TITUS
Visramiani
Part No. 42
Previous part

Chapter: 42  
Line of edition: 31  რამინისაგან გულისათუის გამიჯნურება


Line of edition: 32       თუცა რამინ ქუეყნისა პატრონად გაჴდა და ძმისა ლაშქართა
Line of edition: 33    
ზედა უხუცესად, გული ჴელმწიფობასა შინა უვისობისათუის
Line of edition: 34    
ეგრეცა ასეთი ედვა, ვითა უწყალოდ თევზსა. მოიარა თავისა ქუეყანა,
Line of edition: 35    
ყოველგან მოირჭუნა და ამაღლდა. სადაცა ბრძანება მისი მივიდა,
Page of edition: 187   Line of edition: 1    
ყოველგან ავის-მოქმედობა ამოაგდო. ესრე უშიშრად გაჴდა
Line of edition: 2    
გურგანი, რომელ ცხუარნი და მგელნი ერთად იყვნიან და ცხუართა
Line of edition: 3    
მგელნი უჩობნობდიან, ეგზომსა სუმიდიან და იხარებდიან, რომელ,
Line of edition: 4    
თუ სთქუა, მის ქუეყანისა მდინარე ყუელა ღუინისა იყო. მისისა
Line of edition: 5    
მოსამართლეობისაგან ყოველი კაცი მუტრიბითა ჯდის, მისისა
Line of edition: 6    
შიშისაგან ყოველი მტერი დამონდებოდა, პირუტყუთაცა თმობა
Line of edition: 7    
მისცემოდა ავის--მოქმედთაგან, და ისპაანი სახლად დაიჭირა, ჯორჯანი,
Line of edition: 8    
რე, [აჰვაზი] და ბაღდადი მისი იყო, მისგან უკეთესნი და უფროსნი
Line of edition: 9    
ლაშქარნი არავის ჰყვნეს, მისითა სიკეთითა და მოსამართლეობითა
Line of edition: 10    
გამოუსუენა ყოველსა სულიერსა, აშენდეს ქუეყანანი, და გამოიღეს
Line of edition: 11    
ხეთა ნაყოფი და ყოველი კაცი მის ქუეყნისა ჰმადლობდა ღმერთსა
Line of edition: 12    
მისისა ეგეთობისათუის.

Line of edition: 13       
რამინ დაიწყო ყოველგან თავისა ქუეყანასა სიარული საურავად,
Line of edition: 14    
ნადირობად და თამაშად, ჰამიანს მივიდა და გორაბს მუნებურნი
Line of edition: 15    
დიდებულნი და ჴელმწიფეთა სწორნი შაჰფურ და რაფედ წინა
Line of edition: 16    
მოეგებნეს, მის ქუეყანისა დიდებულნი და გუარიანობითა საჴსენებელნი
Line of edition: 17    
იგინი იყვნეს, უმასპინძლდებოდეს ეგრე, ვითა მართებდა:
Line of edition: 18    
დილასა ნადირობად გავიდიან და საღამოს. სუმად და სიხარულად
Line of edition: 19    
დასხდიან, ვითა ნადირობასა შიგან ლომისა და ვეფხისათუის მიწყით
Line of edition: 20    
ჴრმალი ჴელთა ჰქონდის და ნადირთათუის ისარ-მშუილდი, ეგრე
Line of edition: 21    
შინამყოფთა -- ჴელთა ჭიქა. ესრე ჰამოდ იხარებდიან, მაგრა ვისის
Line of edition: 22    
გონება გულისაგან არცა ეგრე მირიდებოდა, არა ველსა შინა
Line of edition: 23    
მყოფსა და არა შინა.

Line of edition: 24       
დღესა ერთსა ნადირობით მოვიდოდა და ვითა მზე ქალი ნახა,
Line of edition: 25    
სახელად გულ ერქუა, სახედ და შუენებით უკლები იყო, გაზაფხულისა
Line of edition: 26    
ყუავილი იყო, გულისა გამამხიარულებელი, ჭირისა მაქარვებელი,
Line of edition: 27    
სამართლისა მოქმედი და გულისა წამისა-ყოფით წამღები,
Line of edition: 28    
კეკლუცთა ჴელმწიფე, მოყმეთა ჴელოვნად მომზიდავი, სნეულთა
Line of edition: 29    
გამამრთელებელი, ჭირვეულთა მალხენელი, პირი ვარდიანსა
Line of edition: 30    
წალკოტსა უგუანდა და თმანი შავნი და გრუზნი სიჴშირითა -- შაქრისა
Line of edition: 31    
ლერწამსა, კოჭთამდის თმისა მისისა ლაყაბი მიჯნურთა ტოილო იყო
Line of edition: 32    
და ფათერაკსა მისთუის ესკუნა. ბაგეთა მისთა სიმცროსა ზედა გემო
Line of edition: 33    
ყანდისა ჰქონდა და ამა იაგუნდსა შიგან მარგალიტი ჩნდა დაცმული,
Line of edition: 34    
წამწამთა მისთა მშუილდოსნობა აფხაზთაგან ესწავლა, ამბარი
Line of edition: 35    
ფერსა და სულსა მისგან ივასხებდა, წარბი მისი მთუარესა. ზედა
Line of edition: 36    
მშუილდოსნობდა, და მისი არყი მუშკი იყო და წამწმისა ისარსა
Line of edition: 37    
მოყმეთა გულსა დაასობდა, ერთი ბაგე ვარდსა ზედა მუშკ-მოცრილსა
Line of edition: 38    
ჰგუანდა და მეორე უკუდაებასა. მისისა გულისა ყმა იყო
Page of edition: 188   Line of edition: 1    
ქვა და მისისა ლამაზობისა მონა ბასრი რკინა. ბროწეულისა ყუავილი
Line of edition: 2    
მისთა ღაწუთა სახე იყო და ტანი მისი -- გიისა, ჴორცისა და
Line of edition: 3    
სისხლისა მისებრი არა ინახოდა, ტანისა სითეთრე ბროლსა ჰგუანდა
Line of edition: 4    
ყასაბგარდაფენილსა. იგი ასეთი მიჯნურთა მამჭლობელი დიდის
Line of edition: 5    
გემოვნებითა თავაღებულობდა. სამკაულისა მეტად შეკაზმულობით
Line of edition: 6    
საჭურჭლესა ჰგუანდა, თუალ-მარგალიტისა ხუავრიელობითა --
Line of edition: 7    
გაუპობელსა სადაფსა. მისისა გუირგუინისაგან მთუარე ელვიდა,
Line of edition: 8    
პირისაგან -- მზე, კბილთაგან -- მასკულავნი და ყელისაგან --
Line of edition: 9    
მთიებნი. სიამაყითა ყმაწუილსა ჴელმწიფესა ჰგუანდა და
Line of edition: 10    
საწადლობითა სიცოცხლესა, შუენებითა გაზაფხულისა წალკოტსა და დიდის
Line of edition: 11    
გემოობითა მარტორქასა. მჴევალნი ჰყვეს მისებრვე შუენვარენი:
Line of edition: 12    
ჩინელნი, თურქნი, ბერძენნი; დგეს ოთხმოცნი გულისა მიდამოსა,
Line of edition: 13    
ვითა მთუარისა მიდამოსა მასკულავნი.

Line of edition: 14       
რა დაინახა რამინ ნაძუი მავალი და მთუარე სულიერი, რომელ,
Line of edition: 15    
ვითა მზე ციმციმებითა. არ გაიცადებოდა, გული შეუსუსტდა,
Line of edition: 16    
ვითა რეტი უჭურეტდა, ჴელთაგან ისარი დავარდა. არ ჯერ იყო
Line of edition: 17    
მისსა ადამის-ტომობასა: "ესე მისნი ლაშქარნი ვითა მასკულავნია
Line of edition: 18    
და მათი პატრონი ნუთუ მთუარეა? და თუ ესენი მთუარენია. მათი
Line of edition: 19    
პატრონი ნუთუ მზეაო?" ამა საგონებელსა შიგან იყო რამინ და
Line of edition: 20    
უჭურეტდა, მერმე გულ, მოყმეთა თმობისა წამღებელი, რამინს
Line of edition: 21    
წინა წამოდგა ესრე სალამად, ვითა ადრინდელი მოყუარე, უსალამა
Line of edition: 22    
და ჴელსა ემთხუია. ეგრე მოაჴსენა:

Line of edition: 23       
"სახელოვანო ჴელმწიფეო! ჩუენი ქუეყანა შენგან ელავს, ვითა
Line of edition: 24    
მზისაგან ცა. აწ შეღამებულა, ბრძანე, ჩუენსა გარდაჰჴედ,
Line of edition: 25    
გამოისუენე: ამას ღამე ჩუენი სტუმარი იყავ. გიმასპინძლებთ.
Line of edition: 26    
სანუკუარსა ჰამოსა მოგართუამთ. ფრინველთა და ნადირთა სიმრავლითა
Line of edition: 27    
გაგისუენებ, ღუინოსა მურავაყიანსა მოგართუამ, წინა იასა და ვარდსა
Line of edition: 28    
დაგიყრი. მეჯლისსა შეგიკაზმავ შენსა მსგავსსა, სულისაებრ
Line of edition: 29    
საყუარლად გიმასპინძლებ. თუით ჩუენი წესი სტუმართ-მოყურობა
Line of edition: 30    
არისო".

Line of edition: 31       
რამინს ესრე შეუყუარდა გული, რომელ ვისის სიყუარული
Line of edition: 32    
დავიწყებოდა, თუალთა ხედვამან საწუთროსაებრ უმუხთლა. ვისის
Line of edition: 33    
გლახ-შიში და ზარი არ გაუმტყუნდა. ვაი მას გულსა, რომელი
Line of edition: 34    
ესეთსა უხანოსა მოყუარესა მიენდოს, და ვაი მას მამაცსა, რომელ
Line of edition: 35    
ესდენ უხანო და უზენარო იყოს. სიყუარულ-უმტკიცო და
Line of edition: 36    
ფიც-გაუსრულებელი. რამინ გულსა პასუხად ეგრე უბრძანა:

Line of edition: 37       
"ჰე მთუარეო! ესრე ხოლო მითხარ, თუ სახელი რა გქუიან
Line of edition: 38    
ანუ რომლისა გუარისა ხარ? ჯერეთ შენი შუენიერი თავი გაგიცემია,
Page of edition: 189   Line of edition: 1    
ანუ არა? მე ქრმად გინდი თუ არა? ვინ ცოლად შეგირთუიდეს,
Line of edition: 2    
შენი მშობელნი მისგან მეჰარსა რას ითხოვენ? შენსა კოცნასა
Line of edition: 3    
რაზომ გასცემ? თუ ათას სულადცა გასცემ, ჩემგან ეგრეცა
Line of edition: 4    
უშურველიაო".

Line of edition: 5       
პასუხად ეგრე გამოსცა მზემან ენოვანმან და ბუთმან ჴორციელმან:
Line of edition: 6       
"ვითა მზე არ დაიმალვის, ეგრევე მე და ჩემი სახელი
Line of edition: 7    
დამალული არ ვეგებით. არცა ამისი თქუმა მინდა, თუ მავანი ვინმე ვარო.
Line of edition: 8    
დედაჩემი გოჰარ არის და მამა რაფედ, ამა სამეფოსა თავადი
Line of edition: 9    
არის. და აგრევე ძმა ჩემი პატრონი არის ადრაბადაგანისა, მრავალნი
Line of edition: 10    
ძმანნი მისხენ, ყუელანი გოლიათნი ჭაბუკნი, გუარიანობითა და
Line of edition: 11    
სიკეთითა ერთსახე ცხადნი ვართ და ქებულნი; დედულად და მამულად
Line of edition: 12    
უზადო ვარ, ერთი გორაბელია და ერთი ჰამიანელი, მე თუით
Line of edition: 13    
სახელად გულ მქუიან, სახელისაებრ ვარდისფერი, ვარდისებრ
Line of edition: 14    
საყუარელი ვარ და ვარდისა მასუნებელი, დედისაგან კეკლუცად
Line of edition: 15    
შობილ ვარ და ძიძისაგან წმიდად გაზრდილი ვარ, ნაკუთად მამისაებრ
Line of edition: 16    
კარგი ვარ და სახედ დედისაებრ ტურფა. მკერდი ჩემი ვეცხლისა
Line of edition: 17    
არის და ყელი -- ბროლისა; ყარყუმისაებრ რბილი ვარ და მუშკისაებრ
Line of edition: 18    
სურნელი, რას მკითხავ ჩემსა გუარსა და სახელსა, რომელ
Line of edition: 19    
ყოველმან ქუეყანამან საქებურად იცის? და შენ თუ ჩემი სახელი არ
Line of edition: 20    
იცი, მე კულა შენი დიდად კარგად ვიცი. შენ რამინ ხარ, შაჰინშას
Line of edition: 21    
ძმა და ვისის მიჯნური, რომელ მისსა გამზრდელსა მოუჩხიბავ და
Line of edition: 22    
იგი სულსა და გულსა გირჩევნია, თუ ბაღდადისაგან ეგების, რომელ
Line of edition: 23    
დიჯლასა ელიოს, მაშა შენგანცა თურე ეგების უვისოდ, მაგრა რას
Line of edition: 24    
ვიტყუი? შენ ვისის მიჯნურობა ასრე არ გამოგერცხების, ვითა ზანგსა
Line of edition: 25    
სიშავე, შენი გული სავისოისა სიყუარულისათუის შეუკრავს
Line of edition: 26    
ბერსა ძიძასა, რომლისა ტოილო და ლუსმარი მისი გრძნება და
Line of edition: 27    
შელოცვაობაა, შენ არ შეგიძლია მისი კიდეგანობა და ჩემებრთა
Line of edition: 28    
კეკლუცთა თანა ყოფნა, და რათგან უმისობასა ვერ დასთმობ, იყავ
Line of edition: 29    
მისი ოდენ, მას შენ მოუყივნებიხარ და იგი შენ და ორთავე შაჰინშა
Line of edition: 30    
აუგითა აგივსია, არაა ქუეყანათა ზედა ეგეთი ადგილი, სადა თქუენი
Line of edition: 31    
ამბავი არ იყოს და არ გეკიცხოდენო".

Line of edition: 32       
რამინ ეგრე უთხრა:
Line of edition: 33       
"მთუარეო ზეანდანო! ნუოდენ აყუედრებ მიჯნურსა, ფათერაკსა
Line of edition: 34    
შესწრობილი რა კაცი ნახო, ღმრთისაგან შენდობა ითხოე, აწ
Line of edition: 35    
მე ვწყევ მაშინდელსა ჩემსა გონებასა და თავსა, მაგრა ყოველი
Line of edition: 36    
ღმრთისა საქმე კაცთაგან დაფარულია, ღმრთისა განგებისა საქმე
Line of edition: 37    
ჩვენზედა გრძელია, ნუ მაყუედრებ! თუ ჩემი საქმე ესრე სააუგო
Page of edition: 190   Line of edition: 1    
იყო, ეტლმან ჩემმან ქმნა ჩემზედა, გარდასრულსა ვეღარავინ
Line of edition: 2    
მიეწევის. გუშინდელსა ჴსენება არ უნდა, აწინდელი ცან, რომელ შენისა
Line of edition: 3    
შეგებისათუის ეგზომი მოვიჭირვო, რომელ შენსა ნახულსა ყუელასა
Line of edition: 4    
გერჩიო, ღმერთსა უნდეს, სინანულად არ გაგიჴდეს ჩემი ცოლობა,
Line of edition: 5    
შენ იყავ ჩემი მზე და ჩემისა გულისა მოსასუენო შენი პირი,
Line of edition: 6    
და მე ვიყო შენი საკუთარი და მე ვეძებდე ყოვლისა შენისა
Line of edition: 7    
საწადლისა ასრულებასა, თუ სულნიცა ჩემნი გინდენ, უშურველია,
Line of edition: 8    
შენგან კიდე დარბაზისა ჩემისა მანათობლად სხუა არავინ ვძებნო და
Line of edition: 9    
სულისა ჩემისა წამალი შენგან კიდე არავინ იყოს, მას გარდასრულსა
Line of edition: 10    
გარე ვეღარ შევაქცევ. რომელ შენგან მე და ჩემგან შენ გეწყინების,
Line of edition: 11    
გარნა აწ თუ შენ ჩემი ცოლი ხარ, შემოგფიცავ, რომელ შენგან
Line of edition: 12    
კიდე აბეზარი ვარ ყოვლისა სიყუარულისაგან და არცაღა ვისისა
Line of edition: 13    
სახელსა ვაჴსენებო".

Line of edition: 14       
გულ ეგრე უპასუხა:
Line of edition: 15       
"ნუ დამიფენ, რამინ, გრძნეულობისა ბადესა; მე არ იგი ვარ,
Line of edition: 16    
რომელ შენსა მახესა ესრე ადვილად დავებმოდე, მე შენგან არც
Line of edition: 17    
ჴელმწიფობა მინდა და არცა დიდება, არცა მინდორი ლაშქრითა
Line of edition: 18    
სავსე, არცა საჭურჭლე საქონლითა სავსე. ერთი წადილია ჩემი და,
Line of edition: 19    
თუ მას შენთანა ვჰპოებ, შენისა ბრძანებისაგან არ კიდეგან ვიქმნები,
Line of edition: 20    
თუ რა უჩს -- და ჩემსა სიყუარულსა ბოლომდინ გაიტან და არ
Line of edition: 21    
გამწირავ, ვერცა შენ ჰპოებ ჩემებრ საკუთარსა შენსა, და თუ არ
Line of edition: 22    
უხანო მოყუარე ხარ, არცაოდეს ხორასანსა წასლვა მოგინდეს, არ
Line of edition: 23    
ცა ვისის სიახლე, არცაოდესღა აჴსენებდე, ამად რომელ სხუის
Line of edition: 24    
საქონელი სხუისა არის, შენ მოაბადის ცოლი დედოფლად სად
Line of edition: 25    
მოგეკერების? არცაოდეს წიგნი მიუწერო, არცა კაცი გაუგზავნო და
Line of edition: 26    
არცა შენსა გულსა მისი სიყუარული იყოს, და თუ ამას პირსა ზედა
Line of edition: 27    
შემომფიცავ, მაშინ ჩუენსა ტანსა ზედა ორი თავი იყოს და სული
Line of edition: 28    
ერთიო".

Line of edition: 29       
რამინს გაეხარნეს ესე, აღარა პასუხი გამოსცა, ჴელი გამოუღო
Line of edition: 30    
და შინა წავიდეს რაფედის სახლსა. გულის ჴელი ჴელთა ჰქონდა
Line of edition: 31    
რამინს, ასი ჯამი თუალ-მარგალიტითა სავსე რამინის ფერჴთა თანა
Line of edition: 32    
დაყარეს, ოქროსა ტახტსა ზედა დასუეს. რაცა მათნი ნათესავენი
Line of edition: 33    
იყვნეს ანუ დიდებულნი და აზნაურნი, ყუელანი უჴმნეს, მხიარულობდეს,
Line of edition: 34    
საქმისა სიმტკიცისათუის რამინ მათებურითა საფიცითა
Line of edition: 35    
მტკიცედ ფიცა ღმრთითა და ცეცხლითა, რომელ: "ვირე ქუეყანა
Line of edition: 36    
ეგოს, დიჯლად ჯეონი დიოდეს, ზღუათა შიგან თევზი იპოებოდეს,
Line of edition: 37    
მზესა და მთუარესა ელვა ჰქონდეს, ღამე დაბნელდებოდეს, მთათა
Line of edition: 38    
ზედა ქარი ქროდეს და მინდორთა ზედა ნადირნი ძოვდენ, -- სხუა
Page of edition: 191   Line of edition: 1    
ცოცხალმან გულისაგან კიდე არავინ ვძებნო, არცავინ სხუა ცოლად
Line of edition: 2    
მინდეს, არცა მოყურად, არცაღა გრძნეულისა ვისისა საჴსენებელი
Line of edition: 3    
ვაჴსენო, არა თუმცა მიყუარდაო. ვირე სულნი მედგნეს, გულ იყოს
Line of edition: 4    
ჩემი გული, სხუათა სიყუარულისაგან კიდეგანი და აბეზარი ვარ.
Line of edition: 5    
ვარდი, ვარდ სახელად, ჩემი არის, ჩემი ცოლი, და გორაბი -- საყოფი
Line of edition: 6    
ჩემი. ვირე ვარდიშაქუს, იასა არ უსუნებ; ვირე მთუარეა, მას
Line of edition: 7    
კულავთა სინათლესა არ შევეპოებიო".


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.