TITUS
Mikael Modrekili, Hymnography
Part No. 17
Previous part

Part: XVII  
Type: kurtx.  
         კხრ̃სსა -:-

Line of ed.: 16    
* Ⴑაჴუმილსა რაჲ ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი : ცეცხლი ცუარად გარდააქციეს : და
Line of ed.: 17    
ძლევა შემოსილთა ესრეთ ღაღად ყვეს : კურთხეულ ხარ შენ უფალო : საუკუნითგან უკუნისამდე -:-

Line of ed.: 18    
Ⴁუნებით განუყოფელსა აღვიარებთ სარწმუნოვებით : მამასა დაუსაბამოსა : ძესა მიუწ\დომელსა
Line of ed.: 19    
სულით წმიდითურთ სარწმუნოვებით ვიტყჳთ : მამათა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ -:-

Line of ed.: 20    
* Ⴗრმათა ბაბილონს : საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზე_გარდამო : ღმრთისა მიერ ღა\ღადებდეს
Line of ed.: 21    
და იტყოდეს : კურთხეულ ხარ უფალო : მამათა ჩუენთაო : ღმერთო უკუნისამდე -:-

Line of ed.: 22    
Ⴂიხაროდენ შენ : ასულო ადამისო გიხაროდენ სძალო ღმრთისაო : გიხაროდენ მშობელო მაც\ხოვრისაო :
Line of ed.: 23    
რომელმან დაიტიე : შემოქმედი შენი : მეოხ გუეყავ მარადის -:-

Line of ed.: 24    
* Ⴀბრამეანნი პირველად : რაჲჟამს იყვნეს ბაბილონს : შეურაცხ ყვეს ბრძანებაჲ მძლავრისაჲ მის
Line of ed.: 25    
სარწმუნოვებით და ღაღად ყვეს : კურთხეულ ხარ შენ მჴსნელო : და ღმერთო მამათა ჩუენთაო -:-

Line of ed.: 26    
Ⴇავყუანის-ვსცეთ მორწმუნენო : ანგელოზთა თანავე : კეთილად მსახურებითა ნათელსა : სა\მებისასა
Line of ed.: 27    
და ღაღად ვყოთ : კურთხეულ ხარ შენ მჴსნელო : და ღმერთო მამათა ჩუენთაო -:-

Line of ed.: 28    
* Ⴕერობინთა ზედა მჯდომარეო : მაცხოვარო : რომელმან ყრმანი იჴსნენ საჴუმილისაგან
Line of ed.: 29    
კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე : უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო -:-

Line of ed.: 30    
Ⴅადიდებთ მამასა და უგალობთ ძესა და სულსა : წმიდასა თავყუანის ვსცემთ ჩუენ : და
Line of ed.: 31    
ვღაღადებთ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე : უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო -:-

Line of ed.: 32    
.:. Ⴑაჴუმილსა შინა : ქალდეველთასა აბრამეანნი ყრმანი წმიდანი : გალობით ანგელოზთა თანა : იტ\ყოდეს :
Line of ed.: 33    
მამათა ჩუენთაო : ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის -:-

Line of ed.: 34    
Ⴋამისა და სულისა წმიდისა თანამფლობელსა : სიტყუასა ძესა : ღმრთეებით მიუწდომელსა :
Line of ed.: 35    
უგალობდეთ : სამგუამოვნებით ერთარსებით : დიდებულსა მარადის -:-

Page of ed.: 26  
Line of ed.: 1    
* Ⴑაჴუმილი მოტყინარეჲ : შეაცურიე მაცხოვარ : და ყრმანი იჴსნენ : მგალობელნი : რომელნი
Line of ed.: 2    
შესხმით : ესრეთ იტყოდეს : კურთხეულ ხარ შენ უფალო : ღმერთო მამათა ჩუენთაო -:-

Line of ed.: 3    
Ⴘენ ხარ ღმრთის მშობელო : სასოჲ : და მყუდროჲ ნავთსაყუდელი : და ზღუდე შეურყეველი :
Line of ed.: 4    
მოსავთა შენთაჲ : მეოხ გუეყავ ჩუენ : მადიდებელთა შენთა : წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩ̃ნისა

Line of ed.: 5    
* Ⴋძლავრსა მას ქალდეველთასა : არაჲ დაემორჩილნეს ღირსნი ყრმანი : რამეთუ მოსავ იყვნეს :
Line of ed.: 6    
ძალსა მას მაღლისასა : და ცეცხლსა შეითხინეს : და ცუარითა სხურებულნი იტყოდეს კურ\თხეულ
Line of ed.: 7    
ხარ შენ მჴსნელო : და ღმერთო მამათა ჩუენთაო -:- გიხაროდენ ბჭეო ჭეშმარიტი\სა
Line of ed.: 8    
ცხოვრებისაო : რომლისაგან ჩუენ გამოგჳბრწყინდა : მზეჲ სიმართლისაჲ ქრისტეჲ : გიხარო\დენ
Line of ed.: 9    
წყაროო : ცხოვრებისა აღმომაცენებელო : გიხაროდენ ქალაქო : სულიერო მეუფისაო -:-

Line of ed.: 10    
+ * Ⴈხილვა უცხოჲ და დიდებული სასწაული : ბაბილონს საჴუმილსა შინა : რამეთუ ალისაგან : ცუა\რი
Line of ed.: 11    
ეცურია ღმერთ შემოსილთა მათ ყრმათა : ხოლო ქალდეველნი : შეიწუნეს საშინელებით :
Line of ed.: 12    
რაჲჟამს ყრმათა ღაღადყვეს : კურთხეულ ხარ შენ მჴსნელო : საუკუნითგან უკუნისამდე -:-

Line of ed.: 13    
Ⴅითარცა გჳსწავიეს წერილთაგან საღმრთოთა : ჭეშმარიტი აღსარებაჲ : ვჰმონებთ ჩუენ მორწ\მუნენი :
Line of ed.: 14    
სარწმუნოვებით დაუსაბამოსა ღმერთსა : მამასა მხოლოსა : ძისა მხოლოჲსა : მშობელ\სა :
Line of ed.: 15    
და სულსა ჭეშმარიტსა : სამებასა წმიდასა : ერთარსებით განუყოფელსა -:-

Line of ed.: 16    
+ * Ⴋეუფეთა მეუფისა ღმრთისა : მაქებელნი სამნი ყრმანი : შესთხინეს რაჲ უღმრთოთა საჴუმილ\სა
Line of ed.: 17    
შინა : არაჲ აღედვა მათ ცეცხლი იგი მგზებარეჲ : რამეთუ თჳთ მგზნებარჱ იყვნეს : სულისა
Line of ed.: 18    
მიერ წმიდისა : საღმრთოჲთა მით შურითა : და ვითარცა : ერთისა პირითა : უგალობდეს აკ\ურთხევდეს :
Line of ed.: 19    
საკჳრველმოქმედსა ღმერთსა მაღალსა -:-

Line of ed.: 20    
Ⴋორწმუნენი აღვიარებთ ერთსა : ღმერთსა გამოუკულეველსა : ერთსა არსებასა ერთსა მთავრო\ბასა :
Line of ed.: 21    
მამასა ძისა თანა სულით : წმიდითურთ : ღმრთეებით დაუსაბამოსა : ბუნებით მიუწდო\მელსა :
Line of ed.: 22    
ერთარსებით ცნობილსა : მორწმუნენო : მართალ აღსაარებით : ვაკურთხევდეთ უ\გალობდეთ :
Line of ed.: 23    
აწ და უკუნითი უკუნისამდე -:-

Type: akurtx.  
         
აკხდ̃თსა -:-

Line of ed.: 24    
* Ⴘეუწუველმან მაყუალმან სინას აუწყა : ღმერთი მოსეს ჴმითა წულილსა : ენა მძიმესა
Line of ed.: 25    
და შურმან საღმრთომან : ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან : და გალობით ღაღადებდეს : ყო\ველნი
Line of ed.: 26    
საქმენი : აკურთხევდით დღეს : ღმერთსა და უფალსა უგალობდით : და აღამაღლებდით მას უკ̃ე -:-

Line of ed.: 27    
Ⴑამთა ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა : სამებასა თავყუანის სცეს : და შეურაცხყვ\ეს
Line of ed.: 28    
მათ ხატი ოქროჲსაჲ : და ცუარითა სხურებულნი : გალობით ღაღადებდეს : ყოველ -:-

Line of ed.: 29    
* Ⴕრისტესა რომელიცა : ჭეშმარიტად ღმერთ არს და უფალი : ყოველთა ბუნებათაჲ : აღ\ვამაღლებდეთ
Line of ed.: 30    
მას აწ და უკუნისამდე -:- ქალწულო უბიწოო : გიხაროდენ
Line of ed.: 31    
მშობელო ღმრთისაო : თჳნიერ ბუნებათა : რომელსა ვაკურთხევთ აწ და უკუნისამდე -:-

Line of ed.: 32    
Ⴀრაჲ შეიწუა პირველი მაყუალი აღგზებული ცეცხლითა : და ყრმათა ღმრთის მსახურთა : სა\ჴუმილი
Line of ed.: 33    
ქალდეველთაჲ : ნიავითა შეაცურიეს : და ღაღადებით იტყოდეს : საქმენი უფლისა\ნი
Line of ed.: 34    
აკურთხევდით უფალსა -:- ბოჳნებაჲ კაცთაჲ პირველ : ცოდვისაგან განხრწნილი შენ
Line of ed.: 35    
მიერ : განახლდა ღმრთის მშობელო : რამეთუ შენ მხოლომან : უშევ ქრისტეჲ მაცხოვარი : ყო-

Page of ed.: 27  
Line of ed.: 1    
Ⴑიტყუაო ღმრთისაო : შობილო პირველ საუკუნეთა : დაუსაბამოჲსაგან მამისა : სიმდაბლით +
Line of ed.: 2    
მოხუედ ქუეყანად : და ვითარცა კაცი : იშევ ჴორცითა ქალწულისაგან : და იჴსენ სოფე\ლი :
Line of ed.: 3    
საცთურისაგან კაცთ-მოყუარე -:-

Line of ed.: 4    
Ⴑაიდუმლოჲ უცხოჲ : და სასწაული გამოუთ\ქუმელი :
Line of ed.: 5    
შენ შორის იხილვა ღმრთის მშობელო : რამეთუ ცეცხლი უსხეულოჲ : საშოსა იტჳრ\თე :
Line of ed.: 6    
და შეუწუველად დაიცევ მის მიერ : რაჲჟამს გჳშევ ჴორცითა მჴსნელი თჳსთა დაბადებულთაჲ -:-

Line of ed.: 7    
* გამოუთქუმელსა მას : სიმდაბლესა შენსა ქრისტეჲ : რამეთუ უხილავი ღმერთი განჰკაცენ : +
Line of ed.: 8    
და იხილვე ჴორცითა : ქალწულისა წიაღთა ვითარცა კაცი : რომელი არაჲ დააკლდი : წი\აღთა
Line of ed.: 9    
საღმრთოთა : ღმრთისა მამისათა : სუფევასა მიუწდომელსა -:-

Line of ed.: 10    
გამოუკულეველსა : ბუნებათა უაღრესსა : საიდუმლოსა შობისა შენისასა : ღმრთის\მშობელო
Line of ed.: 11    
ქალწულო : რამეთუ ქალწულმან უთესლოდ მუცლად იღე : გაბრიელის ხა\რებითა :
Line of ed.: 12    
ძეჲ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ : და გჳშევ ჴორცითა მჴსნელი თჳსთა დაბადებულთაჲ -:-

Line of ed.: 13    
* Ⴅითარ გამოუთქუმელ არს განგებაჲ სიბრძნეთა შენთაჲ : ქრისტეჲ სიტყუაო ღმრთისაო : +
Line of ed.: 14    
რამეთუ მოწყალებით : გარდამოჰჴედ : ზეცით ქუეყნად სიმდაბლით : და იშევ ჴორცი\ელად
Line of ed.: 15    
უსძლოჲსაგან : რომლითა მაცხოვნენ ყოველნი -:- სიტყუაჲ მამისაჲ ქალწულ\მან :
Line of ed.: 16    
მუცლად იღო : გაბრიელ ახარებდა : საყდარო ზეცისაო : სიხარულო ყოველთაო გიხა\როდენ :
Line of ed.: 17    
შენ მთაო წმიდაო და : მშობელო ქრისტესო : მეოხ გუეყავ შემსხმელთა შენთა -:-

Line of ed.: 18    
* Ⴋოვედით მორწმუნენო : განათლებულნი სულითა ყოველნი ვიხარებდეთ : რამეთუ დაუ\საბამოჲ :
Line of ed.: 19    
სიტყუაჲ დამბადებელი : ყოველთა დაბადებულთაჲ : სიმდაბლით : გარდამოჴდა
Line of ed.: 20    
ქუეყანად : და შევიდა ტაძარსა მას შინა ჴორცთასა : უვრცელესსა ცათასა ქალწული\სა
Line of ed.: 21    
საშოსა : რომელსა შინა : მიიღო ბუნებაჲ კაცობრივი : ბუნებით : გარეშეუწერელმან
Line of ed.: 22    
ღმერთმან : და იშვა ჴორცითა : ვითარცა კაცი : უჴორცოთა მფლობელი : და ღმერთ-ყო ბუ\ნებაჲ :
Line of ed.: 23    
კაცობრივი სახიერებით : რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ -:-

Line of ed.: 24    
Ⴋოვედით მორწმუნენო : მშობელსა მაცხოვრისასა : ყოველნი შევამკობდეთ : შესხმასა გაბ\რიელისსა :
Line of ed.: 25    
მის მხოლოჲსა შევსწირავდეთ : გიხაროდენ უბიწოო : ტაკუკო : მანანაჲსა მტჳ\რთველო :
Line of ed.: 26    
გიხაროდენ : ბჭეო აღმოსავლისაო : გიხაროდენ ეტლო და საყდარო ღმრთისაო :
Line of ed.: 27    
გიხაროდენ შენ : დამჴსნელო ევაჲს ყუედრებისაო : რომელმან : უშევ კაცთა მაცხო\ვარი :
Line of ed.: 28    
გიხაროდენ მიზეზო : კაცთა ჴსნისაო : გიხაროდენ მფარველო : ქრისტეანეთაო :
Line of ed.: 29    
ევედრე შენგან შობილსა : რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი -:-

Line of ed.: 30    
* Ⴐომელმან გარდაართხნა ცანი : ვითარცა კამარანი : და დააფუძნა : ქუეყანაჲ წყალთა
Line of ed.: 31    
ზედა : სიბრძნით დამბადებელმან ღმერთმან : დაჰბადნა დაბადებულნი : ჴელმწიფებითა :
Line of ed.: 32    
გამოუთქუმელითა : ხოლო რაჲჟამს მოიწია ჟამი წყალობისა ჩუენისაჲ : მოდრიკნა
Line of ed.: 33    
სამყარონი ცათანი და გარდამოჴდა : ძეჲ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ : ნებითა მამისა და სუ\ლისა
Line of ed.: 34    
წმიდისაჲ : თა და შეიმოსნა ჴორცნი : წმიდანი და ყოლად უცოდველნი : ქალწულისა
Line of ed.: 35    
საშოსა : რომლითა ღმერთ-ყო ბუნებაჲ ჩუენი -:-

Line of ed.: 36    
Ⴐომელნი სამოთხით საშუებლისაჲთ პირველვე განვისხენით : ევაჲს ცთომითა : სიკუდილად
Page of ed.: 28   Line of ed.: 1    
გვეტყნით : აჰა ესერა კუალად მუნვე : დავემკჳდრენით შენ მიერ : ყოლად წმიდაო : ქა\ლწულო
Line of ed.: 2    
უსძლოო : რამეთუ მან მტერისა მიერ ზაკუვით ხრწნილებაჲ პოვა : ხოლო შენ
Line of ed.: 3    
ანგელოზისა მიერ უხრწნელად ჰშევ : ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ : რომელ არს ქრისტეჲ მა\ცხოვარი
Line of ed.: 4    
ჩუენ მორწმუნეთაჲ : მას ევედრე მარიამ : რაჲთა მიჴსნნეს ცოდვათა ჩუენთა\გან :
Line of ed.: 5    
და ღირს მყვნეს დამკჳდრებად : სასუფეველსა უკუნისამდე -:-

Line of ed.: 6    
Ⴐომელმან დაუტევნელი ღმერთი : საშოსა დაიტია : და უზეშთაეს : ბუნებათა გჳშვა : ყოლად
Line of ed.: 7    
წმიდასა ქალწულსა : ეტლსა სიწმიდისასა : და ტაძარსა მას : ცათა უვრცელესსა : საყდარსა
Line of ed.: 8    
ღმრთისა მაღლისასა ქერაბინთა უზეშთაესსა : კიდობანსა სულიერსა ღმრთისა განსუე\ნებისასა :
Line of ed.: 9    
და შეუხებელსა მაყუალსა მას საღმრთოჲსა ცეცხლისა დამტევნელსა : სასოსა [მაყუალსა]
Line of ed.: 10    
ყოველთასა : წმიდასა წმიდათასა მარიამს : მორწმუნენო ვაქებდეთ : და სარწმუნოებით ვადიდებდეთ -:-

Line of ed.: 11    
+ * Ⴍჳპირატჱსი : ყოველთა არსებათაჲ : უხილავი არსებაჲ გამოუთქუმელი : მხოლოჲსა მა\მისა
Line of ed.: 12    
მხოლოდ შობილი : ძეჲ და სიტყუაჲ უჟამოჲ : ჟამსა მას აღსასრულთასა სახიერებით
Line of ed.: 13    
ქუეყანად მოვიდა ჴსნისათჳს ჩუენისა : და ქალწულისა საშოსა : უჴორცომან ჴორცნი
Line of ed.: 14    
შეისხნა რომლითა დაფარა თუალთშეუდგამი : უხილავი არსებაჲ ღმრთეებისაჲ : და გა\მოჩნდა
Line of ed.: 15    
სახილველად უხილავთა მათ : ზეცისა დასთა უჴორცოთასა : და ქუეყა\ნისა
Line of ed.: 16    
ნაშობთა : რომლითაცა მოანიჭა : სოფელსა დიდი წყალობაჲ -:-

Line of ed.: 17    
Ⴂიხაროდენ შენ : ყოველთა უმეტესო : დაბადებულთა შორის ქუეყანისათა : და ზეცისა მთავ\რობათა
Line of ed.: 18    
უაღრეს : უსძლოო სძალო ქალწულო : გაბრიელ მთავ\არანგელოზმან
Line of ed.: 19    
გახარა შენ : მიდგომილებაჲ საღმრთოჲ უბიწოო : და შობაჲ მიუწდომელი : ენმანუველისა რომელ
Line of ed.: 20    
არს : ჩუენთანა ღმერთი და კაცი სრული : ქადაგებული ესაია ჴმა მაღლისაჲ : ხოლო მგალო\ბელთ
Line of ed.: 21    
მთავარი დავით გეტყოდა შენ ისმინე : ასულო რამეთუ ეგე არს : უფალი ღმერთი
Line of ed.: 22    
შენი : მეუფეჲ და შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ -:-

Line of ed.: 23    
+ * Ⴅითარცა სახიერ ხარ მჴსნელო : მოხუედ მოძიებად : კრავისა მის ურჩებით წარწყმედულისა
Line of ed.: 24    
მწყემსი ყოლად ძლიერი : და იშევ ქალწულისაგან : ჭეშმარიტად ჴორცითა : ღმერთი სრული
Line of ed.: 25    
შემოსილი კაცებითა : მხოლოჲ ორითა ბუნებითა : რომლითა მოჰკალ მკლველი ჩუენი მჴეცი
Line of ed.: 26    
ბოროტი : და განმარინენ : კბილთაგან მისთა კაცთ მოყუარეო -:-

Line of ed.: 27    
Ⴋამათ მთავარნი ქადაგებდეს : განცხადებულად : საიდუმლოთა შენთა სძალო ღმრთისაო : და
Line of ed.: 28    
წინაწარმეტყუელნი : სულისა მიერ წმიდისა : წინაჲსწარვე ჰხედვიდეს : შენგან ჴორცითა
Line of ed.: 29    
შობასა ქრისტესსა : ესაია გჳქადაგა : სიწმიდით საიდუმლოდ : მიდგომილებაჲ შენი : ძესა და
Line of ed.: 30    
ღმერთსა რომლისა სახელი ენმანუველ -:-

Line of ed.: 31    
+ * Ⴈხარებენ დღეს ცანი ცათანი : და განსცხრების აწ : ქუეყანაჲ საფუძველითურთ : რამეთუ
Line of ed.: 32    
გარდამოჴდა ზეცით სიმდაბლით : ძეჲ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ : და იშვა უსძლოჲსაგან სძ\ლისა :
Line of ed.: 33    
ჴსნისათჳს ყოვლისა სოფლისა : რომელი მოუკლებელ არს : საყდართაგან დიდებისათა
Line of ed.: 34    
სუფევასა დაუსრულებელსა -:-

Line of ed.: 35    
Ⴕერაბინთა : ზ̃ა : მჯდომარეო : ამას ზ̃ა -:-

Line of ed.: 36    
Ⴕერობინთა საყდართა უმაღლეს : გამოშჩნდი ღმრთისა დედაო უსძლოო : და ცათა მაღალთა
Page of ed.: 29   Line of ed.: 1    
უმაღლეს იქმენ : რამეთუ დაუტევნელი მათი დაიტიე და გჳშევ : ჩუენ ღმერთი ღმრთი\საგან
Line of ed.: 2    
შობილი : ნათელი ნათლისაგანი : ხატი და ბრწყინვალებაჲ დაუსაბამოჲ : დაუსაბამოჲ\სა
Line of ed.: 3    
უხილავისა მამისაჲ : ამისთჳს ღირსად : ყოველი მეტყუელებაჲ : ქებით გადიდებს -:-

Line of ed.: 4    
* Ⴜარწმედულთათჳს : მოძიებად მოხუედ : ზეცით ქუეყნად სიმდაბლით : ქრისტეჲ სიტყუაო
Line of ed.: 5    
ღმრთისაო : თანაგანზრახვითა : მამისა და სულისაჲთა : და ჯერ იჩინე შობაჲ სახიერო : ჴორ\ცითა
Line of ed.: 6    
ჩუენთჳს : ვითარცა კაცმან : უჴორცომან ღმერთმან : რაჲთა ღმერთ ჰყო ბუნებ\აჲ
Line of ed.: 7    
ჩუენი : შენ ხარ ყოველთა : დაბადებულთა მჴსნელი : რომელმან მოეც დიდი წყალობაჲ -:-

Line of ed.: 8    
Ⴘენ უქორწინებელო ქალწულო : ყოველთა შორის თესლთა : მხოლოჲ გამოშჩნდი ღმრთის\მშობლად :
Line of ed.: 9    
რამეთუ სული წმიდაჲ : მოვიდა მაღლით შენზედა : და გფარვიდა : ძალი მა\დლისაჲ
Line of ed.: 10    
უბიწოო : საშოსა იტჳრთე უთესლოდ სიტყუაჲ ღმრთისაჲ : რომელსა სიტყჳთ : უპყ\რიან
Line of ed.: 11    
დაბადებულნი : და უშევ სოფელსა : მჴსნელი და მაცხოვარი ყოველთაჲ -:-

Line of ed.: 12    
* Ⴇანამფლობელი : დაუსაბამოჲსა : მამისაჲ : უწინარეს : ყოველთა : საუკუნეთა სიტყუაჲ : უ\დედოდ
Line of ed.: 13    
შობილი ზეცას : უკუანაჲსკნელ აღსასრულსა ჟამთასა ჩუენთჳს : დედისაგან იშ\ვა
Line of ed.: 14    
უმამოდ : ვითარცა კაცი : რამეთუ ღმრთეებაჲ : შეზავებულყო : ბუნებასა მოკუ\დავსა
Line of ed.: 15    
კაცობრივსა მიწისაგანსა : და უსხეულოჲ იგი : სხეულოვან იქმნა : ჴორცთ შესხ\მითა
Line of ed.: 16    
თჳსითა და ჰგავს სიტყუაჲ ღმრთისა : ორითა ბუნებითა : ღმრთად და კაცად სრულად -:-

Line of ed.: 17    
Ⴑიბრძნით სოლომონ : ბრძენთ მთავარმან წინაჲსწარვე : მოგასწავა : საიდუმლოდ უსძლოო
Line of ed.: 18    
სძალო მაცხოვრისაო : რამეთუ : ქებასა : შინა ქებათასა : სახელს გდვა ყუავილად ვე\ლისა :
Line of ed.: 19    
და გიწოდა შროშანად ღელეთა : რომელმან გამოიღე ნაყოფი იგი : უკუდავებისაჲ
Line of ed.: 20    
სიტყუაჲ ღმრთისაჲ : რომლისა : გემოჲსხილვითა განცხოველდა : ურჩებით : მომწყდარი
Line of ed.: 21    
ადამ ყოვლითურთ ნაშობით თჳსით : რომლისათჳსცა მეტყუელებაჲ : ყოველთა მეტყუელე\ბათაჲ :
Line of ed.: 22    
საღმრთოჲთა შესხმითა ღირსებით შეგამკობენ -:-


Type: ugal.  
      
უგალობდ̃ითსა -:-

Line of ed.: 23    
* Ⴄტლთა მფლობელი ფარავო : დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან : მოსესმან რო\მელმან :
Line of ed.: 24    
გამოსახა სახეჲ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული : და ისრაელი იჴსნა
Line of ed.: 25    
განმავალად მეტყუელი გალობასა : უფლისასა რამეთუ : დიდებით დიდებულ არს -:-

Line of ed.: 26    
Ⴃიდებულნი ითქუნეს შენთჳს : თესლით თესლადმდე ქალწულო რომელმან : შეიწყნარე
Line of ed.: 27    
სიტყუაჲ ღმრთისაჲ : საშოსა შენსა და დაადგერ ქალწულად ღმრთისმშობელო მარიამ : ამის\თჳს
Line of ed.: 28    
ყოველნი გადიდებთ : რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად : ჩუენდა იპოვე რამეთუ : დიდებით დიდებულხარ -:-

Line of ed.: 29    
+ Ⴕუეყანასა წყურნებსა ვითარცა ჴმელსა : განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა :
Line of ed.: 30    
ერი ისრაელთაჲ ღაღადებდა : მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ -:-

Line of ed.: 31    
Ⴉრებული ანგელოზთა და კაცთაჲ : დედაო უქორწინებელთ გიგალობენ შენ : რამეთუ და\მბადებელი
Line of ed.: 32    
მათი ღმერთი : ვითარცა ყრმაჲ უშევ დაბადებულთა -:-

Line of ed.: 33    
* Ⴂანუკუეთელი განკუეთა მოკუეთილმან : და მზის თუალმან : იხილა ქუეყანაჲ უხილა\ვი
Line of ed.: 34    
მჴდომი იგი მტერი დაანთქა ზღუასა ერითურთ : ხოლო ისრაელი განვიდა : გზასა
Line of ed.: 35    
მას დაუთრგუნველსა : და უგალობდა ღმერთსა : მაცხოვარსა დიდებულსა -:-

Page of ed.: 30  
Line of ed.: 1    
Ⴋამათ მთავართა მიერ აღმოგჳცენდი : წყაროჲ დაუწყუედელი ღმრთის მშობელო ქალწუ\ლო :
Line of ed.: 2    
შემ მიერ მოვიღეთ მდინარეჲ უკუდავებისაჲ რომლისაგან აღვივსენით : წყური\ელნი
Line of ed.: 3    
მადლისაგან ამისთჳს გევედრებით : მეოხ გუეყავ ჩუენ მარადის -:-

Line of ed.: 4    
* Ⴂალობაჲ შევწიროთ მორწმუნენო ღმრთისა საკჳრველთ მოქმედისა რომელმანცა იჴსნა :
Line of ed.: 5    
ისრაელი ეგჳპტით ძლევისა გალობითა : უგალობდეთ და ვიტყოდით : გიგალობთ შენ
Line of ed.: 6    
ღმერთსა სახიერსა -:- გიხაროდენ უქორწინებელო : მარადის ქალწულო მარიამ : წმი\დაო
Line of ed.: 7    
ღმრთისმშობელო : დედათა დიდებაო : სასოო სოფლისაო : ყოველთა უმეტესო : შენ ხარ
Line of ed.: 8    
საფარველი მორწმუნეთაჲ -:- დიდებაჲ მამასა და ძესა : სულით წმიდითურთ მარად\ის :
Line of ed.: 9    
უკუნისამდე ამენ : სამებასა წმიდასა : მას ვესავთ და ვღაღადებთ : წმიდა
Line of ed.: 10    
ხარ შენ უფალო : ღმერთო ჩუენო : ყოვლისა მპყრობელო -:-

Line of ed.: 11    
* Ⴈსრაელი მონა ქმნული : გამოიჴსენ უფალო : მკლავითა შენითა მტკიცითა : ამისთჳსცა
Line of ed.: 12    
გიგალობთ : რომელიცა დიდებულხარ -:- გევედრებით : უბიწოო : ღმრთის მშობელო ქა\ლწულო :
Line of ed.: 13    
მეოხ გვეყავ ძისა და ღმრთისა : რომელი ჰშევ უთესლოდ : მაცხოვარი სულთა ჩ̃თჲ -:-

Line of ed.: 14    
* Ⴍჳგალობდეთ უფალსა მორწმუნენო : რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა
Line of ed.: 15    
მეწამულსა : ძლევისა გალობითა : რამეთუ დიდებით დიდებულ არს -:-

Line of ed.: 16    
Ⴍჳსხეულთა ბუნებანი შეძრწუნდეს : რაჲჟამს ცათა შემოქმედი შენ უსძლოო მუც\ლად
Line of ed.: 17    
იღე : და შიშით ადიდებდეს : შობასა შენსა გამოუკულეველსა -:-

Line of ed.: 18    
* Ⴍჳფალსა ღმერთსა უგალობდეთ ერნო : მოქმედსა საკჳრველებათასა : ზღუასა მას მეწა\მულსა :
Line of ed.: 19    
რამეთუ დიდებულარს -:- ქალწულსა დედოფალსა რომელმანცა : შემდგომად
Line of ed.: 20    
შობისა დაიცვა : ქალწულებაჲ უბიწოვებით ყოველნი უგალობდეთ -:-

Line of ed.: 21    
* Ⴍჳგალობდეთ უფალსა : რომელმან განიყვანა ერი თჳსი : ზღუასა მას მეწამულსა : მას
Line of ed.: 22    
მხოლოსა რომელიცა დიდებულ არს -:- შენ უქორწინებელო : ღმრთის მშობელო რომელმან
Line of ed.: 23    
გჳშევ სიტყუაჲ : დაუსაბამოი ჴორცითა : უზეშთაესი ბუნებათაჲ გიგალობთ -:-

Line of ed.: 24    
* Ⴑიღრმე მეწამულისაჲ : პირველვე განუპო : ისრაელთა ერსა ქრისტემან : და მას შინა განიყ\ვანნა :
Line of ed.: 25    
ხოლო რაჲჟამს განკაცნა : ყოველთა მოუწოდა და აღუშენა მათ : ეკლესიაჲ მობ\აძავად :
Line of ed.: 26    
ზეცისა ძალთა ამისთჳსცა უგალობთ : მას დაუცხრომელად რამეთუ დიდებულ არს -:-

Line of ed.: 27    
Ⴖირსად და ჭეშმარიტად : შენ მხოლოჲ ქებულხარ : ყოველთა ნათესავთაგან : ვითარცა სთქუ
Line of ed.: 28    
ღმრთისმშობელო : რამეთუ შენ მხოლომან : გჳშევ ღმერთი ჴორცითა : და ქალწულად
Line of ed.: 29    
ეგე : ამისთჳსცა გიგალობთ შენ : ზეცისა ძალთა თანა ძესა შენსა ევედრე : დაუცხრო\მელად
Line of ed.: 30    
ჩუენ მოსავთა შენთათჳს -:-

Type: usx.  
         
ოჳცხონი -:-

Line of ed.: 31    
* Ⴐომელმან დაანთქა : ზღუასა მეწამულსა : მძლავრი ფარაო : და ისრაელსა წარუძ\ღუა
Line of ed.: 32    
ჴმელად : უგალობდეთ : ქრისტესა ღმერთსა : რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე -:-

Line of ed.: 33    
Ⴘენ გნატრის ქალწულო : სიმრავლჱ ენათაჲ : და ღირსად გაქებს : რამეთუ ღმერთი : და\უსაბამოჲ :
Line of ed.: 34    
უშევ კაცთა : ვითარცა კაცი : მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს -:-

Line of ed.: 35    
* Ⴂალობით შევასხმიდეთ ღმერთსა რომელმან ფარავოჲს : მონებისაგან იჴსნა ისრაელი :
Page of ed.: 31   Line of ed.: 1    
და უძღოდა მათ უდაბნოდ : სუეტითა ცეცხლისაჲთა : და ღრუბლით მით ნათლისაჲთა : უ\გალობდეთ
Line of ed.: 2    
მას : რამეთუ დიდებით დიდებულ არს -:- გიხაროდენ ჴსნაო ადამისო : გიხაროდენ
Line of ed.: 3    
ევაჲს : სიქადულო : გიხაროდენ წმიდაო : ღრუბელო ნათლისაო რომლისაგან გამოგჳბრწყინ\და
Line of ed.: 4    
ნათელი დაუღამებელი : ქრისტეჲ ღმერთი : ჩუენი რომელი დიდებულ არს -:-

Line of ed.: 5    
+ Ⴆღ̃ჳსა სიღრმენი : განიპნეს ბრძანებითა : შენითა მჴსნელო : და დადგეს ორკერძო : და იხილნა მზე\მან
Line of ed.: 6    
საუნჯენი თჳსნი : და ერი რჩეული განვიდა : და ძლიერსა ღმერთსა გალობით გიგალობდეს -:-

Line of ed.: 7    
Ⴆეცისა ძალთა : მთავარი ცეცხლის ფერი : გაბრიელ მაღლით : მოივლინა შენდა : უქორწინებელო
Line of ed.: 8    
დედაო ღმრთისაო : და გეტყოდა გიხაროდენ შენ : საყდარო მაღლისაო : უფალი შენთანა -:-

Line of ed.: 9    
* Ⴔარაო მძლავრი : ეტლებითურთ დაანთქა : მეწამულსა მას ზღუასა : ძლიერმან უფალ\მან :
Line of ed.: 10    
რაჲჟამს განვიდა : წყალნი ექმნნეს ქუეყანა : და გზა წრფელ : განსლვად ერისა ის\რაელისა :
Line of ed.: 11    
უგალობდეთ ყოველნი ქრისტესა : რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე -:-

Line of ed.: 12    
Ⴔესუებითა მით : ოქროვანითა შემკულ არს : ტაძარი ღმრთისაჲ წმიდაჲ : უბიწოჲ ქალწული :
Line of ed.: 13    
რომელი ცათა მაღალთა უმაღლესად : იპოვა : და სიტყუაჲ პირველ ჟამთა შობილი : გჳშ\ვა
Line of ed.: 14    
ჴორცითა : ვითარცა კაცი : და ქალწულადვე ეგო სამარადისოდ :

Line of ed.: 15    
+ Ⴆღჳსა ღელვანი : განძჳნებულნი : დააცხრენ ქრისტეჲ : რაჲჟამს მოსეს მიერ : იჴსნენ ისრაელნი :
Line of ed.: 16    
მეგჳპტელთაგან : და აჩუენე მათ : ძალი ღმრთეებისა შენისაჲ : და აქებდეს : სასწაულთა შენთა უფალო -:-

Line of ed.: 17    
Ⴆეცით მოვიდა : სიტყუაჲ უჴორცოჲ : და იშვა შენგან : ჴორცითა უსძლოო : ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳ\ლი :
Line of ed.: 18    
რომლისათჳსცა : ზარგანჴდილ იქმნნეს : ზეცისა უჴორცოთა ძალნი : და აქებდეს : შობასა შენსა ყ̃დ წ̃ო -:-

Line of ed.: 19    
+ Ⴑაღმრთოჲთა ბრძანებითა : და ზეგარდამო შერისხვითა განიპნეს სიღრმენი იგი : საშინელთა
Line of ed.: 20    
უფსკრულთანი : და იხილვა უხილავი ქუეყანაჲ : საუკუნითგან განსასუენებელი წყალ\თაჲ :
Line of ed.: 21    
განვიდა ერი რჩეული ისრაელთაჲ : ფერჴითა დაულტოლველითა ზღუასა მეწამულსა :
Line of ed.: 22    
ხოლო მდევარი ფარავო : დაანთქა ერთურთ : ამისთჳს უგალობთ : ღმერთსა ჩუენსა ძლიერსა
Line of ed.: 23    
და უძლეველსა : რომელიცა დიდებულ არს -:-

Line of ed.: 24    
Ⴂარდამოჴდა შენზედა : მდუმრიად სიტყუაჲ დამბადებელი უქორწინებელო სძალო : დაბადებულ\თა
Line of ed.: 25    
ჴსნისათჳს : და სიმდაბლით დაემკჳდრა შენთანა : ცეცხლი ღმრთეებისაჲ მიუახლებელი : და არაჲ
Line of ed.: 26    
შეწუა საშოჲ შენი უსძლოო : არამედ დაგიცვა უვნებელად უბიწოჲ : და გამოუბრწყინ\და
Line of ed.: 27    
კაცთა : ღმერთი ჴორცშესხმული : ამისთჳს უგალობთ ღმერთსა -:- მხლ̃ჱსა -:-

Line of ed.: 28    
Ⴈხილეთ იხილეთ : რამეთუ მე ვარ ღმერთი მჴსნელი თქუენი : რომელი პირველ საუკუნეთა -:-
Line of ed.: 29    
მამისაგან ვიშევ უდედოდ : და აღსასრულსა ჟამთასა : განვკაცენ ქალწულისაგან : რაჲთა
Line of ed.: 30    
დავჰჴსნა : წყევაჲ პირველი ადამისი : ვითარცა კაცთმოყუარე ვარ -:-

Line of ed.: 31    
Ⴍჳპირატესო შენ : ყოველთა ბუნებათაო მხოლოო : და სრულებაო ყოველთა არსთაო : მიზეზო
Line of ed.: 32    
ყოველთა კეთილთაო : სამგუამოვნებით ცნობილო : მამაო ღმერთო მშობელო : ძეო შობილო : და
Line of ed.: 33    
სულო განმაცხოველებელო გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი -:-

Line of ed.: 34    
Ⴑასწაულად იხილვებოდა : მოსე მსახური ღმრთისაჲ ვინაჲთგან : იხილა ღმერთი უხილავი : რომ\ელსა
Line of ed.: 35    
ერნი ისრაელთანი ვერ შეუძლებდეს თუალთა შედგმად : ხატსა პირისა მისისასა : ვითა\რცა
Page of ed.: 32   Line of ed.: 1    
ნათელსა მზის თუალისასა -:- წესნი ბუნებათანი შესცვალენ : შობისანი მარიამ : ვინაჲ\თგან :
Line of ed.: 2    
სიტყუაჲ სიტყჳთა მუცლად იღე : რომელ არს ღმერთი დაუსაბამოჲ : და კაცთა უშევ ჴო\რცშესხმული :
Line of ed.: 3    
ნათელი ხარ ქრისტეანეთაჲ : და შენ მიერ აღვიარეთ სამებაჲ -:-

Line of ed.: 4    
+ Ⴍჳცებმან ერმან : ცოფმან : ურჩმან და მაცილობელმან : ითხოვნა მოსესგან : ღმრთად ჴელით\ქმნულნი
Line of ed.: 5    
კერპნი : ხოლო მოსე ითხოვა : სასწაული ღმრთისა მაღლისაგან : და განბრწყინდა
Line of ed.: 6    
პირი მისი ვითარცა მზეჲ : და კრებულსა მას : უგუნურთასა ზარ სცემდა : სასწაულად ხილვაჲ მისი -:-

Line of ed.: 7    
Ⴉარავსა მზისა თჳთ მნა : თობისა ბუნებისასა : სოფლისა მფარველსა : ღრუბელსა ბრწყინვალესა
Line of ed.: 8    
ცხოვრებისა საყდარსა : დედასა და ქალწულსა წმიდასა : მშობელსა ნათლისა ღმრთისა სიტყჳ\სასა :
Line of ed.: 9    
დაუცხრომელად : ჩუენ მორწმუნენი შევამკობდეთ : სასოსა და მეოხსა ჩუენსა -:-

Line of ed.: 10    
+ Ⴄჩუენა ღმერთი მოსეს : მთასა ზედა აეროვანსა : უხილავად და მისთანა შჯულსა ზრახვიდა
Line of ed.: 11    
რაჲთა ამცნოს დამარხვად : ერსა უგულისხმოსა : ურჩსა და მახლობელსა -:-

Line of ed.: 12    
Ⴂეჩუენა უბიწოო : გაბრიელ მთავარი უჴორცოთაჲ : და გეტყოდა ყოლად წმიდაო გიხარო\დენ :
Line of ed.: 13    
შენ ღირსო შეიწყნარე : სიტყუაჲ დაუსაბამოჲ : და გჳშევ ღმერთი დაბადებულთაჲ -:-

Line of ed.: 14    
+ Ⴋოსე წინაწარმეტყუელმან : განპყრობითა ჴელთაჲთა : ამალეკი იგი : მტერი უკუნაქცია :
Line of ed.: 15    
ხოლო ქრისტეს ჯუარითა : მორწმუნენი განძლიერდეს -:-

Line of ed.: 16    
Ⴋოგასწავებდა უსძლოო : პირველ ესაია : წინაწარმეტყუელი : ღრუბლად სულმცირედ
Line of ed.: 17    
ღირსო : რამეთუ შეიწყნარე : საშოსა ცუარი ცხოვრებისაჲ -:-

Line of ed.: 18    
+ Ⴋოსე დიდმან : წინაწარმეტყუელმან : იხილა რაჲ ღმერთი უხილავი : განბრწყინდა პირი მისი
Line of ed.: 19    
საღმრთოჲთა ნათლითა უსხეულოჲთა : რომლითა შეძრწუნდეს : ძენი ისრაელისანი : და დაეცნეს მეგჳპტელნი -:-

Line of ed.: 20    
Ⴑიბრძნეჲ ბრძენთა : და მეტყუელთა სიტყუაჲ : მოუძლურდების ქებად შენდა : ყოლად უსძლოო სძალო :
Line of ed.: 21    
რამეთუ სიბრძნე და სიტყუაჲ მამისაჲ : უთესლოდ გჳშევ ჩუენ : და ქალწულადვე დაადგერ :
Line of ed.: 22    
მითხოვე მისგან წყალობაჲ -:-

Line of ed.: 23    
+ Ⴅითარცა წჳმაჲ : გარდამოჴდა : ზეცით სიტყუაჲ ღმრთისაჲ : მდუმრიად საწმისსა ზედა საღმრ\თოსა :
Line of ed.: 24    
საშოსა ქალწულისასა : და ვითარცა ცუარი ცხოვრებისაჲ : ღრუბელმან სულმცირე\მან :
Line of ed.: 25    
შეიწყნარა საიდუმლოდ : რომლითა გუესხურა : მორწმუნეთა მადლი გამოჴსნისაჲ -:-

Line of ed.: 26    
Ⴅითარცა პირველ : ქადაგებდეს : წინაწარმეტყუელნი : დაფარულთა მათ საიდუმლოთა : აღ\ესრულნეს
Line of ed.: 27    
აწ შენ ზედა : ჭეშმარიტად ღმრთისა დედაო : რამეთუ შენ მხოლომან : გჳშევ
Line of ed.: 28    
ჩუენ ღმერთი ჴორცითა : და ქალწულად ეგე : მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს -:-

Line of ed.: 29    
Ⴖრუბლითა მით ნათლისაჲთა ეჩუენა ღმერთი მოსეს : მთასა ზედა სინასა : და ასწავა მას
Line of ed.: 30    
შჯული საღმრთოჲ : და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზეჲ : ხილვითა ღმრთისა უხი\ლავისაჲთა :
Line of ed.: 31    
და კრებულსა მას უღმრთოსა და ცოფსა : ზარსცემდა : საშინელი ხილვაჲ მისი -:-

Line of ed.: 32    
Ⴘორის შენსა დაემკჳდრა : ქალწულო უბიწოო : ცეცხლი იგი ღმრთეებისაჲ : და არაჲ შეწუა
Line of ed.: 33    
საშოჲ შენი : არამედ დაგიცვა უვნებელად ღირსო : ვითარცა მთასა სინასა მაყუალი :
Line of ed.: 34    
რომელი ეგზებოდა მოტყინარედ : და არაჲ : შეიწუებოდა მისგან -:-

Line of ed.: 35    
+ Ⴍჳდაბნოსა მას სიცხისასა : ღრუბელი ნათლისაჲ : აგრილობდა ძეთა ისრაელისათა : და უძღო\და
Page of ed.: 33   Line of ed.: 1    
და მათ სუეტი ცეცხლისაჲ : ხოლო : მოსე შჯულისმდებელი იგი მათი : ბუნებითთა მათ
Line of ed.: 2    
შჯულთა სრბასა დააცადებდა : და უზეშთაესსა მას ბუნებათასა : საიდუმლოსა მისწ\უდებოდა :
Line of ed.: 3    
რამეთუ ღრუბელსა მას : საღმრთოსა ღირს იქმნა შესლვად : და ესმეს უს\მენელნი
Line of ed.: 4    
იგი სიტყუანი : ღმრთისა უხილავისაგან : და მოიხუნა : მცნებანი : საღმრთოჲსა მის შჯულისანი -:-

Line of ed.: 5    
Ⴍჳზეშთაესი ბუნებათაჲ : შესაძრწუნებელი : საიდუმლოჲ იხილა რაჲ მოსე : მაყუალი მო\ტყინარჱ
Line of ed.: 6    
ცეცხლითა : განჰკრთა : ბუნებითა და ვერ იკადრებდა განცდად : ხოლო შენ უ\სძლოო
Line of ed.: 7    
სძალო მაცხოვრისაო : უნივთოჲ შანთი ღმრთეებისაჲ : საშოსა იტჳრთე უთეს\ლოდ :
Line of ed.: 8    
უზეშთაეს ცნობათა : და არაჲ შეიწუ მის მიერ : რამეთუ ცუარი სულისა წმიდისაჲ :
Line of ed.: 9    
გაგრილობდა ზეგარდამო : და გფარვიდა : უსძლოო : დედაო ძისა ღმრთისაო -:-


Next part



This text is part of the TITUS edition of Mikael Modrekili, Hymnography.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.