TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 20
Previous part

Chapter: 19  
შუ̂ჱნიერებისათჳს აღნაქუსთა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რთულნი ჯერ არს აღნაქუსთა მშვენიერად შენათხზუ̂ა პერიოდნი ანუ (მუხლნი) თჳთეულად განრჩევად?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: რთულნი და მშუ̂ჱნიერნი აღნაქუსნი არიან ესეგუარნი სიტყვის თხზულებანი, რომელიცა იპყრობს თჳს შორის ვრცელთა და სავსეთა იდიათა, ხოლო პერიოდნი არიან: ერთწევროვანნი, ორწევროვანნი და უმეტესნი, რომელთაცა გაჩუ̂ჱნებ ქუ̂ჱმორე. ხოლო პირველად ვჰსთქუ̂ათ: რთულთა და მშვენიერთა აღნაქუსთათჳს. მაგალ(ითად): დიდი კეთილობა არს კითხუ̂ა საღმრთოსა წერილისა, რამეთუ ესე განაბრძნობს სულსა, აღამაღლებს გონებასა ცად, მადლიერ ჰყოფს კაცსა. ესე ასწავებს, რათა არა რაჲმესა ამაოსა სოფლისასა განვიცდიდეთ განკვირვებით, ესე გუ̂აიძულებს მარადის, რათა ცათა შინა ეგოს გონებაჲ ჩუ̂ჱნი, და რათა მიმხუ̂ჱდელნი უფლისა სასყიდელისანი ყოველსავე ვიქმოდეთ კეთილად, და სათნოებითა შრომათა შინა დიდითა გულსმოდგინებითა ვიღუწოდეთ.
Sentence: 3     
ხოლო აწ ვჰსთქუ̂ათ პერიოდისათჳს ორითა გუ̂არითა აღნაქუ̂სისათა, ესე იგი არს გუ̂არითა მარტივისა საუბრისათა, რომელსაცა ელინნი უწოდენ პროზად, ხოლო მეორისა გუ̂არითა მეშაირობისათა, რომელსაცა ელინებრ ეწოდების პოეზა, ანუ პოეტა. პერიოდი Manuscript page: A_97v   ანუ მუხლი, არა სხუ̂ა რაჲმე არს, გარდა აღნაქუსი მარტივთა იდიათა ანუ ლექსთა ცხად ჰყოფისათჳს იდეისა, რომელსაცა უწოდთ ჩუ̂ჱნ სრულს სიტყუ̂ად. პერიოდი, ოდეს ერთსა ჰაზრსა ერთითა ზმნითა იპყრობს თჳს შორის, იწოდების ერთწევროვანად, და ოდეს ორთა ანუ მეტთა ჰაზრთა გარდაბმულთა ურთიერთისადმი, ანუ კავშირთა, ანუ სხვითა სიტყვის ნაწილთა, ვითარცა კულამოღებითა, ზმნისზედითა და მიმღეობითა, მაშინ იწოდების ორწევროვანად, სამწევროვანად და უმეტესად. ხოლო რჩევა ამათი იქმნების ნიშნებითა წერტილთათა.
Sentence: 4     
მაგალ(ითად): ერთწევროვანისა პერიოდისანი არიან ესრეთ:
Sentence: 5     
მოწყალე გლახაკისა ავასხებს ღმერთსა.
Sentence: 6     
სიყუ̂არული მოყუასისა შესძინებს კეთილსა და სხუ̂ანი.
Page of ed.: 243 
Sentence: 7     
ორწევროვანისანი, მაგალ(ითად): მოკიცხარი გლახაკისა განარისხებს შემოქმედსა მისსა. ხოლო მოხარული წარწყმენდილისათჳს არა უბრალო იყოს.
Sentence: 8     
სული სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა. დაგვრიობამან გულის ოქმისამან ჰსცვალოს გონება უმანკოთა და სხუანი.
Sentence: 9     
სამწევროვანი. მაგალ(ითად): ნუ ჰყოფ უსამართლოსა მჰსჯავსა შინა, და ნუ თუ̂ალ ახუ̂ამ პირსა გლახაკისასა. ნუცა განჰკრთები პირისაგან ძლიერისა.
Sentence: 10     
ყოველსა სიტყუ̂ასა უსამართლოსა განეშორე. უბრალოსა და მართალსა ნუ მოჰკლავ. და ნუ განამართლებ უსჯულოსა ძღუ̂ჱნთათჳს.
Sentence: 11     
ამისთჳს დაიხსნა ჰსჯული და არა წარმოებს სრულებით მჰსჯავრი, რამეთუ უჰსჯულო აჭირვებს მართალსა და სხუანი.
Sentence: 12     
ოთხწევროვანნი. მაგალ(ითად): რომელმან ჰქმნეს _ ცოდვაჲ იგი, ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამიდან ეშმაკი ჰსცოდავს. ამისთჳს გამოსცადნა ძე ღვთისა, რათა დაარღჳვნეს საქმენი ეშმაკისანი.
Sentence: 13     Manuscript page: A_98r  
ვაჲ რომელი აღჰსდგების ადრე და ჰსდევს თაფლუჭსა, ელის სერსა, რამეთუ ღვინო შეჰსწუ̂რავს მას და სხუ̂ანი.
Sentence: 14     
ხოლო უმეტესწევროვანნად ითქმიან, ვითარცა "მამაო ჩუ̂ჱნო", "მრწამსი", და ესევითარნი. აგრეთვე ესსახედცა: ვისსა ვაჲ, ვისა ყუ̂ჱდრება, ვისსა სასჯელი, ვისა მწუხარებანი და ლალვანი, ვისა შემუსურა ამაოდ, ვისა თუ̂ალნი ბნელნი, არა რომელიცა ჰგიეს მემთურალობასა შინა, არა მმზერელთა, სადაცა იქმნების მოსმურობანი.

Speaker: N  
Sentence: 15     
ნიკოლაოსმან: სვინტაქსი, ანუ აღნაქუსი ვითარითა სახითა იქმნების შუ̂ჱნიერ ყოფად?

Speaker: I  
Sentence: 16     
იოანემ: სახითა ამით, რომელ, ოდესცა გეხმარებოდეს სიტყუ̂ასა ანუ წესსა შინა, გარდა კანონიერისა თხოვისა, სხუ̂ჲცა შეგეძლოს შემოღებად განშუ̂ჱნებისათჳს აჰზრისა, და ესე დამოკიდებულ არს მეყსჲერებასა ზედა შენსა, ესრეთ, რომელ კანონნი საზოგადოებითნი გახსოვდენ მარადის. მაგალ(ითად): 1) გამოხატუ̂ა ჰაზრისა და მერე უბნობა, ანუ აღწერა. 2) ჰაზრნი იგი ცხადჰყო ესეგუარითა ლექსითა, რომელ Page of ed.: 244  ყოველნივე იყუნენ სახმარ, ხოლო უხმარნი არა იხმარო. 3) სიტყუ̂ანი ყოველთჳს აჰმჰსგავსო სიტყუ̂ჱბთა და მბაძ ექმნა, ძუ̂ჱლთა მწერალთა დაკუ̂ჱცითა ლექსთათა, ვითარცა პეტრიწი და ეფრემ ასური, ხოლო ახალში ანტონი კათალიკოზი. 4) გულსმოდგინებით ჭურეტა, თუ რაჲ ძალი აქუ̂ს ძუ̂ჱლთა მათ მწერალთა თხზულებასა შინა და გამოსცნო შემძლებელობა და საკუთრებაჲ მისი. 5) ენამზეობასა შინა პეტრიწისა და რუსთაველისასა მიხედუ̂ა უმეტეს და გამოძიება, რომელნიცა ძუ̂ჱლთა ლექსთათჳს ეყვიან და არიან უხუ̂ად დადებად უმეტეს ესგუ̂ართა ლექსთა. 6) წესად ლექსად იწოდებიან იგინი, რომელნიცა რომელთამე ნივთთა ცნობილთა ათნებდენ. 7) ლექსნი, რომელნიცა ათნებენ მსმენელთა, სათანადო არს თანჴმობად ურთიერთისა შორის შეწყობით და გემიერისა Manuscript page: A_98v   გამოღებით, რათა იპონ (სიც) ყურნი მსმენელთანი; ხოლო უთანჴმონი ლექსნი და უკუთქმითნი წინააღმდეგ დაქუ̂სჳსა მოაწყენენ ყურთა მსმენელთასა. და ესე იქმნების მაშინ, ოდესცა განყოფ ლექსთა და ბუნებითთა ჴმათა მათთა. მაგალ(ითად): სჳნიდისი მე ანუ საქმე მე შემასმენდა. იგინივე იყუნენ ზედამხედველად თანამდებ და მამცნებელად. მეორე, ოდეს იგინივე ასონი და მარცუ̂ალნი ჰრბიან მრავალნი ერთად. მაგალ(ითად): მამხილებლობანი სჳნიდისნი შეურაცხებითნი განმვლელნი თუ̂ალთა შენთა უჰსძულოთათა. მესამე. ნუ იტყჳ: მე შემდგომად დავლიო, წარმოვიდე, არამედ _ მე შემდგომად დავლევ, წარმოვალ და სხუანი.

Speaker: N  
Sentence: 17     
ნიკოლაოსმან: სათვითონი ლექსნი ანუ სიტყუ̂ანი, ვითარ ჴმარებულ არიან ნაწილთა შორის სიტყვისათა.

Speaker: I  
Sentence: 18     
იოანემ: პირველად სახელისა ჯერ არს დაწყებად ბრუნვილითა ლექსითა, რომელ ესე უმჯობეს იქმნების გამოღებისათჳს ლექსთა. მაგალ(ითად): დიდებისა და ერდგუ̂ლებისა წარწყმენდანი უფროს არიან, ვიდრეღა მათი, რომელნიცა წარჴდებიან. სიბრძნისადმი სიყუ̂არული ვიცი მე.
Sentence: 19     
ჰმსგავსადვე სიტყუ̂ათა შუ̂ჱნიერ ჰყოფენ განმათჳსებელნი სახელთანი. მაგალ(ითად): ვიცი უკუ̂ჱ სულისა შენისა სიკეთე. ვიხილენ მოცალეობანნი შენნი მრავალნი.
Sentence: 20     
შუ̂ჱნიერება უკუ̂ჱ ბრუნვილთა სახელთა თანხმობს ახლისთანა საამოებისა, უკეთუ დაბოლოებასა ზედა სიტყუ̂ათასა Page of ed.: 245  ექმნების ადგილი სახელსა. მაგალ(ითად): ჩუ̂ჱნ მიმავალთა სახლად წინა შეგუ̂ხუ̂და მამაჲ შენი.
Sentence: 21     
მე უკუ̂ჱ ჭირი დავითმინე, ვითარცა მოღვაწემან ქრისტეს იესომან.
Sentence: 22     
2) მრავალთა მარცვლოვანთა სახელთა უმჯობეს არს, რათა წინარე დაეხსნეს ერთმარცვლოვანნი სახელნი. მაგალ(ითად): ხენაყოფიერი, ცა ყოვლად შუ̂ჱნიერი, და საყუ̂არელი ძმისა და სხუ̂ანი.
Sentence: 23     
3) არსებითსა სახელსა და ზედშესრულსა შორის უმჯობეს არს, რათა ერთი ანუ მრავალნი დაიდუნენ ლექსნი: მაგალ(ითად): დიდებულისა მის კაცისა შუ̂ჱნიერსიტყუ̂აობასა ვჰყუარობ მე. ესრეთუ̂ჱ შორის არსებითისა სახელისა და ზედშესრულისა ნაცუ̂ალსახელისა შუ̂ჱნიერად შემოვალნ სხუანი ლექსნი. მაგალ(ითად): ჩემი შენ შორის სიყუ̂არული და შენი ჩემდამო ეკეთილნებობა და სხუ̂ანი. აგრეთვე ორთა შორის ზედშესრულთა სახელთა შუ̂ჱნიერად შემოვალნნ ნაცუალსახელნი. Manuscript page: A_99r   მაგალ(ითად): თავისუფლებითა შენითა და სკჳრველითა გონიერებითა აღმრჩეველ ჴარ.
Sentence: 24     
4) წოდებითი ბრუნუ̂ა. შემდგომად ერთისა და მეორისა: ლექსისა არა უთანჴმოდ დაიდების. მაგალ(ითად): შენი, ძმაო, წერილი მივიღე. ადრიდგან უკუ̂ე, ძმაო ჩემო, მოგელოდი შენ.
Sentence: 25     
5) ზედშესრულნი არსებითთა წინა უძღვიან, გარნა ზედშესრულნი ნაცუ̂ალსახელნი დაკერძოობითნი: ყოელი, არავინ, არარაჲმე და ყოველნი რიცხობითნი სახელნი, არა უშესაბამოდ უკანა დაესხმიან თჳსათა არსებითთა სახელთა. მაგალ(ითად): მრავალნი საქმენი. საღმრთო გონება. მამა შენი. საქმესა მოგცემ ყოველსა. კაცნი ათნი. წელიწადი ოცდაათი და სხუ̂ანი.
Sentence: 26     
6) ოდეს ერთი და იგივე დაბოლოება ზედშესრულთა არსებითთა თანა თანჴმობდენ ურჩხად, მაშინ სათანადო არს არსებითთა ძლით შორის ყოფა მათი. მაგალ(ითად): ნაცულად სასისმიერმან, მართლმჰსაჯულმან, მოწყალემან და წინათუ̂ჱ მხილველმან უფალმან ჩემმან ჰყო ესე. სახიერებამან მართლმჰსაჯულობითმან წინათუ̂ჱ მხილველობისა უფლისა ჩემისაგან ჰყო ესე.
Sentence: 27     
7) ოდესცა ერთი და იგივე ლექსი ერთად შეხუდეს უსაშუ̂ალოდ, Page of ed.: 246  მაშინ ჰჴმობს უკუ̂ჱ საამოსა სიტყუ̂ასა. მაგალ(ითად): კაცი კაცს ჰბრძავს. ჴელი ჴელსა ჰბანს. ბრძენი ბრძენსა ჰბრძნობს და სხუ̂ანი. ხოლო უსაშუ̂ლოთა მდებარეთა ნაცუ̂ალსახელთა ესევე ადგილი აქუსთ. მაგალ(ითად): ვითხოვ შენსას ჩემდამო კეთილნებობისა ქონებასა.
Sentence: 28     
8) ლექსნი ესე: სხუ̂ა და სხუ̂ა. ერთი და მეორე. ესე და იგი, აგრეთუ̂ჱ მრავლობითნიცა ამათნი, დია, მშუ̂ჱნიერად დაისხმიან წერათა შინა ანუ უბნობათა ნაცულად მეორისა. მაგალ(ითად): სხუ̂ა სხუ̂ასა აბრკოლებს, ანუ ერთი მეორესა აბრკოლებს. სხუ̂ანი ანბობენ და სხუ̂ანი უკუსთქმენ. იგინი ამბობენ და ესენი უკუსთქმენ.
Sentence: 29     
ხოლო ზმნისა: 1) სრული სიტყუ̂ა უფრორე ზმნითა ანუ მრავალმარცვლოვანთა ლექსითა ვითარნიცა არიან შემჰსგავსებითნი და უ̂აღრესობითManuscript page: A_99v  ნი შუ̂ჱნიერად დაბოლოვდებიან. მაგალ(ითად): მყუდროსა სჳნიდისისასა არა რაჲმე არს უნეტარეს, სიბრძნე სიწმინდითურთ არს უძვირფასესი საუნჯე კაცთათჳს
Sentence: 30     
2) უკეთუ ზმნა შემდგომად თჳსსა ითხოვს მრავალთა ლექსთა, უმჯობეს არს, რათა საშუ̂ალი ადგილი მიიღოს მან თჳსად. მაგალ(ითად): კეთილი საქმე ქებასა მიიღებს და დიდებასა.
Sentence: 31     
3) არსებითი ზმნა ითხოვს, რათა შეუდგეს მიმღეობა. მაგალ(ითად): მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი ჰრჩეულ. იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ.
Sentence: 32     
4) სხუ̂ანიცა უკუ̂ჱ ზმნანი და არსებითიცა ჴშირად მიიღებენ კულამოღებითსაცა. მაგალ(ითად): იყო დრო, რომელსაცა შინა შემძლებელ იყავ შეწევნად ჩემდა. ჰყო, რაჲცა თანა ედვა მას.
Sentence: 33     
5) არიან ესეგუარნი სიტყუანიცა, რომელნიცა ნაცულად ერთიმეორისა დაიდებიან, ანუ თვით იგინიცა იხმარებიან, ვითარცა: საჭირო არს, ამისა წილ: ჯერ არს, სათანადო არს, შესაძლებელ არს, არა ძალმიცს, არა, და ესევითარნი. მაგალ(ითად): კაცსა ბრძენსა არა ძალუცს არა, რათა არა ჰყუ̂არობდეს კეთილსა საქმესა. ხოლო ზმნანი ესე: ჯერ არს, სათანადო არს, ჰშუ̂ჱნის, დაიდებიან ნიადაგ განუსაზღვრებელითა ზმნითა; მაგალ(ითად): მისდა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა Page of ed.: 247  მოკლებად, აგრეთვე სხუ̂ათა ნაწილთა სიტყჳსათა ურთიერთისა შორის ძალუცთ სხუ̂ათა და სხუ̂ათა ჰაზრთა გამოღებად.
Sentence: 34     
1) მაგალ(ითად): ორნი უკუ̂ჱ თქმითა ზმნისზედანი ჰყოფენ ერთსა დამტკიცებასა. მაგალ(ითად): არა უშესაბამო არს. არა ნუ ესმისა. არა ნუ ამხილოსა.
Sentence: 35     
2) ნაწილნი ესე: რაჲცა, არამედ, ჴშირად დაიდებიან ნაცულად კულამოღებითისა. არა რაჲმე არს ნივთი, რაჲცა არა სარგებლობდეს. გაქუს წყარო, საიდგანაც აღმოივსო.
Sentence: 36     
3) არაოდენ ითხოვს ნიადაგ არამედ კავშირსა. მაგალ(ითად): არაოდენ სტუმარნი, არამედ მეგობარნიცა იყუნენ.
Sentence: 37     
4) ზმნასაზედა ეგრეთ ითხოვს მარადის კავშირსა ამას _ ვითარცა. Manuscript page: A_100r   მაგალითი: არა რაჲმე მსურს ეგრეთ, ვითარცა მეცნიერებაჲ.
Sentence: 38     
5) კავშირი ესე ვიდრეღა ითხოვს სახელთა უაღრესობითთა და ზმნათა: ვარ, ძალმიცს, მაგალ(ითად): ვიტყჳ უფროს, ვიდრეღა უმოკლეს გონებისა ჩემისა. გმადლობ უფროს, ვიდრეღა ძალმიცს, მე უმეტეს ვარ შეკრულ ერთგულობისათჳს თქუ̂ჱნისა, ვიდრეღა სხუანი.
Sentence: 39     
6) თანდებულნი ოდესმე დაიდებიან შორის არსებითისა სახელისა, და ზედშესრულისა მისისა, მაგალ(ითად): მრავალთათჳს მიზეზთა, ტაძარსა შინა წმინდასა.
Sentence: 40     
7) თანდებულნი: შინა და შორის დაიდებიან მრავალგზის ნაცულად ურთიერთისა, თუმცა სხუ̂ასა და სხუ̂ასა ბრუნვასა. მაგალ(ითად): კაცთა შორის. ერთა შინა. ტაძარსა შორის. ტაძრისა შინა.
Sentence: 41     
8) თანდებულნი: მიმართ ნაცუ̂ლად დმისა დაიდების, ხოლო შინა ნაცულად მარცვლისა ად იხმარების. და ეგრეთვე მარცუ̂ალი ეს ად მოეკიდების უბრუნველსა სახელსა ჰმსგავსად ჰრთულისა სახელისა და იხმარების შინა ადგილას, ვინაჲდგან არს მაკეთ მიცემითისა ბრუნვისა. მაგალ(ითად): მივალ მამისადმი ანუ მამისა მიმართ. მომავალი სოფლად ანუ სოფელსა შინა.
Sentence: 42     
9) კავშირნი და ზმნისზედანი ერთსა შინა სიტყუასა მოვლენან ოდესმე ორნი და ოდესმე უმრავლესნიცა. მაგალ(ითად): და Page of ed.: 248  აქუნდაცა უკუ̂ჱ განზრახუ̂ა ამისი ჯერეთ დროსავე მამისა შენისასა.
Sentence: 43     
10) ლექსი ესე ზე დაიდების ნაცულად დროჲსა, მაგალ(ითად): პონტოელისა პილატეს ზე.
Sentence: 44     
11) ნაცუალსახელი ჩუ̂ჱნებითი დაიდების ოდესმე ნაცულად სხუათა სახელთა, უფრორე აღმოჩენისათჳს ჰაზრისა. მაგალ(ითად): ვითხოვ შენგან ამას, რათა გულსმოდგინედ ეგანმხუ̂ჱდველო ღრამმატიკოსობასა.
Sentence: 45     
12) ამასთანა მაგიერ დაიდების მრავალჯერ კუალად. მაგალ(ითად): ამასთანა თქუ̂ჱნ, ესე იგი არს, კუალად გაუწყებ თქუ̂ჱნ, ვითარმედ კარი სიტყვიერებითისა სწავლულებისა არს ღრამმატიკაჲ. Manuscript page: A_100v   ესფერვე ცნობად სათანადო არს, ვითარმედ სიტყუანი არიან სხჳსა და სხჳსა გუ̂არისანი და ამას შინა თანა აძს მკითხველისა, რათა ეგანმხედუ̂ჱლოს ჯეროვან.
Sentence: 46     
1) დამტკიცებითი, მაგალ(ითად): მან იცის თავი თჳსი.
Sentence: 47     
2) უკუთქმითი, მაგალ(ითად): მან არა იცის თავი თჳსი.
Sentence: 48     
3) კითხჳთი, მაგალ(ითად): იცის მან თავი თჳსი?
Sentence: 49     
4) უკუთქმითნი კითხვითნი, მაგალ(ითად): არა იცის მან თავი თჳსი?
Sentence: 50     
5) განკჳრვებითნი, მაგალ(ითად): იცის მან თავი თჳსი!




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.