TITUS
Qaramaniani
Part No. 76
Previous part

Chapter: (76) 
Page of ed.: 562 
Line of ed.: 17  აქა ყარამანისა და ნარიმანის ამბავი


Line of ed.: 18       დღესა ერთსა ყარამან სანადიროდ წაბრძანდა. იმ ნადირობაში
Line of ed.: 19    
ერთმან აიარმან ნარიმანის სარვიხურამანისაგან მალვით გაპარება
Line of ed.: 20    
და ყარამანია-ქალაქში ყოფნა სულ საიდუმლოდ უამბო და მოახ\სენა
Line of ed.: 21    
ყარამანსა. რა ესე ამბავი მოისმინა, ყარამანს ასრე ეწყინა,
Line of ed.: 22    
რომ ცეცხლივით აენთო. მაშინვე სადავე დაიბრუნა და შინ მოვიდა.
Line of ed.: 23    
განრისხებულმან სარვიხურამანს შემოუძახა და უთხრა: ჰე, შენ
Line of ed.: 24    
დედაკაცებში უგუნურო! ეს რა საქმე იყო, რომ შენ მე მიყავ? ყო\ველს
Line of ed.: 25    
ქვეყანაზე წიგნები მიმაწერინე, რომ ნარიმან დავკარგე\მეთქი
Line of ed.: 26    
და შენ დამიმალე და ქვეყანაში შემარცხვინეო?

Line of ed.: 27       
რა სარვიხურამანმა ყარამან ესრეთ განრისხებული ნახა, მივიდა,
Line of ed.: 28    
ფერხს წინ მიწას დაემხო და მოახსენა: ჩემი შეცოდება მაპატიე, მე
Line of ed.: 29    
მეშინოდა შენგან იმისის სიკვდილისა და ამისთვის დავმალეო. რო\გორც
Line of ed.: 30    
შენი ნება იყოს, ისე აღსრულდეს, მაგრამ ამას კი ნუ მიზამ,
Line of ed.: 31    
რომ ნარიმან სასიკვდილოდ გამოგემეტებინოსო! გთხოვ ვედრებით,
Line of ed.: 32    
რომ უწინ მე მომკლა და ამისი სიკვდილი არ გამაგონოო! ამა საქ\მესა
Line of ed.: 33    
დიდად ეაჯებოდა.

Page of ed.: 563 
Line of ed.: 1       
რა ყარამანმა სარვიხურამანისაგან ესრეთი სიმდაბლე და მორჩი\ლება
Line of ed.: 2    
იხილა, რომ დაჩოქებული და ქედდადრეკილი ევედრებოდა
Line of ed.: 3    
და მუხლთა ეხვეოდა, ყარამანს მისი სიმდაბლე დიდად მოეწონა და
Line of ed.: 4    
თავის გულში სთქვა: ვმადლობ ღმერთსა, რომ ამისთანა ცოლი შე\მეყარაო.
Line of ed.: 5    
სარვიხურამანს ხმა აღარ გასცა. საჩქაროდ თავდაღუნული
Line of ed.: 6    
შინ შებრუნდა და ტახტზე დაბრძანდა და შეექცეოდა.

Line of ed.: 7       
იმჟამად ვეზირი იახლა და მოახსენა: ყოვლიბაშ შირჟიანი გე\თხოვებათ,
Line of ed.: 8    
შინათკენ მიდისო. ყარამანმა ყოვლიბაშს მრავალი ფეშ\ქაშები
Line of ed.: 9    
უბოძა და მის მამასაც მრავალი გაუგზავნა და გაისტუმრა.
Line of ed.: 10    
რა ამ საქმისაგან მოიცალა, მაშინვე სამან ადამიზადს უთხრა: ახლა\ვე
Line of ed.: 11    
მსწრაფლად წადი და თათულ ინდს უთხარ, ჩემი შვილი ნარიმან
Line of ed.: 12    
აქ მომგვაროსო. საჩქაროდ მივიდა და რაც ბრძანება ჰქონდა, გამო\უცხადა
Line of ed.: 13    
თათულ ინდსა. რა სამანისაგან ესრეთ მოისმინა, მივიდა და
Line of ed.: 14    
ნარიმანს მოახსენა. რა ნარიმანმა თავისის მამის ბრძანება მოისმინა,
Line of ed.: 15    
მცირე ხანს დაფიქრდა და უთხრა: ფალავანო, მე მამაჩემს ვერა ვნა\ხავ
Line of ed.: 16    
და არც წამოვალ. მე ბიძაჩემის ყოვლიბაშ შირჟიანთან წავალ
Line of ed.: 17    
დასავლეთის ქვეყანაში, იმასთან ვიქნები ცოტას ხანს და ვნახოთ,
Line of ed.: 18    
სოფლის საქმე როგორ მოხდებაო.

Line of ed.: 19       
თათულ ინდმა რა ყმაწვილისაგან ესრეთი უარი შეიტყო, დიდად
Line of ed.: 20    
შეწუხდა და ცდილობდა, რომ არ გაეშვა. მაგრამ იმჟამად ნარიმან
Line of ed.: 21    
ათჩვიდმეტისა წლისა იყო და იმის მიზეზით დაბრუნება ვერ შეიძ\ლო
Line of ed.: 22    
იმისი. მერე მივიდა და სამანს შესჩივლა: მიშველე რამე, ვერ
Line of ed.: 23    
დავაჯერე, არ მომდევსო. რა სამანმა ესრეთ მოისმინა, გაჰყვა მას
Line of ed.: 24    
და ორნივე ნარიმანთან შევიდნენ. სამან დიახ მრისხანეს სახით ეჩვე\ნა;
Line of ed.: 25    
იარაღით შეჭურვილი იყო და მძიმე გურზი ხელთა ეპყრა. რა
Line of ed.: 26    
ნარიმანმა შემოხედა, იგიცა შეკრთა და საჩქაროდ ისევ გული
Line of ed.: 27    
გაი/მაგრა.

Line of ed.: 28       
სამანმა ძლიერ მრისხანედშემოსძახა:

Line of ed.: 29       
ჰეი, ნარიმან, მამაშენი გიბრძანებს, ეხლავ ადექ და საჩქაროთ
Line of ed.: 30    
იახელო! ნარიმან მსწრაფლად ფეხზე წამოდგა, ბასრსა ხანჯალსა
Line of ed.: 31    
ხელი მიჰყო და სამანს გულმესისხლედ მოუხდა და რომ უნდა დაე\ცა
Line of ed.: 32    
გულზედ, ამ დროს სამან უჩინო შეიქმნა. რა ნარიმანმა სამან
Line of ed.: 33    
ვეღარ იხილა, მობრუნდა და თავის ლალას თათულ ინდს უთხრა:
Line of ed.: 34    
ჰე, შე წყეულო, შენ მე ახლა დევები მომისივეო! ესე უთხრა და
Line of ed.: 35    
ერთი ასეთი ხანჯალი დასცა გულში, რომ ბეჭებში გავლო და
Line of ed.: 36    
მსწრაფლად მოკვდა.

Page of ed.: 564 
Line of ed.: 1       
რა იქ მყოფთა ესრეთ იხილეს, დიდსა მწუხარებას მიეცნენ
Line of ed.: 2    
და ესრეთ სტიროდნენ: ვაი ჩვენი ბრალი, რიმ ამისთანა უსამართ\ლო
Line of ed.: 3    
სისხლისმღვრელი მემკვიდრე გვრჩებაო! რა სამანმა ესე საქმე
Line of ed.: 4    
ესრეთ იხილა, საჩქაროდ წავიდა და ყარამანს მოახსენა ყველა, რო\გორც
Line of ed.: 5    
მომხდარიყო. რა რომ ყარამანმა თათულ ინდის სიკვდილი
Line of ed.: 6    
შეიტყო, ესრეთ განრისხდა, რომ მეხსავით მჭეხა შექნა, საჩქაროდ
Line of ed.: 7    
ორმოცი ათასი ლაშქარით ცხენსა შეჯდა და ყარამანია-ქალაქისაკენ
Line of ed.: 8    
წავიდა, რამდენსამე დღეს უკან მიბრძანდა და იმ ყარამანიას სიახ\ლოვეს
Line of ed.: 9    
ჩამოხდა. ესე ნარიმანს მოხსენდა, რომ მამაშენი ორმოცი
Line of ed.: 10    
ათასის ლაშქრით შენზედ მოდის და თათულ ინდის სიკვდილი\სათვის
Line of ed.: 11    
შენზედ დიდად განრისხებული არისო.

Line of ed.: 12       
რა ნარიმანმა ესრეთ მოისმინა, თხუთმეტი კაცი გაგზავნა და იმა
Line of ed.: 13    
ციხის ბურჯი დააკეტინა. მერე რამდენიმე ათასი შინაყმანი და
Line of ed.: 14    
ყულები საომრად მოამზადა. ყარამანს ამბავი მიუტანეს, რომ შენი
Line of ed.: 15    
შვილი უკუგიდგა და ციხე გაამაგრაო. დიდად განრისხდა და ბრძა\ნა:
Line of ed.: 16    
ორმოცი ათასი ლაშქარი დაემზადოს და ციხეს შემოადექით!
Line of ed.: 17    
ასე განრისხდა, რომ ცეცხლსავით ენთებოდა და თვალებს მრისხა\ნეს
Line of ed.: 18    
ვეშაპივით აპრიალებდა. დასტა-დასტა დაეწყო და მერმე ყა\რამანც
Line of ed.: 19    
საომარის ჰიარაღით თიღი ყამყამით შეიჭურვა და თავის
Line of ed.: 20    
შეშფაიბარსა შეჯდა და იგი ქალაქის კარსა მიუხდა და ერთი ასეთი
Line of ed.: 21    
საშინელი ხმით შესძახა, რომელ მან ციხე-ქალაქმან რყევა დაიწყო.
Line of ed.: 22    
იგი ხმა თორმეტს აღაჯზედ გაეგონათ მოგზაურთა და იმა ხმით გა\მოელაპარაკა:
Line of ed.: 23    
ჰაი, შე ავო თესლო და ავის გვარისა, შე უმსგავსო!
Line of ed.: 24    
ეხლავე საჩქაროდ კარი გამიღე, თორემ შენ იცი! შენ ნუ გგონია,
Line of ed.: 25    
რომ მე ეს ციხე ვერ ავიღო. ამ ციხეს სამს დღეზე ავიღებ და
Line of ed.: 26    
ღვთის მადლმა, ასეთს საქმეს გიზამ, რომ არავის არ დამართოდესო!

Line of ed.: 27       
რა ნარიმანმა მოედანზე ესე საშინელი ხმა გაიგონა და თავისი
Line of ed.: 28    
მამაც იხილა საომარის იარაღით შეჭურვილი, დიდად შეშინდა და
Line of ed.: 29    
შეწუხდა და არც თავისი მამა ყარამან ენახა და არც იცოდა, თუ
Line of ed.: 30    
ვითარი ძლიერი ფალავანი იყო, მაგრამ თავისის თავის სიკვდილის
Line of ed.: 31    
შიშისაგან ნაილაჯობით ისევ სიკვდილს მისცა თავისი თავი და ეს-.
Line of ed.: 32    
რეთ დაუძახა: მამაჩემო, მტრის სიტყვას ნუ აჰყოლიხარ, ჩემს და\ვაზედ
Line of ed.: 33    
ხელი აიღე, თორემ ჩემგან ბევრს ზიანს ნახავ და სარგებელს
Line of ed.: 34    
ვერაო. ასი ათასი შენისთანა რომ მოვიდეს, ამ ციხეს ერთს ქვასაც
Line of ed.: 35    
ვერ გამოაძრობს და შენ მარტო სამს დღეზე როგორ აიღებო.

Line of ed.: 36       
რა ყარამანმან ესე გაიგონა, მცირეს ხანს დაფიქრდა და მერე
Page of ed.: 565  Line of ed.: 1    
ჯარს უბრძანა: ციხეს შემოეცალენით! ჯერ წავიდეთ, ჩამოვხდეთ
Line of ed.: 2    
და მერე, როგორც ღვთის ნება იყოს, ისე იქნასო. წავიდნენ და
Line of ed.: 3    
მოშორებით ერთს მხარესა ჩამოხდნენ. ყარამანი დიდსა საფიქრე\ბელში
Line of ed.: 4    
ჩავარდა და თქვა: ამისთანა ციხე ჩემის თავის ჭირად რად
Line of ed.: 5    
გავაკეთე, რომ ვინც უკუმიდგება, ამა ციხეს გაამაგრებს და აღება
Line of ed.: 6    
არ შეიძლებაო. იმ ღამეს სულ ამა ფიქრში იყო. რა დილა გათენ\და,
Line of ed.: 7    
ნარიმან საქურდალის კარიდამ სამოცდაათის ფალავანით იარა\ღით
Line of ed.: 8    
საომრად შეჭურვილი, იმა ლაშქრისაკენ წავიდნენ და ყარამა\ნის
Line of ed.: 9    
პირდაპირ მივიდნენ და დადგნენ.

Line of ed.: 10       
რა ყარამანმა ესრეთ იხილა, რომ ნარიმან საომრად გამოსულა,
Line of ed.: 11    
საჩქაროდ ყარამანც მოედანზე გამოვიდა. რა პირდაპირ შეიყარნენ,
Line of ed.: 12    
ნარიმანმა ერთი ძლიერად დაიძახა ასე, რომე ცისა ქუხილსა ემს\გავსებოდა.
Line of ed.: 13    
რა ყარამანმა ნარიმან ესრეთისა სიმხნით იხილა, დიდად
Line of ed.: 14    
მოეწონა და ესრეთ თქვა: ჩემისთანას ვეშაპსავით საშინელის ფა\ლავნისაგან
Line of ed.: 15    
ამას შეშინება არაში ეტყობაო. ღმერთო, ეს მეტად
Line of ed.: 16    
გულოვანი რამ უნდა გამოვიდესო! მერე ყარამან მობრუნდა და
Line of ed.: 17    
ყარუნ აჯადს უბრძანა: გადი ამა მოედანზე და ნარიმან გამოითხოვე.
Line of ed.: 18    
მაგრამ გაფთხილდი, ნარიმანმა არა აგიტეხოს რაო! რა ამა ფალა\ვანმა
Line of ed.: 19    
ესე ბრძანება მოისმინა, დაფიქრდა, დიდად ითაკილა და თავის
Line of ed.: 20    
გულში თქვა: გუშინდელის გამომძვრალის ბიჭისაგან როგორ მა\ფრთხილებს?
Line of ed.: 21    
ასეთ ლახტს დავჰკრავ, რომ მოვაჭკვიანებ, მეტად
Line of ed.: 22    
თავში იწევსო. საჩქაროდ თავის რაშსა ქუსლი ჰკრა, მოედანზე გა\მოაგდო.
Line of ed.: 23    
და ერთი საშინელის მაღალის ხმით ნარიმანს შემოსძახა.

Line of ed.: 24       
რა ნარიმანმა ესე ესრეთ იხილა, იკითხა: ესე რომელი ფალავა\ნია,
Line of ed.: 25    
რომ ასე გაამაყებული გამოიჭრაო? მერე ჰეითალ ინდმა მოახ\სენა:
Line of ed.: 26    
ესე კაი საქმე ვერა ჰქენ, რომ მამაშენს უკუუდექ. და ესე ფა\ლავანი
Line of ed.: 27    
გამოვიდა და შენ გამოგითხოვაო, სახელად ყარუნ აჯად
Line of ed.: 28    
ჰქვიანო. მერე ნარიმანმა შემოუძახა და ესრეთ უთხრა: თუ იმას
Line of ed.: 29    
ყარუნ აჯალ ჰქვია, მე ნარიმან მქვია სახელადო. ესე თქვა და ყარა\მანის
Line of ed.: 30    
წინ ცხენი გაქუსლა და რამდენიმე საფალავნოს იარაღი ინა\ვარდა
Line of ed.: 31    
და ყარამანს თავისი სიმხნე დაანახვა. რა ყარამანმა ესე ეს\რეთ
Line of ed.: 32    
იხილა, დიდად მოეწონა. ნარიმან გამობრუნდა და ყარუნ
Line of ed.: 33    
აჯადს სალამი მოსცა და უთხრა: გაბრუნდი, მიდი მამაჩემს მოახსე\ნე,
Line of ed.: 34    
გაბრუნდეს, უშანგ-შასთან წავიდეს, თორემ ჩემთან ზიანს
Line of ed.: 35    
ნახავ/თქო.

Line of ed.: 36       
ყარუნ უთხრა: ნარიმან, შენ რა აგრეთი ძლიერი ხელმწიფე შეი\ქენ
Page of ed.: 566  Line of ed.: 1    
გუშინდელი ბიჭი, რომ მამაშენს ასე აწუხებ და კიდეც უკუ
Line of ed.: 2    
სდგომიხარო?! დამიჯერე, ჩამოხე ეხლავე ძირს, ყელზე ხმალი ჩა\მოიკიდე
Line of ed.: 3    
და ქვევითად მამაშენს იახელ და შენდობა ითხოვე, თორემ
Line of ed.: 4    
ძალით მიგიყვანო! რა ესე ნარიმანმა მოისმინა, დიდად განრისხდა
Line of ed.: 5    
და ესრეთ უთხრა: ჰეი, ფალავანო, რადგან ძალსა იქადი, ეგე შენი
Line of ed.: 6    
ლახტი დამკარ და მერე მე გაჩვენებ ჩემს ჭაბუკობასაო. რა ყარუნმა
Line of ed.: 7    
ლახტი მოუქნია, ნარიმანმა ხელი შეაშველა და წაართვა. მერე
Line of ed.: 8    
ნარიმანმა ერთი ესრეთი ძლიერი ლახტი დაჰკრა ამა ფალავანსა,
Line of ed.: 9    
რომ მიწასთან გააწორა და მოკლა.

Line of ed.: 10       
რა ყარამანმა თავისი შვილის ესრეთ ფალავნობა ნახა, ყარუნის
Line of ed.: 11    
სიკვდილისათვის დიდად შეწუხდა და ამოიოხრა და ეწადა, რომ თი\თონ
Line of ed.: 12    
გასულიყო მოედანზედ. ნახა, რომ ყარუნის ძმამ გურჯმა ერთი
Line of ed.: 13    
დიდად ამოიოხრა, სპილო გაიგდო და ნარიმანს მიუხდა, სამჯერ
Line of ed.: 14    
თავისი ლახტი მძიმედ დაჰკრა თავსა და სიმხნით სამივე თავის ფარ\სა
Line of ed.: 15    
აატანინა. რა რიგი ნარიმანს ერგო, ერთი ასეთი მძიმედ ჰკრა
Line of ed.: 16    
თავსა, რომ შებნედილი სპილოდამ ძირს დაეცა. საჩქაროდ ცხენისა\გან
Line of ed.: 17    
გარდახტა და თავი მოჰკვეთა.

Line of ed.: 18       
რა ესე ესრეთ უწყალობა იხილა ნარიმანისაგან, საჩქაროდ ყა\რამანმა
Line of ed.: 19    
შეშფაიბარსა ქუსლი ჰკრა და ნარიმანს მოუხდა. რა რომ
Line of ed.: 20    
ნარიმანმა ესე საქმე იხილა, მოახსენა: მამაჩემო, თქვენ მეტად ძა\ლას
Line of ed.: 21    
გაუამაყებიხარ, რომ ჩემზედ სასიკვდილოდ მოხველი. მე ასეთს
Line of ed.: 22    
საქმეს გიზამ, რომ ესე ჩემთან ნაქმარი საქმე ყოველმა ხელმწიფემ
Line of ed.: 23    
ძეგლად დაიდვას: რომელსაცა ხელმწიფეს შვილი ეყოლოს, თავისი
Line of ed.: 24    
საუფლისწულო მისცეს და ცალკე დააყენესო. და იმ შვილმაც აღა\რა
Line of ed.: 25    
შესცოდოს რაო.

Line of ed.: 26       
რა ყარამანმა ესრეთ მოსმინა, ასრე განრისხდა, რომ თვალები
Line of ed.: 27    
სულ სისხლით აღევსო. შეშფაიბარს ქუსლი ჰკრა და ნარიმანს სიკ\ვდილს
Line of ed.: 28    
უპირებდა. რა ნარიმანმა ყარამან ესრეთ განრისხებული
Line of ed.: 29    
ნახა თავის თავზედა, მოუხდა და ერთი ლახტი დაჰკრა თავზედა თა\ვის
Line of ed.: 30    
მამასა. მანაც გურზი იფარა და მას ატკინა, მაგრამ ასე ძლიე\რად
Line of ed.: 31    
დაჰკრა სამი ერთმანეთზედ, რომ ყარამანს სხვათა ფალავანთა\გან
Line of ed.: 32    
ასე ძალა არ დასდგომოდა. მერე ყარამანმა თავის გულში
Line of ed.: 33    
თქვა: ეს მამაძაღლი კიდეც ამ ძლიერების მქონებლობისაგან არის
Line of ed.: 34    
ასე გაამაყებული. მე ასეთი საქმე უნდა ვუყო, რომ ქვეყანა თვალ\წინ
Line of ed.: 35    
უნდა დაუბნელო!

Line of ed.: 36       
ყარამანმა თავის მძიმე ლახტი სამჯერ თავსა შემოივლო და ეს\რე
Page of ed.: 567  Line of ed.: 1    
ძლიერად დაჰკრა, რომ თუმცა ცა და ქვეყანა თავსა დასცემოდა,
Line of ed.: 2    
ეგრეთ ეგონა. მაგრამ ნარიმან სიმხნითა და მამაცობითა იმას გა\დაურჩა.
Line of ed.: 3    
რამდენჯერმე ამან და ეგრეთვე იმან ერთმანეთზედ იარა\ღები
Line of ed.: 4    
იხმარეს. იმ დღეს მამა-შვილთ საღამომდინ იბრძოლეს. ყარა\მანმა
Line of ed.: 5    
რომელსაც იარაღებში თავისი შვილი გამოსცადა, ყველაში
Line of ed.: 6    
უცხოდ მოეწონა. იმ დღეს მათი ომი ესრეთ საშინელი რამ იყო,
Line of ed.: 7    
დევთა და ფერიათა მათ ყურებას ვერ გაუძლეს.

Line of ed.: 8       
რა საღამო ჟამი შეიქნა, ნარიმანს სწადდა, რომ გაბრუნებული\ყო
Line of ed.: 9    
და ციხეში მისულიყო. ყარამანმა ჯარსა ანიშნა ნუ გაუშვებთო.
Line of ed.: 10    
მივიდნენ და წინ გარდაუდგნენ. ნარიმანმა თორმეტი ფალავანი ჩა\მოაგდო
Line of ed.: 11    
და შიგ ციხეშიაც შევიდა. რა სარვიხურამანმან ნარიმანისა\გან
Line of ed.: 12    
ყარამანის ბრძოლა გაიგონა, დიდად შეწუხდა და ღმერთსა
Line of ed.: 13    
ევედრებოდა მშვიდობით გადარჩენასა.

Line of ed.: 14       
რა მშვიდობით გადარჩნენ, ღმერთსა მადლობა მისცა და ნარი\მანს
Line of ed.: 15    
წიგნი მისწერა: "მალვით მოვალ მანდ შენთან და არამც და
Line of ed.: 16    
არამც შენ კიდევ გამოსულხარ და მამაშენს შებმიხარ! ესე სწავლა
Line of ed.: 17    
დაიჯერე. მე, დედაშენი გევედრები, მამიშენისთანა ძლიერი ფალა\ვანი
Line of ed.: 18    
დღეს ხმელეთზე არავინ არის და შენ ამას როგორ ებრძვი?!
Line of ed.: 19    
ჯერ შენის სიბრალულისათვის თავის ძალას არ გამოიჩენს, თორემ
Line of ed.: 20    
ერთის ხელის დაქნევით ქვესკნელს შთაგნთქავსო. არამც და არამც
Line of ed.: 21    
შენ კიდევ საბრძოლად გამოსულხარო. მარტო ქვეყნისაგან არა
Line of ed.: 22    
გრცხვენიან, რომ შენს მამას ებრძვი? აგერ ყოვლიბაშ შირჟიანი
Line of ed.: 23    
დაიბარა. იმას დღე-ხვალობით აქ შემოველით. იმისთანა ძლიერი ფა\ლავანი
Line of ed.: 24    
ამას წინეთ ასე შეაშინა, რომ მამიშენის შიშით თრთის. ჯერ
Line of ed.: 25    
ხომ შენი სოფელში შემოსვლა არც არვინ იცის. რა დაგემართა,
Line of ed.: 26    
საგინებელი რატომ გამოხველ, შვილო, რას გვემართლები"?!!

Line of ed.: 27       
რა ნარიმანმა თავისის დედისაგან ესრეთი მოწერილი წიგნი
Line of ed.: 28    
წაიკითხა, დიდად შეწუხდა და თავის დედის მცნება დაიჯერა და
Line of ed.: 29    
ყარამანს აღარ ებრძოლა. საქურდალის კარიდამ გამოვიდა და ყა\რამანის
Line of ed.: 30    
ჯარში შევიდა. მარჯვენა მხარე მარცხენას მხარესა ჰკრის
Line of ed.: 31    
და მარცხენა მარჯვენას მხარეს და მრავალი ლაშქარი ამოუწყვიტა
Line of ed.: 32    
ამა ჩუმად მისვლით. რა რომ ყარამან ცხენსა შეჯდის და მივიდის
Line of ed.: 33    
საომრად, ნარიმან ციხეში შევიდის. სამი წელიწადი ამ ყოფაქცევით.
Line of ed.: 34    
იყო და ჯარში მუხთლად სიარული არ დაიშალა და ვერც ყარა\მანმა
Line of ed.: 35    
ამ ციხის აღება შეიძლო და ვეღარც ნარიმან ხელში ჩაიგდო
Line of ed.: 36    
და ამისათვის ყარამან დიდად შეწუხებული ბრძანდებოდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.