TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 19
Previous part

Chapter: 18  
Manuscript page: A_95v   კანონნი აღნაქუსთა და ჴელოვნებათა მისთა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: სიტყუ̂ა რაოდენითა უკუ̂ჱ გუ̂არითა სათანადო არს დათხზუ̂ად?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ორითა უკუ̂ჱ გუარითა, ესე იგი: მარტივად და მეორე რთულად. მარტივი არს იგი, რომელსაცა შინა იპოების ერთი უკუ̂ჱ ზმნა მოქმედებითად მდებარენი. მაგალ(ითად): უფალმან შეჰქმნა კაცი და სხუ̂ანი. ხოლო რთული არს, ოდესცა ორნი მარტივნი სიტყუ̂ანი, ესე იგი არს, ორნი პიროვანნი ზმნანი _ გარდაებმიან ურთიერთისადმი ანუ კავშირითა, ანუ კულამოღებითა ნაცუ̂ალსახელითა, და ანუ სხვებითა. მაგალ(ითად): მე ვჰსწერ და შენ აღმოიკითხე. იგი უხმარ არს, რომელიცა თჳთ თავსსა მისცემს სასჯელსა. ვითარიც დიდ ბრძენ იყუნენ ჴელმწიფენი, გარნა აქუსთ საჭიროება შემწეობათა შინა. და ესრეთ შემოღებასა შინა ლექსთასა სათანადო არს სავსე გულისხმის ყოფისა, Page of ed.: 239  შემოხმითა სხუ̂ათა და სხუ̂ათა იდიათთ სხუ̂ათა და სხუ̂ათა ძალთა ლექსთათა.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოსმან: თხუზასა შინა ლექსთასა პირველ რომლისა უმეტეს საჭიროება აქუს, რათა იქცეოდეს ზმნასა შინა ანუ სახელსა?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: პირველად ზმნასა შინა და მერმე სახელსა შინა, ვინაჲდგან ზმნა თავით თჳსით არს ჰაზრსა შინა და უპყრიეს ძალითად სახელნი. ესე იგი არს უფალი და ძიება, და ამისთჳს ყოველთა ენათა ზედა წოდებულ არს იგი სიტყუად, მაგალ(ითად): ვჰსწერ, ვღაღადებ, არს და სხუანი. და ესრეთ თჳსებანი ზმნისანი ითხოვენ სხუ̂ათა და სხუ̂ათა ლექსთა სიტყჳს ნაწილთასა განათლებისათჳს გონებისა ჩუ̂ჱნისა და განმრავლებისათჳს იდიათასა, რომელსაცა უწოდთ ჩუჱნ დაქუსად ლექსთა. 1) პირველად ცხად ყოფითა უფლისა და ძიებისათა. მაგალ(ითად): ღრუბელმან დაჰფარა ცაჲ. 2) ზედ შესრულითა სახელებითა. მაგალ(ითად): ბნელმან ღრუბელმან დაჰფარა ბრწყინვალე ცაჲ. 3) მიმღეობითა. მაგალ(ითად): ღრუბელმან, შესქელებულმან ცუ̂არითა, დაჰფარა მზით გაბრწყინუ̂ჱბული ცაჲ. 4) ნათესაობითა ბრუნვითა, ანუ განმათჳსებელითა. მაგალ(ითად): სიბნელე ღრუბლისა დაჰფარავს ბრწყინუ̂ალებასა ცისასა. 5) თანდებულითა, მაგალ(ითად): ღრუბელმან დაჰფარა ბრწManuscript page: A_96r  ყინვალება მზისა ჰაერისა შინა და არღა უტევა ქუ̂ჱყანასა ზედა. 6) შესაძლებელ არს შორისდებულითადცა დადებითად ესეგუარ, მაგალ(ითად): ჵი, რა ჩამობნელდა ღრუბელი. ვაჲ თუ რაოდენ ჟამია, რომელ სიბნელისა გამო ღრუბლისა არღა გვიხილავს მზე; გარნა ესეგუარნი არა არიან საჭიროდ და ამისთჳს ჴელოვანს რიტორს ძალუცს, რათა წესი აღნაქუსთა ჴელოვნებით ანუ განამრავლოს და ანუ შეამოკლოს და ანუ შესცვალოს. მაგალ(ითად): ქუ̂ჱყანა ნაყოფიერებს ცუარითა და მეცნიერება პატივითა. აგრეთვე ითქმის: ნაყოფიერებს ცუ̂არითა ქუ̂ჱყანა და პატივითა მეცნიერება.
Sentence: 5     
და ამისთჳს ჴელოვნებითი აღნაქუსი არს, ოდესცა სიტყუ̂ა საზოგადოჲსაგან კანონისა წესიერებისა გარდავალს, ოდესცა ანუ დატევების რაჲმე, ანუ დაემეტების და ანუ შეიცუალების, რომელსა ეწოდების ძალითად ყოფა, ხოლო Page of ed.: 240  ბერძულებ (ელლიპსის) და ესე იხმარების მარტივსა აღნაქუსსა შინა, რომელ არს დატევება ანუ ძალითად ყოფა ერთისა ანუ მრავალთა ლექსთა შუ̂ჱნიერ ყოფისათჳს და დაქუსისა საჭიროთა ლექსთასა. მაგალ(ითად): არღა მრავალთა ვიტყჳ (აჰა აქა დატევებულია, სიტყუ̂ათა). იტყჳან, ანუ ანბობენ (ამას ანუ მას რომელსამე საქმესა, ანუ სიტყვასა კაცნი). ესგუარვე უფრო მოკლითარე ჰაზრითა შესაძლებელ არს თქმად: მტკუ̂არი ესე (ესე იგი მდინარე ესე მტკუ̂არი), ტფილისი ესე (ესე იგი ტფილისის ქალაქი), ქართლი ესე (სამეფო) და სხუანი. აგრეთვე ზმნისზედანიცა ინიშნებიან ესსახედ: აქეთ, იქით (ესე იგი, აქეთ გზაზედ, იქით გზაზედ), დროზედ, ჟამზედ, (კეთილ დროზედ, კეთილ ჟამზედ, კეთილ დროს, კეთილ ჟამს) და სხუანი. მჰსგავსადვე დატევება კავშირთაცა იქმნების. მაგალ(ითად): საქმემან, დრომან, განსაცდელთა ნაკლულევანებამან, მხედართ მარბევლობამან მიმიყუანა ჩუ̂ჱნ ეს გუარსა განწირულებასა. და უკეთუ გვნებავს თანდებულით, ვიტყვით ესრეთ: მჴედართ მარბეველობამან განგსწავლნა თქუ̂ჱნ, ვიდრეღა სიტყუ̂ამან ჩემმან და სხუანი. ოდესმე დაიტევების ზმნაცა და სხუ̂ასა სიტყვასა შინა დაიდების. მაგალ(ითად): ზესთა ბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუ̂აწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი, სამადლობელსა აღვსწერთ. (აჰა აქა მოვიდა ზმნა) ოდესმე მთელი სიტყუ̂აცა დაიტევების. მაგალ(ითად): ვითარცა თანამდებობა თქუ̂ჱნი არს, რათა პატივჰსცეთ ყოველთა კეთილთა კაცთა, ეგრეთუ̂ჱ თანამდებობა თქუ̂ჱნი არს. რათა პატივჰსცეთ ყოველთა ჩინებულთა გუამთა სამსაჯულოთასაManuscript page: A_96v   და სხუანი.
Sentence: 6     
2) დამატება, რომელს ჰსდებენ ბერძენნი (პლეონასმოს) არს შუ̂ჱნიერად გაუხუ̂ჱბა ლექსთა და ერთსა და მასვე შინა ჰაზრსა. მაგალ(ითად): გულითა და პირითა აღიარებს. თჳთ თუ̂ალითა ჩუ̂ჱნითა ვიხილეთ. პირითა თქმულ არს და თუალითა ხილულ. ჰმსგავსადვე, ოდესცა ერთსა შორის ზმნისა და ძიებისა მისისა შემოვალნ სხუ̂ანი სიტყუ̂ანი, მაშინ დამეტებითი ლექსთათა შედგების უკუ̂ჱ ჰაზრი. მაგალ(ითად): ნუ ვითარცა მოძღუარი მოძღუ̂არსა, ნუცა ვითარცა მოწაფე მოწაფესა მწერ, არამედ ვითარცა მოწაფესა მოძღუარმან (რამეთუ შენ ჴარ მოძღუ̂არი, ხოლო მე წინააღმდგომ, ამისთჳს, ვითარმედ შენ Page of ed.: 241  სხოლასა შინა იწოდები მოძღურად, და მე ჯერეთ საზრდელსა ვეძიებ) წიგნი წარმომიგზავნე.
Sentence: 7     
თანასწორადუ̂ჱ ერთისა საქმისათჳს მრავალთა ლექსთა შემოყუანა, რომელიცა იწოდების პერიფრასად, არიან ესგუ̂არ. მაგალ(ითად): მეცადინეობა მისი, და ღწუ̂ა, და შრომა, რომელიცა თავს იდუ̂ა, იყო სიბრძნისათჳს და სწავლათა, და სხუანი.
Sentence: 8     
3) შეცუალება არს აღრევა ლექსთა, რათა, რომელიცა ჯერ იყო პირველ დადებად, უკანასკნელსა ადგილსა დაიდუ̂ას. მაგალითი ამის ყოვლისაგან ცხად არს, სადაცა უფალნი და ძიებანი, და ზედშესრულნი და თანდებულნი, და ზმნანი აღრეულ არიან ნიადაგ შუ̂ჱნიერებასა ძლით და მე მხოლოდ ოდენ დავჰსდებ აქა რიტორულსა ნაკუ̂ჱთსა ლექსთა აღრევისასა. მაგალ(ითად): ვიდევნებით და თავს ვიდებთ. ჰმრთელობას და ცხოვრებას (ცხოვრებას და სიმრთელით არს) ჰმსგავსადუ̂ჱ განკვეთილთა ლექსთა შორის სხჳსა ლექსისა შემოხმა. მაგალ(ითად): განსა-მეუკუ̂-ვვარდე (განვვარდე უკუ̂ჱ სამე). განმეგდებულ ვარ (განგდებულ ვარ მე). მამა იყავ სადამე (მამა სადამე იყავნ). შთავთუვჰხდე, (შთავხე თუ). მოდღეინდელად დღემდე (დღეისამდე) და სხუანი. ესრეთუ̂ჱ კავშირნი ორთა ლექსთანი ერთისადმი შეერთებულნი. მაგალ(ითად): არამცა მომკუდარიყო. თქუ̂ჱნცა თანა გაძსთ. მეცა და მამაცა ჩემი და Manuscript page: A_97r   სხუ̂ანი. ესრეთვე იქმნების დაკლება მარცუალთა, ანუ მომატება ანუ შეცუალება ლექსთა შინა, მაგალ(ითად): . არი, არის (არს), სამარი (სამარე) და სხუ̂ანი. თუმცა სხვებიცა შეიძლება ნაკუ̂ჱთნი აღნაქვსისანი, გარნა ესე ვაკმაე ღრამმატიკასა შინა, ვინაჲდაგნ იგინი უმეტეს თჳს ეტყვიან რიტორულთა ნაკუ̂ჱთთა, ამისთვის ესენიცა მოკლედ დავსხი აქ, მუნ შესვლისა მოლოდებისათჳს და განსამართველად თხზუათა.



Page of ed.: 242 
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.