TITUS
Archil, Life of Teimuraz
Part No. 18
Previous part

Chapter: (18)  
Line: 1  აქა შაჰაბაზისაგან გორს მოსუ̂ლა და მეფეს გიორ\გისთან
Line: 2 
მოციქულობა.






Strophe: 270   Line: 3  270.
Line: 4  Verse: a     მყის-ვე შაჰაბაზ თან მოგვყუ̂ა,   მოვიდა დადგა შიგ გორსა,
Line: 5  Verse: b     მეფეს დაუწყო ელჩს გზავნა,   ნუ შეიხიზნავ შენ გორსა,
Line: 6  Verse: c     რაც გინდა ფიცით აღგითქუ̂ამ,   თუ ჴელთა მომცემ მაგ \/ ორსა,
Line: 8  Verse: d     თუ̂ალ-მარგარიტსაც ესეთსა,   მოედანს ბურთებრ იგორსა.







Strophe: 271   Line: 9  271.
Line: 10  Verse: a     თუ არ მომცემ უსაცილოდ,   მთის-ძირს მოვალ სომანეთსა,
Line: 11  Verse: b     კარგი თურმე არ გნდომია,   მაშ შევებნეთ ერთმანეთსა,
Line: 12  Verse: c     სხუ̂ა რაზმი რომ აქავ იდგეს,   წინა მოვა სავანეთსა,
Line: 13  Verse: d     მანდ-კი ვეღარ დამიდგები,   წაბრძანდები თუ სუ̂ანეთსა.







Strophe: 272   Line: 14  272.
Line: 15  Verse: a     მეფეს ასმოდა მუნ მჯდომსა,   ჭანდარს-ქუ̂ჱშ სდგმოდა \/ სელია,
Line: 17  Verse: b     გაჰკჳრდებოდა ამაზედ,   ელჩი რა მოსასუ̂ლელია,
Line: 18  Verse: c     კაცი გაგზავნა მობრძანდენ,   დადიან გურიელია,
Line: 19  Verse: d     უმათოდ ელჩს არ შევიყრი,   მათცა ჰსცნან რა ყრიელია.







Strophe: 273   Line: 20  273.
Line: 21  Verse: a     მოვიდნენ გეგუთს სამნივე,   მეფენიც მუნვე ჩავედით,
Line: 22  Verse: b     გიორგი-მეფე მაშინღა,   მდიდარი იყო სუ̂ჱ ბედით,
Line: 23  Verse: c     სხუ̂ას მისებრ მჯდომსა ჴელმწიფეს,   ტყუის ვინ აქებს \/ გაბედვით,
Line: 25  Verse: d     ჯავრი კაჟს ჰკრევდა ცეცხლ-ჰყრიდა,   ჩუ̂ჱნ მოგჳდებდა \/ აბედით.







Page: 66   Strophe: 274   Line: 1  274.
Line: 2  Verse: a     მერმე ელჩი მოიყუ̂ანეს,   ჩუ̂ჱნ რამ საქმე ეს მოგჳხდა,
Line: 3  Verse: b     მოახსენა რაც იცოდა,   მას სიტყჳს-თქმა არ მოუხდა,
Line: 4  Verse: c     უბრძანა თუ ვაჟო ჰსთქჳ, მეფეს   აგრე ვინ მოუხდა,
Line: 5  Verse: d     ნუღარ იტყჳ მაგ სიტყუ̂ასა,   ჯავრით გული შემიწუხდა.







Strophe: 275   Line: 6  275.
Line: 7  Verse: a     ვით მოჰხდება ეგე აგრე,   ძმა და შჳლი ადჳლ გავჰსცე,
Line: 8  Verse: b     ლიხს-იქითი საქართუ̂ჱლო,   ავიღო და პირქუ̂ჱ დავსცე,
Line: 9  Verse: c     ჴელ-შეკრული არათუმცა,   ამა ყმასა მე ვითა ვჰსცე,
Line: 10  Verse: d     სმა ლხინი და გახარება,   უამათოდ მე თავსა ვჰსცე.







Strophe: 276   Line: 11  276.
Line: 12  Verse: a     არჩივეს მეფემ დაასკუ̂ნა,   თავის ელჩისა გაგზავნი,
Line: 13  Verse: b     აფხაზთა კათოლიკოსი,   ვინ ანგელოზსა ეგუ̂ანა,
Line: 14  Verse: c     სხუ̂ა აბაშიძე ლევანცა,   თჳთ სიტყჳთ მას შეეგუ̂ანა,
Line: 15  Verse: d     დილა გათენდა ელჩიცა,   მოიხმეს სადა ევანა.







Strophe: 277   Line: 16  277.
Line: 17  Verse: a     აბარებდა მოახსენე,   ჴელმწიფესა მას მაღალსა,
Line: 18  Verse: b     სამართალი მეფეთ ეს არს,   შენახუ̂ჱწს კაცს შეიწყალსა,
Line: 19  Verse: c     თუ რამ ამათ დააშავეს,   ვჰხედავთ თავსა დანაბრალსა,
Line: 20  Verse: d     რისხუ̂ა დიდი გარდაჰხდია,   გეხუ̂ჱწები აწ წამალსა.







Strophe: 278   Line: 21  278.
Line: 22  Verse: a     თჳთ იცით დიდო ჴელმწიფევ,   ჩუ̂ჱნცა კაცნი ვართ სეფენი,
Line: 23  Verse: b     გუ̂არი გუ̂აქუ̂ს დავითიანი,   მას ჰმონდა ყოვლი მეფენი,
Line: 24  Verse: c     აწ უპატიოდ ნუ გაგუ̂ხდით,   ხუ̂ჱწნით ვართ შემომყეფენი,
Line: 25  Verse: d     უბოძე ორთავ თავისი,   უხუ̂ო ჰქმენ სიიეფენი.







Strophe: 279   Line: 26  279.
Line: 27  Verse: a     აწ ეს შეიძღუ̂ჱნ ფეშქაშად,   ხუ̂ჱწნა და მუდარებანი,
Line: 28  Verse: b     შენ ბრძენო კარგად ისმინე,   ეს ჩემი უმეცრებანი,
Line: 29  Verse: c     უხუ̂ად წყალობა მოჰფინე,   ჴმა-ტკბილი ვითა ებანი,
Line: 30  Verse: d     პატივი დამდევ წაბრძანდი,   ამათ ჰქმნან მანდეთ რებანი.







Page: 67   Strophe: 280   Line: 1  280.
Line: 2  Verse: a     დააბარა ესე სიტყუ̂ა,   ფეშქაშიცა გაუგზავნა,
Line: 3  Verse: b     ესე არის ჩემი ხუ̂ჱწნა,   ნუღარ-არის ძალით თხოვა,
Line: 4  Verse: c     სულ არც რბილი შეუთუ̂ალა,   ნება ძალსა დააგუ̂ანა,
Line: 5  Verse: d     ესეც ჰკადრეთ ბოლოს სიტყუ̂ა,   არ იქმნების ძალად შოვნა.







Strophe: 281   Line: 6  281.
Line: 7  Verse: a     მერმე უთხრა კათოლიკოზს,   ვის ეწოდა მალაქია,
Line: 8  Verse: b     მიდი სიტყუ̂ა გაუსინჯე,   ბრძენი ხარ და მალაქია,
Line: 9  Verse: c     ამათს ბაღსა ვარდი დაჰრგე,   მოგესწრების მალაქია,
Line: 10  Verse: d     ჰკადრე თუ-კი არ უბოძებ,   ოხრად გახდეს ქალაქია.







Strophe: 282   Line: 11  282.
Line: 12  Verse: a     რა მივიდა კარგად დახუ̂და,   კათოლიკოზს და ელჩებსა,
Line: 13  Verse: b     აწ უყურეთ მას გრძნეულსა,   ვით მოიხმარს ხალათებსა,
Line: 14  Verse: c     უალერსებს ტკბილად რასმე,   სიტყუ̂ას ეტყჳს საამებსა,
Line: 15  Verse: d     ძალის საქმე გარდასწყჳტა,   ჴელსა მიჰყოფს ილათებსა.







Strophe: 283   Line: 16  283.
Line: 17  Verse: a     მოახსენეს ელჩთა მათი,   და თჳთონ არს ამის მთქმელი,
Line: 18  Verse: b     ლუარსაბის სამდურავსა,   კათოლიკოზო ნუ მელი,
Line: 19  Verse: c     ჩემი არის თეიმურაზ   ძუ̂ჱლათგან-ვე სისხლის-მსმელი,
Line: 20  Verse: d     პაპამ მისმა ქალი მომცა,   რად წამართო რად მყო მელი.







Strophe: 284   Line: 21  284.
Line: 22  Verse: a     რადგან ორნივ აღარ მომცა,   მაშ ლუარსაბს შემარიგოს,
Line: 23  Verse: b     თეიმურაზს ნუ აჰყუ̂ჱბა,   მეფემ ასრე დაარიგოს,
Line: 24  Verse: c     ფიცი მივჰსცე საშინელი,   გრძლად რაც სიტყუ̂ა წაარიგოს,
Line: 25  Verse: d     ქართლიც მივჰსცე სხუ̂ა წყალობაც,   შევანატრო აწ არიგოს.







Strophe: 285   Line: 26  285.
Line: 27  Verse: a     აევსო საჩუქარითა,   ბერი და ერი ორივე,
Line: 28  Verse: b     ჵოი ბოროტო მაცთურო,   სიმართლეს ვითა მორივე,
Line: 29  Verse: c     გული დამგუ̂რიმე საკუ̂დავად,   ლახუ̂არი ესრეთ მორივე,
Line: 30  Verse: d     ამხანაგსა და მოყუ̂არეს,   რათა მყრი, ხნით ვართ სწორივე.







Page: 68   Strophe: 286   Line: 1  286.
Line: 2  Verse: a     ესენი გამოისტუმრა,   და აწ მიიხმო შადიმან,
Line: 3  Verse: b     ბარათა-შჳლი სუფრაჯი,   უბრძანა შიგნით შიდა მან,
Line: 4  Verse: c     მეფე სახელით ახსენა,   ცრემლად ადინა შადიმან,
Line: 5  Verse: d     ეს რა ჰქმნა ჩემმა ლუარსაბ,   აღარ მახსენა შადიმან.







Strophe: 287   Line: 6  287.
Line: 7  Verse: a     უბრძანა მისო გამზრდელო,   რა უყავ ლუარსაბ-ხანო,
Line: 8  Verse: b     რად ააყოლე კახ-მეფეს,   პირუტყუ̂ო დასაზრახანო,
Line: 9  Verse: c     ჩემი სევ გული მისიდა,   ჩემის გულისა საფხანო,
Line: 10  Verse: d     უცებ აგივსებ ცრემლითა,   სამუდმოდ არ ხან-და-ხანო.







Strophe: 288   Line: 11  288.
Line: 12  Verse: a     აწ ამათ წაჰყევ ამ ფიცით,   მაჰმადამც მამითხრიაო,
Line: 13  Verse: b     ღორიმცა მისსა საფლავსა,   ჩამიკლავს ჩამიყრიაო,
Line: 14  Verse: c     ის საჴელმწიფოს წამართმევს,   და ჭკუ̂აზედ გადამრიაო,
Line: 15  Verse: d     სიტყჳთ ეს უთხრა დაწერა,   რაყამში განამრიაო.







Strophe: 289   Line: 16  289.
Line: 17  Verse: a     მალ-მისლუ̂ასა აბარებდა,   სხუ̂ასაც მივჰსცემ ქართლს ვინ \/ უჭერს,
Line: 19  Verse: b     პაპის მისის შჳლის-შჳლი,   აჰყოლია რად ის ჩემს \/ მტერს,
Line: 21  Verse: c     მას არ ახსომს სჳმონ მეფემ,   თუ რა უყო ურუმთა ერს,
Line: 22  Verse: d     არა ჰსჯერა ამ საფიცარს,   იმას მივჰსცემ რას ის და\/ჰსწერს.







Strophe: 290   Line: 24  290.
Line: 25  Verse: a     ერთი ხოჯა მუსაიბი,   შანად ჴმალი მურასობდა,
Line: 26  Verse: b     ამათ-თანვე გამოგზავნა,   ერთმანეთთან ამგზავრობდა,
Line: 27  Verse: c     არა ჰგუ̂ანდა გათავებას,   ბოლოდამ ჰსჩანს რასაობდა,
Line: 28  Verse: d     მანცა წიგნი მიუწერა,   ვინ ყაენსა ბაასობდა.







Page: 69   Strophe: 291   Line: 1  291.
Line: 2  Verse: a     რა ეგონა შადიმანსა,   კაცი თუ ცრემლს ტყუილ დაჰღუ̂რის,
Line: 3  Verse: b     წამოვიდნენ მხიარულნი,   თან სულ იწყეს მათ წინამძღრის,
Line: 4  Verse: c     გარდმოვიდნენ იმერეთსა,   დამგდებელნი ქართლის სამზ\/ღუ̂რის,
Line: 6  Verse: d     ბოლოდამ ჰსცნა ცრემლის წუ̂ჱთა,   ჯავრით თურე მან \/ ამღუ̂რიის.







Strophe: 292   Line: 8  292.
Line: 9  Verse: a     რა მოვიდნენ ეს ბრძანება,   ჩუ̂ჱნ და მეფეს მოგჳტანეს,
Line: 10  Verse: b     ლუარსაბის შეწყნარებას,   სათუა არ დაატანეს,
Line: 11  Verse: c     მას დაჰპირდა და ესეც წასუ̂ლას,   სხუ̂ა სიტყუ̂ა არ გაატანეს,
Line: 12  Verse: d     მეფე უშლის ასე ძალზედ,   მართ ჴელებიც წაატანეს.







Strophe: 293   Line: 13  293.
Line: 14  Verse: a     არ დაიშალა მან წასუ̂ლა,   მეფის თქმით და ჩემის \/ ჭკჳთა,
Line: 16  Verse: b     ამ საფიცარს ვით არ ვენდო,   შეუშინდე ნეტარ ვითა,
Line: 17  Verse: c     ანუ ქართლი აღუ̂აოხრო,   დაჴოცით და მერმე წჳთა,
Line: 18  Verse: d     გჳთხრა წავალ უსაცილოდ,   აბა თქუ̂ჱნ-კი აქა სჳთა.







Strophe: 294   Line: 19  294.
Line: 20  Verse: a     ლუარსაბ მეფეს ადამის,   ერთი არ ჰსჯობდა ნაყოფი,
Line: 21  Verse: b     თუ̂ალად და ტანად უცხო რამ,   მართ მზისა გამონაყოფი,
Line: 22  Verse: c     უხჳ ზნე სრული მამაცი,   ლახუ̂რულებრ მფერთა ნაყოფი,
Line: 23  Verse: d     მაგრამ მას დაჟინებაზედ,   დაედვა მისი სამყოფი.







Strophe: 295   Line: 24  295.
Line: 25  Verse: a     მეფე უშლიდა ამ ამბავს,   ვრცელად თქმა გამოკიდება,
Line: 26  Verse: b     გული განფიცხნა მაშინ ჰყო,   ცეცხლმან ნავთ გამოკიდება,
Line: 27  Verse: c     არ დაიშალა ავად ჰქმნა,   ჩუ̂ჱნგან მან გამოკიდება,
Line: 28  Verse: d     უთხრა ჩემს ჴრმალსა უმისოდ,   აწ ვით გაამოვიდება.







Page: 70   Strophe: 296   Line: 1  296.
Line: 2  Verse: a     რაღაც ვუშუ̂ჱლი ამ ამბავს,   თქმითა რა გულსა უსევდა,
Line: 3  Verse: b     მტერზედან ეხმარებოდა,   მის-წილად თავსა უსევდა,
Line: 4  Verse: c     თჳთ ლევან-დადიანიცა,   წაუსუ̂ლელობას ურჩევდა,
Line: 5  Verse: d     და აძლია და მოყუ̂არობა,   მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.







Strophe: 297   Line: 6  297.
Line: 7  Verse: a     რა ბრალია ბევრს კარგ-შიგან,   მცირე ავი გაერიოს,
Line: 8  Verse: b     ანუ სჯულის სიმტკიცესა,   წუ̂ალება რამ შეერიოს,
Line: 9  Verse: c     ან რიტორებრ ლექსის-მთქმელსა,   ზოგან სიტყუ̂ა აერიოს,
Line: 10  Verse: d     ზუ̂არობა და ამაყობა,   სხუ̂ას სიკეთეს მოერიოს.







Strophe: 298   Line: 11  298.
Line: 12  Verse: a     სიჩქარით კარგად ნაქმნარი,   საქმე არ მოვა ბოლოსა,
Line: 13  Verse: b     ვინც აუჩქარდეს სოფელსა,   აკომლდეს აებოლოსა,
Line: 14  Verse: c     დაჟინებისა მოყუ̂ასი,   დაემხოს დაებოლოსა,
Line: 15  Verse: d     ჰსჯობს ავის საქმის შემცოდეს,   კარგსა არ დაებრკოლოსა.







Strophe: 299   Line: 16  299.
Line: 17  Verse: a     ზოგი სხუ̂ა-რამ იმწჳტინა,   მისგან იყო არ საწყენი,
Line: 18  Verse: b     მეფე გჳჯდა შუაშიგან,   არ-ზეზედ წამონაყენი,
Line: 19  Verse: c     ერთ-ხან ქუდი მოიხადა,   იქმნა ამით მონაწყენი,
Line: 20  Verse: d     თქუ̂ა თუ არის ამხანაგი,   რად შემექმნა ეს ყეენი.







Strophe: 300   Line: 21  300.
Line: 22  Verse: a     მოვახსენე თავის წინა,   არ ჰსჯობს ეგრე გაიზიდო,
Line: 23  Verse: b     თუ სოფელი შენ არ მოგყუ̂ჱს,   შენ გიხმს მის-კენ მიიზიდო,
Line: 24  Verse: c     აქამდის თუ მაღლოოდი,   ახლა ცოტა დაიზიდო,
Line: 25  Verse: d     გულიც გქონდეს ფოლადისა,   ზოგ-ჯერ მშჳლდებრ მოიზიდო.







Strophe: 301   Line: 26  301.
Line: 27  Verse: a     რა მომხდარა მაგისთანა,   სათუოში თავი იგდო,
Line: 28  Verse: b     შენ წახდე და საბოლოოდ,   საზრახისი რამ დაიგდო,
Line: 29  Verse: c     დამიჯერე აგრე გიჯობს,   გულიდამე გარდაიგდო,
Line: 30  Verse: d     ეგ-ზომ მტერნი შენნი მოჰსწყდეს,   ადრე შენ დრო შემო\/იგდო.







Page: 71   Strophe: 302   Line: 1  302.
Line: 2  Verse: a     შახის-შჳლთ და ყიზილბაშთა,   ამბავი თუ შენ არ იცი,
Line: 3  Verse: b     მამისმინე ყუ̂ჱლას გითხრობ,   თუ როგორ ჰსწამსთ ამათ ფიცი,
Line: 4  Verse: c     ძუ̂ჱლად უთქუ̂ამს მათ ანდერძად,   სიტყუ̂ა ესე დამამტკიცი,
Line: 5  Verse: d     რითაც მტერი მოატყუო,   ანუ უზოგავ და მე ვიცი.







Strophe: 303   Line: 6  303.
Line: 7  Verse: a     ამას ბრძანებ თუ არ მივალ,   ქართლ-კახეთებრ წაახდენენ,
Line: 8  Verse: b     შენის მისუ̂ლით რომ წახდების,   თუ არ მიხუ̂ალ არ მაგ\/დენენ,
Line: 10  Verse: c     რას წამს მიხუ̂ალ თან წაგიყუ̂ანს,   თუ̂ალთა ცრემლსა და\/გადენენ,
Line: 12  Verse: d     ქრისტეანეთ მეფეთა წილ,   კუ̂ლა ხანებსა დაადგენენ.







Strophe: 304   Line: 13  304.
Line: 14  Verse: a     თუ შენს მეტი სხუ̂ა პატრონი,   ქართლს რამ უჩნდეს \/ შენიანი,
Line: 16  Verse: b     ანუ ძმა-გყუ̂ჱს ანუ შჳლი,   გიყუ̂აოდეს შენიანი,
Line: 17  Verse: c     არ დაგიშლი მაშინ წადი,   სიტყუ̂ა მჭევრი ენიანი,
Line: 18  Verse: d     არა გყავსრა თავის მეტი,   სოფელია სენიანი.







Strophe: 305   Line: 19  305.
Line: 20  Verse: a     მართ ეგრე-ვე მე გამხადა,   რაცა მყუ̂ანდა ჴელთა მივე,
Line: 21  Verse: b     მაგრამ არად შემიწყნარა,   რა-ზომ მისკენ მივიზივე,
Line: 22  Verse: c     დავრჩომილ-ვართ ორნივ მარტო,   აწ შენც მის-კენ გაი\/წივე,
Line: 24  Verse: d     თუ ეგ კარგად მოგივიდეს,   მემც მოვჰკუ̂დე და შენ-კი \/ მივე.







Strophe: 306   Line: 26  306.
Line: 27  Verse: a     აწ მეფემან დადიანი,   გურიელიც თან იახლა,
Line: 28  Verse: b     მოვიდეს და დაუშალეს,   მის წინ იწყეს თავის-დახლა,
Line: 29  Verse: c     ბევრ-ჯერ უწინც მოგახსენე,   დაგჳჯერე მოდი ახლა,
Line: 30  Verse: d     მუ წახუ̂ალ და მოგჳხმარე,   მან ძუ̂ჱლივე განაახლა.







Page: 72   Strophe: 307   Line: 1  307.
Line: 2  Verse: a     მან მადლი ჰკადრა მეფესა,   წესისაებრ მართებული,
Line: 3  Verse: b     ღმერთმან ადიდოს ვით დიდ-არს,   სუ̂ჱ თქჱნი დოვლა\/თებული,
Line: 5  Verse: c     ვით თქჱნს სიკეთეს შეჰფერობს,   ეგრეთ ხარ ძმაზედ \/ ძმებული,
Line: 7  Verse: d     მაგრამ რაღა ვჰქმნა მას-უკან,   ქართლი ჰყონ ცეცხლ\/მოდებული.







Strophe: 308   Line: 9  308.
Line: 10  Verse: a     კუ̂ლაც უთხრეს ცუდი მიზეზი,    იწყე დაჟინებული,
Line: 11  Verse: b     შენს იქით ქართლსა რას ჴელს-ჰყრი,   რა დარჩე სახლ\/დავსებული,
Line: 13  Verse: c     მიხჳდე მოგკლას ან ტყუ̂ჱ გყოს,   შენ იქმნე დანაღუ̂ლებული,
Line: 14  Verse: d     ნუ წახუ̂ალ ეს ჰსჯობს ჴრმალი ვჰკრათ,   განამოთ ვა\/გლახებული.







Strophe: 309   Line: 16  309.
Line: 17  Verse: a     რას უშუ̂ჱლდა გრძლად სიტყჳს თქმა,   თუ კაცი არ გაიგონებს,
Line: 18  Verse: b     კაცი ბრძენი გონიერი,   ერთის წუ̂რთნითაც შეიგონებს,
Line: 19  Verse: c     დანიჟების ეტლზედ მჯდომი,   მას-ვე მისსა წაიგონებს,
Line: 20  Verse: d     დასჯერდება მისს რჩევასა,   სხუ̂ას აღარას მოიგონებას.







Strophe: 310   Line: 21  310.
Line: 22  Verse: a     დაშლის სიტყუ̂ა არ ისმინა,   ვერ დააპყრეს დგომის ღონე,
Line: 23  Verse: b     წამოვიდა თან გამოჰყუ̂ა,   მეფე მისი წინა-მძღონე,
Line: 24  Verse: c     კუ̂ლავ-ღა ჰკადრეს არ გჳსმინე,   შენის წასლჳთ დაგუ̂აღონე,
Line: 25  Verse: d     რადგან წახუ̂ალ გაემშუ̂ჱნე,   თავი კარგა მოაწონე.







Strophe: 311   Line: 26  311.
Line: 27  Verse: a     გამოგუ̂ჱსალმა წავიდა,   დაგუ̂ყარნა ღჳძლ-დაკოდილნი,
Line: 28  Verse: b     ვინცა გჳჭუ̂რეტდეს იტყოდეს,   ერთად ყოფილან და\/ზრდილნი,
Line: 30  Verse: c     მზე გარდეხარა გორს-სამე,   ქუ̂ჱყანა იქმნეს აჩრდილნი,
Line: 31  Verse: d     ეგრეთ დაბნელდა ჩემთჳს დღე,   ბინდად ჩნდეს დილა სადილნი.







Page: 73   Strophe: 312   Line: 1  312.
Line: 2  Verse: a     მივიდა გორს დგა ყაენი,   შექმნეს თურ შეყრის ცილება,
Line: 3  Verse: b     არ მივეგებოთ ცხენითა,   ვით შევჰქმნათ ცივთა თბილება,
Line: 4  Verse: c     მივეგებოთ და არ ჰხამდეს,   მათ საქმე დაიჩრდილება,
Line: 5  Verse: d     ეს თურმე გამოარჩიეს,   იქეს მათ მათი ზრდილება.







Strophe: 313   Line: 6  313.
Line: 7  Verse: a     დილას შეუსხდეთ სამინდუ̂როთ,   და მიზეზი ნადირობის,
Line: 8  Verse: b     ისრე ცხენზედ შევიყაროთ,   ჯარი შესხდეს ერთ-პირობის,
Line: 9  Verse: c     განით სითმე მოვიყუ̂ანოთ,   ვითამ ზედა მოგუ̂ჱსწრობის,
Line: 10  Verse: d     მიგებებად ჩამოგუ̂ართუ̂ამს,   და სხუ̂ათაცა არა რობის.







Strophe: 314   Line: 11  314.
Line: 12  Verse: a     შეიყარა ამ წესითა,   მიიჩნივა თავის სწორად,
Line: 13  Verse: b     პირუ̂ჱლ ყუ̂ჱლა გაიგონა,   სიტყუ̂ა მისი არ-ჰყო ორად,
Line: 14  Verse: c     მუსიფითა ლხინობდიან,   არ დაისჳს მისგან შორად,
Line: 15  Verse: d     თურმე უნდა სასიკუ̂დილოდ,   დასტურობით არ-თუ ჭორად.







Strophe: 315   Line: 16  315.
Line: 17  Verse: a     დაჰყუ̂ჱს ხანი გორს მცირედი,   ლხინითა და დიდის შუ̂ჱ\/ბით,
Line: 19  Verse: b     მგოსნებით და მუშაითით,   მწუხრი ჰქმნიან გათენებით,
Line: 20  Verse: c     ალერსით და ტკბილის-სიტყჳთ,   ფერობით და პირის\/თნებით,
Line: 22  Verse: d     რაც იამის აამებდის,   ჴელს-უწყობდის მოსუ̂ჱნებით.







Strophe: 316   Line: 23  316.
Line: 24  Verse: a     ვეჭუ̂ თუ თავი შეგაწყინე,   გრძლად სიტყჳსა მოხსე\/ნებით,
Line: 26  Verse: b     აიყარა გორიდამე,   მეფეც მიჰყავს ვითამც ნებით,
Line: 27  Verse: c     აწ შეექმნა მწუხარება,   ბევრ-გზის ჭირი ცხროთ და სნებით,
Line: 28  Verse: d     უთხრა ქალაქს დაგაგდებო,   მტერთა შენთა მოყივნებით.







Page: 74   Strophe: 317   Line: 1  317.
Line: 2  Verse: a     ქალაქითგანც წაიტანა,   ყარაიის სანადიროთ,
Line: 3  Verse: b     უთხრა არმით ვინადიროთ,   მნათობთ წინა თავი ვჰგმიროთ,
Line: 4  Verse: c     რაც ვისროლოთ ჩუ̂ჱნ ორთავე,   კარგ სადავედ მჴეცნი \/ ვჰგმიროთ,
Line: 6  Verse: d     ნუღარ მოვშლით ამ რჩევასა,   ესე ასე დავაპიროთ.







Strophe: 318   Line: 7  318.
Line: 8  Verse: a     აიყარნეს და წავიდეს,   მათ შექმნეს მინდორობანი,
Line: 9  Verse: b     გარს შემოერტყნენ ველებსა,   ნადირთა უწყეს ჰსწრობანი,
Line: 10  Verse: c     თითონ შუაზედ დავარდეს,   სროლით ჰქმნეს მკლავთა \/ შრობანი,
Line: 12  Verse: d     ქალთა ციხითგან აჭუ̂რიტეს,   ვინც ჰქმნის ისრისა სო\/ბანი.







Strophe: 319   Line: 14  319.
Line: 15  Verse: a     მათ მოსუ̂ლოდათ ჯოგი მრავლად,   და ესროლად ქალთა \/ ჭუ̂რეტით,
Line: 17  Verse: b     უცხოდ თურმე მოიწონეს,   შექმნილ-იყუ̂ნენ ცნობა-რეტით,
Line: 18  Verse: c     მიემსგავსა როსტენ მეფეს,   ენადირა როს სპასპეტით,
Line: 19  Verse: d     იმ ერთის დღის მეფის მოკლულს,   დასთუ̂ლიდიან ოც\ზედ \/ კენტით.







Strophe: 320   Line: 21  320.
Line: 22  Verse: a     უბრძანა თუ მეფევ გხედავ,   ნანადირევს კარგს დამაღით,
Line: 23  Verse: b     ამ მინდუ̂რისა შენ შექცევა,   დაგავიწყო ყარაბაღით,
Line: 24  Verse: c     იქამდისცა თან მიახელ,   იქ ვისროლოთ კუ̂ლავ ნასაღით,
Line: 25  Verse: d     რა ეს ესმა ჩემი სიტყუ̂ა,   მოაგონდა გულსა დაღით.







Strophe: 321   Line: 26  321.
Line: 27  Verse: a     წაიყუ̂ანა დაბრუნდება,   აღარ მოხდა გამოშუ̂ჱბით,
Line: 28  Verse: b     აწ აშრაფი მაზანდარა,   უქო ლხინზედ ისხდეს შუ̂ჱბით,
Line: 29  Verse: c     ისიც ნახე ვინადიროთ,   იქ ვისროლოთ კუ̂ლავ დავებით,
Line: 30  Verse: d     ამან სულ-თქუ̂ნა მე არ მინდა,   მაგრამ ვიცი არ მეშუ̂ჱბით.







Page: 75   Strophe: 322   Line: 1  322.
Line: 2  Verse: a     ყარაბაღით ჩუ̂ჱნ წატანა,   გავიგონეთ დასტურობით,
Line: 3  Verse: b     ჰსთქუ̂ა თუ მიკჳრს იმერეთსა,   რა მიჭირდა მე სტუმრობით,
Line: 4  Verse: c     ღმერთმან იცის კარგად მითხრეს,   ზოგთ ჭკუით და ზოგთ \/ მოყუ̂რობით,
Line: 6  Verse: d     მაგრამ რა ვჰქმნა წასულს საქმეს,   ახლა რითღა მოვესწრობით.







Strophe: 323   Line: 7  323.
Line: 8  Verse: a     მიიყუ̂ანა მაზანდარას,   მუნ შეიტყო მან სიკუ̂დილი,
Line: 9  Verse: b     უთხრა თურე თჳსთა ყმათა,   სიკეთითა ვით ვარ ზრდილი,
Line: 10  Verse: c     მომიტირეთ ცოცხალი-ვე,   მერე გიჩნდესთ ჩემი ჩრდილი,
Line: 11  Verse: d     გამიცუდდა ყოვლი კარგი,   და ძალისა მე ქადილი.







Strophe: 324   Line: 12  324.
Line: 13  Verse: a     დაჯდა ყმათა მიუტირეს,   გამზრდელთა და ვინ ჰყუ̂ა \/ ზრდილი,
Line: 15  Verse: b     ყოვლთ ჴელმწიფეთ უმჯობესო,   აღგჳსრულე ჩუ̂ჱნ წა\/დილი,
Line: 17  Verse: c     უბინდოვ და მოწმენდილო,   ვით ჰღამდები ძოღანდილი,
Line: 18  Verse: d     ოდეს მოჰსრენ თათარხანი,   ჴელთ-მახჳლი გქონდა წუ̂დილი.







Strophe: 325   Line: 19  325.
Line: 20  Verse: a     ეტირათ ვით მართებოდათ,   უქეს საქებსა საქები,
Line: 21  Verse: b     მშჳდო მდაბალო მოწყალევ,   კუ̂ლავ ურჩს გალევდა ბაქები,
Line: 22  Verse: c     ვინ შენი მჭუ̂რეტი ეტყოდა,   მჭუ̂რეტთა ნუ მიხუ̂ალ აქები,
Line: 23  Verse: d     ყოვლის სიკეთის უკლებო,   რაღა ვჰსთქუ̂ათ იქი-აქები.







Strophe: 326   Line: 24  326.
Line: 25  Verse: a     ეზიარა გარდასწყჳტა,   სიცოცხლისა მან იმედი,
Line: 26  Verse: b     ემდუროდა დაჟინებას,   დაიწყევლა ჭკუ̂ა და ბედი,
Line: 27  Verse: c     ვინ მირჩივეთ აქ წამოსლუ̂ა,   რა მწუ̂ჱ ავად დაიყბედი,
Line: 28  Verse: d     ყმათ გაჰყარეს მზეც ჩავიდა,   დააჩრდილა აქეთ ბედი.







Page: 76   Strophe: 327   Line: 1  327.
Line: 2  Verse: a     რაცა ჰსწადდა გაათავა,   მტერობისა მან დაასო,
Line: 3  Verse: b     ჴორცი ჩუ̂ჱნი მაძღრივ ჭამა,   და სისხლიცა ხარბადა სო,
Line: 4  Verse: c     მაგრამ ქართლს და კახეთშია,   საპატრონოდ ვერ-ვინ დასო,
Line: 5  Verse: d     ემდუროდეს მას ქალები,   ვინ ნესტან-ჯან მამიდასო.



Page: 77  
Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Life of Teimuraz.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 24.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.