TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 16
Previous part

Chapter: 15  
თჳს თანჴმობისა ნაწილთა სიტყჳსათა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: ზემოხსენებულნი უკუ̂ჱ რუ̂ანი სიტყჳს ნაწილნი მოვლენან რა ერთმანერთისადმი შეწყობად სიტყჳსა, მაშინ რაოდენითა აღლამითა ანუ გუ̂არითა ღირს თანჴმობაჲ მათი ურთიერთისად?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ოთხითა უკუ̂ჱ გუ̂არითა, ესე იგი, პირველად ზმნისა საჴელისა თანა და ამით ჯერ არს ვიდრემე თანჴმობაჲ ურთიერთისა რიცხვით და პირით, მაგალ(ითად): მე ვჰსწერ, თქუ̂ჱნ აღმოიკითხავთ და იგინი ისმენენ; ანუ ესრეთ: ვისწავეთ თქუ̂ჱნგან სიბრძნეჲ. აჰა, აქა უკუ̂ჱ შეისწავების ძალითად ნაცუალსახელი ესე "ჩუ̂ჱნ".
Sentence: 3     
მეორედ შეხუდების უკუ̂ჱ სახელი სახელისა თანა ანუ სახელნი არსებითნი და ზედშესრულნი ურთიერთარს. ხოლო ყოველი პიროვანი ზმნა კანონიერი თანჴმავებს ორთა სახელთა წინარე დადებით, ხოლო მეორესა შემდგომით. Page of ed.: 214  მაგალ(ითად): მდაბალი შეიძინების მეგობართა, მართალი დაიმკვიდრებს სასუფეველსა. და ესთავე Manuscript page: A_83r   სათანადო არს თანჴმობა რიცხუ̂თა და ბრუნვათა, მაგალ(ითად): შეუდეგ კეთილისა საქმეთა, ანუ ესრეთ, მაგალ(ითად): მეფე ირაკლი გვირგვინი თჳსთა. გინდ ესრეთ: კაცი ბედნიერ იქმნების სწავლულებისაგან და სხუ̂ანი, ხოლო უწყოდე ესეცა, ოდესცა სახელი თავს დაიდების ზმნისა, ეწოდების უფალი ზმნისა, ხოლო, რომელიც ბოლოს ზმნისა დაიდების სახელი, იწოდების ძიებად ზმნისა. ამისთჳს, ვინაჲდგან პირველი იგი სახელი არს მნიშვნელი მოქმედისა, ხოლო მეორე იგი მნიშვნელი ვნებულისა.
Sentence: 4     
მესამედ შეხუ̂დებიან უკუ̂ჱ ურთიერთარს კულამოღებითნი ნაცუ̂ალსახელი და წინამსრბოლი იგი სახელი, რომელი კულა მოიღებს, და ამით ვიდრემე ჯერ არს თანჴმობაჲ მხოლოდ რიცხვითარე. მაგალ(ითად): საქმეთაგან რომელნი დაყენებულ არიან, იჯმენ. ანუ ესრეთ, მაგალ(ითად): მეფე ირაკლი, რომელიც გვირგვინი თჳსთა იყო, მას ვაქებ და სხუ̂ანი.
Sentence: 5     
მეოთხედ შეხუ̂დებიან უკუ̂ჱ ურითერთარს კითხუ̂ა-მიგებაჲ და ამით ვიდრემე ჯერ არს თანჴმობაჲ ბრუნვათა, მაგალ(ითად): რომლისაგან მოიღე სწავლაჲ ეგე? მოძღუ̂ართაგან ჩემთა ანუ მამისაგან ჩემისა.

Speaker: N  
Sentence: 6     
ნიკოლაოსმან: მარადის საჭირო არს ზმნისად ქონებაჲ სახელისა თჳსისა მოქმედებით?

Speaker: I  
Sentence: 7     
იოანემ: არა მარადის, არამედ მოქმედებით, მაგალ(ითად): პეტრე ეზრახა. ხოლო ოდესმე იქმნების ძალით. მაგალ(ითად): ეზრახა მათ და ეტყოდა, ხოლო ოდესმე იქმნების ზედშესრული იგი მოქმედებითი და არსებითი ძალით. მაგალ(ითად): მშვიდი მიიზიდავს თჳსადმი გულთა ერთსა (ესე იგი კაცი მშვიდი). ხოლო ვითარცა ოდესმე სახელი ზმნისა იმეცნების ძალითა, ეგსახედვე ზმნაჲცა იმემცნების სახელითა. მაგალ(ითად): ჩუ̂ჱნ უძლურ, ხოლო თქუ̂ჱნ ძრიერ (ესე იგი ჩუ̂ჱნ ვართ უძლურნი, ხოლო თქუ̂ჱნ ჴართ ძლიერნი).

Speaker: N  
Sentence: 8     
ნიკოლაოსმან: ვითარ ჰგონებ შენ, საჭირო არს, რათა სახელი ზმნისა ნიადაგ უსაშუ̂ალოდ ზმნისა წინა დაიდუ̂ასმცა?
Sentence: 9     Manuscript page: A_83v  
იოანემ: არა არს საჭირო: გარნა ოდესმე წინა დაიდების უსაშუ̂ალოდ, მაგალ(ითად): პეტრე, რომლისათჳს ჰგონებდა Page of ed.: 215  არარას, მიიღო ჯილდოჲ; ესსახედვე მრავალჯერ პირველად დაჲდების ზმნაჲ და მერე სახელი ზმნისა, ანუ საშუ̂ალოთ, ანუ უსაშუ̂ალოდ. მაგალ(ითად): შესწამებდა მონა ბოროტი უფალსა თჳსსა ანუ შესწამებდა უფალსა თჳსსა მონაჲ ბოროტი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 10     
ნიკოლაოსმან: უკეთუ მრავალნი მხოლოობითნი არსებითნი სახელნი დაკავშირებულნი, ანუ უკავშირონი, და ანუ სახელნი რაჲმენი ზედშესრულნი მჴოლოობითისა ჴმითა მრავლობითად მნიშვნელ იქმნენ უფალ ზმნისა, მაშინ ზმნისა მის მრავლობითად ჯერ არს ყოფაჲ, ანუ მჴოლოობითად?

Speaker: I  
Sentence: 11     
იოანემ: ჯერ არს უკუ̂ჱ მრავლობითად ყოფაჲ: მაგალ(ითად): იოსებ და დედაჲ მისი დაკვირვებულ იყუნენ. გულის წყრომა და რისხუ̂ა ცოფ ჰყოფენ კაცსა. ცხოვრება, სიკუდილი, სიმდიდრე, სიგლახაკე განუსუ̂ჱნებულ ჰყოფენ კაცთა. ძილი, ვნებული სიყუარული და სიმთუ̂რალე კეთილსა არა უქმენ კაცსა. შობა და სიკუდილი არიან ბუნებითნი. გარნა უკეთუ ზმნანი იგი დაიდუ̂ან მხოლოობითად, არა აღრევენ ჰაზრსა; მაგალ(ითად): შობა და სიკუდილი არს ბუნებითი. გონიერება და მართალი ჰსჯა იპოების მოხუცისა შორის და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 12     
ნიკოლაოსმან: ოდეს მრავალნი სახელნი იყუნენ უფალ ზმნისა და მაკავშირებელნი სხვისა და სხვისა პირისანი, მაშინ ზმნისა მის რომლისა პირისად ჯერ არს შედგმაჲ _ მრავლობითად, თუ მხოლოობითად?

Speaker: I  
Sentence: 13     
იოანემ: არა ჯერ-არს მაშინ მიჩემებად ან მრავლობითისა, ან მხოლოობითისა ზმნისა დადებად, არამედ ჯერ არს, რათა შეუდგეს პირ სამს, რომელიცა უპატიოსნეს არს მეორისა და მეორე მესამისა. მაგალ(ითად): მე და მამაშენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. შენ და ძმაჲ შენი ვითარ უკუ̂ჱ ჰსცხოვრებთ.

Speaker: N  
Sentence: 14     
ნიკოლაოსმან: სახელისა და ნაცუალსახელისა კიდე, კუალად სხუ̂ათაცა ნაწილთა სიტყჳსათაManuscript page: A_84r   ძალუცსყეა, რათა ესახელნენმცა ზმნასა?

Speaker: I  
Sentence: 15     
იოანემ: ჰე ძალუცსთ, რამეთუ მიმღეობა და სახელნაჲცა იქმნებიანმცა უფლად ზმნისა. მაგალ(ითად): დგომარა დასცხრა, ჯდომილი ჰაღსდგა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 16     
ნიკოლაოსმან: სახელი ზმნისა და ძიებაჲ მარადის Page of ed.: 216  მიიღებენ საქმესა ზედმოღებითსა, ანუ სხუ̂ათა და სხუ̂ათა მიმართ?

Speaker: I  
Sentence: 17     
იოანემ: ოდესმე მიიღებენ საქმესა ზედმოღებითსა. მაგალ(ითად): მძიმე არს ტყჳია, თეთრი არს თოვლი, და ოდესმე სხუ̂ათა და სხუ̂ათა მიმართ საქმეთა, ესრეთ: ჟანგი გალევს რკინასა; ცეცხლი დასწვამს თივასა; შური დააჭნობს გულსა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 18     
ნიკოლაოსმან: იყუნენ რა ზმნანი პიროვანნი ბრუნვილნი, სახელი რაოდენი და რომელნი მიეცემიან უფლად?

Speaker: I  
Sentence: 19     
იოანემ: ყოველნი ზმნანი პიროვანნი ანუ შემოქმედებითნი პირველისა უღვლილებისა მხოლოობითი აწმყოსა და უსრულსა დროსა შინა ითხოვს უფლად სახელსა წრფელობითსა, ანუ შემასმენელობითსა; ნამყოსა უსრულესსა და უუსრულესსა შინა _ მიცემითად ბრუნვილსა სახელსა. ნამყოსა და მყობაადსა შინა _ მოთხრობითსა, ხოლო ბრძანებითსა შინა _ წოდებითი. ხოლო მრავლობითი აწმყოსა და უსრულსა დროსა შინა ითხოვს უფლად სახელსა წრფელობითსა და სხუ̂ათა დროთა შინა მიცემითად ბრუნვილსა. ხოლო მეორესა სახელსა ანუ ძიებასა აწმყოსა და ნამყოსა უსრულსა დროსა შინა _ მიცემითად ბრუნვილსა და სხუ̂ათა დროთა შინა _ შემასმენელობითად ბრუნვილსა. მაგალ(ითად): პატივი განამრავლებს მეცნიერებასა; მოწაფე აქამდე მოძღუ̂არსა; ანტონიმ განაშუ̂ჱნა ღრამმატიკაჲ; მე საჭიროდ მიჩუ̂ჱნებიეს ახალი; სიბრძნესა შეემკო ელლადა; მაღლობამან დაამჴო რომი და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 20     
ნიკოლაოსმან: სახელსა ზედშესრულსა სიტყუასა შინა ჯერ არს, რათა აქუნდეს სახელი არსებითი, ანუ არა?

Speaker: I  
Sentence: 21     
იოანემ: ოდესცა სიტყუასა შინა იქცევის ზედშესრული, მაშინ აქუსManuscript page: A_84v   უკუ̂ჱ საჭიროდ არსებითი, ანუ ძალით, ანუ მოქმედებით. მაგალ(ითად): შჳლი მართალი იშჳს ცხოვრებად; და ანუ[მა]გალითად: მართალი იშვის ცხოვრებადდა სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 22     
ნიკოლაოსმან: საჭიროა ოდესმე რომელ ზედშესრულნი სახელნი რიცხვითა და ბრუნვითა, ეთანჴმნენ თჳსთა მათ არსებითთა?

Speaker: I  
Sentence: 23     
იოანემ: არა არს საჭირო მით, რამეთუ ოდესმე თანჴმობენ და ოდესმე არა, ვინაჲდგან მოვლენან კეთილად ესგუ̂არ Page of ed.: 217  ლექსნი, მაგალ(ითად): კაცისაგან კეთილისა მოვიღე. ხოლო იქმნებისცა ოდესმე თანჴმობა გარნა უშვერად. მაგალ(ითად): კაცისაგან კეთილისაგან მოვიღე და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 24     
ნიკოლაოსმან: თუ სადმე იყუნენ დახშირებულ ორნი მხოლოობითნი არსებითნი სახელნი, მაშინ ზედშესრულნი მათნი ვითარ ჯერ არიან დადებად _ მხოლოობითად ანუ მრავლობითად?

Speaker: I  
Sentence: 25     
იოანემ: ჯერ არს, რათა იყომსცა მრავლობითად. მაგალ(ითად): პეტრე და პავლე რჩეულნი მოციქულნი. ანუ ესთა: რჩეულთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს. და იქმნების ოდესმე მხოლოობითადცა: პეტრე და პავლე რჩ[ე]ული მოციქული. ანუ ესთა: მოციქული რჩეული პეტრე და პავლე. გარნა პირველი უმშვენიერეს არს მეორისა თხუზასა შინა.

Speaker: N  
Sentence: 26     
ნიკოლაოსმან: უკეთუ ორნი ზედშესრულნი წინა დაესხნენ ერთსა არსებითსა სახელსა, ვითარ ძალუცს, რათა ერთი იგი ეთანჴმოს არსებითსა თანა რიცხვთა და ბრუნვითა და მეორე არა?

Speaker: I  
Sentence: 27     
იოანემ: იქმნების უკუ̂ჱ ნებისამებს ჴელოვანთ რიტორთასა და ესე მიჩამს მე საიჭოდ ესეგუარ უჯეროვნეს არს შუ̂ჱნიერად მოღებად. მაგალ(ითად): მართალთა და წმინდათა კაცთა ვემთხჳე. ვიდრე ეს გუ̂არ: მართალ და წმინდათა კაცთა ვემთხვიეა, რომელი ესე უშვერი არს და მდაბიურიცა.

Speaker: N  
Sentence: 28     
ნიკოლაოსმან: ზედშესრულნი ნაცუალსახელნი, ვითარ ეთანჴმებიან არსებითთა სახელთა.

Speaker: I  
Sentence: 29     
იოანემ: მოგებითნი უკუ̂ჱ ნაცუ̂ალსახელნი თანჴმობენ ოდესმე და ოდესმე არა. ხოლო თანჴმობენ ესრეთ, მაგალ(ითად): ამასა შენსა, მიართუ̂ მოკითხუ̂ა სიყუ̂არულისა. ხოლო არა თანჴმობენ ესეგუ̂არ, მაგალ(ითად): Manuscript page: A_85r   ძეს ჩუ̂ჱნსა მიართუ სიყუარულისანი მოკითხუ̂ა. ხოლო ჩუ̂ჱნებითნი უკუ̂ჱ ესე ნაცუალსახელნი რომელ არს: ესე, ეგე, ისი, არა თანჴმობენ. მაგალ(ითად): ესე კაცნი წარვიდეს, ეგე კაცნი მოვიდეს; კაცნი ისი ვიდოდეს და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 30     
ნიკოლაოსმან: კულამოღებითნი ნაცუალსახელნი რაჲსათჳს სახმარ არს სიტყუ̂ათა შინა, ანუ შესაწევნელად?

Speaker: I  
Sentence: 31     
იოანემ: ამისთჳს, ვითარმედ გარდასრულსა მას და განშორებულსა სახელსა აწარმოებს, და რათა იყოს Page of ed.:  სახელად Page of ed.: 218  ზმნისა ანუ ძიებად, და რომლისაცა ნაცულად მდებარე არს რიცხუთა და ოდესმე ბრუნვათა, და ეთანჴმავებისცა წინამსრბოლსა სახელსა თჳსსა, და იაწმყოებისცა იგი ბრუნვითა მით გუ̂არისათა. მაგალ(ითად): ნეტარ არს კაცი იგი, რომელი არა მივიდა ზრახუ̂ასა უღმრთოთასა. მივიღე წიგნი, რომელიცა მოწერილ ჩემდა იყო. ვევედრე მას, რომელსაცა ძალედუ̂ა შეწყალებაჲ ჩემი. განვიდა ეგე ოდენითა მჴედრობითა, ვითარიცა არცარავის პირველ და არცარავის უკანასკნელ ეხილვა და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 32     
ნიკოლაოსმან: ვითარ უკუ̂ჱ კულამოღებითი იგი სახელი მხოლოდ სახელსა წინამსრბოლსა კულა მოიღებს ანუ თუ კულამდევარსაცა?

Speaker: I  
Sentence: 33     
იოანემ: კულამოღებითნი ნაცუალსახელნი, ვითარცა კულამოიღების წინამსრბოლსა სახელსა თჳსსა, ეგრეთუ̂ჱ ყოვლადსაცა სიტყუ̂ასა, მაგალ(ითად): ცხოველი, რომელიცა ნიჭებულ არს გულისჴმის ყოფითა და ნებითა, წოდებულ არს კაცად; გულისხმის ყოფითა და ნებითა ნიჭებული ცხოელი იწოდების კაცად. ესსახედვე ძალუცს კულამოღებაჲ მდევრისა, მაგალ(ითად): რომელი გძაგდა, მას შეუდგები, ხოლო რომელსა განევლტოდი, მას შეეტრფი და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 34     
ნიკოლაოსმან: საჭირო არსა, რათა კულა მოსაღები სახელი იგი მარადის იყოსმცა მოქმედებით სიტყუ̂ასა შინა?

Speaker: I  
Sentence: 35     
იოანემ: არა მარადის, რამეთუ ოდესმე კულა მოღებითსა ნაცუალსახელსა წინამსრბოლი თჳსი აქუს ძალით და მაშინ უკუ̂ჱ არაManuscript page: A_85v  თუ მხოლოდ რიცხვითა ოდენ, არამედ ბრუნვითაცა ეთანჴმებიან მისთანა, მაგალ(ითად): რომელიცა განგიმზადონ შენ, ისწავე. ხოლო რომელთაგანცა განგაშორებენ, ეკრძალე. და ამას სიტყუ̂ასა შინა არს ძალითად იგი, და მათ (ესე იგი), რომელიცა იგი განგიმზადონ შენ, ისწავე, და მათ რომელთაგანცა განგაშორებენ, ეკრძალე და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 36     
ნიკოლაოსმან: არსებითნი, ჩუ̂ჱნებითნი და მოგებითნი ნაცუალსახელნი თანჴმობენ მარადის სახელისა თანა თჳსისასა რიცხვითა და ბრუნვითა, უკეთუ *არა?

Speaker: I  
Sentence: 37     
იოანემ: დია, მაგალ(ითად): ქორმან მან დაგებულმან; ბჭე იგი დახშული. ხოლო ნაცუალსახელნი მოგებითნი თანჴმებულნი Page of ed.: 219  სახელისა თანა მარადის არიან განმათვისებლად მათდა, მაგალ(ითად): დედა შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძებენ შენ. ყოველთა შინა საქმეთა შენთა უკანასკნელი შენი და არღარა ჰსცოდო. მე მოწაფეთაჳს ჩემთა ვჰშურები ამას და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 38     
ნიკოლაოსმან: ვითარ უკუ̂ჱ განრჩეულ არიედ ურთიერთთაგან, კულამმოღებითი იგი, რომელი საკითხავი, რომელი კავშირი და მარტივი ნაცუ̂ალსახელი?

Speaker: I  
Sentence: 39     
იოანემ: კულამოღებითი იგი, რომელი კულამოღებითა სახელთათა განესხუ̂აების სხუ̂ათაგან. საკითხავი იგი გუ̂არითა კითხჳსათა და ნიშნითა სიტყჳათა განესხუ̂აების სხუ̂ათაგან. მარტივი ნაცუალსახელი ზედშესრულ ყოფითა განესხუ̂აების სხუ̂ათაგან, ხოლო კავშირი იგი, რომელი მერთბლობითა სიტყუ̂ათათა განესხუ̂აების სხუ̂ათაგან ყოველთა, მაგალ(ითად): იგი, რომელი შეეტრფის სოფელსა, ჰსძულობს ქრისტესა; რომლისა გნებავს შენ შედგომაჲ _ სოფლისა, ანუ ქრისტესი? ნუ მიხედავ სოფლისადმი, რამეთუ კაცთა სოფლისათა, რომელთაცა კეთილთა უღირსყე შემდგომად არა იგულჴმებენ, ვინაჲდგან ამისად მიმართ იზიდვიან, რომელ სახმართა თჳსთათა არა მოაკლებენ და არცა წადილისა მზიდუ̂ჱლნი გულსმოდგინედ წადილსა მას თჳსსა გარე განხდიან. აჰა ამას სიტყუასა შინა წესითა ჰსჩანან ოთხნივე კითხულნი.

Speaker: N  
Sentence: 40     
ნიკოლაოსმან: სხუ̂ანიცა სიტყჳს ნაწილნი კულა მოიღებენ სახელსა რაჲვესა წინამსრბოლსა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 41     
იოანემ: ჱე, რამეთუ ჩუ̂ჱნებითნი იგი ნაცუ̂ალსახელნი (ესე იგი): ეს, Manuscript page: A_86r   ეგ, მერმეცა ადგილობითნი იგი ზმნისზედანი: სადა, მუნ, ოდეს, კულა მოიღებენ სახელსა რაჲსამე წინამსრბოლსა გუ̂არისამებრ მათისა. მაგალ(ითად): იყო ჩუ̂ჱნთანა სხუ̂ა რომელიმე მწირი, ესე ეუბნებოდა პეტრეს მქისედ და ეგე ჰსწუხდა მისთჳს. და ჰსწადოდა განძებად იგი. ხოლო ვეტყოდი მე პეტრეს, ვითარმედ ეგ არა ბოროტისაგან გულისა, არამედ გლახაკ უქონელობითა სიტყუ̂ათა გუ̂ჱუბნებოდა მქისედ; რომელიცა ისმინა მწირმან მან, აჰღჰსდგა მყის ადგილისაგან, სადა მჯდომარე იყო იგი და წარვიდა საყდრისადმი პეტრესა და მუნ დაჰსაჯა. და ამით უკუ̂ჱ საჩინო იქმნა, რაბამ რაჲ იყო.
Page of ed.: 220 
Speaker: N  
Sentence: 42     
ნიკოლაოსმან: ესეცა მითხარ მე, ვითარითა ბრუნვითა ეთანჴმებიან სახელნი არსებითნი ზმნათა თჳსთა, ეგრეთვე ზედშესრულნი სახელნი მათნი, ანუ მიმღეობანი, ანუ ნაცუალსახელნი, სახელზმნანი, მითვე ბრუნვითა ეთანჴმავებიან, რომლითაცა არიან ზედშესრულნი, ანუ რომლითაცა ნაცულად მდებარე არიან, უკეთუმცა არსებითი მათი სახელი იყოს ძალითად ანუ მოქმედებითად?

Speaker: I  
Sentence: 43     
იოანემ: ძალითად მდებარე იქმნების მაშინ, ოდესცა დაიტევების ანუ უფალი ზმნისა, ანუ ძიება და იქმნებიან ოდენ ზედშესრულნი, ანუ ნაცუ̂ალსახელნი, ანუ არსებითნიცა და ზედშესრულნიცა დატევებულ იქმნენ და მიხდომით შეიმემცნებოდნენ. მაგალ(ითად): მე ვამტკიცებ და შენ უარჰყოფ. ამბობ და გუ̂ჱსმის, ჰსცნობ და აღმოიკითხავ და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 44     
ნიკოლაოსმან: ყოველნი ზმნანი ბრძანებითისა და აპოტეტიკაჲსა სქესისანი მიიღებენ ყოველთა შინა დროთა მათუ̂ჱ ბრუნვათა უფლადცა და საძიებლად, რომელთაცა ზმნანი მათნი საზღურებითისა სქესისა დროთა შინა არიან, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 45     
იოანემ: ჱე მიიღებენ. მაგალ(ითად): შეიყუ̂არე სიმართლე და მოიძულე უჰსჯულოებაჲ. აქებდე მეცნიერებასა სასარგებლოსა. უკეთუ ადიდებდე ღმერთსა, უკეთუ შეგიყუარებიეს იგი, ელოდე სასყიდელსა და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 46     
ნიკოლაოსმან: ყოველნი ვნებითნი ზმნანი ყოვლისა უღვლილებისანი ყოველთა დროთა შინა ითხოენ უფლად წრფელობითად ბრუნვილსა სახელსა და საძიებოდ დაწყებითსა, ანუ მოქმManuscript page: A_86v  ედებითსა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 47     
იოანემ: უეჭველად, მაგალ(ითად): დავით აღმაშენებელი იდიდა სიმდაბლითა და სიმხნითა და იქებოდა სიბრძნითაცა. თამარ ქებულ არს ყოველთაგან. აღმოვიშონე ემბაზისაგან. მოსწრაფე სწავლასა შინა იქოს მოძღვრისაგან და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 48     
ნიკოლაოსმან: ყოველნი ზმნანი უმეშაობითნი, ხატშემოქმედებითნი და ხატვნებითნი მიიღებენ უფლად ყოველთა მათ ბრუნვათა ყოველთა შინა დროთა და სქესთა, რაჲსაცა შემოქმედებითნი და ვნებითნი ზმნანი, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 49     
იოანემ: ჱე. შეხდომისამებრ საძიებოდ ბრუნვათა, ვინაჲდგან ითხოვენ ბუნებითსა ძიებასა და არა ნათესაობითსა Page of ed.: 221  უმეშაობით ყოფისათჳს მათისა. მაგალ(ითად): ხატშემოქმედებითისა: უკეთუ ესვიდე ღმერთსა; ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ჴარ მღუდელ უკუნისამდე. მაგალ(ითად): ხატვნებითისა: ვჰშურები სწავლასა შინა. დავსთუ̂ჱრ სიბრძნითა; დავჰსწუ̂ჱ ცხედარსა ზედა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 50     
ნიკოლაოსმან: ყოველნი ზმნანი _ სხმითგარდასვლითნი და მრჩობლსხმით გარდასვლითნი, შემოქმედებითნიცა და ვნებითიცნა ყოველსა შინა დროთა და სქესთა მიიღებენ მათვე ბრუნვილთა უფლად და საძიებოდ, რაჲსაცა პირველნი სახენი მათნი შემოქმედებითნი და ვნებითნი, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 51     
იოანემ: დია. მაგალ(ითად): აღგამაღლო შენ, უფალო! აღგასრულებენ საქმესა ამას; ვიქებინები შენგან; ვიგინებინებოდი მისგან და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 52     
ნიკოლაოსმან: ყოველნი ზმნანი უკანონონი, ესე იგი: გეტყვი, ვიტყჳ, ვუთხრობ, ვანბობ, ვჰსთქჳ, ყოველსა შინა საქმესა და დროსა მიიღებენ უფლად და ძიებად ბრუნვილთა მათ, რაჲსაცა პირველსა უღვლილებასა ჴატ-შემოქმედებითნი უმეშაობითნი ზმნანი, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 53     
იოანემ: მიიღებენ. უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდი მათ. სიტყჳთა ხოლო სთქუ და განიკურნოს ასული ჩემი. იტყოდა სიManuscript page: A_87  ტყუ̂ათა ცხოვრებისათა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 54     
ნიკოლაოსმან: მიმღეობანი დროსა თხზვისასა, ვითარ იქცევიან სიტყვათა შინა გუ̂არისამებრ სჳნტაქსისა?

Speaker: I  
Sentence: 55     
იოანემ: ვითარცა ზედშესრულნი სახელნი იქცევიან სიტყუ̂ათა შინა, ესსახედ სათანადო არს გულისხმებად ამისაცა. მაგალ(ითად): მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუ̂ჱყანისა, ჴილულთა ყოველთა და არახილულთა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 56     
ნიკოლაოსმან: ოთხნი ესე ნაწილნი სიტყჳსანი, რომელ არს: თანდებული, ზმნისზედა, კავშირი და შორისდებული, ვინაჲდგან თავით თჳსით ვერა რაჲმესა დამნიშვნელობასა ჰყოფენ, მაშა რაჲსა შინა არიან სახმარნი?

Speaker: I  
Sentence: 57     
იოანემ: სახმარნი არიან ამას შინა: უკეთუ არა მოეკიდნენ ეგენი სახელთა, ანუ ზმნათა, მაშინ იგინიცა უბნობასა შინა არა იქმნებიან ნათლად და ამისთჳს არს შემემცნებაჲ Page of ed.: 222  მათი, თუ ვითარ გარე ექცევიან ესენი ზემოხსენებულთა მათ ნაწილთა სიტყვისათა სჳნტაქსა შინა. მაგალ(ითად): თანდებულნი მოეკიდებიან მარადის სახელთა არსებითთა და ზედშესრულთა, მიმღეობათა და ნაცუალსახელთა და სახელზმნათა, და ამისთჳს ითხოენ თჳსადმი მოკიდებულთა მათ ნაწილთა სიტყვისათა ანუ მიცემითად, ანუ ნათესაობითად, ანუ წრფელობითად. მაგალ(ითად): კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალიმით იერიქოდ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას შინა; ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა; მე მათთჳს ვითხოვ, არათუ სოფლისთჳს ვითხოვ, არამედ მათთჳს, რომელნიცა მომყუნ მე; და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სამართლისათჳს, და სასჯელისათჳს. აწ მივალ მამისა ჩემისადმი და არავინ თქუ̂ჱნგანი მკითხავს მე, და სხუანი.
Sentence: 58     
კვალად იხილე ზემორე თანდებულში. ხოლო უწყოდე ესეცა, რომელ თანდებულნი წინარე დასხმულნი ითხოვენ ნათესობითსა ბრუნვასა და ბოლოს დასხმულნი მიცემითსა. მაგალ(ითად): შორის ტაძრისა და ეკკლესიისა. ერთა შორის და მღუდელთა. სიმაღლესა ზედა დიდსა. ამაღლდი ცათა შინა ღმერთო, და ყოველსა ქუ̂ჱყანასა ზედა არს დიდება შენი.
Sentence: 59     
[ვ\\] ზმნიზედანი მარადის მოეკიდებიან ზმნათა ცხადმყოფელად გუაროვნებისა მათისამებრ. მაგალ(ითად): ბოროტად მოგებული ბოროტად წარიგების. აგრეთვე ზმნიზედანი მოეკიდებიან განუსაზღვრებელთა მიმღეობათა და სახელზმნათა. მაგალ(ითად): ყრნა თანამდებ არს ფრიად სწავლად და მოცალებად წერილთა შინა, რამეთუ ფრიად სწავლულნი და ფრიად მოცლილნი წერილთა შინა ფრიადცა ქებულ არიან, ვინაჲდგან ფრიადი მოცალება სწავლათა შინა ფრიადცა ქებულ არიან, ვინაჲდგან ფრიადი მოცალება ჰსწავლათა შინა და კეთილად ჰსწავლა წერილთა კეთილთა ჰყოფენ ყრმათა შემკულად, და შემკულნი კეთილითა სწავლითა ქებულ არიან ღვთისა მიერ და კაცთა.
Sentence: 60     
ესსახედვე ზმნისზედანი რაოდენობითნი მოეკიდებიან რა ზმნათა სიტყუ̂ათა შინა, ოდესმე კუალად სხუ̂ათაცა ზმნათა ითხოენ მოკიდებულთა რაოდენობითითავე ზმნისზედაჲთა. მაგალ(ითად): რაოდენ მოყუ̂არე იქუ̂მნები ღვთისა, ეგეოდენცა შეიყუ̂არები მის მიერ. ეგეოდენ იდიდები, რაოდენცა გამოიცდები Page of ed.: 223  წერილთა შინა: გრძლად ხანდაზმული ჰსწავლასა შინა ჴშირად დატკბების და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 61     
ნიკოლაოსმან: ორთა უკუთქმითთა ზმნისზედათა მიცემულთა ერთისადმი ზმნისა. აქუსთა ძალი დამტკიცებითისა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 62     
იოანემ: აქუსთ უკუ̂ჱ ძალი დამტკიცებისა, გარნა იქმნების ძალითად მდებარე, ესრეთ მაგალ(ითად): რამეთუ არა ვართ უკუ̂ჱ, ვითარცა მრავალნი არა სიწმინდით მქადაგებელ, ესე იგი არს, ვართ სიწმინდით მქადაგებელ. ნურა რაჲმესა იქმ განუზრახველად, ესე იგი არს _ განზრახვითა ჰქმენ და სხუ̂ანი. ესსახედვე არიან ქართულსა ენასა შინა ჴმარებულნი ოდესმე ორნი უკუთქმითნი ითქმიან უკუთქმითადვე. მაგალ(ითად): არა კაცი არ არის. არავინ მათგანი არა იყო მუნ.

Speaker: N  
Sentence: 63     
ნიკოლაოსმან: კავშირნი წმასვნითი, განწუალებითნი, წინააღმდეგობითნი და უკუთქმითნი გარდააბმენ სახელთა ერთსა და მისვე ბრუნვისათა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 64     
იოანემ: ჱე გადააბმენ. მაგალ(ითად): პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძრად. ეგრეთვე ზმნათა გარდააბმენ ერთისა დროჲსათა, მაგალ(ითად): მე ვარ მიწა და ნაცარი. იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუ̂ჱყანასა ზედა. არცა სასმელი და არცა საჭმელი აქუს. ნუ სულმოკლეობ, Manuscript page: A_88r   ნუ მოუძლურდები, ნუცა დაჴსნდები. ანუ ჰყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მის კეთილ, ანუ ჰყავთ ხე იგი ბოროტ და ნაყოფიცა მისი ბოროტ და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 65     
ნიკოლაოსმან: იქმნება ოდესმე კავშირნი წინააღმდეგ იქცეოდნენ, რომელ არცა მჰსგავსთა ზმნათა დროთა შინა და არცა ბრუნვათა გარდააბამდენ?

Speaker: I  
Sentence: 66     
იოანემ: ოდესმე იქცევიან წინააღმდეგ. მაგალ(ითად): ვუწყი ვითარცა, არარა მიქმნიეს ბოროტი შენთჳს და არცა შემდგომად ვჰქმნა.
Sentence: 67     
მიზეზობითნი კავშირნიცა ესე: ვითარმედ, ვითარმცა, რათა, რათამცა, რათამცა არა. ნამყოსა დროსა ზმნათადმი მოაბამენ ანუ საზღურებითსა აწმყოსა და მყობაადისა დროჲსა ზმნათა. მაგალ(ითად): ამისათჳს აღიწია სიმაღლედ, რათა მიერ გარდმოვარდნილი უმეტესად შეიმუსროს, არა ჰქმნა არცა ერთი საქმე კეთილი, ვითარმცა შემოზღუდვილ იყო სიმტკიცითა Page of ed.: 224  მისითა. მართლმჰსაჯულებასა აქუს ესევითარი ძალი, ვითარმედ ავაზაკთაცა დაუმკვიდრებს საკუთარსა მათსა ნაქონებსა. ესრეთ მწუხარე ვიყავ, რომელ ნუგეშად ჩემდა ვჰყოფდი ამას. არა მაქუს იჭვი, რათამცა შენ ღრამმატიკასა არაგულსმოდგინედ იკითხვიდე: ვცდილობ არა ამისთჳს ოდენ, ვითარმცა შეგამცენ შენ მეცნიერებასა, არამედ რათა იყოცა სჳნიდისიანი, რამეთუ სვინიდისი არს ესრეთი ძვირფასი ნივთი, რომელ პატიოსნებისა თანა მარადის შეუღვლილ არს. და ესრეთ მარადის დაიცევ იგი უბრყვილველად, რათა ყოველთა კაცთადმი იყო პატიოსნებისა მისითა. ვითხოვ, შენ და კაცობრივსა ნათესავსა შენ მიერ მიეცეს ბედნიერება ამისი.
Sentence: 68     
კავშირნი: რამეთუ, ხოლო, ამისთჳს, უკეთუ და სხუ̂ანი დაისხმიან თავად სიტყჳსა, ანუ ჰაზრისა, მაგალ(ითად): რამეთუ მოვალს ჟამი, ოდესცა სიცოცხლისა ამის მოძღვრებასა არღარა ისმენდენ. ხოლო ჩუ̂ჱნ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით. ამისთჳს უკუ̂ჱ, ძმანო, ვითხოვ და გევედრები, რათა უფროს გარდაამატოთ მადლი ეგე თქუ̂ჱნი. უკეთუ ვისაცა ნებავს, რათა ჰყოს ნება მისი, გულისჴმა ჰყოს მოძღვრებაჲ იგი და სხუ̂ანი.
Sentence: 69     
წინააღმდეგობითნი კავშირნი ჰყოფენ გამოჰუ̂ჱბასა ანუ განმართუ̂ასა პირველისა წინადადებისასა, მაგალ(ითად): იმპერატორი მაქManuscript page: A_88v  სიმიანე იტყოდა, უკეთუმცა შემძლებელ ვარ ერთსა დღესა ქმნად ასთა კაცთა აზნაურად, გარნა ასსა შინა წელსა ვერცა ერთისა ბრძნისა კაცისა.

Speaker: N  
Sentence: 70     
ნიკოლაოსმან: შორისდებული ვინაჲდგან სიტყუ̂ათა შორის ჴმარებულ არს მნიშვნელად ვითარისამე ვნებისა ანუ მოძრავობისა მშვინვიერისა, რომელსა ბრუნვასა ითხოვს ესე უბნობათა შინა?

Speaker: I  
Sentence: 71     
იოანემ: გარდა დაწყებითისა ანუ მოქმედებითისა ბრუნვისა ითხოვს ბრუნვათა, მაგალ(ითად): ვაჲ მოქმედთა ღრმისა განზრახჳსათა და არა უფლისა მიერ. ვაჲ საიდუმლოდ მოქმედთა განზრახჳსათა და მოქმედთა ბნელსა შინა. ჵი უბადრუკსა, ჵი სიღრმე სიმდიდრისა და მეცნიერებისა ღვთისა. ეჰა, ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო! ეჰა, მჴნესა კაცსა! ოჰ, ციდვისა სიდიდესა! ვაჲმე უნანელსა! Page of ed.: 225  ეგრეთვე იქმნების ოდესმე თჳნიერ ნიშანთა შორისდებულთასა დაიქუსიან სიტყუ̂ანი, რომელთაცა ცხადად ჰყოფენ ვითარნიმე სულითნი გამოღებანი. მაგალ(ითად): აღვიარებ, ვითარმედ შემძლებელ არს ჴელი შენი ცხოვნებად. მართალ ჴარ შენ, უფალო, და წრფელ არიან მჰსჯავრნი შენნი და სხუანი.


Sentence: 36n.1     
ესე მუხლები დაწერე მოგებითთა თანა.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.