TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 21
Previous part

Part: 3  
ნაწილი 3.

Chapter: 20  
მართლკითხჳსა (პროსოდიისა) და წერისათჳს (ორთოღრაფიისა)

თავი 1


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაჲ არს მართლკითხუ̂ა გინა პროსოდია?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: მართლკითხუ̂ა ანუ პროსოდია არს ნაწილი ღრამმატიკისა, რომელიცა ასწავებს ნანდვილსა გამოღებასა მარცუ̂ალთასა. გარნა ქართულსა ენასა ბუნებისა ძლით ჴმარებისა არა აქუს საჭიროება დადებად კანონთა მართლგამოღებისა მარცუ̂ალთასა, ვითარცა სხუ̂ათა ენათა, რომელ იგინი თჳნიერ ზედა დასხმისა ნიშანთა ძვილ სადამე გამოიღებიან Page of ed.: 249  მაღლისა ჴმითა ანუ მდაბლისა, ბრჯგუდ ანუ ნათლად და ვერცა შეემცნებიან მსმენელნი და ესე უწყიან, რომელთაცა უწყიან სხვათა ენანიცა, ხოლო ქართულსა ენასა უბნობასა შინა ანუ საზოგადოდ მიწერ-მოწერათა შინა არა უხმარებიათ ნიშანნი მარცუ̂ალთანი და ეგრეთვე წმინდათა მა ჩუ̂ჱნთა მთარგუნელთა საღმრთოსა წერილთასა, ვინაჲდაგან არა აქუს ესეოდენი საჭიროებაჲ.
Sentence: 3     
მაგალ(ითად): ღმერთი, მარიამ, პეტრე, სიტყვიერი, ვჰსწერ, ვქადაგებ და სხუ̂ანი. შესაძლებელ არს ესრეთ დაწერად და აღმოკითხუ̂ად და თქმად, გარნა თჳნიერ ნიშნისა იხილვების ურჩს და უგუ̂ან სასმენელედა, და ამისთჳს ჯერ არს, რათა ყოველსა გუარსა მარცუ̂ალთასა, რომელთაცა ესაჭიროების, მისცეს ნიშანნი, არა თუ ჴმოვანთა ჰკრას და მისცეს მახვილი, არამედ მით ნიშნითა, რომელთა ზედა აქუთ ზემო ნიშნად მახვილნი. მაგალ(ითად): მარი́ამ, პეტრე́. [Manuscript page: A_101r   ვჰქადაგე́ბ და სხუ̂ანი. ესფერვე მართლკითხე̄ასა შინა ჯერ არს დაცუ̂ად ესე, რათა ასონი ურთიერთისა ხმითა არა გამოიღებოდენ, და ერთი მეორისა ნაცუ̂ლად არა დაიდებოდნენ. მაგალ(ითად): პარისა წილ. ფარისა წილ. უნისა წილ, და -ესა წილ. არამედ ყოველნი თჳსითა საკუთარითა ხმითა გამოიღებოდენ ბაგითა შესაბამითა მოძრაობითა, არა მჭირსედ და არცა მქისედ. მაგალ(ითად): ბარბარე და არა პარპარე. პეტრე და ფეტრე. ვარხვი და არა ურხი. უფალი და არა ჳფალი და სხუ̂ანი. იხილენ ესგუარნი დიდსა ღრამმატიკასა შინა ანტონის კათალიკოზისასა. ესსახედვე. სათანადო არს სიმკაცრე, რათა წარკითხუ̂ასა შინა წერილთა და ლექსთასა არა დააკლოს მარცუ̂ალნი და სხვისადმი არა შერთოს, ანუ ნანდვილად ისე ვერ აღმოიკითხოს, ვითარცა წერილ არს, რომელიცა ყურსა მსმენელთასა ყოვლითურთ აღრევს და დაუკარგავს ჰაზრსა. მაგალ(ითად): უკეთუ აღმოიკითხო ამსახედ სიტყუ̂ა: მოციქულო ღვთისა, მსახურებდი. ესე სრულიად არა შემოიტანს ჰაზრსა და არსაცა უგვან, ხოლო სათანადო არს ესგუ̂არ აღმოკითხუ̂ა ამისი: სიტყუ̂ასა სამოციქულოსა ღვთისასა ჰმსახურებდი და სხუ̂ანი.


Page of ed.: 250 

Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.