TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 14
Previous part

Chapter: 14 
წიგნი ტარიელისა ხატაელთანა







Strophe: S387/K387 
Verse: a       გავგზავნე კაცი ხატაეთს   და წიგნი ჩემ-მაგიერი;
Verse: b       მივსწერე: "მეფე ინდოთა   არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
Verse: c       მათი ერთგული გაძღებიხ   ყოველი სული მშიერი,
Verse: d    და   ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების   თავისა არ-მადრიერი*.






Strophe: S388/K388 
Verse: a       ჩვენნო ძმანო და პატრონნო,   თქვენგან არ გავიმწარებით;
Verse: b       ესე რა ჰნახოთ ბრძანება,   აქამცა მოიარებით;
Verse: c       თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ,   ზედა არ მოგეპარებით.
Verse: d    და   სჯობს, რომე გვნახნეთ,   თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".






Strophe: S389/K389 
Verse: a       კაცნი გავგზავნენ, მე გულსა   მომეცა უფრო* ლხინები,
Verse: b       დარბაზს ვიშვებდი, დამევსო   ცეცხლი წვად მოუთმინები;
Verse: c       მაშინ სოფელმან საწუთრომ   იუხვის, რაცა ვინები,
Verse: d    და   აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ   მხეცთაცა მოვეწყინები.






Strophe: S390/K390 
Verse: a       პირველ გაჭრისა პირება,   მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
Verse: b       ჩემთა სწორთაგან იყვნიან   ჩემს წინა ნადიმობანი,
Verse: c       მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან   სურვილთა დიადობანი;
Verse: d    და   ზოგჯერ შემცვიან სევდათა,   ვთქვნი საწუთროსა გმობანი".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.