TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 17
Previous part

Chapter: 16  
თჳს თანჴმობისა კითხჳსა მიგებისა თანა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: კითხვითნი სახელნი მიგებისა თანა თანჴმობენ ბრუნვათა და რიცხუ̂თა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ბრუნვათა ოდენ და არა ნიადაგ რიცხუთა. მაგალ(ითად): კითხვა: ვისი არს ჴატი, ანუ ზედა წერილი? მიგება: კეისრისა.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: ვინ მოსცნა ფიცარნი ჰსჯულისანი მოსეს?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ღმერთმან.

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოსმან: რაჲ არს ეგე, რომელსაცა იკითხავ?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: წიგნი ქადაგებისა და სხუ̂ანი. ხოლო ეს უწყოდე, რომელ მიგებასა შინა მარადის ძალითად მდებარე არს ზმნაჲ და ძიებაჲ კითხჳსი. მაგალ(ითად): კითხვა: ვისი არს ხატი ესედა ზედა წერილი? მიგება: კეისრისა არს ხატი ესე და ზედა წერილი.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: ნაცუ̂ალსახელნი ესე: ვინ და რაჲ ვითარ იხმარებიან კითხუ̂ათა შინა.

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: ესრეთ: ვინ მარადის იკითხავს კერძოობითსა სახელსა, ხოლო რაი _ მარადის საზოგადოთა და უმეშაობითთა. Manuscript page: A_89r   მაგალ(ითად): ვინ ჰსძლო აზათხანს? _ ირაკლი მეფემ მეორემ. ვინ განაშუ̂ჱნა ქართული ღრამმატიკა? _ ანტონი კათოლიკოზმან. რაჲ გეწოდების შენ? _ პეტრე. რაჲ არს იგი, რომელიცა ჰსჩანს ახლოს შენსას? _ ცხოელი, ანუ ცხენი, და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: კითხუასა და მიგებასა შინა ჯერ არს, რათა ზმნანი თანხმობდეს დროთი და ნიადაგ რიცხჳთა და პირითა, უკეთუ̂ არა?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: დროთი ოდენ და არა ნიადაგ რიცხვთა და პირითა, მაგალ(ითად): გაქუსთა რა აქა ჭამადი? _ გუ̂აქუს. სადა გნებავს Page of ed.: 226  და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი? _ მთნავს სახლსა სჳონისასა. და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 11     
ნიკოლაოსმან: ოდეს იკითხავს ჟამობითითა ანუ რაოდენობითითა ზმნისზედითა, მაშინ მიგება სათანადობას მითვე გუ̂არითა ზმნისზედითა, უკეთუ სხვებ?

Speaker: I  
Sentence: 12     
იოანემ: სათანადო არს მითვე გუ̂არითა. მაგალ(ითად): ოდეს ინებებ წარსვლად. _ ხუ̂ალე. ვიდრემდის ეგები მუნ? _ ვიდრემდის ნებავს ღმერთსა. მაინც რაოდენს დღესა? _ ორსა უკუ̂ჱ დღესა, და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 13     
ნიკოლაოსმან: ზმნანი შემოქმედებითნი და უმუშაობითნი აწმყოსა და უსრულსა დროსა შინა, და ყოველნი ვნებითნი ყოელსა შინა ითხოვენ უფლად წრფელობითსა სახელთა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 14     
იოანემ: ჯერ არს, რათა უფალნი ამათ დროთა ზმნათანი იკითხვოდნენ წრფელობითად ბრუნვილითა ამით კითხჳთითა ლექსითა: ვინ, რაჲ, მაგალ(ითად): ვინ აქებდა მოძღუ̂არსა? _ მოწაფე. რაჲ განამრავლებს მეცნიერებას? _ პატივი. ესგუარვე იმცენ მრავლობითიცა ამათნი.

Speaker: N  
Sentence: 15     
ნიკოლაოსმან: ნამყოსა სრულსა და მყოოფადსა ვითარღა?

Speaker: I  
Sentence: 16     
იოანემ: მოთხრობითად ბრუნვილთა ამით საკითხავითა: ვინ, რაჲმან. მაგალ(ითად): ვინ აღაყუ̂ავნა სამფლობელონი? _ მეცნიერებამან. რაჲმან დაამჴო ქართლი? _ უთანჴმოებამან. ხოლო მრავლობითად იხმარების მიცემითად ბრუნვაჲ.
Sentence: 17     Manuscript page: A_89v  
ნიკოლაოსმან: კითხვითი ესე კერძოობითი სახელი ვინ მოთხრობითსა ბრუნვასა შინა მჰსგავსებს წრფელობითსა, და ნამყოსა უსრულსა და უუსრულესსა მიცემითად ბრუნვილთა საკითხავთა: ვის? რაჲსა? უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 18     
იოანემ: ჱე, მაგალ(ითად): ვის განუშვენებიეს ენა ქართული? _ იოანე პეტრიწსა. რაჲსა დაუტკბია სასმენელი? _ ქადაგებათა სახარებისათა. ესგუ̂არვე იმცენ მრავლობითნიცა. ეგრეთვე კერძონი ესე: ვინ, რომელი და რაჲ, მონებენ არსებითთა, ესე იგი: საქუ̂ჱმდებაროთა კითხუ̂ათა, მაგალ(ითად): ვინ არს? _ პეტრე, რომელი უბნობს? _ პავლე. რომელსა შეუდგები? _ ქრისტესა. რაჲ არს ეგე? _ ოქროჲ. რაჲსა ეძიებ? _ სათნოებასა და სხუ̂ანი. აგრეთვე კერძოვნი ესე: Page of ed.: 227  რაბამ, ვითარ, რაოდენ, რაზომ, სადა, სადაჲთგან, ვინა, რომლისადმი, ოდეს და სხუ̂ანი. იხმარებიან საზედშესრულოთა კითხუ̂ათა შინაცა, მაგალ(ითად): რაბამ არს? _ კეთილ-მსახურ. ვითარ ჰსცხოვრებს? _ ფრიად კეთილად, რაოდენ ითმენს? _ ფრიად მრავალსა. რაზომ ილოცავს? _ უზომოდ. სადა მკვიდრობს? _ უდაბნოსა შინა. სადაჲთგან მოსრულ არს? _ იარესალიმით. ვინაჲ ეგე? _ მღუდელ-მონაზონი. რომლისადმი წარმგზავრებულ არს? _ ხონთქრისადმი. ოდეს მოიწია აქა? _ გუშინ.

Speaker: N  
Sentence: 19     
ნიკოლაოსმან: ოდეს იგი ორნი არსებითნი სახელნი შეიმთხვივნენ ურთიერთარს, ვითარ ჯერ არს თანჴმობაჲ მათი?

Speaker: I  
Sentence: 20     
იოანემ: თუ სადმე იყუნენმცა დამნიშვნელ მასვე საქმისა, და იყვნენმცა მით ერთიმეორისა მასაჩინოე, ჯერ არს უკუ̂ჱ თანჴმობაჲ მათი ბრუნვითა. მაგალ(ითად): უფალი ღმერთი. უფლისა ღვთისა. იქმნებიან ესეგუ̂არ ორნიცა ზედშესრულნი, რომელნიცა შეიმთხვივნენ ურთიერთარს. მაგალ(ითად): წმინდა მოციქული, წმინდა მოციქულისა. კუალად ორნი რომელნიმე, ორთა რომელთანიმე. მაღალ აღმატებული, მაღლისა აღმატებულისა და სხუ̂ანი. ესფერვე, უკეთუ იყუ̂ნენ განყოფილთა საქმეთა მნიშვნელ და დაკავშირებულ. მაგალ(ითად): პეტრე და პავManuscript page: A_90r  ლე. პეტრესი და პავლესი. ცეცხლი და წყალი. ცეცხლისა და წყალისა და სხუ̂ანი. გარნა თუ სადამე არა ესგუ̂არ შეხვდენმცა ურთიერთარს, იყუნენ მნიშუნელ და არამაკავშირებელ, არამედ ერთი მეორისა განმათჳსებელ ქმნილი. მაშინ არაოდეს ეთანჴმებიან ბრუნვითა, რამეთუ განმათჳსებელი იგი სახელი ჰგიეს ნიადაგ ნათესაობითსა შინა ბრუნვასა და მეორე შესაძლო არს სხუ̂ასა რომელსამე ბრუნვასა შინა. მაგალ(ითად): უფალი სახლისა. სხეული კაცისა. ძე იონასი. ძისა იონასი. ძისადმი იონასა. ძესა იონასა. ძისაგან იონაჲსა. ესსახედვე შეისწავენ სხუ̂ანიცა ზედშესრულნი. მაგალ(ითად): გონიერთა სწავლათა მოყუ̂არეთა. გონიერთაგან სწავლისმოყუარისა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 21     
ნიკოლაოსმან: სახელნი ანუ ძიებანი ზმნათანი იკითხჳან მითვე ბრუნვითა, ვითარცა ითხოვს ბუნება და დროჲ ზმნისა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 22     
იოანემ: ყოვლისა შემოქმედებითისა ზმნისა ნათესაობითი Page of ed.: 228  საძიებო აწმყოსა და ნამყოსა უსრულსა დროსა შინა იძიების მიცემითად ბრუნჳლთა კითხუ̂ათა და სხუ̂ათა დროთა შინა შემასმენელობითთა. მაგალ(ითად): რაჲსა განამრავლებს მეცნიერებაჲ? _ პატივსა შემოქმედისასა. რაჲ ჰქადაგეს მოციქულთა? _ სახარებაჲ. რაჲ წარუმართებიეს სიბრძნესა? _ ცხოვრებაჲ.

Speaker: N  
Sentence: 23     
ნიკოლაოსმან: ვნებითთა ზმნათა ნათესავის ძიებანი რომელს ბრუნვას ითხოენ ჟამსა კითხჳსასა?

Speaker: I  
Sentence: 24     
იოანემ: იკითჳან ყოველთა დროთა შინა, ანუ დაწყებითითა ბრუნვითა, ანუ მოქმედებითითა. მაგალ(ითად): ვისგან იდიდების წრფელი? _ ღვთისაგან. რაჲსაგან ჰკვნესი? _ სნეულებისაგან. ვისგან შეყუ̂არებულ ჴარ? _ ძმათაგან. ვისგან იდევნები? _ მტერთაგან ჭეშმარიტებისათა და სხუ̂ანი. ეგრეთვე მრავლობითნიცა, მაგალ(ითად): რომელთაგან ქებულ ჴარ? _ მეგობართაგან და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 25     
ნიკოლაოსმან: შემოქმედებითთა, ვნებითთა და უმემუ̂ჱობითთა ზმნათა ვითარ ჯერ არს კითხუ̂ად ბრუნვითა?
Sentence: 26     Manuscript page: A_90v  
იოანემ: მითვე ბრუნვითა, ვითართაცა ბრუნვითა არიან მდებარე კითხულნი, ანუ ჯერ არიან დადებად ამას შინა, სათანადო არს განჭვრეტად და ესრეთ მიგებად პასუხისა. მაგალ(ითად): რით თანა გაძს შეყუარებად უფლისა? _ ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა. რით დაანაკუ̂ჱთე წერილი ეგე? _ კალმითა.

Speaker: N  
Sentence: 27     
ნიკოლაოსმან: თანდებულნი ვითარისა ბრუნვითა იკითხვიან?

Speaker: I  
Sentence: 28     
იოანემ: ყოველნი თანდებულნი იკითხჳან მითვე ბრუნვითა, ვითარცა ითხოვენ თანდებულნი იგი. რაჲსა შინა იმხილე? _ ცოდვათა შინა. ვითარსა ზედა აღიწიე ჴარისხსა? _ ფრიად მაღალსა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 29     
ნიკოლაოსმან: ყოველნი განმათჳსებელნი და ძიებანი აწმყოსა და მიმღეობისანი და სახელზმნისანი და ოდესმე განუსაზღვრებელისანი იკითხვიან ნათესაობითა ბრუნვითა, უკეთუ არა?

Speaker: I  
Sentence: 30     
იოანემ: იკითხვიან ესრეთ. მაგალ(ითად): ვისი ვისმინოთ სიტყუ̂აჲ? _ ჩემ მამისა. რაჲსა არს მეძიებელ? _ სიბრძნისა. Page of ed.: 229  ვისი თანა გაძს შედგომაჲ? _ ქრისტესი. ვისი ჯერ არს შეყუარებად? _ უფლისა და მოყუ̂ასისა.

Speaker: N  
Sentence: 31     
ნიკოლაოსმან: ნამყო და მყოობადნი მიმღეობანი კითხვათა შინა რომელსა ითხოენ ბრუნვასა?

Speaker: I  
Sentence: 32     
იოანემ: დაწყებითთა ანუ მოქმედებითთა. მაგალ(ითად): ვისგან არს განბრძნობილი? _ სულისა წმიდისაგან. ვისგან არს განსანათლებელ? _ მადლისაგან. რითა ჴარ მჰსგავსებული მყოფთა? _ არსებითა. რით იქმნები გათბობადი? _ მზითა და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 33     
ნიკოლაოსმან: ზმნისზედანი ვითარღა იქმნებიან კითხუ̂ათა შინა, ანუ მიგებათა?

Speaker: I  
Sentence: 34     
იოანემ: ეგევითარისავე ბრუნვის გუარსა ჯერ არს დადებად, ვითარიმცა არიან იგი ზმნისზედანი. მაგალ(ითად): რაოდენი წელი გაქუ̂ს ჰსწავლათა შინა? _ ეგეოდენი, რაოდენიცა თანა მოწაფეთა ჩემთა. ვისთანააძს ფრიად მოცალებად სწავლასა შინა? _ მას, ვისაც ფრიად ცნობა თავისა თჳსისა. და ესრეთ კითხუ̂ათა ამათ ზედა: Manuscript page: A_91r   ვინ? რაი? ვითარი? ამათ მიეგებიან ანუ წრფელობითად და ანუ შემასმენელობითად.
Sentence: 35     
კითხუათა ამათ: ვის? რომლისა? ვითარისა? მიეგების ნათესაობითნი.
Sentence: 36     
ვის? რაჲსა? რომელსა? _ მიცემითნი.
Sentence: 37     
ვისგან? რაჲსაგან? რომლისაგან? _ დაწყებითნი.
Sentence: 38     
ვინ? რომელმან? რაჲმან? ვითარმან? _ მოთხრობითნი.
Sentence: 39     
ვისით? რომლით? რაჲთა? ვის მიერ? რომლისა მიერ? ვითარითა ჴატითა? _ მოქმედებითნი. ხოლო წოდებითნი უკუ̂ჱ ბრუნუ̂ანი არაოდეს თანჴმობითთა კანონთა შინა აღნაქუსთასა, არამედ თავით თჳსით მდგომარეობენ აღნაქუსთა შინა. მაგალ(ითად): უფალო, შეგვიწყალე! მიწყალე მე, ღმერთო! ძმანო, საჭმელი ნუ გაქუსთა? და სხუ̂ანი.


Page of ed.: 230 

Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.