TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 61
Previous part

Chapter: 60  
Line: 8  თავი


Part: T  
Line: 9       სიტყუაჲ ესე: "უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ
Line: 10    
და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს
Line: 11    
შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი" (18,15 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Line: 12       
ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად
Line: 13    
შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად
Line: 14    
უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა
Line: 15    
მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხე\ბად
Line: 16    
ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვ\ნად
Line: 17    
გულისჴმა-უყოფს და ბრძანებს, რაჲთა მხილებაჲ იგი მაშინ იქმნას,
Line: 18    
ოდეს ორნი ხოლო იყვნენ, რაჲთა არა მრავალთა წინაშე მხილებამან უმეტე\სად
Line: 19    
განაფიცხოს გული მისი. ამისთჳს იტყჳს: "მივედ და ამხილე მას, რაჟამს
Line: 20    
შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი".

Line: 21       
რაჲ არს ესე: "უკუეთუ ისმინოს შენი?" -- ესე იგი არს, უკუეთუ
Line: 22    
აბრალოს თავსა თჳსსა და დაირწმუნოს, ვითარმედ ცოდა, შეიძინო ძმაჲ იგი
Line: 23    
შენი. არა თქუა, თუ: შეიძინოს მან თავი თჳსი, არამედ: "შეიძინო შენ ძმაჲ
Line: 24    
იგი შენი", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველ ამისა ორნივე ზღვევასა
Line: 25    
შინა იყვნეს და დაჭირვებასა. ამას დასჭირდებოდა ძმაჲ თჳსი და მას
Line: 26    
დასჭირდებოდა ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ. ესევე წესი პირველცა, ასწავ\ლიდა
Line: 27    
რაჲ მთასა ზედა, განაწესა; რამეთუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა
Line: 28    
შეწუხებულისა მიმართ მისლვად, ოდეს-იგი თქუა: "უკუეთუ შესწირვიდე
Line: 29    
შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ
Line: 30    
ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე
Line: 31    
საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა"1. და ოდესმე
Line: 32    
კუალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად ცთომაჲ მოყუსისაჲ, რაჟამს თქუა,
Page: III-155   Line: 1    
ვითარმედ: "ესრეთ ილოცევდით: მომიტევნენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი,
Line: 2    
ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა"1. ეგრეთვე აქა პირვე\ლად
Line: 3    
თქუა, ვითარმედ: რომელმან დააბრკოლოს ძმაჲ, დიდისა სასჯელისა
Line: 4    
თანამდებ არს, ხოლო აწ შეწუხებულსა მას ეტყჳს შემაწუხებელისა მისლ\ვად,
Line: 5    
რაჲთა განემართოს ცთომაჲ იგი. და არა თქუა, თუ: მივედ, აბრალე და
Line: 6    
შეჰრისხენ! არამედ -- "ამხილე" ხოლო. რამეთუ იგი, ვითარცა მთრვალო\ბითა,
Line: 7    
ეგრეთ შეპყრობილ არს გულისწყრომითა და სირცხჳლითა, გარნა
Line: 8    
შენ, უკუეთუ მრთელ ხარ, გიღირს მისლვად სნეულისა და ქმნად სამსჯა\ვროჲ
Line: 9    
ფარული და კურნებაჲ შეწყნარებული.

Line: 10       
რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: "ამხილე", არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს,
Line: 11    
გარნა ამას ხოლო, ვითარმედ: მოაჴსენე მისი იგი ბრალი, აუწყე, რაჲ-იგი
Line: 12    
გევნო მისგან, უთხარ სიტყჳთა ტკბილითა, სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, რაჲთა
Line: 13    
იქმნას თქუენ შორის სიყუარული და მშჳდობაჲ და შეიძინო ძმაჲ შენი.

Line: 14       
ხოლო უკუეთუ დაუჯერებელ და ფიცხელ იპოოს იგი, და "არა ისმინოს
Line: 15    
შენი, მიიყვანეო შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა
Line: 16    
და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ"2.

Line: 17       
რაჲსათჳს ბრძანებს ორისა ანუ სამისა მიყვანებად? -- რაჲთა ყოვლით
Line: 18    
კერძო შფოთი იგი განქარდეს და იქმნას მათ შორის მშჳდობაჲ. რამეთუ
Line: 19    
მკურნალმანცა რაოდენ იხილის სენი ძნიად საკურნებელი, სხუათაცა მოუ\წოდის
Line: 20    
მკურნალთა თანაშეწევნად. ეგრეთვე უფალი გჳბრძანებს, ვითარმედ:
Line: 21    
უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან და იქმნას თქუენ შორის მკსინვარებაჲ,
Line: 22    
ნუ თავს-იდებ, რაჲთა აღეტყინოს ძჳრის-ჴსენებისაცა საჴუმილი, არამედ
Line: 23    
მივედ, აუწყე მიზეზი იგი მკსინვარებისაჲ სიმშჳდით და ისრწაფე, რაჲთა
Line: 24    
ჰყო მშჳდობაჲ და შეიძინო ძმაჲ შენი, რამეთუ უძლურებაჲ სულიერი სჭირს,
Line: 25    
ვინაჲთგან მავნებელ და შემაწუხებელ ძმისა თჳსისა იქმნა, და ამისთჳს
Line: 26    
თანა-გაც მოსწრაფებაჲ, რაჲთა განჰკურნო იგი. უკუეთუ შენი არა ისმინოს,
Line: 27    
რაჲთა მოიქცეს მშჳდობად და სიყუარულად, წარიყვანე შენ თანა ერთი ანუ
Line: 28    
ორი სხუაჲ, რაჲთა თანაშემწე გეყვნენ განკურნებად სულისა მის უძლური\სა
Line: 29    
და დაემტკიცოს სიყუარული.

Part: s  
Line: 30       
სახარებაჲ: "უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა"
Line: 31    
(18,17 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 32       
თარგმანი: ჰხედავა, რაოდენსა მოსწრაფებასა უბრძანებს შემოღე\ბად,
Line: 33    
რაჲთა განაქარვოს ყოველივე მკსინვარებაჲ შეწუხებულმან მან? აწ
Line: 34    
უკუე, ვინაჲთგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაჲ უჴმს ყოფად მშჳდო\ბისა,
Line: 35    
რავდენ უფროჲსად შემაწუხებელსა თანა-აც მოღუაწებაჲ საქმისა
Line: 36    
ამისთჳს?

Page: III-156  
Line: 1       
ზემო იტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარ\ჯუენესა,
Line: 2    
მიუპყარ ერთკერძოჲცა"1, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს
Line: 3    
თქუა. ესე იგი არს უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა
Line: 4    
პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკი\თხვაჲ?"2
Line: 5    
გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა
Line: 6    
უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო
Line: 7    
გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანა\ზიართა
Line: 8    
წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს
Line: 9    
სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად,
Line: 10    
ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა:
Line: 11    
"ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთ\მან
Line: 12    
განიკითხნეს"3. შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელ-სდვა,
Line: 13    
რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანა-გუაც. ამათ ესევითართა ძმათა და
Line: 14    
მოყუასთათჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, მივედ
Line: 15    
და ამხილე სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ,
Line: 16    
რამეთუ მრავალგზის თავით თჳსით კაცმან ვერ გულისჴმა-ყვის და მხი\ლებითა
Line: 17    
მოყუსისაჲთა მოვიდის მეცნიერებად. ვინ იყო უგონიერეს დავითი\სა?
Line: 18    
გარნა ცოდვაჲ თჳსი ვერ გულისჴმა-ყო, რამეთუ გულისთქუმასა გულის\სიტყუანი
Line: 19    
მისნი დაეპყრნეს და, ვითარცა კუამლითა ჴშირითა, აღევსო
Line: 20    
სული მისი. ამისთჳს საჴმარ იქმნა მხილებაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ.

Line: 21       
ეგრეთვე აქა ბრძანებს უფალი: მივედ და ამხილეო, რაჟამს შენ და იგი
Line: 22    
ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი და დაემტკიცოს თქუენ შორის
Line: 23    
სიყუარული, შეიძინო ძმაჲ იგი შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, არამედ
Line: 24    
მთრვალ იყოს გულისწყრომითა, "მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ,
Line: 25    
რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტ\ყუაჲ".
Line: 26    
ესე იგი არს, რაჲთა გაქუნდეს წამებაჲ ჯეროანი, ვითარმედ რაჲ-იგი
Line: 27    
ჴმდა შენგან ქმნად, გიქმნიეს და არარაჲ დაგიკლიეს ქმნად საძიებელად
Line: 28    
სიყუარულისა და მშჳდობისა. "უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრე\ბულსა".
Line: 29    
ესე იგი არს, უთხარო წინამძღუართა მის ეკლესიისათა, რამეთუ
Line: 30    
მათ უწოდა ამას ადგილსა კრებულად.

Part: s  
Line: 31       
სახარებაჲ: "უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი
Line: 32    
შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (18,17 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 33       
თარგმანი: უკუეთუ წინამძღურისაჲცა არა ისმინოს, უკურნებელ
Line: 34    
არს სენი მისი და მიერითგან შერაცხილ იყავნ იგი, ვითარცა მეზუერე ანუ
Line: 35    
წარმართი.

Page: III-157  
Line: 1       
ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ადგილსა წარწყმედილთა და სასოწარკუეთილთა
Line: 2    
თანა შერაცხილ არიან მეზუერენი და სახედ ფრიადისა უკეთურებისა ითქუმიან
Line: 3    
და ფრიად დასასჯელ?

Line: 4       
ისმინეთ ყოველთა, რომელნი მოყუარე ხართ მოხუეჭისა და მტაცებლო\ბისა,
Line: 5    
რომელნი ვახშთა და აღნადგინებთა აღჰრაცხავთ, ისმინეთ, თუ ვითარ
Line: 6    
საბრალობელ არიან ესევითარნი.

Part: s  
Line: 7       
სახარებაჲ: "ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა
Line: 8    
ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რომელი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა,
Line: 9    
ჴსნილ იყოს ცათა შინა" (18,18 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 10       
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: "უთხარ კრებულსა", ესე
Line: 11    
იგი არს წინამძღუარსა მის ეკლესიისასა. "უკუეთუ არცა მისი ისმინოს,
Line: 12    
იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი". მერმე ინება გამოცხა\დებად,
Line: 13    
თუ რაოდენ მძიმე არს ურჩებაჲ წინამძღურისაჲ; ამისთჳს თქუა:
Line: 14    
"რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა; და რომელი
Line: 15    
განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს ცათა შინა".

Line: 16       
ესე სიტყუაჲ დაღაცათუ მოციქულთა მიმართ თქუა, არამედ ყოველთა
Line: 17    
მიმართ წინამძღუართა ეკლესიისათა მიაწია. ჰხედავა, რაოდენითა სახითა
Line: 18    
შეაშინებს დაუგებელად მრისხანესა და ურჩსა წინამძღუართა მიმართ?
Line: 19    
აქავე კრულობითა და მუნ სატანჯველითა; რაჲთა ამის ესევითარისა სას\ჯელისა
Line: 20    
შიშითა განაგდოს კაცად-კაცადმან რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ და
Line: 21    
ურჩობაჲ. დაღაცათუ ვერ უძლოს თავით თჳსით ესრეთ ქმნად, ოდეს სხუა\თა
Line: 22    
მიერცა ემხილოს და უფროჲსად წინამძღუართაგან, მეყსეულად განიშო\როს
Line: 23    
უკეთურებაჲ და შეიტკბოს მშჳდობაჲ და სიყუარული.

Part: s  
Line: 24       
სახარებაჲ: "მერმე გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი
Line: 25    
შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ,
Line: 26    
ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა" (18,19 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 27       
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო დაამტკიცებს
Line: 28    
სიყუარულსა? რამეთუ პირველ თქუა სატანჯველი იგი მოწევნადი ძჳრის\მოჴსენეთა
Line: 29    
და მეშფოთეთა ზედა, ხოლო აწ იტყჳს, თუ ვითარსა კეთილსა
Line: 30    
ღირს იქმნებიან მუშაკნი იგი მშჳდობისა და სიყუარულისანი. რამეთუ რაჲმცა
Line: 31    
იყო ამისა უდიდებულეს, რომელ-იგი სიყუარულითა საღმრთოჲთა შეთქუმულნი
Line: 32    
ყოველსავე სათხოელსა მათსა მოიღებენ მამისა მიერ ზეცათაჲსა და ქრისტე
Line: 33    
აქუს შორის მათსა. გარნა ვითარ არს სიტყუაჲ ესე? არა მრავალნი არიანა
Line: 34    
ქუეყანასა ზედა ურთიერთას შეთქუმულნი? ვითარ უკუე არა მოეცემიან
Line: 35    
ყოველნივე თხოანი მათნი? -- ესე ამისთჳს იქმნების: ანუ არა უმჯობესი
Line: 36    
ითხოიან (და რად გიკჳრს, უკუეთუ სხუათა შეემთხჳოს ესე, ვინაჲთგან
Page: III-158   Line: 1    
პავლეს შეემთხჳა, ოდეს-იგი ესმა: "კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ
Line: 2    
ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების"1); ანუ არა ღირს იყვნიან
Line: 3    
მათ თანა შერაცხვად, რომელთა მიმართ ესე სიტყუაჲ ითქუა, არცა რას
Line: 4    
ნაყოფსა საღმრთოჲსა სიყუარულისასა აჩუენებდიან. ხოლო იგი ესევითარ\სა
Line: 5    
ეძიებს შეთქუმულობასა, ვითარი მას სათნო-უჩნს. ამისთჳს ესრეთ თქუა:
Line: 6    
"უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ", ესე იგი არს სათნოებითა სავსენი,
Line: 7    
ანგელოზებრივისა მოქალაქობისა მობაძავნი. ანუ კუალად ლოცვაჲ მათი
Line: 8    
არნ მტერთა საწყეველი და ამისთჳს არა ისმინის მათი, რამეთუ უჯერო
Line: 9    
არს ესე, უფროჲსად კურთხევაჲ მტერთაჲ უბრძანებიეს და არა წყევაჲ. ანუ
Line: 10    
იქმოდიან ცოდვასა შეუნანებელად და ითხოვდიან წყალობასა, რომელ-ესე
Line: 11    
შეუძლებელ არს, რამეთუ, უკუეთუ ვინ იქმოდის ცოდვასა და არა მოიქცეს
Line: 12    
მისგან და იწყოს სინანულად, არამედ ცოდვასა მასვე შინა ეგოს, არა
Line: 13    
თუმცა ხოლო მისი თხოაჲ შეუწყნარებელ იყო, არამედ, დაღაცათუ სხუანი
Line: 14    
ითხოვდენ მისთჳს, რომელთა ფრიადი აქუნდეს კადნიერებაჲ, არავე შეის\მინების
Line: 15    
თხოაჲ მათი, ვითარცა იერემია ილოცვიდა ჰურიათათჳს და ესმა
Line: 16    
ღმრთისაგან, ვითარმედ: "ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, რამეთუ არა ვისმინო
Line: 17    
შენი"2. ხოლო უკუეთუ უმჯობესსა ითხოვდე, საყუარელო, და თავი შენი
Line: 18    
ღირსად გამოაჩინო ლოცვათა შენთა სმენისა და მოქალაქობაჲ გაქუნდეს
Line: 19    
მოციქულთა მობაძავი, და გაქუნდეს მოყუსისა მიმართ ერთობაჲ და სი\ყუარული,
Line: 20    
უეჭუელად მიემთხჳო თხოვასა შენსა, რამეთუ სახიერი არს
Line: 21    
მეუფჱ ჩუენი.

Line: 22       
ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: "რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა
Line: 23    
ჩემისაგან", -- რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა მამაჲ ხოლო არს
Line: 24    
მომნიჭებელი კეთილთაჲ, არამედ ძეცა მისსავე აღასრულებს კეთილისმომ\ნიჭებელობასა,
Line: 25    
ამისთჳს შესძინა და თქუა:

Part: s  
Line: 26       
სახარებაჲ: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ
Line: 27    
სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა" (18,20 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 28       
თარგმანი: მრავალნი არიან ერთად შეკრებულნი, გარნა უფალი
Line: 29    
მათთჳს იტყჳს, რომელნი სახელისა მისისათჳს შეკრებულ იყვნენ და სხჳთა
Line: 30    
ყოვლითავე სათნოებითა შემკობილ, ვითარცა ზემო ვთქუ; რამეთუ ესევი\თარი
Line: 31    
არს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ: რომელნი სახელისა ჩემისათჳს შეკრე\ბულ
Line: 32    
იყვნენ და მე ვიყო მიზეზ მათისა მის ურთიერთას სიყუარულისა და
Line: 33    
სხუათა მიერცა სათნოებათა შემკობილ იყვნენ, მათ თანა ვიყო მე.


Page: III-159  
Part: S  
Line: 1  სწავლაჲ

Line: 2 
სიყუარულისათჳს ჭეშმარიტისა


Line: 3       
ხოლო აწ ვხედავ, ვითარმედ უმრავლესთა სხუანი მიზეზნი ჰქონან ურთი\ერთას
Line: 4    
სიყუარულისანი: რომელსამე უყუარს მოყუასი თჳსი ნაცვალად ჴორ\ციელისა
Line: 5    
სიყუარულისა მისისა; სხუასა უყუარს მსახურებისა მისისათჳს;
Line: 6    
სხუასა უყუარს სარგებელისა რაჲსათჳსმე ჴორციელისა. ხოლო ქრის\ტესთჳს
Line: 7    
შეყუარებაჲ მოყუსისაჲ ვითარცა ჯერ-არს, მცირედ იპოების ჩუენ
Line: 8    
შორის; რამეთუ უმრავლესნი სოფლიოთა საქმეთათჳს არიან ერთად შეკრე\ბულ
Line: 9    
და შეერთებულ და, უკუეთუმცა ჯერ-იყო თქუმად, ვთქუმცა კაცად-\კაცადისაჲ
Line: 10    
მიზეზი მოყუსისა მიმართ ერთობისაჲ, და მცირედნიმცა იპოვნეს
Line: 11    
ესოდენსა ამას სიმრავლესა შინა ქრისტესთჳს შეერთებულნი ურთიერთას
Line: 12    
და წესსა მას სულიერისა სიყუარულისასა მიმსგავსებულად პავლესსა
Line: 13    
აღმასრულებელნი. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ცუდთა და წარმავალთა საქმეთათჳს
Line: 14    
არს ერთობაჲ და სიყუარული მათი, არა არს იგი მტკიცე, არცა სამარა\დისო,
Line: 15    
არამედ მო-რაჲ-ვიდის მცირედი მკსინვარებაჲ, ანუ სიტყჳსგებაჲ, ანუ
Line: 16    
შური და ზუაობაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, მეყსეულად სიყუარული
Line: 17    
იგი დაიჴსნის, რამეთუ არა აქუნ ძირი სულიერი. ხოლო საღმრთოჲ იგი
Line: 18    
სიყუარული მტკიცე არს და შეუცვალებელ და ვერარაჲ ჴორციელი და
Line: 19    
სოფლიოჲ საქმე შემძლებელ არს შერყევად მისა: ვერცა შესმენანი სხუა\თაგან,
Line: 20    
ვერცა მწუხარებაჲ ჴორციელი, ვერცა ჭირი რაჲმე წარმავალი,
Line: 21    
ვერცა თუ სიკუდილი. რამეთუ რომელსა ქრისტესთჳს უყუარდეს მოყუასი,
Line: 22    
დაღაცათუ ბევრეული ძჳრი შეემთხჳოს მისგან, არა განეშორების იგი სი\ყუარულსა,
Line: 23    
რამეთუ ხედავს, თუ ვინ არს მიზეზ მათისა მის სიყუარულისა
Line: 24    
და მისთჳს შეუცვალებელად აქუს იგი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა: "სი\ყუარული
Line: 25    
სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, არა მაღ\ლოინ,
Line: 26    
არა განლაღნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრა\ცხის
Line: 27    
ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტე\ბასა
Line: 28    
თანა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ, ყოველსა
Line: 29    
მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდეს"1. და ნანდჳლვე არცა ერთი
Line: 30    
იპოების ჴორციელი მიზეზი, რომლისათჳსმცა ჯერ-იყო დაჴსნაჲ სიყუარულისა
Line: 31    
სულიერისაჲ. უკუეთუ პატივისა წილ გაგინოს და კეთილისა წილ და
Line: 32    
ფრიადისა ქველისმოქმედებისა შენისა მოკლვაჲ შენი განიზრახოს მოყუას\მან
Page: III-160   Line: 1    
შენმან, უფროჲსად აღაორძინე შენ მისა მიმართ სიყუარული, უკუეთუ
Line: 2    
ქრისტესთჳს გიყუარს, რამეთუ რაჲ-იგი სხუათა შორის დამჴსნელ სი\ყუარულისა
Line: 3    
არს, აქა უფროჲსად აღმაორძინებელ სიყუარულისამცა იქმნების.

Line: 4       
და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე პირველად ამისთჳს, რომელ ესევითარი
Line: 5    
იგი უმეტესისა სასყიდლისა მომატყუებელ გექმნების ქრისტესგან; მეორედ,
Line: 6    
რომელ ესევითარსა მას უმეტესი უჴმს შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ.
Line: 7    
ამისთჳსცა ესევითარისა მის საღმრთოჲსა სიყუარულისა მუშაკი არა ნათე\სავსა
Line: 8    
ეძიებს, არცა დიდთა შვილებასა, არცა სიმდიდრესა, არცა ნაცვალსა
Line: 9    
სიყუარულისასა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ გინა თუ სძულდეს
Line: 10    
მეორესა მას, გინა თუ აგინებდეს, გინა თუ მოჰკლვიდესცა, იგი შეურყევე\ლად
Line: 11    
ჰგიეს სიყუარულსა მას ზედა, რამეთუ ქრისტე აქუს მიზეზად სი\ყუარულისა
Line: 12    
მის და სახედ კეთილად, რომლისაჲცა თანა-აც ბაძვაჲ. რამეთუ
Line: 13    
ქრისტემან ესრეთ შეიყუარნა მტერნი იგი და უმადლონი, მაგინებელნი და
Line: 14    
მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავე არახილვაჲ მისი, რომელნი
Line: 15    
ქვათა და ძელთა უმეტეს მისსა პატივ-სცემდეს, შეიყუარნა სიყუარულითა
Line: 16    
მით სრულითა, რომლისა უმეტესობაჲ არა იპოების, ვითარცა იტყჳს თავა\დი,
Line: 17    
ვითარმედ: "უფროჲსი ამისი სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული
Line: 18    
თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს"1. და რად ვიტყჳ მეგობართათჳს? მტერ\თა
Line: 19    
და უმადლოთათჳს ესრეთვე ქმნა. ამისთჳს იხილე, თუ ვითარ ჯუარ\მცუმელთა
Line: 20    
მათ და მკლველთა თჳსთა იღუწიდა, რამეთუ მამასა ეტყოდა
Line: 21    
მათთჳს: "მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან"2; და მოწაფენი
Line: 22    
მოუვლინნა მათ, რაჲთა ასწაონ და მოაქციონ ცხორებად, რამეთუ სახიერ
Line: 23    
იყო და ძჳრუჴსენებელ და არა არს რიცხჳ წყალობისა და კაცთმოყუარე\ბისა
Line: 24    
მისისაჲ. დიდებაჲ მისა და ქებაჲ.

Line: 25       
აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა ესევითარსა მას სიყუარულსა ვჰბაძვიდეთ, რაჲ\თა
Line: 26    
მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსებაჲ მისი,
Line: 27    
რაჲთა ამასცა სოფელსა მშჳდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა
Line: 28    
მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრის\ტესითა,
Line: 29    
რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით
Line: 30    
წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

Line: 31       
ლოცვა-ყავთ ნეტარისა მამისა იოვანესთჳს და სანატრელისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესთჳს,
Line: 32    
რომელთა გჳთარგმანეს წმიდაჲ ესე სახარებაჲ ბერძულისაგან ქართულად.


Page: III-161  
Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.