TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 11
Previous part

Chapter: 10  
თანდებულისათჳს, 5-სა სიტყვისა ნაწილისა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაჲ არს თანდებული?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: არს ვიდრემდე ნაწილი სიტყჳსა, რომელიცა ნიშნავს გარემოთა არსებათასა, და რომელიცა მოეკიდების სახელსა ბრუნვითა და ჰყოფს ცუ̂ალებულ მდგომარეობასა მისისა ვედრებისასა, მაგალ(ითად): ცათა შინა ქუ̂ჱყანასა ზედა არს დიდება მისი.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: რომლითა ეზიარების თანდებული სხუ̂ათა უკუ̂ჱ სიტყჳს ნაწილთა და რომლითა განეყოფჳს?
Page of ed.: 194 
Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ოდეს ვიტყვით სიტყჳს ნაწილად, ამითი უკუ̂ჱ ეზიარების სხუ̂ათა სიტყჳს ნაწილთა. ხოლოდ განეყოფის ამით სხუ̂ათა მათ ყოველთა, რამეთუ ესე არსებისა გარემოთა დანიშნულ არს, ხოლო სხუანი რომელნიმე თჳთ თავადისა არსებისა და რომელნიმე ქმნათა და ვნებითა და სულის კვეთებათა ანუ ვნებათა და სხუანი, სხუათა და სხუ̂ათა გუ̂ართა მნიშვნელ არიან.

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოსმან: თანდებულნი კანონიერთა წერათა შინა ვითარ იხმარებიან?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: რომელნიმე წინა დაედებიან სახელთა და რომელნიმე უკან. ხოლო თანდებულნი, რომელნიცა წინად მოვლენან და უკან ანუ ბოლოს დაედებიან სახელთა, მოიკიდებენ სახელთა მათ ანუ ნათესაობითად, ანუ მიცემითად, ანუ დაწყებითად ბრუნვილთა. მაგლ.: უწინარეს დიდისა მის დღესასწაულისა, წინაშე საყდრისა ღვთისა, გარეგან ჯოჯოხეთისა და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: რომელნი არიან თანდებულნი იგი, რომელიცა წინა დაიდებიან და რომელნიცა უკან?

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: არიან შემდგომნი ესე:







Sentence: 9     Manuscript page: A_73r   უწინარეს.   უკან.   წინაშე.
   ქუ̂ჱმო.   წინა.   ქუ̂ჱშე.
   გარემო.   შინაგან.   მგრგულივ.
   შორის.   ამიერ.   შემდგომად.
   იმიერ.   კერძოდ.   პირისპირ.
   ახლოს.   გარეგან,   ვიდრე და სხუ̂ანი.



Sentence: 10     
თანდებულნი, რომელნიც უკან დაესხმიან სახელთა, არიან ესენი: არამედ: დამი, დმი, მდე, და, თანა, თჳს, ზედა. ხოლო ესე ორნი: თჳს და ზედა _ თავადაც მოვლენ და ბოლოდცა.
Sentence: 11     
ხოლო მარცუალნი ესე ზემოჴსენებულნი, თუმცა არიან აღრიცხულ თანდებულთა შორის, გარნა არიან მაკეთ მიცემითისა ბრუნჳსა ნაცუალსახელთასა.
Sentence: 12     
თანდებულნი, რომელნიცა უკანონოდ დაესხმიან სახელთა, მოიკიდებენ მათ ანუ მიცემითად, ანუ ნათესაობითად ბრუნვილთა. Page of ed.: 195  მაგალ(ითად): სიყუარული ღვთისა კაცთადმი; ქუ̂ჱლისმოქმედება ძისა მისისა ცოდვილისადმი კაცისა.

Speaker: N  
Sentence: 13     
ნიკოლაოსმან: რაოდენად იწუ̂ალების თანდებული?

Speaker: I  
Sentence: 14     
იოანემ: სამად: რომელნიმე მაკეთ ბრუნვათა და რომელნიმე მიმღე ბრუნვისა, ხოლო რომელნიმე რეცა მამკობელ, გარნა არა მხოლოდ სახელთა ზედა, არამედ სხუ̂ათაცა ნაწილთა სიტყჳსათა დაერთჳან. მაკეთნი ბრუნვათანი არიან ესენი, მაგალ(ითად): გან, გამო, მიერ, ესე იგი: მამისაგან, შენგამო, ჩემ მიერ.
Sentence: 15     
მიმღენი ბრუნვისანი არიან ესე, მაგალ(ითად): შორის, ზედა, ქუ̂ჱშე, ნაცულად, მებრ, ახლობრე, გარემზომ, მარჯულ, ვითარცა, ეგსახედვე, რეცა, ესერა, კიდე, შორს, ფარულად, თურთ და სხუანი. მაგალითი: შორის ეკკლესიისა, ზედა საყდრისა, ქუ̂ჱშე ჰსჯულისა, სახისა ნაცულად, მებრ იოანესა, ახლორე იერუსალიმისად, განრემზომ სიმართლისა, მარჯულ ჩემსა, ვითარცა ნათელი, ეგ სახედ კაცი, რეცა მოძღუარი, ესერა ქალაქი, კიდე პეტრესგან, შორის ჩემგან, ფარულად მისგან, დედითურთ და სხუანი.
Sentence: 16     Manuscript page: A_73v  
მამკობელ სახელთა ანუ სხუ̂ათა ნაწილთა სიტყვისათა, რომელნიცა დაერთვიან, არიან შემდგომნი ესე, მაგალ(ითად): ცა, ღა, მიმო, მიდმო, წარ და სხუანი, ესრეთ: პეტრეცა, უჰფროსღა, მიმოგონება, მიდმოება, მიდმოგონება, წართქმა და სხუ̂ანი. ხოლო ოდესმე ზმნის ზედანიცა დაიდებიან ესეგუარ. მაგალ(ითად): აღვარებცა, წარსრულვარღა, მიმოვხრი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 17     
ნიკოლაოსმან: რაოდენნი არიან გარემონი (ესე იგი მდევარნი) თანდებულისანი?

Speaker: I  
Sentence: 18     
იოანემ: თანდებული უკუ̂ჱ არა არს მექონ მდევართა, მით რამეთუ ვსვ იგი არს მნიშვნელ გარემოთა არსებისათა, გარნა ოდესმე მიეცემის ნაკუ̂ჱთი მარტივისა: ად, რეთ, ესე იგი: წინად, წინარე ხოლო ჰრთულისა: დმი, ესე იგი: კაცთადმდე და სხუ̂ანი. და სახე _ ესგუარად, მაგალ(ითად): პირველისა სახისა წინარე. ხოლო სხმითგარდასვლითისა _ უწინარეს და სხუ̂ანი. აგრეთვე, რომელნიმე თანდებულნი იხმარებიან ზმნისზედათაც და მახლობლობასა კავშირსა და შორისდებულსაცა. მაგალ(ითად): შორს ჰყავ ჩემგან საქმე ეგე. უწინარეს უწყოდით თქუ̂ჱნ და სხუანი.



Page of ed.: 196 
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.