TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 112
Previous part

Chapter: 11  
Line of ed.: 28        ი^ა. ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია
Line of ed.: 29     
მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა. და ღირსად ცხორებისა და
Line of ed.: 30     
სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყუარულითა
Line of ed.: 31     
წმიდითა ერთ-ზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა
Line of ed.: 32     
კაცნი, დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ. და ხუცესი მერისაჲ ხანცთით
Line of ed.: 33     
არნ.

Line of ed.: 34        
ამისა შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა
Line of ed.: 35     
გაბრიელ ერის-მთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოვებაჲ
Line of ed.: 36     
და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ
Line of ed.: 37     
და მოწაფეთაგან-ვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ.
Line of ed.: 38     
ესე ყოველი ვითარცა გულისჴმა-ყო კეთილად მსახურმან კურაპალატმან
Line of ed.: 39     
აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლჱ ჴელითა თჳსითა და კაცი ერთი
Line of ed.: 40     
კეთილი წინაშე-მდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი სწრაფით
Line of ed.: 41     
წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე. და ვითარცა წარიკითხა წიგნი
Page of ed.: 262   Line of ed.: 1     
კურაპალა\ტისაჲ, Ms. page: J_169v  პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და
Line of ed.: 2     
კაცთა მათგან-ცა ცნა ყოველი, მუნთქუეს-ვე წარვიდა ჴელმწიფისა მის წინაშე
Line of ed.: 3     
და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი. და ვითარ მივიდა
Line of ed.: 4     
კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება
Line of ed.: 5     
ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი
Line of ed.: 6     
და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: "ღმრთისამიერი კურთხევაჲ
Line of ed.: 7     
პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო", და მან თქუა:
Line of ed.: 8     
"გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტჱსმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ
Line of ed.: 9     
ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაჲ ესე: "სადა არს პატივი მთავრობისაჲ,
Line of ed.: 10     
მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ", რამეთუ თქუენ, ჴელმწიფენი,
Line of ed.: 11     
უფალ-გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისჴმა-ვჰყოფთ
Line of ed.: 12     
კეთილის ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა.

Line of ed.: 13        
და ვითარცა-იგი აბრაჰამისთჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ: "აბრაჰამსა
Line of ed.: 14     
სწადოდა ხილვაჲ ნათლისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა*", მსგავსად აბრაჰამისა
Line of ed.: 15     
მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაჲ და თაყუანის-ცემაჲ თქუენი და აწ
Line of ed.: 16     
სიხარულითა სავსე ვარ და ძღუნად შევსწირავ ლოცვასა. ქრისტემან უმეტესად
Line of ed.: 17     
დიდებით დაიცევინ მეფობაჲ შენი დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოჲ
Line of ed.: 18     
დიდებაჲ ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკჳდრენ კეთილთა თანა
Line of ed.: 19     
შვილთა".

Ms. page: J_170r 
Line of ed.: 20     
მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: "მეფეთა ისრაჱლისათა
Line of ed.: 21     
ჟამად-ჟამად წინაწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა
Line of ed.: 22     
და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად
Line of ed.: 23     
ურწმუნოთა, ეგრეთ-ვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა
Line of ed.: 24     
სიქადულად. და რაჲთა მას იღუწიდე ჩუენთჳს, წმიდითა ლოცვითა შენითა
Line of ed.: 25     
წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა". ხოლო მან ჰრქუა: "დავით წინაწარმეტყუელისა
Line of ed.: 26     
და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო,
Line of ed.: 27     
მეფობაჲ და სათნოებანი-ცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳს-ცა
Line of ed.: 28     
ამას მოგაჴსენებ. არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და
Line of ed.: 29     
ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი
Line of ed.: 30     
მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ
Line of ed.: 31     
იყვნენ უკუნისამდე".

Line of ed.: 32        
ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქუა ქებაჲ ხანცთისაჲ,
Line of ed.: 33     
ვითარმედ: "კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა
Line of ed.: 34     
შეზავებითა ყოვლით კერძო. და აქუს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარჱ,
Line of ed.: 35     
შუენიერი, გრილი და ჰამოჲ, და მაღნართა სიმრავლჱ ურიცხჳ და მცირედი
Line of ed.: 36     
რაჲმე სხუაჲ-ცა ნუგეშინის-საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო
Line of ed.: 37     
სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების
Line of ed.: 38     
ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა". ესე ვითარცა
Line of ed.: 39     
ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი Ms. page: J_170v  და
Line of ed.: 40     
შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა
Page of ed.: 263   Line of ed.: 1     
კურაპალატისათა -- ადარნესე, და ბაგრატ, და გუარამ შეწირეს თითოეულად,
Line of ed.: 2     
რაჲ-ცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით.

Line of ed.: 3        
და ვითარცა ადგილნი იგი მოითუალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა
Line of ed.: 4     
და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა
Line of ed.: 5     
სავსჱ მოვიდა ხანცთად, მონასტრად თჳსა, და ახარა ძმათა ყოველი
Line of ed.: 6     
იგი განმარჯუებაჲ მადლითა ქრისტჱსითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა.
Line of ed.: 7     
ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და
Line of ed.: 8     
ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის-მყოფელსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.