TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 12
Previous part

Chapter: 11  
ზმნისზედისათჳს, 6 სიტყჳს ნაწილისა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაჲ არს ზმნისზედა?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ზმნისზედა არს ნაწილი სიტყჳსა, რომელიცა სქესსა ქმნათა და ვნებათასა ნიშნავს, და რომელიცა მოეკიდების ზმნასა და განვითარებას მოქმედებასა ანუ ვნებასა მისსა. მაგალ(ითად): უკეთუმცა აქა იყავ, არამც მომკვდარიყო ძმა იგი ჩემი. მრავალ არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ; სადა გნებავს და მოგიმზადოთ შენ პასქა იგი; რომელმან ფრიად შეიყუ̂აროს, ფრიადცა მიეტევოს; აწ სული ჩემი შენთჳს დავჰსდუ̂ა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: რომლითა არს ზიარ ზმნისზედა სხუ̂ათა მათ ნაწილთა სიტყჳსათა და რომლითა განყოფილ?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ზიარ უკუ̂ჱ მათდა არს, ვინაჲდგან ესეცა სიტყჳს ნაწილი არს, ხოლო განეყოფის ამით, რამეთუ ესე არსებისა ქმნისა და ვნებისა დამნიშვნელ არს, ხოლო სხუანი არა.
Sentence: 5     Manuscript page: A_74r  
ნიკოლაოსმან: გარემოებითნი დამნიშვნელობანი ზმნისზედისანი რაოდენნი არიან?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: ოცდა ექუს. ესე იგი: 1) ვითარებითი, 2) რაოდენობითი ანუ რიცხობითი, 3) ჟამობითი ანუ დროებითი, 4) ადგილობითი, 5) შემკრებელობითი, 6) განკიდებულებითი, 7) წართქმითი ანუ დამტკიცებითი, 8) უკუთქმითი, 9) განცხადებითი, 10) უცხადებითი, 11) კითხჳთი, 12) მჰსწრაფლობითი 13) ჴშირობითი, 14) წესებითი, 15) ჩუ̂ჱნებითი, 16) იჭუნობითი, 17) მრჩობლობითი, 18) წინააღრჩევითი, 19) დაყენებითი, 20) უთანამდებობითი, 21) ანაზდობითი, 22) მყუდროებითი, 23) მჰსგავსებითი, 24) მიშვებითი, 25) საწადი, 26) განჴმნობითი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: აღმოაჩინენ.

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: 1. ვითარებითი: ღამე წარვიდა ქალაქად, იდუმალ განუტევა, ცრემლით ევედრებოდა, მე თჳთ უწყი, კეთილად წარემართა და სხუ̂ანი. ხოლო თჳთო სიტყვით შეინიშვნიან ვითარებითნი ესრეთ: ეგრეთ, ესრეთ, სხუ̂ჱბრ, კარგათ, უმჯობესად, უკეთესად, კეთილად, ავად, ცუდად, Page of ed.: 197  უკეთესად, მსუბაქად, მოულოდებლად, გულს მოდგინედ, შუ̂ჱნიერად, თურმანობით ანუ თავაზით, სიფრთხილით, მოყუარულად, კადნიერად, კადნიერებით, გონიერად, სამართლით, ამაოდ, ნამდჳლ, ქებით, ჭეშმარიტად, სიმართლით, უშიშრად, მყუდროდ, მჴნედ, დაჰსჯით, დაუსჯელად, სწრაფად, ქურდობით, ზეპირ, ცხადად, ურთიერთ არს, მარტივად, მრჩობლად, სრულებით სხუ̂ადასხუ̂ად, მაგრად, საძაგელად, მეგობრულად, მტრულად, დასჯილად და სხუ̂ანი.
Sentence: 9     
2. რაოდენობითი ანუ რიცხობითი, მაგალ(ითად): რაოდენ დამდაბლდა, ეგოდენ ამაღლდა; რაზომ შეიყუ̂არა, ერთჯერ ჰსთქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა მე, ათასეულნი და ბევრეულნი და სხუ̂ანი. და კუალად ესეცა: რაოდენ, რაოდენ გზის, რაოდენცა, რამითობით, Manuscript page: A_74vr   ადლობით, ჟამობით, მხრობით, მინუტობითი, სეკუნდობითი, გირეობით, ლიტრობით, ჩარექობით, რაფობით, საპალნობით, კოკობით, კოდობით, ხარვლობით, ეგეოდენ, ეგეოდენ გზის, რაოდენმე, იშვიო, იშვითად, ჴშირად, მოხშირებით, უმეტესად, ყოვლად, მეორედ, მესამედ, ერთგზის, რიცხუ̂ჱულად, აწყულად, ასეულად, ათეულად, ათასეულად, მრავლად, ბევრეულად, გრძლად, მოკლედ, ვრცლად, ვიწროდ, მჭიდროდ, სქლად, თხლად, ზომიერად, უზომოდ, თანასწორედ, უსწოროდ, უხუ̂ად, მჰსთუ̂ად, კმად, საკმაოდ, საყოფად, ბღუჯობით, წონით და სხუ̂ანი.
Sentence: 10     
3. დროებითი ანუ ჟამობითი, მაგალ(ითად): ოდეს, მოხუ̂ჱდ, რა ჟამს გარდამოხედ, მაშინ განგუ̂ანათლენ, აწ შეგვიერთენ, ძოღან ბრძანეთ, შარშან აღესრულა, შუ̂აღამეს აღდგა, დილას წარვიდა, შუ̂ადღეს მოვიდა და სხუ̂ანი. ეგრეთვე ესენიცა არს დროებითნი. მაგალ(ითად): აწ, დღეს, გუშინ, გუშინსწინ, ხუ̂ალე, ზეგ, მაზეგ, საღამოს, განთიად, ოდესმე, არაოდეს, ვითარ, რამჰსწრაფლ, ძუ̂ჱლად, ახლად, დილას, იმ დღეს, ახლა, შემდგომად, მჰსწრაფლ, მყის, გჳან, მყოვარ, კნინღა, ვიდრემდის, გრძლად, ადრიდგან, უკუნისამდე, საუკუნოდ, უკუნითი, მარადღე, დაუცხრომელად, დროზედ, ჟამზე, დროთი, ჯერეთ, უდროოდ, დიდხანს, დღისი, ღამე, მწუხრ და სხუ̂ანი.
Sentence: 11     
4. ადგილობითი: სადა ეძიებდა, მუნ ჰპოვა. ზესთა ამაღლდა, ქუ̂ჱსკნელს ჰშთაჳდა, ზე ადგა, ქუ̂ჱ დაჯდა და სხუ̂ანი.
Sentence: 12     
ეგრეთვე: სადა, სადამე, მუნ, მუნვე, სხუ̂აგან, შინაგან, Page of ed.: 198  ქუ̂ჱ, ქუ̂ჱმო, საითმე, წინათ, ცალკე, პირისპირ, ზე, ზემო, ზეზე, გარეთ, გარეგან, ორგნითვე, შორს, ყოველგან, მარჯვნივ, მარცხნივ, წინათვე, საკუთრად, მიერით, გარეგან, გარეთ, არასადა, მახლობელ, ახლოს, შორით, ბოლოს, დასასრულ, მარჯუ̂ჱნით, მარცხენით, წინარე, სწორედ, ამიერ და სხუ̂ანი.
Sentence: 13     
5. შემკრებელობითი, მაგალ(ითად): ერთად ჰსდგეს, ერთბამად იხარებდეს, ზოგად იშვებდეს, მრავლად აღმოსცენდეს, ხოროდ ? 75] ჰგალობდეს, მწყობრად განვიდეს და სხუ̂ანი. ხოლო თვითეულად ესრეთ: ერთად, ერთობით, საზოგადოდ, გაურჩევლად, ურთიერთ არს, შეგროებით, მოკლედ, საზოგადოდ, გუნდად, დასად და სხუანი.
Sentence: 14     
6. განკიდებულებითი ანუ განკერძოებითი, მაგალ(ითად): პირადპირადად შეიმკო, სხუ̂ადასხუ̂აგუარ იჩინა, შორს ჰსდგა, ცალცალუე განსაზღურა, თჳთო-თჳთოდ აღრიცხნა, ერთმანერთს მოარიგა და სხუ̂ანი. და თჳთოეულად ესრეთ: განყოფით, ცალკე, ცალ-ცალკე, ოდენ, საკუთრად, თჳთოდ, თჳთო-თჳთოდ, კარითი-კარად, ქალაქითი-ქალაქად, უბან და უბან, კიდის კიდე, რაოდენმე, მარტოობით, მწირობით და სხუ̂ანი.
Sentence: 15     
7. დამტკიცებითი ანუ დაფიცებითი, მაგალ(ითად): ჱე იყავნ, ესრეთ ჰსთქუ̂ა, მართლიად მოუთხრო, ჭეშმარიტად აღმოაჩინა, ნანდვილ დაამტკიცა, ცხადად ასილოგიზმოვა, ამინ, ამინ და სხუ̂ანი. და ესრეთცა: ჰო, ჱე-ჱე, ნანდვილ, მართლა, უთუოდ, უსაცილოდ, ესე იგი არს, ჭეშმარიტად და სხუ̂ანი. და ესრეთ: დიაღ, განაღამცა, საკვირველად.
Sentence: 16     
8. უკუთქმითი ანუ დამაყენებლობითი, მაგალ(ითად): არა შეიყუარა, არა მოვიდა, ნუ იყოფინ, ნუსადა ჰსთქუას მტერმან, არარად ავნო, არვინ შეურაცჰყო, არაოდეს მიხილავს, ვერ დაგაბჭრობს და სხუ̂ანი. ესე, არა, არა რაითმე, ცხადათ, ცუდად, არცა, არაოდენ, ნუ უბრალოდ და სხუანი.
Sentence: 17     
9. განცხადებითი, მაგალ(ითად): ცხად იქმნა, ცხადად ისაჩინოა, ანჯმნად გამოჰჩნდა, საჩინოდრე ჰხრახვიდა და სხუანი. ხოლო თჳთოეულად: ცხადად, დაუფარავად, საჩინოდ, სააჯმნოდ, სახალხოდ და სხუ̂ანი.
Sentence: 18     
10. უცხადოებითი ანუ საიდუმლოებითი, მაგალ(ითად): საიდუმლოდ ამცნო, იდუმალ წარგზავნა, ფარულად იშუ̂ა, ჩუ̂ჱნებით ეზრახა, მდუმრიად ეგო, დამალვით დაშთა და სხუ̂ანი, ესსახედვე: Page of ed.: 199  თჳთოეულად, უცხადოდ, საიდუმლოდ, ფარულად, დამარხულად, მდუმრიად, დაცულად, უაჯმნოდ და სხუ̂ანი.
Sentence: 19     
11. კითხჳთი, მაგალ(ითად): რაჲთი მოვიდა? რაჲთა ჰსცნა? რაჲ არს? ვითარ რაჲთამე გუ̂არითა აღეხსნა? ნუუკუ̂ჱ განსწავლულ რს? ნუუმე ეთქუ̂ას? ანუ არა იტყოდა? მართლად უთქუ̂ამს? და სხუანი. აგრეთვე ესენიცა ესრეთ: ვითარ, ნუუკუ̂ჱ, ნუუმე, რაჲსათჳს, სად, სადით, ოდეს, ვიდრე, Manuscript page: A_74vv   ვიდრემდის, რაოდენ, რაოდენგზის, სადამდის, ... რაგუ̂არ, ვითარ და სხუ̂ანი.
Sentence: 20     
12. მჰსწრაფლობითი, მაგალ(ითად): მჰსწრაფლ წარივლტოდა, მყის განიდევნა, მალე, წარიოტა, სწრაფად აღმოიღო, იჩქითად მოიწია და სხუანი. და ესეცა თჳთეულად სათქმელი: მჰსწრაფლიად, მკვირცხლად, მალიად, ჩქარად, ფიცხად, მყის, დაუყოვნებლად, უგვიანოდ და სხუანი.
Sentence: 21     
13. ჰხშირობითი. მაგალ(ითად): ფრიად ამცნობდა, ტევრად იდგა, ჴშირად ესხა, დიდროად ჰსდიოდა, უხუ̂ად მიმადლა, ბლომად აჩუქა და სხუ̂ანი ესე: ფრიად, დიდად, ყოვლითურთ, მრავლად და სხუანი.
Sentence: 22     
14. წესებითი, გინა აღსავალობითი, მაგალ(ითად): პირველ მიმართა ღმერთსა, პირველად არარაჲ სთქუ̂ა, მეორედ ემოძღუ̂რა, უწინარეს განემზადა, წინათ აუწყო, ოხჭანს მიიწია, ღირსად მიიღო, სამართლათ დაისაჯა, დას-დასად დაადგინა, მწყობრად განაწყო, შემდგომითი შემდგომად განაცხადა და სხუანი. ეგრეთვე, მაგალ(ითად): უპირველეს, უწინარეს, შემდგომად, უზესთაესად, უკანასკნელ, უქუ̂ჱმოეს და სხუ̂ანი.
Sentence: 23     
15. ჩუ̂ჱნებითი, მაგალ(ითად): აჰა მოვალს, აჰა ეგერა გეუბნების, ესრეთ არს, ესევითარითა ხატითა და სხუანი. აჰა ეგე არს, შეხედე და სხუ̂ანი.
Sentence: 24     
16. იჭნობითი, მაგალ(ითად): ნუთუ გონებდა, სამე განვარდა, სადამე გამოიცადა, თურე იცოდა, კუალად მოკუდა, მართლა გასთენდა, ეგების იცოდეს და სხუ̂ანი. ესე, მაგალ(ითად): ნუუკუ̂ჱ, ნუთუ, ნუსადმე, ეგებით, ნუუმე და სხუანი.
Sentence: 25     
17. მრჩობლობითი, მაგალ(ითად): მრჩობლადრე მოიღო, დატყუბილი იშუ̂ა, მერმეცა აღმოიცისკრა, მერმე და მერმე აწარმოა და სხუ̂ანი. მაგალ(ითად): მრჩობლად, ტყუბად, ლუწად, შეგრეხით, მერმეღა და სხუ̂ანი. Page of ed.: 200 
Sentence: 26     
18. წინააღრჩევითი: უფროს განითქუ̂ა, უმჯობეს აღუჩნდა, უმწვერვალეს შეირაცხა, უკეთეს იპოვა, კარგა არჩია, კეთილად ჰყო Manuscript page: A_76r   და სხუ̂ანი. ეგრეთუ̂ჱ: ესგუ̂არ, ამსახედ, ასე, ამრიგად, უფრორე, ვითომც, სამჯობინარად და სხუ̂ანი.
Sentence: 27     
19. დაყენებითი, მაგალ(ითად): ნუ გშურნ, ნუღარ ჰსცოდავ, ნუვინ, ნურარათ დააბრკოლებთ, ნუსადა იგმოს, არვინა ჰსთქუ̂ას და სხუ̂ანი. ეგრეთცა ნუვინ, ნუსადა, ნუღარა, ჰსდეგინ წყნარად, უტკენლად და სხუ̂ანი.
Sentence: 28     
20. უთანამდებობითი, მაგალ(ითად): ცუდად დაშუ̂რა, ამაოდ იქცეოდა, უჯეროდ წარაგო, უმჰსგავსოდ ჰრბოდა და სხუანი. ესსახედვე თჳთეულად: რად, რასთჳს, ცუდად, ამაოდ, მეტიჩარად, უბძანებლად, უთქმელად, უჯეროდ, უგუანად და სხუანი.
Sentence: 29     
21. ანაზდობითი, მაგალ(ითად): ანაზდრე წარვიდა, იჩქითად განცოცხლდა, მყის ჰაღსდგა, მუნთქუ̂ჱსვე ამაღლდა, მსჰთუ̂ად აწვიმა, მოულოდნელად დაესხა და სხუანი. აგრეთვე ესენიცა, მაგალ(ითად): მყისად, იჩქითად, ანაზდად, მოულოდნელად, უცებად, მოუგონლად, მჰსთუ̂ად და სხუ̂ანი.
Sentence: 30     
22. მყუდროებითი, მაგალ(ითად): მყუდროდ ვიდოდა, ნელად რბოდა, ძნიად განერა, ძვილ ჰსწერდა, ძალით აღიარა და სხუ̂ანი. ეგრეთვე: ძნიად, ძჳლ, მყუდროდ, წყნარად, მდაბლად, მშვიდად და სხუ̂ანი.
Sentence: 31     
23. მსგავსებითნი: მჰსგავსად საწმისისა გარდამოჰდა ხატი მონისა, მიიღო სახე მისი ვითარცა კაცისა და სხუ̂ანი. ესე: ვითარცა, ეგრეთ, ეგრეთცა, როგორც, რაგუ̂არცა, მჰსგავსად და სხუანი.
Sentence: 32     
24. მიშვებითნი: წყნარად რონინებდა, ნელნელა ჰრბოდა, თითქმის იქცეოდა, კნინღა დაეცა და სხუანი. ესე: მცირედრე, ნელა, ნელიად, ნელნელა, თითქმის, კნინღა და სხუ̂ანი.
Sentence: 33     
25. საწადნი: ნეტართუ გიხილო შენ; უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმენდა ჩემი. ვაშა, ვაშა ვგალობდე და ვიხარებდე და სხუანი. ესე: ნეტარ, ნეტართუმცა, უკეთუ, უკეთუმცა, ვაშათუ, ვაშათუმცა და სხუანი. რაბამ, რაბამად, სატრფოდ და სხუ̂ანი.
Sentence: 34     
26. განხმნობითნი: აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღაManuscript page: A_76v  მესა, ესე არს დღე უფლისა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა. Page of ed.: 201  შაბაშ, შაბაშ შენისა მკლავისა ძლიერებასა და სხუანი. ეგრეთვე: ჰო, ეგ არის, კარგად, კარგია, შაბაშ და სხუანი. ხოლო ესენი დაღათუ არიან ოცდაექუს, გარნა ოთხისა ამას ნათესავისა ქუ̂ჱშე შემოვალნ, რომელ არიან ესენი, მაგალ(ითად): 1) ვითარებითი, 2) რაოდენობითი, 3) ოდესობითი და 4) სადაობითი.
Sentence: 35     
ზმნისზედასა აქუნ მდევარნი ორნი: ნაკუ̂ჱთი და სახე. მაგალ(ითად): პირველის სახისა: ღამე, დღე. მაგალ(ითად): სხმითგარდასვლითისა: საღამოს, დღისით. მაგალითი მარტივისა: ვსთოდ, ცალკე, მაგალითი ჰრთულისა: თჳთო-თჳთოდ, ცალ-ცალკე.
Sentence: 36     
ზმნისზედანი სახეთა შორის თჳსთა ურთიერთისა წილ დაიდებიან, გარნა მის სახისად ითქმის მაშინ, რომელსაცა გარემოებასა ცხადჰყოფს.
Sentence: 37     
სახეთა შორის ზმნისზედათასა არიან ჴმარებულ თანდებულნიცა, კავშირნი და შორისდებულნი, გარნა ოდესცა ცხადად ჰყოფენ ვითარებასა ზმნისასა, მაშინ არიან ზმნისზედად წოდებულნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.