TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 106
Previous part

Chapter: 5  
Line of ed.: 18        ე^. და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყუასნი
Line of ed.: 19     
კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა: საბა, რომელსა ეწოდა
Line of ed.: 20     
საბან, დედის დის-წული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი
Line of ed.: 21     
მისი. და თევდორე ნეძჳსა მაშენებელი და მამაჲ; და ქრისტეფორე კჳრიკეთისა
Line of ed.: 22     
მაშენებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუმოებამან, და საღმრთომან
Line of ed.: 23     
სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ [ზრახ]ვად შეკრებულნი, ვითარცა სული
Line of ed.: 24     
ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული. მაშინ ნეტარმან გრიგოლ თქუა
Line of ed.: 25     
სიტყუაჲ იგი დავითისი, Ms. page: J_161r  ვითარმედ: "რაჲ-მე კეთილ ანუ რაჲ-მე შუენიერ,
Line of ed.: 26     
არამედ დამკჳდრებაჲ ძმათაჲ ერთად*?" რამეთუ ვითარცა თქუა ქრისტემან
Line of ed.: 27     
სახელისა მისისათჳს შეკრებულთა შორის დამკჳდრებაჲ თჳსი, ეგრეთ-ვე
Line of ed.: 28     
იყავნ ჩუენ შორის თავადი უფალი, რაჲთა სათნო-იყოს სულიერი ესე საგრობაჲ
Line of ed.: 29     
ჩუენი უცხოებასა შინა და რაჲთა შეწირულ იყოს მსახურებაჲ ჩუენი
Line of ed.: 30     
სათნოდ მის წინაშე". ხოლო მათ თქუეს: "იყავნ ქრისტჱ ღმერთი ჩუენ შორის
Line of ed.: 31     
სულიერად ძმობასა და გზავნასა ჩუენსა და უძლურსა გულს-მოდგინებასა
Line of ed.: 32     
სიტყუათაებრ შენთა, ბრძენო გრიგოლ, რაჲთა ძალი საღმრთოჲ დაემკჳდროს
Line of ed.: 33     
ჩუენ შორის".

Line of ed.: 34        
მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდნეს თავნი თჳსნი ძლიერებისა
Line of ed.: 35     
ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოჲსა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და სიხარულით
Line of ed.: 36     
წარემართნეს გზასა მას, რომელი არა უწყოდეს, არამედ არა უმეცარ იყვნეს,
Line of ed.: 37     
რამეთუ უფალი მხოლოჲ უძღოდა მათ, ხედვიდა რაჲ გულსა მათსა წმიდასა
Line of ed.: 38     
და წყაროებრ დაუწყუედელსა ლოცვასა და ცრემლთა მათთა ნაკადულსა. და
Line of ed.: 39     
მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

Line of ed.: 40        
ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტჱს სიყუარულისათჳს,
Line of ed.: 41     
ვინაჲთგან პოვნილ იყო წმიდაჲ იგი მცირე ეკლესიაჲ წმიდისა
Page of ed.: 253   Line of ed.: 1     
ნათლის-მცემელისაჲ, და იყო წინამძღურისა მათისა სახელი ამბა გიორგი,
Line of ed.: 2     
რამეთუ მესამე მამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ
Line of ed.: 3     
იყვნეს. ამან ნეტარმან ამბა გიორგი, ვითარცა იხილნა სანატრელი
Line of ed.: 4     
მამაჲ გიორგი და მოყუასნი მისი, გულისჴმა-ყო საღმრთოჲთა ცნობითა
Line of ed.: 5     
ღირებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით, არა ვითარცა
Line of ed.: 6     
მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა. უწყოდა სულითა, რამეთუ
Line of ed.: 7     
პატივი ზეგარდამო[ჲ] Ms. page: J_161v  ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა. და ორისა
Line of ed.: 8     
წელიწდისა ჟამთა იყუნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა
Line of ed.: 9     
ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა
Line of ed.: 10     
მონაზონთაჲ.

Line of ed.: 11        
ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა
Line of ed.: 12     
ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა,
Line of ed.: 13     
რომელნი-იგი იზარდებოდეს მთავართა სახედ მწუანვილითა და ხილითა,
Line of ed.: 14     
ხოლო რომელნი-მე მცირედითა პურითა და რომელთაჲ-მე ესმოდა სახელი
Line of ed.: 15     
და რომელნი-მე ფარულად იყვნეს ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ
Line of ed.: 16     
წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ, რომელთაგან-მე --
Line of ed.: 17     
ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგან-მე -- სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგან-მე --
Line of ed.: 18     
სიმშჳდესა და განურისხველობასა, რომელთაგან-მე -- უპოვარებასა
Line of ed.: 19     
და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ ზე-ჯდომით ძილსა, რომელთაგან-მე -- უძლურებასა
Line of ed.: 20     
და ჴელთ-საქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა,
Line of ed.: 21     
და ესრეთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლად-ვე თჳსა,
Line of ed.: 22     
რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ: "ჰრცხუენისმცა სოფელსა ქცევათაგან
Line of ed.: 23     
ჩუენთა კეთილთა".

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.