TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 9
Previous part

Chapter: 8  
Manuscript page: B_177   სახელზმნისათვის


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: დია კეთილ. მიბძანეთ მე, თუ რაი არს სახელზმნა?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: სახელზმნა არს განრჩევა წოდებით მნიშვნელი ქმნისა ანუ ვნებისა და მდგომარე საშვალ ზმნისა და სახელისა.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: ვიაიდგან არს სახელისაცა და ზმნისაცა სახელზმნა ესე, მაშა მდევართა სახელისათა, ანუ ზმნისათა რაოდენთა შეიწყნარებს?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: შეიწყნარებს მდევართა სახელისათა ყოველთავე, გარდა ნათესავისა, ხოლო ზმნისათა _ ნათესავისა და ნაკვეთისა.

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოსმან: რომელნი არიან სახელზმნანი?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: სახელზმნანი არიან ესევითარნი ლექსნი, მაგალ(ითად): ჭამა, სმა, ქცევა, მოძღვრება, სუფევა, ქება და სხვანი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: ვინადგან სახელზმნაი შეიწყნარებს ნათესავსა ზმნისასა, ვითარ ითქმის მაშინ სახელზმნა შემოქმედებითად, ვნებითად და უმეშაობითად ნათესავისამებრ?

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: შემოქმედებითად ესრეთ, მაგალ(ითად): შეწირვა, მღვდელმოქმედება, წერა, კვეთა და სხვანი. ხოლო ვნებითად: ნათლისღება, მწერლობა ანუ წერვა, მირონცხება და სხვანი. ხოლო უმეშაობითად ესეგვარ: სუფევა, სლვა, ჯდომა, დგომა და სხვანი.

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: სახელზმნაი ვითარ მიიღებს ნიშანთა განმავითარებელთა სქესთამებრ ზმნათასა?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: ესრეთ, მაგალ(ითად): აღწერა, წარსვლა, მიდმოგონება და სხვ. განუსაზღვრებელისა ანუ უჩინოისა სქესისა.
Page of ed.: 190 
Speaker: N  
Sentence: 11     
ნიკოლაოსმან: ვითარ სხვაობს განუსაზღვრელი ანუ უჩინო ზმნაი სხვათა ზმნათაგან და ანუ ვითარ გვაჩვენებს იგი ქმნასა და ვნებასა თვისსა და რაისათვის წოდებულ არს განუსაზღვრებელად ანუ უჩინოდ?
Sentence: 12     Manuscript page: B_178r  
იოანემ: განუსაზღვრებელად ანუ უჩინოდ ამისთვის წოდებულ ჰყოფენ, ვინაიდგან პირსა რომელსამე ვნებისა ანუ მოქმედებისასა ქვემდებარედ ვერ განუსაზღვრებელ ჰყოფს, მაშასადამე, განუსაზღვრებელ არს; ხოლო წარმოებს ესე სახელზმნისაგან, რომელიცა ესე განიცვალების უკვე აწმყოდ და მყოობადად, და გვიჩვენებს ესე აწმყოსა შინა დროსა ქმნისა ნიშნითა ამით, რომელ არს _ ად, ესე იგი: შეყვარებად, შეკრვად, აღხოცად და სხვანი; ხოლო ვნებისა აწმყოსავე დროსა შინა გვიჩვენებს დამტკიცებითა უხმოისა ამის ამოისათა . მაგალ(ითად): აღხოცვად, შეკრვად* Manuscript page: A_71r   და სხუ̂ანი. ხოლო უმეშაობითნი იცნობებიან ესგუ̂არ, მაგალ(ითად): ხარებად, სუფევად, მიმოსვლად და სხუ̂ანი. და მყოობადსა შინა ნიადაგ ვნებითად წარმოდგების ნიშნითა ამით: დი, რომელ არს მაგალ(ითად): წერადი, კერვადი, შეძინებადი და სხუანი. გარნა სხუ̂აიცა უკუ̂ჱ არს ნიშანი უჩინოჲსა აწმყოსა დროსა შინა, რომელ არს: ის. მაგალ(ითად): "უკეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ილია, რომელი მოვალს" (მათტთე. ია, იდ.).


Sentence: 12n.1     
აქედან კვლავ იწყება ხელნაწერი.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.