TITUS
Qaramaniani
Part No. 54
Previous part

Chapter: (54) 
Page of ed.: 324 
Line of ed.: 28  აქა ხოსროვშირისა და გულჩინის შეპყრობა
Line of ed.: 29 
ოჰყალი ჯადოსაგან


Line of ed.: 30       რა უშანგ-შაჰამ ესე იხილა, მისმა სულთქმის კვამლმა სრულიად
Line of ed.: 31    
ჰაერი დააბნელა. რა წყეულმა ოჰყალი ჯადომ დაინახა ჰინდელნი და
Line of ed.: 32    
სინდელნი ამისთანა მდგომარეობაში, რომ სულყველას თვალთაგან
Line of ed.: 33    
სისხლის ცრემლი სდიოდათ და შეწუხებულნი და შეშინებულნი იყვ\ნენ,
Page of ed.: 325  Line of ed.: 1    
ოჰყალი ჯადოს დიდად მოეწონა თავის მანქანები. რა ხოსროვ\შირი
Line of ed.: 2    
დაინახა, ესე სთქვა: დიდად მიკვირს რომ უშანგს ამისთანა
Line of ed.: 3    
ფალავნები საიდგან უშოვნიათ და მეტადრე ამისთანა ვეშაპიო! ხოს\როვშირზედ
Line of ed.: 4    
თქვა, თუ ქვეყანაზედ ხელმწიფობა და სააბყირანობა
Line of ed.: 5    
იყოს, ეს უნდა იყოსო. მერმე გურგენს ჰკითხა: ეს ვინ არისო, რომ
Line of ed.: 6    
ამისთანა ყოფაქცევით მოვაო? მე მგონი, ამას საშინელი ვეშაპიც
Line of ed.: 7    
რომ იყოს, წინ ვერ დაუდგესო. გურგანმა მოახსენა: ჯადოთა ხელ\მწიფეო,
Line of ed.: 8    
ქვეყნის დამქცევი, მოედანზედ ფალავნის ამომწყვეტი, ტახ\ტის
Line of ed.: 9    
დამამტვრეველი, უშანგ-შაჰას ძმისწული შარიბ-შაჰას შვილი სა\ხელოვანი
Line of ed.: 10    
ფალავანი ხოსროვშირ ეგ არისო. რა ესე თქვა, გურგანი
Line of ed.: 11    
მსწრაფლ დაჩუმდა და თავი ქვე ჩამოაგდო. ოჰყალი ჯადომ მისი სა\ხელიც
Line of ed.: 12    
იპოვა, მოსჭრა, შეულოცა და ცეცხლში შეაგდო. რა მისი
Line of ed.: 13    
სახელი ცეცხლში ჩააგდო, მსწრაფლ ხოსროვშირს თვალები დაუბ\ნელდა
Line of ed.: 14    
და თვალთაგან ცნობა დაეფანტა და არ იცოდა, თუ რას იქ\მოდა.
Line of ed.: 15    
მისმა რაშმა დაიწყო სიარული და ოჰყალი ჯადოს წინაშე
Line of ed.: 16    
მიიყვანა. ხოსროვშირი ცხენიდამ გარდმოვარდა და ოჰყალიმ მისი
Line of ed.: 17    
შეკვრა ბრძანა. მსწრაფლ ისიც მაგრა შეჰკრეს.

Line of ed.: 18       
რა გულჩინმა ხოსროვშირი დაჭერილი ნახა, კინაღამ ჭკუიდამ
Line of ed.: 19    
შეიშალა და არ იცოდა, თუ რა ექმნა. მსწრაფლ ხმალს ხელი მოიკრა
Line of ed.: 20    
და იჰყალი ჯადოს მიუხლტა. თვისსა გუნებაში ესე იტყოდა გულ\ჩინი:
Line of ed.: 21    
რადგან ის შეპყრობილი არისო, მაშ მე ჩემი სიცოცხლე რაღად
Line of ed.: 22    
მინდაო? რა ოჰყალი ჯადომ გულჩინი თვისზე სასიკვდილოდ მისუ\ლი
Line of ed.: 23    
ნახა, ოჰყალი ჯადოს მისი და ხოსროვშირის ტრფიალი ადრევა
Line of ed.: 24    
სმენოდა, ჯადოთი შეპყრობა უწინვე განეზრახა, შებერა და შეულო\ცა.
Line of ed.: 25    
შებერვაზედ გულჩინ გველივით მოიკლაკნა, დაეცა, ხმალი ხელი\დამ
Line of ed.: 26    
გააგდო, თვალნი დაუბნელდა. მერმე სურხავ აიარმა მოინდომა
Line of ed.: 27    
ოჰყალის სიკვდილი, მასაც თვალი დაუბრმავა. ოჰყალი ჯადომ მათი
Line of ed.: 28    
შეკვრა ბრძანა და ორნივე მაგრა შეკრეს. ამასობაში კიდეც დაღამდა.
Line of ed.: 29    
ორთავე ლაშქართა გასაყარსა ნაღარასა ჰკრეს და თავ-თავისად
Line of ed.: 30    
წა/ვიდნენ.

Line of ed.: 31       
მაგრამ უშანგ-შაჰ თავპირცემით და მკერდგადახეული წავიდა თა\ვის
Line of ed.: 32    
კარვისაკენ და მეჯლიში შეიქმნა. რა უშანგმა მიიხედა ნახა, რომ
Line of ed.: 33    
ცალი მხარე საფალავნე სკამები ცარიელი არის. თავპირცემით ტირი\ლი
Line of ed.: 34    
დაიწყო. რა იქ მსხდომთა ხელმწიფის ტირილი იხილეს, იმათაც
Line of ed.: 35    
ყოველთა ტირილი იწყეს და დიდად შეწუხდნენ. უნამეტესად შარიბ\შაჰ
Line of ed.: 36    
სწუხდა და სისხლის ცრემლსა აფრქვევდა. რა უშანგ-შაჰასათვის
Page of ed.: 326  Line of ed.: 1    
თავის მამის მუჰლეილან-შაჰას ხმალი შემოერტყა, თორმეტის წლისა
Line of ed.: 2    
ყოფილიყო და ცხენსა შემჯდარიყო და თამაღაჯის ხელმწიფეს შებ\მოდა,
Line of ed.: 3    
ამისთანა განსაცდელს არ შესწრებოდა. ორმოცდასამი წელი\წადი
Line of ed.: 4    
იყო, რომ ამისთანა განსაცდელი არ ენახა. ესენი ამ მწუხარე\ბაში
Line of ed.: 5    
დაუტევოთ და მცირე რამ ოჰყალი ჯადოს და ქეთან-შაჰას ამბა\ვი
Line of ed.: 6    
მოვიხსენოთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.