TITUS
Qaramaniani
Part No. 78
Previous part

Chapter: (78) 
Page of ed.: 570 
Line of ed.: 16  აქა ეშმაკისაგან ყარამანის გამოცდა


Line of ed.: 17       ერთსა დღესა ყარამან დიდად შეწუხებული იჯდა და ამას ფიქ\რობდა:
Line of ed.: 18    
რა ვქნა, ეს რა ჩემს ჭირად მოვიგონე ამისთანა ციხის გა\კეთება,
Line of ed.: 19    
რომ ვინც უკუმიდგება და აქ შემომასწრებს, აღების წამა\ლი
Line of ed.: 20    
აღარა აქვსო. ამა ფიქრსა შიგან ნახა, რომე კედელი გაირღვა
Line of ed.: 21    
და ერთი ბერიკაცი გამოვიდა შავით მოსილი, გარდაიარა და ყარა\მანს
Line of ed.: 22    
თავს დაუჯდა.

Line of ed.: 23       
რა ყარამანმა ესრეთ იხილა, განრისხდა და ესრეთ უთხრა: ჰე,
Line of ed.: 24    
შენ უმსგავსო! შენ ვინა ხარ, რომ ჩემს ხალვათხანაში ჩემს უკი\თხავად
Line of ed.: 25    
შემოხველ და გარდაიარე და თავს დასჯექო?ესე უთხრა,
Line of ed.: 26    
მაგრამ თავაზით მოექცა. რა ამ ბერმა კაცმა ყარამანისაგან პატივი
Line of ed.: 27    
ნახა, გამხიარულდა და ესრეთ უთხრა: ჩემო სიცოცხლევ ყარამან!
Line of ed.: 28    
რატომ აგრე მოწყენილი ბრძანდებით, ეგე კაცის სიცოცხლეს
Line of ed.: 29    
აწყენსო. რა ყარამანმა ამ ბერიკაცისაგან ამისთანა ტკბილად მოუ\ბარი
Line of ed.: 30    
ლაპარაკი მოისმინა, ამან უბრძანა: პატიოსანო ბერიკაცო, მე
Line of ed.: 31    
ამას ვფიქრობ და დავღონებულვარ, რომ ვინც მე ამ ქალაქში უკუ\მიდგეს,
Line of ed.: 32    
ამ ციხე-ქალაქს ერთი აღების წამალი აღარა აქვს რაო.

Line of ed.: 33       
რა ყარამანისაგან ესე სიტყვა მოისმინა, გაიცინა და მოახსენა:
Page of ed.: 571  Line of ed.: 1    
ჩემო სიცოცხლევ და ჩემის გულის წამალო! მაგის უადვილესი რა
Line of ed.: 2    
არის, რომ ეგ აგრე გაგჭირვებია. ორმოცი მენაღმე იშოვე და ამა
Line of ed.: 3    
სასახლის საშუალო ნაღმი აკვრევინე, მაგრამ გაფრთხილდი, რომ
Line of ed.: 4    
იმ ორმოცის კაცის მეტმა არავინ შეიტყოსო. და იგი ნაღმი, გარეთ
Line of ed.: 5    
რომ წყალი არის, იმის ქვეშ გაატანინეო და მერმე ის ორმოცი მე\ნაღმე
Line of ed.: 6    
კაცნი სულ ჩუმად დახოცე და დამარხე, რომ ვერავინ შეი\ტყოსო.
Line of ed.: 7    
და იმ ნაღმის ხვრელიც შენს მეტმა არავინ იცოდესო. და
Line of ed.: 8    
ამას გარდა მრავალი სხვა სწავლაებიც უთხრა და მოახსენა: მომი\ლოცავს,
Line of ed.: 9    
შვიდის იყლიმის მპყრობელობა და მბრძანებლობა შენ
Line of ed.: 10    
მოგეცაო.

Line of ed.: 11       
ყარამანმა რა ესეცა მოისმინა, ამა ბერიკაცს უბრძანა: მითხარ
Line of ed.: 12    
სწორედ, შენ ვინა ხარ, რომ ამისთანა სიკეთის ამბავი მითხარო?
Line of ed.: 13    
ამან უთხრა: ჩემო საყვარელო ფალავანო, მე შენი ბედი ვარო. მე
Line of ed.: 14    
აქ ამიტომ მოველ, რომ ყოველი შენი გაჭირვებული საქმეები გა\გიადვილოო.
Line of ed.: 15    
მან უთხრა: ჩემო ბედო და დოვლათო, აქამდისინ რა\ტომ
Line of ed.: 16    
არ მოხველ, თუ რომ მართლა ჩემი დოვლათი ხარო? მან მიუ\გო:
Line of ed.: 17    
მე ამიტომ არ მოველ ბრძანება არა მქონდაო. ახლა მებრძანა
Line of ed.: 18    
და მოველო, ესე უთხრა და რომლისაც კედლიდამ გამოსულიყო,
Line of ed.: 19    
იქიდამვე ისევ უჩინო იქმნა.

Line of ed.: 20       
მერე ყარამანმა თქვა: დავაშავე, რომ უშანგ-შასი არა ვკითხე
Line of ed.: 21    
რა იმ ბერიკაცსაო. ესე თქვა და ყარამან დიდად მწუხარე იქმნა.
Line of ed.: 22    
მეორეს დღეს ორმოცი დიახ საუცხოვო მენაღმენი მოაყვანინა და
Line of ed.: 23    
უბრძანა: ერთი საიდუმლო რამ მაქვსო თქვენთანა, რომ არას კაცს
Line of ed.: 24    
არ უთხრათ. აქედამ ნაღმი უნდა ჰკრათ და იმ წყალქვეშ უნდა გა\იტანოთო.
Line of ed.: 25    
რა ესე მოისმინეს, პირველად დიდად განკვირდნენ და
Line of ed.: 26    
შეშინდნენ, მაგრამ ბევრის მიცემამ დაახარბა და ხელი მიჰყვეს და
Line of ed.: 27    
ორს წელიწადზედ ყარამანის ბრძანება აღასრულეს.

Line of ed.: 28       
რა ყარამანმა იგი ეშმაკი იხილა, ფიქრით იმ ღამეს ვერ დაიძინა
Line of ed.: 29    
და რა დილა გათენდა, ბურჯ ვეზირი იხმო და იმღამინდელი ნახუ\ლი
Line of ed.: 30    
თვითეულად უამბო. რა ამა ვეზირმა მოისმინა, დიდსა მწუხა\რებასა
Line of ed.: 31    
მიეცა და მოახსენა: როგორ გეკადრება, რომ იმისთანას
Line of ed.: 32    
წყეულის ეშმაკის სიტყვას აჰყოლიხარ და აგრე მოუნადირებიხა\რო?!
Line of ed.: 33    
შენ დიდის ხელმწიფის თახმურადის შვილი ხარ და შენის
Line of ed.: 34    
ჩამომავლობისა სულ არავინ შემცდარა. და ის რომელიც მაცდური
Line of ed.: 35    
შენთან მოსულა, თუ დიდად არ გაფრთხილდი და ღმერთს არ ევედ\რე,
Line of ed.: 36    
ასე აგიყოლიებს, რომ ცოლ-შვილსაც ამოგაწყვეტინებს და
Page of ed.: 572  Line of ed.: 1    
შენც შენის ხელით თავს მოგაკვლევინებსო. თორემ კაცის დოვლა\თიცა
Line of ed.: 2    
და ბედიც სულ ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი არისო!
Line of ed.: 3    
როდესაც დაიბადება, იმას თავის ღირსებისამებრ ცხოვრებას არ
Line of ed.: 4    
მოაკლებსო იმ წყეულისაგან ასე როგორ უნდა მოსტყუვდე? ამაზე
Line of ed.: 5    
მეტი დოვლათი როგორღა იქნება, რომ ღმერთმან შენ მოგცა? ყა\ფის
Line of ed.: 6    
მთის დევები შენის შიშისაგან ძრწიან და შენის ხლმით დაგი\მონებია
Line of ed.: 7    
და გმორჩილებენო. იმ წყეულისაგან შენი ხელმწიფობის
Line of ed.: 8    
ქადება ეს არის, რომ შენ და უშანგს ერთმანეთს ხმალი გაკვრევი\ნოს
Line of ed.: 9    
და შენი ძმანი ამოგაწყვეტინოს და თითონ შორიდამ თამაშას
Line of ed.: 10    
გიყუროსო. ფალავანო! შენ იმისგან დიდად გაფრთხილდი, თორემ
Line of ed.: 11    
სადაც ის ისე მიაწევს სიტყვის სათქმელად, იმ სახლს ის დაუცე\მელს
Line of ed.: 12    
არ გაუშვებსო. პაპაშენს ქეიომარსს რა უყო და ეგრეთვე
Line of ed.: 13    
ადამ და ევა სამოთხიდამ მაგან გამოჰყარა და აბელ კაენს იმან
Line of ed.: 14    
მოაკვლევინაო!

Line of ed.: 15       
ბურჯ ვეზირმა რამდენიმე ამისთანა კაი სწავლაები ყარამანს
Line of ed.: 16    
მოასმენინა და დაანახვა. რა ყარამანმა ესე მოისმინა, მერე ვეზირს
Line of ed.: 17    
ჰკითხა: ეშმაკი რა სახისა არის ან როგორია, ან ჩემგან რა უნდა,
Line of ed.: 18    
რომ შემომდგომია საცდელადო? რა ვეზირმა შეატყო ყარამანს,
Line of ed.: 19    
რომ ეშმაკის მახეში გაბმულიყო, გუნებაში დაემარხა. მერე თვი\თეულად
Line of ed.: 20    
მოუყვა და სულ უამბო ეშმაკის ვითარება, როგორ ანგე\ლოზობიდამ
Line of ed.: 21    
გამოემხვნენ ამპარტავნობით და შურით. და ეგრეთვე
Line of ed.: 22    
ადამის ჩამომავლობისა ყველა წვრილად შეატყობინა. წმინდა კაცნი
Line of ed.: 23    
გამოვლენ ასეთნი, რომ ანგელოსზედ მეტობას იქმონენო და ანგე\ლოზნი
Line of ed.: 24    
ამას თაყვანსა სცემდნენ და რადგან ის ანგელოზნი, რომელ\ნიც
Line of ed.: 25    
ახლა ეშმაკად არიან გარდაქცეულნი, ამის მიზეზით, რომ
Line of ed.: 26    
ამპარტავნების და ურჩების ტვირთი ჰკიდიათ, და სურთო, რომ მრა\ვალნი
Line of ed.: 27    
მოინადირონ და ჩაჰყარონ ჯოჯოხეთშიაო.

Line of ed.: 28       
ამ ვეზირმა ამდენი რამ სამეცნიერო სწავლაები მოახსენა ყარა\მანსა,
Line of ed.: 29    
რომ ამ ეშმაკის საფრთხიდამ გამოიყვანა. მერე ყარამანმა
Line of ed.: 30    
ჰკითხა: ვეზირო, ამის რატომ არა შემატყობინე რაო, წეღან რომ
Line of ed.: 31    
გკითხე, ბერიკაცსავით ჩემს ხალვათხანაში შემოსვლა. მერე მან მი\უგო:
Line of ed.: 32    
ღმერთს ამდენი ნება კი მიუცია მათთვის, რომ დიახ მრავალს
Line of ed.: 33    
სახედ შეიცვლებიანო თუ შემოგადგა და ალაგი იპოვნა შენთანა.
Line of ed.: 34    
შენ რომ სააბყარანი არ იყო, ასე შეგაშინებს, რომ კიდეც ეხვე\წებოდეო.
Line of ed.: 35    
რა ყარამანმა ამ ვეზირისაგან იმ ეშმაკის ამბის მბობა
Line of ed.: 36    
მოისმინა, დიდად იამა და ერთი ხელი მძიმე ხალათი უბოძა.

Page of ed.: 573 
Line of ed.: 1       
ერთს დღეს ყარამანმა იგივე ვეზირი დაჰპატიჟა და ყორუღიც
Line of ed.: 2    
ჰქონდა იმასთან და არავინ დაისწრა და უთხრა: ჩემო ვეზირო, მე
Line of ed.: 3    
ერთი საიდუმლო სიტყვა მაქვსო შენთან და ის უნდა აღმისრულო.
Line of ed.: 4    
მერე მან მოახსენა: მიბრძანე და ვეცდები, რომ სამსახური აღვასრუ\ლო.
Line of ed.: 5    
ყარამანმა უპასუხა: ჩემი ნება ეს არის, რომ ასეთს სახედ შემცვა\ლო,
Line of ed.: 6    
ვერავინ მიცნასო. მოახსენა: ეგე საქმე ჩემის ფილოსოფოსო\ბისაგან
Line of ed.: 7    
ადვილად შეიძლება, მაგრამ თქვენი საწადელი რა არისო?
Line of ed.: 8    
მერმე ყარამანმა მიუგო: მწადს, რომ ჩემს დისწულს ყოვლიბაშ
Line of ed.: 9    
შირჟიანს შევება და ცხენიდამ გადმოვაგდო და შევიტყო იმისა ფა\ლავნობა
Line of ed.: 10    
როგორი რამ არისო და ჩემს შვილს ნარიმანსაც ასეთი
Line of ed.: 11    
საქმე მინდა ვუყო, რომ ქვეყანაში შავარცხვინოო. ბურჯ-აქიმმა
Line of ed.: 12    
მოახსენა: ფალავანო, მეშინიან, რომ ყოვლიბაშს არა აუტეხო რაო,
Line of ed.: 13    
რომ ამ ორსა და სამ საუკუნემდის იმისთანა ფალავანი აღარ გამო\ვაო.
Line of ed.: 14    
ნარიმანც ხომ შენი შვილია და ასეთი საქმე არა ჰქნა, რომ
Line of ed.: 15    
ქვეყანაზედ საკიცხველად არ დაიდვაო. და ამას გარდა სხვაცა მრა\ვალი
Line of ed.: 16    
სწავლაები მოახსენა.

Line of ed.: 17       
მერმე ყარამანმა ღვთის ფიცით არწმუნა და თავისი მამა-პაპა
Line of ed.: 18    
იფიცა, რომ მე ისინი არც ერთი სასიკვდილოდ არ გამოვიმეტო და
Line of ed.: 19    
არც მე იმათი სიკვდილი მინდოდესო. ვეზირო, შენ არ იცი, თორემ
Line of ed.: 20    
მე ყოვლიბაშ ჩემს შვილსაც მირჩევნია და ჩემს თავსაც, მაგრამ ჩე\მი
Line of ed.: 21    
ნება ეს არის, რომ ჩემი თავი ვაცნობო, ვირემ ცოცხალი ვარ,
Line of ed.: 22    
ჩემის სახელისა და ძალისა და ფალავნობის მხსენებელნი იყვნენო.
Line of ed.: 23    
რა ამა ვეზირმა ასე მოისმინა, მოახსენა: ფალავანო, მოემზადე და
Line of ed.: 24    
ხვალ ამა და ამ მინდორს გამოდი მარტოო. ამანაც თავი დაუკრა
Line of ed.: 25    
და წავიდა.

Line of ed.: 26       
რა შინ მივიდა, ჯავზისაგან ერთი მაჯუნი შეამზადა, კვერცხის\ოდენი
Line of ed.: 27    
იქნებოდა. წავიდა და სადაც რომ ყარამან შეიპირა, იქ მი\ვიდა.
Line of ed.: 28    
ყარამანც იარაღით შეჭურვილი მზად დაუხვდა, მაგრამ ერთი
Line of ed.: 29    
ასეთი მრისხანეს სახით იდგა, რომ მისსა ყურებას კაცი ვერ გაუძ\ლებდა.
Line of ed.: 30    
ვეზირი ეახლა, თავი დაუკრა და ამოიღო იგი შემზადებუ\ლი
Line of ed.: 31    
მაჯუნი და მოართვა და მოახსენა: ფალავანო, ესე ერთიანად მი\იღეთო.
Line of ed.: 32    
და სარკე მისცა, მერე ამაში ჩაიხედეო. გამოართვა, მიიღო
Line of ed.: 33    
და რა რომ სარკეში ჩაიხედა, ერთი ასეთი შავის ზანგის სახე დას\დებოდა,
Line of ed.: 34    
რომ მნახველთათვის საზარო რამ იყო. მერე ყარამან ამა
Line of ed.: 35    
საქმეზე დიდად შესწუხდა და თქვა თავის გულში: ვაი თუ ასე
Line of ed.: 36    
დავრ/ჩეო?!

Page of ed.: 574 
Line of ed.: 1       
რა ამ ვეზირმა სცნო, რომ ყარამან სწუხდა, მოახსენა: ფალავა\ნო,
Line of ed.: 2    
რას სწუხარ? თქვენსავე სახედ, თუ გნებავთ, ეხლავე შეგცვლი\თო.
Line of ed.: 3    
ამისივე მაჯუნი შეშფაიბარსაც შეაჭამა და იგიც ღრუბლის
Line of ed.: 4    
სახედ შესცვალა. რა ყარამანმა ესე შეშფაიბარიც ასე იხილა, უფ\რო
Line of ed.: 5    
უდიდესი მწუხარება მოემატა და უთხრა: ვეზირო, ეს რა გვი\ყავ!?
Line of ed.: 6    
დიდი ფიქრი მაქვს, რომ ამ სახედ არ დავრჩეო. მერე ამა
Line of ed.: 7    
ვეზირმა ამოიღო სხვა მაჯუნა და მისცა, მიაღებინა და საჩქაროდ
Line of ed.: 8    
თავისივე ფერზე მოიყვანა. და რა ესრეთ დაჯერებული შეიქნა,
Line of ed.: 9    
დიდი მადლობა უბრძანა. და აგრევე მეორედ იმა პიირველის მაჯუ\ნისა
Line of ed.: 10    
მიიღო და შავის ზანგის სახედ დაეყენა.

Line of ed.: 11       
ამა ვეზირს დიდი მადლობა უბრძანა და გამობრუნდა და უშან\გაბადს
Line of ed.: 12    
მივიდა. იკითხა ყოვლიბაშ შირჟიანი და დასავლეთს თავის
Line of ed.: 13    
ქვეყანას წასულიყო. განრისხდა და უშანგაბადის სასახლესთან მი\ვიდა
Line of ed.: 14    
და ერთი ასეთი დაიძახა, რომ იმა ციხე-ქალაქმა სულ რყევა
Line of ed.: 15    
შექნა. რა ესე ნარის ხმა გაიგონა ნარიმანმა, სწორედ თავისის მამის
Line of ed.: 16    
ხმა ეგონა. მივიდა და უთხრა: შენ ვინა ხარ, რა გინდა და ან ეგე
Line of ed.: 17    
ყვირილი რა არისო? საჩქაროდ გარდახე მაგა ცხენისაგან, ეგ შენი
Line of ed.: 18    
შესაფერი არ არისო! ესე უთხრა და გამობრუნდა და საჩქაროდ
Line of ed.: 19    
იარაღით შეიჭურვა და საომრად გამოეგება.

Line of ed.: 20       
რა ყარამანმა ნარიმანის ესრეთ სიფიცხე მოიხილა და მის თვალ\ში
Line of ed.: 21    
არად მიჩნევა, ესრეთ განრისხებულმა კიდევ უმაღლესად დაიძა\ხა,
Line of ed.: 22    
რომ იგი ქალაქი შიშით ძრწოდა. და სარვიხურამანს თავისის
Line of ed.: 23    
შვილისა შეეშინდა, არა აუტეხოს რაო და ცხენსა შეჯდა. და იგიც
Line of ed.: 24    
გამოვიდა ათასის კაცითა, მოვიდა და მოედანსა დადგა. სარვიხუ\რამანმა
Line of ed.: 25    
შეხედა და ვერ იცნა, მერმე კიდევ სრულებით ჩხრეკა და\უწყო
Line of ed.: 26    
და ესრეთ თქვა: ესე ერთის უცხოს თემის ზანგი ვინმე არის,
Line of ed.: 27    
ახოვანება და სიჭაბუკე სულ ყარამანს უგავს, მაგრამ ამისთანა შავი
Line of ed.: 28    
ზანგი სხვაც ბევრი არ მინახავსო. იმის პირის მშვენიერება მზესა\ვით
Line of ed.: 29    
გამოკრთის, მაგრამ ესეც დიდს გოლიათს ვისმე ჰგავსო და
Line of ed.: 30    
ამისგან დიდი გაფრთხილება გვმართებსო. ღმერთო, შენ იხსენ ჩემი
Line of ed.: 31    
შვილი ნარიმან ამისის ხელისგანაო.

Line of ed.: 32       
მერე თავის შვილს უთხრა: შვილო ნარიმან, ესე დიახ ძლიერ\სა
Line of ed.: 33    
და უსწოროსა ფალავანსა ჰგავს. მე დამაცალე, ჯერ მე მივალ და
Line of ed.: 34    
იმის ძლიერებას გამოვსცდი და თუ რომ მომერიოს, მერე შენ იციო.
Line of ed.: 35    
დასტები დააწყო და ნარა გასწია და ყარამანს მიუხდა. და ესრეთ
Line of ed.: 36    
უთხრა: ზანგო, შენ ვითარ იკადრე, რომ ყარამანის სასახლესთან
Page of ed.: 575  Line of ed.: 1    
მოხველ და იმისი ციხექალაქის აღება მოინდომე და ნარიმანისთა\ნა
Line of ed.: 2    
ფალავანს ეომებიო?! ეხლავე ჩამოხე, ცხენიდამ ნარიმანთა მი\გიყვან
Line of ed.: 3    
და შეგარიგებთ და შენს დანაშაულს გაპატიებსო, თორემ
Line of ed.: 4    
ეხლავე ორად გაგკვეთო.

Line of ed.: 5       
რა ყარამანმა ესრეთ გაიგონა, დიდად გაიცინა და ჰკითხა: ფა\ლავანო,
Line of ed.: 6    
შენ ვინა ხარ და ან რა გქვიანო? სარვიხურამანმა მიუგო:
Line of ed.: 7    
მე დარუ ჰინდი მქვია. მე ყარამანისა ერთი უმცირესი მონა და ყული
Line of ed.: 8    
ვარ, შენ რა გინდა აქ მოსვლითაო? რა თალაბი გაქვს, ან საიდამ
Line of ed.: 9    
მოხვალ და ან სახელად რა გქვიანო? ყარამანმა მიუგო: მე სახელად
Line of ed.: 10    
ყეითარ ზანგი მქვია და ზანგისტანის ხელმწიფე ვარო. მე ზანგის\ტანში
Line of ed.: 11    
გავიგონე ყარამანის სახელი და ფალავნობა. იქიდამ დავიწყე
Line of ed.: 12    
სიარული და ყარამანია-ქალაქში მივედი. და იქ ვნახე, რომ ყარა\მან
Line of ed.: 13    
სანადიროდ გამოსულიყო. სამი დღე და ღამე ვიბრძოლეთ
Line of ed.: 14    
და მეოთხე დღეს ყარამან ავიყვანე და მიწაზე დავეც და თავი მოვ\ჰკვეთე
Line of ed.: 15    
და ახლა აქ მოველ, იმისი შვილი ნარიმანიც მინდა მოვჰკლა
Line of ed.: 16    
და თავი მოვსჭრაო. იმას ერთი ცოლი ჰყოლია, სახელად სარვიხუ\რამან
Line of ed.: 17    
თურმე ჰქვია. ის მინდა წავიყვანო და ჩემს ქვეყანაში
Line of ed.: 18    
მივი/ყვანოო.

Line of ed.: 19       
რა ესე მოისმინა სარვიხურამანმა, ერთიი დიდი დაიყვირა და
Line of ed.: 20    
ცხენისაგან გარდმოვარდა და მიწასა ზედა დაეცა და საყელო გაიგ\ლიჯა
Line of ed.: 21    
და უცნობო შეიქმნა. რა ყარამანმა ესრეთი სიყვარული იხი\ლა
Line of ed.: 22    
სარვიხურამანისაგან, რაც გულში სიყვარული ჰქონდა, ერთი\ათასად
Line of ed.: 23    
მოემატა. რა ნარიმანმა თავისი დედა ძირს დაცემული დაი\ნახა,
Line of ed.: 24    
ეწადა, რომ საომრად მიხდომოდა და ცხენიც მოიბრუნა. მაგ\რამ
Line of ed.: 25    
საჩქაროდ სარვიხურამან გონებას მოეგო, ცხენსა შეჯდა, მი\უხდა
Line of ed.: 26    
და თავისი მძიმე გურზი შეუმაღლა თავსა დასაკრავად. ყარა\მანმა
Line of ed.: 27    
ხელი შეაშველა, გურზი ხელთა წაართვა და შორს გარდააგ\დო.
Line of ed.: 28    
ერთი ასეთი მუშტი დაჰკრა გულსა, რომ სარვიხურამანისთანა
Line of ed.: 29    
ფალავანი ძირს გარდმოაგდო ცხენისაგან და ცნობა მიეხადა. ყარამანს
Line of ed.: 30    
ეწადა, რომ ქამანდით ხელები შეეკრა.

Line of ed.: 31       
რა ნარიმანმა თავისი დედა გარდმოგდებული იხილა, მუხლსა
Line of ed.: 32    
ხელი დაიკრა და საჩქაროდ მოედანსა ცხენი გამოიგდო და ყარამან\სა
Line of ed.: 33    
საომრად მიუხდა და ასეთი შემოსძახა, რომ იმ არემ სულ ზანზა\რი
Line of ed.: 34    
დაიწყო. და თავისი პაპის ნაქონი გურზი შეუმაღლა. ყარამანმა
Line of ed.: 35    
ფარი იფარა და იმას იტაკინა და თავის გულში ქება შეასხა იმის
Line of ed.: 36    
ძალასა და შეშფაიბარსაც ასეთი ძალა დაადგა, რომ ექვსის ფეხით
Page of ed.: 576  Line of ed.: 1    
კოჭებამდის მიწაში ჩაეფლა. რა ნარიმანმა შემოხედა, რომ ყარა\მანს
Line of ed.: 2    
არა ევნო რა, ასე განრისხდა, მეხივით ჭეხა დაიწყო. მოუხდა
Line of ed.: 3    
კიდევ და ერთი მძიმე ლახტი დაჰკრა და ასე ეგონა, რომ თუმცა
Line of ed.: 4    
მთები დასცემოდა თავზედ. მესამეც კიდევ ჰკრა.

Line of ed.: 5       
რა რიგი ყარამანს ერგო, ქეიომარს ხელმწიფის ნაქონი ლახტი
Line of ed.: 6    
შეუმაღლა. ნარიმანმაც ფარი მიაშველა. ლახტი ფარსა მოხვდა და
Line of ed.: 7    
ფარი შუა დალეწა, თავი მოარიდა, ბეჭსა მოხვდა ესრეთ ძლიერად,
Line of ed.: 8    
რომ ცხვირიდამ და პირიდამ სისხლი წავარდა და უცნობო შეიქნა,
Line of ed.: 9    
მიწასა ზედა დაეცა. რა ესრეთ სარვიხურამანმა იხილა, ერთი
Line of ed.: 10    
დიდად ამოიოხრა და თავსა შემოიკრა და ერთობით თავის ჯარით
Line of ed.: 11    
მიუხდა და დაუწყეს ყარამანს ბრძოლა, მაგრამ რა ექნა, ეს კი ვერ
Line of ed.: 12    
იმეტებდა სასიკვდილოდ. ყარამან რომელსაც ფალავანს შემოხვდე\ბოდა,
Line of ed.: 13    
აიყვანდა და მიწაზე გარდმოაგდებდა. მრავალნი რომ შემო\ეხვივნენ,
Line of ed.: 14    
ყარამან განრისხდა და შემოდგომის ფურცელსავით სულ
Line of ed.: 15    
ძირს ჩამოჰყარა და ერთისა მხრისაკენ წავიდა.

Line of ed.: 16       
რა ნარიმან ცნობას მოეგო, უშანგაბადის ციხეში იყო. აქათ-იქით
Line of ed.: 17    
ფალავნები უსხდნენ, იკითხა, ეს რა დამმართნია, რომ მე ასრე შე\წუხებული
Line of ed.: 18    
და შებნედილი ვარო? სარვიხურამანმა უთხრა: შვილო
Line of ed.: 19    
ნარიმან, იმ ზანგმა მე რომ ერთი მუშტით გარდმომაგდო, შენც ერ\თი
Line of ed.: 20    
ლახტით ეგრე გაგხადაო. რა ნარიმანმა დედისაგან ესრეთ გაი\გონა,
Line of ed.: 21    
ასე თქვა: ნეტავი იმა ფალავანს მოვეკალ და ცოცხალი არ
Line of ed.: 22    
გავეშვი. და თითონ ისევ მშვიდობით გაბრუნებულიყო!

Line of ed.: 23       
სარვიხურამანმა უთხრა: ის ჯადო ყარამანი-ქალაქში მისუ\ლა,
Line of ed.: 24    
მამაშენი მოუკლავს. ახლა აქ მოვიდა და ჩვენ შეგვებაო. მე რომ
Line of ed.: 25    
ესე გავიგონე, შევბნდი და ცხენიდამ გარდმოვარდი. მე ხომ ერთის
Line of ed.: 26    
მუშტის დაკვრით გარდმომაგდო და შენც ერთის ლახტითაო. თითონ
Line of ed.: 27    
დაიწყო სიარული და ერთის მხრისაკენ წავიდა. შვილო, ეს სახელი
Line of ed.: 28    
და უნამუსობა საუკუნოდ უნდა გაგვყვეს, რომ ჩვენს ქვეყანაზედ
Line of ed.: 29    
უნამუსოდ დავრჩით: ერთი ზანგი მოვიდეს და მამიშენისთანა ფალა\ვანი
Line of ed.: 30    
მოკლას, შენ ერთის ლახტით გარდმოგაგდოს და თითონ უვ\ნებლად
Line of ed.: 31    
წავიდესო. რა ესე მოისმინა ნარიმანმა თავის დედისაგან,
Line of ed.: 32    
თავ-ცემით ტირილი დაიწყო.

Line of ed.: 33       
რა დილა გათენდა, ნახეს, იგი ზანგი მოვიდა და იმავე სასახლეს\თან
Line of ed.: 34    
დადგა, ნარა გასწია და ფალავანი გამოითხოვა. რა ნარიმანმა
Line of ed.: 35    
მისი ხმა გაიგონა, ამოიოხრა და სთქვა: ერთი ფალავანი არავინ
Line of ed.: 36    
არის, რომ ყარამანია-ქალაქს წავიდეს და მამიჩემის სიკვდილს
Page of ed.: 577  Line of ed.: 1    
რომ ამბობს, სწორედ შეიტყოს და შეგვატყობინოსო. ან ეს ვინ არის
Line of ed.: 2    
და ან საიდამ მოვა, ერთი საიდუმლო საქმე არის და ვერ შემიტყ\ვიაო.
Line of ed.: 3    
ერთი ქამუზ სახელდებული ფალავანი იყო მან მოახსენა: თუ
Line of ed.: 4    
მიბრძანებთ, მე წავალო. მაშინვე თავის მამას წიგნი მისწერა და
Line of ed.: 5    
იქაური ამბავი ყველა წვრილად მოახსენა და ქამუზ ინდი გაგზავნა.

Line of ed.: 6       
შემდეგ თავის დედას უთხრა: დედაჩემო, მე და ამ ფალავანის
Line of ed.: 7    
საქმე როგორ იქნებაო? დედამ უთხრა: შვილო, ეს ზანგი მცირე
Line of ed.: 8    
კაცს არა ჰგავს. შენ ამას უფრთხილდი, თორემ ამის ხელით მოჰკვ\დებიო.
Line of ed.: 9    
მერმე ნარიმანმა თქვა: ყველამ ღმერთს შემახსენეთ, მე გა\ვალ
Line of ed.: 10    
იმასთან მოედანზე და რომელიც ღვთის ნება არის, ის აღსრულ\დესო.
Line of ed.: 11    
ესე თქვა და რაში გაიგდო. იმ დღეს მედგრად იბრძოლეს,
Line of ed.: 12    
ხან იარაღითა და ხან ისრითა. მერმე მუშტი დაუშინეს ერთმანეთსა.
Line of ed.: 13    
რა საღამო ჟამი შეიქნა, ყარამანმა უთხრა: ნარიმან, შენ შინ შედი
Line of ed.: 14    
და მე აქ მოედანზედ ჩამოვხდები, დილაზედ გამოდი და ისევ შე\ვიბათო.
Line of ed.: 15    
რა ნარიმანმა ესე გაიგონა, ცხენიდამ ჩამოხდა და ყარამან\თან
Line of ed.: 16    
დაჯდა.

Line of ed.: 17       
რა სარვიხურამანმა დაინახა, შვილისაგან შეშინდა და თვითონაც
Line of ed.: 18    
იქ მივიდა და უთხრა: შვილო, შენ ადექ, შინ შემოდი და ეგ ზანგი
Line of ed.: 19    
ხვალაც მოვაო. ნარიმანმა უთხრა: შენ წაბრძანდი და ჩვენ ღვინის
Line of ed.: 20    
მეჯლისი და სუფრა გვიბოძე. ჩემს გულში როგორღაც სიყვარული
Line of ed.: 21    
მოდის ამ ზანგისაო. რა ესე გაიგონა, უბრძანა თავის შინაყმათა და
Line of ed.: 22    
ღვინო და საჭმელები მოიღეს. თვითონ სარვიხურამან და სხვანი
Line of ed.: 23    
ფალავანები მოვიდნენ და იმათთან დასხდნენ. მერმე ნარიმანმა უთხ\რა:
Line of ed.: 24    
ზანგისტანის ფალავანო, რა იქნება, შენც მოხვიდე და ამ მეჯ\ლისში
Line of ed.: 25    
ჩვენთან დასჯდე და ხვალ კიდევ შევიბათო. უარი არ უთხ\რა,
Line of ed.: 26    
მივიდა და ნარიმანთან დაჯდა და პურის ჭამა დაიწყეს

Line of ed.: 27       
რა სარვიხურამანმა იმისი ყოფაქცევა ნახა, ნარიმანს ინდოეთის
Line of ed.: 28    
ენით უთხრა: ამისი ყოფაქცევა, ჭამა და სმა სულ მამაშენისა არის,
Line of ed.: 29    
მაგრამ ეს შავია და ის თეთრ-წითელი კაცი არის და არ ვიცი, რა იქ\ნებაო.
Line of ed.: 30    
ცხენიც შეშფაიბარს ჰგავს, მაგრამ ის ჭრელია და ეს ღრუბ\ლისა
Line of ed.: 31    
ფერიაო. ამაღამ არაფერი და დილაზე ვნახოთ, რა იქნებაო. რა
Line of ed.: 32    
სუფრა აიღეს, ნარიმანმა ჰკითხა: ფალავანო, შენ ამ ქვეყანას რად
Line of ed.: 33    
მოხველ და ან სადაური ხარ და ან რა გინდაო? იმ ზანგმა უთხრა:
Line of ed.: 34    
ნარიმან, მე ზანგისტანის ხელმწიფე ვარ. მე მნებავს, რომ ქვეყა\ნაზედ
Line of ed.: 35    
სააბყარანობა დავიმტკიცო. მოველ ყარამანია-ქალაქს, ყა\რამან
Page of ed.: 578  Line of ed.: 1    
მოვკალ და აწ სარვიხურამან მინდა წავიყვანო და სწორედ
Line of ed.: 2    
ცოლად მინდა შევირთო.

Line of ed.: 3       
რა ესე ნარიმანმა გაიგონა, ესრეთ განრისხდა, რომ მრისხანებით
Line of ed.: 4    
თვალთაგან ცრემლი მოედინა და ენება, რომე მუშტი შემოეკრა,
Line of ed.: 5    
მაგრამ სარვიხურამანმა დაუშალა. რაღა გრძლად მოგახსენოთ, იმ\ჟამად
Line of ed.: 6    
თორმეტი დღე იბრძოლეს. დღისით იბრძოდნენ და ღამით
Line of ed.: 7    
ერთად შეექცეოდნენ. რა თორმეტი დღე შესრულდა, ყარამან გან\რისხდა.
Line of ed.: 8    
გურზი გააგდო, სარტყელსა ხელი ჩაავლო, ცხენიდამ გარ\დმოიღო,
Line of ed.: 9    
მოიტაცა და წაიყვანა. რაც ფალავანნი იყვნენ, ყველანი
Line of ed.: 10    
გამოუდგნენ, მაგრამ თვალითაც ვეღარ იხილეს.

Line of ed.: 11       
რა ყარამანმა იგი ერთსა ბიაბან ალაგს მიიყვანა, მიწასა დასცა
Line of ed.: 12    
და ხელები შეუკრა. ნარიმანმა უთხრა: ზანგო, რადგანაც შენ ეს
Line of ed.: 13    
მიყავ რომ მომერიე, ღმერთს გაფიცებო, მომკალო! მე ამ სიცოცხ\ლეს
Line of ed.: 14    
სიკვდილი მირჩევნიაო ამისთვის, რომ ახლა ქვეყანაზე ხმა და\ვარდება,
Line of ed.: 15    
ძლიერის ყარამანის შვილს ერთი ზანგი მოერია და ცო\ცხალი
Line of ed.: 16    
წაიყვანაო. ამას სიკვდილი სჯობსო! მერმე ამან უთხრა: ნა\რიმან,
Line of ed.: 17    
შენ მამაშენს კიდევ უკუუდგები და ან კიდევ აწყენინებ
Line of ed.: 18    
რასმეო? ვინც თავის მამის წინააღმდეგი იქნება, ასე უნდა
Line of ed.: 19    
იტან/ჯოსო.

Line of ed.: 20       
რა ნარიმანმა ესრეთ მოისმინა, მაშინვე სცნა, რომ თავისი მამა
Line of ed.: 21    
ყარამანი იყო. წამოდგა და მაშინვე მუხლსა მოეხვია და თაყვანი
Line of ed.: 22    
სცა. არ ვიცოდიო, ღმერთს მიუტევე ამდენი ჩემი დანაშაულიო,
Line of ed.: 23    
ცრემლით ევედრა. რა ნარიმანისაგან ესრეთ იხილა, ყარამან მოეხ\ვია
Line of ed.: 24    
და მკერდსა მიიყრდნო და მრავალჯერ აკოცა და უთხრა: ჰე,
Line of ed.: 25    
ნარიმან, მე ყარამან არა ვარ, მაგრამ იმისი ძმადნაფიცი ვარო. და
Line of ed.: 26    
სახელად ყეითარ ზანგი მქვიანო. გავიგონე, რომ შენ მამაშენი დი\დად
Line of ed.: 27    
თურმე შეაწუხე. ამისთვის მოველ. ახლავე გაბრუნდი და
Line of ed.: 28    
უშანგაბადს მიდი დედაშენთან. თუ რომ კიდევ შეგიწუხებია ვინმე
Line of ed.: 29    
და ან სამართლით და ან უსამართლოდ კაცი მოგიკლავს, მოვალ და
Line of ed.: 30    
მაშინვე თავს მოგკვეთო! რა ნარიმანმა ესრეთ მოისმინა, ხვეწნი\თა
Line of ed.: 31    
და ვედრებითა უშანგაბადს დაჰპატიჟა, მობრძანდიო, მაგრამ ყა\რამან
Line of ed.: 32    
არ ეწვია. ესე უთხრა: მე თქვენს ლოცვაში ნუ დამივიწყებთ,
Line of ed.: 33    
ჩემს ალაგს მინდა წავიდეო. შეშფაიბარს შეჯდა, ქუსლი ჰკრა და
Line of ed.: 34    
დასავლეთისაკენ წავიდა.

Line of ed.: 35       
იმჟამად ნარიმან რომ გამობრუნდა, მოვიდა და თავის დედას
Line of ed.: 36    
სარვიხურამანს ყველა წვრილად უამბო თავის თავის გარდასავალი.
Page of ed.: 579  Line of ed.: 1    
რა სარვიხურამანმა ესე გაიგონა, დიდად გაოცდა და უთხრა: შვი\ლო,
Line of ed.: 2    
ეს რაღაც ამბავი არის, რომელ ქამუზ ინდიც მოვიდა და ყარა\მანის
Line of ed.: 3    
ამბავიც მოიტანა: კარგა ხანია იიმ ქალაქიდამ უჩინო ქმნილა
Line of ed.: 4    
და აღარსადა ჩანსო. რა ესე ამბავი გაიგონეს, დიდად შეწუხდნენ.
Line of ed.: 5    
მაგრამ ნარიმან ამას ამბობდა, იგი ზანგი უთუოდ მამაჩემი იყო,
Line of ed.: 6    
მაგრამ ეს მიკვირს, ისრე როგორ გამოიცვალა ის თავისი მშვენიე\რი
Line of ed.: 7    
ფერიო. მერე სხვათა მრავალთა ჰქონდათ ამაზე ცილობა, მაგრამ
Line of ed.: 8    
ვერა რომელი ამტკიცებდა და ნარიმანს ეს მწუხარება არ ასვენებ\და,
Line of ed.: 9    
რომ რად ვინმე მომერიაო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.