TITUS
Qaramaniani
Part No. 62
Previous part

Chapter: (62) 
Page of ed.: 367 
Line of ed.: 29  აქა ყარამანისაგან დეშტი-ყიფჩაღის
Line of ed.: 30 
ქალაქში წასვლა


Line of ed.: 31       იმჟამად იხილეს, რომ ჰაერიდამ ლაშქარმა დენა დაიწყო, იმ
Line of ed.: 32    
ალაგს, ჩამოხდნენ, მრავალი უცხო და უცხო კარავნი დადგეს, სალა\ფარდები
Line of ed.: 33    
გასწივეს, ოცდაოთხმა სახელმწიფომ უცხო ფარჩის კარვე\ბი
Line of ed.: 34    
დადგეს და უცხო ფარჩის სალა-ფარდები მოაკერეს, მაგრამ იმ
Page of ed.: 368  Line of ed.: 1    
ქვეყნის კაცთა რომ არა აწყინეს რა, იმაზედ დიდად გაჰკვირდნენ.
Line of ed.: 2    
ყარამანმა საჰმანსა და გარდანქეშანს უბძანა: მიდით, სეფი ბანოს
Line of ed.: 3    
უთხარით, იმ დევთა და ფერიათა ჩვენის ლაშქრისა ნურა ეფიქრებათ
Line of ed.: 4    
რა. მუჰლეილან-შაჰას ამბავიც მოახსენეთო, რომ ხათრიჯამი შე\იქმნასო;
Line of ed.: 5    
ჩვენი ამბავიც უამბეთ, ჩვენ მაგიერადაც მოიკითხეთო. საჰ\მანი
Line of ed.: 6    
და გარდანქეშანი მაშინვე მივიდნენ, იმ ლაშქარში ჩამოხდნენ
Line of ed.: 7    
და ორნივე იმ ლაშქარში შევიდნენ. რა იმ ლაშქარში მყოფთა იხი\ლეს,
Line of ed.: 8    
მოახსენეს დიდებულთა: ერთმან დევმან ერთი ადამიანი მოი\ყვანაო
Line of ed.: 9    
და ლაშქარში უშიშრად შემოვიდნენო, სეფი ბანოს კარს მი\მართესო.
Line of ed.: 10    
რომელმაც კაცმა საჰმანი დაინახეს, დიდად შეშინებულნი
Line of ed.: 11    
დასტა-დასტად იქით და აქეთ გაიქცნენ.

Line of ed.: 12       
რა გარდანქეშანმა მათი გაქცევა ნახა, დაუძახა; დეშტი-ყიფჩა\ღელნო,
Line of ed.: 13    
ნუ გეშინიათო, ჩვენ მტერნი არა ვართო, უშანგ-შაჰას მო\ნანი
Line of ed.: 14    
ვართო, სეფი ბანოსთან მოვალთო, მახარობელი ვართო. ამაზედ
Line of ed.: 15    
დეშტი-ყიფჩაღელნი დიდად გაჰკვირდნენ, ამან დეშტი-ყიფჩაღის ენა
Line of ed.: 16    
რა იცისო? -- ერთმანერთს ეუბნებოდნენ. თვალი დააკვირვეს, კარ\გად
Line of ed.: 17    
გაშინჯეს, იცნეს, რომ ჩაბუქ აიარის შვილი გარდანქეშანი იყო,
Line of ed.: 18    
სეფი ბანოს მოხსენდა, გარდანქეშან თქვენის აიარის შვილი არისო.

Line of ed.: 19       
რა სეფი ბანომ გარდანქეშანის მისვლა შეიტყო, დიდად გამხია\რულდა,
Line of ed.: 20    
გარდანქეშანის მამა ჩაბუქ აიარი იქ ახლდა, მაშინვე ზე ადგა
Line of ed.: 21    
და კარს გამოვიდა, მაგრამ დიდად დაბერებული იყო. ერთი ასეთის
Line of ed.: 22    
სიხარულით და ყოფაქცევით მიეგება თავის შვილსა, მნახავნი დი\დად
Line of ed.: 23    
გაჰკვირდნენ მისსა ესეთსა სიმხნესა. რა გარდანქეშანმა თვისი
Line of ed.: 24    
მამა დაინახა, მოეგება, თაყვანი სცა და ხელსა აკოცა, ჩაბუქ აიარი მო\ეხვია,
Line of ed.: 25    
ორსავ თვალებში აკოცა და ერთმანერთს მანამდინ დიდად
Line of ed.: 26    
ესაყვარლნენ. შემდეგ დეშტი-ყიფჩაღის დიდებულნი და ფალავანნი
Line of ed.: 27    
მოვიდნენ და გარდანქეშანს მიესალმნენ და სეფი ბანოსთან გარდან\ქეშანი
Line of ed.: 28    
შეიყვანეს. ნახა გარდანქეშანმა, რომ სეფი ბანო დიდად მო\ხუცებული
Line of ed.: 29    
იყო და შავით მოსილი. რა გარდანქეშანმა შავით მოსილი
Line of ed.: 30    
იხილა, დიდად გაოცდა და მისი შავით მოსილობა იკითხა და მანაც
Line of ed.: 31    
ბრძანა თვისი შავის ცმის მიზეზი რა არის. გარდანქეშანს უთხრეს,
Line of ed.: 32    
გზაზე ამბავი მოგვეწია, უშანგ-შაჰა ოჰყალი ჯადოს დაუჭერია და
Line of ed.: 33    
ძელზედ დაუკიდნიაო. გარდანქეშანი თავ-პირ-ცემით მივიდა, სეფი
Line of ed.: 34    
ბანოს კალთასა აკოცა და სეფი ბანომ გარდანქეშანი ტკბილად მოი\კითხა
Line of ed.: 35    
და უბრძანა: საკვირველს განსაცდელს და უბედურებას შევეს\წარით.
Line of ed.: 36    
გზაზე რომ მოვდიოდით, იმ მიმავლობაში არდევან-შაჰა და
Page of ed.: 369  Line of ed.: 1    
მუჰლეილან-შაჰა ერთმან შავმან ღრუბელმან მოიტაცა. გარდანქე\შანმა
Line of ed.: 2    
სიტყვის თქმა აღარ დააცალა და მოახსენა: ყოველთა ბანოვან\თა
Line of ed.: 3    
დედოფალო, ნუ სწუხარ, ისინი ამ ცოტას ხანში მოვლენო, -- და
Line of ed.: 4    
იმათი ამბავი ყოველივე მოახსენა.

Line of ed.: 5       
ეს სიტყვა რომ დაასრულა, ნახეს, რომ ჰაერიდამ ოცდაოთხი ხელ\მწიფე
Line of ed.: 6    
ოცდაოთხის ტახტით სეფი-ბანოსას ჩამოხდნენ. იმ ლაშქარში
Line of ed.: 7    
ვინცა ვინ ბანოვანნი იყვნენ, შევიდნენ, სეფი ბანოს თავი დაუკრეს.
Line of ed.: 8    
ზე აღზდგა და სეფი ბანო წინ მოეგება, დილაფრუზს საყვარლად
Line of ed.: 9    
მიესალმა და სხვანი ბანოვანნი მდაბლად მოიკითხა და თავის ალაგს
Line of ed.: 10    
დასხდნენ. რა იმჟამად ხოსროვშირი დაინახა, მეტის სიხარულისაგან
Line of ed.: 11    
უცნობო შეიქმნა. ხოსროვშირ მივიდა და ხელსა აკოცა, სეფი ბანო
Line of ed.: 12    
გარდაეხვია და დიდხანს გარდახვეულნი იყვნენ და სიამოვნებისაგან
Line of ed.: 13    
სეფი ბანომ მრავალი იტირა, შემდეგ ყათრან, ბარამ ჯიბილ შევიდ\ნენ,
Line of ed.: 14    
სეფი-ბანოს თაყვანი სცეს. შემდეგ არდაშირ-შაჰა, მუჰლეილან
Line of ed.: 15    
შაჰა შევიდნენ, იმათთან ყარამანი, რაჰინდი, ბაჰმან-შაჰა და ზოაქ
Line of ed.: 16    
ნოვჯუზანი, ბაჰმან ასფარელი, ზორაბ სისტანი, ამას გარდა ოცდა\ოთხი
Line of ed.: 17    
დევთა და ფერიათა ხელმწიფენი შევიდნენ და თაყვანი სცეს.

Line of ed.: 18       
რა სეფი ბანომ ესე ოდენი უცხო ქვეყნის ხელმწიფენი ნახა და
Line of ed.: 19    
უცხო და უცხო სანახავნი, დიდად შეშინდა და გაოცებულმან ყურე\ბა
Line of ed.: 20    
დაუწყო. რა ყარამანს შეხედა, დიდხანს მის გულოვნობას თვალი
Line of ed.: 21    
ვერ მოაშორა. ხოსროვშირ მივიდა, და ყარამანი აცნობა. სეფი ბანო
Line of ed.: 22    
მაშინვე ზე აღსდგა და ტახტს წინ წარმოუდგა. ყარამანიც სწრაფად
Line of ed.: 23    
წინ წადგა ტახტს წინ თავი დაუკრა. სეფი ბანო მოეხვია და ყარამანი
Line of ed.: 24    
მდაბლად მოიკითხა და სხვანი იქ მყოფნი ფალავანნიც, ყველანი
Line of ed.: 25    
თვითეულად მოიკითხა. შემდეგ ბრძანა: საფალავნო მურასა ტახტები
Line of ed.: 26    
მარჯვნივ და მარცხნივ დადგითო, მივიდნენ და ყველანი თავ-თავის
Line of ed.: 27    
ადგილს დასხდნენ. სხვებიც მოიკითხა და მათაც მადლობა მოახსენეს.
Line of ed.: 28    
შემდეგ ბძანა სუფრის მოღება და მეჯლიში გაიმართა, რაგვარადაც
Line of ed.: 29    
მათ შეეფერებოდათ, მცირეს ხანს შეექცნენ. შემდეგ ყარამანმა
Line of ed.: 30    
უშანგ-შაჰის ამბავი იკითხა. რაც უშანგ-შაჰას ოჰყალი ჯადოსაგან
Line of ed.: 31    
განსაცდელი მისდგომოდა, სრულებით მოახსენა. რა ყარამანმა იგი
Line of ed.: 32    
ამბავი მოისმინა, მთვრალს ვეშაპსავით არ იცოდა, რას იქმოდა,
Line of ed.: 33    
მარჯვნივ და მარცხნივ მიმოიხედვიდა, უეცრად ერთი ასეთი დაიყვი\რა,
Line of ed.: 34    
რომ, თორმეტს აღაჯს ოთხსავე მხრის მიწამ რყევა შექმნა, თვა\ლები
Line of ed.: 35    
მეტის მრისხანებით ცეცხლის მსგავსად შეეცვალა და ამ ხმაზე\დან
Line of ed.: 36    
დევნი და ფერონი და ადამიანნი ერთმანერთს ეცნენ და და უც\ნობო
Page of ed.: 370  Line of ed.: 1    
შეიქმნენ. რა გონებას მოეგნენ, შეხედეს ყარამანს. ასეთი გან\რისხებული
Line of ed.: 2    
იყო და ასეთი მრისხანე სახე დაედებოდა, რომ თუმცა
Line of ed.: 3    
შვიდთავიან ვეშაპს შეეხედა, იმჟამად ყარამანის ყურებას ისიც ვერ
Line of ed.: 4    
გაუძლებდა, შიშით გული გაუსქდებოდა. სეფი ბანო ამ ხმაზე უცნო\ბო
Line of ed.: 5    
შექმნილიყო და გონებასა მოეგო. ყარამანის ესეთს ძალას, სიმ\ხნეს
Line of ed.: 6    
და ხმას დიდად გაჰკვირებულიყო და არავის ძალედვა მრისხა\ნების
Line of ed.: 7    
დროს ყარამანისათვის სიტყვა მოეხსენებინა ან ავი და ან
Line of ed.: 8    
კარგი.

Line of ed.: 9       
მცირეს ხანს ყარამანი მრისხანებისაგან დასცხრა, მობრუნდა და
Line of ed.: 10    
ფალავანთა გულმტკივნეულად უბრძანა: ეს ამბავი რად დამიმალეთ
Line of ed.: 11    
აქამდინაო და არ შემატყობინოთო? მაშინ მოწიწებით მოახსენეს:
Line of ed.: 12    
ფალავანო, იმისთანა ქვეყანაში ვიყავით, რომ ამისთანა ამბის მოხსე\ნება
Line of ed.: 13    
არა სჯობდა და ვერც გაგიბედეთო. ყარამანმა მწუხარების
Line of ed.: 14    
ხმით უბრძანა: დიდებულნო, ფალავანნო! დღეის იქით ჩვენგან მეჯ\ლისში
Line of ed.: 15    
ჯდომა და სმა და ლხინი ჩვენთვის მწუხარება არისო, ვიდ\რემდის
Line of ed.: 16    
ოჰყალი ჯადოს და ყარამიჯინს, უშანგ-შაჰასთვის რაც უქმ\ნიათ,
Line of ed.: 17    
მაგიერი არ გარდაუხადოთო. მანამდის ჯავშანი და ჯაჭვი არ
Line of ed.: 18    
გავიხადოთო და არც ზოსტერი შემოვიხსნათო და აღარც დღე მო\ვისვენოთ
Line of ed.: 19    
და აღარც ღამეო.

Line of ed.: 20       
ესე თქვა და მაშინვე რაჰინდ-შაჰას ტახტი მუჰლეილ-შაჰას მია\ბარა
Line of ed.: 21    
და თვისი სპასალარობა და ჯარის გამგეობა ყათრანს მიანდო,
Line of ed.: 22    
ჰალალ შვიდთავიანი დევი ამათ ქეშიკად დაუდგინა და დაარიგა და
Line of ed.: 23    
უბრძანა: ამათ კარგად ემსახურეო, თუ ამათში წახდა რამეო, ვეღარ
Line of ed.: 24    
მომრჩებიო, ესრეთ განაწესა ყველანი და უბრძანა: თქვენც ხვალ
Line of ed.: 25    
აიყარენითო და უკან გამომიდექითო. რადი ნარას უბრძანა: ჩემი
Line of ed.: 26    
ექვსფეხოვანი საჯდომი შენ შეისვიო. ანყაფუზ ნარას უბრძანა: შენ
Line of ed.: 27    
ჩემი საომარი იარაღის ზანდუკიო. საჰმან ადამიზადს უბრძანა: შენ მე
Line of ed.: 28    
შემისვიო. ჩემო მეგობარნო და ჩემო საყვარელნო ძმანო, რა შეძლე\ბაც
Line of ed.: 29    
გქონდეთ, ეცადენით, რომ დღესა და ამაღამ ინდოეთის ქვეყანა\ში
Line of ed.: 30    
უშანგაბადის ციხეში მიმიყვანოთო!



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.