TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 74
Previous part

Chapter: 73  
Line: 1  თავი ოგ


Part: T  
Line: 2       სიტყუაჲ ესე: "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო
Line: 3    
ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით გან\გრძობილად
Line: 4    
ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი" (23,13 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Line: 5       
ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე
Line: 6    
იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათთა
Line: 7    
აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴე\ლის-აპყრობაჲ
Line: 8    
თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ, ვითარ ბოროტ
Line: 9    
არს, ისმინეთ!

Line: 10       
"მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით, ამისთჳს მიიღოთ უდიდესი
Line: 11    
სასჯელი". რამეთუ ყოველივე მოქმედი ბოროტისაჲ ღირს სატანჯველისა
Line: 12    
არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის-ყოფისა თჳსისა წესი და სახე
Line: 13    
ღმრთისმსახურებისაჲ მოიღოს, ფრიად უძჳრესი სასჯელი მიიღოს მან,
Line: 14    
ვითარცა უშჯულონი იგი იქმოდეს. ამისთჳს განაქიქებს უფალი უკურ\ნებელსა
Line: 15    
მას უკეთურებასა მათსა, რაჲთა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა
Line: 16    
მათთაგან, რაჲთა არა პატივისა მისთჳს მათისა ბაძვად საქმეთა მათთა
Line: 17    
მოვიდენ. ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ"1,
Line: 18    
ამისთჳს აწ აჴსენებს საქმეთა მათთა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ამათ ესევი\თართა
Line: 19    
საქმეთა იტყოდა არა ბაძვად.

Part: s  
Line: 20       
სახარებაჲ: "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო
Line: 21    
ორგულნო, რამეთუ დაჴაშთ სასუფეველი ცათაჲ წინაშე კაცთა; თქუენ შე\-არა-ხუალთ
Line: 22    
და შემავალთა უტევებთ არა შესლვად" (23,14 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 23       
თარგმანი: ესეცა დიდი ბრალობაჲ არს, უკუეთუ ვის სახე და წესი
Line: 24    
წინამძღურობისაჲ აქუნდეს და არა სარგებელ-ეყოფოდის კაცთა. ხოლო
Line: 25    
უკუეთუ ავნებდესცა და აყენებდეს შესლვად ცხორებასა, რაჲ-მე იყოს
Line: 26    
ნუგეშინის-ცემაჲ მისი? ესრეთ იყვნეს უღმრთონი იგი; ოდეს უბრძანებდიან,
Line: 27    
ესოდენ დაამძიმიან ტჳრთი სხუათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის
Line: 28    
ტჳრთვად, ხოლო ოდეს მათ უჴმნ კეთილისა რაჲსმე ყოფად, ესოდენ წინააღმ\დგომსა
Line: 29    
იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან
Line: 30    
ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრა სხუათა წარწყმედაჲ.
Line: 31    
რამეთუ საქმე მოძღურისა და წინამძღურისაჲ არს მოძიებაჲ და ცხორებაჲ
Line: 32    
წარწყმედულთაჲ, ხოლო წარწყმედაჲ ცხორებად მიმავალთაჲ საქმე არს
Line: 33    
უშჯულოთაჲ. არამედ ისმინეთ კუალად სხუაჲცა უძჳრესი ბრალობაჲ მათი:

Part: s  
Line: 34       
სახარებაჲ: "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო
Line: 35    
ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ

Page: III-281  
Line: 1    
ერთი ვინმე მწირი; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ
Line: 2    
თქუენსა" (23,15 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Line: 3       
ყოველმან რომელმან შრომით რაჲმე მოიგის, ჰრიდებნ წარწყმედასა შრომით
Line: 4    
მოგებულისასა, ხოლო იგინი არცა თუ შრომით მოპოვნებულთა მათ ჰრიდებდეს.
Line: 5    
ამით სიტყჳთა ორსა ბრალობასა მათსა გამოაჩინებს: ერთად, ფრიად უჴმარ\ობასა
Line: 6    
და ვერაგობასა, მოქცევად ვიეთმე წარმართობისაგან, და ვითარმედ
Line: 7    
ფრიადითა შრომითა ძლით ერთი ვინმე ანუ ორი მოიგიან; რამეთუ მწირ
Line: 8    
მათ ეწოდებოდა, რომელნი წარმართთაგან ჰურიობად მოიქციან. და მეორე
Line: 9    
ბრალი მათი, რამეთუ რომელიცა სადმე მოიგიან მწირი, არა მცველ იქმნიან
Line: 10    
ცხორებისა მისისა და მასწავლელ უმჯობესისა, არამედ განმცემელ და
Line: 11    
მიზეზ წარწყმედისა და სახე ბოროტისა თჳსთა საქმეთაგან; რამეთუ ოდეს
Line: 12    
მოწაფე ხედვიდეს მოძღუარსა ბოროტისა მოქმედად, უძჳრეს იქმნების. რამეთუ
Line: 13    
ოდეს მოძღუარი კეთილ იყოს და სათნოებათა მოქმედ, მოწაფეცა ჰბაძავნ
Line: 14    
სადმე; ხოლო ოდეს მოძღუარი ბოროტსა იქმოდის, მოწაფე უძჳრესღა
Line: 15    
იქმნების სიადვილისა მისთჳს უკეთურებისა. "ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა".
Line: 16    
-- ესე იგი არს, ყოვლითურთ ნაწილ გეჰენიისაო ორ წილ თქუენსა; რაჲთა
Line: 17    
უჩუენოს, ვითარმედ იგინიცა ნაწილნი არიან გეჰენიისანი და მოძღუარნი
Line: 18    
ბოროტისანი, რომელნი-იგი ყოვლით კერძო წარწყმედისა მასწავლელ
Line: 19    
იყვნეს და არა ცხორებისა.

Part: s  
Line: 20       
სახარებაჲ: "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო
Line: 21    
ორგულნო, რომელნი ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსასა და
Line: 22    
ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ
Line: 23    
და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებად" (23,23 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 24       
თარგმანი: და ესეცა მათისა მის ფრიადისა უგუნურებისა საქმე
Line: 25    
იყო, რომელ უდიდესთა მცნებათათჳს არარაჲ აქუნდა ზრუნვაჲ, და უდარე\სთა,
Line: 26    
არა ფრიად საძიებელთა, გამოიწულილვიდეს; და კუალად უწესოება\საცა
Line: 27    
მათსა გამოაჩინებს. რამეთუ ზემო თქუა, ვითარმედ: "შეკრიან ტჳრთი
Line: 28    
მძიმე და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა", ხოლო აწ იტყჳს, ვითარცა ესე
Line: 29    
გესმა. რამეთუ ესრეთ ფრიად იყო უწესოებაჲ მათი, რომელ ოდესმე ზომისა
Line: 30    
უმეტესი სიმძიმე დასდვიან, რომელთა მიმართ აქუნ შური რაჲმე ანუ
Line: 31    
მტერობაჲ, სხუათა ზომისა უმეტესად აღუსუბუქიან, ანუ ქრთამისათჳს, ანუ
Line: 32    
სიყუარულისა რაჲსათჳსმე და თუალთხუვისა ჴორციელისა, რამეთუ იყვნეს
Line: 33    
იგინი ყოვლითურთ ჴორც და არარაჲ იპოებოდა მათ თანა სულიერი.

Line: 34       
"ესე ჯერ-არს საქმედ და იგი არა დატევებადო". რამეთუ ათეულისა
Line: 35    
მიცემაჲ მცირეთაცა საქმეთაგან არავე დააყენა, ვინაჲთგან ესეცა მოწყალე\ბისავე
Line: 36    
სახე იყო, გარნა უაღრესთა მათ საქმეთა უმეტესი ჯერ-არს მოსწრაფე\ბაჲ
Page: III-282   Line: 1    
და შეკრძალვაჲ. "სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ". რა\მეთუ
Line: 2    
ესე არიან განმწმედელნი სულისანი და სხუათა სათნოებათა აღმაორძი\ნებელნი.
Line: 3    
სამართალი მოიყვანებს კაცსა გულისჴმის-ყოფად და ლმობიე\რებად
Line: 4    
მოყუსისა მიმართ, რაჲთა არა იყოს იგი ტჳრთთა მძიმეთა დამდებელ
Line: 5    
და შეუნდობელ უმრწემესთა მიმართ. ამის წესისაგან იშვების წყალობაჲ და
Line: 6    
კაცთმოყუარებაჲ. და ვიყვნეთ რაჲ სხუათა მიმართ მოწყალე და კაცთმოყ\უარე,
Line: 7    
და მწუხარეთა თანა გუელმოდის და სიხარულსა ზედა და წარმატე\ბასა
Line: 8    
მოყუსისასა გჳხაროდის, ვხადით ჩუენ ზედა წყალობასა და კაცთმოყ\უარებასა
Line: 9    
ღმრთისასა და ვიპოებით აღმასრულებელ მცნებასა მას სი\ყუარულისასა,
Line: 10    
რომელი-იგი თავ არს ყოველთავე მცნებათა შჯულისათა.
Line: 11    
ამას ყოველსა ზედა საჴმარ არს სარწმუნოებაჲ, საფუძველი იგი და სართუ\ლი
Line: 12    
სათნოებათაჲ, რომლისა მიერ ყოველივე კეთილი დაემტკიცების. და
Line: 13    
ყოვლითურთ დიდ არს ქებაჲ და გამოუთქუმელ არს სარგებელი სამთა ამათ
Line: 14    
საქმეთაჲ. ამისთჳსცა ვითარცა დიდნი და მოსაგებელად სათანადონი აჴსენნა
Line: 15    
უფალმან სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ, რომელთაგან უბადრუკნი
Line: 16    
იგი ცარიელ იყვნეს და ათეულისათჳს ცერეცოჲსა და ძირაკისა და პიტნა\კისასა
Line: 17    
მოსწრაფებასა აჩუენებდეს. ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: "ესე
Line: 18    
ჯერ-არს საქმედ და იგი არავე დატევებად". ათეულისა მისთჳს უკუე არა
Line: 19    
ბრძანა, თუ ქმნად არა ჯერ-არს, რამეთუ არა ჟამი იყო წუთ ერთ მცნებათა
Line: 20    
მათ შჯულისათა დაჴსნად. ხოლო ოდეს შემოიღოს სიტყუაჲ განწმედათა
Line: 21    
მათთჳს და განბანათა ჴორციელთა, რომელთა ჰურიანი იზმნიდეს და არა
Line: 22    
გულისჴმა-ჰყოფდეს, სრულიად დაჰჴსნის წესსა მას. ამისთჳს თქუა:

Part: s  
Line: 23       
სახარებაჲ: "წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ
Line: 24    
ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ! ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარი\სეველნო
Line: 25    
ორგულნო, რომელნი გაწსმედთ გარეშესა სასუმელისასა და
Line: 26    
პაროფსიდისასა, და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა.
Line: 27    
ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაჲ, რაჲთა
Line: 28    
იყოს გარეშეცა იგი წმიდაჲ" (23,24-26 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 29       
თარგმანი: ენება გამოჩინებად, ვითარმედ არარაჲ სავნებელ არს
Line: 30    
ყოვლადვე, არცა საბრალობელ, უგულებელსყოფაჲ ჴორციელთა განბანათა
Line: 31    
და მეწმინდურობათაჲ, ხოლო სულიერთა ბიწთა არაგანწმედაჲ დიდისა
Line: 32    
სასჯელისა ღირს არს, და სათნოებათა არა მოგებაჲ დიდად საბრალობელ
Line: 33    
არს. ამისთჳს ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ჴორციელთა, რომელსა
Line: 34    
ჩუეულ იყვნეს ჰურიანი, ვითარცა იტყჳს მარკოზ მახარებელი, ვითარმედ:
Line: 35    
"უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანიან, არა ჭამიან"1. და სხუაჲ მრავალ არს,

Page: III-283  
Line: 1    
რომელ მოეღო მოძღურებაჲ ხუცესთაგან: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტო\მანებისაჲ
Line: 2    
და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ; ესე ყოველი უნდო იყო და
Line: 3    
არარაჲ, ამისთჳს ბურნაკად უწოდა.

Line: 4       
ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა, რომელნი სულსა შეაგინებდეს, აქლემად
Line: 5    
სახელ-სდვა, რამეთუ დიდ იყო სავნებელი მათი. ამისთჳს თქუა: "რომელნი
Line: 6    
დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანსთქამთ". რამეთუ მცირენი იგი
Line: 7    
მცნებანი დიდთათჳს განწესებულ არიანო, ხოლო ვინაჲთგან დიდნი იგი
Line: 8    
შეურაცხ-გიყოფიან, სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ და მსგავსნი
Line: 9    
ამათნი, ცუდ არს და ამაო არასათანადოთა მათ ძიებაჲ. ხოლო ამათ სიტ\ყუათა
Line: 10    
მიერ ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ პირველ მისისა განკაცებისაცა
Line: 11    
არა დიდად საძიებელ იყვნეს ესე საქმენი, არამედ სამართალი და წყალობაჲ
Line: 12    
და სარწმუნოებაჲ და სიყუარული და სხუანი იგი დიდნი მცნებანი შჯუ\ლისანი
Line: 13    
იყვნეს თანაწარუვალ და საძიებელ. ვინაჲთგან უკუე მაშინვე არა
Line: 14    
დიდად საძიებელ იყვნეს, რავდენ უფროჲსად აწ, გამოჩნდა რაჲ ბრწყინ\ვალედ
Line: 15    
მადლი ღმრთისაჲ და განეწესნეს მოძღურებანი მაღალნი, სრულიად
Line: 16    
ცუდ იქმნეს და უჴმარ ესევითარნი იგი ჴორციელნი საქმენი.

Line: 17       
ამისთჳს წინამძღურად ბრმად უწოდა მათ, რამეთუ რომელთა-იგი უძღოდეს,
Line: 18    
საკრძალავთაგან არა აკრძალებდეს, და ცუდთა საქმეთათჳს დიდსა კრძა\ლულებასა
Line: 19    
აჩუენებდეს. და ნანდჳლვე ესე საქმე არს ბრმათა წინამძღუარ\თაჲ.
Line: 20    
უკუეთუ ბრმაჲ ბრმასა უძღოდის, სადა ვაკე არნ და წრფელ, ჰგონებნ,
Line: 21    
თუ ჴნარცჳ არს, და გარეწარჴდის და მივიდის, სადა მთხრებლი არნ ანუ
Line: 22    
მღჳმე, და ჰგონებნ, თუ ველი არს უცთომელი და ორნივე შთავარდიან
Line: 23    
წარსაწყმედელად. ესრეთ იქმოდის წინამძღუარნი იგი ჰურიათანი, არად
Line: 24    
სავნებელთა საქმეთა ზედა კრძალულებასა აჩუენებდეს და დიდთა ცოდვათა
Line: 25    
ურიდად ერეოდეს.

Line: 26       
ამისთჳს იტყჳს უფალი: "განწმიდეთ შინაგანი იგი სასუმელისაჲ, რაჲთა
Line: 27    
გარეშეცა წმიდა იყოს". არა თუ სასუმლისათჳს იტყჳს და პაროფსიდისა,
Line: 28    
რამეთუ მათი განწმედაჲ გინა არაგანწმედაჲ არარად შეერაცხა უფალსა,
Line: 29    
არამედ სულისათჳს იტყჳს და ჴორცთა, შინაგანად უწესს სულსა და
Line: 30    
გარეშედ ჴორცთა. ნუ ჴორცთა განბანასა იხარკებთო, ვითარმცა რაჲმე
Line: 31    
თანანადები იყო ესე, არამედ სულნი თქუენნი განწმიდენით ყოვლისაგანვე
Line: 32    
ცოდვისა და ესრეთ იყვნენ ჴორცნიცა წმიდა ბილწებისა მისგან ცოდვისა.
Line: 33    
ხოლო აწ თქუენ წინააღმდგომსა იქმთ: სულნი თქუენნი სავსე არიან ყოვ\ლითა
Line: 34    
ბილწებითა და არაწმიდებითა და სრულიად უდებ-გიყოფიან, ხოლო
Line: 35    
განბანასა ჴორცთასა მოსწრაფე ხართ და ჰგონებთ, თუ კეთილსა რასმე
Line: 36    
იქმთ, და მოქადულ ხართ ცუდსა ზედა და უსარგებლოსა.

Part: s  
Line: 37       
სახარებაჲ: "ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო
Page: III-284   Line: 1    
ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი
Line: 2    
ჩანედ კაცთა წინაშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა
Line: 3    
მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთცა თქუენ გარეშე ჰგო\ნიეთ
Line: 4    
კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და
Line: 5    
უშჯულოებითა" (23,27-28 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 6       
თარგმანი: ყოვლით კერძო გამოაჩინა მაჩუენებლობისა და
Line: 7    
კაცთმოთნეობისა მათისა ვნებაჲ და შინაგანი იგი ორგულებაჲ და ბილწებაჲ
Line: 8    
მათი და ყოვლითურთ წარწყმედულობაჲ, რამეთუ ამისთჳს არა ჰრწმენა
Line: 9    
მისი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა.
Line: 10    
ხოლო ამას ესევითარსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტე
Line: 11    
ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით სამარე
Line: 12    
ზეღებულად1 უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებუ\ლად
Line: 13    
ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა
Line: 14    
უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად, და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად
Line: 15    
ბოროტად, შვილად უკეთურებისად. ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნა\შობად
Line: 16    
ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად, და
Line: 17    
ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა
Line: 18    
არა არს მეცნიერებაჲ. და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულ\თა
Line: 19    
სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს
Line: 20    
მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ
Line: 21    
წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენ
Line: 22    
მან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ
Line: 23    
ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.


Part: S  
Line: 24  სწავლაჲ ოგ

Line: 25 
ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა
Line: 26 
უგულებელს-ჰყოფენ. და რაჲთა არა განვიცდიდეთ
Line: 27 
ქმნულკეთილობასა პირთასა


Line: 28       
ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო
Line: 29    
შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა

Line: 30    
ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებაჲ სიწმიდისათჳს სამოსელთაჲ\სა,
Line: 31    
ბანისათჳს პირისა და ყოვლისავე გუამისა, შუენიერებისათჳს სამოსელთაჲსა,
Line: 32    
ბრწყინვალებისათჳს სახლთაჲსა და ყოვლისათჳსვე ჴორციელისა საქმისა,

Page: III-285  
Line: 1    
ხოლო სულისათჳს არცა ერთი არს ზრუნვაჲ და საურავი. არამედ უკუე\თუმცა
Line: 2    
ვინ განაპო კაცად-კაცადისა ჩუენისა გონებაჲ და გამოაცხადამცა დაფარულნი გულისანი, მრავალიმცა პოვა სულმყრალობაჲ და მატლი და
Line: 3    
წუთხი ფრიადი, -- გულისთქუმათა მათ ვიტყჳ ბოროტთა, რომელნი-იგი
Line: 4    
უსაძაგელეს მატლისა არიან, და სხუათა მათ ვნებათა, უპატიოებისა და
Line: 5    
ბილწებისათა. ბოროტ იყო ჰურიათათჳსცა ესრეთ ყოფაჲ, ამისთჳსცა აყუე\დრებს
Line: 6    
უფალი და უწესს საფლავად განგოზილად, შინაგან სავსედ ყოვ\ლითა
Line: 7    
არაწმიდებითა. ხოლო ფრიად უძჳრეს არს და უმძიმეს ჩუენი ესე,
Line: 8    
რომელნი ღირსქმნილ ვართ ტაძარ ღმრთისა ყოფად, უკუეთუ ვიქმნეთ
Line: 9    
კუალად სამარე ზეღებულ, ანუ საფლავებ განგოზილ და სავსე ყოვლითავე
Line: 10    
არაწმიდებითა. , დიდი ესე განსაცდელი! უკუეთუ სადა-იგი ქრისტე დაე\მკჳდრა
Line: 11    
და სული წმიდაჲ მოვიდა და საჲდუმლონი ღმრთისანი აღეს\რულნეს,
Line: 12    
იქმნას მერმეღა ესევითარი იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და
Line: 13    
სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდე\ნისა
Line: 14    
გლოვისა და გოდებისა, ოდეს ასონი იგი ქრისტენი იქმნენ საფლავ
Line: 15    
დაყროლებულ?!

Line: 16       
ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: "თქუენ ხართო ჴორცნი ქრისტესნი და
Line: 17    
ასონი ასოთა მისთაგანნი"1. გულისჴმა-ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობი\საჲ,
Line: 18    
ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვი\თარ
Line: 19    
ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა ოქროჲთა განგლესილ და მარგალიტითა
Line: 20    
მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აწ უკუე ეკრძალე
Line: 21    
თავსა შენსა, რაჲთა არა იქმნე კუალად ქუაბ ავაზაკთა და საფლავ, სავსე
Line: 22    
არაწმიდებითა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პალატსა შინა სამეუფოსა აკა\ლდამაჲ
Line: 23    
არა ეშენების. ეგრეთვე შენ, იყო თუ საფლავ განგოზილ და სამარე
Line: 24    
ზეღებულ, ზეცისა იერუსალჱმსა ვერ შეხუალ, და უფროჲსად ვთქუა,
Line: 25    
ვითარმედ აქაცა საძაგელ იქმნები ყოველთა შორის. უკუეთუმცა ვის ეტჳრ\თა
Line: 26    
გუამი მკუდრისა დაყროლებულისაჲ და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი
Line: 27    
ივლტოდესა მისგან? ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკუდარ
Line: 28    
არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინმცა შეიწყალა ესევითარი
Line: 29    
იგი? უკუეთუ მან თჳთ არა შეიწყალოს თავი თჳსი, სხუამან ვითარ შეიწყა\ლოს
Line: 30    
იგი? მითხარღა, კაცო, უკუეთუმცა ვინ ადგილსა სერობისა და სიხა\რულისა
Line: 31    
შენისასა დაჰფლა გუამი მკუდრისაჲ, არამცა გიძნდა საქმე იგი?
Line: 32    
ხოლო აწ შენ სულსა ცოდვითა მომკუდარსა დასდებ გუამსა შინა, სადა-იგი
Line: 33    
ქრისტემან სავანე ყო თანა მამით და სულით წმიდითურთ, და არა გეში\ნისა,
Line: 34    
ნუუკუე ელვანი და მეხისტეხანი მოიწინენ შენ ზედა ზეცით? ანუ
Line: 35    
ვითარ იკადრო ტაძრად ღმრთისა შესლვად, არა თუ განიწმიდო თავი შენი

Page: III-286  
Line: 1    
ესევითარისა ბილწებისაგან ცრემლითა მით სინანულისაჲთა. ჰბაძევდ, კაცო,
Line: 2    
მეძავსა მას, რომელმან სცხო ნელსაცხებელი ფერჴთა ქრისტესთა და სახ\ლი
Line: 3    
იგი აღავსო სურნელებითა. და ნუ უფროჲსად წინააღმდგომსა იქმ,
Line: 4    
რაჲთამცა აღავსე სახლი ღმრთისაჲ სულმყრალობითა. ნუ ამას ხედავ, თუ
Line: 5    
შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას; ესე უფროჲსად უძჳრეს არს, რომელ
Line: 6    
სრულიად საცნობელნი შენნი დაყოფილ არიან. განიფრთხვე და გულისჴმა\-ყავ
Line: 7    
სენი იგი ბოროტი ცოდვისაჲ და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი
Line: 8    
არს კურნებისაჲ. არა გესმისა, რასა ჰგალობ დღითი-დღე? "წარემართენ
Line: 9    
ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე"1. აწ უკუეთუ საკუმევე\ლისა
Line: 10    
წილ კუამლი სულმყრალობისაჲ აღვიდოდის შენგან და საქმეთა
Line: 11    
შენთაგან, ვითარმცა არა საშჯელსა მძიმესა ღირს იქმენ? რაჲ არს კუამლი
Line: 12    
იგი სულმყრალობისაჲ? მრავალნი მოვლენ ეკლესიად და ლმობიერად ლოცვისა
Line: 13    
წილ და ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერო\ბასა
Line: 14    
ყრმათასა; რაჲ არს უკუე, არა გიკჳრსა, ვითარ არა ცეცხლი მოივ\ლინების
Line: 15    
ზეცით, ანუ განეღების ქუეყანაჲ და დაანთქამს ესევითართა მათ?

Line: 16       
ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და
Line: 17    
მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე
Line: 18    
და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო-გუცემს და მიგვიწოდს სინანუ\ლად.
Line: 19    
რასა იქმ, კაცო, შუენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა
Line: 20    
ღმრთისასა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა
Line: 21    
ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა
Line: 22    
გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა,
Line: 23    
სადა-იგი ამის მებრ საქმისათჳს გამცნებს უფალი, ვითარმედ: "რომელმან
Line: 24    
მიხედა დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა"2,
Line: 25    
არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თუალითა და გულითა? არცა შეედე\ბის
Line: 26    
ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს?

Line: 27       
ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი
Line: 28    
წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმე\ტყუელი
Line: 29    
ესევითართა მათ, ვითარმედ: "არა არიან თუალნი შენნი კეთილ,
Line: 30    
არცა გული შენი -- წრფელ"3. უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა
Line: 31    
ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ.
Line: 32    
არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი,
Line: 33    
და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო
Line: 34    
ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი4, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ
Line: 35    
შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა
Page: III-287   Line: 1    
მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს და მრავალთა მადლი
Line: 2    
მოციქულებისაჲ მიიღეს, და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა
Line: 3    
მიწევნულ იყვნეს.

Line: 4       
ხოლო აწ ჩუენ უბადრუკთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე
Line: 5    
წარწყმდა, რამეთუ მამანი უძჳრეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა, და
Line: 6    
დედათა წესი პატიოსნებისაჲ შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთჳს ვიქმნენით
Line: 7    
ყოველნი საფლავ სავსე ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდე\ბითა
Line: 8    
გარეშევიმკვებით, რაჲთა სათნო ვეყოფოდით კაცთა, ხოლო შინაგან
Line: 9    
სავსე ვართ ყოვლითა ბოროტითა ცოდვისაჲთა, რომლისაგან აღვალს სულ\მყრალობაჲ
Line: 10    
შემაურვებელი, რომელი განიოტებს ჩუენგან სულსა წმიდასა.

Line: 11       
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, დავსცხრეთ ესევითართა ამათ ვნება\თაგან
Line: 12    
და ნუ აღვიტყინებთ თავთა ჩუენთათჳს უმეტესად ცეცხლსა მას
Line: 13    
გეჰენიისასა; აღვიხილნეთ თუალნი გონებისანი და განვიწმიდნეთ სულნი
Line: 14    
ჩუენნი სინანულითა და კეთილისა საქმითა, რაჲთა საწუთროჲცა ესე ცხ\ორებაჲ
Line: 15    
სიწმინდით აღვასრულოთ და საუკუნოთა მათ კეთილთა ღირს
Line: 16    
ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს\ითა,
Line: 17    
რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და
Line: 18    
მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.