა. გაეხარნეს
Line: 6    
მზესა ჭაბუკსა და წამოვედით შინა. იგი კაცი თანა წამოვიტანეთ.

Line: 7       
ეგრე უბრძანა: ვინ ხარ და ანუ სადაური ხარ-ო?

Line: 8       
მან ეგრე მოაჴსენა: ღარიბი ვინ-მე კაცი ვარ, არ-ცა მე მიცნობ და
Line: 9    
არ-ცა ჩემსა ქვეყანასა-ო.

Line: 10       
კვლა-ვე უბრძანა: რაზომ გვშორავს იგი სანადირო-ო?

Line: 11       
მან ეგრე მოაჴსენა: არს თხუთმეტისა დღისა სავალი-ო.

Line: 12       
მერმე ეგრე ბრძანა: ზენაარმან ღმრთისამან, თუ ორმოცისა დღისა
Line: 13    
სავალი-ც არის, მაშინ-ცა წავალ-ო.

Line: 14       
შევეკაზმენით და წავედით. წაგვიძღვა იგი კაცი წინა და ვიარეთ
Line: 15    
თორმეტისა დღისა სავალნი ადგილნი ძნელნი და უბადონი. ჩვენ
Line: 16    
გვიმძიმდა პირველ სიშორე გზათა და მერმე სიძნელე. მზესა ჭაბუკსა
Line: 17    
არა ჰგაოდის. მივედით მას ადგილსა. დაგვხვდა ქვეყანა დიდად.
Line: 18    
შვენიერი და სანადირო კარგი ვინადირეთ დიადი. ამისაგან კიდე არა
Line: 19    
იყო აუგი მის სანადიროსი, რომელ მჴეცთა სიმრავლე დიდად იყო,
Line: 20    
განა მზესა ჭაბუკსა არა ჰგაოდის, ვითა კაცთა, ეგრე ჰჴოცდა ლომსა.
Line: 21    
თავმან მეფობისა შენისამან! მრავალ-ჯერ მათრაჴითა-ცა მოკლული
Line: 22    
ლომი მინახავს მე მისგან, თვარა ჴრმლითა არა საკვირველი-ა.

Line: 23       
დღესა ერთსა ნადირობასა ვიყვენით და ქორი ასკატასა მოუტევა.
Line: 24    
ფიცხლა ჩამოიღო. გარდაჴდა ცხენისაგან და თვით უშველა. ამაზედა
Line: 25    
ორნი ლომნი გამოვიდეს შამბიდაღმან და შეუტივეს. ფიცხლად ჴელი
Line: 26    
მიჰყო, ყია შეუპყრა, შესტყორცა მას მეორესა და ორნი-ვე და
Line: 27    
ჴოცნა.

Line: 28       
აწ თქვენგან ოდეს ლომთა მოკლვა ვნახე, ამისთვის ავტირდი, რომელ
Line: 29    
მაშინდელი მისი ნაქმარი მომეგონა, ეგრე-ვე ადვილად დაჴოცა
Line: 30    
ლომთა.

Line: 31       
დავყავით მუნ ხანი რა-მე და დიადი ვინადირეთ. დიდად მოეწონა
Line: 32    
იგი ადგილი მზესა ჭაბუკსა, მაგრა ესე გაუკვირდა, რომელ ეგრე კარგსა
Line: 33    
ქვეყანასა სამისა დღისა სავალსა არ-ცა სოფელი და არ-ცა ქალაქი
Line: 34    
არა იახლა. განა ამას ვაგონებდით, რომელ ეგზომისა მჴეცისა სიმრავლისაგან
Line: 35    
ვერა მივიდოდა კაცი.

Line: 36       
უბრძანა მადლი წინამძღვარსა მას კაცსა, რომელ ეგზომ კარგსა
Line: 37    
სანადიროსა მომიყვანე-ო.

Line: 38       
მან ქება შეასხა და ეგრე მოაჴსენა: ამას ქვეყანასა, ღმერთო, შენგან
Line: 39    
კიდე ნადირობად ვერა-ვინ მოსრულა, განა შენ რაზომ ლომი ხარ
Page: 412  Line: 1    
და ჭაბუკობისა შენისაგან ყველა ადვილი არს, მაგრა ვინაჲთგან ეგეთი
Line: 2    
ჭაბუკი ხარ, და აქა სიახლესა სხვა ვიცი ქვეყანა და სანადირო
Line: 3    
ეგეთი, რომელ ესე აეჴადა ჰგავს მას, ვითა თქვენ ერთსა უბადოსა
Line: 4    
კაცსა არა ჰგავთ, მაგრა აწ-ვე მოგაჴსენებ, რომელ მჴეცთა სიმრავლე
Line: 5    
საშინელი არის ამას გარეთად სხვა ადგილი არის დღისა ერთის სავალსა
Line: 6    
ეგეთი, რომელ სულიერი ვერა მიეხლების. მჴეცი არის ესეთი
Line: 7    
საკვირველი მისი სახელი არა-ვინ იცის ვერ-ცა ვის გაუცდია. დიდი
Line: 8    
არის უზომოდ, პილოს ოდენი, მსგავსი ლომისა და პირი კაცისა ათქს,
Line: 9    
მაგრა შებმა მისი მოუვალი არის კაცისაგან ამად, რომელ მარტორქა
Line: 10    
იყო მას ქვეყანასა უზომოდ დიდი, აიღო იგი, დასცა ქვეყანასა
Line: 11    
ზედა და მოკლა. მას მჴეცსა ლომ-კაცი ჰქვიან. კაცთაგან გვასმია ამბად,
Line: 12    
თუ ესეთი არის-ო, თვარა სხვად არა-ვინ იცის-ო.

Line: 13       
ჩვენ დაგვიმძიმდა მის ამბისა თხრობა და მის კაცისათვის გული
Line: 14    
გავიწყრევით და მზე-ჭაბუკი ჩვენ გაგვიწყრა, ვითა: ამბავსა გვითხრობს,
Line: 15    
რად უწყრებით-ო.

Line: 16       
უბრძანა მას კაცსა: წინა წაგვიძეღ და მიგვიყვანენ მას
Line: 17    
სანადიროსა.

Line: 18       
მან კაცმან ეგრე მოაჴსენა: ამისთვის საფიცი მომეც, რომელ მუნ
Line: 19    
აღარა წაგიტან, სადა იგი მჴეცი არის-ო.

Line: 20       
მერმე ეგრე უბრძანა: მტკიცედ იცოდე, რომელ შენ დასტურად
Line: 21    
არა წაგიტან, მაგრა გვიჩვენე შორით-ო.

Line: 22       
წავედით მას ქვეყანასა სანადიროდ დიდად უკეთესსა მის პირველისასა.
Line: 23    
დავდეგით მუნ და ვნადირობდით. მჴეცისა სიმრავლე დიადი
Line: 24    
იყო. მართლად თქვა მან კაცმან ეგეთთა მჴეცთა სიმრავლე ჩვენ
Line: 25    
ვერას გვავნებდა ვჴოცდით ჩვენ-ცა, რომელნი მუნ ვიყვენით, მაგრა
Line: 26    
მზე-ჭაბუკი ვითა კატათა [ეგრე] ჰჴოცდა ლომთა. გვქონდა შიშად
Line: 27    
მას მჴეცსა ზედა მისლვა მზისა ჭაბუკისაგან. ვითა ვინადირეთ და
Line: 28    
დავყავით მუნ დიადი დღე, ეგრე უბრძანა მას კაცსა: გვალე და მიჩვენე
Line: 29    
იგი ადგილი, სადა იგი მჴეცი არის-ო. ატირდა იგი კაცი და ეგრე
Line: 30    
მოაჴსენა: შეიწყალე ჭაბუკობა შენი და ნუ წახვალ მის მჴეცისათვის.

Line: 31       
ეგრე უბრძანა მას კაცსა: ვინაჲთგან აქა მოსრულვარ, წასლვისაგან
Line: 32    
კიდე სხვა ღონე არა არის-ო.

Line: 33       
უმძიმდა მას კაცსა, განა ღონე არა იყო. ჩვენ ვერას ვკადრებდით.
Line: 34    
წავედით და ზედა წავადეგით. ქვეყანა იყო შვენიერი. თქვა მან
Line: 35    
კაცმან: აჰა იგი ადგილი და ქვეყანა, სადა იგი მჴეცი არს-ო. წავედით
Line: 36    
და ნადირობა დავიწყეთ. მას თუ-რე არესა არ იყო.

Line: 37       
უბრძანა მას კაცსა წინამძღვარსა: სტყუვე, სად არის იგი
Line: 38    
მჴეცი-ო?

Line: 39       
მან მოაჴსენა: იყო დასტურად, არა მიმტყუვნია, მაგრა წა-თუ-რე-სადა-ვიდა-ო.

Page: 413 
Line: 1       
ამა საუბარსა ზედა სული თურე იცა კაცთა და მოვიდოდა იგი
Line: 2    
მჴეცი, შამბსა გამოლეწდა. ფერჴთა მისთა ჴმა კლდეთა რღვევასა
Line: 3    
ჰგვანდა. იყივლა მან კაცმან და გაიქცა. მზემან ჭაბუკმან აბჯარი ჩაიცვა,
Line: 4    
ცხენსა შეჯდა და ხიშტნი ჴელთა აიხვნა გენახა, ამას ბრძანებდი,
Line: 5    
თუ ერთი კაცი ამისებრი არა-ვის უნახავს-ო.

Line: 6       
გამოვიდა იგი მჴეცი შამბით და მიხედვიდა მზისა ჭაბუკისაკენ.
Line: 7    
იბრდღვინვა და შემოუტევნა. მზემან ჭაბუკმან ცხენი გააფიცხა,
Line: 8    
მან-ცა შეუტევა. პირველსა-ვე მისლვასა ზედა ხიშტნი ჰკრნა პირსა
Line: 9    
მისსა და ყიამდისინ ჩაჰკვეთა და შიგან ჩაასვნა. მუჴლნი დაუცნა
Line: 10    
ცხენსა მზისა ჭაბუკისასა. მზე-ჭაბუკი ქვე ჩამოიჭრა, ზე ადგა და
Line: 11    
ჴრმალი გამოიწვადა, ქვეითად შეუტევა, მაგრა არა ნახულა კაცისა
Line: 12    
თვალითა ომი მისი მსგავსი მზე-ჭაბუკი ჴრმლითა სცემდა და იგი
Line: 13    
მჴეცი თათითა. ოდეს-ცა აბჯართა ზედა თათი ჰკრის, ჴმა გამოჰჴდის
Line: 14    
ეგეთი, ვითა ჭეხა, და ოდეს-ცა მზემან ჭაბუკმან ჰკრის ძვალთა მისთა,
Line: 15    
ეგეთი-ვე მას გამოჰჴდის. იბრძოლეს დიდი ხანი, მაგრა იგი მჴეცი
Line: 16    
პირველსა-ვე ნაკრავსა ზედა შეავებულ-იყო. თავმან თქვენმან, ესრე
Line: 17    
არა დამაშვრალიყო, ვითა-მცა ნადიმად ჯდომილიყო იყივლა მზე-ჭაბუკმან
Line: 18    
და თქვა, ვითა: აწ ნახოთ ჭაბუკობა და მკლავისა ძალი და
Line: 19    
ნაკრავისა ნაკვეთი ამა მზისა ჭაბუკისა-ო. შეუზახნა და ზურგსა
Line: 20    
ჴრმალი ჰკრა, შუა-ზედა ორად გაკვეთა და დაეცა იგი მჴეცი. მისსა
Line: 21    
დაცემასა ზედა ქვეყანა შეიძრა. ოდეს დავხედენით, ყოვლისა ქვეყანისა
Line: 22    
კაცი ზედა მოადგა. რა იგი მჴეცი მკვდარი ნახეს, მოვიდეს და
Line: 23    
ყოველთა ქება შეასხეს და თქვეს. არა ნახულა ჭაბუკი შენებრი
Line: 24    
პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. გაეხარნეს მის ქვეყანისა კაცთა ამისთვის,
Line: 25    
რომელ იგი კეკელა ქვეყანა მას მჴეცსა აეოჴრა. უძღვნეს ურიცხვი
Line: 26    
და ჩვენ შეგვექმნა სიხარული.

Line: 27       
დავყავით მუნ დღენი მრავალნი. ოდეს უკანის ვცანით, იგი ეტიკი
Line: 28    
მის ქვეყანისა იყო და თვით განზრახვით მზისა ჭაბუკისა წასაყვანად
Line: 29    
მოსრულიყო. ასმიოდა ქება ჭაბუკობისა მისისა. ვინადირებდით და
Line: 30    
განვისვენებდით, სიხარული იყვის დიდი. მათ უკაცურთა ადგილთა
Line: 31    
მას ქვეყანისათა შენება დაიწყეს.

Line: 32       
მო-ვინმე-ვიდა დიდებული კაცი მის ქვეყანისა მზისა ჭაბუკისა
Line: 33    
ნახვად, ქება შეასხა და ეგრე მოაჴსენა: კურთხეულ-მცა არს იგი, რომელსა
Line: 34    
შეუქმნიხარ, და მიწა იგი, რომელსა გაუზრდიხარ, რომელ
Line: 35    
არა არს შენებრი კაცი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, და დიდი ძღვენი
Line: 36    
უძღვნა. დაყვნა მან კაცმან ჩვენთანა დღენი მრავალნი, ინადირა
Line: 37    
და განისვენა და ეგრე არქვა მზესა ჭაბუკსა: საუბარი მიც შენთანა-ო.
Line: 38    
უბრძანა: მითხარ-ო.

Line: 39       
იგი ქვეყანა და იგი კაცი ხაზართა მეფისა იყო.

Page: 414 
Line: 1       
ეგრე მოაჴსენა მან კაცმან: იდუმალ მოგაჴსენებ, რა-ცა ვიცი, და
Line: 2    
თქვენ რა უნდა, იგი ქმენით. თვალად და ჭაბუკად დღეს პირსა
Line: 3    
ყოვლისა ქვეყანისასა შენებრი არა არს და მე ამას საქმესა შენთანა
Line: 4    
არა დავმალავ. ხაზართა მეფე არის ყოვლისა ქვეყანისა პატრონი
Line: 5    
და თვითმპყრობელი. ძე არა უვის, ასული უვის ეგეთი, რომელ ქალი
Line: 6    
მისებრი ჯერეთ დღესამდის არა-ვის უნახავს. ზენაარითა მამასა
Line: 7    
მისსა ხაზართა მეფესა უთქვამს, ვითა: სანამდის ეგეთი ჭაბუკი
Line: 8    
არა ვპოვო, რომელ მისებრი ყოველსა ქვეყანასა ზედა არა იყოს,
Line: 9    
მანამდის ამას ასულსა ჩემსა არა-ვის მივსცემ ცოლად-ო. აწ შენ მინახავხარ
Line: 10    
და ქება შენი მასმიოდა, მაგრა, ვითარი შენ ხარ, ვერა-ვის
Line: 11    
ეგო ქება შენი. ხაზართა მეფესა-ც ასმია ქება და სიკეთე შენი და ისი
Line: 12    
კაცი მას გამოეგზავნა, რომელმან მის მჴეცისათვის მოგიყვანა და
Line: 13    
შენ გაგიმარჯვა ღმერთმან და მოჰკალ მჴეცი იგი, რომელი მოუგონებელი
Line: 14    
იყო კაცისაგან, რა-ცა შენ ჰქმენ აწ ასმია სიკეთე და სიშვენიერე
Line: 15    
პატრონისა ჩემისა ასულისა და მოსრულ არიან წაყვანებად
Line: 16    
მისად ქველნი და გოლიათნი. ღამარ ღაზნელი და ორდავარელი და
Line: 17    
მოსორ ნადირის ძე. ესე სამნი მოსულან და ქალაქისა კართა ზედა
Line: 18    
დგანან და იმარინდოს მოელოდეს, მაგრა იმარინდოს ეგრე იტყვიან,
Line: 19    
ვითა მისებრი ჭაბუკი არა არს პირსა მიწისასა-ო. აწ მათგან რომელი-ცა
Line: 20    
სჯობდეს, ასულსა მისსა ცოლად შერთავს იგი ხაზართა მეფე
Line: 21    
და სამეფოსა მისსა მისცემს. ესე მე ვიცოდი და შენდა მომიჴსენებია.
Line: 22    
და შენ, ვითა-მცა გწადიან, იგი-ცა ქმენ-ო.

Line: 23       
დაიმადლა მზემან ჭაბუკმან და ეგრე არქვა: შენ კარგი კაცი ხარ
Line: 24    
და ჩემთვის კარგსა იტყვი ყველასა. აწ წამიძეღ წინა და წავიდეთ-ო.

Line: 25       
მან ეგრე მოაჴსენა: შენ აქა ნადირობად მოსრულხარ, მაგა ცოტათა
Line: 26    
ლაშქრითა, გაგზავნე კაცი და შენი ლაშქარი მოასხმევინე.

Line: 27       
ამა სიტყვასა ზედა მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: მე ლაშქარი
Line: 28    
არად მინდა, ჩვენ-ცა კმა ვართ და აწ შენ წაგვიძეღ წინა-ო.

Line: 29       
წაგვიძღვა წინა იგი კაცი და, სადა-ცა მივიდით, მან კაცმან, ვითა
Line: 30    
პატრონი, ეგრეთ დაგვაყენის. ქალაქნი და ქალაქნი წინა მოგვეგებოდიან,
Line: 31    
ქებასა შეგვასხმიდიან, ეგრე დიდებითა მივიდოდით. მას კაცსა,
Line: 32    
რომელი ჩვენთანა იყო, აბრამ ერქვა. დიდებული კაცი იყო და
Line: 33    
იტყოდენ. ესე ხაზართა მეფისა გამზრდელი არის-ო.

Line: 34       
ვიარეთ ოცისა დღისა სავალი და მივეწურენით ხაზარეთისა თავადისა
Line: 35    
ქალაქამდის. სამისა დღისა სავალი სხვა გვედვა. კაცი ვინ-მე
Line: 36    
მოვიდოდა და აბრამს რა-მე უთხრა იდუმალ.

Line: 37       
მზემან ჭაბუკმან ეგრე უბრძანა მას აბრამს: ვინ არს ეგე კაცი და
Line: 38    
ანუ რა ამბავი მოიღო-ო?

Page: 415 
Line: 1       
აბრამ ეგრე ჰრქვა: მშვიდობა არის და თვით გაიკითხე-ო.

Line: 2       
ჰკითხა მას კაცსა მზემან ჭაბუკმან. რა იცი-ო?

Line: 3       
მან ეგრე მოაჴსენა: მოვიდა იგი იმარინდო მეტად დიდითა ძალითა
Line: 4    
და დიადითა მოკაზმულნი სტავრისა კარავნი უდგიან ძოწეულისანი.
Line: 5    
და ლაშქარი ახლავს დიდად დიდი. ღამარ ღაზნელი და ორდავარელი
Line: 6    
და მოსორ ნადირის ძე -- ესენი ადრითგან დგანან და კარგნი
Line: 7    
ჭაბუკნი დიდითა ლაშქრითა. და ესე-რა დორათ დილამი და ამირ
Line: 8    
იამანელი მოვლენ დიდითა ლაშქრითა.

Line: 9       
წავედით ჩვენ-ცა და უკანა მივეწივენით მას დორათ დილამსა და
Line: 10    
ამირ იამანელსა და ცალ-კერძ ჩვენ დავდეგით. იგინი ამპარტავანნი
Line: 11    
კაცნი იყვნეს და არ-ცა რა შემოუზახნეს მზესა ჭაბუკსა და არ-ცა რა
Line: 12    
ნახვად მოვიდეს.

Line: 13       
მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა აბრამს: აბრამ, ვინაჲთგან იმა კაცთა
Line: 14    
ჩვენ არა გვნახნეს, ჩვენ მივიდეთ და იგინი ვნახნეთ, მაგით ჩვენ არა
Line: 15    
დაგვაკლდების-ო.

Line: 16       
წავედით ნახვად და, ვითა მიმავალნი გვნახნეს, წინა მოგვეგებნეს,
Line: 17    
ერთმან-ერთი მოიკითხეს. მივედით კარავსა მათსა და ზომისაგან მეტად
Line: 18    
მოეწონათ მზე-ჭაბუკი და თქვეს: არა არს ჭაბუკი ამისებრი
Line: 19    
ქვეყანასა ზედა-ო. პური მუნ ვჭამეთ და ნადიმი-ცა მუნ-ვე გარდავიჴადეთ
Line: 20    
და წამოვედით ჩვენსა-ვე კარავსა.

Line: 21       
მეორესა დღესა დარბაზობად იგინი ჩვენსა მოვიდეს. პური ჩვენსა-ვე
Line: 22    
ჭამეს და ნადიმი-ცა ჩვენსა გარდაიჴადეს და წავიდეს მათსა
Line: 23    
კარავსა.

Line: 24       
აბრამ ეგრე მოაჴსენა: ვხედავ, რომელ ამა ქვეყანისა პატრონი
Line: 25    
შენა ხარ და მინახავს ჭაბუკობა შენი. აწ თქვენ ნადირობით წამოსრულნი
Line: 26    
ხართ და არა გაქვსთ რა და აქა ამათ ჭაბუკთა მიცემა
Line: 27    
ნუ-თუ რა ჴამდეს მიბრძანოთ, მოგართვამ და უბოძეთ-ო.

Line: 28       
დაუმადლა დიდად მზემან ჭაბუკმან და ეგრე უბრძანა: მიცემა
Line: 29    
ჴამს, განა შენ რად იჭირვი-ო?

Line: 30       
გაგზავნნა კაცნი და მოაღებინა შესამოსლები და სტავრები მეტად
Line: 31    
ტურფა.

Line: 32       
ქალაქი იყო დიდი და მისსა პირსა ვდეგით. და იგი კაცი მისსა
Line: 33    
ყველასა სამეფოსა უხუცესად და თავადად ჩენილ-იყო ხაზართა
Line: 34    
მეფისაგან. და უბოძა საბოძვარი დიდი მზემან ჭაბუკმან დორათ
Line: 35    
დილამსა და ამირ იამანელსა და წავიდეს შინა.

Line: 36       
მეორესა დღესა ავიყარენით და წავედით.

Line: 37       
დორათ დილამი და იგი ამირ იამანელი მოვიდეს და ეგრე მოაჴსენეს:
Line: 38    
ჩვენ შენნი მონანი ვართ, ვინაჲთგან ესეთი კაცი გნახეთ.
Line: 39    
დღეისითგან წაღმა ვითა-მცა შენი ვართ. სადა ჩვენ მივალთ, მუნ
Page: 416  Line: 1    
სხვანი-ცა დგანან. ჭაბუკნი იგინი ერთგან დგანან და ჩვენ, თუ გვიბრძანოთ,
Line: 2    
შენსა წინაშე ვიყვნეთ-ო.

Line: 3       
მადლი უბრძანა მზემან ჭაბუკმან: თქვენ ვითამცა ჩემნი ძმანი
Line: 4    
ხართ, დია, ღმერთო, ერთგან დავდგეთ და ესე დასტურ ვერა-ვინ
Line: 5    
შეგვატყოს, თუ არა ძმანი-ა სამნი-ვე-ო.

Line: 6       
თაყვანი-სცეს და წამოვედით. მივედით კართა ქალაქისათა. დგეს
Line: 7    
იგი ოთხნი ჭაბუკნი: იმარინდო და ღამარ ღაზნელი, ორდავარელი
Line: 8    
და მოსორ ნადირის ძე. იმარინდოს ედგა წითელი პალატი და შიგან
Line: 9    
ძოწეულნი კარავნი და ლაშქარნი დიდნი. და იგი სამნი-ვე ჭაბუკნი
Line: 10    
მას გვერდით დგეს.

Line: 11       
მზე-ჭაბუკი ნადირობით წამოსრული იყო და ლარი არა ჰქონდა
Line: 12    
წინათ წავიდა აბრამ და, ვირე ჩვენ მივიდოდით, ჩამოიხვნა საკრამანგნი
Line: 13    
კარავნი და პალატი დადგა მზისა ჭაბუკისათვის და ლარი,
Line: 14    
ვითა ჰხვდების, საგებელითა, ნოხითა და ტაშტაბრაგითა და ყოვლითა
Line: 15    
ფერითა შეკაზმული იყო. მივედით და გადავჴდით მათ კარავთა
Line: 16    
შინა. და დადგეს ჩვენსა გვერდით დორათ დილამი და იგი ამირ
Line: 17    
იამანელი. დავყავით იგი დღე მუნ და ესე გაითქვა ყოველსა ქვეყანასა
Line: 18    
შინა, ვითა მოვიდა მზე-ჭაბუკი-ო. გამოვიდა ყოველი ქვეყანა
Line: 19    
ნახვად მზისა ჭაბუკისად. თქვა ყოველმან კაცმან არა გვინახავს
Line: 20    
ერთი კაცი ამისებრი-ო.

Line: 21       
მეორესა დღესა კვლა მოვიდეს დარბაზობად იმარინდო, ღამარ
Line: 22    
ღაზნელი, ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე თვალად უკეთესნი
Line: 23    
ჭაბუკნი არა ეგებოდეს. იმარინდო კარგი და საუფლო კაცი იყო,
Line: 24    
განა ეგეთი ვერა იყო ვითა მზეჭაბუკი, თვარა სხვად კაცად კმა იყო,
Line: 25    
მხიარული, ამხანაგი და თავ-მდაბალი. მზესა ჭაბუკსა მოეწონა. ღამარ
Line: 26    
ღაზნელი იყო დიდი კაცი, საჭაბუკოდ შექმნილი და უებარი,
Line: 27    
მაგრა თვალად იგი-ცა კმა იყო და ეგეთი ვერა იყო, ვითა იმარინდო.
Line: 28    
ჰგვანდა, რომელ მესისხლე იყო მოსორ ნადირის ძე და ორდავარელი
Line: 29    
-- იგინი-ცა კარგნი ჭაბუკნი იყვნეს, მაგრა ყოველთა უკეთესი
Line: 30    
იმარინდო იყო.

Line: 31       
მას დღესა აღარა გაუშვა მზემან ჭაბუკმან, პური მუნ ჭამეს და
Line: 32    
ნადიმი მუნ გარდაიჴადეს. მისცა მისაცემელი ყოველთა დიდად.

Line: 33       
მას პურობასა ზედა მო-ვინმე-ვიდა დიდებული ხვასრო ხაზართა
Line: 34    
მეფისა კიდის-კიდე. ყოველთათვის საბოძვარი ჰქონდა, მაგრა მზისა
Line: 35    
ჭაბუკისად დიდად ებოძა, ცოტად უმცროსი -- იმარინდოსათვის
Line: 36    
და სხვათათვის სწორად ებოძა. ეგრე ებრძანა: ვაშად, რომელ
Line: 37    
ბრძანეთ და მოხვედით, დიდად გამეხარნეს მე თქვენითა მოსლვითა.
Line: 38    
ადგეს და ყოველთა თაყვანი-სცეს და იგი დღე დაყვნეს მუნ-ვე.

Line: 39       
მეორესა დღესა მივედით იმარინდოსასა და ყოველნი შენშემოკრბეს.
Page: 417  Line: 1    
ეგრე-ვე გარდავიჴადეთ ნადიმი და ყველასა კიდის-კიდე უძღვნა
Line: 2    
იმარინდომან. ეგრე-ვე მოვიდა იგი კაცი მეფისა, მოიღო შესამოსლები
Line: 3    
და საბოძვარები კვლა კიდის-კიდე ყოველთათვის. იგი
Line: 4    
დღე მუნ დავყავით. იყო დიდი სიხარული, ბახტნი და მოშაითნი
Line: 5    
იმღერდეს და განცხრებოდეს და გავისვენეთ.

Line: 6       
რა-ღა-სა ვაგრძელებდე, შვიდნი ჭაბუკნი იყვნეს. მზე-ჭაბუკი, იმარინდო,
Line: 7    
ორდავარელი, დორათ დილამი, ამირ იამანელი, ღამარ
Line: 8    
ღაზნელი და მოსორ ნადირის ძე, და ყოველთასა კიდის-კიდე მივედით
Line: 9    
და ნადიმი გადავიჴადეთ. ეგრე-ვე ერთმან-ერთსა. უძღვნიდეს
Line: 10    
დიადსა. ყოველთა მეფემან საბოძვარი უბოძის, და დავყვენით მრავალნი
Line: 11    
დღენი და ვასპარეზობდით, ვიმღერდით, ვნადირობდით და
Line: 12    
სიხარული იყვის დიდი. მშვილდოსანსა ყველასა მზე-ჭაბუკი სჯობდა,
Line: 13    
მოასპარეზესა ყველასა იმარინდო სჯობდა, ოროლითა მომღერალსა
Line: 14    
ყველასა ორდავარელი სჯობდა, ცხენოსანსა ყველასა დორათ
Line: 15    
დილამი სჯობდა, მონადირესა ყველასა მოსორ ნადირის ძე სჯობდა,
Line: 16    
მოჭადრაკესა ყველასა ამირ იამანელი სჯობდა, მცურავსა ყველას,
Line: 17    
ღამარ ღაზნელი სჯობდა. ესე მე თვით მინახავს ღამარ ღაზნელისაგან,
Line: 18    
რომელ, რაზომ-ცა დიდი წყალი იყვის, შეკაზმული კაცი ღლიასა
Line: 19    
შემოიგდის და იმიერით გაიტანის.

Line: 20       
და ჭაბუკად რომელი სჯობდის, აწ სცანით:

Line: 21       
ოდეს გვესმას, მეფეთ-მეფეო, ესე ამბავი მის კაცისაგან, ჩვენ
Line: 22    
მეტად გვიამებოდა, თქვენ, არა ვიცი, გთნავს თუ არა.

Line: 23       
და დავყავით ამას განსვენებასა შინა დღენი მრავალნი.

Line: 24       
დღესა ერთსა მზისა ჭაბუკისასა ნადიმი იყო.

Line: 25       
ადგა აბრამ იგი, რომელი ჩვენთან იყო, და ეგრე თქვა: ესე განსვენება,
Line: 26    
სმა და ნადირობა თავ-თავისა სახლსა-ცა გქონებიათ და აქა
Line: 27    
რისთვისა-ცა მორულ-ხართ, იგი დაიურვეთ. ვირემდის ერთმან-ერთსა
Line: 28    
არა შეებმით და უკეთესობასა არა აიღებთ, რომლისათვის აქა
Line: 29    
მოსრულ ხართ, ცუდად წაგიჴდების-ო.

Line: 30       
ადგა იმარინდო და ეგრე არქვა: შენ იტყვი მაგას, ანუ მეფესა
Line: 31    
მოუბირებიხარ-ო?

Line: 32       
მან ეგრე ჰრქვა: მე მეფისაგან არა ვიცი, ჩვენ ვიტყვით ყველანი
Line: 33    
და ყოველთა სწადიან თქვენი ომი-ო. ჩვენ ჭაბუკობისათვის გვიყვართ,
Line: 34    
თვარა ნადირობა, მღერა, სმა და ლხინი ჩვენგანა-ცა ეგების-ო.

Line: 35       
ამა სიტყვასა ზედა გაიცინა მზემან ჭაბუკმან და ეგრე ბრძანა:
Line: 36    
მე და იმარინდო არა შევიბმით და სხვასა, ვისა-ცა უნდა, იბრძოდეს-ო.

Line: 37       
ღამარ ღაზნელმან ეგრე თქვა: აქათგან, ღმერთო, ომისა ჟამი
Line: 38    
არის-ო.

Page: 418 
Line: 1       
ორდავარელმან ეგრე თქვა: ანუ, ღმერთო, ომი გვინდა და ანუ
Line: 2    
თავისა თავისად წასლვა-ო.

Line: 3       
ამირ იამანელმან ეგრე თქვა: ხვალე უთუოდ გავალ მე და ვის-ცა
Line: 4    
გმარჯვია, გამოდით იმარინდოსა და მზე-ჭაბუკისაგან კიდე-ო.

Line: 5       
მოსორ ნადირის ძემან გამოსთხოვა მუქარა. დაასკვნეს ხვალისად
Line: 6    
ომი. გაიყარა ნადიმი.

Line: 7       
დილასა ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა. გამოვიდა იგი ხვასრო ხაზართა
Line: 8    
მეფე, დაჯდა ხედვად და დაისხნა დიდებულნი მისნი და
Line: 9    
დაიდვა ნადიმი. წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. ეგრე-ვე შემოკრბეს
Line: 10    
ყოველნი მზისა ჭაბუკისასა და მუნ-ცა დაიდვეს ნადიმი. გამოვიდეს
Line: 11    
ამირ იამანელი და მოსორ ნადირის ძე შეკაზმულნი. შეუზახნეს
Line: 12    
ერთმან-ერთსა და შეიბნეს. ზენაარმან ღმრთისამან, ომად ფიცხლად
Line: 13    
კმა იყო. სამჯერ მან იგი ჩამოაგდო და სამჯერ მან იგი. იბრძოლეს
Line: 14    
შუა-ღამემდის და ვერა აჯობეს ერთმან-ერთსა და ვერ-ცა შევიტყევით,
Line: 15    
თუ რომელი სჯობდა.

Line: 16       
იმარინდომან ეგრე თქვა: აღარა ვაბრძოლებ იმა კაცთა-ო.

Line: 17       
გაიყარნეს და მოეწონა ომი მათი მას ხაზართა მეფესა და გამოეცა
Line: 18    
დიადი შესამოსელი და საბოძვარი.

Line: 19       
მეორესა დღესა იმარინდოსასა ეიყვენით და ნადიმსა ზედა დორათ
Line: 20    
დილავმან და ორდავარელმან გამოსთხოვეს მუქარა ერთმან-ერთსა
Line: 21    
და დაასკვნეს ომი ხვალისად. აცნობეს ხაზართა მეფესა. დაჯდა
Line: 22    
მეფე და დაისხნა დიდებულნი მისნი. კვლა დაიდვა ნადიმი და წამოდგეს
Line: 23    
ყოველნი-ვე ქალაქნი ზედა ხედვად. ჩვენ შევიყარენით იმარინდოსასა.
Line: 24    
მეფემან კაცი მოუგზავნა, ვითა. მიუშვენით და გარდაიწყვიტონ-ო.
Line: 25    
გავიდეს და შეიბნეს. თავმან თქვენმან, ფიცხლად ომად
Line: 26    
კმა იყო. იბრძოლეს დიდი ხანი წინასა ოროლითა და უკანისა ჴრმლითა,
Line: 27    
იბრძოლეს დილითგან ვიდრე სამხრამდის. აჯობა დორათ დილამმან
Line: 28    
აზომ, რომელ ეგრე თქვა ორდავარელმან: აღარა ვიბრძვი-ო.
Line: 29    
გაეხარნეს მზესა ჭაბუკსა ჯობნა დორათ დილამისაგან, გამოსცა მეფემან
Line: 30    
საბოძვარი ორთათვის-ვე.

Line: 31       
მესამესა დღესა ნადიმსა-ვე ზედა ღამარ ღაზნელმან ეგრე თქვა.
Line: 32    
ხვალე ომი ჩემი-ა და, ვის-ცა გმარჯვია, გამოდით-ო.

Line: 33       
თქვეს ყოველთა, ვითა ისი კაცი მზისა ჭაბუკისა ანუ იმარინდოსა
Line: 34    
ომსა ლამის-ო. ვირე იგი რას იტყოდა, ასწრა ამირ იამანელმან
Line: 35    
და მუქარა გამოსთხოვა და დაასკვნეს ომი ხვალისად. აცნობეს მეფესა.
Line: 36    
ეგრე-ვე დაჯდა მეფე და დაისხნა დიდებულნი მისნი, დაიდვა
Line: 37    
კვლა-ვე ნადიმი შემოკრბეს ყოველნი მზისა ჭაბუკისასა. გავიდა
Line: 38    
იგი ღამარ ღაზნელი, მაგრა კაცისა თვალსა ზედა ერთ-კაცად კმა
Line: 39    
იყო ისწრაფდა იგი მეფე ხაზართა ომსა იმარინდოსასა და მზისა ჭაბუკისასა.
Page: 419  Line: 1    
შემოუვლეს ნავარდი და შეიბნეს. ომი ფიცხელი და დიდი
Line: 2    
გარდიჴადეს.

Line: 3       
იმარინდომან ეგრე თქვა წინასა-ვე: იგი ღამარ ღაზნელი მუხთალი
Line: 4    
არის და, თუ რასა დარსა დაიდებს, იმასა კაცსა მშვიდობით არა
Line: 5    
გაუშვებს-ო.

Line: 6       
ომი იყო ფიცხელი. შემოუტევა ამირ იამანელმან, ჰკრა ჴრმალი
Line: 7    
ჩაბალახსა ზედა, ჩაბალახი გააკვეთინა და თავსა დიდი შეჰკვეთა.
Line: 8    
ამირ იამანელსა ჩაბალახი მოეშალა. ვირე დაირქვემდა, თავსა შიშველსა
Line: 9    
ჴრმალი ჰკრა ღამარ ღაზნელმან და მოკლა იგი ამირ იამანელი.
Line: 10    
დაუმძიმდა მეფესა, მზესა ჭაბუკსა და იმარინდოსა სიკვდილი
Line: 11    
ამირ იამანელისა, მაგრა მზესა ჭაბუკსა დიდად-რე დაუმძიმდა.

Line: 12       
გაიყარა ერი. მეფემან საბოძვარი აღარა გამოსცა და არ-ცა შემოუძრახნა
Line: 13    
მზესა ჭაბუკსა და იმარინდოსა. მოუგზავნა კაცი, ვითა
Line: 14    
სამესისხლო რა ედვა ამას კაცსა, რომელ იგი ამირ იამანელი მოკლა?
Line: 15    
განა ავი ვინ-მე და უბადო კაცი არს-ო.

Line: 16       
გამოჴდეს დღენი მრავალნი. არ-ცა ინადირეს და არ-ცა იასპარეზეს
Line: 17    
და არ-ცა ნადიმი დაიდვეს. უმძიმდა ყველასა. მერმე მეფემან გამოსცა
Line: 18    
შესამოსლები კარგნი და საბოძვარი დიდი ყველასა თანა და ეგრე
Line: 19    
ბრძანა: აწ აღარა ეგების და ჩემოდნად ერთსა-ცა არა გიმძიმს
Line: 20    
მუხთლად ამირ იამანელისა სიკვდილი. ბრძანეთ და ნადირობასა წაედით,
Line: 21    
იასპარეზეთ და გაიხარეთ.

Line: 22       
უსმინეს მეფესა და გავიდეს. თქვეს ყოველთა კაცთა ესრე: ლამის
Line: 23    
მეფე, რომელ-მცა მზე-ჭაბუკი და იმარინდო შეიბნეს-ო.

Line: 24       
შემოკრებულ-იყვნეს ნადიმსა ზედა და დორათ დილამმან ღამარ
Line: 25    
ღაზნელსა მუქარა სთხოვა. მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: რასა ებრძვი,
Line: 26    
უბადო ვინ-მე და მუხთალი ვინ-მე კაცი არის. თუ შეები, კაცურად
Line: 27    
და კარგად შეები, რომელ არა გეფათერაკოს-ო.

Line: 28       
ეგრე არქვა ღამარ ღაზნელმან მზესა ჭაბუკსა: მაგას რად ასწავლი,
Line: 29    
გამოედ და შენ შემები-ო.

Line: 30       
მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: მაგასა ვლამოდი, ებრძანა თურე
Line: 31    
ღმერთსა შენი სიკვდილი-ო.

Line: 32       
დაასკვნეს ომი ხვალისად და მოაჴსენეს მეფესა, ვითა მზე-ჭაბუკი
Line: 33    
და ღამარ ღაზნელი ხვალე შეიბმიან-ო. მეფემან კაცი მოუგზავნა
Line: 34    
მზესა ჭაბუკსა და ეგრე შემოუთვალა. ეკრძალე, ეგე კაცი მუხთალი
Line: 35    
არის-ო.

Line: 36       
ეგრე მოაჴსენა მზემან ჭაბუკმან: ნუ დაუშლით მას კაცსა მუხთალსა,
Line: 37    
თვარა მე თვით არა დავიშლი-ო.

Line: 38       
გამოვიდა მეფე და დაჯდა მას-ვე ადგილსა და ეგრე-ვე ქალაქსა
Line: 39    
შიგან გავიდა ჴმა, ვითა მზე-ჭაბუკი და ღამარ ღაზნელი შეიბმიან-ო.

Page: 420 
Line: 1       
გაეხარნეს ყოველთა და სწადდა ნახვა მზისა ჭაბუკისა. გავიდა მზე-ჭაბუკი
Line: 2    
შეკაზმული და თქვეს ყოველთა: არა არს კაცი მზისა ჭაბუკისებრი
Line: 3    
პირსა ყოვლისა ქვეყანისასა-ო. გამოვიდა იგი ღამარ ღაზნელი.
Line: 4    
და ვითა ცნა ასულმან მეფისამან მზისა ჭაბუკისა ომად გასლვა,
Line: 5    
სარკმელსა მოდგა და, თავმან თქვენმან, ვითა მზისა სინათლე,
Line: 6    
ეგეთი გამოდგა. შეხედნა მზემან ჭაბუკმან მას სინათლესა, რომელ
Line: 7    
სარკმელსა მოსდგომოდა, და დაინახა იგი მეფისა ასული და ცნა,
Line: 8    
ვითა ნახვად ჩემდა მოდგომილა-ო. ეგრე არქვა ღამარ ღაზნელსა:
Line: 9    
კარგად გამიფრთხილდი; ზენაარმან ღმრთისამან, დასტურად მოგკლავ
Line: 10    
ამისთვის, რომელ იგი ამირ იამანელი მუხთლად მოჰკალ-ო.
Line: 11    
შეუზახნა და მედგრად შეუტევა. პირველსა-ვე მისლვასა ზედა შეშინდა
Line: 12    
იგი ღამარ ღაზნელი და ჴრმალი ვეღა-რა მოიქნია. ჰკრა მზემან
Line: 13    
ჭაბუკმან მას ღამარ ღაზნელსა ჩაბალახსა ზედა ჴრმალი და,
Line: 14    
თავმან თქვენმან, წინასა ტახტასა უნაგირთასა ზედა ჴრმალი დაასო
Line: 15    
და მოკლა. გაეხარნეს მეფესა და ყოველსა დიდებულსა ეგზომ, რომელ
Line: 16    
მეფე ზე ახლტა და ფიცხელნი გაიცინნა. და ქება შეასხა მზესა
Line: 17    
ჭაბუკსა ყოველმან კაცმან. გამოსცა მეფემან შესამოსელი და ეგრეთ-ვე
Line: 18    
დედოფალმან, მეფისა ცოლმან, გამოსცა შესამოსელი და
Line: 19    
სხვა კეკელა საბოძვარი მზესა ჭაბუკსა და ეგრე შემოუთვალა: კურთხეულ-მცა
Line: 20    
არს მარჯვენა შენი, რომელ სძებნე სისხლნი ამირ იამანელისანი-ო.
Line: 21    
და ეგრე-ვე ნადირობა დავიწყეთ და ასპარეზობა.

Line: 22       
დაყვნეს დღენი მრავალნი ამა განსვენებასა შინა. ზოგ-ჯერ ჩვენსა
Line: 23    
იყვნიან და ზოგ-ჯერ ჩვენ მათსა ვიყვენით განსვენება და სიხარული
Line: 24    
არა გვაკლდა. მერმე ადგა კვლა იგი აბრამ და ეგრე მოაჴსენა:
Line: 25    
მეფე დია ისწრაფის შენსა და იმარინდოს ომსა-ო. მზემან ჭაბუკმან
Line: 26    
ეგრე უბრძანა მას აბრამს: მე მრცხვენიან და ვერა ვეტყვი ოდეს
Line: 27    
ერთგან ნადიმად ვსხდეთ ორთა-ვე, მაშინ შენ-ვე გვითხარ-ო.

Line: 28       
ნადიმად ვსხედით იმარინდოსასა. ადგა აბრამ, აიხვნა ორნი ჭიქანი,
Line: 29    
ერთი იმარინდოს მოაჴსენა და ერთი მზესა ჭაბუკსა და ეგრე
Line: 30    
არქვა: ეგე ღვინო შესვით, ლომნო, და თქვენ-ცა შეიბენით-ო. და
Line: 31    
ყოველთა თქვეს: ჟამი არს თქვენისა შებმისა-ო.

Line: 32       
ეგრე თქვა იმარინდომან. შესვი ღვინო, ყველა გვეტყვის, ჴამს
Line: 33    
თუ-რე-ო.

Line: 34       
აკოცეს ერთმან-ერთსა და შესვეს ღვინო და დაასკვნეს ომი. გაიყარნა
Line: 35    
ნადიმი და მოაჴსენეს მეფესა: ხვალისად მზისა ჭაბუკისა და
Line: 36    
იმარინდოსა ომი არის-ო. ეგრე მოეგზავნა კაცი, ვირე მე არა ჩამოვიდე,
Line: 37    
მანამდი ნუ შეიბმით-ო.

Line: 38       
დილასა ჩამოიხვნეს ოქსინოსა კარავნი და დადგეს დასხნეს
Line: 39    
საჯდომნი ოქრო-ქსოვილისანი და დიდებულნი-ცა დასხნეს. გამოვიდა
Page: 421  Line: 1    
იგი ხვასრო ხაზართა მეფე და დაჯდა საჯდომთა მისთა ზედა.
Line: 2    
მოვიდეს მებუკე-მედაბდაბენი და წამოდგეს ყოველი ქალაქი. დაიდვა
Line: 3    
ნადიმი მეფემან და მივედით ყოველნი მეფისასა. გამოვიდა
Line: 4    
დედოფალი და დასხდეს მათ-ვე ბანთა ზედა. მოვიდა იგი ასული მეფისა
Line: 5    
და დაჯდა დედასა გვერდით. ზმა იყო დიდი და სიხარული.
Line: 6    
შეეკაზმა მზე-ჭაბუკი და გავიდა თქვეს ყოველთა: მისი ომი კაცისაგან
Line: 7    
არა ეგების-ო გამოვიდა იმარინდო-ცა შეკაზმული. მოეწონა იგი-ცა
Line: 8    
ყოველსა კაცსა, თუ-ცა გენახნეს, ამას ბრძანებდი: ორნი კაცნი
Line: 9    
უკეთესნი ქვეყანასა ზედა არა არიან-ო. იარებოდეს მოედანსა შინა.

Line: 10       
მეფემან მიუგზავნა კაცი და ეგრე შემოეთვალა: ჩემგან ამისი
Line: 11    
მოწმობა არა გინდათ, მაგრა ერთმან-ერთსა მუხთლად ნუ-რას
Line: 12    
უზამთ-ო.

Line: 13       
მზემან ჭაბუკმან ეგრე მოაჴსენა: ჩვენგან მუხთლობა არა
Line: 14    
ეგების-ო.

Line: 15       
შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა, შეუტევეს და შეიბნეს, რომელ
Line: 16    
ეგეთი ომი არა მინახავს. თვით მუნ მყოფმან ყველამან თქვეს:
Line: 17    
არა ნახულა კაცისა თვალითა ეგეთი ომი, ეგზომ მედგარი და ფიცხელი-ო.
Line: 18    
იბრძოლეს მწუხრამდის და სიღამემან გაჰყარნა და ვერა
Line: 19    
რომელმან აჯობა. გაეხარნეს მეფესა და ყოველსა კაცსა მათი მშვიდობით
Line: 20    
დარჩომა. მოსცა მეფემან და დედოფალმან-ცა შესამოსელი.
Line: 21    
წავიდა მეფე და ჩვენ დავდევით ნადიმი.

Line: 22       
მეორესა დღესა კვლა გამოვიდეს და შეიბნეს. თავმან შენმან,
Line: 23    
წინასასა უფიცხე შეიბნეს. ეგრე-ვე გაყარნა სიღამემან და ვერა რომელმან
Line: 24    
აჯობა. დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა გასწორება ომისა. კვლა
Line: 25    
შემოსნა მეფემან, ქება შეასხა და ეგრე უბრძანა: აღარა გაბრძოლებ;
Line: 26    
ვიცი, რომელ თქვენებრი ჭაბუკი არა არს პირსა ყოვლისა
Line: 27    
ქვეყანისასა-ო. იმარინდომან არა თქვა რა, მით რომელ ერჩია, თუ-ცა
Line: 28    
არა შებმულ იყვნეს. მზემან ჭაბუკმან ეგრე მოაჴსენა მეფესა: ხვალე
Line: 29    
კვლა შევიბნეთ და, თუ კვლა-ღა გაუსწოროთ ერთმან-ერთსა, აღარა
Line: 30    
შევიბნეთ-ო. დაასკვნეს ხვალისად უფიცხესი ომი და დადგა მეფე და
Line: 31    
ჩვენ შინა წამოვედით. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: იმან კაცმან
Line: 32    
ამით გამისწორა ომი, რომელ მე მისისა სიკვდილისაგან მეშინიან,
Line: 33    
კარგი კაცი არის და გულისად ვერა ვჰკრავ-ო. შეიქმნა ქალაქსა შიგან
Line: 34    
ცილობა ზოგნი მას აჯობინებდეს და ზოგნი მას და ზოგნი
Line: 35    
სწორად იტყოდეს. ვითა ზედა გათენდა, დაჯდა მეფე და დაისხნა
Line: 36    
დიდებულნი მისნი. გამოვიდეს დედოფალი-ცა და დასხდეს მას ბანთა
Line: 37    
ზედა. კვლა გავიდა ყოველი კაცი ხედვად ეგრე არქვა მზემან
Line: 38    
ჭაბუკმან იმარინდოსა: დღესა გარდაწყვეტა ჴამს-ო. მან ეგრე არქვა:
Line: 39    
დასტურად, თუ მალაღობელნი არა ვართ-ო. შეიბნეს. თავმან
Page: 422  Line: 1    
თქვენმან და ზენა-არმან ღმრთისამან, პირველისა დღისა ომი ვითა-მცა
Line: 2    
ლაღობა ყოფილიყო. შუა-ღამემდისინ იბრძოლეს. მერმე მზემან
Line: 3    
ჭაბუკმან ფიცხლა გაიყვანა ცხენი, შემოიქცა და შემოუტევა, და
Line: 4    
შემოჰყივლა: კარგად გამიმკაცრდი, მით რომელ, რა შემიძლია, ვმალავ
Line: 5    
აღარა-ო. ჰკრა ჴრმალი იმარინდომან, პოლოტიკნი რკინანი გააკვეთინა
Line: 6    
და ჩაბალახი გაუკვეთა და თავსა დიდი შეჰკვეთა. მზემან ჭაბუკმან
Line: 7    
ჴრმალი აღარა ჰკრა, სიკვდილისა თურე შეეშინდა, ჴრმალი
Line: 8    
გასტყორცა და ჴრმლიანი ჴელი შესტაცა, აიღო უნაგირთაგან და
Line: 9    
ქვეყანასა ზედა დასცა და დაბნიდა.

Line: 10       
ადგა მეფე საჯდომთაგან და უყივლა, ვითა: ღმერთმან ნუ ყოს
Line: 11    
სიკვდილი-ო. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: მე ჯობნა მჴდომია და
Line: 12    
მიჯობნია, სიკვდილი რასა ჰქვიან-ო? ეგრე უბრძანა მეფემან: კურთხეულ-მცა
Line: 13    
არს იგი ღმერთი, რომელმან ეგეთი გული და ჭაბუკობა
Line: 14    
მოგცა-ო. გაეხარნეს ყოველთა ჯობნა მზისა ჭაბუკისაგან და შეასხეს
Line: 15    
ქება. დიდი ხანი დაბნედილმან დაყო იმარინდომან. მერმე მოვიდა
Line: 16    
სულად-ვე იგი იმარინდო. წაასხნა მეფემან ორნი-ვე თავისა კარავსა
Line: 17    
და შემოსნა ტანსა და უბოძა დიადი მეფემან და დედოფალმან-ცა და
Line: 18    
წავიდა მეფე ქალაქსა.

Line: 19       
მეორესა დღესა მოვიდა იმარინდო სახლსა მზისა ჭაბუკისასა და
Line: 20    
ეგრე თქვა: მერჩივა ესე, ღმერთო, თუ-ცა მეჯობნა. ვინაჲთგან შენ
Line: 21    
გაგიმარჯვა ღმერთმან, მე მისთვის რად გემდურვი? დიდად მადრიელ
Line: 22    
ვარ მით, რომელ სიკვდილი შეგეძლო ჩემი და არა მომკალ. დაიმოყვრნეს
Line: 23    
და ძმად იფიცნეს.

Line: 24       
და მოველოდით ყოველთა დღეთა ქორწილსა. რა მიმწუხრდა,
Line: 25    
მზე-ჭაბუკი, დორათ დილამი, ორდავარელი და მოსორ ნადირის ძე --
Line: 26    
ესენი ერთგან სხდეს. მოვიდა იგი აბრამ და დაჯდა დაღრეჯილი.
Line: 27    
ჰკითხა მზემან ჭაბუკმან მას აბრამს: რად დაგიღრეჯიან-ო?

Line: 28       
მან ეგრე თქვა: არა ვიცი, მეფისა სიტყვა არს თუ არა დია უმძიმს
Line: 29    
მას-ცა, განა დედა-მძუძესა მის ქალისასა უმძიმდა გათხოება. მოიპარეს
Line: 30    
წუხელის და მას გრძნეულთა ქვეყანასა წაიყვანეს, რომელ
Line: 31    
არ-ცა მისლვა ეგების და არ-ცა გამოყვანა, თუ ყოველნი გმირნი და
Line: 32    
გოლიათნი-ცა ერთგან შეკრბენ. აწ ვინ-ცა წახვალთ გამოსაყვანებლად,
Line: 33    
ნება თქვენია-ო.

Line: 34       
დაგვიმძიმდა ჩვენ ყველასა.

Line: 35       
იმარინდომან ეგრე თქვა: არ-ცა, ღმერთო, ვიარები და არ-ცა
Line: 36    
შველად დავდგები.

Line: 37       
მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ვინაჲთგან აქა მოსრულ-ვარ, ვირე
Line: 38    
არა გამოვიყვან, უსიკვდილოდ დასტურად არა შემოვიქცევი-ო.

Line: 39       
მერმე ეგრე მოაჴსენა აბრამ: მზეო ჭაბუკო, მე სიყმე და სიშვენიერე
Page: 423  Line: 1    
შენი მეწყალვის და ჭაბუკობა შენი მოუვალ არს. მუნ ნუ
Line: 2    
წახვალ. ვინ-ცა შესლვასა ცდილა, მთელი ვერ გამოსულა.

Line: 3       
მან ეგრე თქვა: ჩემებრი, ღმერთო, არა-ვინ ცდილა. წინამძღვარი
Line: 4    
მომეც. სხვად ნუ-რა გაგვა.

Line: 5       
მან ეგრე თქვა: წინამძღვარი სადამდის ეგებოდეს, მოგცე და,
Line: 6    
რა აღარა ეგებოდეს, მიღმა გიჩვენონ და, რა უნდა, ქმენ-ო.

Line: 7       
დაასკვნეს წასლვა მზესა ჭაბუკსა დორათ დილამმან ეგრე მოაჴსენა:
Line: 8    
მე-ც თან წამოგყვები-ო. მადლი უბრძანა. მოვიდა მოსორ ნადირის
Line: 9    
ძე-ცა, მოაჴსენა: ჩემთვის არა მიც საქმე, მაგრა შენთვის
Line: 10    
თავსა არა ვწყალობ-ო. დავასკვენით წასლვა. მოვიდა იმარინდო და
Line: 11    
ეგრე თქვა. მე ესე უწინა-ცა მითქვამს, ჩემთვის ამასა გზასა არ წავალ,
Line: 12    
მაგრა, თუ შენ გინდა, წამოგყვები-ო. უთხრა მზემან ჭაბუკმან:
Line: 13    
ნუ იჭირვი, ჩვენ-ცა კმარ-ვართ-ო. დავასკვენით წასლვა. კვლა მოაჴსენა
Line: 14    
აბრამ. ისმინე, ნუ წახვალ, ნუ მოიკლავ თავს, მოუვალი არს
Line: 15    
მუნ წასლვა. ეგრე უბრძანა მას აბრამსა, წინამძღვარი მომეცინ და
Line: 16    
ვაზირობა არა გინა. მან ეგრე მოაჴსენა: წინამძღვარი, ღმერთო, დია
Line: 17    
მოგცე-ო.

Line: 18       
მოიყვანნა ოთხნი კაცნი გზისა მეცნიერნი. და იგი კაცნი ფიცევდეს:
Line: 19    
არა წავყვებით, არათ ღონით არა! აჰა, თავნი ჩვენნი, აქა-ვე დაგვჴოცენით-ო,
Line: 20    
ვირემდისი ამაზედა სიმტკიცე არა მივეცით, ვითა: სადამდისი
Line: 21    
ეგებოდეს, წაგვიძეღვით-ო.

Line: 22       
მერმე გააპირეს წამოსლვა და ეგრე თქვეს: სხვაგან ნუ-თუ ეგებოდეს,
Line: 23    
სამი ადგილი არს, ყოლა წასლვისა ღონე არა ეგების. თუ
Line: 24    
იგი-ცა წავიაროთ, სადა იგი მეფისა ასული არის, მუნ შესლვა არა
Line: 25    
ეგების.

Line: 26       
მზემან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: გაუშვით, ეგრე თქვენი ჴელი
Line: 27    
ეტიკობა არს.

Line: 28       
ვითა ვეღა-რა დაუშალეთ წასლვა, დია იტირა აბრამ.

Line: 29       
რა ზედა გათენდა, წავედით იგი მზე-ჭაბუკი, დორათ დილამი,
Line: 30    
მოსორ ნადირის ძე, მე და ორნი ყმანი მზისა ჭაბუკისანი.

Line: 31       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! აწყა დაიწყების ამბავი მზისა ჭაბუკისა.

Line: 32       
წაგვიძღვეს იგი კაცნი და წავედით. ვიარენით მრავალნი დღენი
Line: 33    
და გავიარენით სამეფო ხაზართა მეფისა. მივხვდით ქვეყანასა და
Line: 34    
კარგსა, დიდსა, მაგრა უკაცური იყო.

Line: 35       
ეგრე თქვეს ეტიკთა: მისრულ ვართ ქვეყანასა გრძნეულთასა.
Line: 36    
ამასა აწ-ვე მოგაჴსენებთ: დიდად გაფრთხილება გინდათ, რომელ
Line: 37    
მუხთლად არა წაგეკიდოს. თვით რომელი საცხადო არის, ნახოთ,
Line: 38    
ჭირად ისი-ცა გეყოფის-ო.

Line: 39       
არა გვარი კაცი არა გამოჩნდა ოდეს ვნახეთ, ექვსნი ვინ-მე ტაიჭოსანნი
Page: 424  Line: 1    
მოდიოდეს და ჴელთა ოროლები ჰქონდათ ფიცხლად მოდიოდეს.
Line: 2    
მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: ომად მოვლენ ისი კაცნი-ო. ჩვენ
Line: 3    
აღარა კაზმა გვინდოდა ვითა მოგვეახლნეს ცხენისა შესატევებლად,
Line: 4    
ერთი კაცი უკანა მოეწია და ეგრე უთხრა: მაგათი ადვილია-ო. გვიბრძანებს
Line: 5    
-- იბად აბაშსა წაუვლია და იმას ზედა წაედით-ო. რა მან
Line: 6    
კაცმან ესე თქვა, მათ ექვსთა კაცთა თქვეს -- ოტიო. შეიქცეს და
Line: 7    
ფიცხლად წავიდეს. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: დამიმძიმდა, რომელ
Line: 8    
მან იბად აბაშმან წინა წაგვისწრო-ო. მათ ეტიკთა ეგრე მოაჴსენეს.
Line: 9    
ნუ გიმძიმს ვერ-ცა ღმერთო იგი იბად აბაში მივალს სადა
Line: 10    
მეფისა ასული არის, და ვერ-ცა-ღა ჩვენა-ო.

Line: 11       
წავედით და მივიდოდით. ყოვლის ქვეყნისა ლაშქარი მოვიდოდა
Line: 12    
და მას იბად აბაშსა აჴსენებდა ყველა და ჩვენ არა-რა გვარქვეს.
Line: 13    
დორათ დილამმან ეგრე თქვა: არს ვინ-მე კარგი ჭაბუკი იბად
Line: 14    
აბაში-ო.

Line: 15       
ვლეთ იგი დღე და არა-ვინ გამოჩნდა მეორესა დღესა ცოტასა
Line: 16    
სისხლისა წყალსა გარდვეკიდენით. გაგვიკვირდა და ეგრე თქვეს
Line: 17    
ეტიკთა: ესე წყალი ჩვენ არ-ოდეს არა გვინახავს-ო. ნუ-თუ მას იბად
Line: 18    
აბაშსა ზედა ომი არის და ესე სისხლი მუნით მოდის?

Line: 19       
შევყევით ამა სისხლსა. ოდეს ვნახეთ, კაცი ვინ-მე გამოქცეულიყო,
Line: 20    
ფიცხლად მოვიდოდა და ტიროდა. მზემან ჭაბუკმან ჰკითხა
Line: 21    
მას კაცსა: ვინ ხარ, ანუ რა გჭირსო? მან ეს-ოდენ თქვა: მე იბად
Line: 22    
აბაშის ყმა ვიყავ -- ასერ, იმაზედა ომი არს და ესე სისხლი მუნით
Line: 23    
მოდის მგონია მოკლეს-ო გარე იქცა და წავიდა.

Line: 24       
ფიცხლად ჩვენ წავისწრაფეთ და ომსა ზედა მივედით. იგი
Line: 25    
იბად აბაში ჩამოეგდოთ და დაეკოდათ სასიკვდილოთ. რა დაბადებულვარ,
Line: 26    
ეგზომი დიდი კაცი არა მინახავს. იგი სისხლი მისი ჩამოდიოდა,
Line: 27    
ჴრმალი სისხლიანი ჴელთა ჰქონდა და ცხენი ჴელთა ჰყვანდა.
Line: 28    
აღარა-ვინ იყო, დაეგდოთ და წასულიყვნეს. ჩვენ ზედა წავადეგით და
Line: 29    
ენა აღარა ერჩოდა. შემოგვხედნა. თუ-ცა გენახა, საზაროდ კმა იყო.
Line: 30    
დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა ვერ მისწრება მისი. მათ ეტიკთა ეგრე
Line: 31    
თქვეს: რადგან იბად აბაშსა ესე წაჰკიდებია, ჭაბუკობისაგან იმედი
Line: 32    
ნუ-ღა-რა-ვის გაქვს-ო.

Line: 33       
დაგვიმძიმდა და შეგვეზარა. ეგრე თქვა მოსორ ნადირის ძემან:
Line: 34    
იმას ცხენსა გამოუღებ და თანა წამოვიტან-ო. ეგზომ დიდი ცნენი
Line: 35    
არა-ვის უნახავს. ჴელი მიჰყო, თუ-ცა გამოეღო. ეგრე უთხრა იბად
Line: 36    
აბაშმან. რადგან მომკვდარვარ ჩემსა ცხენსა არა-ვის მივსცემ-ო. მან
Line: 37    
მკვდარმან, დაკოდილმან თავისა ცხენსა უნაგირსა ზედა ჴრმალი
Line: 38    
ჰკრა და, თავმან შენმან, იგი ცხენი შუა გაჰკვეთა და ჴრმალი მიწასა
Line: 39    
გამოავლო. ცხენი-ცა მოკლა, უკუ-იჭრა და თვით-ცა მოკვდა. გაგვიკვირდა
Page: 425  Line: 1    
ეგეთისა კვეთიანობა. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ავი ვინ-მე
Line: 2    
ყოფილ არს ესე კაცი, თვარა ეგეთისა კვეთიანობა შეეძლო, ვითა
Line: 3    
ვინ მოკლა-ო? მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: უკეთესნი თუ-რე დახვდეს-ო.
Line: 4    
მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ღმერთო, ავსა გზასა ვართ-ო. ჩვენ,
Line: 5    
ღმერთო, არა გვეწადა წასლვა, შევშინდით დიდად, განა ვინ გვისმენდა?! ეგრე
Line: 6    
თქვა მზემან ჭაბუკმან. გვალეთ, რასა უჭვრეტთ,
Line: 7    
მკვდარი ვინ-მე ყოფილ არს.

Line: 8       
წავედით მუნით და ვიარეთ ცოტა ხანი ეგრეთ. დაღამდა და დავდეგით
Line: 9    
ეგრე თქვეს ეტიკთა: ამას ღამეს ტალა გვინა-ო. ეგრე თქვა
Line: 10    
დორათ დილამმან: მე ვარ ამას ღამე ტალა-ო. დადგა ტალასა. მოვიდეს
Line: 11    
ლაშქარნი მეომარნი. დიდნი ომნი გარდაიჴადნა. მადლი
Line: 12    
უბრძანა მზემან ჭაბუკმან.

Line: 13       
წავედით მუნით და ვლეთ იგი დღე. კვლა თქვეს მათ-ვე ეტიკთა:
Line: 14    
აქა ტალა გვინა-ო. მუნ დადგა იგი მოსორ ნადირის ძე და მან კვლა
Line: 15    
უფროსი ომი გარდაიჴადა. მას-ცა უბრძანა მადლი მზემან ჭაბუკმან.
Line: 16    
რასა-ღა ვაგრძელებდე, ყოველთა კიდის-კიდე ტალაობა გარდავიჴადეთ.
Line: 17    
მერმე მათ ეტიკთა მოაჴსენეს მზესა ჭაბუკსა: ამას ღამესა
Line: 18    
სადა-ცა დავდგებით თვით დაიმდაბლეთ თავი და ტალასა დადეგით-ო.
Line: 19    
ეგრე ბრძანა: გულ-მაგრად დაიძინეთ, გეშინიან ნუ-რა-ვისა-ო.

Line: 20       
დადგა თვით მზე-ჭაბუკი ტალასა, მაგრა ყოლა არა გამოუჩნდა და
Line: 21    
არ-ცა მოვიდა. მისგან თურე ეშინოდა. ეგრე ბრძანა: ადვილსა
Line: 22    
სატალაოსა დამაყენეთ-ო. მათ ეგრე მოაჴსენეს: ადვილი, ღმერთო,
Line: 23    
არა იყო, განა ამას ღამე მოვლენ თუ-რე-ო.

Line: 24       
წავედით მუნით-ცა. ვითა ვლეთ ცოტა ხანი, იგი-ვე კაცნი ტაიჭოსანნი
Line: 25    
მოვიდოდეს, რომელნი წინასა-ვე გვენახნეს. ოროლები ჴელთა
Line: 26    
ჰქონდათ, უკანა ლაშქარი მეტად დიდი მოუდგა. თქვეს ეტიკთა:
Line: 27    
იმათ ლაშქართა მოველოდით-ო. შემოუტევეს ორთა მათგანთა
Line: 28    
ცხენოსანთა. ჩვენნი ეტიკნი კიდე მოვიდოდეს. მათ დამართეს, იგი
Line: 29    
ეტიკნი გაიქცნეს. ჩვენ ვირე უშველდით, ოროლითა ორნი აიხვნეს
Line: 30    
და წაიხვნეს და ორნი ჩვენ შემოგვეხიზნეს და მათ ორთა გზა და
Line: 31    
კვალი ვეღა-რა გავიღეთ.

Line: 32       
დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა და ეგრე თქვა: ავად ვიყვენით-ო. მათ
Line: 33    
ორთა ტირილი დაიწყეს და ეგრე თქვეს: ამისთვის არა წამოვიდოდით-ო.
Line: 34    
ამაზედან მან ცხენოსანმან ყველამან ზარსა დასცეს, შემოგვიტევეს
Line: 35    
და შევიბენით. მაშინ-ცა გენახა მზე-ჭაბუკი, ღმერთო, მოგეწონებოდა:
Line: 36    
მწუხრამდის ვიბრძოლეთ და, ვითა ომი გაგრძელდა,
Line: 37    
ჩვენ აღარა შეგვეძლო. მზეჭაბუკი მარტო იბრძოდა. ცოტასა-ღა
Line: 38    
დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე შესწევდეს. თავმან თქვენმან,
Line: 39    
ვითამცა ნადიმად ჯდომილიყო მზე-ჭაბუკ, ესრე არა შეეტყობოდა
Page: 426  Line: 1    
სიმაშვრალე. ამაზედა შეღამდა და ლაშქარნი გაგვექცნეს და.
Line: 2    
წავიდეს. ჩვენ მუნ დავდეგით, დაიჴოცა დიადი ლაშქარი.

Line: 3       
მეორესა დღესა წავედით. დაგვრჩეს იგი ორნი ეტიკნი. ვიარეთ
Line: 4    
დიდი ხანი და არა გამოგვიჩნდა რა. ჩვენსა საჩინოსა ტბა იყო ცოტა.
Line: 5    
მოვიდეს ხუთნი კაცნი, იბანეს და ლომად შეიქმნეს და. წავიდეს
Line: 6    
მას გზასა, სით ჩვენ მოვიდოდით. მერმე მოვიდეს ხუთნი ვეშაპნი.
Line: 7    
მათ-ცა იბანეს და კაცად შეიქმნეს და წავიდეს იგინი-ცა. მოვიდეს
Line: 8    
კვლა ხუთნი კაცნი. იბანეს, ფრინვლად შეიქმნეს და წავიდეს. ჩვენ.
Line: 9    
ვთქვით: თუ რანი ვინ იყვნეს, რომელ ჩვენ არა შემოგვეზრახნეს?!
Line: 10    
შეგვეშინა და ზარმან აგვიხვნა. მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: ისი
Line: 11    
ყველა ეშმაური-ა-ო. დავდეგით მას ღამესა მუნ და არა გამოგვიჩნდა.
Line: 12    
მათ ჩვენთა ეტიკთა ეგრე თქვეს: ერთი საჭირო და საძნელო
Line: 13    
დღევანდელი დღე არს-ო. ჩვენ ვკითხეთ, თუ რა არს? მათ ეგრე
Line: 14    
გვარქვეს: ვისა-ცა გულსა შიში არს, ბრძნებითა რა-მე შექმნილი
Line: 15    
არის. რა მას ნახავს, დასტურად გაიქცევის და, ვისა-ცა გულსა შინა
Line: 16    
შიში არა იყოს, მას ზედა ომი შეიქმნების.

Line: 17       
დორათ დილამმან ეგრე თქვა: მე ეგე არა ვიცი. ეგზომ, ღმერთო,
Line: 18    
შიში არს გულსა ჩემსა შინა, რომელ რიცხვი და შეგება არა.
Line: 19    
ეგების. მერმე მზემან ჭაბუკმან ეგრე უთხრა: დორათ, გეშინიან,
Line: 20    
ჩემსა მზესა-ო? მან ეგრე არქვა: მეშინიან, შენმან მზემან-ო. მზემან
Line: 21    
ჭაბუკმან გაიცინა და ეგრე თქვა: მე და მოსორს, ღმერთო, არა
Line: 22    
გვეშინიან-ო. მოსორ ეგრე მოაჴსენა: მე ნუ მათვლი. ესდენ, ღმერთო,
Line: 23    
მეშინიან, რომელ სული ცოტას-ღა მითქს-ო. ამას ვიცინოდით, მაგრა
Line: 24    
შიში გულსა ყოველთასა იყო მის ერთისაგან კიდე. ვკითხეთ მათ
Line: 25    
ეტიკთა: რა არს იგი გრძნებითა შექმნილი? მათ ეგრე გვარქვეს: არა
Line: 26    
ვიცით ამისგან კიდე, რომელ რაზომ-ცა ეშინიან, გაიქცევის-ო.

Line: 27       
ზედა გათენდა და წავედით. ოდეს დავხედენით, მათ ლომთა
Line: 28    
ზედა ხუთნი კაცნი სხდეს და იგი კაცნი, რომელ ვეშაპად შეიქმნეს.
Line: 29    
შორს თვალისა საჩინოსა ლაშქარი მოდიოდეს ურიცხვი. მოვიდეს
Line: 30    
იგი კაცნი და შევიბენით ფიცხლად და ომსა შინა ჩვენ გული მოგვაკლდებოდა
Line: 31    
და შიში შეგვექმნებოდა. მაშ, რა-ღა ვთქვა? მზე-ჭაბუკი
Line: 32    
მარტო დავაგდეთ ომსა შინა. ანაზდად კაცი მოვიდა, ვეშაპსა
Line: 33    
ზედა ჯდა, ჴელთა მშვილდი ჰქონდა. ფიცხელნი შემოგვზახნა და
Line: 34    
ისარი შემოგვტყორცა, მაგრა ჴმა მისი ჯერა-ც ყურთა ჩემთა არს. მათ
Line: 35    
ყველამან ზარსა დასცეს და შემოგვიტივეს. მათ ჩვენთა ეტიკთა
Line: 36    
ეგრე თქვეს: ამას ვიტყოდით-ო, და ფიცხლად გაიქცნეს და ჩვენ-ცა
Line: 37    
ფიცხლად გავიქეცით და მარტო დავაგდეთ მზეჭაბუკი. მივიდა იგი
Line: 38    
ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარი და მარტოსა ომი დაუწყეს. იგი დღე
Page: 427  Line: 1    
და ღამე იბრძოლეს. ჩვენ არა ვიცოდით იგი დღე და ღამე უკუღმა
Line: 2    
ვირბინეთ. მეორესა დღესა მათ ჩვენთა ეტიკთა ეგრე თქვეს: აწ
Line: 3    
გარდაწყვეტილი არს, რა-ღა-ც ქმნილა-ო. შევიქეცით. ოდეს მივედით,
Line: 4    
მზე-ჭაბუკი დგა და იგი ლაშქარნი გაექცივნეს და დაეჴოცნეს. ჩვენ
Line: 5    
მიმავალნი გენახნა, გაიცინა და ეგრე გვარქვა: ჭაბუკნო, გულსა
Line: 6    
შიში თურე გაქვსთ, რომელ გაიქეცით-ო.

Line: 7       
არა თუ სიჯაბნითა გავიქეცით. იგი ორნი კაცნი ლომნი ჭაბუკნი
Line: 8    
იყვნეს დორათ და მოსორ. განა აგრე რა-მე შექმნილი იყო იგი
Line: 9    
გრძნებითა, თუ-ცა რაზომ-ცა შიში გულსა ჰქონებოდა, უღონიოდ
Line: 10    
გაიქცეოდა. მზე-ჭაბუკისაგან კიდე ჴორციელისა კაცისაგან არა ეგებოდა,
Line: 11    
თუ-ცა ეგზომისა ძნელისა გზისა შიში გულსა არა
Line: 12    
ჰქონებოდა.

Line: 13       
მე ეგრე მიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: სავარსიმის ძეო,
Line: 14    
დიდი არის იგი კაცი, რომელ ესეთსა გზასა შიში არა ჰქონებია!

Line: 15       
მე ეგრე მოვაჴსენე: დიდი არის ზომისაგან მეტად და კაცთაგან
Line: 16    
დაუჯერებელი.

Line: 17       
მან კაცმან მოაჴსენა და დაიწყო მბობად:

Line: 18       
იგი კაცი, რომელი მას ვეშაპსა ზედა ჯდა და ჩვენ გაგვაქცივნა, და
Line: 19    
იგი კაცნი, რომელნი ლომთა ზედა სხდეს, ყველანი დაეჴოცნეს
Line: 20    
მზესა ჭაბუკსა. ჩვენ გვიბრძანა, ვითა, რა ესენი დავჴოცენ, მაშინ-ღა.
Line: 21    
გაიქცა ლაშქარი-ო. გაუკვირდა მათ ჩვენთა ეტიკთა და ქება შეასხეს
Line: 22    
და ეგრე მოაჴსენეს: კაცისაგან, რომელსა ჴორცნი ასხენ, შეუძლებელ
Line: 23    
არს, აწ რომელ შენ ქმენ, და აწ ვიცით, რომელ შიში არა არს
Line: 24    
გულსა შინა შენსა. კურთხეულ-მცა არს გული შენი-ო.

Line: 25       
დავყავით იგი დღე მუნ. მეორესა დღესა წავედით და ვიარეთ
Line: 26    
იგი დღე. ციხე მოგვხვდა და მის ციხისა ძირსა წალკოტი იყო
Line: 27    
შვენიერი და წყარო გამოდიოდა. კაცი ვინ-მე ჩვენებურად მოსილი
Line: 28    
წყალსა ავსებდა. რა ჩვენ გვნახნა და თაყვანის-გვცა, ეგრე ვკითხეთ:
Line: 29    
ვინ ხარ, რომელ ჩვენებური სამოსელი გაცვია? მან ეგრე გვითხრა:
Line: 30    
პატრონო, მე იბად აბაშისა ყმა ვიყავ. იგი მოკლეს და ჩვენ ტყვედ
Line: 31    
წამოგვიყვანეს ყმანი მისნი და მე მარტო აქა ვარ და ჩემთა მოყვასთა
Line: 32    
არა ვიცი რა. ეგრე ვკითხეთ: ვისი არის იგი ციხე და ანუ შიგან
Line: 33    
ვინ არის-ო? მან ეგრე თქვა: ციხე ამათი ვისი-მე არის. მე ახლად
Line: 34    
მოყვანებული ვარ. შინა არა-ვინ არის. ერთი დიაცი არის ბერი.
Line: 35    
რა-ცა ლაშქარი არის, ყველა თქვენსა მოსლვასა იტყოდეს და ჩაღმა
Line: 36    
წავიდეს-ო. მოსორ ნადირის ძემან ჰკითხა: ყოლა წინა გზა საჭირო
Line: 37    
გვიც-ო? მან ეგრე არქვა: მე არა ვიცი და იგინი დია ძნელსა
Line: 38    
იტყვიან-ო.

Line: 39       
წავედით და მან ყმამან ეგრე გვითხრა: შორით მოსულხართ,
Page: 428  Line: 1    
დადეგით ამას ღამე ამასა ციხესა შინა და განისვენეთ. რა-ცა გინდათ,
Line: 2    
ცხენთა და კაცთათვის, გვეშოების-ო. უსმინეთ და ციხესა დავდეგით.
Line: 3    
შინა კაცი არა-ვინ იყო ციხე იყო და სახლები კარგი. შევედით.
Line: 4    
სახლი იყო დიდი, შეკაზმული. ერთი ბერი დიაცი ჯდა. ზე
Line: 5    
ადგა და გვაწვივნა. დავსხედით და ეგრე თქვა მან დიაცმან: მაშვრალნი
Line: 6    
ხართ და პური ბრძანეთ-ო.

Line: 7       
ორნი მონანი ჰყვეს მას დიაცსა. ტაბლა მოიღეს და სანუკვარი
Line: 8    
ყოველი ფერი. მზე-ჭაბუკი მარტო ჯდა. ჩვენ კიდე დავსხედით,
Line: 9    
პურსა ვჭამდით. მას სახლსა შინა სამნი კარნი იყვნეს. ანაზდად
Line: 10    
იჩქითად ორნი კაცნი მოვიდოდეს ჴრმალ-ამოწვდილნი. მზე-ჭაბუკი
Line: 11    
ვერა ხედვიდა და ზურგით კერძო იყვნეს დორათ დილამი და მოსორ
Line: 12    
ნადირის ძე. ახლტეს და შეუტევეს. ვირე მზე-ჭაბუკთანა მოვიდოდეს,
Line: 13    
წინა მოეგებნეს და მოკლნეს. თუ-ცა დორათ და მოსორ
Line: 14    
არა ყოფილიყვნეს, მზე-ჭაბუკი, მაშ, მუხთლად მოკვდებოდა. რა იგი
Line: 15    
კაცნი მოკლნეს, მას დიაცსა დაუმძიმდა, ზე ავარდა და იყივლა. მათ
Line: 16    
სამთა კართაგან შემოდენა დაიწყო ლაშქარმან. ერთსა კარსა მზე-ჭაბუკი
Line: 17    
დადგა და მეორესა დორათ და მესამესა კარსა მოსორ ნადირის
Line: 18    
ძე ომი შეიქმნა დიდი თავმან თქვენმან, დილითგან ვიდრე
Line: 19    
მწუხრამდე ომი იყო. ყიოდა იგი დიაცი და მოდიოდა ლაშქარი.
Line: 20    
შეუტევა დორათ და მოკლა იგი დიაცი. რა იგი დიაცი მოკვდა,
Line: 21    
ლაშქარი გაიქცა, გზა და კვალი ვერა გავიღეთ. მადლი უბრძანა
Line: 22    
მზემან ჭაბუკმან დორათსა: ძმაო, კურთხეულ-მცა ხარ, რომელ იმა
Line: 23    
დიაცისაგან გვიჴსენ-ო.

Line: 24       
სულიერი კაცი მას ციხესა შინა ვერა ვპოეთ და ვერ-ცა იგი, რომელ
Line: 25    
ეგრე თქვა, ვითა მე იბად აბაშისა ყმა ვიყა-ო. მათ ეტიკთა ეგრე
Line: 26    
თქვეს. თუ-ცა იგი დიაცი არა მოეკლა, ჩვენისა ჴსნისა ღონე არა
Line: 27    
იყო, თუ წელიწადი-ცა ერთი გებრძოლათ. კვლა დავყავით იგი დღე
Line: 28    
მუნ. დილასა წავედით. მათ ეტიკთა ეგრე გვარქვეს: აწ უფრო საგრძნეულოსა
Line: 29    
ქვეყანასა შესრულვართ და გაუფრთხილდით-ო.

Line: 30       
ვიარეთ დიდი ხანი და მოგვხვდა შვენიერი სახლი შინა შევედით
Line: 31    
და კაცი არა-ვინ იყო. პური დაგებული იყო. მზემან ჭაბუკმან ეგრე
Line: 32    
თქვა: ამა პურსა ყოლა არა ვჭამ, საგრძნეულო არს-ო. ანაზდად იგი
Line: 33    
ფრინველნი მოფრინვიდეს, რომელ მას ტბასა შიგან კაცნი იბანნეს
Line: 34    
და ფრინვლად შეიქმნეს, მოვიდეს და სარკმელნი შემოვლნეს, დასხდეს
Line: 35    
და კაცად-კაცად შეიქმნეს. ჩვენ მათსა დაჴოცასა ვიგონებდით
Line: 36    
და ვერა დავჴოცეთ. თუ-ცა დაგვეხოცნეს, პირველ რომელ შემოვიდეს, მშვიდობით
Line: 37    
დავრჩებოდით. არ-ც არა მათ ჩვენ უთხარით
Line: 38    
და არ-ც არა მათ ჩვენ გვითხრეს. გვიკვირდა. დიდი ხანი დაყვეს.
Line: 39    
მერმე ეგრე გვარქვეს: რად არა ბრძანებთ პურსა-ო? თუ თქვენ არა
Page: 429  Line: 1    
სჭამთ, ჩვენ ვჭამთ-ო. მზემან ჭაბუკმან ეგრე არქვა: ჩვენ არა გვინდა,
Line: 2    
თქვენ ჭამეთ-ო.

Line: 3       
დასხდეს, ჭამდეს და იცინოდეს. ჩვენ გაგვიკვირდა. კაცი ვინ-მე
Line: 4    
მოვიდა და ეგრე გვითხრა: ისი პური თქვენთვის შეკაზმული იყო.
Line: 5    
იმათ ეშმათა რად შეაჭამეთ-ო? ამათ, რომელნი პურსა ჭამდეს, აგინეს
Line: 6    
მას კაცსა და მათ იმან აგინა. შეუტევეს და იგი კაცი მოკლეს და
Line: 7    
ჩვენ დაგვიმძიმდა ჩვენითა გზითა მოკლვა მის კაცისა. ჩვენ შეუტევეთ
Line: 8    
და მათ ფრთები პირსა გვკრეს და ჩვენ ცნობა წაგვიჴდა. ოდეს-ცა
Line: 9    
მოვიქეცით, ხაზარეთსა-ვე კართა ქალაქისათა ვიყვენით. და-მცა-განა-ღა-გვიმძიმდა.
Line: 10    
დორათ დილამმან ეგრე თქვა: ღმერთმან იცის,
Line: 11    
მგონია სიზმარსა შინა ვიყვნეთ, თვა-რე ესე ვითა მოჴდა-ო? მოვიდა
Line: 12    
აბრამ და ეგრე თქვა: არა მოგაჴსენე, რომელ ვერა
Line: 13    
შეხვიდოდით-ო?

Line: 14       
დაუმძიმდა მზესა ჭაბუკსა ძნელად აბრამ ეგრე ჰკითხა: სადამდის
Line: 15    
იყვენით-ო? ჩვენ ყველა უთხარით. მან ეგრე თქვა: საჭირო ყველა
Line: 16    
ჩაგივლიათ და მოცთომით წაგკიდებიათ. თუ-ცა წინასა იგი
Line: 17    
ფრინველნი დაგეჴოცნეს, მშვიდობით დარჩებოდით-ო. მზემან ჭაბუკმან
Line: 18    
ეგრე თქვა: მე უღონიოდ წავალ, იცოდით-ო. მოსორ ნადირის
Line: 19    
ძემან მოაჴსენა: მე ვერა გკადრე, თვარა უღონიოდ წასლვა
Line: 20    
სჯობს. არა ომისა შიშითა წაგვკიდებია, საეშმაო საქმე გარდაგვკიდებია-ო.
Line: 21    
გვიშლიდა აბრამ და არა ვისმინეთ. რა-ღასა ვაგრძელებდე,
Line: 22    
წავედით და მას-ვე სახლსა მივედით, სითა-ც წამოსრულ ვიყვენით.
Line: 23    
სულიერი მუნ ვერა ვპოვეთ რა. ანაზდად ვნახეთ, იგი ფრინველნი
Line: 24    
მოვიდეს. დორათ ეგრე თქვა: აჰა, იგი ფრინველნი-ო. ვითა დაგვესწორნეს,
Line: 25    
ქვე ჩამოცვივდეს და მოკვდეს. გაგვიკვირდა, თუ რამ დაჴოცნა?
Line: 26    
-- ღმერთმან იცის, ეშმაური საქმე არს, დაეჴსენით! დორათ
Line: 27    
ეგრე თქვა: ვნახავ, რა სჭირს-ო. მოსორ ეგრე არქვა: ჴელსა ნუ მიჰყოფ-ო.
Line: 28    
ორთა-ვე ოროლისა ტარებით მიჰყვეს. ცეცხლი გამოვიდა და
Line: 29    
ოროლები დაწვა. ესე იყო ღალატი მათი: თუ-ცა ჴელი მიგვეყო,
Line: 30    
დავიწვებოდით, განა გვიჴსნა ღმერთმან ამათისა გრძნებისაგან.

Line: 31       
მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: ღმერთო, დიდსა ფათერაკისაგან დავრჩით.
Line: 32    
აწ იმა ფრინველთაგან ნუ-ღა-რას გეშინიან-ო. წავედით მუნით
Line: 33    
და მივხვდით სამაროვანსა. ყოვლისა ქვეყანისასა მკვდარი მუნ იყო
Line: 34    
და ყველა ზე წამოჯდა და ჴელსა გვიხრიდა, ვითა: მოდით ჩვენთანა,
Line: 35    
ესე რა მოსლვა-ვე გინდათ-ო. ჩვენ არა დავხედენით და არ-ცა რა.
Line: 36    
პასუხი გავეცით. მაშა საზაროდ და საშიშრად კმა იყო. მზემან ჭაბუკმან
Line: 37    
ეგრე თქვა: ნუ-თუ შეშინდეთ, ყოველი საეშმაო საქმე არს-ო?
Line: 38    
მათ მკვდართა ეგრე თქვეს: რა ცოტა ხანი ჩაიაროთ, ორ-პირ-ვე მოსლვა
Line: 39    
გინდათ-ო. არა დავხედენით და არ-ცა-რა პასუხი გავეცით. ვითა
Page: 430  Line: 1    
ცოტა ჩავიარეთ, კლდენი იყვნეს ამიერ და იმიერ და შუა გზა გავიდოდა
Line: 2    
და ვეშაპი იყო მეტად დიდი უმაგალითო და გზასა ზედა
Line: 3    
დადგომილიყო. პირი აეშკმო და ცეცხლი გამოვიდოდა პირისა მისისაგან.
Line: 4    
ამას ბრძანებდი: საზაროდ კმა არის-ო. ეგზომ დიდი სულიერი
Line: 5    
არა მინახავს. მათ ეტიკთა ეგრე უთხრა მოსორ ნადირის ძემან:
Line: 6    
სხვაგნით გზა არსად არის-ო?

Line: 7       
მათ ეგრე თქვეს, თუ: ვით გაიარებთ, გზა ეს არის-ო.

Line: 8       
მზემან ჭაბუკმან ეგრე თქვა: იქით გზა, ღმერთო, მე შეგიქმნათ-ო.

Line: 9       
შეეკაზმა და ხიშტნი აიხვნა. მიმართა მას ვეშაპსა. იგი ჴევი
Line: 10    
ლაშქრითა აივსნეს, კიოდეს და ისრითა გვესროდეს, ზოგნი- ოროლითა,
Line: 11    
ზოგნი -- ქვითა. საზაროდ კმა იყო.

Line: 12       
მზემან ჭაბუკმან ეგრე ბრძანა: თქვენ ლაშქართა ებრძოდეთ,
Line: 13    
ვირემდის ვეშაპისაგან მოვიცლიდე, და, თუ უნდა, ვეშაპთა ზედა
Line: 14    
მოედით და ლაშქარნი მე შეგიკაზმნე, ვითა ჴამს. ისი რომელ ისვრიან
Line: 15    
ქვითა, ისრითა, ცეცხლითა და ოროლითა, ნუ გეშინიან, ყველა
Line: 16    
გრძნებითა არს-ო.

Line: 17       
მათ ეგრე მოაჴსენეს: მიედ შენ ვეშაპსა ზედა და ჩვენ ლაშქარსა
Line: 18    
ზედა მივიდით-ო.

Line: 19       
ფიცხლად შეექცნეს. დორათ და მოსორ ლაშქართა შეებნეს ესრე
Line: 20    
ფიცხლად, რომელ კაცთაგან ნაქმრად კმა იყო და მეტი აღარა
Line: 21    
ეგებოდა მზე-ჭაბუკი ვეშაპსა ზედა მივიდა. წინა მოეგება იგი ვეშაპი.
Line: 22    
მზემან ჭაბუკმან ჰკრნა ხიშტნი პირსა. მერმე შეუტევა ვეშაპმან,
Line: 23    
ცხენი შეიპყრა და კაცი ზე გარდაესწრა, ცხენი მოუკლა. ჰკრა ჴრმალი
Line: 24    
მზემან ჭაბუკმან და ვეშაპი გაესწრა. მიეწია და ზურგსა კვლა
Line: 25    
ჰკრა ჴრმალი და მოკლა ვეშაპი. შემოიქცა ფიცხლად და შველად
Line: 26    
ჩვენდა მოვიდა ქვეითი, ვითა ვეფხი მოვიდეს ორნი კაცნი ფრთოსანნი,
Line: 27    
ცხენთა ზედა სხდეს. მოეკიდა იგი ფრთოსანი დორათ დილამსა,
Line: 28    
აიღო უნაგირისაგან. მაშინ მიესწრა მზე-ჭაბუკი და მოკლა იგი
Line: 29    
ფრთოსანი. მერმე იგი მეორე მზესა ჭაბუკსა მოეკიდა და, ვირე მზე-ჭაბუკი
Line: 30    
ჴრმალსა ჰკვრიდა, ნახა მოსორ ნადირის ძემან და ფიცხლად
Line: 31    
შეუტივა და მან იგი მოკლა. ამაზედა გაიქცნეს იგი ლაშქარნი. და მათ
Line: 32    
ეტიკთა ქება შეასხეს, ვითა: არა ნახულა ჭაბუკი შენებრი და ქებისაგან
Line: 33    
უმეტესი ხარ, არ-ცა ვის შენებრი ყმანი ჰყვანან-ო. მოუვალი იყო
Line: 34    
კაცისაგან იმა ვეშაპისა მოკლვა, ლომურად იყვნეს დორათ და მოსორ,
Line: 35    
თვარა მზე-ჭაბუკსა ომი გაუმარცხდებოდა. თუ-ცა მოერეოდა
Line: 36    
ყველასა, განა ამათ დიდი უშველეს.

Line: 37       
დავდეგით მას ღამესა მუნ და მათ ეტიკთა მოაჴსენეს, ვითა:
Line: 38    
ჩვენდა ფიცი გებრძანა, ვითა, სადა არა გწადდეს, არა წაგიტანნე-ო.
Line: 39    
აწ მიწურვილხარ, სადა იგი მეფისა ასული არს. ხვალე გიჩვენებ
Page: 431  Line: 1    
მას ადგილსა და ჩვენ აღარა წამოვალთ-ო. მზემან ჭაბუკმან ფიცით
Line: 2    
უთხრა, ვითა მიჩვენეთ და აღარა მიგიტანთ-ო.

Line: 3       
დილასა წავედით და მივედით ადგილსა ძნელსა და საკვირველსა.
Line: 4    
კლდე იყო დიდი და ძირსა მისსა ქვაბი იყო და მის ქვაბისაგან
Line: 5    
ჴმა გამოვიდოდა საკვირველი. მათ ეტიკთა ეგრე თქვეს: იქი შიგან
Line: 6    
არის მეფისა ასული და ჩვენ აღარა წამოვალთ-ო. დადგეს იგინი და
Line: 7    
ჩვენ წავედით მის ქვაბისაკენ. ვითა მივეწურენით, ჩვენ გული შეგვჯაბნებოდა
Line: 8    
და მზე-ჭაბუკსა არა შეეტყობოდა. შეეკაზმა საქვეითოჲთა
Line: 9    
აბჯარითა და ეგრე გვითხრა. ვერა შეგიძლიათ წამოსლვაო? წავედით
Line: 10    
და ქვაბისა ძირსა მივდეგით. გამოვიდეს კაცნი აბჯაროსანნი
Line: 11    
მივიდა მზე-ჭაბუკი და არა მიჰყვნეს დორათ და მოსორ. დარჩა მზე-ჭაბუკი
Line: 12    
მარტო. იგი დღე ქვაბისა კარსა იბრძოლა, შეუჴდა შინა.
Line: 13    
ჩვენ გვესმოდა ჴმა მათი და მზისა ჭაბუკისა გვეგონა სიკვდილი. გამოვიდა
Line: 14    
კაცი და მზისა ჭაბუკისა თავი ჴელთა ჰქონდა და ეგრე თქვა:
Line: 15    
ასრე-მცა მინახავს ყოვლისა აქა მოსრულისა კაცისა თავი-ო. ჩვენ ეგრე
Line: 16    
გვითხრა: თქვენ არას გაბრალებთ და არ-ცა დაგჴოცთ, მშვიდობით
Line: 17    
წადით-ო.

Line: 18       
ჩვენ ტირილი დავიწყეთ, გულისად სიკვდილი გვეგონა მზისა
Line: 19    
ჭაბუკისა. წამოვედით და, სადა იგი ვეშაპი მოეკლა, მუნ მოვედით.
Line: 20    
ვტიროდით მზისა ჭაბუკისათვის და ამას ვიტყოდით: მოვაჴსენეთ
Line: 21    
და არა გვისმინა, ვითარი ჭაბუკი ვითა მოკვდა, არა ეგებოდა თვით
Line: 22    
აქამდის-ცა მოსლვა-ო. დავყავით მუნ სამი დღე. ანაზდად მოვიდა
Line: 23    
მზე-ჭაბუკი და იგი ხაზართა მეფისა ასული თანა მოიყვანა. ჩვენ
Line: 24    
ფიცხლად წინა მივეგებენით და შეგვექმნა სიხარული. მზემან ჭაბუკმან
Line: 25    
ეგრე ბრძანა: ვაი, რომელ ვერა მხედევდით, თვარა ჭაბუკობისა
Line: 26    
ნაქმარად კმა იყო, რომელ მე ვყავ. ზენაარმან ღმრთისამან,
Line: 27    
ხუთი დღე და ღამე ომსა შიგან დამიყოფია, რომელ დღეთა ჩემთა
Line: 28    
შიგან ეგეთი ომი არა გარდამიჴდია განა ესე ჩემი ომი ამად, ღმერთო,
Line: 29    
ღირს-ო. მიჰყო პირსა ჴელი და აკოცა. აწ ყველა მოგაჴსენო.

Line: 30       
იგი, რომელ მზისა ჭაბუკისა თავისა მსგავსი მან კაცმან გამოიღო,
Line: 31    
გრძნებითა ექმნა ჩვენად საშიშრად და იგი იბად აბაში-ცა
Line: 32    
გრძნებითა შექმნილი იყო და იგი ჩვენი ეტიკნი-ცა გრძნეულნი
Line: 33    
იყვნეს, თვარა ყველა იცოდეს. იგი ორნი ეტიკნი რომელ შეიპყრნეს,
Line: 34    
თავი თვით შეაპყრობინეს. იგი კაცი, რომელი წყაროსა ზედა დაგვხვდა,
Line: 35    
და იგი პირ-ცეცხლი ვეშაპი და ფრინველნი-ცა გრძნებითა შექმნილნი
Line: 36    
იყვნეს რომელ-მცა შეშინდეს და გაიქცნეს-ო. ხვასრო ხაზართა
Line: 37    
მეფესა საფიცი დაედვა, ვითა: ვირე ეგეთი ჭაბუკი არა ვიპოო,
Line: 38    
რომელ მისებრი ქვეყანასა ზედა არა იყოს, მანამდის ასული ჩემი
Page: 432  Line: 1    
არა-ვის შევრთო და სამეფო ჩემი არა-ვის მივსცე-ო. გამოსცადა დასტურად,
Line: 2    
რომელ არა იპოებოდა მისებრი კაცი და ჭაბუკი ქვეყანასა
Line: 3    
ზედა.

Line: 4       
წამოვედით მხიარულნი და ხაზართა მეფისა ასული თან წამოვიტანეთ.
Line: 5    
მოგვეგება წინ ხაზართა მეფე ყოვლითა მისითა დიდებულითა
Line: 6    
და ლაშქრითა. შეასხეს ქება მზე-ჭაბუკსა და ეგრე უთხრა
Line: 7    
ხვასრო ხაზართა მეფემან: შვილო, მე სიძე და მამულისა უხუცესი
Line: 8    
ეგეთი მინდა, ვითარი შენ ხარ-ო. წამოვედით და მივედით
Line: 9    
ხაზარეთს. შემოკრიბა ხვასრო ხაზართა მეფემან ყოველი მისი
Line: 10    
დიდებული და მცირებული და შერთო ასული მისი ცოლად მზე-ჭაბუკსა.
Line: 11    
დაადგა სამეფო გვირგვინი თავსა მისსა და მისცა სამეფო
Line: 12    
მისი ყოველი და ეგრე უბრძანა დიდებულთა მისთა: აჰა პატრონი
Line: 13    
თქვენი და მეფე თქვენი-ო. მათ ყოველთა შეასხეს ქება და დალოცეს
Line: 14    
მეფედ. საჭურჭლეთა, ქალაქთა და ლაშქართა არა იყო რიცხვი
Line: 15    
დაიჭირნა ყმად დორათ დილამი და მოსორ ნადირის ძე, დიდად
Line: 16    
ნამსახურნი იყვნეს და დიდადა-ც გაადიდნა. დაყვნა მრავალნი
Line: 17    
წელნი და მოკვდა იგი ხაზართა მეფე. და მან დაიპყრა ყოველი სამეფო
Line: 18    
მისი. მზე-ჭაბუკი ნადირობდის, არა-ვინ იყო უნებური მისი.
Line: 19    
მრავალნი სხვანი-ცა ქვეყანანი შეიმატნა. მისისა სიკეთისა და ლაშქართა
Line: 20    
სიმრავლისა არა ითქმის ნიშანი. არა-ვინ უჩნდა მტერი და
Line: 21    
თუ იყო-ცა, ვერა-ვინ რას ჰკადრებდა. მინახვან მრავალნი ჭაბუკნი,
Line: 22    
მაგრა ჯერეთ არა-ვინ ნახულა მისებრი. დაყვნა მრავალნი წელნი
Line: 23    
და წაიხვნა მრავალნი სამეფონი. და მიეცა შვილი მათ ორთა-ვე
Line: 24    
მსგავსი მათი. ოდეს-ცა მოკაზმულნი ცოლ-ქმარნი საჯდომთა დასხდიან,
Line: 25    
კაცისა თვალნი მათებრსა ვერასა ნახვიდა. სიხარულისა და
Line: 26    
ნადირობისა რიცხვი არა იყო.

Line: 27       
დღესა ერთსა გვენადირა და კართა ქალაქისათა კაცნი ვინ-მე.
Line: 28    
დაგვხვდეს ექვსნი შეკაზმულნი. თვალად კარგნი ლომნი ჭაბუკნი
Line: 29    
იყვნეს. გარდაჴდეს, თაყვანი-სცეს და ქება შეასხეს. მოიკითხნა
Line: 30    
მდაბლად, მივედით შინა და უბრძანა: დააყენენით-ო. აღარ-ცა რა
Line: 31    
მათ შემოგვიზრახნეს და აღარ-ცა რა ჩვენ. მრავალნი დღენი დაყვნეს
Line: 32    
და ნადირობასა თანა გაიტანნის. მშვილდოსანნი იყვნეს კარგნი
Line: 33    
და მონადირენი. შინა მოვიდის და პურად უჴმნის. ნადიმსა ზედა
Line: 34    
არა-ვინ გაუშვნის, საბოძვარსა უბოძებდა და დიდად შინაურად
Line: 35    
და კარგად ექცეოდა, აქებდა: კარგი ვინ-მე კაცნი არიან-ო.
Line: 36    
გამოჴდეს დღენი მრავალნი და მათ კაცთა მოციქულნი მიუგზავნეს,
Line: 37    
ვითა: ჩვენ ღარიბნი ვინ-მე კაცნი ვართ, ამხანაგნი ერთმან-ერთისანი
Line: 38    
და ცოტანი ერთგან დაზრდილნი ვართ და, ვისა-ცა შევწყნარებივართ,
Line: 39    
პატრონი ვერა-ვინ მოგვწონებია. აწ გვასმია ჭაბუკობა და
Page: 433  Line: 1    
სიკეთე შენი. მოსრულვართ წინაშე შენსა, ესდენი ხანი დაგვიყოფიან
Line: 2    
და მით არა მოგაჴსენეთ, რომელ გავიცდიდით ჭაბუკობასა
Line: 3    
შენსა. აწ გნახეთ ჭაბუკი და ეგეთი, რომელ არ-ცა ვის სხვას უნახავს
Line: 4    
და არ-ცა ჩვენ გვინახავს. აწ დაგვიჭირენ ყმად და, რა-ცა ჩვენსა
Line: 5    
გვარსა კაცსა სხვისთვის არა ემსახუროს, ისე თქვენ გვიმსახურეთ
Line: 6    
და, თუ საჭაბუკო საქმე დაგივარდეს, ესე ბრძანოთ, თუ: ისი
Line: 7    
კაცნი ჭაბუკად კმა არიან-ო.

Line: 8       
მზე-ჭაბუკი დიდი მეფე იყო და ჭაბუკობისა მოყვარე. ეგრე უბრძანა:
Line: 9    
მე დიდად გამხარებია თქვენი მოსლვა და ჭაბუკობისათვის
Line: 10    
მიყვართ. აწ ვითა-მცა ძმანი ხართ ჩემნი და არა ყმანი, ეგრე
Line: 11    
დაგიჭირნე-ო.

Line: 12       
მოვიდეს და თაყვანი-სცეს ყმად. საბოძვარი დასაკარგავი უბოძა კიდის-კიდე
Line: 13    
ყოველთა. იყვნეს და მსახურებდეს ერთგულად. მზე-ჭაბუკი
Line: 14    
კარგად ექცეოდა, კარგნი ჭაბუკნი იყვნეს და კარგნი მშვილდოსანნი
Line: 15    
და მოასპარეზენი და ყოვლითა ფერითა საჴმარნი კაცნი იყვნეს. უყვარდეს
Line: 16    
მზე-ჭაბუკსა, განა ყმასა ყველასა დორათ დილამი და მოსორ
Line: 17    
ნადირის ძე ერჩივნეს, და დიდად შინაურად ჰყვნეს იგი ექვსნი კაცნი
Line: 18    
ეგზომ, რომელ საწოლსა შინა უწვნიან და ერთგულად ხედვიდეს.

Line: 19       
ალი ვის-მე ერქვა სახელად. კაცი ვინ-მე იყო დიდებული, ხაზართა
Line: 20    
მეფისა გაზრდილი ბერი კაცი. მან ეგრე მოაჴსენა მზე-ჭაბუკსა:
Line: 21    
გხედავ, რომელ პირსა მიწისასა კაცისა ყველაჲსა მჯობი ხარ და მეფე
Line: 22    
ხარ ამის ყოვლისა ქვეყანისა და არ-ც ვის ომი შეუძლია მტერი
Line: 23    
არა-ვინ გიჩნს, მაგრა ვერა-ვინ გავნებს და, რა-მცა ვინ გკადრა, ყოველსა
Line: 24    
ქვეყანასა მარტოსა შენი ომი არა შეუძლია პირისპირ, მაგრა
Line: 25    
მუხთლად სიკვდილისა შენისაგან მეშინიან. გარეგანნი მეფენი ზოგნი
Line: 26    
მტერნი არიან შენნი და ზოგთა უმძიმს სიკეთე შენი ნუ-თუ ვინ
Line: 27    
ღმერთი შეგვარისხოს და კაცნი მოიბირნეს და უბადოდ მოჰკვდე?
Line: 28    
ისი ექვსნი ჭაბუკნი, რომელ დაგიჭირვან, მათგან მეშინიან. არა თუ
Line: 29    
ამას მოგაჴსენებ, ვითა გაასხნე, მაგრა შინაურად ნუ დაგიჭირვან.
Line: 30    
ვირე არა სცნა მათი ამბავი.

Line: 31       
ეგრე უბრძანა: ერთგულობისათვის და ჩემთვის შეჭირვებისათვის
Line: 32    
მადრიელ ვარ, მაგრა იმათ კაცთა ჩემი სიკვდილი არა შეუძლია,
Line: 33    
თვარა მე გამოგიცადნე, თუ ვითა შეეძლოს.

Line: 34       
მოიყვანნა იგი ექვსნი ჭაბუკნი და ჰკითხა: ვიცი, რომელ ჴელი
Line: 35    
თქვენი ჭაბუკობა არს აწ მითხარით თქვენნი ნაქმარნი, თუ რა უფრო
Line: 36    
გმარჯვიათ ომი-ო.

Line: 37       
მათ მოაჴსენნეს ნაქმარნი მათნი მრავალნი და კარგნი ყველა მართლად
Line: 38    
და თუ ტყუილად, არა ვიცი ბოლოსა ჟამსა ესე მოაჴსენეს:
Line: 39    
ჩვენდა კაცი ვერა-ვინ შებმულა, ომისა რომელ გვკითხე. არაბეთს
Page: 434  Line: 1    
გაზრდილ ვართ. ომი ყველა გვმარჯვია, განა ისარი შორს მოჰკლავს
Line: 2    
კაცსა და ჭაბუკობა არად გამოჩნდების.

Line: 3       
ეგრე უბრძანა მზემან ჭაბუკმან: თუ არა დაგიმძიმდების, გა-სადმე-გგზავნი
Line: 4    
საჭაბუკოსა ადგილსა-ო.

Line: 5       
მათ ეგრე მოაჴსენეს: მტერი შენი ფერჴთა შენთა ქვეშე მოვიყვანოთ,
Line: 6    
ესრეთ გმსახუროთ.

Line: 7       
მზემან ჭაბუკმან მადლი უბრძანა და ეგრე უთხრა: ყმა იყო
Line: 8    
ჩემი და ლომი ჭაბუკი, გაზრდილი ჩემი, გა-რასმე-ჰკრთა ჩემგან ციხე
Line: 9    
აქვს მაგარი და შიგან დგას. არა თუ რას-მე შემცოდებს, განა
Line: 10    
ჩემთანა არა მოვალს და, ოდეს-ცა მივმართო, ციხეშიგან შემიდგების.
Line: 11    
იგი ციხე მაგარი არის და აღების ღონე არ არის. ოდეს შორს ვიყო,
Line: 12    
გამოვა, მოიარებს და ინადირებს. არა-ვისგან ეშინიან. მართალი გითხრა,
Line: 13    
დიდად ლომი ჭაბუკი არს. ჩემგან კიდე მეომარი მისი არა-ვინ
Line: 14    
არს, მაგრა მე ვერა შემებმის. აწ წაედით, შეიპყარით და
Line: 15    
მომგვარეთ. აწ-ვე გითხრობ: თუ-ცა ექვსნი ხართ, გაგიძნელდებისთ
Line: 16    
მისი ომი. ოროლითა იბრძვის იგი-ცა.

Line: 17       
უქადეს მათ კაცთა და ეგრე მოაჴსენეს: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო,
Line: 18    
უკუნისამდე! ადვილი სამსახური არის ექვსთა კაცთაგან ერთის
Line: 19    
კაცისა შეპყრობა და, თუ გვიბრძანოთ, ერთი რომელი-მე წავიდეთ,
Line: 20    
ეგრე-ცა შევიპყრათ-ო.

Line: 21       
მზემან ჭაბუკმან ეგრე უბრძანა: ყველანი წაედით და კაცურად
Line: 22    
ეცადენით-ო.

Line: 23       
მათ მოაჴსენეს: კაცი გვიბოძეთ, რომელ მიგვიყვანნეს-ო.

Line: 24       
მისცა მზემან ჭაბუკმან წინამძღვარი კაცი და გაგზავნნა. და მას
Line: 25    
კაცსა ეგრე უბრძანა: ვანისა ციხისა ძირსა, რომელ მინდორი არის,
Line: 26    
მუნ მიიყვანენი-ო. უბრძანა ალის: წამოედ, მე გიჩვენო მათ კაცთა
Line: 27    
ჭაბუკობა-ო. წავიდა მზე-ჭაბუკი და ალი მარტო თანა წაიტანა და მე-ც
Line: 28    
თანა ვიახელ. არა-ვინ იცოდა ჩემგან და ალისაგან კიდე. მივედით
Line: 29    
ციხისა ძირსა. შეიქმნა დასაბურველი პირისა მზემან ჭაბუკმან,
Line: 30    
რომელ არ მიცნან-ო. შეეკაზმა და ოროლნი ჴელთა აიხვნა მოიყვანნა
Line: 31    
მან კაცმან იგი ექვსნი-ვე ჭაბუკნი და ეგრე უთხრა: აჰა, იგი კაცი,
Line: 32    
რომელი მზემან ჭაბუკმან გიბრძანათ. ამაზედან მზეჭაბუკსა ექვსთა-ვე
Line: 33    
შეუტევეს, ჴელთა ოროლები ჰქონდათ. ცოტად მზე-ჭაბუკი გაექცა
Line: 34    
და ეგრე შეჰყივლეს. წა-ვეღარ-სად-გვიხვალ-ო! შემოიქცა და
Line: 35    
ეგრე უთხრა: უბადონო, მზე-ჭაბუკსა თქვენი აწყვედა ნდომია, მით
Line: 36    
გამოუგზავნიხართ აქა-ო. შეუტევა და თავმან თქვენმან, ვითამცა ცოტანი
Line: 37    
ყმანი ყოფილიყვნეს, ეგრე უჭირველად ჩამოყარნა და ეგრე
Line: 38    
უთხრა: თვით რად არა მოვა მზე-ჭაბუკი და იგი არა შემიპყრობს?
Line: 39    
ქვეყანა უკაცური ჰგონია-ო? მათ გინა-ღა-მცა დაუმძიმდათ.

Page: 435 
Line: 1       
მოვიდა მზე-ჭაბუკი და ალის ეგრე უბრძანა: ალი, შეუძლია იმა
Line: 2    
კაცთა ჩემი სიკვდილი-ო?

Line: 3       
მან ეგრე მოაჴსენა: პირისპირ ვერა, თავმან თქვენმან, არა იმათ
Line: 4    
კაცთაგან, ვერ-ცა ვის სხვათაგან, მაგრა მუხთლად სიკვდილისაგან
Line: 5    
მეშინიან-ო.

Line: 6       
-- აწ იმათ, ღმერთო, ვერ-ცა მუხთლად შეუძლიაო.

Line: 7       
წამოვედით და, ვირე იგი კაცნი მოვიდოდეს, ჩვენ შინა მოვედით
Line: 8    
და იგინი-ცა მოვიდეს და ეგრე თქვეს ციხით გარე არა გამოვიდა-ო.
Line: 9    
მზემან ჭაბუკმან ყოლა არა შეიდვა თავსა, კარგად ექცეოდა, მათგან
Line: 10    
შიში არა ჰქონებია.

Line: 11       
წავედით ნადირობად ველსა ზედა. დგის მზე-ჭაბუკი და იგი კაცი
Line: 12    
კარავსა შიგან უწვნიან. გვენადირა და მოსრულ ვიყვენით. პური
Line: 13    
ებრძანა და ძილად წვა მზე-ჭაბუკი. და იგი მოსორ ნადირის ძე წინა
Line: 14    
უწვა დორათ დილამი მუნ არა იყო. ადგეს იგი ექვსნი-ვე, პერანგითა
Line: 15    
მწოლსა მზე-ჭაბუკსა დაშნები დასცეს გულსა და მოსორ ნადირის
Line: 16    
ძესა-ცა დასცეს დაშნები. ავარდა მზე-ჭაბუკი საკლავად დაკოდილი
Line: 17    
და იგინი გაიქცნეს. მიეწია ერთსა, შეიპყრა, დასცა ქვეყანასა
Line: 18    
ზედა და მოკლა. და იგი ხუთნი ტაიჭთა ზედან გასხდეს და წავიდეს.
Line: 19    
მოსორ ნადირის ძე ჴელ და ჴელ მოკლეს ოდეს მივედით,
Line: 20    
მზესა ჭაბუკსა ოდენ სული ედგა ჯერეთ.

Line: 21       
ატირდა კაცი იგი, პირსა ჴელნი იკრნა. ატირდა ამირან დარეჯანის
Line: 22    
ძე-ცა და ჩვენ-ცა ყველანი ავტირდით. ძნელად გვიმძიმდა და
Line: 23    
დიდი ხანი ვიტირეთ.

Line: 24       
მერმე ეგრე გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ჯერეთ გაასრულოს
Line: 25    
ამბავი-ო. სიტყვასა ძლივ გამოაგებდა ტირილისაგან.

Line: 26       
თქვა მან კაცმან: სული ედგა ჯერეთ და ეგრე ბრძანა: ხედავთ,
Line: 27    
ვითა მუხთლად მოვკვდი ვითარითა კაცთა ჴელითა? და ჩემოდნად-ვე
Line: 28    
მოსორ ნადირის ძისა-ცა მიმძიმს სიკვდილი. დორათ დილამსა
Line: 29    
მარტოსა ჩემთა სისხლთა ძებნა არა შეუძლია. ვინ-ცა კარგი ჭაბუკი
Line: 30    
იყოს, უთხარით ჩემი ამბავი და ჭაბუკობა და, რა ესმნეს ნაქმარნი
Line: 31    
ჩემნი და ჭაბუკობა ჩემი სცნას, შევეწყალები და სისხლთა ჩემთა
Line: 32    
ეძებს-ო.

Line: 33       
დიდებულთა მუნ რომელ იყვნეს, ეგრე დაავედრა: შვილი ჩემი
Line: 34    
ცოტა არს, გაზარდეთ. და შეუთვალა დორათ დილამსა, ვითა: შენ
Line: 35    
კარგი კაცი ხარ და კარგი ჭაბუკი. ვაშად რომე აქა არა იყავ, თვარა
Line: 36    
შენ-ცა მოჰკვდებოდი მუხთლად. აწ მე შენთვის კარგი ვყოფილვარ
Line: 37    
და შენ შვილი ჩემი გვედრია. ნუ დააგდებ, გაზარდე, ნუ-თუ კვლა
Line: 38    
კარგი შეიქმნას. შენ მარტო ნუ ეცდები სისხლთა ჩემთა ძებნასა.
Line: 39    
შენ მარტო ხარ და იგინი მრავალნი, მაგრა, თუ ვინ სადა კარგი ჭაბუკი
Page: 436  Line: 1    
ჰპოოთ, უთხარით, ნუ შეარჩენთ სისხლთა ჩემთა და
Line: 2    
მოსორისათა.

Line: 3       
ეს თქვა და ცოტად ატირდა და ეგრე ბრძანა: არა სიკვდილი
Line: 4    
ოდენ მიმძიმს, მაგრა ავთა კაცთაგან მოვკვედ-ო.

Line: 5       
ამაზედან მოკვდა. ვიტირეთ დიდი ხანი.

Line: 6       
რა ესე ამბავი დაასრულა მან კაცმან, ოდეს დავხედენით, დედანი
Line: 7    
და მამანი შაოსანნი სამი ათასნი ცხენოსანნი მოვიდოდეს. კაცი
Line: 8    
მიუგზავნეთ და ვკითხეთ მათ კაცთა: ვინ ხართ-ო?

Line: 9       
მათ ეგრე თქვეს: დედა არის მზისა ჭაბუკისა და შვილი, და დორათ
Line: 10    
დილამი ყმა მისი და დიდებულნი მზისა ჭაბუკისანი.

Line: 11       
გაეგება წინა ამირან დარეჯანის ძე და მოიკითხა დედოფალი,
Line: 12    
დედა მზისა ჭაბუკისა, და დიდებულნი მისნი და იგი ცოტა ყმა ჴელითა
Line: 13    
აიხვნა, მსგავსი მზისა ჭაბუკისა, დიდად შვენიერი მოვედით
Line: 14    
შინა. დაუცალა სახლი დედოფალსა და თვით სხვასა სახლსა შევიდა.
Line: 15    
დიდებულნი მისნი თავის თავისად დააყენნა. ესრე პატივითა დაიჭირნა,
Line: 16    
ვითა დედა პატრონისა მისისა. და იგი დორათ დილამი დიდად
Line: 17    
უყვარდა ჭაბუკობისათვის. დაყვნეს დღენი მრავალნი და
Line: 18    
არა შეეზრახნეს, მაგრა ძღვენი ტურფანი უძღვნა მრავალნი მზისა
Line: 19    
ჭაბუკისა დედამან ამირან დარეჯანისა ძესა და ეგრე-ვე დარეჯანის
Line: 20    
ძემან მას უძღვნა და ყოველთა დიდებულთა მისთა
Line: 21    
კიდის-კიდე.

Line: 22       
გამოჴდეს დღენი მრავალნი და მოვიდა დედოფალი დარეჯანის
Line: 23    
ძისასა და დიდებულნი მისნი და ცოტა ყმა თანა ჰყვეს. ეგრე არქვა
Line: 24    
დედოფალმან დარეჯანის ძესა: შენ დიდებული კაცი ხარ და კარგი
Line: 25    
ჭაბუკი, რომელ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი არა
Line: 26    
არს თუ მე უცხო ვარ შენგან და შვილი ჩემი უცხო იყო შენგან,
Line: 27    
მაგრა სიკეთითა შენითა უცხოობა ჩვენი არა გაგვა. ანდერძი არის
Line: 28    
შვილისა ჩემისა, რომელ შენგან კიდე ვერა-ვინ აღასრულებს. ოდეს
Line: 29    
მოკვდებოდა, ეგრე თქვა: ვინ-ცა კარგი ჭაბუკი იყოს ქვეყანასა ზედა,
Line: 30    
უამბეთ ჭაბუკობა ჩემი და ესრე მუხთლად სიკვდილი, შევეწყალები
Line: 31    
და ეძებს სისხლთა ჩემთა-ო. აწე გვასმია ჭაბუკობა და სახელი
Line: 32    
შენი და მოსრულვართ წინაშე შენსა. რა-ცა შეჰგავს სიკეთესა
Line: 33    
შენსა, იგი-ცა ქმენ-ო. ამას ყმასა შენ შემოგვედრებ. და, ვითა-ცა
Line: 34    
გინდა, გაზარდე-ო.

Line: 35       
ჴელი მიჰყო მას ყმასა და უბესა ჩაუგდო. ესე ყველა ტირილითა
Line: 36    
უთხრა. თვით ადგა და წავიდა, ეგრე თქვა: სხვა ყველა დორათ
Line: 37    
და დიდებულთა მოგაჴსენონ. დასხდეს და დაიწყეს მბობა. ვითა
Line: 38    
მან კაცმან, ეგრე დორათ დილამმან უამბო და ამბავსა შინა ყველა
Line: 39    
ტიროდა.

Page: 437 
Line: 1       
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან მათ კაცთა: მიზეზი რა იყო,
Line: 2    
ანუ მო-რად-კლეს იგი პატრონი შენი მზე-ჭაბუკი-ო?

Line: 3       
დორათეგრე მოაჴსენა: ოდეს ხაზარეთს ქალაქისა კართა ზედა
Line: 4    
ომი იყო, მაშინ ღამარ ღაზნელმან ამირ იამანელი ჩაბალახ-წარჴდილი
Line: 5    
მუხთლად მოკლა. [მაშინ იგი] მზე-ჭაბუკისა გვერდით იდგა
Line: 6    
და დაუმძიმდა ამირ იამანელისა სიკვდილი მზესა ჭაბუკსა. მერმე
Line: 7    
იგი ღამარ ღაზნელი მზე-ჭაბუკსა შეება. მზემან ჭაბუკმან ღამარ
Line: 8    
ღაზნელსა ჴრმალი ჰკრა ჩაბალახსა ზედა და ორად გაკვეთა. ესე ამბავი
Line: 9    
ღაზანს მივიდა. შეიკრიბნა ძმამან მისმან მახოსტო ღაზნელმან
Line: 10    
ჭაბუკნი ექვსნი, მოვიდეს მზე-ჭაბუკთანა, მან შემოიწყნარნა იგინი.
Line: 11    
უმუხთლეს და მძინარე მოკლეს მზე-ჭაბუკი ექვსთა -- მახოსტან
Line: 12    
ღაზნელმან, ფირუზენ ბივრელმან, ალი ნადაბის ძემან, საბურ მისრელმან,
Line: 13    
აბირ არაბმან და შავმა ჭაბუკმან. ამათ ექვსთა დაშნები
Line: 14    
დასცეს პერანგითა მწოლსა. წინა მოსორ უწვა და მას-ცა დასცეს
Line: 15    
დაშნები და მოკლეს. მზე-ჭაბუკი ავარდა დაკოდილი და მიეწია შავსა
Line: 16    
ჭაბუკსა, აიღო, ქვეყანასა ზედა დასცა და მოკლა. სხვანი წავიდეს.

Line: 17       
ამაზედა დაასრულა ამბავი მზისა ჭაბუკისა დორათ დილამმანდა
Line: 18    
ჩვენ ვიტირეთ ყველამან. მერმე ადგა ამირან დარეჯანის ძე, დიდებულნი
Line: 19    
თანა წაიტანნა და წავიდა დედოფლისასა და ეგრე უთხრა:
Line: 20    
დედოფალო, მე ამას გიქადებ, რომელ ანუ ვძებნნე სისხლნი მზისა ჭაბუკისანი
Line: 21    
და ანუ მოვკვდე მე-ცა მას-ვე თანა. და ესე შვილი მისი
Line: 22    
ასრე გავზარდო, ვითა შვილი პატრონისა ჩემისა.

Line: 23       
დედოფალმან მადლი გარდაიჴადა და ტირილითა დალოცა და
Line: 24    
წავიდეს იგინი. და ჩვენ შევქენით პაემანი დორათ დილამსა და წავიდა
Line: 25    
შინა კაზმად. დაასკვნა წასლვა ამირან დარეჯანის ძემან და შევეკაზმენით
Line: 26    
სახელსა ზედა ღმრთისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.