TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 126
Previous part

Chapter: 25  
Line of ed.: 9        კ^ე. მაშინ სიხარულით უბრძანა ბაგრატ კურაპალატმან შენებაჲ მისი
Line of ed.: 10     
და მისცა ყოველი-ვე საჴმარი საშენებელად. და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაჲ
Line of ed.: 11     
გრიგოლ Ms. page: J_182r  შატბერდს, მაშინ ცრემლთა მისთა მდინარითა ირწყვოდა
Line of ed.: 12     
ადგილი იგი, იტყოდა რაჲ ლოცვასა ამას:
Line of ed.: 13     
"მეუფებითა სუფევისა შენისაჲთა, ღმერთო, უშრომელად დაჰბადენ დაბადებულნი
Line of ed.: 14     
ყოველნი და ჴელმწიფებით განმგებელ ხარ ყოველთა ქმნულთა
Line of ed.: 15     
შენთა, რამეთუ ცათა შემოქმედი, და ანგელოზთა დამბადებელი, და ქუეყანისა
Line of ed.: 16     
დამამტკიცებელი, და ზღუათა დამამყარებელი და წულილადთა-ცა საქმეთა
Line of ed.: 17     
მოქმედ-ვე ხარ, ვითარცა თქუა დავით: "არა თუ-მცა უფალმან აღაშენა სახლი,
Line of ed.: 18     
ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი"*. აწ, უფალო, იყვნედ ყურნი შენნი
Line of ed.: 19     
მორჩილ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა და აკურთხე ადგილი ესე მადლითა შენითა
Line of ed.: 20     
და აღაშენე მონასტერი განსასუენებელად სიწმიდისა სამკჳდრებელთა შენთა
Line of ed.: 21     
და მოეც ამას სახელი კეთილად სახელოვანი შორის თესლებსა მრავალსა
Line of ed.: 22     
სადიდებელად შენდა, ყოველთა მეუფეო, უხილავად შეწევნითა ძლიერისა
Line of ed.: 23     
მკლავითა შენისაჲთა, და განანათლე ნათლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და
Line of ed.: 24     
მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა და წმიდათა ყოველთაჲთა დაიცევ
Line of ed.: 25     
უკუნისამდე ჟამთა, ამენ".

Line of ed.: 26        
და ჯუარი დასწერა ადგილსა მას ჩინებულსა და იწყეს საქმედ ეკლესიისა
Line of ed.: 27     
და სენაკებსა-ცა. და ესრეთ დღითი-დღე აღორძნდებოდა იგი კეთილად.
Line of ed.: 28     
და იქმნა ღელე გლოვის მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, Ms. page: J_182v  ხოლო
Line of ed.: 29     
ნავთ-სადგურ ცხორების ქრისტჱს სამწყსოთა მეფეთა და მთავართა და ყოვლისა
Line of ed.: 30     
ერისა ქრისტეანეთა მართლ-მორწმუნეთაჲსა მსგავსად ხანცთისა, ღმრთისა
Line of ed.: 31     
მიერ ზეგარდამო ჩინებულისა, ეგრეთ-ვე შატბერდი აღეშენა საღმრთოჲთა
Line of ed.: 32     
შეწევნითა და ლოცვითა ნეტარისა მის კაცისაჲთა, რომელმან-ცა შეაერთნა
Line of ed.: 33     
ორნი-ვე იგი უდაბნონი ერთად შენაწევრებულნი და შემტკიცებულნი ძმობრივსა
Line of ed.: 34     
ზედა სიყუარულსა ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

Line of ed.: 35        
ამისა შემდგომად უწოდა კურაპალატმან წმიდასა მას. და ვითარცა მიიწია
Line of ed.: 36     
მის წინაშე, ყოველი აუწყა კეთილად განმარჯუებაჲ მონასტრისაჲ მის
Line of ed.: 37     
ქრისტჱს მიერ. მაშინ უბრძანა ადგილნი მარჯუენი აგარაკად შატბერდსა,
Line of ed.: 38     
და ყოველი, რაჲ-ცა უჴმდა, მისცა მისთჳს სრულიად საშენებელად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.