TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 83
Previous part

Chapter: XIII  
Line of ed.: 31        13. ხოლო რაჟამს ენება წარმოსლვაჲ მიერ, ნეტარი შიო
Line of ed.: 32     
ევედრებოდა წმიდასა იოვანეს, რაჲთა უბრძანოს მას დაყუდებით
Line of ed.: 33     
ცხორებაჲ. ხოლო მან ჰრქუა: "მიგემადლენ ღმრთისა მიერ სათხოველი
Line of ed.: 34     
შენი და მოგეცინ მოთმინებაჲ, რაჲთა აქა იწროებით ცხორებითა
Line of ed.: 35     
საუკუნესა მას ჰპოო განსუენებაჲ და ფართოებით შუებაჲ.
Line of ed.: 36     
არამედ წარვედ და მოაჴსენე პირველად მამათ-მთავარსა და
Line of ed.: 37     
უკუეთუ ბრძანოს შენი ესრეთ ცხორებაჲ, უწყოდე, რამეთუ
Line of ed.: 38     
არს ნებაჲ ღმრთისაჲ, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული: "ერჩდით
Page of ed.: 225   Line of ed.: 1     
წინამძღუართა თქუენთა, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა
Line of ed.: 2     
თქუენთათჳს"*.

Line of ed.: 3        
და ასწავებდა ბერი, რაჲთა გონებაჲ-ცა ჴორცთა-ვე თანა შეაყენოს
Line of ed.: 4     
და ყოველი ზრუნვაჲ ქუეყნიერი განაგდოს, ვითარცა მკუდარმან,
Line of ed.: 5     
დაფლულმან და დაფარულმან, რამეთუ ესე არს კანონი
Line of ed.: 6     
დაყუდებით ცხოვრებულთაჲ. ხოლო წმიდამან შიო მიიხუნა ბერისაგან
Line of ed.: 7     
მცნებანი, ანბორს-უყო ფერჴთა, და ტიროდეს ყოველნი იგი
Line of ed.: 8     
ძმანი, ვითარცა უკუანაჲსკნელისა ჯმნისათჳს, და ჰრქუა მათ: "ლოცვა-ყავთ
Line of ed.: 9     
ჩემთჳს". და წარმოვიდა, და ვითარცა შევიდა კათოლიკე
Line of ed.: 10     
ეკლესიად, თაყუანის-სცა წმიდასა სუეტსა და ცრემლით
Line of ed.: 11     
ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთა ღირს ყოს დაყუდებით მსახურებასა
Line of ed.: 12     
მისსა.

Line of ed.: 13        
და შევიდა წინაშე მამათ-მთავრისა. ხოლო მან სიხარულით
Line of ed.: 14     
შეიწყნარა. და ვითარცა მოიკითხნეს, წმიდამან შიო წარმოუთხრა
Line of ed.: 15     
ყოველი-ვე და წალიერებაჲ-ცა გულისა მისისაჲ.

Line of ed.: 16        
ხოლო მან სულთ-ითქუნა და ტიროდა და ეტყოდა: "წარემართე,
Line of ed.: 17     
მამაო, კეთილსა მაგას გზასა და ყავნ უფალმან მღჳმე იგი
Line of ed.: 18     
კიბედ, აღმყვანებელად შენდა ზეცად მიმართ, და ბნელი იგი --
Line of ed.: 19     
მიმყვანებელ ნათელსა მას დაუღამებელსა! და ჟამისა ამის Ms. page: I_18r 
Line of ed.: 20     
ჭირი გეყავნ საუკუნოდ განსასუენებელ და არა შენ ოდენ, არამედ
Line of ed.: 21     
ყოველთა, რომელთა შემდგომად შენსა იღუაწონ ადგილსა
Line of ed.: 22     
მას შინა! და დაუთმე ბრძოლასა ეშმაკთასა, რამეთუ მრავალღონე
Line of ed.: 23     
არს ბრძოლაჲ მათი".

Line of ed.: 24        
ხოლო წმიდაჲ შიო ევედრებოდა და ეტყოდა: "ლოცვა-ყავ
Line of ed.: 25     
ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა ნეშტნი ესე დღენი ჩემნი მომმადლნეს
Line of ed.: 26     
ნებისაებრ მისისა". და დაიწერა ჯუარი და წარვიდა და
Line of ed.: 27     
შევიდა უდაბნოსა თჳსსა. და მოუწოდა ყოველთა ძმათა და ჰრქუა:
Line of ed.: 28     
"მე ესერა აღვირჩიე დაყუდებით ცხოვრებაჲ ბრძანებითა ბერისაჲთა
Line of ed.: 29     
და წმიდისა მამათ-მთავრისაჲთა; ხოლო თქუენ განეკრძალენით
Line of ed.: 30     
საფრჴეთა ეშმაკისათა და მოიგეთ უმეტეს ყოვლისა სიმდაბლე
Line of ed.: 31     
და მორჩილებაჲ და სიმშჳდე, რომელი უჩინო-ჰყოფს რისხვასა, და
Line of ed.: 32     
სიყუარული, რომლისა მიერ ღმერთი მოიგების, და მარხვაჲ, რომელი
Line of ed.: 33     
წარიოტებს ბილწებასა, და ლოცვასა შინა სიწმიდე გონებისაჲ,
Line of ed.: 34     
რომელი განაქარვებს ყოველსა ძალსა მტერისასა, და დაუცხრომელი
Line of ed.: 35     
ტირილი, რომელი მოატყუებს სიხარულსა საუკუნოსა, და
Line of ed.: 36     
მოიპოვეთ სიგლახაკე, რაჲთა საუკუნოდ სიმდიდრე ჰპოოთ. მოიძულენით
Line of ed.: 37     
საქმენი სოფლისანი, იწურთიდით წერილთა, რაჲთა
Line of ed.: 38     
მარადის ფრთხილ იყოს გონებაჲ თქუენი; იქმნენით წმიდა ჴორცითა,
Line of ed.: 39     
რაჲთა სულითა წმიდა იქმნნეთ და მხიარულნი შეხჳდეთ ქორწილსა
Page of ed.: 226   Line of ed.: 1     
უფლისასა. მიეყრდენით მკერდსა უფლისასა, რაჲთა სიწმიდით
Line of ed.: 2     
ეზიარებოდით მას, და ნუ ჰგონებთ, თუ-მცა უჭირველად
Line of ed.: 3     
ცხოვრებაჲ საუკუნოჲ ჰპოეთ. რამეთუ პავლე იტყჳს. ვითარმედ:
Line of ed.: 4     
"მრავლითა ჭირითა გჳღირს შესლვად სასუფეველსა ცათასა"*.
Line of ed.: 5     
და კუალად იტყჳს: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი
Line of ed.: 6     
თქუენნი"*.

Line of ed.: 7        
"უწყოდეთ, ძმანო ჩემნო, რამეთუ აქაჲ ესე ყოველი წარმავალ
Line of ed.: 8     
არს, ხოლო საუკუნოჲ წარუვალ. მითხართ-ღა, საყუარელნო,
Line of ed.: 9     
უკუეთუ გუშინ ყოველთა განსუენებათა შინა ყოფილ იყოს კაცი
Line of ed.: 10     
ესე და ხვალე არღარაჲ ჰქონდის და არცა-ღა სხუასა წაღმართ
Line of ed.: 11     
მოელოდის რას თჳნიერ ჭირისა და ტანჯვისა, არა დიდი დაჭირვებაჲ
Line of ed.: 12     
არს მისა?!"

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.