ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 226

Page of edition: 226  Line of edition: 1    სთნდეს, ორთავე მისცეს მეფობა, რომელ ყოცა ულო უკანასკნელ. და ესრეთ მოიწივნეს
Line of edition: 2    
ულოს წინაშე, რომელი იხილა რა, შეიწყნარა. და ორთავე მეფობა დაუმტკიცა,
Line of edition: 3    
და მისცა ყოველი სამეფო მათი, და ვითარ ესმა ქართველთა მოსლვა მეფეთა მათთა,
Line of edition: 4    
უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი, წინა მოეგებნეს ალატაღს იმერნი და ამერნი
Line of edition: 5    
წარჩინებულნი, და იყო სიხარული და მადლობა ღმრთისა. ვითარ დაყვეს მცირედი
Line of edition: 6    
ჟამი ულო ყაენს წინაშე, და წარმოავლინნა ქართლს. და მოვიდეს ტფილისს სიხარულითა.

Line of edition: 7    
და შეკრბეს \ კათალიკოსი და ყოველნი ეპისკოპოსნი და ყოველნი მთავარნი და
Line of edition: 8    
ერისთავნი, \ და დასხდეს ტახტსა მამათა მათთასა, ტფილისს, დავით და დავით ორნივე.

Line of edition: 9    
ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი
Line of edition: 10    
იტყჳს, ვითარმედ: ყარაყურუმს" ყოფასა ორთავე მეფეთასა, გუ[ჲჳქ] ყაენმან ესრეთ
Line of edition: 11    
გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ. და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა
Line of edition: 12    ძე დავით მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს, და
Line of edition: 13    
მე არა შევიწყნარებ ამას.

Line of edition: 14    
პირველად უწყოდეთ, რომელ ყაენსა მას არა გაუყო და მან განუყვნა და ულოს მამასა
Line of edition: 15    
და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან ყუბილ ყაენმან მოსცა და ულო
Line of edition: 16    ყაენისა წარმოვლინა, და მანცა ორთავე \ დაუმტკიცა მეფობა.



Line of edition: 17    მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა-გიორგისა, და დავით,
Line of edition: 18    ძე მეფის რუსუდანისა,
ბაგრატოანნი


Line of edition: 19    
და ორნი დასხდეს ტახტსა ზედა და აზომ, რომელ მრავალი სიგელი იპოვების,
Line of edition: 20    
და თჳთ მე მინახავს, რომელ სიგლებისა თავსა სწერია: "მეფენი ბაგრატოანნი", და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.