TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 27
Previous part

Text: Ruxis_brdzola  

რუხის ბრძოლა *


Section: I  
შესავალი და მიმართვა **


Strophe: 1  
Paragraph: [1]     დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სული\თა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: "აწ აღმისრულა1 აღმთ\ქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: `ერთ-გზის ვეფუცეო წმი\დასა


Page: (69) 

   
ჩემსა დავითს'!" რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვი\სა მის, მიეცემოდა მეფობა შენი!
Paragraph: [2]     
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თა\ნამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა2 წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა!

Strophe: 2  
Paragraph: [1]     
ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემ\წყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკო\ბენ1


Page: (70) 

   
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამა\ძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი2 შეიწირვიან:
Paragraph: 2  
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერ\ძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა3 ესე ბრძენი მე\ფე4 კვერთხსა მას, უსამართლოთა განმხილველსა!

Strophe: 3  
Paragraph: [1]     
და ესრეთ ყოველი სახლი დავითისი ხელ-აღტყველ\ვილებრ განიშვებს, რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო-თესლთა აგაროვანთა და აღსდგა პირი დავრდომი/ლი ჩვენ ქრისტეანეთა! ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით! შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რო\მელმან შექმნა1 ცანი და ქვეყანა! ქრისტე აღდგა და აღმად\გინნა გონებრივისაგან2 მტერისა!


Strophe: 4  
Verse: 1        
ათინურთ ენა1,
Verse: 2        
ქველ-შესაძენა,
Verse: 3     
შესხმის მოცალედ გშვენს წამის-წამად!2


Verse: 4        
პლატონ, უმიროს
Verse: 5        
პროკლეთურთ იროს,
Verse: 6     
არისტოტელი ჰყვეს დასაწამად!

Verse: 7        
ბრძენნი და მძენნი,
Verse: 8        
ფრანგნი, ბერძენნი,
Verse: 9     
ჩრდილო-სამხრელნი ხმა-შენადგამად3

Verse: 10        
მოკრბით სეფისდა,
Verse: 11        
ქებად მეფისდა,
Verse: 12     
სოლომონის-და4 ხილვად, სალამად!



Page: (71) 


Section: II  
ბრძოლის საბაბი


Strophe: 5  
Verse: 1     
ოდეს ვისცა1 ეშმა ბრძოდეს,
Verse: 2     
მუნ იცნობის კაცი კაცად;
Verse: 3     
ოდეს ვინ სძლოს ძალსა მძლავრსა,
Verse: 4     
ჯილდო უძღვინ ქვე-ცა და ცად;
Verse: 5     
დიდთა-მდომთა საქმე-ცუდთა
Verse: 6     
ბრძენი უწოდს არ მამაცად;
Verse: 7     
მაშასადმე2 ჯერია და
Verse: 8     
სიმდაბლე გვიჩნს ხელ-სატაცად.

Strophe: 6  
Verse: 1     
მართ1 გვანდა ნდომა აფხაზთა
Verse: 2     
და ცუდნი გამორჩევანი:
Verse: 3     
ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ
Verse: 4     
და ზურაბს აღძრავს ლევანი;
Verse: 5     
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს,
Verse: 6     
შარვაშის ძენი მძლევანი,
Verse: 7     
დესპანთა ფრენით მოიხმნეს
Verse: 8     
ლაშქარნი ქვეყნის მმგვრევანნი2.

Strophe: 7  
Verse: 1        
მოკრბა1 დას-დასად
Verse: 2        
მწყობრ ბევრ-ათასად
Verse: 3     
შარვაშის-ძეთა2 ეზო-კარებსა:
Verse: 4        
ვინ იდგეს შორად
Verse: 5        
ანუ მთა-გორად,
Verse: 6     
ფეხ-მალიად ვლეს მათსა არებსა;
Verse: 7        
ჯაჭვ-თოროსანნი,
Verse: 8        
ისარ-ფრთოსანნი
Verse: 9     
სიმრავლით სცემდენ თვალთა ზარებსა;


Page: (72) 

Verse: 10        
აღთქმულნი ქრთამით
Verse: 11        
ვლიდენ-ცა ღამით, -
Verse: 12     
ვეჭვ, იმზადებდენ3 სასამარებსა!

Strophe: 8  
Verse: 1     
ყირიმელთ, ჯიქელთ, ალანელთ,
Verse: 2     
კერმუგელთ1 ამცნეს ცნობითა,
Verse: 3     
ყივჩაღთა შემოიწვევდენ,
Verse: 4     
ინდობდენ სჯულის ძმობითა,
Verse: 5     
აფხაზნი შეეფიცოდენ
Verse: 6     
ქრთამით და აგრევ ძღვნობითა:
Verse: 7     
მეგრელთა4 სისხლი სწყუროდათ,
Verse: 8     
თუცა შეესვათ გობითა.

Strophe: 9  
Verse: 1     
შემოკრბენ და აღნუმს1 სახე
Verse: 2     
დაუსახეს ხშირად ტევრად.
Verse: 3     
ცხენ-თამამნი გარდარჩივნეს2
Verse: 4     
გარდახვეწილთ მოსაწევრად.
Verse: 5     
ექვსნი გვარნი ექვს ენითა
Verse: 6     
ერთ-ხმაობდენ ბევრის ბევრად.
Verse: 7     
მინდა გკითხო, ზურაბ: "მითხარ3,
Verse: 8     
ვისი სისხლი დაიდევ რად?!"


Strophe: 10  
Paragraph: [1]     
მასმიოდა, ზურაბ, შენისა სიბრძნისა სიბერე, და ამად მიყვარდი, რომ1 შენის ძველის სახლის ზღუდესა ახლის შენობის პირი ედგა; აწ, მე უბრალო ვიყო და, - ხელი შე\გიმართებიეს უმეცრების კედლის საშენებლად2, რომემცა3 აღ\შენებული მკვიდრი გოდოლი დაგიტევებიან: აგრევ4 გვარისა სახელოვანი სიმტკიცე უწვრთელისა ჯორისა წიხნვითა შეგი\მუსრავს


Page: (73) 
   
და ცვილებრ ნაზელი ზრდილობისა წესი გზასა უვიც\სა ქვად უხმარად დაგიგდიან3.

Strophe: 11  
Paragraph: [1]     
და ამისთვის თქმულია სამართლად ესე არაკი ტაეპად:


Verse: 1     
"ოდეს გაგწირონ1 ბედმან და სვემან,
Verse: 2     
მაშინ დაგცინონ კლდემან და ტყემან";

Paragraph: [2]     
მის მსგავსად2 აღმიჩნდა თქვენი უცები მოგონება; და, თუ ვითცა ტყენი და კლდენი გეცინიან, ამა ამბავმან ბოლოდ ცნო\ბიერად გარწმუნოს!



Section: III  
სესხი და ვალი


Strophe: 12  
Verse: 1     
შილინგით მიმოხლტომელნი1
Verse: 2     
მოვლიდეს მეგრეთს მრებელნი,
Verse: 3     
ზარბაზანთ წარმომძღვანელნი,
Verse: 4     
იმედის მამაგრებელნი.
Verse: 5     
დადიანთ ძენი ლხინად სხდენ
Verse: 6     
ამისნი უაზრებელნი;
Verse: 7     
ხმა "გვიშველეთო" მოესმათ;
Verse: 8     
კაცნი იახლნეს მცნებელნი.

Strophe: 13  
Verse: 1     
ქუთაისს მორჭმით მჯდომელსა,
Verse: 2     
ომისა მომანდომელსა,
Verse: 3     
მეფესა ჰკადრეს: "მეგრელი
Verse: 4     
მოჰფრინავს, ჰგავს ნაკრთომელსა."
Verse: 5     
მოვიდა, წიგნი მოართვა,
Verse: 6     
ფიცი აქვს სწორეთ1 რომელსა.


Page: (74) 

Verse: 7     
გაღიმდა: "ვალი ხრესილის4
Verse: 8     
აწ უთხოვია მშრომელსა!"

Strophe: 14  
Verse: 1     
ვითა ბავლად გამზიდველის1
Verse: 2     
შავარდნისა შეხვდა შური,
Verse: 3     
გუგას ცეცხლი მოდებული
Verse: 4     
გამოაჩნდა ვით ალმური.
Verse: 5     
მას ამბავსა თანა გაჰყვა
Verse: 6     
გული წრფელი, არ მახმური.
Verse: 7     
რიონს გავლის: გამოჩნება
Verse: 8     
სიყვარული სიძე-ძმური.

Strophe: 15  
Verse: 1     
წყალი გავლო; თანა წაჰყვნენ1,
Verse: 2     
ვინ ახლდენ2 სრისა ყმანია;
Verse: 3     
მსწრაფლ შეამოკლეს3 სიშორე
Verse: 4     
გზისა, სიგრძე4 და განია;
Verse: 5     
უძღვების მდაბლად სიმაღლე,
Verse: 6     
არ დია მისთვის მნანია.
Verse: 7     
დადიანთ მიესალამა
Verse: 8     
საიმერეთოს ხანია.


Strophe: 16  
Paragraph: [1]     
მისთვის თქმულია, მსმენელო: "ამო საჭვრეტელია ერთ-მტკიცე1 პირიო":


Verse: 1        
"ერთ-პირობისა გზათა მრებელი
Verse: 2        
არს სახალისო სასტუმრებელი.


Page: (75) 

Verse: 3        
სადაა საქმე2 შეუძლებელი,
Verse: 4        
იგი მუნ არის გამმარჯვებელი!"3



Section: IV  
თათბირი და აფხაზთა მოციქული


Strophe: 17  
Paragraph: [1]     
აწ ესეცა გიანბო, თუ ვითა შეჰგვანდა სიყვარული ამიერთა სპათა, საქმეცა უდიდესი სიმდაბლითა მოიპოვეს, რო\მელიცა აწ ითქმის ლექსად.


Verse: 1     
არა ცუდად მოუბარნი
Verse: 2     
ვაზირობდეს1 ამა პირით:
Verse: 3     
იტყვის კაცი დადიანი,
Verse: 4     
ვრცელ-გონება, სიტყვა-ზმირით:
Verse: 5     
ნუ მიხმობთო ფრიდონისებრ
Verse: 6     
სისწრაფითა პურად-ძვირით!
Verse: 7     
მივეგებნეთ მომავალთა,
Verse: 8     
მივხვდეთ მომხდომთ3 ღონით-მირით!"

Strophe: 18  
Verse: 1     
აზრი ყოველი მეფისა
Verse: 2     
შებმა იყო და სუროდა;
Verse: 3     
თქვა:1 "მისთვის მოველ, ჩემთა სპათ
Verse: 4     
სისხლი ვასვა, ვით სწყუროდა!"
Verse: 5     
ჯილავ-დამართვით მიმართეს,
Verse: 6     
ცხენი არ ვისი ბმუროდა.
Verse: 7     
ზუბდითს2 გამოცდის3 საქმენი,
Verse: 8     
ვინ ცუდად შეიჭუროდა.

Strophe: 19  
Verse: 1     
მისცეს სული ღმერთსა, აგრევ
Verse: 2     
ღონე ყოვლი მიაბარნეს;


Page: (76) 

Verse: 3     
სპანი მცირე წაიტანეს,
Verse: 4     
მაგრა1 მათთვის ბევრად2 კმარნეს:
Verse: 5     
ერთნი ათთა, ათნი ასთა,
Verse: 6     
ასნი ათასთ შეეყარნეს.
Verse: 7     
აწ ნახენით3, სიმცირესა
Verse: 8     
სიმრავლე სით გაეპარნეს!

Strophe: 20  
Verse: 1     
გაღმართ ენგურად სპა-უამარნილ
Verse: 2     
სამ დასად მოდგეს, ბერვიდენ ბუკებს.
Verse: 3     
იტყვის ქელეშ-ბეგ: "გავვლი2 და დავლი!
Verse: 4     
ბრალი და ხმალი ჩემს ზურგს და სუკებს!
Verse: 5     
ტყვე და ალაფი ვითღა მეკრძალვის?
Verse: 6     
ცხენს მრავლად ვშოებ3 გავა-ნატრუკებს!"
Verse: 7     
გამოვლეს წყალი, მინდორს დარაზმდენ...
Verse: 8     
აწ თუ არვისგან არ შეიფხუკებს!

Strophe: 21  
Verse: 1     
სამთა რაზმთა სამნი ძმანი
Verse: 2     
უძღვინ: ზურაბ, ქელეშ, ლევან;
Verse: 3     
მოყმედ კარგი1 ძმა მეოთხე,
Verse: 4     
გარს ურბენდის ბექირ-მხნევან. -
Verse: 5     
აქათ წარდგა2 სპასალარი
Verse: 6     
წერეთელი გულ-სრულევან,
Verse: 7     
გიორგიცა, ძველი გმირი,
Verse: 8     
წულუკიძე მედგრულევან.

Strophe: 22  
Verse: 1     
იქით1 და აქეთ შეიქნა2
Verse: 2     
შეგვიანება ხანისა.
Verse: 3     
შეექნათ3 რჩევა აფხაზთა:
Verse: 4     
დავიწყდა ნახვა ხანისა4.


Page: (77) 

Verse: 5     
ჰსთქვეს5: "ნუ თუ მეფე აქ იყოს?"
Verse: 6     
რიდი აქვსთ თავთა-ფხანისა!
Verse: 7     
უჩარდი ამოციქულეს
Verse: 8     
მართლისა მისატანისა6.



Section: V  
მოციქულის ბედი და მეფის რისხვა


Strophe: 23  
Paragraph: [1]     
აწ მისი უკუღმართი ბედი უჩარდიას1 ეახლების და ფათერაკისა კარავსა დაუდგამს - მოწვევად სულისა კარვით გან\მპარველისა ხელმწიფისასა. ინებეთ2 და ჰკითხეთ მას მელსა განწირულსა: "შეყრილთა ლომთა თანა სიმწარისა ჟამსა რად მიხვალ, არა თუ რეგვენო და შლეგო?!"3 მე რა4 მგამა5, მიხვალ და ნახავ და ინანებ-ცა!


Strophe: 24  
Verse: 1     
"ვაჲ-ვარირა"-ს1 მომღერალთა
Verse: 2     
აფხაზთ შექნეს ცეკვა-ბასტი.
Verse: 3     
იწინამძღვრეს მოციქული,
Verse: 4     
წინ წარმოდგა სამი დასტი;
Verse: 5     
ზურგად ქვევითს მოიქცევდენ:
Verse: 6     
სიმაგრედ2 ჰსჩანს3 ვითა ლასტი
Verse: 7     
რა ზარბაზანთ შექნეს ხველა,
Verse: 8     
უჩარდიას მოხვდა ხრასტი.


Paragraph: [1]     
ჰაი, ჰაი! საწყალობელსა უჩარდიას მის შუა მკვდრისა კოზაკისა ხელი დაემართა.


Strophe: 25  
Verse: 1     
მეფე-მშვიდი ამას ზედან
Verse: 2     
გულისობს და არა ლაღობს;


Page: (78) 

Verse: 3     
გულსა მჯიღთა ნელ იკრვიდა;
Verse: 4     
ყოვლთა გულიც მასთან დაღობს.
Verse: 5     
"ღვთის-მშობელო!", - მთქმელობს; თვალით
Verse: 6     
ცრემლსა2 რუებრ3 წარმონაღობს4 ;
Verse: 7     
ვეფხ -ფრთოვანად გარდისახობს
Verse: 8     
გმირთა გმირი, საღთა-საღობს6.

Strophe: 26  
Verse: 1     
ვით ორბი მაღლით მხედვარე,
Verse: 2     
ხედვას მისცემდა ბაიას;
Verse: 3     
ვით სონღულს, დრო ხვდა შეფრინვად
Verse: 4     
წეროთა დამზარ ბაიას.
Verse: 5     
წერეთელს ღვინოს მოსთხოვდა:
Verse: 6     
"მანდიკს გაქვს, თუ აგბგაიას?"2
Verse: 7     
მოართვამს მცირეს მათარით:
Verse: 8     
"არ ვართ ქალაქ-დაბაიას3".

Strophe: 27  
Verse: 1     
რა შესვა და საჭურველი
Verse: 2     
მარჯვედ ყოვლი მოიხილა,
Verse: 3     
ბრძანა: "სიკვდილს ვინ გადურჩა?1
Verse: 4     
ჩვენთვის იშვა და შობილა?
Verse: 5     
რით ვინ რიდა მომავალსა?
Verse: 6     
არ იქმნების, არცა ქმნილა!2
Verse: 7     
გვალეთ, შვილნო! ვისცა გინდესთ,
Verse: 8     
აჰა ჟამი მოწევნილა!"


Page: (79) 


Section: VI  
ომი ფიცხილი და მეფის გამარჯვება


Strophe: 28  
Verse: 1        
აწ ნახეთ ომი
Verse: 2        
მჭვრეტელთ სანდომი:
Verse: 3     
მიდგენ მარცხნითთა1 მარცხად მცირენი;
Verse: 4        
კეისართ ტოლი,
Verse: 5        
შავ ჩოხით მძღოლი,
Verse: 6     
თეთრსა ზედან ზის თავ-გამწირენი;
Verse: 7        
გაჰყვა2 ვინ გულით,
Verse: 8        
მისთანა ბმულით,
Verse: 9     
ჭირსა ჭირობდეს3 არ ცუდ-მღირენი;
Verse: 10        
გნოლთ ჯოგთა ქორნი
Verse: 11        
ფრთე-შენასწორნი
Verse: 12     
როს ნახეს, გაფრთხენ ანატირენი.

Strophe: 29  
Verse: 1     
მეფემ ვინმე წითლოსანი
Verse: 2     
ერთი ნახა მათში ის როს,
Verse: 3     
მყის მიმართა, მიიკმაკნა:
Verse: 4     
"კარგი კარგმან უნდა სისროს!"
Verse: 5     
მშვილდი ფიცხლად მოემარჯვა,
Verse: 6     
მაგრამ ხრმალი ვინ იკისროს?
Verse: 7     
ოდეს ისარს ხრმალი1 ბასრი
Verse: 8     
შეხვდეს, ვეღარ ღონით ისროს!

Strophe: 30  
Verse: 1     
თუმცა-ღა1 ხოცდის უწყალოდ,
Verse: 2     
არ ჰქონდა შიში, რიდია,
Verse: 3     
ჰგავს, ევლო ბნელეთს საომრად,
Verse: 4     
მით გული ედგა დიდია, -


Page: (80) 

Verse: 5     
შიგან ღრუბელსა მზე ნახა,
Verse: 6     
ანაზდად თვალ-საბინდია,
Verse: 7     
გაკრთა და გადაიკარგა
Verse: 8     
ცხენ-მალი იგი ფლიდია.

Strophe: 31  
Verse: 1     
რა იგი გაქრა, სხვათ1 შეხვდა
Verse: 2     
მის ცეცხლს ჩავარდნა მდაგერა[ს].
Verse: 3     
მისრავს და მისრავს, სად ნახის,
Verse: 4     
მტერი ჰყვა ვერას მაგე რა[ს]!
Verse: 5     
სით გაგვეპარე, ქელეშ-ბეგ?
Verse: 6     
რას ელდით გარდგვეკარგე, რა[ს]?
Verse: 7     
თუ სადმე ნახო ზურაბი,
Verse: 8     
უთხარ: "მეფეა აგერა[ს]!"


Strophe: 32  
Paragraph: [1]     
ჰოჲ, უბადონო! ოთხნო ძმანო, ვარგნო1 ყმანო! თუცა მასვე2 ღარიბსა3 უჩარდიასა შემობრუნება არ დააცა\დეთ, - აჰა იგი მეფე, და განიხილეთ მისი სახე, ვისცა გინ\დესთ! კარგთა მოყმეთა და ფალავანთა წესია: ვისცა ვინ ინე\ბებს, ანუ მოყვარულად და ანუცა მტრულად4 შეეყრებიან; მაგრამ, ვითარ5 გსუროდათ მისსა პირსა თვალ-შედგმა, აწ მე გიამბობთ6.


Strophe: 33  
Verse: 1     
რა ნახეს მეფე მიჭრილი,
Verse: 2     
გულსა შეაქნეს ბაბანი,
Verse: 3     
დაყარნეს ყოვლნი სახმარნი,
Verse: 4     
გზა ძიეს გასასწრაფანი.
Verse: 5     
ლეკურსა დრო ხვდა, მიჰკაფდა,
Verse: 6     
ვით ნახა ზურგი ჯაბანი.


Page: (81) 

Verse: 7     
ჰაერსა შიგან ფრინვიდა
Verse: 8     
ხრმალი1 სისხლითა ნაბანი.



Section: VII  
მნათობთა შური


Strophe: 34  
Verse: 1     
მზეს შეშურდა, მთვარეს იხმობს;
Verse: 2     
მოდგენ იგიც განაკიდე!
Verse: 3     
ვარსკვლავთ რაზმნი კიჟინს ჰსცემდენ.
Verse: 4     
სხვაცა გითხრა განა კიდე:
Verse: 5     
მარიხს ხმალი სამესისხლო
Verse: 6     
მოეწვადა გან-ნაკიდე1;
Verse: 7     
ცისა მშვილდსა გარდაეცვა
Verse: 8     
კილო ისრის განაკიდე.


Strophe: 35  
Paragraph: [1]     
აწ ესეცა გითხრა საკვირველი შური ვარსკვლავთა\გან მეფისა და თუ მასთან შემწედ ვინანი მოვიდოდეს, ოდეს მარტოდ მბრძოლი სიმაღლე მოიხილეს მათ ათ-ორთა ციურ\თა, სვეტთა ცისათა.


Strophe: 36  
Verse: 1     
ათ-ორ რიცხვნი ცისა ზოდნი,
Verse: 2     
ერთ-ერთის მომაწოდნი,
Verse: 3     
მოქრინ მრბოდნი1, არა-მგოდნი,
Verse: 4     
ზარ-დამტეხნი, უწყლად2 მკოდნი,
Verse: 5     
ზოგნი ისართ მარჯვე მცოდნი,
Verse: 6     
ზოგთა ეპყრათ ხელთა3 ლოდნი,
Verse: 7     
მათნი4 მსვრელნი, ვით ეროდნი,
Verse: 8     
წარმწყმედნი საუკუნოდნი:


Page: (82) 

Strophe: 37  
Verse: 1     
ვერძი მშვიდი, რისხვითმრქენი,
Verse: 2     
სისხლის მსმელობს, ვითარ1 ღვინის;
Verse: 3     
კურო, მედგ ად მისეული,
Verse: 4     
დამთხეველობს მათის ტვინის;
Verse: 5     
მარჩბივი რთავს ფათერაკთა,
Verse: 6     
კალოს ლეწავს მკვდართა ზვინის;
Verse: 7     
ლომი ხმითა სასტიკობს და,
Verse: 8     
ტოტს ჰკრავს ვისცა, მიაწვინის;

Strophe: 38  
Verse: 1     
კირჩხიბი ჰსწყლავს ოროლითა,
Verse: 2     
შუა მუცლად გამპობელობს;
Verse: 3     
ქალწულს1 ლმობა შეშლოდა და
Verse: 4     
ქვას ჰკრავს, სისხლით დამლტოლველობს2,
Verse: 5     
ღრიანკალი გესლთა სწვიმდა,
Verse: 6     
კუდის წერტით დამსწრობელობს;
Verse: 7     
თევზი წყლისა მონაქონთა
Verse: 8     
ბოლო-რტყმითა მაშთობელობს;

Strophe: 39  
Verse: 1     
საქანელმა ღრუბელთ ჯარი1
Verse: 2     
სისხლის წვიმად2 გარდუქცივნა;
Verse: 3     
თხის-რქას ვაქებ; გრძლად იბრძოდა;
Verse: 4     
მიკვირს, თავი არ ეტკინა;
Verse: 5     
მშვილდოსანმან ჯილდო ირგო:
Verse: 6     
ტყვე ხუთასნი გარდირჩივნა;
Verse: 7     
სასწორი ჰსწონს ნაალაფევს,
Verse: 8     
სარგებლამდის მიაწივნა.


Page: (83) 


Section: VIII  
ორნი ძმანი დადიანნი


Strophe: 40  
Paragraph: [1]     
მათ ვარსკვლავთა1 ფიცხელისა სახითა ქცევისა2 გულ\სა შური შემადგების მის დღისათვის, ვითა, მათებრივ რეცა უსხეულოდ მფრინვალედ მორბედი, კაცია დადიანი მიმო\ქროლვითა თვალსა მიმტაცებს გონებისასა; და აწ მისი გითხრა:


Strophe: 41  
Verse: 1     
ეთერისა ცეცხლის მგვანი1,
Verse: 2     
ქების ღირსი დადიანი,
Verse: 3     
სახელ კაცი, საქმე-ბრძენი,
Verse: 4     
ხმალ-ძლიერად ვადიანი,
Verse: 5     
ვით მზე, ლომსა ლურჯსა მჯდომი,
Verse: 6     
გმირ-ტან-გამომცხადიანი,
Verse: 7     
გვართ მაგვარედ განასარჯი2,
Verse: 8     
ქებად დაუზადიანი, -

Strophe: 42  
Verse: 1     
ხმა ლომის გვარად მიმზახი1,
Verse: 2     
მისჩეხდის, იტყვის ამასო:
Verse: 3     
"ათი ათასნი2 დავფრეწო3, -
Verse: 4     
ვით-ღა შემიცდი, სამასო?"
Verse: 5     
ზურაბის შეყრა სუროდა:
Verse: 6     
"ენის ისარი დამასო!
Verse: 7     
თუ ვნახე, სისხლით დავსთვრეო4,
Verse: 8     
ხორცთა შევაქნევ3 ჭამასო!"

Strophe: 43  
Verse: 1     
ორნი ძმანი ოთხთა ძმათა
Verse: 2     
შერვაშიძეთ1 საპირდაპნი,


Page: (84) 

Verse: 3     
გაქცეულთა განართხმიდეს,
Verse: 4     
ვით ქორის ქვეშ მცირე ლაპნი;
Verse: 5     
გიორგისგან2 განახლეჩთა
Verse: 6     
კაცთა იდგა სისხლის ტლაპნი3;
Verse: 7     
მისძახდიან: "თქვენცა იცით,
Verse: 8     
ასე გვრწვთნიდეს4 მამა-პაპნი!"

Strophe: 44  
Verse: 1     
შური შემჭამს გიორგისი,
Verse: 2     
ძმისა დადიანის ძისი:
Verse: 3     
თუცა, - ვჰკადრებ, - ტანად მქისი,
Verse: 4     
საქმით, ღმერთო, შესატყვისი,
Verse: 5     
მარად1 მსწრაფი2 მკვრელი ხმლისი3,
Verse: 6     
გამკვეთიცა ალმასისი,
Verse: 7     
სახით ამო, საწადისი
Verse: 8     
და სახელით მხედრობს ისი!4



Section: IX  
სარდალი წერეთელი


Strophe: 45  
Verse: 1     
აწ შენი მსურს ქების კონვა,
Verse: 2     
ვინ სარდლობდი, წერეთელო!
Verse: 3     
მაშინ ჰგავდი1 მეხთა ტეხას,
Verse: 4     
ჯგუფთა, რაზმთა განმბნეველო2, -
Verse: 5     
ელვის სახედ მტეთთა თვალის
Verse: 6     
დამჭუხებო, შემზარველო,
Verse: 7     
გმირის ხმითა დამქუხებო,
Verse: 8     
თხემთა ტვინის დამთხეველო!


Page: (85) 


Strophe: 46  
Paragraph: [1]     
შეჰგვანდა1 მაშინ შენისა ლომთა-ლომისა მამისა მსგავსება, ოდეს მეფისაგან მარტოდ ჭირსა შიგან შესვლა მო\იხილე, და, ვითარცა2 ჩვეულებისა-გვარი გაწვევდა უხილავი ცეცხლი, ეგრეცა მოგეხვია ერთგულსა გულსა ზედან. ამად, თურმე3 თქვეს4 : "კარგისა პატრონისა წინაშე ამოა5 ყმისა სიკვდილიო!" შენ თუცა არ გვითხრა ჭირი შენი, ჩვენ, ეგრეთ\ცა6 ლხინად შემცვლელთა, გიამბოთ7 ვალი თქვენისა გარ\ჯილობისა, მოკლედ მრავლისა წარმწერელთა:


Strophe: 47  
Verse: 1     
შაბაშ, შაბაშ შენდა! ვაშა!
Verse: 2     
თუმცა გამკე ვერა დია.
Verse: 3     
შენი გვესმა მცირე ცეცხლი
Verse: 4     
დიდთა ხეთა მწველადია;
Verse: 5     
ისპად1 მსროლო2 თოფისაო3,
Verse: 6     
ლეკურის4 ხარ ბელადია:
Verse: 7     
ბრძენთა ენამ როდეს გაქოს
Verse: 8     
ყოვლთთვის შესაფერადია?!



Section: X  
გიორგი წულუკიძე


Strophe: 48  
Paragraph: [1]     
მუნამდე პირი კალამთა თემთა ზედა მუშაკობდეს, ვირე-მცა მართლისა შეცვლად უტყუებდეს!1 და მუნადმდე ცოცხალ ვიყო, ვირე-მცა არ-ღა ვაქებდე გიორგის, მრავალ\გზის პატრონისათვის მკვდარსა, წულუკიძეს!


Strophe: 49  
Verse: 1     
შეფრინდა მნდომი1,
Verse: 2     
ვის სურის ომი,


Page: (86) 

Verse: 3     
დიდ გვართა ტომი
Verse: 4     
გიორგი ლომი;
Verse: 5        
ნახა რა ზომი,
Verse: 6        
დასდვა საზომი,
Verse: 7        
ცეცხლ-ანაგზომი
Verse: 8        
მისდევს, გამწყრომი;
Verse: 9     
ხმობდა მიმხდომი,
Verse: 10     
ხოცდა მიმწდომი,
Verse: 11     
სრევდა მიმხლტომი4,
Verse: 12     
სძლევდა მიმჭრომი.
Verse: 13        
ვერ დასახსომი
Verse: 14        
ძალი5 აქვს მდგომი,
Verse: 15        
ტანი გმირ-გნომი,
Verse: 16        
ღვთივ-დანაშთომი!

Strophe: 50  
Verse: 1     
ანუ იყო მას დღეს მგვანი
Verse: 2     
სამფსონისა1, მკვრელი ყბითა2,
Verse: 3     
ანუ ღეკტორ მარტო-მბრძოლი
Verse: 4     
მირმიადონთ შეფრობითა;
Verse: 5     
ვით მას ვინმე ახილევმან
Verse: 6     
ფინდიხი3 ჰკრა4 უგვრობითა5,
Verse: 7     
ვსთქვი6 თუ: "მას ჰგავს", ეგრევ სვრიდა7
Verse: 8     
და ჰფარვიდა8 გულს სწრობითა9.



Section: XI  
ელიზბარ ერისთავი


Strophe: 51  
Paragraph: [1]     
აწ მე რაცა ვსთქვა1, მისსა სისხლსა კარგათ2 ასმია და მისი3, ისრისაებრ მართალი, მოწამეცა იგია; მაგრამ აქა-სადამე


Page: (87) 

   
ჯერია, დიდთათვისცა ენა მცირედ ვაუბნოთ, ვითა თქმულიცაა ბრძენთაგან არაკად მრჩობლედი:


Strophe: 52  
Verse: 1     
"ნუ გცონის, ღონევ1, აუბენ2 ენა!
Verse: 2     
კარგთა ამბავთა არ შვენის ქშენა:
Verse: 3     
თუ არ უცილოდ, რაცა გაქვს ლხენა,
Verse: 4     
მიგეღოს, იწყოს უკვალოდ რბენა!"3


Strophe: 52  
Paragraph: [1]     
ჩემსა თვალსა და სასმენელსა რაც მოახსენებს, მას უმეცარი პირი ჩემი ქებად არა ჰრიდებს, რომემცა ქედსა ხმა\ლი ბასრი მადგეს.
Paragraph: [2]     
აჰა, მსმენელნო1, ცოტას მოყმესა ელიზბარს2 მოხედეთ3, თუ ვითა თავი ერთგულად დაუცს, ერისთავსა4 და სიძესა მის\სა5, ხელმწიფისა წინაშე!


Strophe: 53  
Verse: 1     
გვართა სახის გადმომხატი
Verse: 2     
შალვაობს და ელიზბარობს1:
Verse: 3     
სჯულისთვის და მეფისათვის
Verse: 4     
სისხლთა დენას ვერ იკმარობს,
Verse: 5     
შუა რაზმთა2 შევლის ფრეწად,
Verse: 6     
წინა მდგომთა დამამწარობს,
Verse: 7     
მათ თხათაებრ ლომი ხოცს და
Verse: 8     
მისსავ თათსა დაიგვარობს.

Strophe: 54  
Verse: 1     
სიყრმით ჩვეული
Verse: 2     
ომს, არ ძლეული,
Verse: 3     
გულ-მედგრეული,
Verse: 4     
დიდ-გვარეული;
Verse: 5        
სარო რხეული,
Verse: 6        
კეთილ-ზნეული,


Page: (88) 

Verse: 7        
თვალ-სათნეული1,
Verse: 8        
საოცეული2;
Verse: 9     
თვალ-სისხლ-რეული,
Verse: 10     
მტერთ სამტრეული,
Verse: 11     
ხმალ-კვრით რჩეული,
Verse: 12     
ანაზდეული;
Verse: 13        
არ-გაქცეული,
Verse: 14        
სისხლ-დაქცეული,
Verse: 15        
მარჯვედ მხრეული3,
Verse: 16        
უურვეული!

Strophe: 56  
Verse: 1        
ავაზობდის,
Verse: 2        
გავაზობდის
Verse: 3     
დაჰქროლვიდის და ჰსთრთოლვიდის;
Verse: 4        
ნავარდობდის,
Verse: 5        
შავარდნობდის,
Verse: 6     
მიწას დასცის, დაჰქოლვიდის;
Verse: 7        
ანაზრობდის
Verse: 8        
ანაზდობდის,
Verse: 9     
განჰკაფდის და განსროლვიდის;
Verse: 10        
მილაღობდის,
Verse: 11        
თამაშობდის,
Verse: 12     
განაბნევდის, განმსტროლვიდის1.


Strophe: 57  
Paragraph: [1]     
მისსა მცირესა სიყმესა სხვათა-მცა1 მეტი რა ექნა, რომელ მათსა სისხლისა ტბასა მისიცა სისხლი მდინარედ შე\სდინდებოდა, და, ვითარ მთით ნადენსა ტკბილსა წყაროსა, ომსა შიგან მორბედი ცხენითა, თვისსავე სისხლსა შეხვრეტ\დის, მის დღისათვის ღვთისა მმადლობელი2.


Page: (89) 



Section: XII  
რომან ჩიჩოა


Strophe: 58  
Paragraph: [1]     
მართლ1 რომან4, შენი სახელი შენსავე ჭაბუკობასა შვენოდა და სამართლად თემთა ზედა გაისმა3, ჩიჩოა გვარ-დიდო!4 მსურინ5 შენთვისცა მცირედი ქება, ვითა6 სხვანი მოწამენი ბრძანებენ!


Strophe: 59  
Verse: 1     
მას დღეს მსგავსი ავთანდილის,
Verse: 2     
შეჭურვილი ჯაჭვით, ზუჩით,
Verse: 3     
კისკასი და მკლავ-უებრო
Verse: 4     
მისდევს ხმლისა ხლაჩი-ხლუჩით;
Verse: 5     
ზოგნი ჩივან აფხაზები;
Verse: 6     
"სით გავექცეთ? ვერ გადურჩით!"1
Verse: 7     
ზოგთა2 წყლიდგან წამოითრევს,
Verse: 8     
ვით მეთევზე თევზს ლაყუჩით.

Strophe: 60  
Verse: 1     
გაეხმოდის1,
Verse: 2     
გაეხლმოდის2;
Verse: 3        
დაისმოდის,
Verse: 4        
დაისროდის3,
Verse: 5     
მიდ-მოხლტოდის,
Verse: 6     
მიმოსროლდის,
Verse: 7        
დაიქმოდის,
Verse: 8        
დაითქმოდის;


Page: (90) 

Verse: 9     
შეაყენნის4,
Verse: 10     
შეაქშენნის5;
Verse: 11        
დაითროდის6,
Verse: 12        
დაითმოდის;
Verse: 13     
კვლავ არევდის,
Verse: 14     
კვლავ არბევდის7;
Verse: 15        
მაიყმოდის8,
Verse: 16        
მაიხლმოდის!


Page: (91) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.