TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 15
Previous part

Chapter: 15 
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა







Strophe: S391/K391 
Verse: a       დღესა ერთსა საწოლს მოვე   მეფისა სრით წამოსრული,
Verse: b       ვჯე და მასვე ვიგონებდი,   არ მიეცა თვალთა რული;
Verse: c       წიგნი მქონდა საიმედო,   ამად ვიყავ მხიარული;
Verse: d    და   კარსა მცველმან მონა უხმო,   უთხრა საქმე დაფარული.






Strophe: S392/K392 
Verse: a       "მონააო ასმათისი",   საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
Verse: b       მოეწერა: "გიბრძანებსო",   ვისი მესვა გულსა დანა.
Verse: c       ლხინმან ბნელი გამინათლა,   ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
Verse: d    და   წავე, მონა წავიტანე,   რამცა ვუთხარ ამისთანა!






Strophe: S393/K393 
Verse: a       ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა   კაცი ჩემი მოუბნარი;
Verse: b       ქალი წინა მომეგება   მხიარული, მოცინარი,
Verse: c       მითხრა: "ვაშად ამოგიღე,   არ გასვია გულსა ნარი,
Verse: d    და   მოდი, ნახე ვარდი შენი   უფრჭვნელი და დაუმჭნარი".






Strophe: S394/K394 
Verse: a       ამიგდო ქალმან ფარდაგი   მძიმე თავისა ძალითა,
Verse: b       სადა დგა კუბო შემკული   ბადახშითა და ლალითა;
Verse: c       შიგან ჯდა იგი პირითა   მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
Verse: d    და   მე შემომხედნის ლამაზად   მის მელნის ტბისა თვალითა.






Strophe: S395/K395 
Verse: a       დიდხან ვდეგ და არა მითხრა   სიტყვა მისსა მონასურსა,
Verse: b       ოდენ ტკბილად შემომხედნის   ვითამცა რა შინაურსა;
Verse: c       ასმათ უხმო, მოიუბნეს;   ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
Verse: d    და   "აწ წადიო, ვერას გითხრობს",   მე კვლა მიმცა ალმან მურსა.






Strophe: S396/K396 
Verse: a       ასმათ გამომყვა, წამოვე,   ფარდაგი გამოვიარე,
Verse: b       ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღან   გული დარმანთა მიარე,
Verse: c       მაშინ მოგეცა იმედი,   ლხინი რად გამიზიარე?"
Verse: d    და   გულმან გაყრისა სიძნელე   კვლა უფრო დამიტია-რე!"






Strophe: S397/K397 
Verse: a       ასმათ ლხინსა მიქადებდა,   ჩავიარეთ შიგან ბაღი;
Verse: b       მითხრა: "ეგრე წასლვისათვის   ნუ გაჩნია გულსა დაღი,
Verse: c       სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ,   სიხარულის კარი აღი;
Verse: d    და   სირცხვილი აქვს საუბრისა,   მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი".






Strophe: S398/K398 
Verse: a       მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვ   ამა გულისა წამალსა;
Verse: b       ზენაარ, სულთა ნუ გამყრი,   ამბვითა შრეტდი ამ ალსა,
Verse: c       ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ   შენ ზედას-ზედა მავალსა;
Verse: d    და   თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ   მე შენგან, არ, დანამალსა".






Strophe: S399/K399 
Verse: a       შევჯე, წამოვე, მდიოდა   ნაკადი ცრემლთა მილისა;
Verse: b       საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა   ღონე არ მქონდა ძილისა,
Verse: c       ბროლი და ლალი შევიქმენ   მე ულურჯესი ლილისა;
Verse: d    და   ღამე მერჩია, მეწადა   არ-გათენება დილისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.