TITUS
Qaramaniani
Part No. 34
Previous part

Chapter: (34) 
Page of ed.: 222 
Line of ed.: 29  აქა ყარამანისაგან ზღვის კუნძულში წასლვა იმ ზღვიდამ
Line of ed.: 30 
მხეცის გამოსლვა და იმ მხეცის ჭიდილი


Line of ed.: 31       ანყაფუზ ნარამ ყარამანი შეისვა და ორნი დევნი სხვანი მოვიდ\ნენ,
Line of ed.: 32    
სეილან-შაჰა და მუშთარი ბანოც იმათ შეისვეს, ანგურ დევი
Line of ed.: 33    
მართებულის ქცევით წინ გაუძღვათ, ოკიანეს ზღვისაკენ თამაშის
Line of ed.: 34    
საყურებლად გაემართნენ. რა იმ ზღვის ძირში მივიდნენ, რომელიც
Page of ed.: 223  Line of ed.: 1    
ჯაზირაში იყო, მას შინა მყოფნი დევნი მოვიდნენ ანგურთან, ამბა\ვის
Line of ed.: 2    
კითხვა დაიწყეს. ანგურ დევმა ყარამან სააბყირანისაგან აქვანი
Line of ed.: 3    
დევის სიკვდილი და ქუი-ბაბუთის თვისთვის ბოძება უამბო. იმ
Line of ed.: 4    
კუნძულებში მყოფთა დიდებულთა და მცირეთა ყველა წვრილად
Line of ed.: 5    
უამბო. რა მათ ესეთი საკვირველი ამბავი გაიგონეს, გაჰკვირდნენ
Line of ed.: 6    
და დიდსა სიხარულსა მიეცნენ, ამისათვის, რომ იმ წყეულისაგან
Line of ed.: 7    
მრავალ მწუხარებასა იყვნენ.

Line of ed.: 8       
იმჟამად ანყაფუზმა ჯაზირაში მყოფნი დიდნი თუ მცირენი
Line of ed.: 9    
ყველა თან წამოასხა, ყარამანისათვის თაყვანი აცემინა და დაამორ\ჩილა.
Line of ed.: 10    
რა ყარამანმა სრულობით მუნ მყოფნი დაიმონავა, მერმე
Line of ed.: 11    
ქუი-სურხაბისკენ წაბრძანდა. ანყაფუზმა ქუი-სურხაბში მრავალი
Line of ed.: 12    
საკვირველი სანახაობა აჩვენა. იმჟამად ყარამანმა იმ ჯაზირაში
Line of ed.: 13    
ასოცი ისეთი საკვირველი მადანი იპოვა, რომ იმისთანა მადანი
Line of ed.: 14    
არც ერთ ადგილას ენახა და მისთვის დიდსა მხიარულებასა იყო. ყა\რამანმა
Line of ed.: 15    
შეხედა ზღვის საშუალო ალაგს და ერთი მოსული მთა იხი\ლა,
Line of ed.: 16    
რომელიც სიმაღლით ცასა უწვდებოდა. თურმე ქუი-სურხაბი იმ
Line of ed.: 17    
მთას ეწოდებოდა. იმ მთის ნაყოფი ხე თუ მიწა ესრეთ წითელი
Line of ed.: 18    
იყო, რომ ყირმიზით შეღებილს ემსგავსებოდა. რა ყარამანმა იგი
Line of ed.: 19    
იხილა, ათი დღე იმ ალაგს დაჰყო და შეექცა. მეთერთმეტე დღეს
Line of ed.: 20    
ისევ აჰანგის ციხეში მიბრძანდა და მუნ განისვენა. შემდეგ ჯინის\ტნისაკენ
Line of ed.: 21    
წამოსასვლელად მზადება იწყეს და რა მოემზადნენ,
Line of ed.: 22    
ყველანი წამოვიდნენ.

Line of ed.: 23       
რა ყველანი მოემზადნენ წამოსასვლელად, იმჟამად ნახეს, რომ
Line of ed.: 24    
ხარის მსგავსად შექმნილმა თილისმამ იმ გალავნის პირზედ ტრია\ლი
Line of ed.: 25    
დაიწყო. რა ყარამანმა და მუნ მყოფთა დევთა შეხედეს და იგი
Line of ed.: 26    
ეგრეთ იხილეს, მას დღეს მემდეგ შვიდი დღე და ღამე დაუყოვნებ\ლად
Line of ed.: 27    
იტრიალა. მერმე ესრეთ დაიყვირა, რომ იმ მთასა და ალაგს
Line of ed.: 28    
მისი გაუგონებელი არავინ დარჩა. მიბრუნდა და პირი ზღვას შე\აქცია.
Line of ed.: 29    
ანყაფუზ მის თილისმისა ყოველივე მეცნიერი იყო, ზე
Line of ed.: 30    
აღზდგა და საბყარანს მოახსენა: ჰეი, ფალავანო, აბა იმ ზღვისკენ
Line of ed.: 31    
შეიხედე, ნახე, რა ამბავიაო?! რა ყარამანმა ზღვას შეხედა, ნახა,
Line of ed.: 32    
რომ ის ზღვა ისრეთ ადიოდა და ჩადიოდა, რომ ქუი-ბაბუთის
Line of ed.: 33    
მთას სწვდებოდა. მცირეს ხანს უკან ნახეს, რომ ერთი კაცის თავი
Line of ed.: 34    
გამოჩნდა. ორსავე მხარეს თმები გარდაშლოდა და იმის თმებს ერ\თი
Line of ed.: 35    
თვალუწდომი მინდვრისოდენი ალაგი დაეჭირა. ცალის თვალი\დამ
Line of ed.: 36    
მეორეს თვალამდინ ერთი აღაჯი იქმნებოდა. რა ტანი დაუნა\ხეს,
Page of ed.: 224  Line of ed.: 1    
ლომს ემსგავსებოდა და მისს მხარბეჭთა სისრულე მთასა მა\ღალსა
Line of ed.: 2    
ჰგვანდა. წელს ზევით ორმოცდაექვსი ხელი ება და ვეფხვის
Line of ed.: 3    
ტოტებს უგვანდა. თითოს ხელის სიბრტყე თითოს კალოს ოდენი
Line of ed.: 4    
ჰქონდა.

Line of ed.: 5       
რა ფეხი ხმელეთზე გამოდგა, სიმაღლით თავი აჰანგის ციხეს
Line of ed.: 6    
შეუსწორა და ოთხსავე მხარეს მიხედ-მოხედა და ორმოცდაექვსის
Line of ed.: 7    
ხელით ტაში დაუკრა და დიდის კასკასით გაიცინა. მის სიცილზედ
Line of ed.: 8    
და ტაშის კვრისაგან ესეთი ხმა გამოხდა, რომ იგი მთა და ქვეყანა
Line of ed.: 9    
სრულიად შეიძრა. რა იგი კაცი იხილეს და მისი ხმა ესმათ, იმ
Line of ed.: 10    
ალაგს მყოფნი სულ გაიქცნენ. იმ ზღვის კაცმან აჰანგის ციხეს მი\მართა
Line of ed.: 11    
და საცა ყარამან იყო, მას მიატანა, აქვანი დევის ბურჯის
Line of ed.: 12    
წინ. იმჟამად ყარამანიც იმ სასახლის ბანსა იჯდა. მაშინ იმ საში\ნელის
Line of ed.: 13    
კაცის მხილველნი ჯინისტნის ხელმწიფენი და დიდებულნი
Line of ed.: 14    
ყარამანის უკან დაიმალნენ. რა იგი ზღვის კაცი მიახლოვდა, ყარა\მანმა
Line of ed.: 15    
ღვთის სახელი ახსენა და მშვილდ-ისარი მოიმარჯვა. უმალვე
Line of ed.: 16    
სამი ისარი ჰკრა. ესრეთ ძლიერად შესტყორცნა, რომ თუმცა სალსა
Line of ed.: 17    
კლდესა სცემოდა, შიგ გავარდებოდა, მაგრამ მას ვერა ავნო რა.

Line of ed.: 18       
რა იმ ზღვისკაცმა ყარამანისაგან თავისზედ ესე ომი იხილა,
Line of ed.: 19    
განრისხებულმა საცა ყარამან იჯდა, იმ კაცმან იმ სასახლეს მოავ\ლო
Line of ed.: 20    
და იგი სასახლე ესრეთ შესძრა, რომ დაქცევას მცირე უკლდა.
Line of ed.: 21    
იმ თილისმით შექმნილმა ხარმა პირით ცეცხლის ფრქვევა დაიწყო.
Line of ed.: 22    
ის ზღვის კაცი იმას არ შეეპუა, მიიხედა, მოიხედა და ყარამან დაი\ნახა.
Line of ed.: 23    
თავის ორმოცდაექვსის ხელით ტაში დაუკრა და კვალად კას\კასით
Line of ed.: 24    
გაიცინა. ასე რომ ამ ხმაზედ იმ გალავანმა წკრიალი დაიწყო,
Line of ed.: 25    
იგი ზღვის კაცი მივიდა და რამდენიმე თვისი ხელი ყარამანს სარ\ტყელში
Line of ed.: 26    
ჩაუდო და მაგრად დაუჭირა, ესრეთ, რომ მისმა ბრჭყა\ლებმა
Line of ed.: 27    
ჯაჭვი დაუხია და ხორცსაც მცირე არ ავნო. ენება, რომ
Line of ed.: 28    
ყარამანი აღეყვანა და ოკეანეს ზღვაში გარდაეგდო, მაგრამ ძალითა
Line of ed.: 29    
ღვთისითა ვერცა თუ ალაგიდამ შესძრა. რა ჯინისტნის ხალხმა და
Line of ed.: 30    
აჰანგის ციხის მყოფთა დევთა ის მკლავები იხილეს, ყარამანის იმე\დი
Line of ed.: 31    
გარდაიწყვიტეს და რაც შეეძლოთ, შორს იმალებოდნენ. ანყა\ფუზ
Line of ed.: 32    
და ანგურ დევს თუმცა ეშინოდათ იმ ზღვის კაცისაგან, მაგრამ
Line of ed.: 33    
ფალავნობის ნამუსსა ჩავარდნენ და ყარამანთან დადგნენ. სხვანი
Line of ed.: 34    
კი გარდაიხვეწნენ და დაიმალნენ, მაგრამ ამ ორთა თქვეს: რაც უნ\და
Line of ed.: 35    
დაგვემართოს, ვნახოთ, ეს ფალავანი ვითარ შეებმის და რას
Line of ed.: 36    
იქსო?

Page of ed.: 225 
Line of ed.: 1       
იმ ზღვის კაცს ისეთი ჩვეულება ჰქონდა, რომ ხანდისხან ხმე\ლეთზე
Line of ed.: 2    
გამოვიდოდა და უნდოდა, რომ ხმელეთი სულ ერთიანად
Line of ed.: 3    
მოენადირებინა. მაგრამ ის თილისმა, გალავანზედ რომ იყო შექ\ნილი,
Line of ed.: 4    
იგი რამდენსამე დღის წინად შეიტყობდა და ტრიალს
Line of ed.: 5    
დაიწყებდა. მუნ მყოფნი ყველანი დაიმალებოდნენ და რა ხმელეთ\ზე
Line of ed.: 6    
ფეხს გამოდგამდა, რომ სულიერს ვეღარავის ნახავდა, ზღვაშივე
Line of ed.: 7    
ჩავიდოდა.

Line of ed.: 8       
რა იმჟამად ყარამანი მუნ მყოფი იხილა, დიდად გაჰკვირდა და
Line of ed.: 9    
მისი ზღვაში გადაგდება დააპირა. იმ ზღვის კაცმა რომ ვერ შესძ\რა,
Line of ed.: 10    
მეორე ხელიც მოიტანა. რა ყარამანმა ესრე იხილა, მაშინვე
Line of ed.: 11    
ხმალსა ხელი მოივლო, მკლავებსა შემოჰკრა და ორი მკლავი გააგ\დებინა
Line of ed.: 12    
და ის მკლავები მარმარილოს სვეტივით ძირს დაეცა. რა იმ
Line of ed.: 13    
კაცმა ყარამანისა ასეთი ძალა ნახა, ერთი ასეთი შესძახა, რომ მი\სის
Line of ed.: 14    
ხმისაგან ქვეყანა შეიძრა. იქიდამ ახტა და ზღვის საშუალს
Line of ed.: 15    
ჩახლტა და ზღვა ორად გაიყო, ისე, რომ ოკიანეს ზღვის ძირი გა\მოჩნდა.
Line of ed.: 16    
იმ ჩახტომაზედ ღელვა შეიქმნა, ისე, რომ იგი ქვეყანა
Line of ed.: 17    
სრულიად წყლით აღივსო და უცხო საკვირველნი მხეცნი ამ ზღვის
Line of ed.: 18    
ტალღამ გამოყარა და ზღვის სხვა და სხვა საკვირველი ხმები გა\მოვიდა,
Line of ed.: 19    
ასე რომ კაცსა გონებას მოსტაცებდა. იმისთანა საკვირვე\ლება
Line of ed.: 20    
კაცის თვალს არ ენახა. ორმოცი დღე ზღვიდამ გამოსული
Line of ed.: 21    
წყალი იმ ქვეყანაში არ დაშრა. იმ ზღვიდამ ერთი ტირილისა და
Line of ed.: 22    
გლოვის ხმა გამოვიდოდა, რომ მსმენელთ ესრეთ ეგონათ, რომ ასი
Line of ed.: 23    
ათასი კაცი ერთად შეკრებილან და ტირიანო. რა იმ ქვეყნის ხალ\ხმა
Line of ed.: 24    
ყარამანს შემოხედეს, ბასრი ხმალი ხელთა ეჭირა და მისი
Line of ed.: 25    
ხმლის პირისაგან სისხლი წვეთდა და იგი ზღვის კაცი აღარსად ჩან\და
Line of ed.: 26    
და ყარამან ზღვისაკენ ესეთის მრისხანის თვალით იყურებო\და,
Line of ed.: 27    
რომ მისის გულის ძგერა ერთსა აღაჯსა გაიგონებოდა. წინ
Line of ed.: 28    
ორი საშინელი მკლავი ეგდო, მისი თითები თვითო დიდსა მარმა\რილოს
Line of ed.: 29    
სვეტს ემსგავსებოდა. და ყარამან დიდად გაოცებული უყუ\რებდა.
Line of ed.: 30    
შეატყეს, რომ ეს ხელი მის ზღვის კაცისა იქნებაო. წარმოდ\გნენ
Line of ed.: 31    
და ყარამანს თავი დაუკრეს, დალოცეს და ქება შეასხეს, გა\მარჯვება
Line of ed.: 32    
მიულოცეს. ფალავანმა მრავალი მადლობა უბრძანა. მერ\მე
Line of ed.: 33    
დასხდნენ. ყარამანმა ბრძანა: ერთსა თეთრსა მარმარილოს
Line of ed.: 34    
ქვაზედა იმ ზღვის კაცის სახე გამოხატეთო.

Line of ed.: 35       
რა ყარამანმა ესე ბრძანა, მაშინვე ანგურ დევი შეხლტა და
Line of ed.: 36    
ზღვაში ჩახლტა. სამი დღე იმ ზღვაში იმყოფებოდა. მეოთხე დღეს
Page of ed.: 226  Line of ed.: 1    
გამოვიდა და ერთი სამოცდაექვსი ადლიანი მარმარილოს სვეტი
Line of ed.: 2    
გამოიტანა. მასზედ ოცდაცამეტი სტრიქონი რამ დაწერილი იყო,
Line of ed.: 3    
დიდის ცდითა ზღვის პირიდამ აჰანგის ციხეში მიიტანა და ყარამა\ნის
Line of ed.: 4    
წინ დასდვა.

Line of ed.: 5       
რა ყარამანმა გაშინჯა, დიდად გაჰკვირდა. ყარამანმა უბრძანა,
Line of ed.: 6    
ესეთი უცხო რამ საიდამ იშოვნეო? მან მოახსენა: ჰე, სააბყარანო!
Line of ed.: 7    
ზღვის ძირში ორმოცი აღაჯის სიგანე და ორმოცი -- სიგრძისა
Line of ed.: 8    
ერთი ქალაქი ვიპოვნე. მისი ციხე თუ ქალაქი და სასახლე-კოშკები,
Line of ed.: 9    
ყოველივე შენობა მწვანის მარმარილოთი არის ნაშენი. ეს სვეტი
Line of ed.: 10    
ერთს დიდსა სასახლეს წინ იდგა. იმასთან ოთხი სხვა სვეტი დგას.
Line of ed.: 11    
რა ყარამანმა ესე მოისმინა, უბრძანა: ანგურ, იქნება იმისთანა წა\მალი
Line of ed.: 12    
რამე, რომ მეც იქ ჩავიდე და ის ქალაქი ვნახო? ანგურმა მო\ახსენა:
Line of ed.: 13    
ეგ როგორ შეიძლება, რომ ადამიანთ ტომი ზღვაში ჩავიდეს
Line of ed.: 14    
და არა ევნოს რაო?! ყარამანმა მიუგო: თუ ერთს წამალს არ მოი\გონებთ,
Line of ed.: 15    
მე რომ ზღვაში ჩავიდე და ის ქალაქი ვნახო, იმისი ჯავრი
Line of ed.: 16    
მომკლავსო. ამ სიტყვასა ზედა ვინც იქ მყოფნი ჯინნი იყვნენ, ანუ
Line of ed.: 17    
დევნი, ყველანი იქ შეიყარნენ და ყარამანს მძიმედ სალამი მისცეს.
Line of ed.: 18    
ანყაფუზ დევმა ყარამანის ბრძანებული სიტყვა იმათ უამბო და
Line of ed.: 19    
ესეც უთხრა, ესე იგი ყარამან არისო, რომ ყარუნ ხელმწიფის თი\ლისმა
Line of ed.: 20    
და ქეიომარს ხელმწიფის თილისმა გატეხა და თორმეტი
Line of ed.: 21    
პყრობილნი დევნი გამოიყვანა და ქუი-ყამარში ათარ დევი მოკლა,
Line of ed.: 22    
ესე იგი ყარამან სააბყირანი არისო. მერმე აქ მოვიდა, აქვანი დევი
Line of ed.: 23    
მოკლა და ახლა ოკიანეს ზღვაში ჩასვლა მოუნდომებია, ამის წამა\ლი
Line of ed.: 24    
არის რამე თუ არაო, რომ ეს სააბყირანი, ჩავიდეს და უვნებ\ლად
Line of ed.: 25    
იაროსო?

Line of ed.: 26       
რა მათ შეკრებილთა ყარამანის სახე სრულობით გაშინჯეს,
Line of ed.: 27    
ერთმანერთს თვისის ენით ეუბნებოდნენ: ამას წინად მრავალნი
Line of ed.: 28    
სააბყირანები მოვიდნენ, მაგრამ ამისთანა სახის ფალავანი არ გვი\ნახავსო,
Line of ed.: 29    
ეგების მეორედ მოსვლა მოახლოვებულიაო, რომ ამის\თანა
Line of ed.: 30    
სააბყირანი მოგვევლინაო?! შემდეგ მოვიდნენ და ყარამანს
Line of ed.: 31    
ქება შეასხეს. დასხდნენ და ყარამანის ზღვაში ჩასვლას ფიქრობ\დნენ
Line of ed.: 32    
და არჩივეს, ერთი ბროლის სახლი გააკეთეს, მის გარშემო
Line of ed.: 33    
სრულიად ალმასის შუშებით და ბასრის ხანჯლებით შემოჭედეს,
Line of ed.: 34    
რომ მხეცთა ზღვაში არ ევნო რა. ადგილ-ადგილ დევების დასაჭერი
Line of ed.: 35    
ადგილი გაუკეთეს და ყარამანს მოახსენეს. ყარამანი მაშინვე სანახა\ვად
Line of ed.: 36    
წავიდა, მოიწონა და შიგან შევიდა. იგი შიგნიდამ გარეთ ყვე\ლასა
Page of ed.: 227  Line of ed.: 1    
ხედავდა. შემდეგ სამის წლის საზრდო მას სახლში შეზიდეს.
Line of ed.: 2    
ჯინისტნის სულთნები მივიდნენ ყოველნი, ყარამანს გამოესალმნენ,
Line of ed.: 3    
მოახსენეს: ფალავანო! ეს რა ფიქრი იყო, რომ თქვენ იფიქრეთ?
Line of ed.: 4    
ჩვენ ასე უპატრონოდ გვიშვებთ. სხვა სააბყირანებს ეგ არ უფიქ\რიათ
Line of ed.: 5    
და არც არავის მოუნდომებიათ. დიდის ვედრებით წაუსვლე\ლობას
Line of ed.: 6    
ევედრებოდნენ, მაგრამ არ დაიშალა. სეილან-შაჰს უბრძანა:
Line of ed.: 7    
თუ მე ოკიანე ზღვაში მოვკვდე და ვეღარ მოვიდე, თქვენ ბაღი\ირამში
Line of ed.: 8    
მიდით და იქ ჩემთან მოყოლილს ფალავნებს უამბეთ ჩემი
Line of ed.: 9    
ამბავი. მე ერთი სასურველი მყავს, სახელად სარვიხურამან ჰქვიან.
Line of ed.: 10    
იმათ ჩემი ამბავი უამბონ, მერმე შაჰფალ-შაჰს შეეხვეწენით, რომ
Line of ed.: 11    
ისინი ისევ ადამიანთ სამყოფში მიასხან, უშანგ-შაჰის სამსახურში
Line of ed.: 12    
მიაწვიონ და ჩემი ამბავი უშანგისაც მოახსენეთ, ვითარ აჰანგის
Line of ed.: 13    
ციხეში ერთი ბროლის სახლი გააკეთებინა, ზღვაში ჩავიდა და იქ
Line of ed.: 14    
მოკვდაო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.