Strophe: S340/K340 | ||
Verse: a | კვლა დაიწყო თქმა ამბვისა | მან, რა ხანი მოიტირა: |
Verse: b | დღესა ერთსა მე და მეფე | მოვიდოდით, გვენადირა; |
Verse: c | მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ", | ხელი ხელსა დამიჭირა. |
Verse: d და | მის ჟამიხა მხსენებელი | მე სულ-დგმული არ გიკვირა? |
Strophe: S341/K341 | ||
Verse: a | მეფემან ახმა დურაჯთა | მითხრა მიტანად ქალისა, |
Verse: b | გამოვუხვენ და წავედით | ჩემად სადებლად ალისა; |
Verse: c | მაშინ დავიწყე გარდახდა | მე საწუთროსა ვალისა. |
Verse: d და | ალმასისა ხამს ლახვარი | ლახვრად გულისა სალისა! |
Strophe: S342/K342 | ||
Verse: a | ბაღჩა ვნახე უტურფესი | ყოვლისავე სალხინოსა: |
Verse: b | მფრინველთაგან ხმა ისმოდა | უამესი სირინოსა; |
Verse: c | მრავლად იყო სარაჯები | ვარდის წყლისა აბანოსა. |
Verse: d და | კარსა ზედა მოჰფარვიდა | ფარდაგები ოქსინოსა. |
Strophe: S343/K343 | ||
Verse: a | ვიცოდი, სწადდა არვისგან | ნახვა მის მზისა დარისა, |
Verse: b | მე გარე ვდეგ და მეფემან | შევლო ფარდაგი კარისა; |
Verse: c | ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა | მესმოდა საუბარისა. |
Verse: d და | ასმათს უბრძანა გამოხმა | დურაჯთა ამირბარისა. |
Strophe: S344/K344 | ||
Verse: a | ასმათ ფარდაგსა აზიდნა, | გარე ვდეგ მოფარდაგულსა; |
Verse: b | ქალსა შევხედენ, ლახვარი | მეცა ცნობასა და გულსა. |
Verse: c | მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, | მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. |
Verse: d და | ვაჲმე, მას აქათ სახმილსა | დავუწვავ ნიადაგულსა! |
Strophe: S345/K345 | ||
Verse: a | აწ წარხდეს იგი ნათელნი, | მზისაცა მოწუნარენი!" |
Verse: b | მისი ვერ გასძლო ხსენება, | დაბნდა და სულთვქნა მწარენი; |
Verse: c | ყმა და ასმათი ტიროდეს | ხმას სცემდეს იგი არენი, |
Verse: d და | ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი, | ვაჲ, გმირთა მემუქარენი!" |
Strophe: S346/K346 | ||
Verse: a | ასმათმან წყალი დაასხა, | ცნობად მოვიდა ტარია, |
Verse: b | დიდხან ვერა თქვა, სევდამან | გული შეუპყრა, დარია; |
Verse: c | დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, | ცრემლი მიწასა გარია, |
Verse: d და | თქვა: "ჩემგან მისი ხსენება, | ვაჲმე, რა დიდი ზარია! |
Strophe: S347/K347 | ||
Verse: a | მიმნდონი საწუთროსანი | მისთა ნივთთაგან რჩებიან, |
Verse: b | იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ | ბოლოდ ვერ მოურჩებიან; |
Verse: c | ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, | რომელნი ეურჩებიან. |
Verse: d და | ისმენდი ჩემთა ამბავთა, | თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან. |
Strophe: S348/K348 | ||
Verse: a | დურაჯნი მივსცენ, გავიღე | სხვა ვერა გზაღა თავისა, |
Verse: b | დავეცი, დავბნდი, წამიხდა | ძალი მხართა* და მკლავისა, |
Verse: c | რა სულად მოვე, შემესმა | ხმა ტირილისა და ვისა: |
Verse: d და | გარე მომრტყმოდა ჯალაბი, | ვითა ჩამსხდომი ნავისა. |
Strophe: S349/K349 | ||
Verse: a | შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა | ტურფითა საგებელითა, |
Verse: b | ზედ დამტიროდეს მეფენი | ცრემლითა უშრობელითა, |
Verse: c | პირსა იხოკდეს ხელითა, | ღაწვისა გამპობელითა, |
Verse: d და | მუყრნი მოასხნეს, სენითა | მთქვეს გამაბელზებელითა. |
Strophe: S350/K350 | ||
Verse: a | მე რა მნახა თვალ-ახმული, | მეფე ყელსა მომეხვია, |
Verse: b | ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო, | ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!" |
Verse: c | მე პასუხი ვერა გავეც*, | ვითა შმაგი შევკრთი* დია, |
Verse: d და | კვლა დავეცი დაბნედილი, | გულსა სისხლი გარდმეთხია. |
Strophe: S351/K351 | ||
Verse: a | სრულნი მუყრნი და მულიმნი | მე გარე შემომცვიდიან; |
Verse: b | მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, | ყოველნი იკითხვიდიან; |
Verse: c | მტერ-დაცემული ვეგონე, | არ ვიცი, რას სჩმახვიდიან. |
Verse: d და | სამ დღემდის ვიყავ უსულო*, | ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან. |
Strophe: S352/K352 | ||
Verse: a | აქიმნიცა იკვირვებდეს: | "ესე სენი რაგვარია? |
Verse: b | სამკურნალო არა სჭირს რა, | სევდა რამე შემოჰყრია". |
Verse: c | ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, | სიტყვა მცთარი წამერია. |
Verse: d და | დედოფალი ზღვასა შეიქმს, | მას რომ* ცრემლი დაუღვრია. |
Strophe: S353/K353 | ||
Verse: a | "სამსა დღესა დარბაზს ვიყავ | არ ცოცხალი, არცა მკვდარი; |
Verse: b | მერმე ცნობა მომივიდა, | მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი; |
Verse: c | ვთქვი, თუ: "ჰაჲ-ჰაჲ, რას შიგან ვარ | მე სიცოცხლე-გარდამხდარი!" |
Verse: d და | თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, | ვჰკადრე სიტყვა სამუდარი. |
Strophe: S354/K354 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, | აჯა ჩემი შეისმინე, |
Verse: b | მომეც ძალი დათმობისა, | ცოტად ვითა აღმადგინე, |
Verse: c | აქა ყოფა გამამჟღავნებს, | სახლსა ჩემსა მიმაწვინე!" |
Verse: d და | მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, | გული წყლული გავარკინე. |
Strophe: S355/K355 | ||
Verse: a | ზე წამოვჯე. მეფისაგან | კაცი დია მოვიდოდა. |
Verse: b | ახარებდეს: "წამოჯდაო", | დედოფალი გამორბოდა; |
Verse: c | მეფე მორბის თავ-შიშველი, | არ იცოდა, რას იქმოდა, |
Verse: d და | იგი ღმერთსა ადიდებდა, | სხვა ყველაი უჩუმოდა. |
Strophe: S356/K356 | ||
Verse: a | იქით და აქათ მომისხდეს, | მახვრიტეს სახვრეტელია; |
Verse: b | მე მოვახსენე: "პატრონო, | გული აწ უფრო მრთელია; |
Verse: c | ცხენსა შეჯდომა მწადიან, | ვნახნე წყალნი და ველია". |
Verse: d და | ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, | მეფე ჩემ თანა მვლელია. |
Strophe: S357/K357 | ||
Verse: a | გამოვედით, მოვიარეთ | მოედანს და წყლისა პირსა; |
Verse: b | ჩემსა მივე, დავაბრუნვე, | მეფე მომყვა სახლთა ძირსა. |
Verse: c | შინა მივე, უარ გავხე, | სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემი | ამის მეტსა არას ღირსა". |
Strophe: S358/K358 | ||
Verse: a | ზაფრანის ფერად შეცვალა | ბროლი ცრემლისა ბანამან, |
Verse: b | გული უფრორე დამიჭრა | ათიათასმან დანამან. |
Verse: c | საწოლის მეკრე შემოდგა, | მოლარე გაიყვანა მან; |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "რა იცის ამბავი, | ნეტარ, ან იმან, ან ამან?" |
Strophe: S359/K359 | ||
Verse: a | "მონააო ასმათისი". | -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე. |
Verse: b | შემოვიდა, სააშიკო | წიგნი მომცა, წავიკითხე; |
Verse: c | გამიკვირდა, სხვად ვითამცა | ვქმენ გულისა* მწველთა სითხე? |
Verse: d და | მისგან ეჭვი არა მქონდა, | სევდად მაწვა გულსა მით ხე. |
Strophe: S360/K360 | ||
Verse: a | მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, | ანუ ვით მკადრებს თხრობასა? |
Verse: b | მიუყოლობა არ ვარგ-ა, | დამწამებს უზრახობასა, |
Verse: c | ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, | მერმე დამიწყებს გმობასა". |
Verse: d და | დავწერე, რაცა პასუხად | ჰმართებდა აშიკობასა. |
Strophe: S361/K361 | ||
Verse: a | დღენი გამოხდეს, მე გული | უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, |
Verse: b | ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, | მინდორს თამაშად მავალთა; |
Verse: c | დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა | დაიწყეს მოსლვა მრავალთა, |
Verse: d და | მაშინ დავიწყე გარდახდა | სოფლისა ლხინთა და ვალთა. |
Strophe: S362/K362 | ||
Verse: a | "მათ ვერა მარგეს, მე გულსა | ბინდი დამეცა ბნელისა, |
Verse: b | სხვამან ვერავინ შემატყვა | დება ცეცხლისა ცხელისა; |
Verse: c | სისხლი დამწამეს; მეფემან | ბრძანა გახსნევა ხელისა. |
Verse: d და | გავიხსენ ფარვად პატიჟთა*, | არვისგან საეჭველისა. |
Strophe: S363/K363 | ||
Verse: a | ხელ-გახსნილი, სევდიანი, | საწოლს ვიყავ თავის წინა; |
Verse: b | ჩემი მონა შემოვიდა, | შევხედე, თუ თქვას: რა მინა. |
Verse: c | "მონააო ასმათისი". | შემოყვანა ვუთხარ შინა. |
Verse: d და | გულსა შინა დავუზრახე: | "რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!" |
Strophe: S364/K364 | ||
Verse: a | მონამან* წიგნი მომართვა, | მე წავიკითხე ნებასა; |
Verse: b | წიგნსა შევატყევ*, ლამოდა | შეყრისა მოსწრაფებასა; |
Verse: c | პასუხად გავეც: "ჟამია, | მართალ ხარ გაკვირვებასა; |
Verse: d და | მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ | მოსლვისა დაზარებასა". |
Strophe: S365/K365 | ||
Verse: a | გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნი | ეგრე ვით დაგაღონებენ? |
Verse: b | ამირბარი ვარ, ხელმწიფე, | სრულნი ინდონი მმონებენ; |
Verse: c | აზრად შეიქმან, საქმესა | ათასჯერ შეაწონებენ, |
Verse: d და | თუ შეიგებენ, მე მათთა | არეთა არ მარონებენ". |
Strophe: S366/K366 | ||
Verse: a | კაცი მოვიდა მეფისა: | "სწადსო ამბისა სმინება". |
Verse: b | მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: | "ქმნაცა* სისხლისა დინება?" |
Verse: c | მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ, | დამიწყო მოჯობინება, |
Verse: d და | წინაშე მოვალ, ამისთვის | კვლა უფრო მმართებს ლხინება". |
Strophe: S367/K367 | ||
Verse: a | დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: | "ამის მეტსა ნუ იქმ აბა!" |
Verse: b | ცხენსა შემსვა უკაპარჭო, | წელთა არა არ შემაბა, |
Verse: c | შეჯდა, ქორნი მოუტივნა, | დურაჯები დაინაბა, |
Verse: d და | მშვილდოსანნი გასაგანნა, | იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!" |
Strophe: S368/K368 | ||
Verse: a | შინა დავსხედით ნადიმად | მას დღესა მინდორს რებულნი; |
Verse: b | მომღერალნი და მუტრიბნი | არ იყვნეს სულ-დაღებულნი; |
Verse: c | მეფემან გასცნა მრავალნი | თვალნი, ღარიბად ქებულნი. |
Verse: d და | აუვსებელნი არ დარჩეს | მას დღესა მათნი ხლებულნი. |
Strophe: S369/K369 | ||
Verse: a | ვეცდებოდი, არა მცალდა | სევდისაგან თავის კრძალვად; |
Verse: b | ვიგონებდი, ცეცხლი უფრო | მედებოდა გულსა ალვად; |
Verse: c | ჩემნი სწორნი წავიტანენ, | ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, |
Verse: d და | შევქმენ სმა და ნადიმობა | პატიჟთა და ჭირთა მალვად. |
Strophe: S370/K370 | ||
Verse: a | მოლარემან შინაურმან | ყურსა მითხრა ნაუბარი: |
Verse: b | "ქალი ვინმე იკითხავსო: | "ინახვისა ამირბარი?" |
Verse: c | ზეწარითა მოუხურავს პირი, | ბრძენთა საქებარი"; |
Verse: d და | ვარქვი: "საწოლს წაიყვანე, | ჩემგან არის ნახმობარი". |
Strophe: S371/K371 | ||
Verse: a | ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად | აემზადნეს ასაყრელად; |
Verse: b | შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით, | მოვალ ხანთა დაუზმელად"; |
Verse: c | გამოვე და საწოლს შევე, | მონა მოდგა კარსა მცველად. |
Verse: d და | გული მივეც თმობა-ქმნათა | აუგისა საკრძალველად. |
Strophe: S372/K372 | ||
Verse: a | კარსა შევდეგ, ქალი წინა | მომეგება, თაყვანის-მცა; |
Verse: b | მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე | კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!" |
Verse: c | გამიკვირდა, მიჯნურისა | თაყვანება ექმნა ვისმცა? |
Verse: d და | ვთქვი: "არ იცის აშიკობა; | თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა". |
Strophe: S373/K373 | ||
Verse: a | შევე, დავჯე ტახტსა ზედა; | ქალი მოდგა ნოხთა პირსა, |
Verse: b | ჩემსა ახლოს დასაჯდომლად | თავი მისი არ აღირსა; |
Verse: c | ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ | სიყვარული ჩემი გჭირსა?" |
Verse: d და | მან პასუხი არა მითხრა, | ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა. |
Strophe: S374/K374 | ||
Verse: a | მითხრა: "დღე ეგე სირცხვილად | მედების გულსა ალობა: |
Verse: b | გგონია ჩემგან წინაშე | მაგისთვის მომავალობა, |
Verse: c | მაგრა აწ მიდებს იმედსა | შენგან ცდის არღა* მალობა. |
Verse: d და | ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, | მაკლია ღმრთისა წყალობა". |
Strophe: S375/K375 | ||
Verse: a | ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსა | ჩემგან ცნობა უბნევია; |
Verse: b | ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა | ბრძანებასა უთქმევია; |
Verse: c | ეზომ დიდსა შემართებად | გულსა მისსა უთნევია, |
Verse: d და | ამან წიგნმან გაგაგონოს, | ჩემთვის რაცა უქმნევია*". |