TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 23
Previous part

Chapter: 22  
თჳს ნიშანთა სტრიქონთასა და ქარაგმათასა შესაბამიერსა წერისათჳს


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან: რაოდენნი არიან ოხვრითა განთჳსებანი ქართულთა ენისა და ეგრეთვე ნიშანნი, სტრიქონნი და ქარაგმანი?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: შვიდნი უკუე არიან გუარნი მათნი. პირველი, მახვილად აღმოსაოხრებელნი, ვითარცა ა́. ი́. მეორედ, ნელიად აღმოსაოხრებელნი, ვითარცა ბ'. დ'. ს'. მესამედ, მოხრილად აღმოსაოხრებელნი, ვითარცა ე́. ო́. მეოთხედ, ბრჯგუდ აღმოსაოხრელნი, ვითარცა: ფ^, ხ^, ქ^, თ^, ც^, ღ^, ხ^. მეხუთედ, ლიტონად ანუ მარტივად აღმოსაოხურელნი, ვითარცა: პ#. მ#. ვ#. ტ#. ზ#. წ#. ძ#. ნ#. რ#. მეექუსედ, უგრძესად აღმოსაოხურელი, ვითარცა უ~. ც~. მეშვიდედ, მოკლედ აღმოსაოხურელნი, ვითარცა ჲ@ ჳ@ ჷ@.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაო́სმან: რაოდენნი არიან ასონი, რომელნიცა ადგილისაებრ პირად-პირადად იმოქმედებიან?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ოთხნი, ესე იგი: . . უ̂. . ხოლო იმოქმედებიან ესრეთ, რამეთუ ოდესმე ჲე, ნაცულად ნისა, იმოქმედების ვითარცა ბეთსაჲდა, ესე იგი ბეთსაიდა. და ოდესმე ჳე ნაცულად ინისა და ნისა იმოქმედების, ვითარცა აღჳმსთობით, ესე იგი აღვიმსთობთ. და ოდესმე ნი, ნაცულად ვინისა, ვითარცა სიკუდილი, ესე იგი სიკვდილი და ოდესმნ ჱეე, ნაცულად ნისა, ვითარცა უკუჱ, ესე იგი უკვე და სხუ̂ანი.
Sentence: 5     Manuscript page: A_102r  
ნიკოლაოსმან: ნიშანნი სტრიქონთანი ვითარ მსახურებენ წერილთა შინა და ანუ რაჲსა შინა სახმარ არს?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: მსახურებენ წერილთა შინა ცხადყოფისათჳს ნანდვილთა ჰაზრთასა და მხოლოსათჳს წინა აღმდგომთა განმარტულებათასა, რომელნიცა დაისხმიან ჰაზრისებრ და შეწყობისა სიტყუ̂ათა, რომელისაცა ნიშანნი პირველსა დაწყებასა შინა ღრამმატიკისასა გაჩუ̂ჱნენ, და აქაცა იხილე:
Sentence: 7     
მძიმე, რომელ არს (სტიგმა, გინა კომმა) არს მცირედ დასაყოვნებელი ჴმისა კითხვასა შინა, და განჰყოფსცა ერთსა შინა სრულსა სიტყუ̂ასა შემთხუ̂ჱულთა ერთებრისა ბრუნჳსა Page of ed.: 252  და მიმოხრისა სახელთა და ზმნათა. მაგალ(ითად): სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა, ამინ. ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა, და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
Sentence: 8     
ერთწერტილი ჰნიშნავს გრძელსა დამყოვრებასა ჴმისასა კითხუ̂ათა შინა და აქუ̂ს თჳს შორის თუმცა სრული ჰაზრი, გარნა დაუტევებს კვალად იჭუ̂სა მისთჳს, რაჲცა შეუდგების შემდგომად. და ამითჳს არ დაიწყების შემდგომი მისი სიტყუ̂აჲ ასომთავრულითა, არცა გარდაიბმის კავშირითა. მაგალ(ითად): ყოველთა ზედა კითხუ̂ათა არა მომიგებ.
Sentence: 9     
ყოველი უგუნური უმეტეს კითხუ̂ად შემძლებელ არს, ვიდრეღა მიუგებდეს ბრძენი. ყოველნი არიან ამაო, რაჲსაცა ვხედავთ სოფელსა შინა. მეცნიერება ოდენ დაგუშთების სიმდიდრედ.
Sentence: 10     
ორი წერტილი დაასრულებს სრულსა პერიოდსა, ანუ მუხლსა, რომლისაცა შემდგომი მუხლი ნიადაგ დაიწყების ასომთავრულითა. მაგალ(ითად): მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოება ჩემი; უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან, და ცოდუ̂ათა ჩემთაგან განმწმინდე მე და სხუ̂ანი.
Sentence: 11     
საკითხავი ნიშანი ჯერ არს დასმად დასასრულსა ზედა კითხჳთისა სიტყჳსასა. სადა ხარ შენ? უწყია, ვითარმედ კაცნი ცხოვრებასა ამას შინა ბრმა არიან და დროსა სიკუდილისასა აღეხმის თუ̂ალნი?
Sentence: 12     
და მაშინ ჯერ არს გამოხუ̂ბად ამის ნიშნისა კანონისაგან, ოდესცა სხვისათჳს მიუთხრობდე სიტყუ̂ასა, მაგალ(ითად): Manuscript page: A_102v   მე, ვიცნობა მას. არა ვუწყი, საქებელ იქმნების ესე, ანუ არა.
Sentence: 13     
განკვირვებითნი, წოდებითნი, მცნებითნი, და ყოველნი ფიცხელნი სიტყუანი ჯერ არიან სხვითა ნიშნითა განსხუ̂აებად, რომელსაცა ეწოდების ნიშანი განსაკვირვებელი. მაგალ(ითად): , თქუ̂ჱნ. ქუ̂აქმნილნი გულითა, არა გაქუსთ არარაჲმე შეწყალება თავთა თქუ̂ჱნთა! . უგუნურო, დაჰსხერ ამპარტავნებად! რაჲსათვის ამპარტავნებ მიწა და ნაცარი! Page of ed.: 253  უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა!
Sentence: 14     
ფრჩხილთა შორის პყრობილი ლექსი, ანუ სიტყუ̂ა, არს სხვით შემოსხმული და კავშირით აღუ̂რეველი სიტყუ̂ასა მას შინა, რომლისაცა შორის შემოიღების; და ამისთჳს ჯერ არს, რათა აღმოიკითხოდეს იგი ნელიადითა ჴმითა, ვითარცა განგებ შეხდომილი რაჲმე. მაგალ(ითად): მრწამს ჭეშმარიტებით (არა ამაოება არს სარწმუნოება ესე), ვითარმედ არს ღმერთი, რომელსაცა ძალუცს მარადის სასყიდლის გებად და დაჰსჯად ჩუ̂ჱნდა. მას (ვინ იფიქრებდა ამას) გაშორებენ შენ. და მაშინ მიიქცნენ (მოციქულნი) იერუსალიმად და სხუანი.
Sentence: 15     
შემკურელი, ანუ ჳპოდიოსტოლი, არს ორთა სახელთა ჰრთულთა გარდამბმელ, მაგალ(ითად): ღვთის-მცემელი და სხუანი.
Sentence: 16     
გარდასატანი არს ნიშანი ლექსთა მარცუ̂ალთა ზედა განყოფილთა დასასრულ და დასაწყისის სტრიქონისა. მაგალ(ითად): შეიყუ̂არეთ ჵი, კაცნო, სიბრძნე, რათა საუკუნოდ ჰსცხოვრებდეთ. ხოლო წესსა შინა ლექსთასა სიმკაცრე თანა აძს მწერალსა, რათა სტრიქონით სტრიქონად არ გარდაიტანდეს ასოთა შესაბმიერთა ერთის მარცვლისას მეორისადმი და ამისთვის უნდა ახსოვდეს ნიშანნი ბრუნვისანი გავითარებულთა, მაპიროვნებელთა და მამრავლებელთა ზმნათა, რაოდენ შეიძლებოდეს არა გარდატანად იძულებით სხვათა სტრიქონთა ზედა, და არა დაიყოფოდენ ძირნი სახელისა და ზმნისანი. და ეგრეთვე არა გარდაიტანებოდეს დაყოფით ტრიქონით ტრიქონად სახელნი უმაღლესისანი. მაგალ(ითად): უფალი, თჳთმპყრობელი, მოციქული, იმპერატორი, მეფე, დიდებულება, სიმაღლე და სხუ̂ანი.
Sentence: 17     Manuscript page: A_103r  
სხოლიონი, რომელ არს განმმარტებელი უცხოს ლექსისა ნიშნითა ამით (*), ძუ̂ჱლად ჰსწერდენ უნიშნოდ წითლულითა, ანუ ნოტრითა, ანუ წვრილითა ასოთი, ანუ მგრგლოვანითა, ყუავფრჩხილოვანთა და ასომთავრულითაცა, გარნა ახალსა დროსა შინა შემოიღო უფრო მიხდომისათჳს და ჩქარის მწერლობისათჳს კათოლიკოზმან ანტონი სხოლიო ესე, ზეითაც იმა ლექსთან მჯდომელი და ქვევით, რვეულის ბოლოს, გახაზვით ერთის სტრიქონისა; და Page of ed.: 254  მერე ნიშანი ესე და მერეთ განმარტებაჲ მისი წმინდის ჴელით ანუ ნუსხურებ მოწერითა.
Sentence: 18     
სამოწმებელი ნიშანი იხმარების მაშინ, ოდეს ქადაგებასა შინა, ანუ ცხოვრების წერასა შინა, და ანუ ისტორიასა და საჶილოსოჶოსოსა შინა შემოვიღებთ სხუ̂ათა ნათქუამთაგან წერილთა დასამტკიცებლად მის ჰაზრისა, ანუ უფრო ცხადყოფისათჳს, მაშინ დავსვამთ ორთა მძიმეთა ერთად ჩამოკრულთა ესრეთ, ვითარცა ჩამს: "სიტყუ̂ანი ცხოვრებისანი გქონან შენ".
Sentence: 19     
ქარაგმა არს შემოკლებულთა მარცუ̂ალთა ძლით ლექსთა ზემო ნიშნისა მიცემა, ოდესცა ერთნი ანუ მრავალნი მარცუალნი დაიფარვოდენ ლექსთა შინა და საცნაურ იქმნებოდენ იგინი ზემოდასმულითა მით ნიშნებითა. საუფლოსა, საასომთავრულოსა და საზოგადოსა. მაგალ(ითად): საუფლოჲსა ქარაგმისა დასმა ჯერ არს მაშინ, ოდეს ლექსთა საღმრთოთა დააკლდენ მარცუალნი, ვითარცა: თ~ჳი, რ~თი, ი~ჳ, ჴ~ე. ესე იგი: უფალი, ღმერთი, იესო, ქრისტ;, საასომთავრულო არს, ოდეს სიტყუ̂ანი დაიწერებოდენ ასომთავრულითა ანუ მგრგლოვანითა. მაგალ(ითად): ხ~, რ~, ა~დ, ვ~ა. ესე იგი: ხოლო, რამეთუ, არამედ, ვითარცა და სხუ̂ანი. ხოლო საზოგადო უკუ̂ჱ ქარაგმანი დაისხმიან საზოგადოთა უკუ̂ჱ წერილთა ხუცურისა თუ ხედრულისათა, მაგალ(ითად): რ~. რ~. ვ~ა. ვ~ა წ~ა. ჳ~ა], კ~დ. ქ~დ ესე იგი: რამეთუ, ვითარცა წმინდა, კუ̂ალად და სხუანი. უვრცელესად იხილე დიდსა ღრამმატიკასა შინა ანტონისასა. ნაწილი 3. დამატება. Manuscript page: A_103v  .
Sentence: 20     
მახვილი არს ნიშანი აკრული დაბოლოებულსა ზედა ასოსა შემასმენელობითთა ბრუნვათა და ბრძანებითთა ზმნათასა. მაგალ(ითად): შექმნა ღმერთმან კაცი́ მიწისაგან და აღმოიღო ევა́ გუ̂ჱრდისაგან ადამისა; პატივ ე́ც მამასა შენსა და დედასა́ შენსა, რათა დღეგრძელ იქმნე ქუ̂ჱყანასა ზედა და სხუ̂ანი.
Sentence: 21     
ნიშანი ბრჯგუ̂ჲსა მიეცემის უნსა, ოდეს სხუ̂აჴმობს იგი თჳსსა საკუთრისა ჴმისაგან, და მაშინ ითხოვს იგი შემდგომად თჳსსა ანუ ჲესა და ჱესა. მაგალითი: მე უკუ̂ჱ რაჲსაცა გამცნებ, შეიწყნარე და სხუ̂ასა ნურა რაჲმესა ჰყოფ და სხუანი.
Sentence: 22     
ნიშანი კლებულისა იჴმარების მაშინ, ოდესცა მარცუ̂ალი Page of ed.: 255  მოთხრობითისა ბრუნვისა მიეხდების სახელსა საამოდ სმენისათჳს და არა ურჩხყოფისათჳს სიტყუ̂ათასა სასმენელთა შინა. მაგალ(ითად): ჰრქუ̂ა იჳ მოწაფეთა თჳსთა (ჰრქუ̂ა იესომ მოწაფეთა თჳსთა). იხილე, რომელ კლებული ნიშანი ძალითად ნიშნავს ბოლოს მანსა. გარნა შვენიერებისათვის იმ სახედ ითქმის, ვითარცა პეტრე́ ჰსთქუ̂ა (პეტრემ ჰსთქუ̂ა) და სხუანი. იხილე ანტონის ღრამმატიკასა შინა. ნაწილი 3.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.