TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 25
Previous part

Chapter: 24  
Line: 20  თავი კდ


Part: T  
Line: 21       სიტყუაჲ ესე: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო,
Line: 22    
უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს
Line: 23    
ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ (7,21 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Part: t  
Line: 24       
თარგმანი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი?
Line: 25    
ერთად ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმისყო\ფად
Line: 26    
ღმრთეებისა მისისა; და მეორედ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ
Line: 27    
ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანა მოასწავა, რამეთუ არა არს
Line: 28    
სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ
Line: 29    
არს ბუნებაჲ მათი, ეგრეთვე ნებაჲ ერთ არს. ვინაჲთგან უგუნურნი იგი
Line: 30    
ჰურიანი საქმეთა კეთილთათჳს არა ფრიად ზრუნვიდეს, არამედ რჩულითა
Line: 31    
ხოლო იქადოდეს, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "შენ ჰურიაჲ
Line: 32    
სახელ-გედების და განისუენებ სჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა და იცი
Line: 33    
ნებაჲ იგი", და შემდგომი ამისი, არამედ არარას სარგებელ გეყოსო,
Line: 34    
უკუეთუ საქმენი არა გქონდინ. ამისვე ჯერისათჳს უფალი განაწესებს
Line: 35    
სიტყუასა ამას და იტყჳს:

Page: II-100  
Part: s  
Line: 1       
სახარებაჲ: არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო,
Line: 2    
უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს
Line: 3    
ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღე\სა
Line: 4    
შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებ\დით
Line: 5    
და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა
Line: 6    
ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი
Line: 7    
თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი"
Line: 8    
(7,21-23 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Part: t  
Line: 9       
თარგმანი: ხოლო ძალი სიტყუათა ამათ ესრეთ არს, ვითარმედ:
Line: 10    
არა თუ, რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ხოლო თჳნიერ საქმეთასა,
Line: 11    
განვარდეს იგი სასუფეველისაგან, არამედ დაღაცათუ სარწმუნოებასა
Line: 12    
თანა სასწაულთაცა იქმოდის და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, არავე
Line: 13    
ღირს იქმნას იგი შესლვად კარსა მას ცხორებისასა. ამისთჳს იტყჳს:
Line: 14    
"მრავალთა მრქუან მე მას დღესა შისა: უფალო, უფალო, არა სახელითა
Line: 15    
შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა?"

Line: 16       
ვინაჲთგან ყოველივე იგი მოძღურებაჲ სრულ-ყო, აწ ნელიად
Line: 17    
გამოუცხადებს თავსა თჳსსა და გულისჴმა-უყოფს. ვითარმედ იგი
Line: 18    
თავადი არს მსაჯული ყოველთაჲ; რამეთუ ცოდვილთათჳს გან\მზადებულნი
Line: 19    
სატანჯველნი ზემო მოასწავნა, ხოლო თუ ვინ არს
Line: 20    
განმკითხველი მათი, აწ გამოაჩინა, რაჟამს თქუა: "მას ჟამსა ვჰრქუა
Line: 21    
მათო: განმეშორენით ჩემგან, არა გიცნი თქუენ". ესე იგი არს, ვითარ\მედ:
Line: 22    
არა თუ აწ, ოდენ ჟამსა განკითხვისასა, არამედ არცა თუ მაშინ,
Line: 23    
იქმოდით რაჲ სასწაულთა, გიცნენ თქუენ, და კუალად სხუასა ადგილსა
Line: 24    
ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: "ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი
Line: 25    
უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები
Line: 26    
თქუენი დაწერილ არს ცათა შინა". და ყოველსავე ადგილსა მოძღურე\ბისა
Line: 27    
თჳსისასა გამოაჩინებს, ვითარმედ დიდად საძიებელ არს მის მიერ
Line: 28    
მოქალაქობაჲ საღმრთოჲ. რამეთუ არა ეგების ყოვლადვე, თუმცა კაცი,
Line: 29    
სიმართლით მავალი და ვნებათაგან განყენებული, უგულებელს-ყო
Line: 30    
ღმერთმან, არამედ დაღაცათუ შესცთეს უმეცრებით, ადრე მოიყვანებს
Line: 31    
მას ღმერთი ჭეშმარიტებისა გზასა.

Line: 32       
გარნა არიან ვიეთნიმე, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ტყუოდესო,
Line: 33    
რომელთა თქუეს, თუ: სახელითა შენითა სასწაულთა ვიქმოდეთ; ამის\თჳსცა
Line: 34    
არა ცხონდეს. არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე მათ, რამეთუ
Page: II-101   Line: 1    
უკუეთუმცა ესრეთ იყო, წინააღმდგომიმცა იყო იგავი ესე სიტყჳსა მი\სისა.
Line: 2    
და იხილე, რაჲ არს სიტყუაჲ მისი: ეგრეთ ჰნებავს უფალსა გამო\ჩინებად,
Line: 3    
ვითარმედ არარაჲ ძალ-უც სარწმუნოებასა თჳნიერ საქმეთასა.
Line: 4    
და ამის პირისა უმეტესად დასამტკიცებლად ესეცა შესძინა, ვითარმედ:
Line: 5    
არა ხოლო თუ სარწმუნოებაჲ მარტივი, არამედ არცა თუ სასწაულთა
Line: 6    
საქმე ერგოს სასწაულთა მოქმედსა მას, თჳნიერ კეთილთა საქმეთასა.
Line: 7    
და ვინაჲთგან ძალი სიტყჳსა მისისაჲ ესე არს, უკუეთუმცა არა ექმნნეს
Line: 8    
სასწაულნი კაცთა მათ, რომელნი სახედ შემოიხუნა, ვითარმცა მოეხუნეს
Line: 9    
იგინი სახედ?

Line: 10       
და ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ, უკუეთუმცა არა ექმნნეს სას\წაულნი,
Line: 11    
ვითარმცა იკადრეს ჟამსა მას განკითხვისასა ტყუილისა თქუ\მად,
Line: 12    
არამედ კითხვის სახედ სიტყუაჲ მათი გამოაჩინებს, ვითარმედ ჭეშ\მარიტსა
Line: 13    
იტყოდეს. რამეთუ იხილეს რაჲ აღსასრული წინააღმდგომი მო\ლოდებისა
Line: 14    
მათისა, რამეთუ აქა საკჳრველნი კაცნი იყვნეს და პატივცე\მულნი
Line: 15    
ყოველთა მიერ და მოქმედნი სასწაულთანი, ხოლო მუნ იხილნეს
Line: 16    
რაჲ თავნი თჳსნი სატანჯველისა თანამდებად, ვითარცა განცჳბრებულნი
Line: 17    
და განკჳრვებულნი იტყჳან: "უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა
Line: 18    
ვწინაჲსწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი
Line: 19    
ვქმნენით?" და ვითარ აწ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან? რაჲ არს
Line: 20    
უცხოჲ ესე და მოულოდებელი აღსასრული? ამისთჳს განკჳრვებულნი
Line: 21    
და განცჳბრებულნი იტყოდეს სიტყუათა ამათ. ხოლო შენ ესე ნუ
Line: 22    
გიკჳრს, კაცო, ნუცა იტყჳ, თუ: ვითარ ეგების, თუმცა ვინ სასწაულთა
Line: 23    
იქმოდა და არა ცხონდა? -- რამეთუ მადლი იგი სასწაულთაჲ ნიჭთა მათ
Line: 24    
საღმრთოთაგან იყო, ხოლო მათ ვინაჲთგან თავით თჳსითცა ნაყოფი ვე\რარაჲ
Line: 25    
აჩუენეს, ამისთჳს სამართლად იტანჯნეს, რამეთუ ესრეთ უმადლო
Line: 26    
და უნაყოფო იპოვნეს ღმრთისა მიმართ, რამეთუ ესოდენ პატივ-სცა მათ
Line: 27    
და ესევითარი მადლი უღირსთა მათ მიანიჭა. იტყჳან უკუე მეძიებელნი
Line: 28    
ამის სიტყჳსანი, ვითარმედ: ცოდვათა შინა რაჲ იყვნეს, იქმოდესა სასწა\ულთა
Line: 29    
ეგევითარნი იგი? სხუანი იტყჳან, ვითარმედ: არა ესრეთ, არამედ
Line: 30    
ვიდრეღა სათნოებასა შინა იყვნეს იქმოდეს სასწაულთა და არა ოდეს
Line: 31    
მიიქციან ცოდვად. ხოლო მე არა ესრეთ ვიტყჳ, რამეთუ უკუეთუმცა
Line: 32    
ესრეთ იყო, კუალად სახემცა იგი ვითარ კეთილად აღესრულა? რამეთუ
Line: 33    
უფალი ამას გამოაჩინებს, ვითარცა ვთქუ, იგავითა ამით, ვითარმედ:
Line: 34    
თჳნიერ კეთილთა საქმეთასა არცა სარწმუნოებაჲ ვის ერგების, არცა
Line: 35    
სასწაულნი, ვითარცა იტყჳს ნეტარი პავლე: "მაქუნდეს ღათუ წინაჲსწარ\მეტყუელებაჲ
Line: 36    
და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერე\ბაჲ,
Page: II-102   Line: 1    
მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და
Line: 2    
სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲ-ვე-რაჲ ვარ".

Line: 3       
კუალად მეტყჳან კითხვის მოყუარენი, ვითარმედ: ვინ არიან ესევი\თარნი
Line: 4    
იგი კაცნი, მოქმედნი სასწაულთანი და ზიარნი წარწყმედისანი? --
Line: 5    
მრავალნი ყოფილ არიან და ყოფად არიან. არა ესრეთ იყოა იუდა, სავსე
Line: 6    
ყოვლითა უკეთურებითა, და მიეცა მას მადლი სასწაულთაჲ? ესრეთ იყო,
Line: 7    
რომელი-იგი სახელითა ქრისტესითა განასხმიდა ეშმაკთა და არა შეუდგა
Line: 8    
მას, და სხუანი მრავალნი.

Line: 9       
და კუალად ძუელსაცა შჯულთასა შინა იპოების ესევითარი, რომელ
Line: 10    
აღასრულა მადლმან საღმრთომან ძალნი უღირსთა მიერ, რაჲთა სხუათა
Line: 11    
სარგებელ ეყოს. რამეთუ არა ყოველნი ყოველსა შინა იყვნეს მომზა\ვებელ,
Line: 12    
არამედ რომელთამე აქუნდა ცხორებაჲ სიწმიდისაჲ და სარწმუ\ნოებაჲ
Line: 13    
ძლიერი ვერ უძლეს მოგებად; სხუათა სარწმუნოებაჲ აქუნდა და
Line: 14    
საქმენი არა აქუნდეს. ამისთჳს მისცა ამათ ღმერთმან მადლი სასწაულ\თაჲ,
Line: 15    
რაჲთა იგინიცა ხადნეს სარწმუნოებასა მტკიცესა და ესენი მიუ\თხრობელითა
Line: 16    
მით ნიჭითა მოიყვანნეს კეთილის საქმედ. ამისთჳს უხუ\ებით
Line: 17    
მისცა სასწაულთა საქმე, და მრავალთა შეიკდიმეს მადლისა მის\გან
Line: 18    
და მოიპოეს მოქალაქობაჲ კეთილი. ხოლო რომელნი თჳსსავე ცოდ\ვასა
Line: 19    
შინა დაადგრეს, მათ ესმას მას დღესა: "არა გიცნი თქუენ, განმე\შორენით
Line: 20    
ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი!" და რად გიკჳრს,
Line: 21    
უკუეთუ კაცთა, რომელთა ჰრწმენა იგი და საქმენი კეთილნი არა ჰქონ\დეს,
Line: 22    
მისცა ნიჭები სასწაულთაჲ, რაჲთა სხუათაცა ერგოს და მათცა
Line: 23    
შეიკდიმონ, ვინაჲთგან ვხედავთ, ვითარმედ მრავალგზის აჩუენა ძალი
Line: 24    
მადლისა თჳსისაჲ კაცთა ზედა, რომელთა თანა არცა სარწმუნოებაჲ იყო,
Line: 25    
არცა საქმენი კეთილნი. რამეთუ ბალაამი სარწმუნოებისაგანცა და კე\თილთა
Line: 26    
საქმეთაგან უცხო იყო, არამედ მიეცა ძალი მადლისაჲ განგებუ\ლებისათჳს
Line: 27    
სხუათაჲსა; და ფარაო ესევითარივე იყო, არამედ მასცა
Line: 28    
უჩუენნა ღმერთმან ყოფადნი საქმენი; და ნაბუქოდონოსორ ურჩულოჲ
Line: 29    
იყო, არამედ გამოუცხადნა მას საქმენი შემდგომად მრავალთა ნათესავ\თა
Line: 30    
აღსრულებადნი; და კუალად ძესა მისსა, რომელი უკეთურებითა
Line: 31    
სძლევდაღა მამასა, მომავალი უჩუენა ღმერთმან, რაჲთა აღასრულნეს
Line: 32    
საკჳრველნი განგებულებანი და დიდებულნი საქმენი. ეგრეთვე ახალსა
Line: 33    
ამას შჯულსა შინა ყო ღმერთმან, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ ქადაგე\ბისა
Line: 34    
მის სახარებისაჲ, და ჯერ-იყო, რაჲთა ფრიადი სახე ძალისა მისისაჲ
Line: 35    
გამოჩნდეს სასწაულთა მიერ. ამისთჳს არა ღირსთა ოდენ, არამედ მრა\ვალგზის
Page: II-103   Line: 1    
არაღირსთაცა მისცა მადლი საკჳრველებისაჲ, გინა თუ კურ\ნებათაჲ,
Line: 2    
გინა თუ წინაჲსწარმცნობელობათაჲ; და რომელთაცა შეი\კრძალნიან
Line: 3    
თავნი თჳსნი და აჩუენიან სიწმიდით ცხორებაჲ, თავთაცა
Line: 4    
თჳსთა სარგებელ ეყვნიან და სხუათაცა, ხოლო რომელნი ცოდვათა
Line: 5    
ერეოდიან, არარაჲ სარგებელ ეყვის მადლისა მისგან, არამედ უფრო\ჲსად
Line: 6    
დასასჯელად მათდა იქმნის. ამისთჳსცა საშინელსა მას სიტყუასა
Line: 7    
ეტყჳს უფალი, ოდეს მოვიდეს განკითხვად, ვითარმედ: "არასადა გიც\ნენ
Line: 8    
თქუენ". რამეთუ მრავალნი გარდამატებულთა მათ ბოროტთა მათ\თათჳს
Line: 9    
აქავე სძულან და პირველ საშინელისა მის სასჯელისა გარემიქ\ცეულ
Line: 10    
არს მათგან პირი მისი.

Line: 11       
შევიშინოთ, საყუარელნო, ჩუენცა და შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი
Line: 12    
საქმეთა მიერ კეთილთა. და უკუეთუ მოქალაქობაჲ სათნოჲ ღმრთისაჲ
Line: 13    
მოვიგოთ, ნუ ვჰგონებთ, თუ არაქმნისათჳს სასწაულთაჲსა უდარესმცა
Line: 14    
რაჲმე ვიქმნენით, რამეთუ არცა სასწაულთა თუ ვიქმოდით, არს რაჲ
Line: 15    
მათგან სარგებელი ჩუენი, არცა თუ არა ვიქმოდით, არს რაჲ სავნებელ,
Line: 16    
უკუეთუ ოდენ სათნოებისა მოგებად ვისწრაფოთ. რამეთუ მოგუეცეს
Line: 17    
თუ სასწაულთა მოქმედებაჲ, ჩუენ ვართ თანამდებ უმაღლესთა მიერ
Line: 18    
სათნოებათა -- მადლობად ღმრთისა ესევითართა მათ ნიჭთათჳს; ხოლო
Line: 19    
საქმეთა თუ კეთილთა ვიქმოდით და სათნოდ ღმრთისა ვიქცეოდით და
Line: 20    
არა მოგუეცეს სასწაულთა საქმე, მაშინ უმეტესადღა თანამდებად გუა\ქუს
Line: 21    
ღმერთი მოცემად ჩუენდა უმეტესისა სასყიდლისა მერმესა მას საუ\კუნესა.

Line: 22       
ვინაჲთგან უკუე ესრეთ კეთილად აღასრულა დიდებული ესე მო\ძღურებაჲ
Line: 23    
მეუფემან და ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტე და განაწესა
Line: 24    
ჯეროვნად სათნოებათათჳს საღმრთოთა სწავლაჲ და გამოაჩინნა იგინი,
Line: 25    
რომელნი არა ჭეშმარიტებით აღასრულებენ მას, არამედ საჩუენებელად
Line: 26    
კაცთა იჩემებენ თითოსახითა წესითა: რომელნიმე იმარხვენ და ილოც\ვენ
Line: 27    
კაცთმოთნებით, სხუანი სამოსლითა ცხოვართაჲთა ვლენან, სხუანი
Line: 28    
წინააღმდგომნი არიან კეთილისანი, რომელთაცა ძაღლად და ღორად
Line: 29    
უწესა; ვინაჲთიგან ესე ყოველი წარმოთქუა, ჰნებავს აწ ჩუენებად, თუ
Line: 30    
რაოდენ სარგებელ ეყოფის აქავე სათნოებაჲ მოქმედთა მისთა, ანუ
Line: 31    
ვითარ უკეთურებაჲ ყოვლით კერძო ავნებს. ამისთჳს იტყჳს:

Part: s  
Line: 32       
სახარებაჲ: ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემ\ნი
Line: 33    
და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას გონიერსა, რომელმან აღა\შენა
Line: 34    
სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ და მოვიდეს
Line: 35    
მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამე\თუ
Line: 36    
დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა" (7,24-25 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Page: II-104  
Part: t  
Line: 1       
თარგმანი: იხილეა, ვითარ განაწესებს სიტყუასა თჳსსა? ოდეს\მე
Line: 2    
იტყჳს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო";
Line: 3    
ოდესმე იტყჳს: "რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ"; და კუალად
Line: 4    
თავსა თჳსსა აჩუენებს მსაჯულად და განმკითხავად ყოველთა და იტყჳს,
Line: 5    
ვითარმედ: "მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ"; რაჲთა ორივე
Line: 6    
გულისჴმა-უყოს კაცთა: განგებულებაჲცა იგი მამისაჲ და ყოვლისა
Line: 7    
მპყრობელობაჲ, და თანაარსობაჲცა თჳსი და ჴელმწიფებაჲ.

Line: 8       
და აწ კუალად გამოაჩინებს უფლებასა თჳსსა და იტყჳს: "ყოველმან,
Line: 9    
რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი". ვინაჲთგან საუკუნისა მისთჳს
Line: 10    
მერმისა თქუა, და წარმოიღო სიტყუაჲ სასუფეველისათჳს და მადლთა
Line: 11    
მათთჳს გამოუთქუმელთა და ნუგეშინისცემისა მისთჳს მიუთხრობელი\სა,
Line: 12    
და სხუაჲ ესევითარი მრავალი გულისჴმა-გჳყო, ჰნებავს აწ ჩუენე\ბად,
Line: 13    
თუ რაოდენი ძალი აქუს სათნოებასა ამასვე საწუთროსა შინა.
Line: 14    
ხოლო რაჲ არს ძალი მისი? -- რომელ უცთომელ ჰყოფს მუშაკსა თჳსსა,
Line: 15    
და უზეშთაეს ყოველთა წინააღმდგომთა მისთა გამოაჩინებს, და არა
Line: 16    
შეუნდობს მავნებელთა მისთა ძლევად მისდა. რაჲმცა იყო უკუე უაღრეს
Line: 17    
ამისა? რამეთუ, ამას საქმესა ვერცა თუ მეფესა ყოვლისა სოფლისასა
Line: 18    
ჴელ-ეწიფების თავისა თჳსისათჳს მოგებად.

Line: 19       
ხოლო რომელი იქმოდის მცნებათა უფლისათა, ფრიადითა სიმტკი\ცითა
Line: 20    
მოუგიეს ესე და შფოთსა ამას შინა და ღელვააღტეხილობასა ამის
Line: 21    
საწუთროჲსასა დიდითა მყუდროებითა იყოფის. რამეთუ საკჳრველი ესე
Line: 22    
არს, რომელ სიმძაფრესა მას შინა ზამთრისასა და სიფიცხესა ღელვა\თასა
Line: 23    
და სიმრავლესა განსაცდელთასა არცა ერთი რაჲ ვნებაჲ შეემთხჳის
Line: 24    
მას, ვითარცა იტყჳს: "გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს
Line: 25    
ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო
Line: 26    
კლდესა ზედა". ხოლო აქა წჳმად და მრდინარედ და ქარად კაცობრივთა
Line: 27    
მათ ამის საწუთროჲსა განსაცდელთა სახელ-სდებს: ცილისწამებათა,
Line: 28    
მტერობათა სხუათაგან, მწუხარებათა, სიკუდილთა საყუარელთასა,
Line: 29    
ძჳრისხილვათა სხუათა მიერ და თითოსახეთა მათ განსაცდელთა ეშმაკთა
Line: 30    
მიერ და კაცთა მოწევნულთა საწუთროსა ამას შინა და მრავალფერთა
Line: 31    
მათ სოფლისა შფოთთა და უწესოებათა. გარნა სული იგი ჩემთა ამათ
Line: 32    
სიტყუათა აღმასრულებელიო არა შეშინდეს ამის ყოვლისაგან, არცა
Line: 33    
იძლიოს, რამეთუ დაფუძნებულ არს კლდესა ზედა მცნებათა ჩემთასა,
Line: 34    
რომელნი-ესე ყოვლისა სიმტკიცისა უძლიერეს ჰყოფენ სულსა და ყო\ველთავე
Line: 35    
კაცობრივთა ღელვათა უზეშთაეს გამოაჩინებენ. რამეთუ რო\მელმან
Line: 36    
შეურყეველად დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, არა კაცთა ოდენ
Line: 37    
ბოროტის-მყოფელთა მძლე ექმნას, არამედ სიმრავლეცა ეშმაკთაჲ
Page: II-105   Line: 1    
იოტოს და მახეთა მათთაგან უვნებელად განერეს. და ჭეშმარიტებაჲ
Line: 2    
ამათ სიტყუათაჲ შეურყეველ არს, ვითარცა იგი მრავალთა მიერ ნების\მყოფელთა
Line: 3    
ღმრთისათა გამოჩინებულ არს; რამეთუ აჰა, ესერა, იხილეთ
Line: 4    
იობ, ვითარ შგიწყნარნა ყოველნივე ეშმაკისა ბრძოლანი და შეურყევე\ლად
Line: 5    
ეგო; იხილენით კუალად წმიდანი მოციქულნი, ვითარ ეკუეთნეს
Line: 6    
მათ ღელვანი სოფლისანი და აღიძრა მათ ზედა ეშმაკი ყოვლითა ძალითა
Line: 7    
მსახურთა მისთაჲთა: მეფენი და მთავარნი, მძლავრნი და მტარვალნი,
Line: 8    
ერნი მრავალნი და კაცნი ბოროტის-მყოფელნი, შრომანი და ტანჯვა\ნი,
Line: 9    
პყრობილობანი და სიკუდილნი, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკ\თანი,
Line: 10    
ჭირნი წარმართთაგანი, ჭირნი ქალაქთა შინა. ჭირნი უდაბნოთა
Line: 11    
ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, შიმშილნი და წყურილნი, ყინელნი და შიშუ\ლობანი
Line: 12    
და სხუაჲ მრავალი სიმრავლე განსაცდელთაჲ. და ესე ყოველნი
Line: 13    
ღელვანი და ქარნი ეკუეთნეს რაჲ, ყოველნივე დაიჴსნნეს, ხოლო იგინი
Line: 14    
უმტკიცეს კლდისა ეგნეს.

Line: 15       
რაჲმცა უკუე იყო ამის ესევითარისა მოქალაქობისა უსანატრელეს?
Line: 16    
ამას ვერარაჲ ჴორციელი და სოფლიოჲ საქმე შემძლებელ არს მონიჭე\ბად;
Line: 17    
არცა სიმდიდრე, არცა დიდებაჲ, არცა ძლიერებაჲ, არცა სხუაჲ
Line: 18    
რაჲმე საქმე კაცობრივი, არამედ -- მოგებაჲ სათნოებათაჲ და აღსრულე\ბაჲ
Line: 19    
მცნებათა ქრისტესთაჲ. რამეთუ არა იპოების სხუაჲ ცხორებაჲ სო\ფელსა
Line: 20    
შინა განთავისუფლებული განსაცდელთაგან, გარნა ხოლო სათ\ნოდ
Line: 21    
ღმრთისა მოქალაქობაჲ.

Line: 22       
იხილენითღა, რავდენნი ბოროტნი არიან სამეუფოთა პალატთა შინა
Line: 23    
და ტაძრებსა შინა მთავართასა: შფოთნი, ამბოხებანი, ცილისწამებანი,
Line: 24    
ბრალობანი, გუემანი, ტყუენვანი და ყოველივე ბოროტი; ხოლო მოცი\ქულთა
Line: 25    
შორის არარაჲ ესევითარი იყო. თქუას ვინმე უმეცართაგანმან,
Line: 26    
ვითარმედ: რასა იტყჳ, არარაჲ ვისგან ძჳრი შეემთხჳა მოციქულთა?
Line: 27    
არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ საკჳრველი ესე არს, რომელ მრავა\ლი
Line: 28    
ძჳრი შეემთხჳა და მრავალნი ღელვანი ეკუეთნეს და გოდოლი იგი
Line: 29    
სულისა მათისაჲ შეურყეველად ეგო; და გუამითა შიშულითა ეწყვნეს
Line: 30    
აღჭურვილთა სპარაზენთა და კეთილად მძლე ექმნეს, რამეთუ დაფუძ\ნებულ
Line: 31    
იყვნეს კლდესა ზედა. და შენცა, ღმრთისმოყუარეო, უკუეთუ
Line: 32    
სახლი სულისა შენისაჲ დააფუძნო კლდესა მას ზედა ქრისტეს მცნება\თასა,
Line: 33    
ვერარამან სოფლისა საქმემან გავნოს შენ, არამედ ყოველთავე
Line: 34    
განსაცდელთა მძლე ექმნე, რამეთუ რომლითამცა სახითა ვინ შეგაწუხა,
Line: 35    
უკუეთუ წარტყუენოს ყოველივე მონაგები შენი, პირველ წარტყუენვი\საცა
Line: 36    
განბნევაჲ მისი ბრძანებულ იყო შენდა, და ესოდენ სივლტოლაჲ
Line: 37    
სიმდიდრისაგან, რომელ არცა თუ მეუფისაგან თხოაჲ ესევითარისა რა\ჲსმე
Page: II-106   Line: 1    
ჴორციელისაჲ გაქუს ჴელმწიფებაჲ უკუეთუ საპყრობილედ მიგ\ცეს,
Line: 2    
პირველ ამისაცა მიგეღო მცნებაჲ, რაჲთა ჯუარს ეცუა სოფლისა;
Line: 3    
უკუეთუ გაგინოს და ძჳრი გიზრახოს, ამისცა მწუხარებისაგან განგა\თავისუფლა
Line: 4    
ქრისტემან, რაჟამს დიდნი იგი სასყიდელნი უშრომელად
Line: 5    
აღგითქუნა ძჳრუჴსენებლობისა მიერ, და ესრეთ წმიდა-გყო რისხვისა
Line: 6    
და მწუხარებისაგან, ვიდრეღა გიბრძანაცა მტერთათჳს ლოცვაჲ; უკუეთუ
Line: 7    
გდევნიდეს და ბევრეული ძჳრი შეგამთხჳოს, უმეტეს განაბრწყინვებს
Line: 8    
გჳრგჳნსა შენსა; უკუეთუ წყლულებანი და სიკუდილი მოაწიოს შენ
Line: 9    
ზედა, უზეშთაეს ყოვლისა სარგებელისა მოგატყუას სარგებელი, რამე\თუ
Line: 10    
ღირს-გყო შენ სასყიდელსა მას მოწამეთასა და ადრე წარგგზავნა
Line: 11    
მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა. ესე არს უკუე, ვითარცა ვთქუ, ყოვლი\სა
Line: 12    
უსაკჳრველეს, რომელ არა თუ ვერარას ხოლო ავნებენ ძჳრის-მყო\ფელნი
Line: 13    
მოშიშთა ღმრთისათა, არამედ უმეტესადღა განაბრწყინვებენ და
Line: 14    
გამოცდილ და მჴნე ჰყოფენ მათ. რაჲმცა უკუე შეესწორებოდა ქუეყა\ნასა
Line: 15    
ზედა ესევითარსა ამას მოქალაქობასა? რამეთუ ვინაჲთგან გზასა
Line: 16    
მას სათნოებათასა იწრო და საჭირო უწოდა, ამისთჳს ნუგეშინის-სცემს
Line: 17    
იწროებასა მისსა და გამოაჩინებს, ვითარმედ დიდი უცთომელობაჲ აქუს,
Line: 18    
დიდი სიტკბოებაჲ, ვითარცა იგი წინააღმდგომსა მას ფრიადი აქუს
Line: 19    
უძლურებაჲ და ზღვევაჲ. რამეთუ ვითარცა სათნოებისა სიმტკიცე გამო\აჩინა,
Line: 20    
ეგრეთვე -- უკეთურებისა ვერაგობაჲ, რაჲთა ორკერძოვე გულის\ჴმა-გჳყოს
Line: 21    
და მოგჳყვანნეს ძიებად კეთილისა, შურითაცა სათნოებისაჲთა
Line: 22    
და სიძულილითა უკეთურებისაჲთა. რამეთუ იცოდა უფალმან, ვითარმედ
Line: 23    
მრავალნი ყოფად არიან, რომელთა უკჳრდეს სიკეთე მოძღურებისა ამის,
Line: 24    
ხოლო საქმით არარას მისგანსა აჩუენებდენ, ამისთჳს წინაჲთვე განგუ\აკრძალებს
Line: 25    
და იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ კეთილ არიან თქუმულნი
Line: 26    
ესე, არამედ არა კმა არს სმენაჲ ხოლო მათი, რამეთუ საქმით ქმნაჲ
Line: 27    
ჯერ-არს. ამისთჳს გაიმოაჩინა საცთური იგი არამოქმედთაჲ მათ და ამას ზე\და
Line: 28    
აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა შიში უდებებისაჲ გულთა შინა ჩუენ\თა
Line: 29    
დაჰნერგოს, რამეთუ ვითარცა-იგი სათნოებისა მიმართ მიგჳზიდავს ყო\ვლით
Line: 30    
კერძო, არა აღთქუმითა ხოლო სასუფევლისაჲთა და სასყიდლისა
Line: 31    
მის გამოუთქუმელისაჲთა და ნუგეშინისცემითა მით ბევრეულთა კე\თილთაჲთა,
Line: 32    
არამედ აქავე შეურყეველობაჲ იგი კლდისაჲ სახედ მისა
Line: 33    
მოიღო, რაჲთა უცთომელობაჲ მისი გამოაჩინოს. ეგრეთვე მოსწრაფე
Line: 34    
არს განშორებად ჩუენდა ყოვლისა უკეთურებისა და უდებებისაგან;
Line: 35    
ამისთჳსცა არა მომავალისა მისგან ხოლო წინა-გჳყო შიში (რომელი
Line: 36    
ზემო აჴსენა, -- მოკუეთაჲ ხისაჲ და დადებაჲ ცეცხლსა უშრეტსა, და
Line: 37    
არა შესლვაჲ სასუფეველსა ცათასა, და ვითარმედ ვჰრქუა მას დღესა:
Page: II-107   Line: 1    
"არა გიცნი თქუენ", და სხუაჲ იგი მსგავსი ამისი), არამედ ამასვე სა\წუთროსა
Line: 2    
გამოაჩინა ცთომილებაჲ იგი ცოდვისაჲ იგავითა მით სახლი\საჲთა,
Line: 3    
ამისთჳსცა იტყჳს განცხადებულად:

Part: s  
Line: 4       
სახარებაჲ: და ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე
Line: 5    
და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას ცოფსა, რომელმან აღა\შენა
Line: 6    
სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳიმაჲ, მოვიდეს მდინა\რენი,
Line: 7    
ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცე\მაჲ
Line: 8    
მისი დიდ ფრიად" (7,26-27 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Part: t  
Line: 9       
თარგმანი: კეთილად ცოფ უწოდა მას, რამეთუ რაჲმცა იყო
Line: 10    
უცოფეს მისა, რომელმან აღაშენოს სახლი ქჳშასა ზედა, და შრომაჲ
Line: 11    
თავს-იდვას, ხოლო განსუენებაჲ ვერ პოოს, არამედ ესოდენი ზღვევაჲ
Line: 12    
შეემთხჳოს მას.



Part: S  
Line: 13  სწავლაჲ კდ

Line: 14 
ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს,
Line: 15 
ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის


Line: 16       
ესრეთ არიან ყოველნი მოქმედნი ბოროტისანი, უსარგებლო არს
Line: 17    
შრომაჲ მათი და სავნებელ მათდა, რამეთუ იგინიცა შრომასავე შინა
Line: 18    
არიან ცუდსა და ამაოსა, რამეთუ მტაცებელნი და მემრუშენი და ცი\ლისმწამებელნი
Line: 19    
ფრიადსა ჭირსა და უბადრუკებასა შეიმთხუევენ, რაჲ\თამცა
Line: 20    
უკეთურებაჲ თჳსი სრულ-ყვეს. და არა თუ უსარგებლო ხოლო
Line: 21    
არს ჭირი მათი, არამედ ფრიადისაცა ზღვევისა მომატყუებელ ექმნების,
Line: 22    
და ამას მოასწავებს მოციქული პავლე სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს,
Line: 23    
ვითარმედ: "რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთაგან თჳსთა
Line: 24    
მოიმკოს ხრწნილებაჲ". ესენი არიან ჭეშმარიტად, რომელნი აღაშენე\ბენ
Line: 25    
ქჳშასა ზედა, ესე იგი არს, გინა თუ სიძვასა ზედა, გინა თუ ბილწე\ბასა,
Line: 26    
ანუ თუ მთრვალობასა, ანუ გულისწყრომასა, ანუ ანგაჰრებასა,
Line: 27    
ანუ სხუასა რომელსავე ვნებასა. ესრეთ იყო აქაბ, არამედ ელია -- არა
Line: 28    
ესრეთ, რამეთუ ამას აღეშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა, ხოლო მას
Line: 29    
დაეფუძნა ქჳშასა ზედა, ამისთჳსცა არას ერგო მეფობაჲ, არამედ ძრწო\და
Line: 30    
წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ხალენითა მოსილისა. ეგრეთვე ჰუ\რიათა
Line: 31    
აღაშენეს ქჳშასა ზედა, ხოლო მოციქულთა -- კლდესა ზედა.
Line: 32    
ამისთჳსცა დაღაცათუ მცირედნი იყვნეს, არამედ სიმტკიცესა კლდისასა
Line: 33    
აჩუენებდეს, და იგინი დაღაცათუ მრავალნი იყვნეს, არამედ -- უუძლუ\რეს
Line: 34    
ქჳშისა. ამისთჳს იტყოდეს: "რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?" ჰხედავა
Page: II-108   Line: 1    
უღონოებასა მას, არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრედომილთა\სა,
Line: 2    
არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა
Line: 3    
ზედა იყო შენებული მათი, ამისთჳს უძლურ იყვნეს; და კუალად ეტყო\დეს
Line: 4    
მოციქულთა: "რაჲსათჳს იქმთ ესრეთ. და გნებავს ჩუენ ზედა მო\წევნად
Line: 5    
სისხლი ამის კაცისაჲ?" ეჰა უძლურებაჲ მათი უბადრუკნო,
Line: 6    
თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტან\ჯავთ
Line: 7    
და თქუენ სძრწითა?

Line: 8       
ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყო\დეს:
Line: 9    
"ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა,
Line: 10    
ვითარმცა არა ვიტყოდით". იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა
Line: 11    
კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან?
Line: 12    
რამეთუ რაოდენიცა შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და
Line: 13    
მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდეს, არა
Line: 14    
მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა მოიწყლავს; და რომელი ანდამატსა
Line: 15    
სცემდეს, არა მას შეჰმუსრავს, არამედ თავსა თჳსსა; და რომელი წი\ნაჲსწარმეტყუელთა
Line: 16    
ჰბრძოდის, არა მათ ავნებს, არამედ თავსა თჳსსა,
Line: 17    
რამეთუ უკეთურებაჲ რაოდენცა სათნოებასა ეწყვებოდეს, უმეტესად
Line: 18    
მოუძლურდების; ვითარცა უკუეთუ ცეცხლი ვინ შეხჳოს სამოსელსა ში\ნა,
Line: 19    
ანუ დაჰფლას ძნეულსა შინა სელისასა, არა თუ ცეცხლსა მას
Line: 20    
დაშრეტს, არამედ ნივთსა მას უძლურსა დასწუავს; ეგრეთვე, რომელი
Line: 21    
ღმრთისმსახურთა ავნებდეს და სტანჯვიდეს, მათ უმეტესად განაბრწყინ\ვებს,
Line: 22    
ხოლო თავსა თჳსსა წარსწყმედს; რამეთუ ღმრთისმსახურთა, ვი\თარცა
Line: 23    
არავის ჴორციელისა, მოქენე არიან, ეგრეთვე ყოველთასა
Line: 24    
უმაღლეს არიან. ეგრეთ იყო დიდი იგი წინამორბედი იოვანე, ამისთჳს
Line: 25    
მას ვერვინ შეაწუხებდა, ხოლო იგი დიდად შეაწუხებდა ჰეროდეს და
Line: 26    
უპოარი იგი ზედა ადგრა მეფესა მას და ურიდად ამხილებდა. ხოლო
Line: 27    
მეფე იგი და მძლავრი, შემოსილი ყოვლითა დიდებითა, ძრწოდა მისგან
Line: 28    
და ვერცა ღათუ რაჟამს თავი წარჰკუეთა, განუქარდა მას შიში. ამისთჳს\ცა
Line: 29    
ისმინე, რასა იტყჳს: "ესე არსო იოვანე, რომელი-იგი მე მოვკალ,
Line: 30    
იგი აღდგომილ არს მკუდრეთით". -- ესოდენ დიდ იყო შიში მისი.

Line: 31       
ესრეთ უკუე წინაჲსწარმეტყუელნი შემდგომად სიკუდილისაცა უძ\ლიერეს
Line: 32    
ცხოელთასა არიან; ამისთჳსცა რაჟამს იგი ნათელ-სცემდა,
Line: 33    
მოვიდოდეს მისა მდიდარნი და დიდებულნი და ეტყოდეს: "რაჲ-მე ვყოთ
Line: 34    
ჩუენ?" ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად
Line: 35    
ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან -- სოფლისა გა\მოცდილნი
Line: 36    
ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და
Page: II-109   Line: 1    
ამხილებლდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: "ნაშოიბნო იქედნეთანო!"
Line: 2    
ელია იტყოდა: "ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?"
Line: 3    
და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს, ერთი იგი იტყოდა: "მოჰკალ
Line: 4    
და დაიმკჳდრე!" ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: "აწ მპოე მტერმან მაგან ჩემ\მან";
Line: 5    
ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: "არა ჯერ არს შენდა, ვი\თარმცა
Line: 6    
გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ". იხილეა კლდეთა მათ
Line: 7    
შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ
Line: 8    
ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა
Line: 9    
თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვ\ლითა
Line: 10    
უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყა\ლობელი
Line: 11    
იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ.

Line: 12       
"და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო".

Line: 13       
ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელ\თა
Line: 14    
საქმეთათჳს იყო, არამედ -- წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ
Line: 15    
სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირ\ველ
Line: 16    
მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევი\თარი
Line: 17    
იგი კაცი, მარადის მწუხარე არნ, მარადის ეშინინ, მარადის ზრუ\ნავნ,
Line: 18    
მარადის იურვინ. ამისთჳს ბრძენი იგი იტყოდა: "ივლტინ უღმრ\თოჲო,
Line: 19    
რაჟამს-იგი სდევნ არავინ"; რამეთუ ესევითართა მათ ეშიშინ
Line: 20    
აჩრდილისაგანცა თჳსისა და პირველ მერმისა მის სატანჯველისა აქავე
Line: 21    
იტანჯვიან. ამას მოასწავებდა უფალი და იტყოდა: "იყო დაცემაჲ სახ\ლისა
Line: 22    
მის დიდ ფრიადო". ჯეროანი აღსასრული ყო კეთილთა მათ
Line: 23    
მოძღურებათაჲ, რაჲთა ყოველთა ასწაოს სივლტოლაჲ ცოდვისაგან და
Line: 24    
შეყუარებაჲ სათნოებისაჲ.

Line: 25       
აწ უკუე, ძმანო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და ვივლტოდით ყოვ\ლისაგანვე
Line: 26    
ბოროტისა საქმისა, შევიყუაროთ სათნოებაჲ, შევიტკბნეთ
Line: 27    
მცნებანი ქრისტესნი, რჲთა აქაცა მტკიცე და შეურყეველ ვიყვნეთ და
Line: 28    
საუკუნოჲ იგი დიდებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყო\ველნი
Line: 29    
მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა
Line: 30    
იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და
Line: 31    
სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


Page: II-110  
Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.