Strophe: S376/K376 | ||
Verse: a | წიგნი ვნახე, მისი იყო, | ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; |
Verse: b | მოეწერა მზისა შუქთა: | "ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; |
Verse: c | მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, | მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. |
Verse: d და | აწ ასმათი მოგახსენებს | ყველაკასა ჩემგან თქმულსა. |
Strophe: S377/K377 | ||
Verse: a | ბედითი ბნედა, სიკვდილი | რა მიჯნურობა გგონია? |
Verse: b | სჯობს, საყვარელსა უჩვენნე | საქმენი საგმირონია! |
Verse: c | ხატაეთს მყოფნი ყოველნი | ჩვენნი სახარაჯონია, |
Verse: d და | აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა | ჩვენგან არ დასათმონია! |
Strophe: S378/K378 | ||
Verse: a | შენგან ჩემისა ქმრობისა | წინასაც* ვიყავ მნდომია, |
Verse: b | მაგრა აქამდის საუბრად | კვლა ჟამი არ მომხდომია, |
Verse: c | ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი | კუბოსა შიგან მჯდომია, |
Verse: d და | მანდა ყველაი მასმია, | რაცა შენ გარდაგხდომია. |
Strophe: S379/K379 | ||
Verse: a | მართლად გითხრობ, მომისმინე | ესე, რაცა მოგახსენე: |
Verse: b | წა, შეები ხატაელთა, | თავი კარგად გამაჩვენე; |
Verse: c | გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, | ვარდი კვლამცა რად დასტენე? |
Verse: d და | მზემან მეტი რაღა გიყოს, | აჰა, ბნელი გაგითენე!" |
Strophe: S380/K380 | ||
Verse: a | ასმათი მეუბნებოდა | უშიშრად*, არ მეკრძალვოდა; |
Verse: b | ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, | ლხინი რად* დამეთვალვოდა! |
Verse: c | გული მი და მო მიარდა, | კრთებოდა და მემალვოდა; |
Verse: d და | მით პირი ჩემი გაბროლდა | და ღაწვი გამელალვოდა*". |