TITUS
Petre Laradze, Dilariani
Part No. 326
Previous part

Subchapter: [16]  
Line of ed.: 23  აქა ზეფირისა მონისა მოსვლა წინაშე დილარ მძლეველისა მისაწვე\ველად
Line of ed.: 24 
საყვარელასა თვისისა თანა, დილარისა წარსვლა და ორ ათ
Line of ed.: 25 
ოთხთა მნათობთა თვის მარგარიტისა კაბათა ძღვნად მიტანა, და
Line of ed.: 26 
ალერსი მუნ დილარისა თვისს ვარდსა თანა.


Line of ed.: 27       ოდეს მონა ზეფირისა მოვიდა წინაშე დილარისა მისა\წვეველად,
Line of ed.: 28    
იგი ლუსკუმა მას მონასა უბოძა და ეგრეთ გაე\მართნენ;
Line of ed.: 29    
ბაღისა კარსა ზეფირ წინა მიეგება, შინა შეუძღვა
Page of ed.: 554   Line of ed.: 1    
და კარნი დაკრძალნა. მივიდნენ მას ადგილსა, სადა ანავსია
Line of ed.: 2    
ჴელმწიფა, ვითა ცასა ზედა მზე შარავანდედ განმრავლებული,
Line of ed.: 3    
ჰბრძანდებოდა, და მოკამკამეთა ვარსკვლავთა სიმრავლე გარ
Line of ed.: 4    
ახლდეს, დილარისაგან ძღვნობილი კაბა ტანსა ემოსა, და ეს\რეთ
Line of ed.: 5    
ჰშვენოდა, რომე შემხედველთა ცნობასა მიჰხდიდა. დი\ლარმან
Line of ed.: 6    
ტახტსა წინა ქუ̂ჱ დამხობით თაყვანი-ჰსცა, იგა უბრ\ყვილონი
Line of ed.: 7    
მნათობნი ზე აღჰსდგნენ და მოესალმნენ. დილარ\მან
Line of ed.: 8    
ტკბილითა უბნობითა მოიკითხნა, და ესრეთ საყვარელ\მან
Line of ed.: 9    
თვისმან მოიწვია ტახტსა ზედა. დილარმან ზრდილობია\ნისა
Line of ed.: 10    
ქცევითა კვლა თაყვანი-ჰსცა, ეგრეთ აღვიდა, ჴელსა აკო\ცა
Line of ed.: 11    
და გვერდსა მოუჯდა. უბრძანა სიყვარულისა თვისისა
Line of ed.: 12    
ცეცხლითა შემწვარსა დილარს, ვითა: "ლომო ჩემო, უზრდე\ლად
Line of ed.: 13    
დავშთი შენისა დიდებულისა ძესა თანა, გარნა, მზემან
Line of ed.: 14    
ჩემმან, არა დავაგდებ არცა ერთსა ყმასა შენსა უჯილდაოდ,
Line of ed.: 15    
და ნუ თუ გულსა შეაკლდესო?" დილარმან თვისისა სამაგა\ლითოსა
Line of ed.: 16    
ენითა მადლობა შეჰკადრა და მოახსენა: "ჴელმწი\ფაო,
Line of ed.: 17    
პატრონი მათი თქვენისა ჩრდილისა მონა არს, და მათ\ზედა
Line of ed.: 18    
ეგე ვითარი ბრძანება რად გმართებსთო?" შემდგომად
Line of ed.: 19    
ჰსთხოვა ვედრებით, რათა მათ მარჯულ და მარცხულ მსხდომ\თა
Line of ed.: 20    
მნათობთა თვის ძღვნისა მირთმევისა ნება ებრძანებინა.
Line of ed.: 21    
მან დია მოხარულითა გულითა ნება ჰსცა. მაშინ აღჰსდგა
Line of ed.: 22    
დილარ და სადა ლუსკუმა იგი ხისა ძირსა დაედვა, თვით
Line of ed.: 23    
მოიღო წინაშე ტახტისა მის, აღმოიღო თვითოჲთა ბოხჩითა
Line of ed.: 24    
და თვითოსა მნათობსა წინაშე მიართვა, და ყოველთავე აკო\ცა,
Line of ed.: 25    
მათ მნათობთა მადლობა მოახსენეს. დილარმან კვლა
Line of ed.: 26    
მადლი გაუმეორა, აღვიდა და თვისსა საწადელსა ადგილსა
Line of ed.: 27    
დაჰსჯდა. უბრძანა ანავსია ჴელმწიფამან მათ მნათობთა თვის\თა
Line of ed.: 28    
დილარისაგან მიტანილთა კაბათა შემოსა; იგ{ი}ნი, ბრძანე\ბისა
Line of ed.: 29    
მორჩილნი, აღჰსდგნენ, მრავალ ფოთლოვანთა კინამოთა
Line of ed.: 30    
ხეთა მოეფარნენ, და შეიმოსეს მარგარიტისა კაბანი, და ეს\რეთ
Line of ed.: 31    
წარმოვიდნენ საწადელითა ჰრხევითა, ვითა გავსილნი მთო\ვარენი,
Line of ed.: 32    
მოჰსდგნენ ტახტისა წინა, ორთავე მათ სატრფოთა
Page of ed.: 555   Line of ed.: 1    
ჴელმწიფეთა თაყვანი-ჰსცეს, მადლობა მოახსენეს და თვისთა\ვე
Line of ed.: 2    
ადგილთა დასხდეს, იწყეს მხიარულება და განთიადადმდე
Line of ed.: 3    
დილარ ბაგეთა თვისთა არღა განაშორებდა თვისსა მას სატრ\ფიალოსა
Line of ed.: 4    
ვარდსა, და განიმხიარულა გული თვისი, მრავალ\თა
Line of ed.: 5    
წელთა მგოდებელი მისთვის, ხოლო ჟამსა განთიადისასა
Line of ed.: 6    
მრავლითა სურვილიანითა ალერსითა გამოესალმა, მოვიდა და
Line of ed.: 7    
თვისსა საწოლსა განისვენა, მრავლითა მხიარულებითა აღვ\სილმან.
Line of ed.: 8    
ოდეს დილარმან გამოიღვიძა, უბრძანა საურმაგ სახ\ლისა
Line of ed.: 9    
უხუცესსა, რათა პური მის მოედნისა კიდესა შეემზადა,
Line of ed.: 10    
პირის პირ სკვითელთა მეფისა ხაყანისა. საურმაგმან ბრძანე\ბული
Line of ed.: 11    
იგი მალიად აღასრულა. მაშინ შეჰკრბნენ ყოველნი
Line of ed.: 12    
მეფენი და დიდებულნი, და განვიდნენ სადა პური განემზადა
Line of ed.: 13    
საურმაგს, განეწყო ყოველივე ტახტნი და სულნი მრავალნი
Line of ed.: 14    
და პურიცა ზედა მათსა მზა ექმნა, დასხდნენ და იწყეს პუ\რობა
Line of ed.: 15    
და იყო საკრავთა ჴმიანობა მრავალი. რა სკვითელთა
Line of ed.: 16    
მეფემან იხილა პურობა იგი დილარისა, მანცა თვისსა კიდე\სა
Line of ed.: 17    
მოედნისა პირად გამართა პურობა, დაჰსჯდა, დაისხნა დი\დებულნი
Line of ed.: 18    
თვისნი, და დაიწყეს მათცა პურობა და მხიარუ\ლებაჲ.
Line of ed.: 19    
ხაყანმან აღავსებინნა ასნი ჭიქანი, უბოძა ასთა ფალა\ვანთა
Line of ed.: 20    
თვისთა, და უბრძანა: "ეგე შესვით, და დღეს მოედანსა
Line of ed.: 21    
ზედა ნავარდი თქვენი არსო." მათ, თაყვანის-მცემელთა მეფისა
Line of ed.: 22    
თვისისათა, შესვეს წვენი იგი ყურძნისა, შეიჭურნენ, შემოვიდ\ნენ
Line of ed.: 23    
საბრძოლველსა ადგილსა, უცეს საყვირთა და შეიქმნა
Line of ed.: 24    
ზარისა დასაცემელი ჴმიანობა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Petre Laradze, Dilariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.