TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 44
Previous part

Text: Mart._Georg._Dat.Kvar.  
Line of ed.: 1   დათუნა ქვარიანი


Line of ed.: 2   წამება წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისა,
Line of ed.: 3  
რომელმან ინება თავით თვისით ურმისთვალსა ზედა აღსვლა
Line of ed.: 4  
[შესავალი]






Paragraph: 1  
Line of ed.: 5   Verse: a       1. ღმერთო ცისა და ქვეყანისა,   ზღვათა და ხმელთა მფლობელო,
Line of ed.: 6   Verse: b       შვიდ კამარათა ცისათა   გუნბადსა ზედან მჯდომელო,
Line of ed.: 7   Verse: c       მამავ, ძევ, სულო ცხოველო,   ერთარსო ყოვლისმპყრობელო,
Line of ed.: 8   Verse: d    და   რიტორთა მრავლისმეტყველთა   თვით ქება მიუთხრობელო.






Paragraph: 2  
Line of ed.: 9   Verse: a       2. ქება ვის ძალ-უც სათქმელად,   ანგელოსთაგან ძნელია,
Line of ed.: 10   Verse: b       თვით ცეცხლის ეტლით სამ ცამდის   აღვიდა წმიდა ელია,
Line of ed.: 11   Verse: c       ვერც მან თქმა ქება უკლებად,   რომ არ დააკლო ხელია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   უხმოდ შექნილან რიტორნი,   სიტყვა ვერვინ თქმა მრთელია.






Paragraph: 3  
Line of ed.: 13   Verse: a       3. ვის ძალ-უძს ცისა გამტკავლა   და ქვეყნის სიგრძე-განებით,
Line of ed.: 14   Verse: b       არც ღვთისა ქება სრულებით,   თუ არ მისავე ბრძანებით;
Page of ed.: 306   Line of ed.: 1   Verse: c       რუსთველი, ბოღრატ, ჯალინოზ,   ვით თეიმურაზ ხანებით,
Line of ed.: 2   Verse: d       რადგან მათ გასჭირვებია,   ჩვენ როგორ შევედარებით?






Paragraph: 4  
Line of ed.: 3   Verse: a       4. ღმერთო, შენ ხარ მომცემელი   სიტყვა ტკბილად უხმონისა,
Line of ed.: 4   Verse: b       შენად ქებად ვერვინ შესძლო,   დასდენ ყოველნ უხმონისა,
Line of ed.: 5   Verse: c       თვით სოლომონ ვერ შემართა,   აწ რიტორიც უხმონისა,
Line of ed.: 6   Verse: d    და   ვით ხმელი ხე უტყოდ ქმნილა   ნედლად ენა უხმონისა.






Paragraph: 5  
Line of ed.: 7   Verse: a       5. არვის ძალუძს ხორციელსა,   ქება შენი შენადარი,
Line of ed.: 8   Verse: b       ცა, ქვეყანა, ზღვა და ხმელი   შენის ხელით შენად არი,
Line of ed.: 9   Verse: c       შენ გმორჩილებს ყოვლნი არსნი,   ცა უღრუბლოდ შენადარი,
Line of ed.: 10   Verse: d    და   არამც მომცა სატანასა,   ამათ გული შენად არი.






Paragraph: 6  
Line of ed.: 11   Verse: a       6. ადამ მიწისა შექმნილი   თვით მიერ შენის ხელითა,
Line of ed.: 12   Verse: b       შთაბერე სული ცხოველი   საქმითა საკვირველითა,
Line of ed.: 13   Verse: c       მას დაუმკვიდრე სამოთხე,   საშვებელ-სასუფევლითა,
Line of ed.: 14   Verse: d       ევა გვერდით გამოუღე,   უბოძე საფუძველითა.






Paragraph: 7  
Line of ed.: 15   Verse: a       7. სამოთხე მიეც სამყოფად,   სუფევა განჩინებითა,
Line of ed.: 16   Verse: b       არ გაუჩინე სიკვდილი,   იშვებენ გაბრწყინვებითა,
Line of ed.: 17   Verse: c       სასმელ-საჭმელი მზას ქონდენ,   არ იყვნენ შეჭირვებითა,
Line of ed.: 18   Verse: d    და   გველი აცთუნა ეშმაკმან   მისისა მანქანებითა.






Paragraph: 8  
Line of ed.: 19   Verse: a       8. სატანამ ჩვენდა ცთუნებად   თვალთა არ მისცა ძილია,
Line of ed.: 20   Verse: b       გველმან ქალს მისცა, აჭამა   შაქრის უტკბესი ხილია,
Line of ed.: 21   Verse: c       ქალმან ქმარს მისცა, აჭამა   და სცდა, აჩვენა ტკბილია,
Line of ed.: 22   Verse: d    და   სცდა და ყველანი დაგეხოცა   შვილი და შვილისშვილია.






Paragraph: 9  
Line of ed.: 23   Verse: a       9. თვალნი აღახვნეს ორთავე,   მოვიდა ღმერთი მხსნელია,
Line of ed.: 24   Verse: b       ადამს უბრძანა: "გამოვედ!"   მისთვის ნათელი ბნელია,
Line of ed.: 25   Verse: c       "გვრცხვენინ, უფალო, შიშველ ვართ",   მათ მოიფარეს ხელია,
Line of ed.: 26   Verse: d    და   "ვინ გითხრა თქვენი სიშიშვლე,   თქვენთვის სამოთხე ბნელია".






Paragraph: 10  
Line of ed.: 27   Verse: a       10. ადამ თქვა: "ქალმან მაცთუნა,   არ გამომართვა აჯანი",
Line of ed.: 28   Verse: b       ქალმან გველისა უამბო,   ცრემლით აევსო მაჯანი,
Line of ed.: 29   Verse: c       გველი სატანას აბრალებს,   მის მეტი ჰქონდა რა ჯანი,
Line of ed.: 30   Verse: d    და   ოთხნივე გამო სამოთხით,   ჯოჯოხეთს ჰქონდა დარჯანი.






Paragraph: 11  
Line of ed.: 31   Verse: a       11. ადამს უბრძანა მოწყალემ,   ეს საქმე საკვირველია,
Line of ed.: 32   Verse: b       "მიწა ხარ, მიწად მიიქეც,   სიცოცხლეს ნუღარ ელია,
Line of ed.: 33   Verse: c       არ დამცდარიყავ, კაცს ზედა   სიკვდილს არ ჰქონდა ხელია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   აწ უარესსა ამისაგან   რას გვიზამდა მამა ჩვენი?



Page of ed.: 307  




Paragraph: 12  
Line of ed.: 1   Verse: a       12. ოფლითა და სიმწარითა,   სარჯლითა ჰქენ ყანა შენი,
Line of ed.: 2   Verse: b       ქალი სარჯლით შვილსა შობდი,   იყოს ესე განაჩენი,
Line of ed.: 3   Verse: c       სულიერი ნუღა უფლებს,   უსიკვდილოდ დანარჩენი",
Line of ed.: 4   Verse: d    და   აწ უარესს ამისგან რას   გვიზამდა მამა ჩვენი?






Paragraph: 13  
Line of ed.: 5   Verse: a       13. ეშმაკნი ღვთისგან წყეულნი   იგ გარდმოსთხია, ცადა,
Line of ed.: 6   Verse: b       ადამს გაუწყრა, სატანით   ჩვენსა მტერობას ეცადა,
Line of ed.: 7   Verse: c       გუნდითურთ თვისით შთასთხივნა,   იგი მიწათა ეცა და
Line of ed.: 8   Verse: d    და   მისსა ამყოლსა ყველასა   გულსა ლახვარი ეცა და.






Paragraph: 14  
Line of ed.: 9   Verse: a       14. ხანი გამოხდა, კაენზე   ევა ორსულად მვლელია,
Line of ed.: 10   Verse: b       შობისა ჟამსა მიახლდა,   იყო დღე იგი ძნელია,
Line of ed.: 11   Verse: c       ტეხა დაუწყო მუცელმან,   თქვა თუ: "რა ჩემი მხსნელია?"
Line of ed.: 12   Verse: d    და   ადამ სტიროდა, ამაზედ   მოდგა ეშმაკი ბნელია.






Paragraph: 15  
Line of ed.: 13   Verse: a       15. თქვა: "მე მოვარჩენ ევასა,   ისმინე ჩემგან თქმულები,
Line of ed.: 14   Verse: b       ხელთ მომეც ხელითწერილი,   დაბეჭდულ ხელწართულები,
Line of ed.: 15   Verse: c       ვიდრე უშობი არ იშვას,   არ იყოს გარდასულები,
Line of ed.: 16   Verse: d    და   ანუ უკვდავი არ მოკვდეს,   მე მყავდეს მკვდართა სულები".






Paragraph: 16  
Line of ed.: 17   Verse: a       16. მას მისცა ხელითწერილი   და ამის ტომთა სულისა,
Line of ed.: 18   Verse: b       დაგვხოცა მისის ხელითა,   გლახ, მისგან დაკარგულისა.
Line of ed.: 19   Verse: c       ეშმაკს იამა მეტადრე,   განზრახვა პოვა გულისა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   წარწყმიდა სული ყოველი,   მე იმან გამაგულისა.






Paragraph: 17  
Line of ed.: 21   Verse: a       17. ევა გარდარჩა შობასა,   მას ძნელსა შეჭირვებასა,
Line of ed.: 22   Verse: b       კაენ მიეცა, ძმის მკვლელი,   არა იქმს ღვთისა ნებასა,
Line of ed.: 23   Verse: c       წავიდა სული ყოველი   ჯოჯოხეთს ცეცხლთა გზებასა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ბოლო ვერ იგრძნა სატანამ,   რა მოაქვს ღვთისა ნებასა.






Paragraph: 18  
Line of ed.: 25   Verse: a       18. წაიღო ხელითწერილი,   ეშმაკი გაუჩინარდა.
Line of ed.: 26   Verse: b       ადამ და ევა სტიროდა,   "ეს რა ვქენთ", მეტად ინანდა,
Line of ed.: 27   Verse: c       "დავკარგეთ სული ყოველი,   ვერ წავიხედეთ წინადა,
Line of ed.: 28   Verse: d    და   ვერ დავიმარხეთ ღმრთის მცნება,   გლახ, გული გასაწყინარდა.






Paragraph: 19  
Line of ed.: 29   Verse: a       19. წარვიდენ ჯოჯოხეთისკენ,   რაც ადამიანთ ტომია,
Line of ed.: 30   Verse: b       ხელითწერილი ეშმაკს აქვს,   ადამის შენაცთომია;
Line of ed.: 31   Verse: c       სად არის დიდი ჯურღმული,   უფსკრული ჩანაჭრომია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   იქ სატანჯველი მრავალი   კაცთაგან მიუხდომია,






Paragraph: 20  
Line of ed.: 33   Verse: a       20. ექვსთავა დიდი ვეშაპი,   ქვესკნელი, გარესკნელია,
Line of ed.: 34   Verse: b       პირს გეენია გამოჰქუხს,   ცას წვდების იგი მწველია,
Line of ed.: 35   Verse: c       ამ ჩვენსა ცეცხლსა ის ცეცხლი   შვიდწილად უფრო ცხელია,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ჯურღმულში მიდის სხვა ცეცხლი,   მდინარე მეტად ბნელია.



Page of ed.: 308  




Paragraph: 21  
Line of ed.: 1   Verse: a       21. მას მიაქვს კაცნი ცოდვილნი,   გრგვინავს უმძაფრე ზღვისაგან,
Line of ed.: 2   Verse: b       ტარტაროზი და ცეცხლთა ტბა,   არ დასცხრეს კაცთა ნთქმისაგან,
Line of ed.: 3   Verse: c       ზედ ცეცხლი, სეტყვა მყინვარე,   სული სცემს ნიავქრისაგან,
Line of ed.: 4   Verse: d    და   მკამკამებელი სხვა ცეცხლი,   ვინ იხსნის მისის წვისაგან.






Paragraph: 22  
Line of ed.: 5   Verse: a       22. კუპრი მდუღარე, მეტად ღრმა,   ბნელი და მეტად ძნელია,
Line of ed.: 6   Verse: b       მატლი უძილი, გველებიც,   სიმყრალე საძაგელია,
Line of ed.: 7   Verse: c       ცეცხლისა მხეცნი კაცს ყლაპენ,   კბილთღრჭენა საშინელია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ძახილი არს და არ სმენა,   სხვადასხვა სატანჯველია.






Paragraph: 23  
Line of ed.: 9   Verse: a       23. ზოგთ ალი პირით გამოსდის,   ცეცხლი გარე მონადები,
Line of ed.: 10   Verse: b       ზოგნი კუპრში იტანჯვიან,   იგ გულაღმა მონად ები,
Line of ed.: 11   Verse: c       ზოგნი ჯაჭვით ცეცხლის ტბასა,   გლახ, შეკრული მონადები,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ზოგნი ზოგთა უძახიან,   გვიშველეთო მონადები.






Paragraph: 24  
Line of ed.: 13   Verse: a       24. ზოგთ პირთა გველი ჩაუძვრის,   ასოთა გავა გარეო,
Line of ed.: 14   Verse: b       ასოთა შევა, პირთ გაძვრის,   ცეცხლი ედების მწარეო,
Line of ed.: 15   Verse: c       გარ ეხვევიან ეშმაკნი,   ძნელნი და შესაზარეო,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მატლი უძილი თვალთა სჭამს,   მჴეცნი ზის მიუმხვდარეო.






Paragraph: 25  
Line of ed.: 17   Verse: a       25. სხვა სატანჯველი მაშიგან,   უცხო და მრავალგვარია,
Line of ed.: 18   Verse: b       სიმყრალის სული აღმოხეთქს,   გლახ, თქმისა გამლევს ზარია,
Line of ed.: 19   Verse: c       წასავალი გზა არა არს,   სატანასა აქვს კარია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   დიდი გრგვინვა და ქუხილი   ცეცხლისა შესაზარია.






Paragraph: 26  
Line of ed.: 21   Verse: a       26. მართალნი ანუ ცოდვილნი   იქ მიდიოდნენ მაშინა,
Line of ed.: 22   Verse: b       სატანას ხელთა ყოფნამა   გვატირა, დიაღ, მაშინა,
Line of ed.: 23   Verse: c       სამოთხე გვქონდა სამყოფად,   არ დაგვაყენა მას შინა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   მამამან ადამ ეს გვიყო,   თავს ცეცხლი დაგვდვა მაშინა.






Paragraph: 27  
Line of ed.: 25   Verse: a       27. ღმერთმან რა ნახა ესეთი   მწარითა სატანჯველითა,
Line of ed.: 26   Verse: b       ბრძანა: წარწყმიდა სატანამ   ჩემგან შექმნილი ჴელითა,
Line of ed.: 27   Verse: c       ადამ აცდინა, წაუღო   ხელითწერილი წერითა;
Line of ed.: 28   Verse: d    და   ვასრულებ ხელითწერილსა,   მე შევსცვლი ვერაფერითა.






Paragraph: 28  
Line of ed.: 29   Verse: a       28. მე აღვასრულებ ყოველსა,   რაცა იმ წიგნსა სწერია,
Line of ed.: 30   Verse: b       უშობი მიშვა ძედ ღვთისა,   მამისა შესაფერია,
Line of ed.: 31   Verse: c       უკვდავი მოვკვდე, ჯვარს ვეცვა,   მხედვიდეს ყოვლი ერია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   განხეთქო ხელითწერილი,   დავიხსნა ყმა და ბერია.






Paragraph: 29  
Line of ed.: 33   Verse: a       29. არა ვქნა ეშმაკისაგან   მოშლა ჩემისა სახისა,
Line of ed.: 34   Verse: b       ეშმაკისაგან ცთუნება,   გრეხა ადამის მახისა,
Page of ed.: 309   Line of ed.: 1   Verse: c       მკვდრეთით აღვდგე და საფლავი   ჩემი ყოველმან ნახისა,
Line of ed.: 2   Verse: d    და   სულ ჯოჯოხეთი დავამხო,   მკვდართათვის მოვაგლახისა".






Paragraph: 30  
Line of ed.: 3   Verse: a       30. ახლად განცხადდეს ღვთაება,   ერთარსება და სამება,
Line of ed.: 4   Verse: b       რა ადამს დასცდა ეს საქმე,   მას მოჰყვა ქრისტეს წამება,
Line of ed.: 5   Verse: c       თვითონ სატანა ჯოჯოხეთს   დაამხვა, ჯაჭვით სამ ება;
Line of ed.: 6   Verse: d    და   ქრისტიანეთა გამოხსნა   არ საწყინოა, სამება.






Paragraph: 31  
Line of ed.: 7   Verse: a       31. თვითონ უბრძანებს გაბრიელს,   მოწყალე დაუფარავი:
Line of ed.: 8   Verse: b       "ახარე ქალწულს მარიამს,   სიტყვა კეთილი, არ ავი;
Line of ed.: 9   Verse: c       სიტყვა ღვთის განხორციელდეს,   მალ მიდი შეუზარავი,
Line of ed.: 10   Verse: d    და   ასწავე: დედა ღვთისაო,   ხარ შენ მისივე კარავი".






Paragraph: 32  
Line of ed.: 11   Verse: a       32. მალედ მივიდა გაბრიელ,   არ დაყო თვალთა წამება,
Line of ed.: 12   Verse: b       ახარა წმინდას მარიამს,   მას ჰქონდა ღვთისა წამება:
Line of ed.: 13   Verse: c       იესო ქრისტე შობეო,   ვისგან სატანა წამ ება,
Line of ed.: 14   Verse: d    და   თვით სული წმინდა მოვიდეს,   ჰქონდეს იმისი წამება.






Paragraph: 33  
Line of ed.: 15   Verse: a       33. კვლავ მიუგო უბიწომან,   სიტყვა ტკბილი აღმოსცენა:
Line of ed.: 16   Verse: b       "მამაკაცი არა ვიცი",   არცა ბევრი აღმოც ენა.
Line of ed.: 17   Verse: c       სული წმიდა ჩაესახა,   ბევრის ცოდვის აღმხოცენა,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ეს ასომან მოასწავა,   ან, ბან, გან, დონ აღმოცენა.






Paragraph: 34  
Line of ed.: 19   Verse: a       34. იოვაკიმ, გიხაროდენ   და მეუღლეს -- ანნა შენსა,
Line of ed.: 20   Verse: b       ეს დაარღვევს ჯოჯოხეთსა,   ცოდვილთათვის ანაშენსა,
Line of ed.: 21   Verse: c       ქრისტიანთა გამოიხსნის   ტყვეობისგან ანაშენსა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   სატანისგან ხელშეკრულსა,   მწარედ არგნითა ნაშენსა.






Paragraph: 35  
Line of ed.: 23   Verse: a       35. რა ცხრა თვე განვლო წმინდამან,   შვა ღმერთი გაბრწყინებული,
Line of ed.: 24   Verse: b       სვიმეონ ადამს ახარა,   იხარებს შეჭირვებული,
Line of ed.: 25   Verse: c       მღვდელთმოძღვარი და მამანი   მათთანა შემოკრებული,
Line of ed.: 26   Verse: d    და   ყველა აქ იყვნეს, ჯვარცმამდის   დასჯილი, ცეცხლმოდებული.






Paragraph: 36  
Line of ed.: 27   Verse: a       36. ოცდაათის წლის შეიქმნა,   მოწყალემან ნათელს-იღო,
Line of ed.: 28   Verse: b       ოცდაცამეტის ჯვარს ეცვა,   ჩვენთვის თავი გარდაიღო,
Line of ed.: 29   Verse: c       მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა,   ჯოჯოხეთსა ხელი მიყო,
Line of ed.: 30   Verse: d    და   წარმოსტყვენა სამი წილი,   ადამ იმით ამოიღო.






Paragraph: 37  
Line of ed.: 31   Verse: a       37. ადამ და ევა დაიხსნა,   ხელზედ მოჰკიდა ხელია,
Line of ed.: 32   Verse: b       აღმოიყვანა ყოველი,   ნათლად შეიქმნა ბნელია,
Line of ed.: 33   Verse: c       სამოელ, ანუ სატანა   ჩვენი სულისა მკვლელია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   ჯაჭვით დააბა ორივე,   მუნ საპყრობილე ძნელია.



Page of ed.: 310  




Paragraph: 38  
Line of ed.: 1   Verse: a       38. ხელითწერილი განხეთქა,   წამსა მიეცა რომელი,
Line of ed.: 2   Verse: b       სიკვდილით მოკლა სიკვდილი,   ზეცად ამაღლდა ცხოველი,
Line of ed.: 3   Verse: c       დაჯდა მარჯვენით მამისა,   მტერისა შეუპოველი;
Line of ed.: 4   Verse: d    და   კვალადცა მოვალს უფალი,   დიდებით ყოვლისმპყრობელი.






Paragraph: 39  
Line of ed.: 5   Verse: a       39. აწ შევამოკლოთ ქართული,   არ ვარგა მეტად გრძელია,
Line of ed.: 6   Verse: b       რა იქნეს მეორედ მოსვლა,   ძნელი და საშინელია,
Line of ed.: 7   Verse: c       ზღვა და ქვეყანა დაირღვას,   ზღვა ხმელთა საფუძველია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ცა წარიგრაგნოს, ვითარცა   წიგნისა ტყავი თხელია.






Paragraph: 40  
Line of ed.: 9   Verse: a       40. მუნ გეენია აღტყინდეს,   ოხრიდეს საკვირველადო,
Line of ed.: 10   Verse: b       სულ ზღვათ და ხმელთა მოედვას,   ქუხილით საგრგვინველადო,
Line of ed.: 11   Verse: c       მთა-ბარი სრულად გასწორდეს,   ღრე-კლდე და ტყე და ველადო,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ქვეყანაზედა ნამყოფი   არ დარჩეს დაუწველადო.






Paragraph: 41  
Line of ed.: 13   Verse: a       41. წყარონი განხმეს, მდინარე   აღარსად იპოვებოდეს,
Line of ed.: 14   Verse: b       მოვიდეს იესო ქრისტე,   წინ ცეცხლი ეტყინებოდეს,
Line of ed.: 15   Verse: c       ანგელოზთ გუნდნი ბანაკად   მრგვლივ იქი შეიყრებოდეს,
Line of ed.: 16   Verse: d    და   სჯდეს საყდარს ზედა განკითხვად,   მართალთა ელხინებოდეს.






Paragraph: 42  
Line of ed.: 17   Verse: a       42. სამას სამოცდა ხუთი დღე   ახლად წლად შეიყაროსა,
Line of ed.: 18   Verse: b       მაშინ ერთ დღეთა გათენდეს,   წლისდენი დაიმყაროსა,
Line of ed.: 19   Verse: c       საყვირი ამას იძახდეს,   სამკვდრეთი აიყაროსა,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ყოველნი აღდგენ საფლავით,   არავინ დაიფაროსა.






Paragraph: 43  
Line of ed.: 21   Verse: a       43. მაშინ უბრძანა მართალთა:   "მარჯვნით გარდმოდექთ კრავია,
Line of ed.: 22   Verse: b       შიშველ ვიყავ და შემმოსეთ,   მომართვით საბურავია,
Line of ed.: 23   Verse: c       უცხო ვიყავ და მშიერი,   ჩემთვის გარდადევთ თავია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   მომართვით სასმელ-საჭმელი   კარგი ქენთ, არა ავია".






Paragraph: 44  
Line of ed.: 25   Verse: a       44. მათ ჰკადრეს: "ოდის გიხილეთ   უცხო და ანუ მშიერი,
Line of ed.: 26   Verse: b       ოდეს შეგმოსეთ შიშველი,   შენ ღმერთი ყოვლად ძლიერი".
Line of ed.: 27   Verse: c       თქვა: "ძმათა ჩემთა რაცა ყავთ,   თქვენზედ ვყო მათ მაგიერი,
Line of ed.: 28   Verse: d    და   წარვედით სასუფეველსა,   იშვებდით ვითა ციერი".






Paragraph: 45  
Line of ed.: 29   Verse: a       45. მარცხენით მდგომთა თიკანთა   სიტყვა მიუგო ძნელია:
Line of ed.: 30   Verse: b       "წარვედით ჩემგან წყეულნი,   სად ჯოჯოხეთი ბნელია,
Line of ed.: 31   Verse: c       ცეცხლსა მას საუკუნესა,   სადა შემჭმელი მწველია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   უკუნისამდე იტანჯოთ,   არვინ გყვეს გამომხსნელია".






Paragraph: 46  
Line of ed.: 33   Verse: a       46. მაშინ დამიხსენ, უფალო,   ვიყო ამ დღისა მნახავი,
Line of ed.: 34   Verse: b       ნათლისღებისა შვილი ვარ,   ჯვარისა გამომსახავი,
Page of ed.: 311   Line of ed.: 1   Verse: c       ამ სოფლისაგან გარჯილი,   ნიადაგ მისი მზრახავი,
Line of ed.: 2   Verse: d    და   შენ გევედრები გარჯილი,   შენი ვარ შესანახავი.






Paragraph: 47  
Line of ed.: 3   Verse: a       47. შენ გევედრები ცოდვილი,   უბადრუკი და უდები,
Line of ed.: 4   Verse: b       ამა სოფლისა ტანჯული,   გაკიცხულ-გაბასრულები,
Line of ed.: 5   Verse: c       ხან ბევრის კაის მნახავი,   ხან მისგან განაცუდები,
Line of ed.: 6   Verse: d    და   არავის გაუთავდების   მტყუანია და ქურდები.






Paragraph: 48  
Line of ed.: 7   Verse: a       48. მე ქვარიანმა დათუნამ   ვთქვი შესავალი ღვთისანი,
Line of ed.: 8   Verse: b       მერე წმინდისა გიორგის,   მის მთავარმოწამისანი,
Line of ed.: 9   Verse: c       მის მოწამეთა მთავრისა,   მხედრისანი და მხნისანი,
Line of ed.: 10   Verse: d    და   ლექსად გარდავთქვი ქართული,   ძალი თუ შემწევს ღვთისანი.






Paragraph: 49  
Line of ed.: 11   Verse: a       49. როგორცა სჯობს ავდრის დღესა   მზე უღრუბლო, დარიანი,
Line of ed.: 12   Verse: b       მხიარულმან გულმან მორთოს   ლექსს ქართული გვარიანი,
Line of ed.: 13   Verse: c       მე ვით ვიტყვი, ესეც მიკვირს,   გულამოსკვნით ჯავრიანი,
Line of ed.: 14   Verse: d    და   თუმცა შემწევს ძალი ღვთისა,   ვწერ დათუნა ქვარიანი.






Paragraph: 50  
Line of ed.: 15   Verse: a       50. აწ დაწყევლილო სოფელო,   ცრუ, მუხანათო, რა მიყავ?
Line of ed.: 16   Verse: b       არ მაკლდა ღვთისგან წყალობა,   სულ ვლხინობდი და სმად ვიყავ,
Line of ed.: 17   Verse: c       აწ ბოლოს ასე გამხადე   და სამართალი არ მიყავ,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ასრე გასრულსა ნუღარ მრჯი,   მიწითა პირი დამიყავ.






Paragraph: 51  
Line of ed.: 19   Verse: a       51. ამ სოფლისგან დაჩაგრულსა   მომედების ცეცხლი ცხელი;
Line of ed.: 20   Verse: b       მხიარულად უნდა იყოს   კაცი ლექსთა გარდამთქმელი,
Line of ed.: 21   Verse: c       ჯავრით სიტყვას ვერ გამართავს   ვერა კაცი გულფიცხელი;
Line of ed.: 22   Verse: d    და   ღმერთს ვესავ და მის გიორგის,   ამად მივყავ ამას ხელი.






Paragraph: 52  
Line of ed.: 23   Verse: a       52. ნეტარ ვისთვის ვსწერ, ვის ესმის   ქართული ანუ ლექსები,
Line of ed.: 24   Verse: b       მითხარ, ვინ იცნას დღეს კაცმან   უარეს-უკეთესები?
Line of ed.: 25   Verse: c       ანუმცა ცოდნა გარგებდეს   მის-მის რიგად, მის წესები,
Line of ed.: 26   Verse: d    და   დღეს ასრე მოხდა: არ ვარგა   ცოდნა, სიბრძნე და ესები.






Paragraph: 53  
Line of ed.: 27   Verse: a       53. პირველი მცოდნე გასინჯეთ   და ხელმწიფეთა წესია,
Line of ed.: 28   Verse: b       ბარძიმ თქვა საამიანი,   იმით გაკეთდა ესია,
Line of ed.: 29   Verse: c       საამს, როსტომს და ტარიელს   გიორგი უზეშთესია;
Line of ed.: 30   Verse: d    და   ისინი გესმის, ეს არა,   რომელი უკეთესია?






Paragraph: 54  
Line of ed.: 31   Verse: a       54. ამათი მთქმელი დაკეთდენ,   ნახეთ ხელმწიფე ძველია,
Line of ed.: 32   Verse: b       წყალობის ნაცვლად ამისას   სმენას არვისგან ველია.
Line of ed.: 33   Verse: c       ვის უნდა, ვინ რას შეიტყობს,   ვინ არის მართლის მთქმელია?
Line of ed.: 34   Verse: d    და   მაგრამ მას მხნესა ვადიდებ,   მისთვის მივამყარ ხელია.



Page of ed.: 312  




Paragraph: 55  
Line of ed.: 1   Verse: a       55. არცა ავი, არცა კარგი,   ახლა არვის არა ჰკვირსა,
Line of ed.: 2   Verse: b       არაფერი არ გაგივა,   ესე ყველას ასრედ სჭირსა,
Line of ed.: 3   Verse: c       ავ-კარგობა სწორად გადის,   ვა სოფელო, რა ზნე გჭირსა!
Line of ed.: 4   Verse: d    და   ბედი ჩემი უბედური,   ამისთვისცა მწარედ სტირსა.






Paragraph: 56  
Line of ed.: 5   Verse: a       56. სისხლის ცრემლითა მტირალსა   მაქვს საქმე გასაჭირია,
Line of ed.: 6   Verse: b       ქება ვსთქვა წმინდის გიორგის,   მაგრამ მსმენელი ძვირია,
Line of ed.: 7   Verse: c       ცუდად წამიხდეს, რაცა ვთქვა,   ბოლო ჟამ ამას ვტირია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   სწორად ნუ ვინ გიჩნთ, იცანით   ბედაური და ვირია.






Paragraph: 57  
Line of ed.: 9   Verse: a       57. არც ერთი გადის ესები,   ვინა მყავს საცნაურია,
Line of ed.: 10   Verse: b       ნახეთ სოფლისა სიცრუვე,   კაცმან არ მიგდო ყურია,
Line of ed.: 11   Verse: c       არ შემიწყნარეს უღვთოთა,   ვით თათარი და ურია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   სად მივალ, სად დავიკარგვი,   სად მოვკვდე სადაურია:






Paragraph: 58  
Line of ed.: 13   Verse: a       58. ვაჰ სოფელო, რას მაბრუნვებ,   სად წამიყვან, სა მარია,
Line of ed.: 14   Verse: b       ჩემიმც მტერი დაწყევლილი,   სული შენი სამარია,
Line of ed.: 15   Verse: c       მაგრამ ღმერთი არ გამწირავს,   იგი ტკბილი სამ არია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   შენგან ტახტსა მირჩევნიან   მისგან იწრო სამარია.






Paragraph: 59  
Line of ed.: 17   Verse: a       59. სოფელო, შენგან გარჯილი,   უბადრუკი და უდები,
Line of ed.: 18   Verse: b       შენგანვე მწარედ ტანჯული,   მარტო, უძმო და უდები,
Line of ed.: 19   Verse: c       სიმდიდრით ჩამოვარდნილი,   ცეცხლი მედების უდები,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ამ სოფლისაგან ჩაგრული,   სიღარიბისა მგულები.






Paragraph: 60  
Line of ed.: 21   Verse: a       60. რას ვაქნევ ჩემსა ამბავსა,   ჭრელი და მეტად გრძელია,
Line of ed.: 22   Verse: b       წავიდა ესე სოფელი,   ცრუ, მუხანათი, ბნელია,
Line of ed.: 23   Verse: c       როგორც ჩრდილსა და სიზმარსა   არ ეკიდების ხელია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ესე სოფელი გასინჯეთ,   ასრე კაცისა მკვლელია.






Paragraph: 61  
Line of ed.: 25   Verse: a       61. პარეკრატოსა მონასა   წმიდისა გიორგისასა
Line of ed.: 26   Verse: b       ხუცურად ეთქვა წამება,   კეთილმსახურსა ღვთისასა,
Line of ed.: 27   Verse: c       მის სასწაულსა ვინ აღწერს,   ვითა ქვიშასა ზღვისასა,
Line of ed.: 28   Verse: d    და   მაგრამ ცოტა რამ წარმოვსთქვი,   სასწაულს ვიტყვი მისასა.






Paragraph: 62  
Line of ed.: 29   Verse: a       62. ზღვა ყოფილიყო მელანი   და კალმად ხრულად ტევრია,
Line of ed.: 30   Verse: b       ქვეყანა სრულად ქაღალდად   ყრილიყო, ვითა მტვერია,
Line of ed.: 31   Verse: c       რაც მან ქნა სასწაულები,   მაშინც ვერ დანაწერია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   ვინ აღრაცხვიდა მის ნაქმარს,   ყრმა იყო, თუნდა ბერია.






Paragraph: 63  
Line of ed.: 33   Verse: a       63. აწ ვინც ხუცური არ იცის,   მუნასიბს მისდევს ბევრია,
Line of ed.: 34   Verse: b       ნახოს გიორგის წამება,   როგორცა წიგნსა სწერია,
Page of ed.: 313   Line of ed.: 1   Verse: c       გულისხმას ჩასდეს, მოიქცეს,   ქნას საქმე შესაფერია,
Line of ed.: 2   Verse: d    და   არ დაუკარგოს ღმერთს სული,   იმისგან ჩანაბერია.






Paragraph: 64  
Line of ed.: 3   Verse: a       64. აწ მისი ამბად ნათქვამი   გავლექსე ჩემგან თქმულია,
Line of ed.: 4   Verse: b       ვინცა არ იცის ხუცური,   იკითხოს ეს მხედრულია,
Line of ed.: 5   Verse: c       სცნას ჩემგან დანაწერობა,   გალექსით ჩემგან თქმულია,
Line of ed.: 6   Verse: d    და   ვინცა შენდობა მიბრძანოს,   თქვენიმცა ნათლად სულია.






Paragraph: 65  
Line of ed.: 7   Verse: a       65. გარეშე წიგნიც ცრუ არის,   ცრუსა სოფლისა ფერია,
Line of ed.: 8   Verse: b       მე არ უნდა ვთქვა, ამისთვის   მეც ბევრი დამიწერია,
Line of ed.: 9   Verse: c       მაგრამ ძალი მჭირს პატრონთა,   ამისთვის დამიჯერია,
Line of ed.: 10   Verse: d    და   თვარამ ლექსობა არ ვარგა,   დიაღ, სულისა მტერია.






Paragraph: 66  
Line of ed.: 11   Verse: a       66. გარეშე წიგნსა ვინც მიჰყვეს,   მისდევს სოფლისა ლხინებსა,
Line of ed.: 12   Verse: b       საღვთოსა წიგნსა არ ეძებს,   სულისთვის შესაძინებსა,
Line of ed.: 13   Verse: c       წირვა და ლოცვა მოსძულდეს,   ეშმაკი უძღვის წინებსა,
Line of ed.: 14   Verse: d    და   სრულად სოფლისა მიყოლა,   გლახ, სულსა მოაწყინებსა.






Paragraph: 67  
Line of ed.: 15   Verse: a       67. ზოგ-ზოგნი შვილთა გაზრდიან,   ამ სოფლის შესაფერადო,
Line of ed.: 16   Verse: b       მხედრულს აკითხვებს, ასწავლის,   გულა აქვს მაზედ ჯერადო,
Line of ed.: 17   Verse: c       ხუცურს არ ეძებს, არ ესმის,   შექნილან სულის მტერადო,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ოდენ სიღრმეა გულისა,   სხვას გარგებს არაფერადო.






Paragraph: 68  
Line of ed.: 19   Verse: a       68. ეს ლექსად მისთვის გარდავთქვი,   პასუხი სცანით გულისა:
Line of ed.: 20   Verse: b       ვინცა ხუცური არ იცის   და ლექსისათვის სურისა,
Line of ed.: 21   Verse: c       ეგებ გულისხმა ჩააგდოს,   ქნას სასარგებლო სულისა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   არ დაუკარგოს ღმერთს სული,   იმისგან სულჩადგმულისა.






Paragraph: 69  
Line of ed.: 23   Verse: a       69. აწ, გონიერნო, გასინჯეთ   ეს ჩემგან დანაწერობა,
Line of ed.: 24   Verse: b       ცრუ არის ესე სოფელი,   არა აქვს დასაჯერობა;
Line of ed.: 25   Verse: c       ნურვინ მიჰყვებით, მოკლეა,   იცის სულისა მტერობა,
Line of ed.: 26   Verse: d    და   არ ჩავიყაროთ ჯოჯოხეთს,   ყრმა ვიყოთ, თუნდა ბერობა.






Paragraph: 70  
Line of ed.: 27   Verse: a       70. ხუცური გვაქვს და მხედრული,   ვინც წიგნი ვიცით ესები:
Line of ed.: 28   Verse: b       რაც ვიცით, იმით ვილოცოთ,   რომ არ დავაკლოთ წესები;
Line of ed.: 29   Verse: c       გარეშე წიგნსა ესა სჯობს,   თუცა გწადია ლექსები;
Line of ed.: 30   Verse: d    და   სრულად თუ წიგნი არ იცი,   ნურც იმით დაიკვნესები.






Paragraph: 71  
Line of ed.: 31   Verse: a       71. გულით წმინდითა ილოცე,   ვინც შექმნა მთა და ბარია,
Line of ed.: 32   Verse: b       გულთ გამკითხველი ის არის,   სხვა რაღა საუბარია,
Line of ed.: 33   Verse: c       ხელაღპყრობდ, წმიდად ესევდი,   გამოისახე ჯვარია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   ის გამოგვიხსნის, მან იცის   წყალობა მრავალგვარია:



Page of ed.: 314  




Paragraph: 72  
Line of ed.: 1   Verse: a       72. არა იქ, ცოდნა რას გვარგებს,   ყმა ვიყოთ ანუ ბერია,
Line of ed.: 2   Verse: b       ღმერთს არ ადიდებს, თვარამ და,   ეშმაკმაც იცის ბევრია,
Line of ed.: 3   Verse: c       იცოდეს, ცოდნას არ უდგეს,   იგი სულისა მტერია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ეშმაკის მანქანებას ჰგავს   და მისი შესაფერია.






Paragraph: 73  
Line of ed.: 5   Verse: a       73. ცოდნა იცოდე, მოუდეგ,   ღმერთი იდიდე ცხოველი,
Line of ed.: 6   Verse: b       ადიდე ღვთისა მშობელი,   იყავ ცრემლისა მთოველი,
Line of ed.: 7   Verse: c       ყოველი წმინდა მოწამე,   წამების შეუპოველი,
Line of ed.: 8   Verse: d    და   თვარამ იცი და არ უდგხარ,   ცუდი ყოფილა ყოველი.



Chapter: 1  
Line of ed.: 9   კარი პირველი. დასაწყისი. წამება დიდისა ახოვანისა,
Line of ed.: 10  
ზღვათა, ხმელთა მპყრობელისა, ღვაწლით შემოსი\ლისა
Line of ed.: 11  
წმიდისა გიორგისა, ურმისთვალსა ზედან შე\სვლა
Line of ed.: 12  
მის მწარესა ორღანოს და მრავალმახვილო\ვანსა
Line of ed.: 13  
მეფისა ურწმუნოსა დიოკლეტიანესგან.






Paragraph: 74  
Line of ed.: 14   Verse: a       74. იყო მას ჟამთა ბერძენთა   მეფე ურწმუნო, ფლიდია,
Line of ed.: 15   Verse: b       სახელი მისი გიამბო,   სიავის გარდამკიდია;
Line of ed.: 16   Verse: c       ეწოდა დეოკლიტიან,   მჴეცი უწყალო დიდია,
Line of ed.: 17   Verse: d    და   ქრისტიანელთა განმრყვნელი   და ეშმაკისა ხიდია.






Paragraph: 75  
Line of ed.: 18   Verse: a       75. ქრისტეს უარისმყოფელი   და მისა გარემდგომელი:
Line of ed.: 19   Verse: b       ერთი ყმა ჰყვანდა ვეზირი,   მაგნეტიოზა რომელი,
Line of ed.: 20   Verse: c       ისიც კერპი და წარმართი,   ქრისტეს მეუფის მგმობელი,
Line of ed.: 21   Verse: d    და   მომსრველი ქრისტიანეთა,   უწყალოდ დამამხობელი.






Paragraph: 76  
Line of ed.: 22   Verse: a       76. მათ არჩიეს: ქრისტიანე   ამოვსწყვიდოთ გარდასულად,
Line of ed.: 23   Verse: b       ვინცა ჯვარსა თაყვანის-სცეს,   ასო-ასოდ ავქნათ სრულად,
Line of ed.: 24   Verse: c       რომელიც კერპს ეთაყვანოს   და მოიქცეს ჩვენად რჯულად,
Line of ed.: 25   Verse: d    და   შევინახოთ პატივითა   და ვამყოფოთ კარგა სულად.






Paragraph: 77  
Line of ed.: 26   Verse: a       77. რა გამოირჩა, გასწერეს   წიგნები ყველგან მათია,
Line of ed.: 27   Verse: b       სულ საბერძნეთი მოვიდეს,   კერპისა მოკამათია;
Line of ed.: 28   Verse: c       "ვინც ნახო ქრისტიანელი,   მოედევთ ვითა ნავთია,
Line of ed.: 29   Verse: d    და   დახოცეთ, ანუ მომგვარეთ",   -- დიდი გაუშვეს ზავთია.






Paragraph: 78  
Line of ed.: 30   Verse: a       78. "ვინცა იყოს ქრისტიანე,   მოიყვანეთ ჩემსა წინა,
Line of ed.: 31   Verse: b       დიდსა ღმერთსა ვათაყვანო,   აპოლოს და ერმის თანა,
Line of ed.: 32   Verse: c       არტემის და დიონისეს,   ირაკლის და ვინცა ვინა,
Line of ed.: 33   Verse: d    და   ვინცა ამათ არ უზოროს"   -- სატანჯველი გაუჩინა.






Paragraph: 79  
Line of ed.: 34   Verse: a       79. რა გაიწერა წიგნები,   ბრძანება მისი გავიდა,
Line of ed.: 35   Verse: b       მუნით სპარსნი და ბერძენნი   ყოველნი ყოვლით მოვიდა.
Page of ed.: 315   Line of ed.: 1   Verse: c       ვის სწამდა იესო ქრისტე,   სტანჯვიდა კერპნი სპანი და
Line of ed.: 2   Verse: d    და   უფრო აღშფოთნა ხელმწიფე   ქრისტეანეთა სტანჯვიდა.






Paragraph: 80  
Line of ed.: 3   Verse: a       80. შემოჰკრბენ მუნ სპასალარნი   და ერისთავი დიდიან,
Line of ed.: 4   Verse: b       სპარსნი, ბერძენნი ყოველნი   მოვიდეს კიდის-კიდიან,
Line of ed.: 5   Verse: c       მუნით აივსო მთა-ბარი,   ლაშქარი ვით ზღვა მიდიან,
Line of ed.: 6   Verse: d    და   კერპთმსახურნი და უღვთონი   ერთმანერთისა ხიდიან.






Paragraph: 81  
Line of ed.: 7   Verse: a       81. მათ უბრძანა ურწმუნომან   მეფე დეოკლიტიანე:
Line of ed.: 8   Verse: b       "თქვენ დახოცეთ, სადაც ნახოთ,   ვინცა იყოს ქრისტიანე,
Line of ed.: 9   Verse: c       ცეცხლში დასწვით ან დაარჩვეთ,   ჰქენით საქმე პირიანე,
Line of ed.: 10   Verse: d    და   ნათელღებულს ნუ გაუშვებთ,   ჩემით ასრე ვიპრიანე".






Paragraph: 82  
Line of ed.: 11   Verse: a       82. მათ მოახსენეს: "ხელმწიფევ,   დიდო, მაღალო მეფეო,
Line of ed.: 12   Verse: b       ვართ ბრძანებისა მორჩილი,   თქვენს წინა მოიმედეო,
Line of ed.: 13   Verse: c       სად ვნახავდეთ ქრისტიანთა,   ვართ მათი სისხლის მჩქეფეო,
Line of ed.: 14   Verse: d    და   არსად გაუშვათ ცოცხალი,   ვით ბრაზმან ძაღლი მყეფეო.






Paragraph: 83  
Line of ed.: 15   Verse: a       83. განამზადეს ღვთისა მტერთა   სატანჯველი მრავალგვარი,
Line of ed.: 16   Verse: b       ეძიებდენ ქრისტიანთა   მოსაკლავად, სადაც არი;
Line of ed.: 17   Verse: c       წათებით და მახვილებით   მოვლეს, ძებნეს ყოვლი არი,
Line of ed.: 18   Verse: d    და   სამესისხლოდ ქრისტიანთა   სრულად შეკრბა იგი ჯარი.






Paragraph: 84  
Line of ed.: 19   Verse: a       84. წმინდა გიორგი გაბრწყინდა,   ცისკრის ვარსკვლავი ღამისა,
Line of ed.: 20   Verse: b       იგ მარგალიტი ობოლი,   პატიოსანი თვალისა,
Line of ed.: 21   Verse: c       მხნე, ახოვანი მხედარი,   მოსავი ქრისტეს ძალისა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   დიდად სასწაულთმოქმედი,   კერპთა შემუსრვას ლამისა.






Paragraph: 85  
Line of ed.: 23   Verse: a       85. იგ საღვთოს მადლით შეიმკო   ბნელისა მანათობელი,
Line of ed.: 24   Verse: b       განაქროს ბნელი უღვთოთა,   დაამხოს ღვთისა მგმობელი;
Line of ed.: 25   Verse: c       შემუსროს კერპთა საცთური,   ეშმაკნი დამამხობელი,
Line of ed.: 26   Verse: d    და   ღვაწლით შეამკოს წამება   სასწაულისა მფლობელი.






Paragraph: 86  
Line of ed.: 27   Verse: a       86. ურწმუნოება განაქრო,   იგ შვიდწილ უძლეველია,
Line of ed.: 28   Verse: b       შეცთომილთ წინამძღვარ იქმნა,   ნათლად აჩინა ბნელია,
Line of ed.: 29   Verse: c       არც სატანჯვლისგან შეშინდა,   თვით ღმერთი ჰყვანდა მცველია,
Line of ed.: 30   Verse: d    და   მის უსჯულოსა მეფისგან   თავს ისხა სატანჯველია.






Paragraph: 87  
Line of ed.: 31   Verse: a       87. იქ ალყად იყო ბერძენთა   მეფე და სპასალარია,
Line of ed.: 32   Verse: b       სპათა ლაშქარი ურიცხვი,   იყვის ზათქი და ზარია,
Line of ed.: 33   Verse: c       მუნ სატანჯველი მრავალი   მზად იყო მრავალგვარია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   არად შეშინდა გიორგი,   მხნე უძლეველ მხედარია.



Page of ed.: 316  




Paragraph: 88  
Line of ed.: 1   Verse: a       88. მან შეურაცხყო განკიცხვა   და მათი რჯული ყოველი,
Line of ed.: 2   Verse: b       სასუფეველი მოიმკო   ზეცათა ღვთისა ცხოველი,
Line of ed.: 3   Verse: c       ღვთის სიყვარულით განბრწყინდა   წამების შეუპოველი,
Line of ed.: 4   Verse: d    და   იგი მოწამეთმთავარი,   ღვთის წინა ცრემლთა მთოველი.






Paragraph: 89  
Line of ed.: 5   Verse: a       89. თავს უთხრა: "ჵი გიორგი, შენი   რა დგომის ხანია,
Line of ed.: 6   Verse: b       იესო ქრისტე მიგელის,   ვით მექორწინე მზანია;
Line of ed.: 7   Verse: c       მასა აქვს კარი განხმული,   სერობად მიდის ყმანია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   კარის დახშვამდე მიმართე,   ვერ მიგისწრობენ სხვანია".






Paragraph: 90  
Line of ed.: 9   Verse: a       90. იქი დგას იესო ქრისტე,   ჩვენთვის მოსრული მესია,
Line of ed.: 10   Verse: b       ღაღადებს, იტყვის: "ისმინეთ   ჩემგან ნათქვამი ესია,
Line of ed.: 11   Verse: c       ნუ გეშის ხორცთა თქვენთათვის,   ტანჯვა ამათგან წესია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   სულსა ვერ მოჰკლვენ, ჩემს წინა   სუფევა უკეთესია".






Paragraph: 91  
Line of ed.: 13   Verse: a       91. დავიმარხო მისგან მცნება,   დაენერგოს გულსა ჩემსა,
Line of ed.: 14   Verse: b       ხანგრძლივად ვერვინ იცოცხლებს   საწუთოსა ამას თემსა,
Line of ed.: 15   Verse: c       მზა ვარ ტანჯვად, გვემად ჩემდა,   ვერვინ მნახავს განაჩემსა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მის აღთქმასა არ გადამხდე   და სიტყვასა დანაჩემსა.






Paragraph: 92  
Line of ed.: 17   Verse: a       92. ძე ბრძანებს: "ვინ აღმიაროს   კაცთა წინაშე ღმერთია,
Line of ed.: 18   Verse: b       მეც აღგიარო წინაშე   მამისა ჩემის ერთია".
Line of ed.: 19   Verse: c       საწუთოს გვიჯობს, მის წინა   შევიქნათ შენაერთია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ვითა აჩრდილი წარხდების   სოფელი შეუერთია.






Paragraph: 93  
Line of ed.: 21   Verse: a       93. ადრე მოსდევს ამ სოფელსა   კარი ვიწრო სამარისა,
Line of ed.: 22   Verse: b       იგ მოვიმკოთ, სად ცხოვრება   საუკუნო რამ არისა;
Line of ed.: 23   Verse: c       განცხრომა და სიყვარული,   ცეკვა ანუ სამ არისა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   მისთვის დავსდებ თავსა ჩემსა,   იყოს მისა ჰამარისა.






Paragraph: 94  
Line of ed.: 25   Verse: a       94. უკვდავს ცხოვრებას მივმართო,   მოვიმკო საშვებელია,
Line of ed.: 26   Verse: b       ვინცა მიჰყვების სოფელსა,   საცთური სამყოფელია,
Line of ed.: 27   Verse: c       წარმავალი და მოკლეა,   სულისა წარმწყმედელია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   მე მიჯობს, იესო ქრისტეს   მაგრა მოვკიდო ხელია.






Paragraph: 95  
Line of ed.: 29   Verse: a       95. ესე სოფელი ცრუ არის,   ცრუსა სოფელსა ფერადო,
Line of ed.: 30   Verse: b       მისთვის თავს ვისხამ ტანჯვასა   და ღვთისა შესაფერადო,
Line of ed.: 31   Verse: c       ანგელოზთანა ვფრინვიდე   ცათაში მაღლა ერადო,
Line of ed.: 32   Verse: d    და   მან აღმისრულოს ცხოვრება,   იგი მეყოფის მცველადო.






Paragraph: 94  
Line of ed.: 33   Verse: a       94. თავს უთხრა ესე სიტყვანი   მისანდობელი გულისა,
Line of ed.: 34   Verse: b       კეთილად განიზრახვიდა   მანათობელი სოფლისა,
Page of ed.: 317   Line of ed.: 1   Verse: c       სატანჯვლის შიში გაუშვა,   მათ კერპთა დაკარგულისა,
Line of ed.: 2   Verse: d    და   წმინდა მოწამე ქრისტესი,   მამტკიცებელი რჯულისა.






Paragraph: 97  
Line of ed.: 3   Verse: a       97. მხედარი მხნე, ახოვანი,   არა შეშინდა მისაგან,
Line of ed.: 4   Verse: b       იგ მოწამეთა მთავარი   არ შედრკა სატანჯველისგან,
Line of ed.: 5   Verse: c       იესო ქრისტეს შეუდგა,   გაბრწყინდა უფრო მზისაგან,
Line of ed.: 6   Verse: d    და   მან საუკუნო მოიმკო   სასუფეველი ღვთისაგან.






Paragraph: 98  
Line of ed.: 7   Verse: a       98. იგი მხნე იყო მხედარი,   მდიდარი მეტად დიდია,
Line of ed.: 8   Verse: b       სპასალარ იყო გუნდისა   მრავლისა კიდის-კიდია,
Line of ed.: 9   Verse: c       სახელგანთქმული ზღვით-ზღვამდი,   ომისა გადამკიდია,
Line of ed.: 10   Verse: d    და   ანიკორთ კომსად იწოდა,   არვისგან ჰქონდა რიდია.






Paragraph: 99  
Line of ed.: 11   Verse: a       99. სიმდიდრე, მისი ქონება   გლახაკთ დაუყო ყოველი,
Line of ed.: 12   Verse: b       ქვრივნი, ობოლნი აღავსნა,   ვითომ ცა იყო მთოველი,
Line of ed.: 13   Verse: c       კაბადუკიელთ ნათესავ   იყო იგ წმიდა, ცხოველი,
Line of ed.: 14   Verse: d    და   განშიშვლდა საქონლისაგან,   წამების შეუპოველი.






Paragraph: 100  
Line of ed.: 15   Verse: a       100. ურიდად წარდგა შიშველი,   წმინდა გიორგი ქებული,
Line of ed.: 16   Verse: b       სად იყო უღვთო ხელმწიფე   და მისი ჯარი ხლებული,
Line of ed.: 17   Verse: c       მან ხმა-ყო ხმითა დიდითა:   მე ვარო ნათელღებული,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ქრისტიანე ვარ, მეფეო,   მისთა მირონთა ცხებული.






Paragraph: 101  
Line of ed.: 19   Verse: a       101. განკვირდა ყველა, დაშტერდენ   ასრე გიორგის თქმისაგან,
Line of ed.: 20   Verse: b       თქვეს: "ვით შეჰკადრა მეფესა,   ეს არ გვინახავს სხვისაგან,
Line of ed.: 21   Verse: c       მაგრამე სპასალარია,   გული აქვს სალის კლდისაგან",
Line of ed.: 22   Verse: d    და   სცნეს ქრისტიანთა, ვინც იყო,   სცავს საფარველი ღვთისაგან.






Paragraph: 102  
Line of ed.: 23   Verse: a       102. თქვა: "მივნდობივარ იესოს,   ძე ღვთისა ჭეშმარიტებით,
Line of ed.: 24   Verse: b       მისი ვარ, მისთვის ვეწამო,   მე თქვენის გარდამკიდებით,
Line of ed.: 25   Verse: c       იგი მეუფე ზეცათა,   სხვა ღვთისა არ ვარ რიდებით,
Line of ed.: 26   Verse: d    და   თქვენთან ნაწილი არა მიც",   -- უბნობდა თავწაზიდებით.






Paragraph: 103  
Line of ed.: 27   Verse: a       103. "ნეტარ რად სცდებით, რეგვენნო,   დანთქმული სატანისაგან?
Line of ed.: 28   Verse: b       კერპთა ილოცავთ, ღვთად ხადით,   რას შეუშლიხართ ჭკვისაგან,
Line of ed.: 29   Verse: c       ჭეშმარიტს ღმერთსა ვერ იცნობთ,   ცხოველსა სამებისაგან,
Line of ed.: 30   Verse: d    და   ზღვა, ხმელი, ცა და ქვეყანა   შექმნილი არის მისაგან.






Paragraph: 104  
Line of ed.: 31   Verse: a       104. დაბადებულნი მისნი ხართ,   რად ვერ იცანით ღმერთია?
Line of ed.: 32   Verse: b       იესო ქრისტე, ძე ღვთისა,   მამისა შენაერთია,
Line of ed.: 33   Verse: c       სამება-ერთი არსება,   იგი მეუფე ერთია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   კერპი საცთური რა არის?!   ეშმაკის შენაერთია.



Page of ed.: 318  




Paragraph: 105  
Line of ed.: 1   Verse: a       105. მისგან გაქვს ეგე მეფობა,   შენ ხელმწიფება დიდია,
Line of ed.: 2   Verse: b       ცუდად ნუ სცთებით, მეფეო,   შენ კერპთა გარდამკიდია
Line of ed.: 3   Verse: c       ნურც შენი მეინახენი   სატანის ხელსა ჰკიდია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   საცთური კერპი დაჰკარგე,   იგი ეშმაკი ფლიდია.






Paragraph: 106  
Line of ed.: 5   Verse: a       106. ჩვენ ქრისტიანთა რომე გვრწამს,   იგ ერთი ღმერთი ცხოველი,
Line of ed.: 6   Verse: b       მამა, ძე, სული ცხოველი,   იგი ზეცადა მპყრობელი.
Line of ed.: 7   Verse: c       ყოვლის მის მიერ შეიქმნა,   უძრავ-მოძრავი ყოველი,
Line of ed.: 8   Verse: d    და   მისგან ვცხონდებით და კერპთა   ვარ დია შეუპოველი.






Paragraph: 107  
Line of ed.: 9   Verse: a       107. ზღაპარი არის, რად სცდებით,   თქვენი გადება ხიდისა,
Line of ed.: 10   Verse: b       ეშმაკნი დაგნთქამს უფსკრულად,   თქვენ მისგან დაკარგულისა,
Line of ed.: 11   Verse: c       არა გაქვთ ჭეშმარიტება,   წამწყმედელი ხართ სულისა".
Line of ed.: 12   Verse: d    და   მას მაგნეტიოს შეხედნა,   წმიდამან გააგულისა.






Paragraph: 108  
Line of ed.: 13   Verse: a       108. უთხრა გიორგის: "შენ ვინ ხარ?   სახელი მითხარ შენია".
Line of ed.: 14   Verse: b       წმიდამან უთხრა: "პირველად   გითხარ, სახელი ვთქვენია,
Line of ed.: 15   Verse: c       ქრისტიანი ვარ, ქრისტე მწამს,   არა მწამს კერპთა ძენია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   სახელად მრქვიან გიორგი,   ისწავეთ ღმერთი ზენია.






Paragraph: 109  
Line of ed.: 17   Verse: a       109. მუშაკად საღმთოდ გამოვსჩნდე   იესო ქრისტეს წინაო,
Line of ed.: 18   Verse: b       ღვაწლად შევიმკო წამება,   ტანჯვის არ შემეშინაო,
Line of ed.: 19   Verse: c       იმისის ძლიერებითა   შევალ სამოთხეს შინაო,
Line of ed.: 20   Verse: d    და   იგი მეუფე ზეცათა,   სხვა ღმერთი არავინაო".






Paragraph: 110  
Line of ed.: 21   Verse: a       110. მიბრუნდა მეფე ურწმუნო,   ვეშაპი ჯოჯოხეთისა,
Line of ed.: 22   Verse: b       უთხრა: "გიორგი, შენ სიბრძნე   არ გიჯობს კაცთა ერთისა,
Line of ed.: 23   Verse: c       სიმჴნით მხედარი, ძრიელი   დევ-ლომთა შენაერთისა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   პატივცემული მეფეთა,   მერმე ნაცნობი ღმერთისა.






Paragraph: 111  
Line of ed.: 25   Verse: a       111. სპასალარი ხარ მდიდარი,   სახელგანთქმული, დიდია,
Line of ed.: 26   Verse: b       შენ ჩემი ღმერთი ადიდე,   ნუ ხარ სხვის გადამკიდია.
Line of ed.: 27   Verse: c       ჩემგან არ მოკვდე ბოროტად,   არა სჯობს საქმე ფლიდია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   უფრო დიდებას მოგივლენ,   ნუ გაქვს ქრისტესი რიდია.






Paragraph: 112  
Line of ed.: 29   Verse: a       112. ჩემად უფროსად შენ იყავ,   გმონებდეს სრულად ჯარია,
Line of ed.: 30   Verse: b       მეწყალვის შენი სიკეთე,   ხარ დიდი სპასალარია,
Line of ed.: 31   Verse: c       შენ გქონდეს ქვეყნის თაობა   ზღვით, ჴმელით, მთა და ბარია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   კერპთა უზორე, ვითა ჩვენ,   ღვთად ხადე შინ თუ გარია".






Paragraph: 113  
Line of ed.: 33   Verse: a       113. მიუგო წმიდა გიორგი,   ხმა სიტყვისა მთქმელია:
Line of ed.: 34   Verse: b       "ნეტარძი ჩემსა ისმენდი,   კერპთაგან რას მოელია?
Page of ed.: 319   Line of ed.: 1   Verse: c       იესო ქრისტეს ესციდე,   მისთვის აღაპყრო ხელია,
Line of ed.: 2   Verse: d    და   სასუფეველი ზეცათა   მოიმკო სასურველია.






Paragraph: 114  
Line of ed.: 3   Verse: a       114. მოკლეა შენი მეფობა,   საწუთრო ერთის წამისა,
Line of ed.: 4   Verse: b       გიჯობს სუფევა ზეცათა,   ხანგრძელი მრავალჟამისა,
Line of ed.: 5   Verse: c       უკუნისამდე იშვებდე,   კურთხევა მოგხვდეს მამისა,
Line of ed.: 6   Verse: d    და   არ ისმენ? შენსა შთანთქმასა   ქვესკნელს ვეშაპი ლამისა.






Paragraph: 115  
Line of ed.: 7   Verse: a       115. მე შენთა კერპთა არ ვერჩდე,   შექმნილსა კაცის ხელითა,
Line of ed.: 8   Verse: b       იესო ქრისტეს ვადიდებ,   ვერ შემცვლი ვერაფერითა,
Line of ed.: 9   Verse: c       ვერც პატივით და დიდებით,   ვერც ძნელი სატანჯველითა,
Line of ed.: 10   Verse: d    და   არც შენის რისხვის მეშინის,   ბრძანო სიტყვითა ძნელითა.






Paragraph: 116  
Line of ed.: 11   Verse: a       116. შენი პატივი შენ გქონდეს,   არ მესმის შენის თქმისაგან,
Line of ed.: 12   Verse: b       მე სასუფეველს მოვიმკი   იესო ქრისტეს ღვთისაგან,
Line of ed.: 13   Verse: c       მაქვს მისი სარწმუნოება,   არ მეშინს სატანჯვლისაგან,
Line of ed.: 14   Verse: d    და   მისგან დავსთრგუნო ეშმაკი,   მოვსწყვიდო კაცთა სრვისაგან.






Paragraph: 117  
Line of ed.: 15   Verse: a       117. ცხოვრების ნაწილს მივემთხვა,   ვაქო მოწყალე ისია",
Line of ed.: 16   Verse: b       მაშინ განრისხნა უსჯულო,   ბრძანა შეპყრობა მისია;
Line of ed.: 17   Verse: c       "ძელზედა დამოჰკიდეთო,   ლახვრით დაგვრიმეთ მქისია,
Line of ed.: 18   Verse: d    და   ნაწლევნი დააყრევინეთ   ყოველთა შესატყვისია".






Paragraph: 118  
Line of ed.: 19   Verse: a       118. შეიპყრეს, ხელით დაჰკიდეს,   უმზერდა იგი ერია,
Line of ed.: 20   Verse: b       ლახვრები გვერდსა უგმირეს,   მკვეთი, ალმასის ფერია,
Line of ed.: 21   Verse: c       ვითარცა ტყვია კლდეს ეცეს,   ზედ დაიდრიკა წვერია,
Line of ed.: 22   Verse: d    და   არღა შეეხო მახვილი,   შეშინდეს მისნი მტერნია.






Paragraph: 119  
Line of ed.: 23   Verse: a       119. მაშინ წმინდამა გიორგი   ზეცად აღიპყრა ხელია,
Line of ed.: 24   Verse: b       თქვა: "გმადლობ, ღმერთო ძლიერო,   შენა ხარ ჩემი მხსნელია;
Line of ed.: 25   Verse: c       შენ მიაქციე მახვილი,   ბასრი და მეტად მჭრელია,
Line of ed.: 26   Verse: d    და   ეშმაკებთაგან ლესული   განქარვე საქადელია".






Paragraph: 120  
Line of ed.: 27   Verse: a       120. მერმე უსჯულო ხელმწიფე   აღივსო გულისწყრომითა,
Line of ed.: 28   Verse: b       თქვა გარდამოხსნა ძელზედან,   შენახვა შენაზომითა,
Line of ed.: 29   Verse: c       წაყვანა საპყრობილესა,   მან არ იხაროს რომითა,
Line of ed.: 30   Verse: d    და   უწყალოდ ხუნდის შეგდება   ფერხზედა შენაშრომითა,






Paragraph: 121  
Line of ed.: 31   Verse: a       121. დიდისა ლოდის დადება   გულზედა საკვირველისა.
Line of ed.: 32   Verse: b       მათ წარიყვანეს გიორგი   გარდამოჴსნილი ძელისა,
Line of ed.: 33   Verse: c       ფეხზედა ხუნდი შეუგდეს,   ღვთისაგან შველას ელისა,
Line of ed.: 34   Verse: d    და   გულზედა ლოდი დაადვეს   ოთხ სატვირთალი ხელისა.



Page of ed.: 320  




Paragraph: 122  
Line of ed.: 1   Verse: a       122. თქვა თუ: "ღმერთო, ღირს მყავ, ტვირთი   იგი ქვისა შევძლო ზიდვად,
Line of ed.: 2   Verse: b       სარწმუნო მყავ შენსა წინა,   ეს მეყოფის ჩემად მზითვად".
Line of ed.: 3   Verse: c       სუბუქ იქმნა ლოდი იგი,   ჩიტს ეყოფის ასაზიდვად,
Line of ed.: 4   Verse: d    და   მას წმიდასა არა ევნო,   არცა ჰქონდა გასაჭირად.






Paragraph: 123  
Line of ed.: 5   Verse: a       123. კვლავ მეფესა უსჯულოსა   სატანამა ხელი მიჰყო,
Line of ed.: 6   Verse: b       სულ დააბრმა გული მისი,   ბნელეთისკენ გარდაიღო,
Line of ed.: 7   Verse: c       გულსა მისსა დაენერგა,   ღვთისა გმობა რაცა იყო,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ბრძანა შეკვრა ურმისთვლისა,   ესე ყველამ ყურად იღო.






Paragraph: 124  
Line of ed.: 9   Verse: a       124. მათ ურმისთვალი შეაწყვეს,   ხერხი იხმარეს, ცულია,
Line of ed.: 10   Verse: b       ზედ მახვილები მოასხეს,   ყველაკა მოლესულია,
Line of ed.: 11   Verse: c       სატანჯველითა აავსეს,   მათიმცა სჯული კრულია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მას ზედა დაკვრა დაასკვნეს,   ხელმწიფის განზრახულია.






Paragraph: 125  
Line of ed.: 13   Verse: a       125. მოიყვანეს წმინდა იგი,   ნახა მწარე სატანჯველი,
Line of ed.: 14   Verse: b       აღიხილნა თვალნი ზეცად   და აღიპყრა მაღლა ხელი:
Line of ed.: 15   Verse: c       "ღმერთო, გმადლობ, რათა ღირს-მყავ   წყალობასა შენგან ველი,
Line of ed.: 16   Verse: d    და   ცხოვრებისა ნაწილს ღირს მყავ,   სხვა არა მყავს მე მეშველი.






Paragraph: 126  
Line of ed.: 17   Verse: a       126. შენთვის თავს ვისხამ ტანჯვასა,   თავი მომირთავს საშენად,
Line of ed.: 18   Verse: b       ქრისტიანობა შევამკო,   მათ თავი მივსცე საშენად,
Line of ed.: 19   Verse: c       მათგან კიცხვა და ბასრობა   ლხინად მიჩნს, არ ვარ საშენად;
Line of ed.: 20   Verse: d    და   მათ დაბლარჯულსა სჯულებსა   მე ხელი მივჰყო საშენად.






Paragraph: 127  
Line of ed.: 21   Verse: a       127. რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი   შორის ორთ ავაზაკთანა,
Line of ed.: 22   Verse: b       სიკვდილის გემო იხილე,   ბუნება მზგავსი კაცთანა,
Line of ed.: 23   Verse: c       უკვდავო, ჩვენთვის მოიკალ,   მეცა შემრაცხე მათთანა,
Line of ed.: 24   Verse: d    და   დახსენი კაცნი სიკვდილსა,   წარუძეღვ გზა მართალთანა.






Paragraph: 128  
Line of ed.: 25   Verse: a       128. აწ მეცა გმადლობ, მოგვმადლე   სარწმუნოება შენია,
Line of ed.: 26   Verse: b       შეურყეველად და მტკიცედ   არ ვიყო შენარცხვენია;
Line of ed.: 27   Verse: c       თქვენ ჩემი სული დაიცევ,   ყავ თქვენთან მინაფენია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   ეშმაკნი გარეთ განსდევნე,   დაამხევ მათი ზნენია".



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.