TITUS
Kartuli Samartlis Dzeglebi VI
Part No. 62
Previous part

Text: 62.  
Line of ed.: 7   62. განჩინება ტეტია და ბეჟან ჩუბინიშვილების სასისხლო საქმეზე

Line of ed.: 8  
1799 წ. 29 ივლისი


Line of ed.: 9        ქ. ჩუბინიშვილი ტეტია უჩიოდა თავის ბიძაშვილს
Line of ed.: 10     
ბეჟანს: იმის იმერელი ბიჭი ჩემის ბოსტნის ღობეს გლეჯდაო,
Line of ed.: 11     
ის ბიჭი დავტუქსე და გავაგდეო. გამომიხდა ჩემი ბიძაშვილი ბე\ჟან
Line of ed.: 12     
ერთი ჴმალი მკლავში მცა, ინდაყვი გამაგდებინა და მეორე
Line of ed.: 13     
ჴმალი თავში მცა და ძალიან დამჭრაო. მკლავი დაშავებული
Line of ed.: 14     
მაქვს და თავში ძალიან დაჭრილი ვარო. და ამის გარდა კიდევ
Line of ed.: 15     
ამ შემოდგომაზე ორგან თავი გამიტეხაო.

Line of ed.: 16        
ჩვენ ეს ჩუბინიშვილები ყველანი სამართალში მოვაყვანინეთ
Line of ed.: 17     
და ერთად ვალაპარაკეთ, მოწმე[ე]ბიც მოვთხოვეთ ორსავ მჴარე\სა
Line of ed.: 18     
და ამათი ჩხუბი, როგორც ტეტიამ იჩივლა, იმ ბოსტნის ღობის
Line of ed.: 19     
ფიჩხის აღებაზე მომხდარიყო.

Line of ed.: 20        
ბეჟან მიუგებდა: მართალია, პირველად მაგაზე მოხდა ჩვენი
Line of ed.: 21     
ლაპარაკიო, მაგრამ შენ ცოლი წამომძახე და რძალიო; და იმისმა
Line of ed.: 22     
გაანჩხლებულმა მეც ჴმალი გეცო.

Line of ed.: 23        
ტეტია მიუგებდა: მე არც ცოლი გამილანძღავს შენიო და
Line of ed.: 24     
არც რძალიო. როდესაც შენ მე ჴმალი მეცო ერთი თავში და
Line of ed.: 25     
ერთი მკლავშიო, ჩემი ძმა მოიჭრა და გაანჩხლებულმა ლანძღვა
Line of ed.: 26     
დაგიწყოო.

Line of ed.: 27        
და წაძახება რომ მოწმე[ე]ბისაგან მოვიკითხეთ, ცოლის წა\ძახებას
Line of ed.: 28     
რომ ჩიოდა, ის წაძახება არ არის, რადგანც კაცის სახე\ლი
Line of ed.: 29     
არ დანიშნულა; და ლანძღვა კი არის. ამ გვარს ჩხუბში ერთ\მანეთის
Line of ed.: 30     
ლანძღვა და გინება ბევრი იქნება, მაგრამ წაძახებად არ
Line of ed.: 31     
ჩაიგდება. და რძლისა კი არ უნდა ეთქვა იმ გზითა.

Line of ed.: 32        
ბეჟან რომ ამბობს, რომ ეს გინება და წაძახება ჴლმის ცე\მის
Line of ed.: 33     
უწინ იყოო და ტეტია მიუგებს __ არა, ჩემს დაჭრის უკან იყოო,
Line of ed.: 34     
ეს მოწამე[ე]ბისაგან სწორეთ ვერ გავარჩივეთ. ზოგნი ამბობდნენ
Page of ed.: 138   Line of ed.: 1     
უწინ იყოო და ზოგნი ამბობდნენ უკან იყოო. და ამისი სამართა\ლიც
Line of ed.: 2     
ბოლოს დაიწერება.

Line of ed.: 3        
ტეტიას მკლავი გაუშინჯეთ და დაშავებული აქვს, თავში
Line of ed.: 4     
ჴლმით ჭრილობა გაუზომეთ და ხუთის ქერისა და ნახევრის ზომა
Line of ed.: 5     
გამოვიდა. შემოდგომის თავგატეხილობა გაუზომეთ და ხუთის ქე\რის
Line of ed.: 6     
მარცვლის ზომა გამოვიდა, რომ შეიქმნა ტეტიასი მკლავის
Line of ed.: 7     
დაშავების გარდა ათის ქერისა და ნახევრის ზომა თავის დაჭრი\ლობა
Line of ed.: 8     
და გატეხილობა

Line of ed.: 9        
ეს ჩუბინიანი მესამე აზნაურნი არიან და ამათი მთელი სისხ\ლი
Line of ed.: 10     
არის ორმოცდარვა თუმანი. მკლავის დაშავებისათვის გაუჩნ\დება
Line of ed.: 11     
მესამედი სისხლი, რომ იქნება ორმოცდარვა თუმნის მესა\მედი
Line of ed.: 12     
თექვსმეტი თუმანი __ ივ ამდენი. ერთის ქერის მარცვლის
Line of ed.: 13     
ჭრილობასა და ზომაზე გაუჩნდება რვა მინალთუნი, რომ შეიქ\ნება
Line of ed.: 14     
ათის ქერის მარცვლისა და ნახევრის ჭრილობისა და გატე\ხილობისა
Line of ed.: 15     
რვა თუმანი და ოთხი მინალთუნი __ ჱწ ამდენი.

Line of ed.: 16        
ამაში ბიძინამ ლაპარაკი დაიწყო: ამ ჩემ[მ]ა ძმისწულმა
Line of ed.: 17     
დამჭრა და განაჩენი ჴელთ მიჭირავსო, ხუთი თუმანი უნდა მომ\ცესო
Line of ed.: 18     
და არ მოუციაო.

Line of ed.: 19        
ქაიხოსრო მიუგებდა: ეგ ხომ მომიციაო, მაგდენი აღარა დამ\რჩომილა
Line of ed.: 20     
რაო; მაგრამ შენ და შენმა შვილმა თავი დამამტვრიე\თო,
Line of ed.: 21     
ათის ქერის მარცვლის ზომა გატეხილობა მქონდაო და ამ
Line of ed.: 22     
ბატონიშვილმა შეგვარიგაო და ეს ბატონიშვილის წიგნიცა
Line of ed.: 23     
მაქვ/სო.

Line of ed.: 24        
და ის წიგნიც მოიტანა სამართალში და გვაჩვენა და ასე
Line of ed.: 25     
ეწერა: თუ კიდევ ბიძინამა და ამისმა შვილებმა ქაიხოსრო\ზე
Line of ed.: 26     
დააშავა რამეო, ამისი პასუხიც უნდა გასცესო და ჩვენც ჯა\რიმა
Line of ed.: 27     
უნდა მოგვცესო.

Line of ed.: 28        
ამაზე მეტი დანაშაული რაღა იქნება, შვილი დაუჩეხა ჴმლი\თა.
Line of ed.: 29     
ამ ათის ქერის მარცვლის ზომას გატეხილობაში ქაიხოსროს
Line of ed.: 30     
გაუჩნდა რვა თუმანი __ ამდენი; რომ შეიქნა ქაიხოსროსი და
Line of ed.: 31     
ამის შილის სისხლიც ერთად ჯამი ოცდათორმეტი თუმანი და
Line of ed.: 32     
ოთხი მინალთუნი __ ლგ ამდენი.

Line of ed.: 33        
ბეჟან რომ ჩივის რძალი წამომძახაო და ეს შფოთი და დაჭ\რა
Line of ed.: 34     
ამისთვის მომიხდაო და ტეტია მიუგებს: როდესაც მე დამჭე\რო,
Line of ed.: 35     
მასუკან ჩემი ძმა გამოიჭრა და იმან მე რომ ასე დაჭრილი
Line of ed.: 36     
მნახაო, გაანჩხლებულმა წამოგძახაო.

Line of ed.: 37        
ეს ტეტიამ ფიცით უნდა გაწმინდოს. თუ ასე იფიცა ტეტიამ,
Line of ed.: 38     
რომ: "სანამდინ მე არ დავიჭერ, მანამდინ ბეჟანისათვის არავის
Page of ed.: 139   Line of ed.: 1     
წაეძახოს", ბეჟან ვეღარას შეუა, ამიტომ, რომ ძმა რადგან ისე
Line of ed.: 2     
დაჭრილი ნახა, აღარას დაზოგავდა და ბევრს რასმე იტყოდა. და
Line of ed.: 3     
ეს ოცდათორმეტი თუმანი და ოთხი მინალთუნი მთლად უნდა
Line of ed.: 4     
ბიძინამ და იმისმა შვილმა ქაიხოსროსა და იმის შვილს მისცენ.

Line of ed.: 5        
და თუ ტეტიამ ვერ შეჰფიცა და დაჭრის უწინ წაუძახნია
Line of ed.: 6     
რძალი, ამისთვის თექვსმეტი თუმანი მოგვიჭრია, ამიტომ, რომ
Line of ed.: 7     
ამ შფოთის მიზეზი ის სიტყვა ყოფილა; და იმ დედაკაცის მესა\მედი
Line of ed.: 8     
სისხლი არის. და დანარჩომი თექვსმეტი თუმანი და ოთხი
Line of ed.: 9     
მინალთუნი კი უნდა მისცეს.

Line of ed.: 10        
და თუ ტეტიავ დაიფიცა, როგორც ზემოთ დაგვიწერია იმ
Line of ed.: 11     
გზითა, და ოცდათორმეტი თუმანი და ოთხი მინალთუნი სრულად
Line of ed.: 12     
უნდა მისცენ.

Line of ed.: 13        
ეშიკაღაბაშო ქავთარაშვილო იოთამ! ეს ასე უნდა
Line of ed.: 14     
გაარიგო.

Line of ed.: 15        
[მ]კათათვის კთ, ქორონიკონს უპზ.

Line of ed.: 16        
ქ. თუ ტეტიას ჴელი დაშავებული არ გამოუდგა, იმის ან\გარიშს
Line of ed.: 17     
უკანვე გამოვალთ ასე, რომ: ტეტიას მკლავის დაჭრილობა
Line of ed.: 18     
ათი ქერის მარცვალის ზომა არის; ამისი სისხლი იქნება რვა თუ\მანი.
Line of ed.: 19     
ეს რვა თუმანი კი უნდა მისცეს და რვა თუმანი კი უნდა
Line of ed.: 20     
გამოვიდეთ. და თუ მკლავი სწორეთ დაშავებული გამოუდგა, ეს
Line of ed.: 21     
თექვსმეტი თუმანიც მთლად უნდა მისცეს.

Line of ed.: 22        
ღმრთის მშობლის სასოიანი იულონ დავითიანი.
Manuscript page:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartuli Samartlis Dzeglebi VI.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.3.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.