TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 62
Previous part

Chapter: 61  
Line: 1  თავი ჲა


Part: T  
Line: 2       სიტყუაჲ ესე: "მაშინ მოუჴდა იესუს პეტრე და ჰრქუა:
Line: 3    
უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე
Line: 4    
შჳდგზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე,
Line: 5    
არამედ ვიდრე სამეოც და ათჯერ შჳდგზის" (18,21-22 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Line: 6       
ჰგონებდა პეტრე, თუ დიდი რაჲმე თქუა შჳდგზის მიტევებაჲ და ეტყჳს,
Line: 7    
ვითარმედ: უფალო, ესე რომელი გჳბრძანე ქმნად, რავდენგზის ვქმნა? უკუ\ეთუ
Line: 8    
ყოვლადვე ცოდვიდეს ძმაჲ იგი და ყოვლადვე ვამხილებდე და მოვიდო\დის
Line: 9    
სინანულად, რავდენგზის გჳბრძანებ, რაჲთა თავს-ვიდებდეთ მისსა?
Line: 10    
რამეთუ მისთჳს, რომელი უნანელად ეგოს და არცა ძმისაჲ ესმოდის, არცა
Line: 11    
წინამძღურისაჲ, განგიწესებიეს, რაჟამს სთქუ, ვითარმედ: "იყავნ შენდა,
Line: 12    
ვითარცა მეზუერე და წარმართი". ხოლო რომელი მოვიდოდის სინანულად
Line: 13    
და ითხოვდეს შენდობასა, მისთჳს არა განაწესე, თუ რავდენგზის თანა-მაც
Line: 14    
თავს-დებაჲ ცთომისა მისისაჲ, ვამხილებდე რაჲ და ინანდეს და კუალად
Line: 15    
ცოდვიდეს. ესევითარსა მას ვიდრე შჳდგზისადმე მიუტეოა ცთომაჲ?

Line: 16       
ისმინეთ უკუე, თუ რაჲ მიუგო ქრისტემან, კაცთმოყუარემან მან და
Line: 17    
სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან ჩუენმან: "არა გეტყჳ შენ ვიდ\რე
Line: 18    
შჳდგზისამდე, არამედ სამეოცდაათჯერ შჳდგზის". არა თუ რიცხჳ გა\ნაწესა
Line: 19    
აქა, არამედ ურიცხჳ და სამარადისოჲ საქმე მოასწავა. რამეთუ
Line: 20    
ვითარცა ოდეს თქუას ვინ, თუ: ბევრეულგზის, სიმრავლესა მოასწავებს და,
Line: 21    
რომელი-იგი წერილ არს, ვითარმედ: "ბერწსა მას ესხნეს შჳდ შჳლ"1,
Line: 22    
ფრიადსა მას სიმრავლესა მოასწავებს შჳლთა ბერწყოფილისა მის ეკლე\სიისათა;
Line: 23    
ეგრეთვე აქა თქუა რაჲ, თუ: "სამეოცდაათჯერ შჳდგზის", არა
Line: 24    
რიცხუსა შინა შეაწყუდია მიტევებაჲ ცთომათაჲ მოყუსისათა, არამედ სამა\რადისოჲ
Line: 25    
და აურაცხელი საქმე განაწესა და ესევითარი ესე მცნებაჲ იგავი\თა
Line: 26    
ამით შემდგომად თქუმულითა დაამტკიცა. და რაჲთა ვერვინ თქუას, თუ
Line: 27    
მძიმე არს მცნებაჲ ესე -- სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიტევებაჲ ცთომათა
Line: 28    
მოყუსისათა, ამისთჳს შესძინა იგავი იგი, რაჲთა სიტყუაჲ თჳსი დაამტკი\ცოს
Line: 29    
და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არა გჳჴმს ამას ზედა ზუაობაჲ და
Line: 30    
ფრიად არა ძნელ არს საქმე ესე, არამედ ადვილ. ამისთჳს თჳსი იგი
Line: 31    
კაცთმოყუარებაჲ შორის შემოიღო, რაჲთა მსგავსებითა მით სცნა, ვითარმედ
Line: 32    
დაღაცათუ სამეოცდაათჯერ შჳდგზის მიუტევნე ცთომანი მოყუსისანი, და\ღაცათუ
Line: 33    
მარადღე ურიცხუჯერ ამას იქმოდი, ვითარცა წუეთი ერთი ურიცხუთა
Line: 34    
მათ თანა წყალთა ზღჳსათა მცირე არს და არარაჲ, ესოდენ და ფრიად
Page: III-162   Line: 1    
ამისა უმეტესად ნაკლულევან არს და მცირე შენი ეგე სახიერებაჲ აურა\ცხელსა
Line: 2    
მას თანა ღმრთისა მოწყალებასა, რომელი-იგი დიდად საჴმარ არს
Line: 3    
შენდა, რაჟამს-იგი სიტყუაჲ მიგეჴადებოდის თანანადებთა შენთაჲ. ისმინე
Line: 4    
უკუე სიტყუაჲ იგავისაჲ მის საკჳრველისაჲ:

Part: s  
Line: 5       
სახარებაჲ: "ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა
Line: 6    
მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და
Line: 7    
ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა
Line: 8    
შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალ\მან
Line: 9    
მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა
Line: 10    
აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა
Line: 11    
მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ.
Line: 12    
შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა
Line: 13    
მას"1... და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმო\ყუარებისა
Line: 14    
პოა მან მოყუასი, რომლისა თანა-ედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშ\თობდა
Line: 15    
მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ,
Line: 16    
ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.

Part: t  
Line: 17       
თარგმანი: იხილეა, რაჲზომი განყოფილებაჲ არს კაცისა მიმართ
Line: 18    
შეცოდებასა შორის და ღმრთისა განრისხებასა? რაოდენი არს შორის
Line: 19    
ბევრისა შანთისა და ასისა დარჰკნისა, და ფრიადცა უმეტესად. ხოლო ესე
Line: 20    
იქმნების განყოფილებისაგანცა პირთაჲსა და ზედაჲსზედაობისაგან ცოდ\ვათაჲსა;
Line: 21    
რამეთუ კაცნი თუ გუხედვიდენ, ვერიდებით და გურცხუენის ქმნად
Line: 22    
ცოდვისა, ხოლო ღმერთი მარადის გუხედავს და არა გუეშინის, არამედ
Line: 23    
ურიდად ვიქმთ და ვიტყჳთ და ვიგონებთ ყოველსა ბოროტსა, და არა ესე
Line: 24    
ხოლო, არამედ პატივისა მისთჳსცა და ქველისმოქმედებისა, რომელი ყო
Line: 25    
ღმერთმან ჩუენ ზედა, მძიმე იქმნებიან ცოდვანი ჩუენნი. და უკუეთუ გუნებავს
Line: 26    
ცნობად, თუ ვითარ ბევრი შანთი არს და უმეტესცა ცოდვათა ჩუენთა
Line: 27    
სიმრავლე, მცირედ რაჲმე გამოჩინებად ჴელ-ვყო, გარნა მეშინის, ნუუკუე
Line: 28    
უდებთა და ცოდვისმოყუარეთა უმეტესისა უდებებისა მიზეზ-ვსცე, გინა თუ
Line: 29    
მოსწრაფენი უმეტესსა შთავსთხინე ზრუნვასა, და თქუან სიტყუაჲ იგი
Line: 30    
მოციქულთაჲ: "ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?"2 გარნა ყოველსავე ზედა
Line: 31    
ვთქუა, რაჲთა უმეტესად განვეკრძალნეთ, ვიხილოთ რაჲ სიმრავლე ცოდვა\თა
Line: 32    
ჩუენთაჲ და ვცნათ ძალი იგი სინანულისაჲ. ხოლო ვთქუნე და გამო\ვაჩინნე
Line: 33    
ცოდვანი არა კაცად-კაცადისანი, არამედ ზოგადნი ყოველთანი,
Line: 34    
ხოლო კაცად-კაცადისაჲ თითოეულისა გონებამან გამოსახენ. გარნა პირვე\ლად
Line: 35    
ჯერ-არს თქუმად ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ, რაბამნი არიან და
Page: III-163   Line: 1    
რაოდენნი: არაარსისაგან არსად მოგჳყვანნა და ხილულნი ესე ყოველნივე
Line: 2    
ჩუენთჳს დაჰბადნა: ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, ჰაერნი და ცხოელნი,
Line: 3    
ნერგნი და მცენარენი და სხუანი იგი აურაცხელნი საქმენი; სული ცხოელი
Line: 4    
მოგუცა ჩუენ, უაღრესი ყოველთავე მყოფთა ქუეყანასა ზედა; სამოთხე
Line: 5    
დაასხა ჩუენთჳს; უფლად ყოველთა პირუტყუთა, თევზთა და მფრინველთა
Line: 6    
დაგუადგინნა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-გუყვნა. ამისა შემდგომად
Line: 7    
უმადლო ვიპოენით და გარდამავალ მცნებისა მისისა და სამოთხით გამო\ვისხენით,
Line: 8    
არამედ არავე უგულებელს-გუყვნა, რამეთუ მხოლოდშობილი ძე
Line: 9    
თჳსი მოავლინა მოძიებად წარწყმედულთა ამათ, რომელმანცა ჩუენთჳს ჯუარ-\ცუმაჲ
Line: 10    
და სიკუდილი თავს-იდვა, და ცანი განმიხუნა ჩუენ, და შვილ
Line: 11    
ღმრთისა გუყვნა მტერ-ყოფილნი ესე და განდგომილნი, და მკჳდრ-ყოფაჲ
Line: 12    
სამოთხისაჲ მოგუანიჭა, და სასუფეველისა მოქალაქედ გამოგუაჩინა. ამისთჳს
Line: 13    
სამართალ არს ღაღადებაჲ: , სიღრმესა მას სიმდიდრისა, სიბრძნისა და
Line: 14    
მეცნიერებისა ღმრთისასა! მოგუცა ჩუენ ნათლის-ღებაჲცა მოსატევებელად
Line: 15    
ცოდვათა და გამოსაჴსნელად სატანჯველთაგან, დასამკჳდრებელად სასუ\ფეველისა,
Line: 16    
და ბევრეულნი იგი კეთილნი აღგჳთქუნა და სული წმიდაჲ
Line: 17    
მოჰფინა გულთა ჩუენთა. ესევითართა უკუე და ესოდენთა ქველისმოქმედე\ბათა
Line: 18    
მისთა ზედა ვითარ-მე ჯერ-იყო ყოფაჲ ჩუენი? დაღაცათუ მარადღე
Line: 19    
მოვსწყდებოდეთ მისთჳს, გადა-მცა-ვიჴადეთა ღირსებით თანანადები იგი? ნუ
Line: 20    
იყოფინ! ვერცა თუ მეათასედისა ნაწილისა ძალ-გუედვა გარდაჴდად. ხოლო
Line: 21    
აწ ვიხილოთღა, ვითარ ვიქცევით, ანუ ვითარი მოქალაქობაჲ გჳპყრიეს:
Line: 22    
დღითი-დღე მცნებათა და ბრძანებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფთ, და რომელი
Line: 23    
მისდა საძულელ არს, მას აღვასრულებთ. და რომელი ვთქუა პირველად,
Line: 24    
გინა თუ მეფენი ვაჴსენნე, გინა თუ მთავარნი, გინა თუ აზნაურნი, გინა თუ
Line: 25    
მონანი, გინა თუ ვაჭარნი, გინა თუ მჴედარნი, გინა თუ გლეხნი, გინა თუ
Line: 26    
მამანი, გინა თუ დედანი, გინა თუ ბერნი, გინა თუ ჭაბუკნი, -- ყოველნივე
Line: 27    
იპოვნენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა და ბევრეულისა თანანადებისა
Line: 28    
თანამდებ.

Line: 29       
ისმინენითღა მცნებანი ქრისტესნი და სცნათ სიტყუათა ჩემთა ჭეშმა\რიტებაჲ:
Line: 30    
"რომელმან ჰრქუასო ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა
Line: 31    
ცეცხლისასა"1. "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად
Line: 32    
მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა"2. "რომელმან გცეს ყურიმალსა,
Line: 33    
მიუპყარ მას ერთკერძოჲცა; და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად,
Line: 34    
მიუტევე მას სამოსელიცა; და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე
Line: 35    
მის თანა ორიცა"3. "გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევართა
Line: 36    
თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა"4. კუალად იტყჳს: "უკუეთუ
Page: III-164   Line: 1    
არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ
Line: 2    
შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა"1.

Line: 3       
ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ
Line: 4    
ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა
Line: 5    
არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღვასრულებთ? არა დღითი-\დღე
Line: 6    
ძჳრისზრახვათა შინა ვართა? შესმენათა მოყუსისათა, გინებათა და
Line: 7    
შეურაცხებათა, მტაცებელ, ვითარცა მგელნი, შებღალულ ყოვლითავე ცოდ\ვითა,
Line: 8    
მოშურნე, მზუაობარ, ანგაჰრ, ცილისმწამებელ, მაჩუენებელ, კაცთ\მოთნე,
Line: 9    
უხუცესთა მიმართ მზაკუვარ, უდარესთა მიმართ მჴეცთა უმძჳნ\ვარეს,
Line: 10    
მონა მუცლისა და საფასეთა და დიდებისა წარმავალისა, მოკიცხარ,
Line: 11    
მოცინარ, მრავლისმეტყუელ, სიტყუათა ხენეშთა მეძიებელ, ნაყროან, მო\მთრვალე,
Line: 12    
ცილისმეტყუელ, შემსჭუალულ მიწისაგანთა მათ და წარმავალთა
Line: 13    
საქმეთა. ესე არიან ზოგადნი ყოველთა საქმენი, ხოლო დაფარულნი და
Line: 14    
ძნელოვანნი კაცად-კაცადისანი თითოეულსა გონებამან მისმან ამხილოს. ესე
Line: 15    
ყოველნი და ამისა ფრიად უმრავლესნი ბრალნი ჩუენნი არიან ბევრი იგი
Line: 16    
შანთი, რომლისათჳს სიტყჳს მიცემაჲ თანა-გუაც, გარნა ყოვლადვე
Line: 17    
ვერშემძლებელ ვართ. ამისთჳს სახიერმან მან და მრავალმოწყალემან ღმერთმან
Line: 18    
აურაცხელთა მიერ ქველისმოქმედებათა მისთა ზედა მოგუცა ესეცა ადვილი
Line: 19    
გზაჲ და სუბუქი, ესე იგი არს ძჳრუჴსენებელობაჲ, რაჲთა მიუტევნეთ
Line: 20    
წადიერად ყოველნივე ცთომანი მოყუსისანი და ესრეთ ვპოოთ ჩუენ მოტევე\ბაჲ
Line: 21    
ურიცხუთა მათ ცოდვათა ჩუენთაჲ. რამეთუ, რაოდენიცა იყოს შეცოდე\ბაჲ
Line: 22    
მოყუსისაჲ, ჩუენთა მათ ღმრთისა მიმართ ცოდვათა თანა მცირე არს და
Line: 23    
არარაჲ. და კუალადცა უკუე აღმოვიკითხოთ იგავი ესე წინამდებარე, რომე\ლი
Line: 24    
ამის ჯერისათჳს წარმოთქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან.

Part: s  
Line: 25       
სახარებაჲ: "და წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა
Line: 26    
შანთისაჲო. და ვითარ არაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან
Line: 27    
მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა
Line: 28    
მას, და გარდაჴდად იგი" (18,24-25 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 29       
თარგმანი: ყოვლით კეძრო საშინელ-ჰყოფს იგავსა მას. ხოლო
Line: 30    
რაჲსათჳს მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსყიდად, რამეთუ
Line: 31    
იგინიცა მონანი მისნი იყვნეს და მისა მივიდოდა დაჭირვებაჲ? არა თუ
Line: 32    
უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამეთუ
Line: 33    
ენება შეშინებად მისა, რაჲთა მოვიდეს ვედრებად მისა და მიანიჭოს მას
Line: 34    
წყალობაჲ. ხოლო რაჲსათჳს პირველ სიტყჳს განგებისა არა ქმნა ესე? --
Line: 35    
ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფ\ლა
Line: 36    
იგი, და ამით სახითა ექმნას იგიცა მოყუასსა თჳსსა მოწყალე. ისმინე
Page: III-165   Line: 1    
უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ:

Line: 2       
"დავარდაო მონაჲ იგი და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულ\გრძელ
Line: 3    
იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას
Line: 4    
მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას"
Line: 5    
(18,26-27).

Line: 6       
იხილეა კუალად სახიერებისა ამის გარდამატებულებაჲ? დროებაჲ ხოლო
Line: 7    
ითხოა და სულგრძელებაჲ მონამან მან, ხოლო უფალმან უმეტეს თხოისა
Line: 8    
მისისა მისცა: შენდობაჲ და მიტევებაჲ ყოვლისავე თანანადებისაჲ, ბევრისა
Line: 9    
მის შანთისაჲ. რამეთუ ენება პირველითგანვე ჩუენებად უხუადმიმნიჭებელო\ბისა
Line: 10    
მის თჳსისა, გარნა არა ენება, რაჲთა მისი ხოლო იყოს ნიჭი იგი,
Line: 11    
არამედ რაჲთა მონისა მისცა ვედრებაჲ მიზეზ ექმნას სახიერებასა მისსა,
Line: 12    
რაჲთა არა სრულიად უცხო იყოს კეთილისა მისგან. რამეთუ, დაღაცათუ
Line: 13    
იგი შეუვრდა და ევედრა, არამედ ყოველივე საქმე მოწყალებისა მის უფლისაჲ
Line: 14    
იყო, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი და გა\ნუტევა".
Line: 15    
გარნა ეგრეთცა ენება, რაჲთა იგიცა ჩნდეს მიზეზ-მცემელ წყალო\ბისა
Line: 16    
მის, რაჲთა არა სრულიად ცარიელ იყოს და სირცხჳლეულ და რაჲთა
Line: 17    
თჳსისა მის სახისაგან მოყუსისაცა მიმართ იპოოს იგი სახიერ. გარნა მონაჲ
Line: 18    
იგი აქამომდე გონიერ იპოვა და სათნო, რამეთუ აღიარა თანანადები იგი და
Line: 19    
აღუთქუა ყოვლისავე მიცემად და შეუვრდა და ევედრა და აბრალა თავსა
Line: 20    
თჳსსა და ცნა სიდიდე იგი თანანადებისაჲ მის, ხოლო შემდგომი ამისი
Line: 21    
ფრიად უღირს არს და შეუმსგავსებელ პირველისა. რამეთუ განვიდა რაჲ
Line: 22    
მიერ მონაჲ იგი, არა შემდგომად მრავლისა ჟამისა, არამედ მუნთქუესვე,
Line: 23    
ვიდრეღა ქველისმოქმედებაჲ იგი უფლისაჲ წინაშე თუალთა მისთა იყო,
Line: 24    
ბოროტად იჴმარა ნიჭი იგი და აზნაურებაჲ მეუფისაგან მიცემული მისდა,
Line: 25    
ვითარცა ესერა გუაუწყებს მახარებელი და იტყჳს:

Part: s  
Line: 26       
სახარებაჲ: "და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი
Line: 27    
მოყუასი თჳსი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და
Line: 28    
შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანა-გაც. შეუვრდა მოყუასი
Line: 29    
იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და
Line: 30    
მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას
Line: 31    
და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
Line: 32    
იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და
Line: 33    
მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო. მაშინ
Line: 34    
მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა: მონაო ბოროტო, ყოველივე
Line: 35    
თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე, არა ჯერ-იყოა
Line: 36    
შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე
Page: III-166   Line: 1    
შენ? და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტან\ჯველთასა,
Line: 2    
ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები" (18,28-34 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 3       
თარგმანი: იხილეა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ მის და გულფიცხე\ლობაჲ
Line: 4    
მონისაჲ? ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ
Line: 5    
მოყუასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათჳს მცირედისა საფასისა შეაგდებთ
Line: 6    
საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მონასა მას, რომელ\მან
Line: 7    
არა შეიწყალა მოყუასი თჳსი, არცა მოიჴსენა, ვითარმედ იგიცა მათვე
Line: 8    
სიტყუათა ეტყოდა უფალსა თჳსსა და პოა შენდობაჲ ბევრისა მის შან\თისაჲ;
Line: 9    
არა შეიკდიმა სიტყუათა მათგან; არა იცნა ნავთსაყუდელი იგი,
Line: 10    
რომლითა განერა დანთქმისაგან; არა მოიჴსენა მოწყალებაჲ იგი მეუფისაჲ,
Line: 11    
არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგაჰრებისაგან და უწყალოებისა და ძჳრის-\ჴსენებისა.
Line: 12    
ამისთჳსცა უძჳრეს მჴეცისა აშთობდა მოყუასსა თჳსსა.

Line: 13       
რასა იქმ, , კაცო? არა ხედავა, რამეთუ თავისა შენისა მოსაკლავად
Line: 14    
ჰლესავ მახჳლსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა? არა გულისჴმა-\ჰყოფა,
Line: 15    
უბადრუკო, რამეთუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი და
Line: 16    
მოყუასი შენი ასისა დრაჰკნისათჳს დროებასა გევედრების? შენ მეუფესა
Line: 17    
ევედრებოდე და იგი მოყუასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისჴმო იყო
Line: 18    
უბადრუკი იგი, ამისთჳს მოყუასი იგი შეაგდო საპყრობილედ.

Line: 19       
"იხილეს მოყუასთა მისთა საქმე ესე და შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და
Line: 20    
აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო". რამეთუ ესევითარი იგი
Line: 21    
უწყალოებაჲ არა ხოლო თუ ღმერთსა, არამედ კაცთაცა სამძიმარ უჩნს და
Line: 22    
საძაგელ. ამისთჳს ელმოდა მათ და აუწყეს უფალსა. ისმინეთ უკუე სიტყუაჲ
Line: 23    
იგი მეუფისაჲ: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადებნი შენი მიგიტევე შენ,
Line: 24    
რამეთუ მევედრებოდე მე, არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიყწალე
Line: 25    
მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ?"

Line: 26       
იხილე კუალადცა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ! განიკითხვის მონისა მის
Line: 27    
მიმართ და პასუხსა განსცემს, რაჟამს იხილა, ვითარმედ ჯერ-არს ნიჭისა
Line: 28    
მის უკურღუევაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მან ქმნა დაჴსნაჲ იგი
Line: 29    
შენდობისაჲ. ამისთჳსცა ოდეს-იგი ბევრისა შანთისა თანანადები მის ზედა
Line: 30    
გამოჩნდა, არა უწოდა მას მონად ბოროტად, არცა აგინა, არამედ შეიწყალა;
Line: 31    
ხოლო ოდეს იპოა იგი მოყუსისა მიმართ უწყალო, მაშინ მონად ბოროტად
Line: 32    
უწოდა და ეტყჳს: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე
Line: 33    
შენ. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი,
Line: 34    
ვითარცა მე შეგიწყალე შენ?"

Line: 35       
დაღაცათუმცა მძიმე იყო საქმე იგი, გარნა სარგებელისა შენისათჳს და
Line: 36    
დასამტკიცებელად შენ ზედა ქმნილისა მის წყალობისა არა გიჴმდაა შეწყალე\ბად
Line: 37    
მოყუასი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? ისმინეთ, ანგაჰრნო, რამე\თუ
Page: III-167   Line: 1    
თქუენდა მომართ არს სიტყუაჲ ესე! ისმინეთ, უწყალონო და ძჳრის\მოჴსენენო,
Line: 2    
და გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა თუ სხუასა ვის უწყალო და
Line: 3    
ძჳრისმჴსენებელ ექმნებით, გარნა თავთა თჳსთა, და ჴელისწერილსა მას
Line: 4    
ცოდვათა თქუენთასა აღუჴოცელ-ჰყოფთ. თქუენ რაჲცა უყოთ მოყუასთა,
Line: 5    
კაცობრივ იქმთ, ხოლო კაცობრივი ყოველი მცირედ ჟამისაჲ არს და წარ\მავალ.
Line: 6    
გარნა უკუეთუ ღმერთი განრისხნეს თქუენ ზედა და მიგცნეს სატან\ჯველად,
Line: 7    
იგი სატანჯველი საუკუნოჲ არს, ვითარცა ესერა გუაუწყებს
Line: 8    
მახარებელი.

Line: 9       
"განურისხდაო უფალი იგი მონასა მას და მისცა იგი ჴელთა მტან\ჯველთასა,
Line: 10    
ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადებნი". ესე იგი
Line: 11    
არს, ვითარმედ მისცა სატანჯველსა საუკუნესა, რამეთუ იგი თანანადებისა
Line: 12    
მის გარდაჴდად ვერსადა შემძლებელ არს და ამისთჳს სატანჯველი იგი
Line: 13    
მისი საუკუნე არს. ვინაჲთგან ქველისმოქმედებითა მით ვერ შეიგონა, სა\ტანჯველითა
Line: 14    
მით შეიგონოს.

Line: 15       
ეჰა, საკჳრველნი! ნიჭნი ღმრთისანი შეუნანებელ არიან და დაუჴსნელ,
Line: 16    
გარნა ესოდენ გარდაემატა მონისა მის უკეთურებაჲ, ვიდრეღა უძლო შჯუ\ლისა
Line: 17    
მის დაჴსნად. რაჲმცა უკუე იყო უძჳრესი ძჳრის-ჴსენებისაჲ, რომელი
Line: 18    
შემძლებელ არს ესევითართა ნიჭთა საღმრთოთა დაჴსნად? რამეთუ გა\ნურისხნაო
Line: 19    
მონასა მას და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა. ოდეს-იგი
Line: 20    
ბრძანა განსყიდაჲ მისი, არა რისხვით იყო სიყტუაჲ იგი, ამისთჳს არცა
Line: 21    
ქმნა, არამედ მიზეზსა ეძიებდა წყალობისა მისისასა, ხოლო აწ რისხვითა
Line: 22    
ფრიადითა სავსე არს განჩინებაჲ ესე და ტანჯვითა.

Line: 23       
რაჲ არს უკუე პირი ამის იგავისაჲ? ისმინეთ, რასა იტყჳს უფალი:

Part: s  
Line: 24       
სახარებაჲ: "ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ,
Line: 25    
უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გუ\ლითა
Line: 26    
თქუენითა ცთომანი მისნი" (18,35 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 27       
თარგმანი: არღარა თქუა, თუ: მამამან თქუენმან, არამედ: მამამან
Line: 28    
ჩემმანო. რამეთუ ვინაჲთგან ძჳრისმოჴსენეთა და უწყალოთა მიმართ მიაქცია
Line: 29    
სიტყუაჲ თჳსი, არცა ღირს იყო მამად მათა წოდებად ღმრთისა, ესევი\თართა
Line: 30    
უკეთურთა და უმადლოთა.

Line: 31       
აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ იგავი ესე ორსა საქმესა გუასწავებს:
Line: 32    
ერთად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ სიმრავლესა მას თანანადებთა ჩუენთასა,
Line: 33    
და თავთა თჳსთა ვაბრალებდეთ, და ლმობიერად შეუვრდებოდით ღმერთსა,
Line: 34    
და ვითხოვდეთ წყალობასა და შენდობასა; და მეორედ, რაჲთა გულსმოდ\გინედ
Line: 35    
შეუნდობდეთ მოყუასთა ჩუენთა ყოველსავე ცთომასა, და ამით ჯერი\თა
Line: 36    
ჩუენთაცა ცოდვათა შენდობასა ადვილ-ვჰყოფდეთ. ხოლო არა ესრეთ
Line: 37    
ლიტონად და ორგულებით ბრძანებს მიტევებასა, არამედ "ყოვლითა გულითა".


Page: III-168  
Part: S  
Line: 1  სწავლაჲ ჲა

Line: 2 
ძჳრის-ჴსენებისათჳს


Line: 3       
აწ უკუე, საყუარელნო, გევედრები, ნუ ვლესავთ მახჳლსა ძჳრის-ჴსენე\ბისასა
Line: 4    
და განვაწონებთ გულთა ჩუენთა, რამეთუ ვერარას ესრეთ გუავნებენ
Line: 5    
შემაწუხებელნი ჩუენნი, ვითარ ჩუენ ვავნებთ თავთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა,
Line: 6    
რამეთუ სასჯელსა ღმრთისა მიერ მოვაწევთ თავთა ზედა ჩუენთა; ხოლო
Line: 7    
ძჳრუჴსენებლობაჲ თუ მოვიგოთ, მერმე თავსა ზედა შემაწუხებელთა და
Line: 8    
მავნებელთა ჩუენთასა დაკრბების ყოველივე ბოროტი.

Line: 9       
ნუ იტყჳ უკუე, კაცო, თუ მან ვინმე მაგინა და შემასმინა და ბევრეული
Line: 10    
ბოროტი შემაჩუენა, რამეთუ რაოდენიცა ესევითარი სთქუა, უფროჲსად
Line: 11    
ქველისმოქმედად გამოაჩინებ მას, რამეთუ მოგცა მიზეზი განბანად ცოდვათა
Line: 12    
შენთა. რაოდენცა უკუე დიდად ძჳრი შეგამთხჳა, ესოდენ დიდადთა ცოდვათა
Line: 13    
შენდობისა მიზეზ გექმნა; და ნანდჳლვე, უკუეთუ გუენებოს, ვერვის ჴელ-\ეწიფების
Line: 14    
ვნებად ჩუენდა, არამედ მტერნიცა დიდად სარგებელ გუეყვენ.

Line: 15       
და რად ვიტყჳ კაცთა, ეშმაკისა უძჳრეს არავინ არს, არცა უმეტესად
Line: 16    
მტერ ჩუენდა, გარნა, უკუეთუ გჳნდეს, მისთაცა ბრძოლათაგან დიდი სარგე\ბელი
Line: 17    
შეგუეძინების. და მოწამე არს სიტყჳსა ამის იობ. ხოლო უკუეთუ
Line: 18    
ეშმაკისა ბრძოლანი მიზეზ გჳრგჳნთა ექმნებიან წმიდათა, რად გეშინის
Line: 19    
მტერობისაგან კაცთაჲსა, საყუარელო? იხილე უკუე, რაოდენ სარგებელ-\გეყოფის,
Line: 20    
უკუეთუ სიმშჳდით და ძჳრუჴსენებელად თავს-იდებდე ზედააღდგომასა
Line: 21    
და ბრძოლასა მტერთა შენთასა: პირველად და ყოვლისა უაღრესად მოტევე\ბასა
Line: 22    
ცოდვათასა მოიღებ; მეორედ მოთმინებასა და სულგრძელებასა ისწავებ;
Line: 23    
მესამედ სიმშჳდესა და კაცთმოყუარებასა შინა წარემატები, რამეთუ რომე\ლი
Line: 24    
ძჳრისმოქმედთა მიმართ სახიერ იყოს, რავდენ უფროჲსად მოყუარეთა
Line: 25    
მიმართ ჭეშმარიტი აჩუენოს სიყუარული? მეოთხედ მრისხანეობისაგან გან\ჰთავისუფლდები,
Line: 26    
რომელ-ესე დიდი კეთილი არს, რამეთუ რომელი რისხვისაგან
Line: 27    
თავისუფალ იყოს, იგი მწუხარებათა მრავალთაგან თავისუფალ არს და
Line: 28    
შურისაგან და სიძულილისა, და განსუენებით გარდაიჴდის დღეთა თჳსთა.
Line: 29    
ამას ყოველსა ზედა პატიოსან იყო წინაშე ღმრთისა და კაცთა და არავინ
Line: 30    
გესუას მტერი და წყალობაჲ ღმრთისაჲ ბრწყინვიდეს თავსა ზედა შენსა.

Line: 31       
უკუეთუ ცოდვანი გაქუნდენ, აღიჴოცნენ, უკუეთუ სათნოებანი გაქუნდენ,
Line: 32    
აღემატნენ უმეტესად ფრიად. ამისთჳს, საყუარელო, მოვიგოთ ძჳრუჴსენე\ბლობაჲ,
Line: 33    
რაჲთა საყუარელ ღმრთისა ვიქმნეთ, რაჲთა თანანადებნი ბევრისა
Line: 34    
მის შანთისანი მოგუეტევნენ. ხოლო მრავალი თუ ბოროტი შეგამთხჳა
Page: III-169   Line: 1    
მოყუასმან, უფროჲსღა შეიწყალე იგი და ნუ მოიძულებ, ცრემლოდე მისთჳს
Line: 2    
და იგლოვდ, რამეთუ არა შენ გავნო, არამედ თავსა თჳსსა. ხოლო შენ,
Line: 3    
უკუეთუ მოთმინე იქმნე, უფროჲსღა სანატრელ ხარ.

Line: 4       
გულისჴმა-ყავ, რამეთუ ოდეს-იგი ჯუარს-ეცუმოდა ქრისტე, თავისა თჳსი\სათჳს
Line: 5    
მხიარულ იყო, ხოლო ჯუარმცუმელთათჳს ცრემლოოდა. ეგრეთცა
Line: 6    
ჩუენ გჳღირს ქმნად, რაჟამს ძჳრი შეგუემთხუეოდის, რაჲთა უფროჲსღა
Line: 7    
ძჳრისმოქმედთა მათთჳს ვწუხდეთ, რამეთუ მათ შეემთხუევის ბოროტი,
Line: 8    
ხოლო ჩუენ -- კეთილი. აწ უკუე გინა თუ ვინ გაგინა, თავი თჳსი უმეტესად
Line: 9    
სირცხჳლეულ-ყო და არა შენ. გინა თუ შეგასმინა, თჳსსა სულსა ზედა
Line: 10    
ბრალი დაიკრიბა, რაჲთა არა ხოლო ცოდვათა თჳსთათჳს, არამედ ამისთჳს\ცა
Line: 11    
მისცეს სიტყუაჲ, რომლისათჳს შენ შეგასმინა. და რაჲ საკჳრველ არს
Line: 12    
ესე შენ ზედა? უფალიცა ჩუენი იესუ ქრისტე შეასმინეს მტერთა მათ და
Line: 13    
იგი არა განრისხნა, და შესმენაჲ არა მცირე, არამედ დიდი და ფიცხელი
Line: 14    
დასდვეს მის ზედა.

Line: 15       
უკუეთუ რომლისადა ფრიადი კეთილი გეყო, ბოროტი მოგაგო, ამასცა
Line: 16    
ზედა ამისთჳს გელმოდენ, რომელ ავნო სულსა თჳსსა, ხოლო თავისა
Line: 17    
შენისათჳს გიხაროდენ, რამეთუ მსგავს ღმრთისა იქმენ, რომელმან აღმოა\ბრწყინვის
Line: 18    
მზე თჳსი უმადლოთა ზედა და ცოდვილთა, რამეთუ მოცემულ
Line: 19    
არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს ბაძვად ღმრთისა, რაოდენ
Line: 20    
შესაძლებელ არს ბუნებასა შინა კაცობრივსა. გარნა უკუეთუ ესე დიდად
Line: 21    
გიჩნს და უმეტეს ბუნებისა, მოვედ, გიჩუენნე მონანი მისნი, რომელნი
Line: 22    
ჩუენისა ამის ბუნებისანი არიან: იხილე იოსებ, რომელმან შემდგომად ესო\დენთა
Line: 23    
ბოროტთა კეთილი უყო ძმათა თჳსთა; იხილე მოსე, რომელსა მრავა\ლი
Line: 24    
ძჳრი შეამთხჳეს ებრაელთა და იგი მათთჳს ევედრებოდა ღმერთსა;
Line: 25    
იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუვადცა ვერ ეძლო ბოროტთა
Line: 26    
მათთა და ცეცხლებრ ეტყინებოდა სიყუარულითა მათითა; იხილე სტეფანე,
Line: 27    
რომელსა დაჰკრებდეს ქვასა და იგი იტყოდა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ
Line: 28    
ცოდვასა ამას"1.

Line: 29       
ესე ყოველივე გულისჴმა-ვყოთ, საყუარელნო, და განვაგდოთ ჩუენგან
Line: 30    
ყოველი რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს ღმერთმან
Line: 31    
თანანადებნი ჩუენნი, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ
Line: 32    
ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ,
Line: 33    
სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუ\ნისამდე,
Line: 34    
ამენ.

Page: III-170  


Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.