TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 25
Previous part

Chapter: 24  
სხუ̂ადასხუ̂აგუარი შენიშუნა, რომელიცა საჭირო არს ესეცა ჰსწავლად ღრამმატიკასა შინა


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოსმან:საზღუ̂არსა შინა ღრამმატიკისასა რომელი არს სახე, ნათესავი და განყოფილება?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: ვინაიდგან საზღუ̂არი ღრამმატიკისა არს ესე, ღრამმატიკა არს შემძლებელობა, მართლუბნობა და წესიერ წერა. ამას შინა ღრამმატიკა დაიდების სახედ, შემძლებელობა _ ნათესავად, მართლუბნობა _ განყოფილებად და წესიერ წერა შემამტკიცებელ განყოფილებად.
Sentence: 3     Manuscript page: A_104v  
ნიკოლაოსმან: რა მნიშვნელობა აქუს შემამტკიცებელ განყოფილებას?
Page of ed.: 257 
Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: შემამტკიცებელ განყოფილება, ესე არს, ოდეს იგი ვერ ეკმაოდეს განყოფილება ერთი და დაერთოდესცა მას სხუ̂ანი აღსავსებლად ჰაზრისა, მას ეწოდების.

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოსმან: რომელ არს აღლევა, ანუ (უკუნრღუ̂ჱვა) ღრამმატიკისა ვითარ იქმნების?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: ესრეთ, ვინაჲდგან თქმა ესე: ღრამმატიკა არს ლექსი რაჲმე, ხოლო ლექსი უკუ̂ჱ განიწვალების მარცუ̂ლებად, და მარცუალნი _ განიყოფიან ასოებად, ასონი _ ღრამებად (ანუ ხაზებად), ღრამნი _ წერტილებად, ხოლო წერტილი არარად და ესრეთ იქმნების აღლევა კანონისამებრ ღრამმატიკისა.

Speaker: N  
Sentence: 7     
ნიკოლაოსმან: ასოს რა მნიშვნელობა აქუს, ანუ რად ეწოდა ეგე სახელად?

Speaker: I  
Sentence: 8     
იოანემ: უკეთუ ასო არა იყოს, არცა წერილი იქმნების; და ამისთჳს კითხვისა და წერის ნიშნად შემოუღიათ პირველად ასო. ხოლო ასო სხვა არა რაჲმე არს, რამეთუ წუ̂ჱრმან კალმისამან დაანაკუ̂ჱთა იგი, ვითარცა იტყჳს არისტოტელი: "ეწოდების ასოჲ, რამეთუ წუ̂ჱრმან კალმისამან დასო".

Speaker: N  
Sentence: 9     
ნიკოლაოსმან: წერტილი რაჲსაღა ნიშნავს?

Speaker: I  
Sentence: 10     
იოანემ: წერტილს თუ რა მნიშვნელობა აქუს, ზემორე აგიხსენ. ხოლო სხვებ, წერტილსა უწოდს დავით უძლეველი ჶილოსოჶოსი ამაოებად. გარნა წერტილი ღეომეტრიულისა გუ̂ართა არს დასაბამი ყოველთა ხაზთა და სხუათაცა სიტყვის ნაწილითაცა, ესფერ შეემცენ.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.