TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 111
Previous part

Chapter: 10  
Line of ed.: 24        ი^. ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა
Line of ed.: 25     
წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირით-ხურონი და ნივთი ყოველი
Line of ed.: 26     
ქვითკირისა ეკლესიისა საშენებელად. და ესრეთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ
Line of ed.: 27     
თჳსსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და
Line of ed.: 28     
ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ.

Line of ed.: 29        
ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ,
Line of ed.: 30     
დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქუა: "ქრისტე ღმერთო,
Line of ed.: 31     
ჴორც-შესხმისა შენისა განგებულებაჲ ღმრთებრ აჩუენე შენთა დაბადებულთა,
Line of ed.: 32     
და შიშით ჰმსახურეს მეუფებასა შენსა წინაწარმეტყუელთა წინაჲსწარ უწყებითა,
Line of ed.: 33     
მოციქულთა ქადაგებითა, მოწამეთა ჭეშმარიტითა აღსა[ა]რებითა და
Line of ed.: 34     
ღირსთა წმიდათა სოფლისა კრებათა და მეუდაბნოეთა მამათა მარადის დიდებითა
Line of ed.: 35     
სახელისა შენისა წმიდისაჲთა. და ესე ოთხ კერძო კრებული საღმრთოჲ
Line of ed.: 36     
წმიდათა ყოველთა გარე მოდგომილი ზღუდის სახედ უძრავისა სიმტკიცე
Line of ed.: 37     
ექმნნეს წმიდათა შენთა ეკლესიათა.

Line of ed.: 38        
"რამეთუ შენ თჳთ სიბრძნემან იშენე თავისა თჳსისა სახლი სიწმიდისაჲ
Line of ed.: 39     
შესავედრებელად ერთა მორწმუნეთა. და რამეთუ წმიდასა ეკლესიასა სახელ-სდევ
Line of ed.: 40     
გუამად შენდა. და წმიდასა შენსა სახელსა ზედა და სახელსა წმიდათა
Page of ed.: 261   Line of ed.: 1     
შენთასა შეუძრველად აღაშენენ და დაამტკიცენ Ms. page: J_168v  წმიდანი ეკლესიანი.
Line of ed.: 2     
ამისთჳს უწოდე ეკლესიად წმიდათა ყოველთა, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა
Line of ed.: 3     
მათისა ნაცვალად მათა ეკლესიანი აქუნდენ სიმტკიცედ და სიქადულად
Line of ed.: 4     
შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა, ვიდრემდის კუალად მოხჳდე
Line of ed.: 5     
დიდებით წმიდათა თანა.

Line of ed.: 6        
"შენ, უფალო, აწ-ცა აკურთხე ადგილი ესე, წმიდისა შენისა ეკლესიისა
Line of ed.: 7     
სამკჳდრებელი, მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს
Line of ed.: 8     
ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშენებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა
Line of ed.: 9     
სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა, გიორგი ჯუარითა მოქადულისა,
Line of ed.: 10     
ახოვნისა და სახელოვნად განთქუმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა
Line of ed.: 11     
მარტჳლთა და მოწამეთა, რომელთა-ცა ჴორცნი მახჳლითა დაიჭრებოდეს,
Line of ed.: 12     
ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკუეთებოდა. ხოლო მათ ყოველთა უმეტეს
Line of ed.: 13     
იპოვა სიმჴნითა წმიდაჲ გიორგი და მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განჴდილთა
Line of ed.: 14     
ქრისტეანეთა ასწავა სიმჴნჱ ძლიერი, მხიარულებით რაჲ მოითმინნა
Line of ed.: 15     
მრავალ-ფერნი სატანჯველნი და ძლევით შემოსილი იდიდა ცათა შინა
Line of ed.: 16     
და ქუეყანასა ზედა. ამისთჳს-ცა ანგელოზთა თანა წმიდათა განიხარეს მოწაფეთა
Line of ed.: 17     
ნეტართა სრულებაჲ ღუაწლთა მისთაჲ, რამეთუ მას მისცა ქრისტემან
Line of ed.: 18     
ძლევაჲ ყოველთა მტერთაჲ და აწ ნაწილთა და სახელსა მისსა, და მეოხებაჲ
Line of ed.: 19     
მისი მფარავს ყოველთა მადიდებელთა მისთა მარადის და უკუნისამდე".

Line of ed.: 20        
და ჯუარი დასწერა ადგილსა წმიდისა ეკლესიისასა და იწყეს შენებად.
Line of ed.: 21     
და ესრეთ კეთილად განსრულდა ძუელი იგი ეკლესიაჲ ხანცთისაჲ შეწევნითა
Line of ed.: 22     
ქრისტესითა და Ms. page: J_169r  მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა
Line of ed.: 23     
მამისა გრიგოლისითა, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა დიდებულისა
Line of ed.: 24     
გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლ-მორწმუნეთაჲთა. მას ჟამსა ყოველთა
Line of ed.: 25     
მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა
Line of ed.: 26     
შენებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრეთ განმრავლდეს მსახურნი წმიდისა
Line of ed.: 27     
სამებისანი და მარადის-მადიდებელნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.