Paragraph: 129 | ||
Line of ed.: 30 Verse: a | 129. ესე ლოცვა აღასრულა | ხელაპყრობით მხმობარემან, |
Line of ed.: 31 Verse: b | და მოიღო ურმისთვალი | იმა ღვთისა მგმობარემან, |
Line of ed.: 32 Verse: c | ზედ დააკრეს ძალიანად | ერმან იგი მდგომარემან, |
Line of ed.: 33 Verse: d და | აბრუნვებენ ძალიანად, | სისხლით მორწყო რომ არემან. |
Paragraph: 130 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 130. ძირს მახვილებსა მოსხმულზე | აბრუნეს ურმისთვალია, |
Line of ed.: 2 Verse: b | მას მოწამეთა მთავარსა | სისხლი სდის, ვითა ლალია, |
Line of ed.: 3 Verse: c | წვრილად დაკვეთა მახვილმან, | რბილ იყო, ანუ ძვალია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მას მზეებრ განბრწყინვებულსა | სცავდა მაღლისა ძალია. |
Paragraph: 131 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 131. მუნ ყოველი ასო წმინდის | იყვის ლახვართა საჭერად, |
Line of ed.: 6 Verse: b | უსჯულო მეფე აბორგდა, | ეშმაკს ჰყავს ხელთა საჭერად, |
Line of ed.: 7 Verse: c | კუპრის ზღვაშიგან ირჩობის, | მას მოეხმაროს საჭე რად, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ეშმაკისაგან ხელქმნილი | მაშიგან მირბის საჭერად. |
Paragraph: 132 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 132. ნაკვეთ-ნაკვეთად დახიეს | წმიდის გიორგის ხორცია, |
Line of ed.: 10 Verse: b | კლდეს გარდაუშვეს ურმითურთ, | ეხვევის კაცი ოცია, |
Line of ed.: 11 Verse: c | მანგნეტიოზ და ხელმწიფე | უჭვრეტენ, ვითა ფოც[ხ]ვია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ისრე წვრილ-წვრილად დაჭრილი | დაჰყარეს, ვითა მოცვია. |
Paragraph: 133 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 133. ამაღლდა მეფე ურწმუნო, | ეშმაკის შენაერთია, |
Line of ed.: 14 Verse: b | თქვა თუ: "გიორგის იესო | რას მოეხმარა ღმერთია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ჩვენთ ღვთაებამა სძლო მის ღმერთს, | იგ იყო მისი ერთია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | არ არის ღმერთი ჩვენს მეტი, | არც ქვეყნად არცა ერთია. |
Paragraph: 134 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 134. აპოლონ, პოსიდიოსი, | ირაკლე და დიოს-ზევსი, |
Line of ed.: 18 Verse: b | დიდი არტემ, დიდი ღმერთი | ერთმანერთში აერევის, |
Line of ed.: 19 Verse: c | სად არის ღმერთი გიორგის, | ჩვენი ღმერთი მოერევის, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვერ უშველა ქრისტე ღმერთმა, | უღვთო გზასა დაერევის. |
Paragraph: 135 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 135. ჭამად დაჯდა და გამართა | ლხინი და გამოჩვენება, |
Line of ed.: 22 Verse: b | შანსა უგებდეს გიორგის, | ავად რად უნდა ხსენება: |
Line of ed.: 23 Verse: c | "მოვკალთო, წვრილად დავკვეთეთ" | -- მათ ჰქონდა მისი ხსენება, |
Line of ed.: 24 Verse: d და | "ვერად უშველა იესომ, | ცუდი რამ ნახა ჩვენება". |
Paragraph: 136 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 136. მეათე ჟამსა შეიქნა | დიდი ქუხილი ზეცადა, |
Line of ed.: 26 Verse: b | იგრგვინა ცამ და ქვეყანამ, | გავს, თუ ცა მიწად ეცა და |
Line of ed.: 27 Verse: c | ცით ანგელოზი მოვიდა, | გიორგის ეძმო, ეცადა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მაღლით ხმა ისმის, საშველად | მისდა მოწყალე ე ცადა. |
Paragraph: 137 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 137. "მხნე იყავნ და განძლიერდინ", | -- ზეცით ისმის სმენა ხმისა, \"მრავალ |
Line of ed.: 30 Verse: b | რწმენა შენგან ჩემთვის, უსჯულოთა | ვერ გაძლისა", |
Line of ed.: 31 Verse: c | მცველთა ესმა, შეეშინა | საშიშარი მავალგზისა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ზარგანხდილი გადიხვეწნეს, | შეეშინდათ მაღლის ღვთისა. |
Paragraph: 138 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 138. ანგელოზმან ურმისთვალსა | გარდამოხსნა, გარმოიღო, |
Line of ed.: 34 Verse: b | ორღანოსა მწარისაგან | ცალკე-ცალკე ამოიღო, |
Page of ed.: 322 Line of ed.: 1 Verse: c | ზედ შეაწყო ერთმანერთსა | ლუკმა-ლუკმა ა-ცა-იღო, |
Line of ed.: 2 Verse: d და | აღდგა მკვდრეთით წმინდა იგი, | ღვთის ბრძანება ესე იყო. |
Paragraph: 139 | ||
Line of ed.: 3 Verse: a | 139. თაყვანისცა ანგელოზმან | მას წმიდასა, ვითა მნემან, |
Line of ed.: 4 Verse: b | აღდგომილი მკვდრეთით იყო, | განიკვირვა იმა მხნემან, |
Line of ed.: 5 Verse: c | თავსა ადგა ნათლის სვეტი, | გაანათლა ვითა მზემან, |
Line of ed.: 6 Verse: d და | ხელსა ხელი არ გაჰყარა, | აღადგინა ფიცხლა ზე მან. |
Paragraph: 140 | ||
Line of ed.: 7 Verse: a | 140. "მშვიდობა შენდა, გიორგი", | -- მას ანგელოზმან ახარა, \"განძლიერდი |
Line of ed.: 8 Verse: b | და განბრწყინდი მთავარმოწამედ | დგახარა, |
Line of ed.: 9 Verse: c | დაიდე იესო ქრისტე, | მის წინ სუფევად მზა ხარა?" |
Line of ed.: 10 Verse: d და | ილოცავს მთავარმოწამე, | ზედ ანგელოზმან ახარა. |
Paragraph: 141 | ||
Line of ed.: 11 Verse: a | 141. ანგელოზმან თქვა: .,შენ წინა | ვდგა, ქრისტეს წინა მდგომელი, |
Line of ed.: 12 Verse: b | შენთვის ბრწყინვალედ შემკულსა | გვირგვინსა ზეცით მოველი, |
Line of ed.: 13 Verse: c | შენთვის მზა არის სამოთხე, | შენ გნატრის სული ყოველი". |
Line of ed.: 14 Verse: d და | ხელგანპყრობილი ღაღადებს | წმინდა გიორგი ცხოველი. |
Paragraph: 142 | ||
Line of ed.: 15 Verse: a | 142. იტყოდა: "გმადლობ, მაღალო | ღმერთო, ხმელით და ცათაო, |
Line of ed.: 16 Verse: b | მამავ, ძევ, სულო წმინდაო, | უფალო უფლებათაო, |
Line of ed.: 17 Verse: c | უკუნით უკუნისამდე | შენდა ლოცვად ვდგე მზათაო, |
Line of ed.: 18 Verse: d და | შენ სვლანი ჩემნი წარმართენ | გულისა შინა გზათაო. |
Paragraph: 143 | ||
Line of ed.: 19 Verse: a | 143. ნუ მეუფლებინ ჩემ ზედა | უსჯულო ესე ყოველი". |
Line of ed.: 20 Verse: b | მივიდა, სად კერპნი იყო | აპოლონოსის მდგომელი, |
Line of ed.: 21 Verse: c | ხელმწიფე და მანგნეტიოზ | სად ჭამად იყვნეს მსხდომელი, |
Line of ed.: 22 Verse: d და | კერპთა აქებდეს, სმად ისხდეს | იესო ქრისტეს მგმობელი. |
Paragraph: 144 | ||
Line of ed.: 23 Verse: a | 144. კითხა წმინდამან: "ვინა ვარ, | მიცანით, თუ რომელია? |
Line of ed.: 24 Verse: b | ირწმუნეთ იესო ქრისტე, | არ იქნა, თქვენ რომ ელია; |
Line of ed.: 25 Verse: c | მეცა ავმაღლდე მასთანა, | აღვიდე ცად რომელია, |
Line of ed.: 26 Verse: d და | თქვენცა მოიქეც ჩემთანა, | სპანი ხართ, თუ რომელია. |
Paragraph: 145 | ||
Line of ed.: 27 Verse: a | 145. ვერ მიცანით, უცნობონო, | თქვენთა ხელთა დანაჭერი, |
Line of ed.: 28 Verse: b | ორღანოსა თქვენისაგან | ცალ-ცალკე დანაჭერი, |
Line of ed.: 29 Verse: c | ძირს ლოგინად შემიმზადეთ | ქვეშ ლახვარი და ნაჭერი, |
Line of ed.: 30 Verse: d და | ხართ სატანის განახელი | ქაჯნი, ვითა დანაჭერი. |
Paragraph: 146 | ||
Line of ed.: 31 Verse: a | 146. ვინცა შექმნა ზღვა და ხმელი, | მზე და მთვარე, მერე ცა და |
Line of ed.: 32 Verse: b | კაცის ტომნი, დედ-მამანი | და მეყვისნი მერმეცა და |
Line of ed.: 33 Verse: c | იმან მიხსნა თქვენთა ხელთა, | სუფევასა მერმე ცადა, |
Line of ed.: 34 Verse: d და | ქრისტეს ღმერთსა ჭეშმარიტად | მე ვადიდებ მერმეცადა. |
Paragraph: 147 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 147. რომელი ჩემთვის შემზადეთ, | მაჩვენეთ სატანჯველია, |
Line of ed.: 2 Verse: b | მომკალით, მნახეთ თქვენც მკვდარი, | აღვსდეგ, ასრე ვარ მრთელია, |
Line of ed.: 3 Verse: c | რა იქნა თქვენი ღმერთები, | რა სასწაულის მქნელია? |
Line of ed.: 4 Verse: d და | მე ჩემმან ღმერთმან ესრე მყო, | თქვენ კერპთა რას მოელია? |
Paragraph: 148 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 148.კერპთა ნუ ესავთ, ისმინეთ | მაცდინელია სულისა, |
Line of ed.: 6 Verse: b | რა შეუძლია, მიამბეთ, | უსულონია სულ ისა", |
Line of ed.: 7 Verse: c | მას შემოხედა მეფემან, | მაგრამ ვერ დაისულისა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | უთხრა: შენ ვინ ხარ?..." გაჯავრდა, | ფერი დეედვა ხელისა. |
Paragraph: 149 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 149. "მე ვარ გიორგი, რომელი | დამტევე ურმისთვალზედა, |
Line of ed.: 10 Verse: b | მკვდარი აღვსდეგ და მოვედი | ჩემის მოწყალის გზაზედა, |
Line of ed.: 11 Verse: c | შენ მომკალი და მან მიხსნა, | ქნა სასწაული ძალზედა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | შენს ღმერთსა რა შეუძლია, | ეშმაკნი უზის მხარზედა". |
Paragraph: 150 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 150. მაშინ განრისხნა უსჯულო, | რისხვითა საკვირველითა, |
Line of ed.: 14 Verse: b | დაჭერა ბრძანა, შეიპყრეს | მათ უსჯულოთა ხელითა; |
Line of ed.: 15 Verse: c | "წაღან მოვკალით, იმას გავს | ეშმაკის საფერველითა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ღმერთს გვიგინებს და გვეკიცხვის, | ის არის, ესრე ველითა". |
Paragraph: 151 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 151. მერმე ჰკითხა უსჯულომან: | "აწ შენ ვინ ხარ, მართლად ითქოს". |
Line of ed.: 18 Verse: b | მან წმინდამან ძალზედ უთხრა, | ნებავს, ძალზედ განარისხოს: |
Line of ed.: 19 Verse: c | "მონა ღვთისა გიორგი ვარ, | მე სახელი ვინმცა მკითხოს, |
Line of ed.: 20 Verse: d და | კერპთა მიერ ნუღარ სცთებით, | ორსავ სოფელს არ გეკითხოს. |
Paragraph: 152 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 152. იცანით, ღმერთი ის არის, | მე აღმადგინა რომელმან, |
Line of ed.: 22 Verse: b | მოსავთა მისთა მტკიცემან, | მაღალმან, ყოვლისმპყრობელმან, |
Line of ed.: 23 Verse: c | მას საუკუნეს იხაროს | ყოველმან მისმან მცნობელმან, |
Line of ed.: 24 Verse: d და | წინააღმდგომთა იმისთა | მომსრველმან, დამახობელმან. |