TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 15
Previous part

Chapter: 14  
სინტაქსისათჳს ანუ აღნაქუსისა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: მითხარ, მეორე ნაწილი ღრამატიკისა, რომელ არს სიტაქსის, ანუ აღნაქუსი, თუ რაჲსა შინა სახმარ არს?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: სჳნტაქსი, ანუ აღნაქუ̂სი, არს ნაწილი ღრამმატიკისა, რომელიცა ასწავებს თანჴმობასა შეწყობასა შინა ნაწილთა სიტყჳსათა. აღნაქუ̂სი უკუ̂ჱ არს სამგუ̂არ: 1) მარტივი ანუ კანონიერი, ანუ საზოგადო, 2) ჴელოვნებითი ანუ რიტორული Page of ed.: 213  და 3) უხუსიტყოობითი ანუ შუ̂ჱნიერ სიტყობითი.
Sentence: 3     
1) მარტივი აღნაქუ̂სი არს, რომელიცა შეუდგების საზოგაManuscript page: A_82v  დოსა ჩუ̂ჱულებითსა საუბარსა.
Sentence: 4     
2) ჴელოვნებითი ანუ რიტორული აღნაქუსი არს, რომელიცა კანონთაგან თანჴმობისა სიტყჳს ნაწილთას გარდახდების და აღემატების ძალითა, ანუ დამეტებითა, ანუ შეცუ̂ალებითა კეთილ მეთქუ̂ჱობისათა.
Sentence: 5     
3) უხუ̂სიტყოობითი უკანასკნელ აღნაქუსი არს, ოდესცა გარდა მართლისა თანჴმობისა, ანუ აღნაქუსისა ლექსთასა, ჴმარებულ იქმნების რომელიმე შუ̂ჱნიერ სიტყუ̂აობითი უხუსიტყუ̂აობა.
Sentence: 6     
და ამისთჳს უპირველესი თანჴმობა არს ღრამმატიკისა, რათა სჳნტაქსსა შინა გარდმოსცეს პირველად მარტივი თანჴმობა ლექსთა ჴმარებული საზოგადოსა ჩუ̂ჱულებითსა შინა საუბარსა და მით ორთა მათ უკუ̂ჱ უკანონოთა თანჴმობათა მეტნი მოსპნეს და ნაკლულოვანნი აღავსნეს და აღრეულნი დააწყუ̂ნეს და შესამემცნებლად მოიყუანნეს ძნელნი იგი ხუ̂ანჯნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.